ng ng

რეგულარული გადახდების ფუნქცია ხელმისაწვდომია

სახლში / პროექტები /

ოჰ, მასთან ერთად როგორ გაწვალდები…

calendar თებერვალი 4, 2021

ერთი ზარი გადაარჩენს სიცოცხლეს!

ტელეფონის ნომერი:

info

ფასი (გაითვალისწინეთ):

1 call - ₾2 GEL

მობილური პროვაიდერები

Mobile provider
Mobile provider
Mobile provider

დაეხმარეთ! გააგზავნეთ სმს

sms

თქვენ შეგიძლიათ გადაარჩინოთ ვინმეს სიცოცხლე და დაუახლოვდეთ ღმერთს! გაგზავნეთ SMS ნომერზე 97100 შეწირეთ ₾3 GEL

კოპირებულია

პოსტის გაზიარებაც დახმარებაა!

facebook google messanger viber telegram

„დატოვე და შენი ცხოვრებით იცხოვრე! პრობლემების გარდა, ის სხვას არაფერს მოგიტანს“, – ეუბნებოდნენ დედას, როდესაც მისი შვილის დიაგნოზის შესახებ იგებდნენ. „იცი, ასეთი ბავშვები დიდხანს არ ცოცხლობენ.“ „ოჰ, მასთან ერთად როგორ გაწვალდები!..“ რამდენი გულსატკენი სიტყვა აქვს მოსმენილი მაიას! მათ ნათესავებმა და ახლობლებმაც კი ზურგი აქციეს. ყველაფრის მიუხედავად, მან მაინც შვილი არჩია! და ისინი მთელ სამყაროში მარტონი დარჩნენ, მაგრამ – ერთად!
ნიკოლოზი საწოლს არის მიჯაჭვული, ვერ დადის, დამოუკიდებლად არც ჯდომა შეუძლია და არც ლაპარაკი, ზოგჯერ მხოლოდ ხმებზე რეაგირებს და ზმუის. დედა მას ისე უვლის, როგორც სიცოცხლის პირველ დღეებში. ზოგჯერ, ბიჭის მდგომარეობა უმჯობესდება, მაგრამ ხშირი შეტევები და კრუნჩხვები თითქოს მთელ შრომას წყალში ყრიან და ქალს კიდევ ერთხელ, ისევ ნულიდან უწევს შვილის ჯანმრთელობის მარცვალ-მარცვალ აკრეფა.

ჩვენი ფონდის ანგარიშები:

Bank of Georgia

Bank logo

Ბანკის კოდი:

BAGAGE22 BAGAGE22

კოპირებულია

ნომერი:

GE64BG0000000470458000 GE64BG0000000470458000

კოპირებულია

TBC Bank

Bank logo

Ბანკის კოდი:

TBCBGE22 TBCBGE22

კოპირებულია

ნომერი:

GE15TB7194336080100003 GE15TB7194336080100003

კოპირებულია

Liberty Bank

Bank logo

Ბანკის კოდი:

LBRTGE22 LBRTGE22

კოპირებულია

ნომერი:

GE42LB0115113036665000 GE42LB0115113036665000

კოპირებულია

საქველმოქმედო ნომერი: ერთი ზარი გადაარჩენს სიცოცხლეს!

ტელეფონის ნომერი:

0901200270

ღმერთო, შენ დაიფარე ამქვეყნად ყველა პატარა! ბედნიერ ბავშვობას და ნათელ მომავალს ყველა ბავშვი იმსახურებს! ჩვენ კი, მეგობრებო, შეძლებისდაგვარად ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ჩვენ გარშემო ბავშვები არ იტანჯებოდნენ! რადგან ქართველებს მოძმის თანაგრძნობა და დახმარება ისე შეუძლიათ, როგორც მსოფლიოში სხვას არავის!

მაგრამ სამწუხაროდ, როგორც ცხოვრებაში ხშირად ხდება ხოლმე, გასაჭირი მარტო არ მოდის. „მარტის თვე იყო. ორ თვეში ნიკუშა ექვსი წლის უნდა შესრულებულიყო. მას მაღალი სიცხე ჰქონდა და თვლემდა. უცებ ჩემი შვილის სხეულმა ტოკვა დაიწყო, საწოლი შეირყა… თავიდან მეგონა მიწისძვრა დაიწყო. ძალიან შემეშინდა, როდესაც მას სახე გაულურჯდა და პირიდან ნერწყვმა დაიწყო დენა. ვერაფრით გავაღვიძე. ნიკუშას  რყევა კიდევ უფრო გაუძლიერდა. ასე არასდროს შემშინებია, მაგრამ ჩემს თავში ძალა ვიპოვე, რომ სასწრაფო დახმარების ნომერი ამეკრიფა“ – გვიყვება მზია.

ექიმების მიერ დასმულმა კიდევ ერმა დიაგნოზმა, – ეპილეფსიამ, – დედის ოცნებები ნამსხვრევებად აქცია: ნიკუშა საწოლს არის მიჯაჭვული, მას ჯდომა არ შეუძლია, ფეხზეც ვერ დგება და ვერც თავს იჭერს, მან მეტყველების უნარი დაკარგა.

მზია, თუ შეიძლება, დაწვრილებით მოგვიყევით ნიკუშას ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ. როდის დაეწყო ჯანმრთელობის პრობლემები?

მზია: სამწუხაროდ, ნიკუშა ნაადრევ ბავშვად ითვლება. ის ორსულობის ოცდამეათე კვირას დაიბადა, სულ რაღაც კილო და ორასი. წარმოგიდგენიათ?! შესაძლო ნაადრევი მშობიარობის შესახებ გაფრთხილებული ვიყავი, რადგან ორსულობის დროს ვირუსული დაავადება მქონდა, მაგრამ ექიმები მარწმუნებდნენ, რომ ბავშვი ჯანმრთელი დაიბადებოდა. სამწუხაროდ, მისი დაბადების პირველივე დღიდან პრობლემები დაიწყო – ანემია. ორი კვირის განმავლობაში ნიკუშა ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იყო მიერთებული. მაშინ უფალმა შეგვიწყალა და ბავშვმა თავის დაძვრენა მოახერხა, მაგრამ მცირე წონის გამო, ჟვანიას სახელობის კლინიკაში მოგვიწია გადასვლა, სადაც ნიკუშა ორი თვით ინკუბატორში მოათავსეს. მაგრამ, სამწუხაროდ, ამ დროის განმავლობაში მას წონა დიდად არ მომატებია – სულ რაღაც 700 გრამი! ჯერ კიდევ მაშინ ვხვდებოდი, რომ ნიკუშა მთლად ჯანმრთელი არ იყო, მაგრამ ექიმებმა დამამშვიდეს, მარწმუნებდნენ, რომ ნიკუშას ჯანმრთელობის პრობლემები მარტივად გადალახვადი იყო. მხოლოდ ყურადღება და ექიმებთან დროული კონსულტაცია, ნევროლოგთან ვიზიტი იყო საჭირო. მათი რჩევა ყურად ვიღე: პედიატრთან, ნევროლოგთან და სხვა სპეციალისტებთან რეგულარულად დავდიოდით. ნიკუშას მასაჟს უკეთებდნენ, მაგრამ ჩემი ყველა მცდელობის მიუხედავად, ბავშვი განვითარებას ჩამორჩებოდა. მთელი ეს პერიოდი, ისინი ჩემს დარწმუნებას განაგრძობდნენ, რომ ასეთი სცენარის მიზეზი მხოლოდ ის იყო, რომ ბავშვი დროზე ადრე დაიბადა, მაგრამ გარკვეული დროის შემდეგ, ის თავის თანატოლებს განვითარებაში აუცილებლად დაეწეოდა.

– რას გეუბნებოდათ იმ დროს თქვენი ინტუიცია, შინაგანი ხმა?

მზია: შინაგანი ხმა მკარნახობდა, რომ პოლიკლინიკის ექიმები შეიძლება ცდებოდნენ, რომ დახმარებისთვის სხვა სპეციალისტებისთვის უნდა მიმემართა. მეორეს მხრივ, მეგონა, რომ ნიკუშას განვითარებაში კატასტროფული არაფერი იყო: ექვსი თვის ბავშვმა დაჯდომა, შემდეგ კი დგომა, ჩემი დახმარებით გადაადგილება და საუბარი ისწავლა! 10-12 სიტყვის გადაბმა შეეძლო, მესაუბრებოდა! საფენები არ სჭირდებოდა, მას უბრალოდ შეეძლო ეთქვა, რომ საპირფარეშოში უნდოდა; მაგრამ დედის გულს დიდხანს არ გაუხარია. ერთხელ მას თვალის გუგები ძალიან გაუფართოვდა! ცუდად გახდა, მაგრამ მისი ექიმთან მიყვანა მაშინვე ვერ მოხერხდა. იმ დროს ჩვენი მატერიალური მდგომარეობა (ნიკუშა ერთ წელზე ცოტა მეტის იყო) უკეთესის სურვილს ტოვებდა. ნიკუშას მამა ციხიდან ახალი გამოსული იყო, ოჯახში არავინ მუშაობდა, თავს ზემოთ ჭერიც კი არ გვქონდა. შვილი რომ ციხიდან გაეთავისუფლებინა, დედამთილმა ბინა გაყიდა. ბინის ქირის ფულიც არ გვქონდა… არც კი ვიცი, მაშინ თავი როგორ გაგვქონდა.

– წარმომიდგენია, იმ დროს რას გრძნობდით და ძალიან თანაგიგრძნობთ. მკურნალობის კურსი თუ დაინიშნა?

მზია: „ეს ბავშვი ჩემთან რატომ მოიყვანეთ? მე მას ახლა წამლებს ვერ დავუნიშნავ. საერთოდ, თქვენს შვილს რა სჭირს, თუ იცით? მისი სენის გამო თქვენ მას საბავშვო ბაღში ვერ მიიყვანთ, სკოლაში ვერ ატარებთ, თავის თანატოლებთან ის ვერასდროს ითამაშებს! ნიკუშას ცერებრული დამბლა აქვს!“ – ხელების მოძრაობით ნევროლოგმა ისე თქვა, რომ თვალიც არ დაუხამხამებია…

მაგრამ გული არ გავიტეხე. ჩვენ ფაქტობრივად ჟვანიას სახელობის საავადმყოფოში დავსახლდით, სადაც ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ ვიმყოფებოდით, რომლებიც გვარწმუნებდნენ, რომ ნიკუშა ამ დაავადების მსუბუქი ფორმით იტანჯებოდა, მაგრამ ბავშვის მდგომარეობა შეიძლება ნებისმიერ დროს გაუარესებულიყო. მათი წინასწარმეტყველება ნაწილობრივ ასრულდა: ბიჭმა რატომღაც სიტყვების დავიწყება დაიწყო. უკანასკნელი სიტყვა, რომელიც მის ბაგეებს მოსწყდა, იყო სიტყვა „მამა“. არც კი ვიცი, გაჩუმება რამ აიძულა. ეს ცხოვრების უკანასკნელი დარტყმა არ ყოფილა: ჩემი შვილი თითქმის ექვსი წლის იყო, როდესაც მას პირველი ეპილეფსიური შეტევა დაემართა. ასე არასდროს შემშინებია…

– დღესდღეობით, ნიკუშას მდგომარეობა როგორია? გადის თუ არა ბიჭი რეაბილიტაციას?

მზია: მას შემდეგ, რაც ნიკუშას კიდევ ერთი დიაგნოზი – „ეპილეფსია“ დაუსვეს, შეიძლება ითქვას, ჩვენ ახალ პრობლემაზე გადავერთეთ. ბავშვს მკურნალობის კურსი დაუნიშნეს. დღემდე, წამალს ვსვამთ, რომლის წყალობითაც მას ეპილეფსიური კრუნჩხვები იშვიათად ემართება. დღესდღეობით, ექიმების შეფასებით, მისი მდგომარეობა სტაბილურია. მაგრამ ეს ყველაფერი ნიკუშას ძალიან ძვირი დაუჯდა: ეპილეფსიის წამალმა ბავშვის ტვინი ფაქტობრივად ჩაკეტა, ნიკუშასთვის განვითარება ახლა ძალიან რთულია. თუმცა იმედი ბოლოს კვდება, ბოლო წლებში მიმდინარე მოვლენები კი გულს ოდნავ მაინც მიხარებს. რეაბილიტაციის კურსს კვირაში სამჯერ, „კამილიელთა“ სარეაბილიტაციო ცენტრში გავდივართ, სამუშაო დღეებში კი ჩვენთან ორგანიზაცია „პირველი ნაბიჯი“-ს თანამშრომლები მოდიან. მადლობა ღმერთს, ორივე პროგრამას სახელმწიფო აფინანსებს. სპეციალისტების ძალისხმევის წყალობით, ნიკუშა ახერხებს, რომ სიცოცხლეს მოეჭიდოს. სამწუხაროა, რომ პანდემიის გამო, ეს მომსახურებები დროებით შეგვიჩერდა.

– იმედი მაქვს, რომ ცხოვრების ჩვეულ წესს ძალიან მალე დავუბრუნდებით. თქვენი აზრით, თქვენი შვილის აღზრდაში ყველაზე რთული რა არის?

მზია:ალბათ, ჩემს მდგომარეობაში ყველაზე რთული ის ფაქტია, რომ ნიკუშა არ საუბრობს, ვერ მიხსნის, რა აწუხებს. უმეტეს შემთხვევაში, ვახერხებ, რომ მისი სურვილები გამოვიცნო: ყოველთვის ვიცი, როდის შია, ვხვდები, როდის სცივა ან ცხელა, როდის ეძინება; მაგრამ ზოგჯერ ის უბრალოდ ტირილს იწყებს, ვერ მაგებინებს, რომ რაღაც სტკივა. ამ დროს იმაზე ვოცნებობ, რომ ჩემ გვერდით ვიღაც იყოს, ვინც უბრალოდ ჩამეხუტებოდა და გამამხნევებდა. ხშირად ბავშვის დამტოვებელი არავინ მყავს, რომ მაღაზიაში გავიქცე. ბიჭის აწევა, რომელიც  40 კგ-ზე მეტს იწონის, მარტივი საქმე არ არის. ყველაზე რთული ალბათ ფსიქოლოგიური მომენტია, რუტინა. ზოგჯერ თვალებს ვხუჭავ და წარმოვიდგენ, რომ სხვაგან ვარ; მაგრამ მადლობა ღმერთს, სასოწარკვეთის შეტევები ხშირად არ მემართება. ვისწავლე იმით გამეხარა, რომ ჩემი შვილი სუნთქავს, მიყურებს და მე მისით ტკბობა შემიძლია.

რას ურჩევდით მშობლებს, რომლებიც მსგავს სიტუაციაში აღმოჩნდნენ?

მზია:უპირველეს ყოვლისა, გულს ნუ გაიტეხთ და არავითარ შემთხვევაში, არ დანებდეთ! თქვენს შვილებს ჯანმრთელი, ძლიერი, მხიარული, მოვლილი, კეთილი და ბედნიერი დედები სჭირდებათ! მშობლებს ვთხოვდი, თავებს გაუფრთხილდნენ, რადგან ჩვენ გარეშე, ჩვენს შვილებთან ვინც არ უნდა იყოს, ისინი უბრალოდ დაიღუპებიან. მათ მშობლები ჰაერივით სჭირდებათ! თავი გაიმხნევეთ და მხოლოდ წინ იარეთ!

– მზია, თუ შეიძლება, მოგვიყევით, მეუღლე სად გაიცანით? თქვენი კავშირი სიყვარულით შედგა?

მზია: ერთმანეთი ჩემს მეგობართან გავიცანით. დედამისმა ერთხელ ხინკალი გააკეთა და სტუმრად დამპატიჟა. სტუმართა შორის ჩემი მომავალი მეუღლე – მეგობრის ძმის ახლო მეგობარი აღმოჩნდა. ერთმანეთი მაშინვე მოგვეწონა. ვერ ვიტყვი, რომ ის ყურებამდე შემიყვარდა, მაგრამ ჩემში მის მიმართ სიმპათიამ გაიღვიძა, კარგ ადამიანად მეჩვენა. დაახლოებით ექვსი თვე მეარშიყებოდა, ნათესავები გამაცნო, ერთხელ კი თავისთან სახლში დამპატიჟა, სადაც დავრჩი კიდეც. ორი წლის შემდეგ, ჩემი მეუღლე დაიჭირეს და ციხეში ჩასვეს. საცხოვრებლად დედამთილთან დავრჩი, მაგრამ დიდი ხნით არა. მან ბინა გაყიდა, აღებული ფულით კი შვილი ციხიდან გამოიყვანა. ერთი წლის შემდეგ, ნიკუშა დაიბადა. კაცებისთვის ბავშვთან შეგუება ფსიქოლოგიურად ბევრად რთულია. ვერ ვიტყვი, რომ მამას შვილი არ უყვარდა, მაგრამ ის მასზე ეჭვიანობდა, ნიკუშას ეტლში ჩასმის უფლებას არ მაძლევდა, იმუქრებოდა, დავამტვრევო. შვილი მთელი დღე ხელში მეჭირა. რა თქმა უნდა, ჩვენი ურთიერთობა არც ბავშვის გაჩენამდე იყო იდეალური, მაგრამ მას შემდეგ საერთოდ გაფუჭდა. მისი წყალობით, საავადმყოფოში არაერთხელ აღმოვჩნდი, ნაცემი და სისხლჩაქცევებით. ყოველთვის სოციალურ დახმარებაზე და პენსიაზე ვცხოვრობდით, მაგრამ მე მარტო დარჩენის მეშინოდა, ხავსს ვეჭიდებოდი, თუმცა ბოლოს მოთმინება ამომეწურა. მეუღლე შვილთან ერთად მივატოვე. მას სხვადასხვა ადგილებში ვემალებოდი, მაგრამ ის ყოველთვის მპოულობდა, განქორწინებას არ მაძლევდა. როგორც იქნა, დიდი ძალისხმევის შედეგად, 2012 წელს ოფიციალურად დავშორდით. ამავე წელს, ჩემს თავშესაფრად რკინიგზის საავადმყოფოს აი, ეს პალატა იქცა.

– ამ დროის განმავლობაში მხარს ვინ გიჭერდათ? ახლა რატომ არავინ გეხმარებათ?

მზია: ნათესავები, რა თქმა უნდა, მყავს; თუმცა ფაქტობრივად მამის გარეშე გავიზარდე, რადგან ის სხვა ქალთან წავიდა, როდესაც 10 წლის ვიყავი. ჩვენ, ოთხი ბავშვი, დედამ გაგვზარდა, სიმკაცრეში. ჩვენი ცხოვრების ზოგიერთ ვითარებას ვერ ეგუებოდა, შეცდომებს ვერ გვპატიობდა. უნდოდა, დავეყოლიებინე, რომ ნიკუშა მამამისისთვის დამეტოვებინა ან ბავშვთა თავშესაფარში ჩამებარებინა, რომ საკუთარი ცხოვრება მომეწყო, მაგრამ მე ხომ დედა ვარ? ნიკუშას ჩემ გარდა არავინ ჰყავს. შვილის მიტოვება ვერ შევძელი. დედას ჩემი დახმარება არ შეუძლია, ის სხვადასხვა დაავადებით იტანჯება და რაიონში ცხოვრობს. ყოველთვის დები მეხმარებოდნენ, მაგრამ ახლა ისინი ემიგრაციაში იმყოფებიან, ჩემი ძმაც დიდი ხნის წინ წავიდა. ხომ იცით, როგორც ხდება ხოლმე, ყველას თავისი ცხოვრება აქვს, თავისი ოჯახი, თავისი პრობლემები… აი, ასე დავრჩი მარტო, ჩემს შვილთან ერთად.

– იმ ადამიანთაგან განსაკუთრებულად ვის აღნიშნავდით, ვინც ოდესმე დაგხმარებიათ?

მზია: ალბათ ეს ბევრს გააკვირვებს, მაგრამ მინდა ყველა ის ადამიანი აღვნიშნო, ვინც მაშინ დამეხმარა, როდესაც თქვენს ფონდს დახმარებისთვის პირველად მივმართე. ამ ხალხმა მაიძულა, მერწმუნა, რომ სიკეთე ბოროტებაზე აუცილებლად გაიმარჯვებს, რომ საქართველოში და მის საზღვრებს გარეთ ძალიან ბევრი უანგარო ადამიანი ცხოვრობს! ეს პერიოდი ჩემს ცხოვრებაში გარდამტეხი აღმოჩნდა, რადგან მას შემდეგ ყველაფერმა მეტ-ნაკლებად დალაგება დაიწყო…

– დაწვრილებით მოგვიყევით, ჩვენი ფონდის შესახებ როგორ შეიტყვეთ? როგორ მოვახერხეთ მაშინ თქვენი დახმარება?

მზია: იმ დროს, ამ პალატაში ახალი შემოსახლებულები ვიყავით. აქ კარიც კი არ იყო, ბეტონის იატაკზე ვირთხები დარბოდნენ, ოთახში ქარი დასეირნობდა, ცივ იატაკზე გვეძინა. როგორღაც მოვახერხე, რომ ელექტროენერგია თავად გამომეყვანა, ნებისმიერ წუთს შეიძლებოდა ავფეთქებულიყავით, არც წყალი გვქონდა. საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესებაზე საუბარიც კი ვერ იქნებოდა. მაშინ მხოლოდ იმაზე ვფიქრობდი, ნიკუშასთვის წამლები, საფენები და პროდუქტები რა ფულით მეყიდა. მეზობელმა, ტელევიზორში, ფონდის შესახებ სიუჟეტი ნახა და მირჩია, თქვენთვის მომეწერა. თქვენი კოლეგების თქმით, ჩვენ შესახებ პოსტმა ნამდვილი ბუმი მოახდინა. ძალიან ბევრი ადამიანი გამოგვეხმაურა. რაც ვითხოვე, მხოლოდ მაგით არ დაგვეხმარნენ. სწორედ თქვენ შეძელით ჩვენი საცხოვრებლის კეთილმოწყობა. ჩემს შვილს დღემდე თქვენ მოტანილ საწოლზე სძინავს. ფონდის წყალობით, ჩვენ ელექტროენერგია და წყალი, სარეცხი მანქანა, მიქსერი და ხორცის საკეპი დანადგარი გვაქვს. შეგროვებული თანხით ბევრი საჭმელი, წამალი და საფენი ვიყიდეთ, ყველაფერს ვერც კი ჩამოვთვლი…

– ძალიან გვიხარია, რომ თქვენი დახმარება მაშინ შევძელით. ამ რთულ მდგომარეობაში, სახელმწიფო თუ გეხმარებათ?

მზია: ჩვენ დღესდღეობით მთლიანად სახელმწიფოზე ვართ დამოკიდებული: სოციალურ დახმარებაზე და ნიკუშას პენსიაზე, კვების ბარათზე ვცხოვრობთ, რაც ჯამში 400 ლარია. ამ მოკრძალებული შემოსავლის დიდი ნაწილი ნიკუშას წამლებზე და საფენებზე იხარჯება. სოციალური სასადილოს მომსახურება შიმშილით სიკვდილის საშუალებას არ გვაძლევს. იყო დრო, როდესაც სოციალურად დაუცველი პირების სტატუსის გარეშე დავრჩით. ძალიან დიდხანს მომიწია ბრძოლა, რომ სოციალური შემწეობა ისევ აგვეღო.

– ოდესმე თუ გიფიქრიათ, რომ ასეთ მდგომარეობაში აღმოჩნდებოდით? რაზე ოცნებობდით ოჯახის შექმნისას

მზია:ამას ვინ იფიქრებდა? არა, რა თქმა უნდა. საკმაოდ ზრდასრულ ასაკში გავთხოვდი, იმაზე ვოცნებობდი, რომ ჩემს შვილს ცეკვაზე და ცურვაზე ვატარებდი… იქნებ, შემდეგ ცხოვრებაში…

რაში ხედავთ ხსნას? უფლის თუ გწამთ?

მზია:რა თქმა უნდა, მწამს. ვფიქრობ, გულის გატეხის საშუალებას სწორედ უფლის რწმენა და იმის იმედი არ მაძლევს, რომ ყველაფერი კარგად იქნება. ასევე, ადამიანთა სიკეთისაც მჯერა: თქვენმა ფონდმა ბევრი უანგარო ადამიანი გამაცნო, რომლებმაც გული კეთილი სიტყვებით გამითბეს! ვერასდროს ვიფიქრებდი, რომ უცხო ადამიანებს მოძმის მხარდაჭერა ასე შეეძლოთ!

– რამ გაიძულათ, რომ ფონდისთვის კვლავ მოგემართათ? რა არის ამჟამად თქვენი ყველაზე მთავარი პრობლემა?

მზია: ფონდმა და კეთილმა ხალხმა მაიძულა მერწმუნა, რომ სასწაულები ხდება. ჩივილი და რაიმეს თხოვნაც კი ცოდვაა, მარგამ ჩვენ ძალიან მტკივნეულ პრობლემას შევეჯახეთ: ნიკუშა ფაქტობრივად დამხმარე ეტლის გარეშე აღმოჩნდა, რომელიც მას ჰაერივით სჭირდება. ბავშვი გაიზარდა და ძველ ეტლში ვეღარ ეტევა. უფრო მეტიც, მისმა გამოყენებამ მის ჯანმრთელობას შეიძლება სერიოზული ზიანი მიაყენოს. მისი სასეირნოდ ხელით გაყვანა მეტად ძნელი ამოცანაა. გამოდის, რომ ნიკუშა სახლიდან გასვლას საერთოდ ვეღარ შეძლებს. ჩემი დიდი სურვილის მიუხედავად, ეტლისთვის საჭირო თანხის მოგროვება თავისი კუთვნილი ნივთებით, მაგალითად, ორთოპედიული ბალიშით, – ჩემი აქილევსის ქუსლია.

– ნიკუშას ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუმჯობესებაში კიდევ რა დაეხმარება? რა გჭირდებათ პირადად თქვენ ცხოვრების წესის გასამარტივებლად?

მზია: არც კი ვიცი, საერთოდ ღირს თუა რა ამაზე საუბარი, მაგრამ რადგან იკითხეთ…  არსებობს გზა,  ნიკუშას ფეხზე დაყენებაში რომ დავეხმაროთ. ძალიან ეფექტურად ითვლება მყესების გაგანიერების ოპერაცია. სახელმწიფო მზადაა, ოპერაციის ღირებულება სრულიად დაფაროს, მაგრამ რეაბილიტაციის კურსებზე იმავეს ვერ ვიტყოდი. მათ გარეშე (ნიკუშას, სულ ცოტა, ხუთი კურსი მაინც სჭირდება), ოპერაციის გაკეთებას აზრი ფაქტობრივად არ აქვს, მე კი დამოუკიდებლად ერთი კურსის ღირებულებასაც კი ვერ გადავიხდი (ერთი სარეაბილიტაციო კურსის ღირებულება – 1200 ლარამდეა.) ამ შემთხვევაში, ჩემთვის რაიმეს თხოვნა ძალიან მეუხერხულება. მაგრამ ეს ნიკუშასაც ეხება, რადგან ეს ჩემს საყვარელ საქმესთან პირდაპირ კავშირშია – მე სამზარეულოში ფუსფუსი მიყვარს. ახლა, საჭმელს სხვის გაზქურაზე ვაკეთებ, რომელსაც მალე წაიღებენ. იქნებ ვინმეს ძველი გაზქურა ჰქონდეს? ვგრძნობ ჩვენი საუბრის დროს ოდნავ შეგცივდათ. ნიკუშასაც სცივა. თავადაც ხედავთ, რომ ჩვეულებრივი გაზქურით ვთბებით, რომელიც ამ პატარა ოთახსაც კი ვერ ათბობს!  

– რასა უსურვებდით ჩვენს მკითხველებს?

მზია:არასდროს დაკარგოთ უფლის რწმენა და გჯეროდეთ, რომ ცხოვრებაში ყველაფერი დალაგდება! უნდა გიყვარდეს და აფასებდე იმას, რაც გაგაჩნია! პირველ რიგში – ჯანმრთელობას!

***

ძვირფასო მეგობრებო, თქვენი კეთილი გულები თქვენ ერთხელ უკვე გახსენით და მზიას სასწაულების რწმენა დაუბრუნეთ! სამწუხაროდ, მას თქვენი მხარდაჭერა კვლავინდებურად სჭირდება! ნიკუშას ძალიან სჭირდება დამხმარე ეტლი, რადგან მის გარეშე ის სუფთა ჰაერსაც კი ვერ ჩაისუნთქავს! რა თქმა უნდა, ზედმეტი არ იქნება წამლები, საფენები და საკვები. მზიას ოცნების ასრულება, – რომ მისი შვილი ფეხზე დგომასა და ცეკვას შეძლებს – ჩვენ ძალგვიძს! თითოეულ ჩვენგანს შეუძლია, რომ დაურეკოს ამ მამაც დედას და გაამხნეოს ის!

შეგიძლიათ, რომ მზიას ეწვიოთ და ნიკუშას დაეხმაროთ. მათი მისამართია: თბილისი, თევდორე მღვდლის ქ. №13.

ან დაურეკეთ მზიას და გაამხნევეთ იგი კეთილი სიტყვებით. ტელეფონი: 557 91 62 76.

და აუცილებლად გააზიარეთ ჩვენი პოსტი, რომ ამ ოჯახის გასაჭირის შესახებ შეიტყონ თქვენმა მეგობრებმაც! ეს ძალიან მნიშვნელოვანია!

უფალი გვაძლევს ისეთ ადამიანებზე ზრუნვის შესაძლებლობას, რომლებსაც ეს თავად არ შეუძლიათ. უბედური ადამიანები – ზეციური საჩუქარია, რათა ჩვენ შევძლოთ, უფლის სიყვარული არა სიტყვებით, არამედ საქმით დავამტკიცოთ!

მეგობრებო, თქვენთან კიდევ ერთი თხოვნა გვაქვს – თუკი შეიტყობთ, რომ თქვენს ნაცნობს ან მეზობელს დახმარება ესაჭიროება, გთხოვთ, გამოიჩინოთ გულისხმიერება და ამის შესახებ მოგვწეროთ ელექტრონულ მისამართზე: office-fsp@fsp.ge.

ჩვენი ფონდის ანგარიშია:

#GE15TB7194336080100003

#GE42LB0115113036665000

#GE64BG0000000470458000

(დანიშნულება: ხარაიშვილების ოჯახი).

თანხის გადმორიცხვა შეგიძლიათ ჩვენი ვებ-გვერდისმეშვეობითაც.

თანხის ჩარიცხვა ასევე შესაძლებელია Nova Technology, TBCpay, ExpressPay ტერმინალებიდან. ქვეთავში “ქველმოქმედება“ მოძებნეთ ჩვენი ფონდი (ფონდის დამატებით უფლება-მოვალეობებს შეგიძლიათ გაეცნოთ ბმულზე https://goo.gl/GY2Gus).

ჩვენ, თქვენთან ერთად, უკვე მრავალ გაჭირვებულს დავეხმარეთ! მოდით, ხარაიშვილებისოჯახსაც გავუმართოთ ხელი! უბედურებისგან ხომ დაზღვეული არავინაა? ვინ იცის, იქნებ სრულიად უცხო ადამიანების დახმარება ოდესმე თავადაც დაგვჭირდეს!

ერთი ზარი გადაარჩენს სიცოცხლეს: 0901 200 270

როგორ მინდა თქვენი ჩახუტება და ჩაკოცნა!

      “ჩვენი ნიკუშა აწი უკვე მეფესავით ზის! – ამბობს მზია. – ნახავთ – თქვენც გესიამოვნებათ. ყველაზე მეტად ამ ეტლზე განვიცდიდი. ძალიან დიდი საქმე გააკეთეთ. ისევ თქვენ დაგვეხმარეთ! ყოველთვის თქვენ გვეხმარებით. სხვა ვინ?! როგორ მინდა თქვენი ჩახუტება და ჩაკოცნა. დასანანია, რომ “კორონაა” და არ შეიძლება. თქვენ ჩემო კეთილო ადამიანებო, ჩემო ოქროს ადამიანებო, ჩემო სუპერ დამხმარეებო.”

იცანით მეგობრებო? ეს ხომ ჩვენი ძველი ნაცნობია – მზია ხარაიშვილი, რომელიც სულ მარტო ზრდის და უვლის თავის შვილს, ნიკუშას. აბა შეხედეთ, როგორ შეიცვალა მისი განწყობა! თუმცა შვილის ჯამრთელობის პრობლემები – ცერებრული დამბლა, ეპილეფსია – არ სად არ გამქრალან, მაგრამ დარწმუნდა თუ არა მზია, იმაში რომ მისი პრობლემები, ჩვენ როგორც საკუთარი აღვიქვით, ის თითქოს გაფრთიანდა.  შეუძლია მთები გადაატრიალოს, ყველა დაბრკოლება გადახალოს და გახდეს თავისი შვილის ღირსეული საყრდენი. მისი უსაზღვრო მადლიერება ჩანს მის ღიმილში, გულთბილ მიღებაში და კეთილი სიტყვების უწყვეტ ნაკადში.

ახალ ეტლში ნიკუშა თავს ძალიან კომფორტულად გრძნობს

– მზია თქვენი განწყობით ვხდებით, რომ ცხოვრებაში მოხდა ცვლილებები.

მზია: ჩემი ღიმილი – თქვენი დამსახურება. ჯერ კიდევ პირველი პოსტის მერე მე ვიგრძენი თუ რაოდენ კეთილია ქართველი ხალხი, რამდენად ახლოს იღებს გულთან სხვის გაჭირვებას. შემოვიდა უამრავი ზარი, ხალხი კითხულობდა, ინტერესდებოდა, რა გვჭირდება, რა შეიძლება მოეტანათ ნიკუშასთვის, რით შეიძლებოდა მისი გახარება. ზოგჯერ დღეში რამდენიმე სტუმარი გვყვავდა.

        თქვენი დამსახურებით, ფონდის დამსახურებით დღეს ჩემს ბიჭუნას აქვს ეტლი მისი ასაკის და სიმაღლის მიხედვით, ჩვენ ვსეირნობთ ყოველ საღამო. თქვენ გაათავისუფლეთ ნიკუშა მარტოობისგან. მისი დღე უკვე აღარ გადის ოთხ კედელს შუა. ის ხედავს ადამიანებს, უსმენს მათ, აკვირდება გარემოს, ეცნობა მსოფლიოს. ახლა ნიკუშას რამდენიმე საათის გატარება შეუძლია ეტლში და ის ამისგან არ იღლება. აბა წინად: მეც ვნერვიულობდი, ნიკუშაც, ის ეტლო თითქოს და ვიცეს გავდა. ვერ შემობრუნდები. ხედავთ როგორ მშვიდად ზის და თამაშობს აივანზე. მეც არ ვნერვიულობ, რომ მას შეიძლება რამე ასტკივდეს. ბავშვმა თავისუფლად ამოისუნთქა. დიდი მადლობა თქვენ! გააბედნიერეთ ჩემი შვილი!

– როგორი რეაქცია ქონდა ნიკუშას? ჩვენც მოგვიყევით. უცბად დათანხმდა სხვა ეტლში გადაჯდომაზე? თუ ეჩვეოდა თავიდან?

მზია: უი, თხოვნაც არ მომიწია! დიდი ხანია არ მინახავს ასეთი ემოციები ჩემს შვილში: სიხარული, აღფრთოვანება, ხმამაღალი სიცილი! მას ესმის! მას იმდენად მოეწონა, რომ პირველ დღეს ეტლშივე ჩაეძინა. თუმცა ჩვეულებრივ ის ძალიან რთულად იძინებს.

ძველი ეტლი ვერანაირად ვერ შედარდება ახალთან. ნიკუშამ თავისუფლად ამოისუნთქა.

და რა დიდი სიამოვნებით მიირთმევს იმას რასაც ახალ გაზქურაზე ვუმზადებ! პროდუქტებითაც,  როგორ გაგვანებივრეთ. ძეხვი, ლორი, ქათამი – ეს ყველაფერი ჩემი ბიჭისთვის კარგა ხანია არ მიყიდია. და მას ისე უყვარს, ისე გემრიელად ჭამს! ხო, დედიკო? მარცვლეული დიდი ხანი გვეყოფა.  დედა ფაფებს მოამზადებს.

ნიკუშა სისუფთავეში იქნება. ყოველდღე ჭკუიდან გადავდიოდი, საიდან მომეტანა საფენები. ახლა ამოვისუნთქე, რაღაც პერიოდი მშვიდად ვიქნები.

“ნიკუშა მოდი შევხედოთ კადრში. ჩვენ უკვე მთელი საქართველო გვიცნობს. ყველამ იცის, რომ არსებობს ასეთი ოქროს ბიჭი – ნიკუშა”

“გვიცხორია! შიმშილი გადაიდო!”

საფენებმა და ჰიგიენის საშუალებებმა ცოტა ხნით გაანთავისუფლეს მზია  ყოველდღიური დარდისგან

– მზია ახალი მეგობრებიდან, განსაკუთრებით ვის აღნიშნავდით?

მზია: მე შემეხმიანა კეთილი და ძალიან კარგი გოგონა, მარიამი, ბათუმიდან.ის ძალიან ხშირად გვეხმარებოდა, ცოტა ხნის წინ სტუმრობდა კიდეც ჩვენთან თბილისში. ჩვენ დავმეგობრდით და დავნათესავდით კიდეც –  მარიამის დედამ მომნათლა. ვერც კი წარმოვიდგენდი, რომ სრულიად უცხო ადამიანები უფრო ახლობლები გახდებოდნენ ვიდრე ნათესავები. რამდენიმე დღეში ეთხელ გვირეკავს მარიამი, გვეკითხება, როგორ ვართ, რამე ხო არ გვჭირდება. თქვენი ფონდი რომ არა, ვინ გაიგებდა ჩემი და ნიკუშას შესახებ? და საერთოდ, ვინ გარისკავდა ჩვენთან ურთიერთობას? ჩვენ ხომ პრობლემური ოჯახი ვართ. ასევე დავრჩებოდით სადღაც ჩრდილში. სასიამოვნოა იმის გააზრება, რომ ჩვენზე ფიქრობენ, ზრუნავენ.

          რომ არ დამავიწყდეს, ნინოზე დაწერეთ კიდე – ძალიან კარგი გოგონა თბილისიდან. მას მუდმივად მოქვს ტანსაცმელი ნიკუშასთვის, გვირეკავს, გვეკითხება, როგორ ვართ. აუცილებლად უნდა ვთქვა საფეხბურთო გუნდი “დინამო”- ს კაპიტანის შესახებ. მისი წარმომადგენელისთვის სახელი არ მიკითხავს, ჩემი შეცდომაა,  თვითონაც არ დაუსახელებია. მაშ ასე, გუნდის კაპიტანმა გადმოგვცა პროდუქტები და დატოვა თავისი ნომერი, რომ თუ რამეა დავკავშირებოდით. მე არ დამირეკავს – არ მიყვარს ადამიანების შეწუხება, მაგრამ თვითონ ის აზრი, რომ რთულ დროს შენ იცი ვის მიმართო, უკვე დამამშვიდებელია. “ნებისმიერ დროს, არ მოგერიდოთ”- თქვა მისმა წარმომადგენელმა.

    შეიძლება ითქვას, პოსტის გამოქვეყნების მერე, ჩვენს გარშემო შეიქმნა კეთილი მფარველთა წრე. ეს არიან კეთილი, მზრუნველი გოგოები, რომლებსაც უყვართ ნიკუშა, განიცდიან ჩვენს შესახებ და მზად არიან დასახმარებლად.

რამდენი გემრიელი რამ გასინჯა ნიკუშამ დღეს

– მზია, რამე გამოხმაურება თუ იყო ადგილობრივი ხელისუფლებისგან?

მზია: ეჰ, მათგან რა ჰეირი! დაიბრმავეს და დაიყრუეს თავები. ესე უფრო აწყობთ – არ არის საჭირო რეაგირება. არავინ არც დაინტერესებულა, როგორ არის ჩემი შვილი, რამე ხო არ სჭირდება. მე თვითონ მიწევს ყველა ინსტანციაში სირბილი, იქნებ სარეაბილიტაციო კურსი მაინც დაფინანსდეს, რომელიც მუდმივად სჭირდება ნიკუშას.

ბინაც უნდა იყოს აღჭურვილი ნიკუშას  საჭიროებების გათვალისწინებით. ამისთვის სესხი გამოვიტანე, უკვე მეორე წელია ვიხდი და ვალი არ შემცირებული. მარტო პროცენტების დაფარვა თუ შემიძლია.

ჩვენმა მკითხველმა კარგად იცის თუ რა  სირთულეებს და უსამართლობებს აწყდება ბევრი ოჯახი. და ისინი აქტიური დამხმარეები არიან და არა დამკვირვებლები.

მზია: მე უკვე ვნახე, რომ ფონდი აერთიანებს ყველაზე  კეთილ, მგრძნობიარე და მზრუნველ ადამიანებს. ჩემთვის ძალიან ძვირფასია თქვენი მხარდაჭერა და დახმარება, ძვირფასო ადამიანებო! ბედნიერებაა, თქვენ რო არსებობთ! ყოველთვის ვცხოვრობდი იმ იმედით, რომ სამყარო არ არსებობს კეთილი ადამიანების გარეშე. რა თქმა უნდა, ადამიანი, უპირველეს ყოვლისა, უნდა დაეყრდნოს საკუთარ თავს. მაგრამ როდესაც ამის გარდა, შენ იღებთ მხარდაჭერას სრულიად უცხო ადამიანებისგან, იწყებ იმის გაცნობიერებას, რომ ყველაფერი არ არის დაკარგული. გავიწყდება უბედურება, წყენა, დაბრკოლებები. გიბრუნდება ბედნიერების განცდა. დიდი სტიმულია იმის ცოდნა რომ, შენზე ფიქრობენ, ნერვიულობენ. დიდი მადლობა მხარდაჭერისთვის! თითოეული ზარისთვის, თითოეული ჩარიცხული ლარისთვის! მადლობა რომ გვაძლიერებთ მე და ნიკუშას! იმისთვის რომ მაძლევთ საშუალებას ნიკუშაზე ვიზრუნო და მეტი დრო დავუთმო, და ცოტა ხანი არ ვიფიქრო პრობლემებზე.

– მზია ჩვენ გვესმის, რომ პრობლემები ამაზე არ დამთავრებულა და ნიკუშას კიდე ბევრი რამ სჭირდება ჯანმრთელობის გასაუმჯობესებლად. იქნებ ჩვენც მოგვაწოდოთ კონკრეტული საკითხები, რომლის გადაწყვეტილებაში ჩვენი მკითხველი დაგეხმარებათ?

მზია: დიახ, მართალია. (მძიმედ ამოისუნთქა.) ჩემს შვილს ჯერ წინ აქვს ოპერაცია. ის ფინანსდება სახელმწიფოს მიერ, მაგრამ რეაბილიტაციის პერიოდი – არა. ერთი კურსის ღირებულებაა დაახლოებით 1200 ლარი, და მასეთი კურსი უნდა იყოს არანაკლებ ხუთისა.  ოპერაციამდე ნიკას სისტემატურად სჭირდება მასაჟები და ვარჯიშები, ეტლში მუდმივი ყოფნა იწვევს ხერხემლის ატროფიას, ამას შეუძლია გაართულოს ოპერაციის მიმდინარეობა და გააუარესოს შედეგი. მადლიერი ვიქნები ნებისმიერი დახმარებისთვის! თქვენ როგორც ჩვენი მფარველი ანგელოზები ხართ.თქვენ ჩაგეჭიდეთ!

***

მეგობრებო, ეს ყველაფერი არის თქვენი მზრუნველობის და გულუხვობის ნაყოფი – დედის გული სიხარულით აივსო. მანამდე არაფერი იცოდა სიმწრის გარდა. როგორ ფიქრობთ, ყველას შეუძლია ხალხის გაბედნიერება? არა! ეს არის განსაკუთრებული ნიჭი. და თქვენ, ჩვენს მკითხველს, ნამდვილად გაქვთ ის. ჩვენ დარწმუნებულები ვართ, რომ საერთო ძალებით, ჩვენ შევძლებთ კიდევ უფრო მეტის მიღწევას: შევქმნათ ყველა პირობა ნიკუშას ნანატრი ოპერაციის განსახორციელებლად და მისი ცხოვრების გასაუმჯობესებლად.

თუკი გიმძიმთ ყოფითი სირთულეებისა და გადაუჭრელი საკითხების გამო, რამდენიმე წამით გადაიტანეთ თქვენი ყურადღება ჩვენ FB პოსტებზე; ან უმჯობესია, დაურეკოთ ჩვენს ნებისმიერ ბენეფიციარს და ყველა თქვენი პრობლემა უმნიშვნელოდ მოგეჩვენებათ იმათთან შედარებით, ვისაც მისი ცხოვრების ყველაზე მძიმე მომენტში დაეხმარეთ.

მათ პრობლემებთან შედარებით ჩვენი პრობლემები არაფერია! აი, ნამდვილი გაჭირვება! ის თქვენ წინაშეა! უფალს მადლობა შესწირეთ იმისთვის, რაც გაგაჩნიათ! თქვენ უბედნიერესი ადამიანი ხართ! გახსოვდეთ ეს და დაეხმარეთ გაჭირვებულებს!

სამწუხაროდ, ამ და კიდევ უამრავი სხვა ოჯახის პრობლემები არ დასრულებულა, ამიტომ დროდადრო დაათვალიერეთ ხოლმე ამ საბრალო ხალხის ისტორიები ჩვენს ვებ-გვერდზე და ესაუბრეთ მათ. ყოველ ჯერზე, როცა მორიგი უბედური ადამიანის ნომერს აკრეფთ, თქვენ აუცილებლად იგრძნობთ უფლის კურთხევას! აუცილებლად! გთხოვთ, განაგრძოთ ამ ოჯახების დახმარება. სწორედ ეს არის საუკეთესო ღვთისმსახურება!

თქვენი სიკეთე – ეს არის შესაძლებლობა, რომ თავადაც ყველაფერში ბედნიერი იყოთ!

კიდევ ერთხელ, დიდი მადლობა თითოეულ თქვენგანს, მეგობრებო!

ჩვენი ფონდის ანგარიშია:

#GE15TB7194336080100003

#GE42LB0115113036665000

#GE64BG0000000470458000

(დანიშნულება: ხარაიშვილების ოჯახი)

თანხის გადმორიცხვა შეგიძლიათ ჩვენი ვებ-გვერდის მეშვეობითაც:

https://chernovetskyifund.ge/ge/projects/finished/685-kharaishvili/

ასევე, თანხის ჩარიცხვა შესაძლებელია TBCpay და ExpressPay ტერმინალებიდან. ქვეთავში “ქველმოქმედება“ მოძებნეთ ჩვენი ფონდი (ფონდის დამატებით უფლება-მოვალეობებს შეგიძლიათ გაეცნოთ ბმულზე https://goo.gl/GY2Gus).

        თქვენთვის კარგი ამბავი გვაქვს – ახლა ჩვენი ბენეფიციარების ისტორიები შეგიძლიათ წაიკითხოთ:

ინსტაგრამზე: https://www.instagram.com/chernovetskyi.fund/ და

ტელეგრამზე: https://t.me/ChernovetskyiFund.

ერთი ზარი გადაარჩენს სიცოცხლეს – 0901 200 270

დაფიქრდით იმაზე, რომ ჩვენ სწორედ გაჭირვებულთა დახმარებით და მათი ტკივილის გაზიარებით ვზრუნავთ საკუთარ სულზე და ვუახლოვდებით უფალს!

თარიღი
სახელი
თანხა
სტატუსი
2021 მარ 15
ეტლი
500.00₾
2021 მარ 25
მედიკამენტები
299.76₾
2021 მარ 25
პამპერსები
241.50₾
2021 აპრ 05
საყოფაცხოვრებო ტექნიკა
1610.00₾
2021 აპრ 05
პროდუქტები
299.01₾
2021 აპრ 29
ფონდის ზედნადები ხარჯები
745.00₾
2021 ოქტ 29
პროდუქტები
199.91₾
2021 ოქტ 29
მედიკამენტები
17.98₾
2021 ოქტ 29
მედიკამენტები
129.50₾
2021 ნოე 01
საყოფაცხოვრებო ტექნიკა
270.00₾
2021 ნოე 04
გაზის გამათბობელი
130.00₾
2021 ნოე 10
პროდუქტები
80.00₾

სულ ხარჯები:

4522.66₾

დარჩა:

0₾
შემოწირულობის გაღება
თანხა
გმადლობთ, კეთილო გულო!
10.10.2022 05:40:08
₾10.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
08.11.2021 20:00:00
₾1.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
20.10.2021 20:00:00
₾1.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
06.10.2021 20:00:00
₾1.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
04.10.2021 20:00:00
₾50.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
02.10.2021 20:00:00
₾5.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
01.10.2021 20:00:00
₾100.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
30.09.2021 20:00:00
₾5.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
29.09.2021 20:00:00
₾3.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
24.09.2021 20:00:00
₾5.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
24.09.2021 20:00:00
₾10.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
23.09.2021 20:00:00
₾5.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
23.09.2021 20:00:00
₾5.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
21.09.2021 20:00:00
₾40.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
21.09.2021 20:00:00
₾5.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
20.09.2021 20:00:00
₾5.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
20.09.2021 20:00:00
₾2.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
19.09.2021 20:00:00
₾4.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
19.09.2021 20:00:00
₾2.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
18.09.2021 20:00:00
₾30.00

შემოწირულია:

₾4,522.61

314 დონორი

აირჩიეთ თანხა:

Გადახდის საშუალება:

გამოწერა:

შემოწირულია:

₾4,522.61

314 დონორი

დასრულებული!

მათ ძალიან სასწრაფოდ სჭირდებათ თქვენი დახმარება