ng ng

რეგულარული გადახდების ფუნქცია ხელმისაწვდომია

სახლში / პროექტები /

ტორტი ცხოვრებაში ერთადერთხელ მაქვს ნაჭამი! არასდროს დამავიწყდება, ისეთი გემრიელია!

calendar თებერვალი 16, 2021

ერთი ზარი გადაარჩენს სიცოცხლეს!

ტელეფონის ნომერი:

info

ფასი (გაითვალისწინეთ):

1 call - ₾2 GEL

მობილური პროვაიდერები

Mobile provider
Mobile provider
Mobile provider

დაეხმარეთ! გააგზავნეთ სმს

sms

თქვენ შეგიძლიათ გადაარჩინოთ ვინმეს სიცოცხლე და დაუახლოვდეთ ღმერთს! გაგზავნეთ SMS ნომერზე 97100 შეწირეთ ₾3 GEL

კოპირებულია

პოსტის გაზიარებაც დახმარებაა!

facebook google messanger viber telegram

„ამაზე გემრიელი არაფერი გამისინჯავს! ტორტი შენც გიყვარს?“ – ცნობისმოყვარეობით მეკითხება 6 წლის ვახტანგი და ნანგრევებად ქცეული უბადრუკი შენობის ზღურბლზე მეგებება, რომელიც ისე გამოიყურება, თითქოს დაბომბეს. „ნუთუ აქ ადამიანები ცხოვრობენ?“ – ჩემს თავს ვეკითხები, ბავშვს კი ხმამაღლა ვპასუხობ: „დიახ. კიდევ რის ჭამა გიყვარს?“ – „მანი ფაფის და მაკარონის… დედა სხვას არაფერს აკეთებს. მე კი ტორტზე ვოცნებობ! შემოდით, ნუ გეშინიათ!“

ჩვენი ფონდის ანგარიშები:

Bank of Georgia

Bank logo

Ბანკის კოდი:

BAGAGE22 BAGAGE22

კოპირებულია

ნომერი:

GE64BG0000000470458000 GE64BG0000000470458000

კოპირებულია

TBC Bank

Bank logo

Ბანკის კოდი:

TBCBGE22 TBCBGE22

კოპირებულია

ნომერი:

GE15TB7194336080100003 GE15TB7194336080100003

კოპირებულია

Liberty Bank

Bank logo

Ბანკის კოდი:

LBRTGE22 LBRTGE22

კოპირებულია

ნომერი:

GE42LB0115113036665000 GE42LB0115113036665000

კოპირებულია

საქველმოქმედო ნომერი: ერთი ზარი გადაარჩენს სიცოცხლეს!

ტელეფონის ნომერი:

0901200270

         ადვილია თქვა – „ნუ გეშინიათ!“. მიტოვებული შენობა, გარშემო ბეტონი, საშინელი სიცივე. ამ საზარელ ნაგებობაში სამი მშვენიერი ბავშვი ცხოვრობს: 4 წლის ნატა, 6 წლის ვახტანგი, 8 წლის როსტომი და მათი მოსიყვარულე მშობლები – სოფიო და შალვა. ეს კეთილი, ქართული ოჯახი ქუჩაში აღმოჩნდა და მათ თავშესაფარი აქ იპოვეს…

  „ჩვენ მალე კიდევ ერთი და გვეყოლება, მაგრამ ის ჯერ დედიკოს მუცელშია. და ძალიანაც კარგი, თორემ აქ ძალიან ცივა! – სიხარულით გვამცნობს პატარა ვახტანგი. – ის უკვე ყველას ძალიან გვიყვარს!“

  ბავშვები ჯერ კიდევ ძალიან პატარები არიან იმისთვის, რომ მიხვდნენ, რა გასაჭირში აღმოჩნდნენ… მაგრამ უფლის ანგელოზები ასე არ უნდა ცხოვრობდნენ!

  „ჩვენ მალე კატო გვეყოლება, ჩვენი დაიკო, რომელიც ახლა დედიკოს მუცელში ცხოვრობს, შემდეგ კი ჩვენთან მოვა. როგორ ფიქრობ, მას აქ მოეწონება? ხომ არ შეეშინდება?“ – კართან შემეგება სამი უსაყვარლესი ქმნილება: 4 წლის ნატა, 6 წლის ვახტანგი და 8 წლის როსტომი.

  „მას დასაძინებლად ვახტანგი დააწვენს, ნატალი გაართობს და ეთამაშება, მე კი ვაჭმევ. უჰ, ერთი სული მაქვს ჩავეხუტო და ჩავკოცნო!“ – ამბობს როსტომი.

  ბავშვები ნახატებივით მშვენიერები და დახატულები არიან. მაგრამ სად ცხოვრობენ ისინი? ღმერთო ჩემო! ეს რა არის? ეს სად მოვედით? ეს ხომ რაღაც ნანგრევებია?!

ეს ნანგრევები ყოფილი კლუბის შენობა აღმოჩნდა; აქ მხოლოდ კედლები და სახურავია დარჩენილი… საშინელებაა. სახიფათოა. შემზარავია… მინდა გავიქცე, დავივიწყო და არასოდეს გავიხსენო… ამ საზარელი სანახაობიდან ჩემი ყურადღება ბავშვის ხმას გადააქვს: „ტორტს მომიტან?“

„მორჩა, – ვამბობ გულში. – თავი ხელში აიყვანე და არ იტირო!“

სოფიო, მოგვიყევით, როგორ აღმოჩნდით ამ… ამ… არც კი ვიცი, ამას რა ვუწოდო… მაგრამ აქ როგორ აღმოჩნდით?

სოფიო: მესმის, ეს არ არის ის ადგილი, სადაც ადამიანები და განსაკუთრებით, ბავშვები უნდა ცხოვრობდნენ, მაგრამ ჩვენ ასეთი ცხოვრება არ აგვირჩევია. ასე განგებამ ინება.

– ყოველთვის აქ ცხოვრობდით?

სოფიო: არა, რა თქმა უნდა! მე და ჩემმა მეუღლემ ოჯახი დიდი სიყვარულით შევქმენით. ყოველთვის ნორმალურად ვცხოვრობდით; ქმარი მშენებლობაზე მუშაობდა. მას ოქროს ხელები აქვს; ბინასაც ვქირაობდით და საკვებზეც გვყოფნიდა, მაგრამ ერთი წლის წინ, ამ პანდემიის გამო, მან სამსახური დაკარგა. ვეღარ პოულობს. კომპანიებს აღარ აჰყავთ, რადგან მას სმენასთან დაკავშირებული პრობლემები აქვს. არ ესმის. კერძო შეკვეთები საერთოდ აღარ არის. ქირის გადახდა ვეღარ მოვახერხეთ და გამოგვაძევეს.

– და ამ ნანგრევებში გადმოცხოვრდით?

სოფიო:არა, მაშინვე არა. გვეგონა უმუშევრობა დროებითი პრობლემა იყო. ჩვენ ნათესავებმა შეგვიკედლეს, მაგრამ სამსახური არა და არ გამოჩნდა. ადამიანს სინდისიც უნდა გქონდეს და სხვისი სიკეთით არ უნდა ისარგებლო. ასე რომ, ეს შენობა ვიპოვეთ. კედლები არის, სახურავი არის; ცხოვრება დავიწყეთ. აქაურობა რამდენიმე თვეში მოვაწყვეთ. ყველაფერი, რასაც აქ ხედავთ, ან ნაგავსაყრელზე ვიპოვეთ, ან გვაჩუქეს. ჩვენ საკუთარი არაფერი გვაქვს.

  რა შემოსავალი გაქვთ?

სოფიო: 460 ლარი ექვს ადამიანზე, დღეში 2,5 ლარი კაცზე. საბავშვო ბაღის პროდუქტები გვეხმარება. ბევრი არ არის, მაგრამ ამისთვისაც მადლობელი ვარ. სოციალური სასადილოს მომსახურებით ვერ ვსარგებლობ. სამ შვილთან ერთად საჭმელზე სიარული არ შემიძლია, მათი დამტოვებელი კი არავინ მყავს.

ბავშვებს, ჩვეულებრივ, რას აჭმევთ ხოლმე?

სოფიო: ვცდილობ რაღაც კერძები გამოვიგონო. დღეს, მაგალითად, მაკარონი მოვხარშე, მაწონი შევურიე და რაღაც წვნიანი გამოვიდა.

ვახტანგი (6 წლის):იცით, დედა ყველაზე გემრიელად რას აკეთებს? მანის ფაფას! ძალიან მიყვარს!

  დედა გემრიელს კიდევ რას აკეთებს?

  ვახტანგი (6 წლის): მაკარონს ხარშავს… და ერთხელ ტორტი ვჭამე! იცით, რა გემრიელი იყო?! ის იღიმოდა, ღიმილიანი ტორტი იყო! იცით, ყველაზე გემრიელი რა მიჭამია? ბანანის კანფეტები, შიგნით ბანანის კრემით! ყიდვას თუ შეძლებ, იყიდე და გასინჯე!

თამაში თუ გიყვარს?

ვახტანგი:ბიჭების სათამაშოებით სიამოვნებით ვითამაშებდი, მაგრამ ჩვენ მხოლოდ თოჯინები გვაქვს. მე და ჩემი და ვთამაშობთ ხოლმე! ასევე, ტელეფონზე ერთი თამაშია – „ტვინი“. კითხვებს გისვამენ და უნდა გამოიცნო. ეს თამაში მე და დედას ძალიან გვიყვარს! ასევე, ცოცხალი, ნამდვილი ძაღლი გვყავს, ჯესი. ის სათამაშო არ არის, მაგრამ სათამაშოს ჰყავს! თუმცა, მე თვითმავალი მანქანა მინდა.

შენ, როსტომ, შენ რა გინდა?

როსტომი (8 წლის):არ დამცინებთ? მე ხატვა მიყვარს. ჩემმა დამ კი ფანქრები სულ დამიღრღნა! დიახ, დიახ, ასეთია! სულ რაღაცის დაღრღნა უნდა! მაგრამ კარგი გოგოა.

გინდა მხატვარი გამოხვიდე?

როსტომი: არა! მინდა სამხედრო გავხდე! მე საქართველოს დავიცავ! იარაღი მექნება, ძლიერი ვიქნები და ვინადირებ!

ოჰ, რა დიდებული გეგმები გქონია! ყოჩაღ!

როსტომი:იცით, მე და ჩემი ძმა ჭიდაობაზე დავდიოდით და მე ყველას მოვერიე. მერე ცურვაზეც ვიარე და იქაც ყველას მოვერიე, მაგრამ გამომაგდეს! ალბათ იქ ჭიდაობა არ შეიძლებოდა, არ ვიცი.

რაზე ოცნებობ?

როსტომი:მე მხოლოდ ერთ რამეზე ვოცნებობ! დაბადების დღეზე ტორტი და პულტიანი თვითმფრინავი მინდა. ნატასთვის კი გოგოს რაღაცები: სარკე საღებავებით და თოჯინა, რომელიც ტირის. იცით, როგორ გაუხარდება?

    შენი პატარა დაიკო რაზე ოცნებობს, იცი?

როსტომი:რა თქმა უნდა, ვიცი! მე ხომ ის ძალიან მიყვარს?! და ჩემი და, კატოც მიყვარს, რომელიც ჯერ დედიკოს მუცელშია. ის მალე დაიბადება, მგონი მაისში. იცით, უკვე როგორ მიყვარს?!

  –მასზე იზრუნებთ ხოლმე?

  როსტომი:ვახუნა მას დასაძინებლად დააწვენს, ის ძალიან კარგად მღერის; ნატა გაართობს, მე კი ვაჭმევ!

  – ვახუნა, შეგიძლია გვიმღერო?

ვახტანგი: დიახ, რა თქმა უნდა! შემიძლია, ლექსიც გითხრათ…

და ვახტანგი ამღერდა; როსტომი და მისი დედა მას ხმადაბლა აჰყვნენ, პატარა ნატამ კი ხელები გაშალა და ტრიალი დაიწყო… ცრემლები წამომივიდა, მაგრამ ამჯერად შიშისა და სასოწარკვეთილებისაგან კი არა, სიხარულისგან! ამ ნაცრისფერი, დანგრეული შენობის კედლები ისეთი საშინელი აღარ მეჩვენებოდა; შიგნით დათბა და სიმყუდროვემ დაისადგურა… მე ყველაზე მშვენიერ სახლში ვიმყოფებოდი, ყველაზე მშვენიერ და მდიდარ ოჯახში – ოჯახში, სადაც სიყვარული ცხოვრობს!

სოფიო, თქვენ არაჩვეულებრივი შვილები გყავთ, ნამდვილი საუნჯე! ახლა ვხვდები, სულიერ მხნეობას როგორ ინარჩუნებთ და გულს არ იტეხთ!

  სოფიო: დიახ, ისინი – ჩემი საგანძურია! და ჩვენი კატოც ბედნიერი გოგო იქნება, რადგან მას ასე ელიან. მართალია, მე არასათანადოდ ვიკვებები და ჩემი შვილებისთვის ბავშვური სიხარული უცხოა, მაგრამ ჩვენ ერთად ვართ, ერთმანეთი გვყავს; სხვა დანარჩენს კი – უფალი მოგვცემს!

სოფიო, რაზე ოცნებობთ?

სოფიო:ვოცნებობ, რომ ოდესმე ჩემს შვილებს საკუთარი სახლი ექნებათ, თუნდაც პატარა, მაგრამ თბილი და მყუდრო… რომ მათ ახალი ტანსაცმელი ექნებათ და ერთმანეთის ნივთებს არ გაცვეთენ… ვოცნებობ, რომ ერთ მშვენიერ დღეს, ჩვენ სათამაშოების ყიდვას შევძლებთ და აღარ ვიდარდებთ იმაზე, რომ ხვალ საჭმელი აღარაფერი გვექნება. ვოცნებობ, რომ მათ შიმშილი დაავიწყდეთ, რომ სახლში ბანაობა შეძლონ და ნათესავებთან სიარული აღარ უწევდეთ.

ამჟამად, პირველ რიგში სახლში რა გჭირდებათ?

სოფიო: საკვები, საკვები და კიდევ ერთხელ, საკვები. ბავშვები მუდმივად ცუდად იკვებებიან. მე მაცივარზე და სარეცხ მანქანაზე ვოცნებობ, პატარები კი – სათამაშოებზე და რბილ საწოლზე. ჩვენს საცხოვრებელზე აღარაფერს ვიტყვი, აქ რამის შეკეთება ან აშენება შეუძლებელია. კედლებიდან და ჭერიდან სულ რაღაც იყრება. ჩვენ ვერ ვუმკლავდებით, ჩვენი შვილებისთვის ელემენტარული პირობების შექმნას ვერ ვახერხებთ; თქვენი შეწუხება სწორედ ამიტომაც მოგვიწია.

***

    ეს არაჩვეულებრივი ადამიანები სავალალო მდგომარეობაში იმყოფებიან; მათ ჩვენი მხარდაჭერა ძალიან სჭირდებათ. სოფიო სამ ანგელოზს, ჩვენი სამშობლოს დამცველს ზრდის. ბავშვები სრულიად ყველაფერს არიან მოკლებულნი. მათ არც ბავშვობა აქვთ, არც ნორმალურად განვითარების შესაძლებლობები. სამაგიეროდ, მათ ერთმანეთის მიმართ სიყვარული, კეთილი გულები და იმედით სავსე თვალები აქვთ!

  ოჯახს მწვავედ ესაჭიროება ნებისმიერი სახის დახმარება: საკვებით, საწოლებით, თეთრეულით, მაცივრით, სარეცხი მანქანით. ბავშვებს კი აუცილებლად სჭირდებათ ნორმალური ტანსაცმელი და სათამაშოები. ასევე, პატარები ტორტზეც ოცნებობენ. მერე რა, რომ დაბადების დღე წელიწადში მხოლოდ ერთხელ არის? ჩვენ ხომ მათი გახარება ისე, უბრალოდ შეგვიძლია?!

ამ ოჯახის მონახულება და მათი შეძლებისდაგვარად დახმარება თავადვე შეგიძლიათ. მისამართი: თბილისი, ბერი გაბრიელ სალოსის ქ. №133, I სადარბაზო, მე-3 სართული.

ან დაურეკეთ მათ და გაამხნევეთ ისინი კეთილი სიტყვებით! ტელეფონის ნომერი: 577 92 40 45.

  და აუცილებლად გააზიარეთ ჩვენი პოსტი, რომ ამ ოჯახის გასაჭირის შესახებ შეიტყონ თქვენმა მეგობრებმაც! ეს ძალიან მნიშვნელოვანია!

  უფალი გვაძლევს ისეთ ადამიანებზე ზრუნვის შესაძლებლობას, რომლებსაც ეს თავად არ შეუძლიათ. უბედური ადამიანები – ზეციური საჩუქარია, რათა ჩვენ შევძლოთ, უფლის სიყვარული არა სიტყვებით, არამედ საქმით დავამტკიცოთ!

  მეგობრებო, თქვენთან კიდევ ერთი თხოვნა გვაქვს – თუკი შეიტყობთ, რომ თქვენს ნაცნობს ან მეზობელს დახმარება ესაჭიროება, გთხოვთ, გამოიჩინოთ გულისხმიერება და ამის შესახებ მოგვწეროთ ელექტრონულ მისამართზე: office-fsp@fsp.ge.

ჩვენი ფონდის ანგარიშია: 

#GE15TB7194336080100003

#GE42LB0115113036665000

#GE64BG0000000470458000

(დანიშნულება: სოფიო საათაშვილი).

თანხის გადმორიცხვა შეგიძლიათ ჩვენი ვებ-გვერდის მეშვეობითაც.

თანხის ჩარიცხვა ასევე შესაძლებელია Nova Technology, TBCpay, ExpressPay ტერმინალებიდან. ქვეთავში “ქველმოქმედება“ მოძებნეთ ჩვენი ფონდი (ფონდის დამატებით უფლება-მოვალეობებს შეგიძლიათ გაეცნოთ ბმულზე https://goo.gl/GY2Gus).

ჩვენ, თქვენთან ერთად, უკვე მრავალ გაჭირვებულს დავეხმარეთ! მოდით, ამ ოჯახსაცგავუმართოთ ხელი! უბედურებისგან ხომ დაზღვეული არავინაა? ვინ იცის, იქნებ სრულიად უცხო ადამიანების დახმარება ოდესმე თავადაც დაგვჭირდეს!

ერთი ზარი გადაარჩენს სიცოცხლეს: 0901 200 270

თარიღი
სახელი
თანხა
სტატუსი
2021 მარ 15
მედიკამენტები
199.99₾
2021 მარ 25
პროდუქტები
149.90₾
2021 აპრ 20
საყოფაცხოვრებო ტექნიკა
1440.00₾
2021 აპრ 29
ფონდის ზედნადები ხარჯები
625.00₾
2021 მაი 14
სამედიცინო გამოკლევა
60.00₾
2021 მაი 14
პროდუქტები
100.30₾
2021 მაი 21
მედიკამენტები
99.82₾
2021 მაი 21
პროდუქტები
99.99₾
2021 მაი 25
პროდუქტები
105.03₾
2021 ივნ 03
პროდუქტები
249.54₾
2021 ივნ 16
პროდუქტები
106.90₾
2021 ივნ 16
მედიკამენტები
99.05₾
2021 ივნ 16
პროდუქტები
100.08₾
2021 ივლ 08
პროდუქტები
199.99₾
2021 სექ 09
პროდუქტები
48.55₾

სულ ხარჯები:

3684.14₾

დარჩა:

0.21₾
შემოწირულობის გაღება
თანხა
გმადლობთ, კეთილო გულო!
07.09.2021 20:00:00
₾2.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
07.09.2021 20:00:00
₾2.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
07.09.2021 20:00:00
₾2.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
07.09.2021 20:00:00
₾2.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
07.09.2021 20:00:00
₾1.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
07.09.2021 20:00:00
₾10.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
07.09.2021 20:00:00
₾20.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
07.09.2021 20:00:00
₾10.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
11.07.2021 20:00:00
₾2.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
11.07.2021 20:00:00
₾4.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
11.07.2021 20:00:00
₾10.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
11.07.2021 20:00:00
₾50.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
14.06.2021 20:00:00
₾13.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
14.06.2021 20:00:00
₾3.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
14.06.2021 20:00:00
₾9.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
14.06.2021 20:00:00
₾5.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
14.06.2021 20:00:00
₾0.40
გმადლობთ, კეთილო გულო!
12.06.2021 20:00:00
₾10.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
12.06.2021 20:00:00
₾20.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
10.06.2021 20:00:00
₾50.00

შემოწირულია:

₾3,684.35

186 დონორი

აირჩიეთ თანხა:

Გადახდის საშუალება:

გამოწერა:

შემოწირულია:

₾3,684.35

186 დონორი

დასრულებული!

მათ ძალიან სასწრაფოდ სჭირდებათ თქვენი დახმარება