რეგულარული გადახდების ფუნქცია ხელმისაწვდომია
ერთი ზარი გადაარჩენს სიცოცხლეს!
ტელეფონის ნომერი:
ფასი (გაითვალისწინეთ):
1 call - ₾2 GEL
მობილური პროვაიდერები
დაეხმარეთ! გააგზავნეთ სმს
თქვენ შეგიძლიათ გადაარჩინოთ ვინმეს სიცოცხლე და დაუახლოვდეთ ღმერთს! გაგზავნეთ SMS ნომერზე 97100 შეწირეთ ₾3 GEL
კოპირებულია
რა განცდა გეუფლებათ ამ პატარა ბიჭის შემყურეს, რომელსაც ხელში ხორცის ნაჭერი უჭირავს? ყველაზე ძვირფასი რამ, რაც კი მის ოჯახს გააჩნია…
სევდა? სიბრალული? გულისტკივილი? შიში? ვერ გარკვეულხართ, არა? კითხვაზე: „რაზე ოცნებობ?“ 5 წლის ლუკამ მაცივართან მიგვიყვანა და გვიპასუხა: „მინდა გემრიელი ხორცი ხშირად გვქონდეს!“
Bank of Georgia
Ბანკის კოდი:
კოპირებულია
ნომერი:
კოპირებულია
TBC Bank
Ბანკის კოდი:
კოპირებულია
ნომერი:
კოპირებულია
Liberty Bank
Ბანკის კოდი:
კოპირებულია
ნომერი:
კოპირებულია
საქველმოქმედო ნომერი: ერთი ზარი გადაარჩენს სიცოცხლეს!
ტელეფონის ნომერი:
0901200270ეს სურათი შესაძლოა ყველა იმ სოციალურად დაუცველი ოჯახის სავიზიტო ბარათი გამხდარიყო, სადაც ბავშვები არათუ გემრიელ საჭმელზე, არამედ ზოგადად საკვებზე ოცნებობენ.
ოჯახში ხუთი ნიჭიერი, ლამაზი და ზრდილი ბავშვია: 5 წლის ლაზარე, რომელსაც კიდევ ორი ძმა და ორი და ჰყავს: 10 წლის ქეთი, 12 წლის ლუკა, 14 წლის ლიზი და ყველაზე უფროსი, რეზი, რომელსაც უკვე 15 წელი შეუსრულდა. ბავშვებს მოსიყვარულე დედ-მამა ჰყავთ – ინგა და ბადრი.
ნანგრევები, რომელშიც ოჯახი ცხოვრობს, ადრე პირუტყვის სადგომი იყო. გაინტერესებთ აქ როგორ აღმოჩნდნენ? უბრალოდ ბინის ქირის გადახდა ვეღარ შეძლეს და თვითნებურად ეს ნახევრად დანგრეული შენობა დაიკავეს.
მოდი ახლა ყველაფერი თანმიმდევრობით მოვყვეთ: როგორ ცხოვრობენ, რა ახარებთ და რაში ხედავენ ხსნას ადამიანები, რომლებსაც სახელმწიფო ადამიანებად არ მიიჩნევს!
„არადა, ოდესღაც, მეუღლესთან ერთად, სახლის აშენებაზე და ბედნიერ ცხოვრებაზე ვოცნებობდი, მაგრამ თავადაც ხედავთ, რომ ახლა ბავშვებისთვის საჭმელიც კი არაფერი მაქვს“, – ამბობს უბედური ქალი და ხელებს შლის. ამ კეთილ, ქართულ ოჯახს ერთადერთ იმედად ჩვენღა დავრჩით.
– ინგა, ასეთ მდგომარეობაში როგორ აღმოჩნდით?
ინგა:როდესაც ახალგაზრდა ხარ, ყველაფერს ბევრად მარტივად უყურებ. მე და ბადრი რომ დავქორწინდით, გვეგონა ორივე ვიმუშავებდით, ოჯახს უზრუნველვყოფდით, სახლს ავაშენებდით, რომელიც სიყვარულითა და სითბოთი იქნებოდა სავსე, ოთახებში კი ბავშვების წკრიალა სიცილის ხმა არ შეწყდებოდა… ბევრი შვილი ყოველთვის გვინდოდა. როგორც ხედავთ, ეს ოცნება აგვისრულდა, მაგრამ სხვა დანარჩენი… ბადრი მშრომელი კაცია, ნებისმიერ საქმეს ეჭიდება; არასდროს უზარმაცია და ოჯახის უზრუნველყოფა ყოველთვის შეეძლო, მაგრამ რამდენიმე წლის წინ, მან ხელი დაიზიანა და მას შემდეგ ისე ვეღარ მუშაობს, როგორც ადრე.
– ამჟამად რა შემოსავალი გაქვთ?
ინგა:მხოლოდ სოციალური დახმარება. კვების ვაუჩერთან ერთად, ჯამში 640 ლარი გამოდის. ვცდილობთ ეს ფული მთელი თვე ვიმყოფინოთ და მხოლოდ ყველაზე საჭირო ნივთებს ვყიდულობთ, მაგრამ ახალ ტანსაცმელზე საუბარიც კი ზედმეტია. ზამთარში ხომ საერთოდ უბედურება გვჭირს! შეშას ვყიდულობთ, მაგრამ ამ სახლის გათბობა ძალიან რთულია. თავადაც ხედავთ, ეს სახლი კი არა, უბრალოდ სახურავი და კედლებია. ძილის დროს ბავშვები ერთმანეთს ეხუტებიან, რომ როგორმე გათბნენ…
– ინგა, აქ როგორ აღმოჩნდით?
ინგა:ჩვენ საკუთარი საცხოვრებელი არ გაგვაჩნია. მეუღლეს მუშაობა რომ შეეძლო, ბინის ქირის გადახდას როგორღაც ვახერხებდით, მაგრამ როდესაც ფული შემოგველია, თვითნებურად ეს ნახევრად დანგრეული შენობა დავიკავეთ. მერე გავიგეთ, რომ ის ადრე ბოსელი იყო… მაგრამ ამისთვისაც მადლობელი ვარ. ღამის ქუჩაში გათენებას ეს სჯობს.
– სოციალური დახმარება რაზე გყოფნით? ბავშვებს რას აჭმევთ?
ინგა:ბურღულეულს და მაკარონს, სულ ეს არის… არადა, ბავშვებს ხორციც სჭირდებათ და რძის პროდუქტებიც; მაგრამ ეს ჩვენთვის წარმოუდგენელი ფუფუნებაა… პურზე რომ არ დავიხარჯოთ, ტომარა ფქვილს ვყიდულობთ, რომელიც ორი კვირა გვყოფნის. ბავშვებს პურს ვუცხობ, ხანაც კარტოფილის ღვეზელებით ვანებივრებ. ახლა ხორცი გვაჩუქეს და პატარა ლაზარე უბრალოდ ბედნიერია! დღეში რამდენჯერმე მაცივართან მიდის და მისი ყურებით ტკბება!
– არავინ გეხმარებათ? მაგალითად, მშობლები ან ნათესავები?
ინგა: დამხმარე საერთოდ არავინ გვყავს… ყველას თავისი პრობლემები აქვს. ჩემს შვილებზე ზრუნვას ვერავის ვაიძულებ; მერე იტყვიან, თუ მათი შენახვა არ შეგეძლოთ, რას აჩენდითო. ხომ იცით, ზოგი რა ბოროტია?
– ინგა, რისი გწამთ? რაში ხედავთ ხსნას?
ინგა: მხოლოდ კეთილ ადამიანებში! თუ ადამიანის გასაჭირის შესახებ არაფერი იცი, როგორ დაეხმარები? თქვენს ფონდს ამიტომაც მივმართე. ამბობენ, რომ ბევრი კეთილი მეგობარი გყავთ და ყველას ეხმარებით!
– თქვენი შვილების შესახებ მოგვიყევით. სკოლაში ან საბავშვო ბაღში დადიან? თქვენი აზრით, მათ შორის ყველაზე ნიჭიერი ვინ არის?
ინგა:უფროსები სკოლაში სწავლობენ, მარტო პატარა ლაზარე ზის სახლში. ახლა, როდესაც ყველა დისტანციურ სწავლებაზე გადაიყვანეს, ძალიან გაგვიჭირდა. არც კომპიუტერები გვაქვს, არც პლანშეტები, არც ტელეფონები, რომ ბავშვებმა გაკვეთილებზე დასწრება შეძლონ. არადა, ისინი ძალიან ნიჭიერები არიან. ამას იმიტომ არ ვამბობ, რომ ჩემი შვილები არიან, უბრალოდ გული მტკივა, რადგან იმის საშუალება არ გვაქვს, რომ ისწავლონ. უფროსი ბიჭი, რეზი, ძალიან კარგად ხატავს. ხატვაზე დაგვყავდა კიდეც, მაგრამ უარის თქმა ამაზეც მოგვიწია, რადგან მისთვის საღებავებს და ფუნჯებს ვერ ვყიდულობდით. ზრდასრული ადამიანივით მითხრა, ფულს მე თვითონ რომ ვიშოვი, ხატვაზე მერე ვივლიო. არადა, ისე კარგად გამოსდიოდა!
ლიზი, ქეთი და ლუკაც კარგად სწავლობენ. იციან, რომ ცხოვრებაში მხოლოდ ცოდნით თუ მიაღწევენ რამეს.
– თუ შეიძლება, ბავშვებსაც გავესაუბრები. რეზი, ყველაზე უფროსი შენ ხარ. გვითხარი, რაზე ოცნებობ?
რეზი (15 წლის):ყველაზე მეტად ხატვა მინდა! ვოცნებობ, ხატმწერი გავხდე! ვფიქრობ, გამომივა.
ლუკა (12 წლის):სიმართლე გითხრათ, ჯერ არ ვიცი, ვინ მინდა ვიყო. რეზივით ლამაზად ხატვა არ შემიძლია, არც მათემატიკაში ვარ ძლიერი; მაგრამ ვფიქრობ, რომ რამე ჩემგანაც გამოვა!
–შენ უკვე გადაწყვიტე, რა პროფესიას აირჩევ, ლიზი?
ლიზი (14 წლის):ჯერ არა, მაგრამ ვიცი, რომ ეს აუცილებლად ლიტერატურასთან იქნება დაკავშირებული. კითხვა ძალიან მიყვარს. ზოგჯერ წარმოვიდგენ ხოლმე, რომ წიგნის მთავარი გმირი ვარ და ეს ძალიან საინტერესოა.
ქეთი (10 წლის):მე კი მინდა, რომ ოცნებები ყველა ქართველ ბავშვს უსრულდებოდეს.
– ლაზარე, შენს დებს საუბარი დიდად არ უყვართ, ამიტომ მოდი ახლა შენ გვესაუბრე. ყველაზე პატარა რომ ხარ, ხომ არ გაბრაზებენ?
ლაზარე (5 წლის):არა-ა-ა, კარგი გოგოები არიან. ზღაპრებს მიკითხავენ ხოლმე… ბიჭები კი… (მათ გახედა.) მაბრაზებენ. ჩემთან თამაში არ უნდათ.
–ლაზარე, რა გიყვარს? შენი ოცნებების შესახებ მოგვიყევი. იქნებ შევძლოთ მათი ასრულება?
ლაზარე:მე კარტოფილის პიურე მიყვარს. ისეთი გემო აქვს, როგორც ხორცს! და ხორციც მიყვარს! გინდათ გაჩვენოთ? გვაქვს! და ველოსიპედიც ძალიან მინდა! ხორცზე მეტად!
–მშვენიერი, შესანიშნავი ბავშვები ხართ! ინგა, დიდი მადლობა თქვენ, რომ ისინი ასე აღზარდეთ! თქვენ რაზე ოცნებობთ?
ინგა:მხოლოდ იმაზე ვოცნებობ, რომ ჩემი შვილები კარგად დანაყრებულები იყვნენ, რომ თბილად იყვნენ, რომ ტანსაცმელი ჰქონდეთ… მათ ასეთ სიღარიბეში ცხოვრება არ დაუმსახურებიათ! გული მტკივა, როდესაც ვუყურებ, რა ცუდად იკვებებიან და აღარ იციან, რაში შეიფუთონ, რომ არ გაიყინონ…
– ამჟამად ყველაზე მეტად რა გჭირდებათ?
ინგა: საჭმელი… მინდა ბავშვებს კარგად ვაჭამო. მე სარეცხ მანქანაზე ვოცნებობ. მაცივარიც ძალიან გვჭირდება, ჩვენი საერთოდ აღარ მუშაობს… მიმოიხედეთ გარშემო! ჩვენ საერთოდ არაფერი გვაქვს! საწოლები, სკამები, სახლი – ყველაფერი იშლება… ჩვენ ნებისმიერი დახმარება გაგვახარებს! ნებისმიერი! უფროსებს თავისი მდგომარეობის რცხვენიათ; მაგრამ ჩვენ დახმარების გარეშე თავს ვერ გავართმევთ. ვიცი, რომ დახმარების თხოვნა ცოდვა არაა…
***
მეგობრებო, ჩვენი თანამემამულეები საშინელ მდგომარეობაში აღმოჩნდნენ. მათ სახლი თავზე ენგრევათ, ხუთ მშვენიერ ბავშვს კი საჭმელი არაფერი აქვს! ისინი სხვისი გამონაცვალი ტანსაცმლით დადიან და უბრალოდ ადამიანურ ცხოვრებაზე ოცნებობენ! მათი არავის ესმის, რადგან ისინი ძალიან მორცხვები არიან! ჩვენ კი ისინი დავინახეთ და მათ შესახებ ვყვირით! გვინდა, რომ ჩვენი ხმა მთელმა საქართველომ გაიგოს! ამის შესახებ გაჩუმება არ შეიძლება! ხვალ ასეთ მდგომარეობაში შეიძლება ნებისმიერი აღმოჩნდეს!
ღამბაშიძეების ოჯახს ძალიან სჭირდება ნებისმიერი სახის დახმარება: საკვები პროდუქტებით, საბავშვო ტანსაცმლით, სარეცხი მანქანით, მაცივრით, ავეჯით. ბავშვებს კი კომპიუტერი სჭირდებათ, რომ სასკოლო პროგრამას არ ჩამორჩნენ.
ღამბაშიძეების ოჯახის მონახულება და მათი შეძლებისდაგვარად დახმარება თავად შეგიძლიათ. მათი მისამართია: თბილისი, კრწანისი, ქუჩა №1, მე-4 ჩიხი, სახლი №16, ბარაკები.
და აუცილებლად გააზიარეთ ჩვენი პოსტი, რომ ამ ოჯახისგასაჭირის შესახებ შეიტყონ თქვენმა მეგობრებმაც! ეს ძალიან მნიშვნელოვანია!
უფალი გვაძლევს ისეთ ადამიანებზე ზრუნვის შესაძლებლობას, რომლებსაც ამის გაკეთებათავად არ შეუძლიათ. გაჭირვებულიადამიანები – ზეციური საჩუქარია, რათა ჩვენ შევძლოთღვთისადმისიყვარული არა სიტყვებით, არამედ საქმით დავამტკიცოთ!
მეგობრებო, თქვენთან კიდევ ერთი თხოვნა გვაქვს – თუკი შეიტყობთ, რომ თქვენს ნაცნობს ან მეზობელს დახმარება ესაჭიროება, გთხოვთ გამოიჩინოთ გულისხმიერება და ამის შესახებ მოგვწეროთ ელექტრონულ მისამართზე: office-fsp@fsp.ge
ჩვენი ფონდის ანგარიშია:
#GE15TB7194336080100003
#GE42LB0115113036665000
#GE64BG0000000470458000
(დანიშნულება:ღამბაშიძეების ოჯახი).
თანხის გადმორიცხვა შეგიძლიათ ჩვენი ვებ-გვერდის მეშვეობითაც.
თანხის ჩარიცხვა ასევე შესაძლებელია Nova Technology, TBCpay, ExpressPay ტერმინალებიდან. ქვეთავში “ქველმოქმედება“ მოძებნეთ ჩვენი ფონდი (ფონდის დამატებით უფლება-მოვალეობებს შეგიძლიათ გაეცნოთ ბმულზე https://goo.gl/GY2Gus).
ჩვენ, თქვენთან ერთად, უკვე მრავალ გაჭირვებულს დავეხმარეთ! მოდი ამ ოჯახსაც გავუმართოთ ხელი! უბედურებისგან ხომ დაზღვეული არავინაა? ვინ იცის, იქნებ სრულიად უცხო ადამიანების დახმარება ოდესმე თავადაც დაგვჭირდეს!
ერთი ზარი გადაარჩენს სიცოცხლეს: 0901200270
სულ ხარჯები:
1735.00₾დარჩა:
0.56₾