რეგულარული გადახდების ფუნქცია ხელმისაწვდომია
ერთი ზარი გადაარჩენს სიცოცხლეს!
ტელეფონის ნომერი:
ფასი (გაითვალისწინეთ):
1 call - ₾2 GEL
მობილური პროვაიდერები
დაეხმარეთ! გააგზავნეთ სმს
თქვენ შეგიძლიათ გადაარჩინოთ ვინმეს სიცოცხლე და დაუახლოვდეთ ღმერთს! გაგზავნეთ SMS ნომერზე 97100 შეწირეთ ₾3 GEL
კოპირებულია
„მე მხოლოდ ცალი თვალით ვხედავ, ჩემი მშობლები და დები კი საერთოდ ვერ ხედავენ. ჩემი ძმაც ხედავს“, – გვეუბნება 11 წლის სალომე. – „მე მათ ვუყვები, როგორი ამინდია, როგორ ყვავილობენ ხეები; ვუყვები, რომ მარიამი ძალიან ლამაზად ხატავს, რომ გიორგის ძალიან კეთილი და ლამაზი თვალები აქვს, ქეთი კი პრინცესასავით იღიმის… დედა ამბობს, რომ ხუთნი ერთი თვალით ვიყურებით.“
დედა – მაია და მამა – ზურა უსინათლოები არიან და ვერაფერს ხედავენ. მათ არასდროს უნახავთ, როგორ იზრდებოდნენ და იცვლებოდნენ მათი შვილები; ვერც კი წარმოუდგენიათ, რამდენად ლამაზები არიან ისინი; მათ მხოლოდ შეხებით იცნობენ და გრძნობენ მათ სიყვარულს. ჩვენ, თვალხილულები, ვერასოდეს მივხვდებით, ეს რა გრძნობაა. ჩვენ შეგვიძლია ვიგრძნოთ სხვისი ტკივილი, რადგან ოდესღაც რაღაც ყველას გვტკიოდა; შეგვიძლია თანავუგრძნოთ ადამიანს, რომელმაც ახლობელი დაკარგა, რადგან ისინი ჩვენც დაგვიკარგავს, მაგრამ თვალხილული ადამიანი უსინათლოს როგორ გაუგებს? ეს ალბათ შეუძლებელია.
Bank of Georgia
Ბანკის კოდი:
კოპირებულია
ნომერი:
კოპირებულია
TBC Bank
Ბანკის კოდი:
კოპირებულია
ნომერი:
კოპირებულია
Liberty Bank
Ბანკის კოდი:
კოპირებულია
ნომერი:
კოპირებულია
საქველმოქმედო ნომერი: ერთი ზარი გადაარჩენს სიცოცხლეს!
ტელეფონის ნომერი:
0901200270აბა, თვალები მჭიდროდ აიხვიეთ და ჩვეული საოჯახო საქმეების გაკეთება სცადეთ: დაიბანეთ, ყავა დაისხით, საუზმე გაიმზადეთ… შეძელით? ახლა კი დავალება გავართულოთ: მაღაზიაში წასვლა და გზაზე გადასვლა სცადეთ ისე, რომ ცოცხალი გადარჩეთ. რთულია, არა? არა, ჩვენთვის, თვალხილულთათვის, ეს ფაქტობრივად შეუძლებელია.
ამ ოჯახის ცხოვრების აღწერა ძალიან რთულია. მხოლოდ ერთ პრობლემის გამოყოფა შეუძლებელია, რადგან დღე არ გავა, რომ ისინი ახალი გამოცდის წინაშე არ დადგნენ გამძლეობაზე, ამტანობაზე. მათთან შეხვედრამდე ნერვიულობ, როგორ დაამყარო ურთიერთობა, რაზე ესაუბრო, რა კითხვები დაუსვა, რომლებზეც პასუხის გაცემა ალბათ ძალიან უჭირთ; მაგრამ ზღურბლიდანვე გრძნობ, რომ ჯადოსნურ, საოცარ სამყაროში აღმოჩნდი და ახლა ვეცდებით ეს სამყარო თვალწინ გადაგიშალოთ.
მაია დაბადებიდან უსინათლოა. მშობელმა დედამ მასზე უარი განაცხადა და შვილი ბავშვთა სახლში დატოვა. დედამ, რომელიც თვალხილულთა სამყაროში მისი გზამკვლევი უნდა გამხდარიყო, ის ბედის ანაბარა მიატოვა; თუმცა ახლა საუბარი ამაზე არ არის.
„მაგრამ იცით, მისი მადლობელი ვარ. ის რომ არა, ზურას – ჩემი ცხოვრების სიყვარულს ვერ გავიცნობდი“, – ამბობს მაია და მეუღლეს ხელზე ხელს ნაზად კიდებს. ისინი ერთმანეთს ასე „ხედავენ“ – შეხებით, ხმით, ჩახუტებით; ასევე „უყურებენ“ ერთმანეთს დიდი სიყვარულით.
– მაია, ერთმანეთი როგორ გაიცანით? როგორ შეიძლება შეგიყვარდეს ადამიანი, რომელსაც ვერ ხედავ?
მაია: თქვენთან შემხვედრი კითხვა მაქვს – უფლის სიყვარული როგორ შეიძლება? თქვენ ის გინახავთ? მე უსინათლოთა ინტერნატში ვსწავლობდი და ზურაც იქ მოიყვანეს. მას ტრაგედია შეემთხვა: ბიჭები იარაღით თამაშობდნენ და შემთხვევით სახეში საფანტი ესროლეს. მისი ხმა რომ გავიგე, გულმა რაღაც უცნაურად დამიწყო ცემა… მას შემდეგ, ყველგან მის ხმას დავეძებდი. ის ჩემთვის ისეთი მშობლიური გახდა… შემდეგ შევხვდით და როცა ერთმანეთს ხელი ჩამოვართვით, მივხვდით, რომ ერთმანეთი ვიპოვეთ, რომ ცხოვრების სირთულეების გადალახვა ერთად უფრო მარტივი იქნებოდა და ოჯახის შექმნა გადავწყვიტეთ. უკვე 35 წელია ერთად ვართ.
– როდესაც ორსულობის შესახებ შეიტყვეთ, ინერვიულეთ?
მაია: ძალიან განვიცდიდით და ვლოცულობდით, რომ ბავშვს ჩვენი საშინელი სნეულება მემკვიდრეობით არ გადასცემოდა. საბედნიეროდ თინათინი სრულიად ჯანმრთელი დაიბადა. მთავარია, რომ ხედავდა! ბავშვის აღზრდა ძალიან გაგვიჭირდა! ერთი წამით წარმოიდგინეთ, როგორ შეიძლება უკუნეთ სიბნელეში ჩვილისთვის საჭმლის მომზადება, მისი გამოკვება, ბანაობა, ჩაცმა, სარეცხის გარეცხვა და გაუთოება? მაგრამ ერთად ყველაფერს ვუკლავდებოდით. ახლა კი თინათინი გვივლის, ის არის ჩვენი საყრდენი, თვალები, ყურები და ფეხები… მის გარეშე ძალიან გაგვიჭირდებოდა.
შემდეგ ამ ქვეყანას მარიამი, სალომე და ქეთევანი მოევლინენ, მაგრამ სამწუხაროდ მათ მხედველობის თანდაყოლილი პრობლემები აქვთ. თვალებზე გადატანილი ოპერაციების შემდეგ გოგონებს ფორმების გარჩევა, ხატვა და წერა შეუძლიათ. მარიამი და ქეთევანი უსინათლოთა სკოლაში დადიან და შესანიშნავად სწავლობენ! სალომე ცალი თვალით ხედავს და ჩვეულებრივ სკოლაში დადის. უფროსი, თინათინი, უმცროს დებსაც უვლის, ჩვენ – უსინათლო მშობლებსაც გვეხმარება და სპორტზე სიარულსაც ასწრებს. ძალიან ყოჩაღი გოგოა!
– გიორგიზე რას გვეტყვით?
მაია: გიორგი ჩვენი დიდი ხნის ნანატრი ბიჭია! მან სახლში უზომოდ დიდი ბედნიერება შემოიტანა! ჩვენთვის ის ნამდვილი საჩუქარია. სიმპათიური ბიჭია, არა? მე და ჩემმა დებმა სულ კოცნით და ალერსით ავავსეთ.
– მაია, მესმის, რომ ფონდს კარგი ცხოვრების შედეგად არ დაუკავშირდით. ოჯახის რჩენა ან სამსახურის შოვნა ახლა ყველას უჭირს, თქვენი კი…
მაია: ნუ გერიდებათ, ყველაფერს თავისი სახელი დაარქვით… ახლა თვალხილულებსაც კი უჭირთ და უსინათლოებს ხომ მით უმეტეს! ჩვენი ერთადერთი შემოსავალი შშმ პირთა პენსია და სოციალური დახმარებაა, მაგრამ ჩვენ მას სრულად არ ვიღებთ. ბავშვების მკურნალობისთვის და ოპერაციისთვის ბანკიდან სესხის გამოტანა მოგვიწია, ახლა კი ვალებს ვისტუმრებთ. ჩვენი თვიური შემოსავალი 600 ლარია… აბა, დაითვალეთ, ამ თანხაზე ცხოვრება შეიძლება?
– კი მაგრამ, გადარჩენას როგორ ახერხებთ?
მაია: პანდემიამდე, სანამ საზოგადოებრივ ტრანსპორტს გააუქმებდნენ, მე და ჩემი ზურა მეტროში ვმღეროდით. თავიდან ძალიან გამიჭირდა, მაგრამ იცით, ეს საკუთარი შრომით მოპოვებული ფულია და ამის არ უნდა გრცხვენოდეს. მეგონა ბავშვებისთვის დიდი დარტყმა იქნებოდა, ვინმეს რომ ეთქვა, დედაშენი მეტროში მღერისო, მაგრამ იცით, ისინი მხარში დამიდგნენ… უფროსმა გოგომ მითხრა, შენი ხმა ყველამ უნდა მოისმინოსო, სალომე კი ამბობს, რომ ჩვენით ამაყობს და თავისი შვილებისთვის ისიც ყველაფერს გააკეთებს.
– ბედნიერი მშობლები ხართ!
მაია: დიახ. შვილები დიდი ბედნიერება და უფლის ყველაზე ფასდაუდებელი საჩუქარია, მაგრამ ჩვენ ამ დროისთვის უბრალოდ კატასტროფულ მდგომარეობაში ვიმყოფებით. მწირი დახმარება არაფერზე გვყოფნის: არც საკვებზე, არ წამლებზე. ბავშვებმა საჭირო წამლები მუდმივად თუ არ სვეს, შეიძლება მათი მდგომარეობა შეუქცევადად გაუარესდეს! საკუთარი საცხოვრებელი არ გაგვაჩნია, ამიტომ თბილისის გარეუბანში, ნაქირავებ ბინაში ვცხოვრობთ, რომელიც ცუდად თბება; მხოლოდ სიყვარულით გათბობა კი უბრალოდ არ გამოდის.
გიორგი (5 წლის): მიყვარს, ყველას რომ ვათბობ! მე დედას და მამას ვეხუტები, დები კი მე მეხუტებიან.
– ასეთი მეგობრულები ხართ?
გიორგი: არაა! ჩვენ „ჩახუტებულები“ ვართ. თიკო მეუბნება, რომ სიმპათიური ბიჭი ვარ! რომ გავიზრდები, სპაიდერმენი გავხდები!
სალომე (11 წლის): ეს ოღონდ ვინმეს ჩაეხუტოს და ეთამაშოს!.. მოწყენილია და საბავშვო ბაღში უნდა. სახლში რა აკეთოს? ზის და მთელი დღე მულტფილმებს უყურებს… მე კი სწავლა მიყვარს და სკოლა მენატრება.
– სწავლა გიყვარს? შენი საყვარელი საგანი რომელია?
სალომე: ყველა საგანი მიყვარს. ოლიმპიადებშიც ვმონაწილეობ ხოლმე. ახლახან მათემატიკაში 100-დან 100 ქულა ავიღე, ქართულში კი 95! დედა ჩემით ძალიან ამაყობს!
ქეთი (9 წლის): მე კი მხატვარი გავხდები! ყველაზე მეტად ხატვა მიყვარს! ცუდად ვხედავ, მაგრამ სალომე მეუბნება, რომ ძალიან კარგად გამომდის. იმასაც გვიყვება, როგორი ლამაზები ვართ! ის ცალი თვალით ყველა ჩვენგანზე უკეთ ხედავს! მარიამიც ცუდად ხედავს, მაგრამ ნახეთ, საკუთარი ხელებით რეებს აკეთებს! ხელი მოკიდე და ნახავ!
– მარიამ, შენ რას საქმიანობ? მომავალი პროფესია უკვე შეარჩიე?
მარიამი (19 წლის): დიახ. წელს სკოლას ვამთავრებ და ფილოლოგიურ ფაკულტეტზე ვაბარებ. ძალიან მომწონს ძერწვა და როგორც ამბობენ, კარგადაც გამომდის, თუმცა არ ვიცი… მოგეწონათ?
– ძალიან მომეწონა! საკუთარი ნამუშევრების გაყიდვა არ გიფიქრია?
მარიამი: თიხა და მძივები ძალიან ძვირი ღირს. მშობლები ყიდვას იშვიათად თუ ახერხებენ… მაგალითად, დაბადების დღეზე. აი, მასალები რომ მქონდეს…
– მაია, გვითხარით, ახლა ყველაზე მეტად რა გჭირდებათ? რით შეგვიძლია თქვენი დახმარება?
მაია: გამოუვალ მდგომარეობაში ვიმყოფებით, თორემ არავის შევაწუხებდი… ნებისმიერი სახის დახმარებისთვის მადლიერები ვიქნებით. გული მტკივა, რადგან ჩვენს შვილებს არაფერი აქვთ, მუდმივად ცუდად იკვებებიან… თქვენც კარგად ხედავთ, როგორ ვცხოვრობთ. ძალიან გვჭირდება სარეცხი მანქანა, რადგან ეს საერთოდ გაფუჭდა, ჩემთვის კი ხელით რეცხვა ჯოჯოხეთური ტანჯვაა, მე ხომ თითქმის ვერაფერს ვხედავ. დამატებითი საწოლები და ნორმალური მაგიდაც რომ გვქონდეს, მშვენიერი იქნებოდა. მაცივარიც გაფუჭებულია; წვნიანს რომ ვაკეთებ, მეორე დღეს უკვე მჟავდება. ჩემს მდგომარეობაში ნებისმიერი, უმარტივესი საოჯახო საქმეც კი ათასჯერ უფრო რთული გასაკეთებელია და ძალიან დიდი დრო მიაქვს…
თქვენი ისეთი მადლიერი ვარ თანაგრძნობისთვის, იმისთვის, რომ მოხვედით და მოგვისმინეთ… ცხოვრებაში ხომ ყველაზე ძვირფასი ადამიანური ურთიერთობები და ახლობლის სიყვარულია? უფალი დაგლოცავთ თქვენი სიკეთისთვის!
***
როგორც წმინდა წერილში თქმულა: „ვისაც აქვს გული – იხილოს, ვისაც აქვს სული – დაეხმაროს!“ ეს ამბავი და ეს ტკივილი გულით უნდა დავინახოთ! სხვანაირად არ გამოვა.
ყაველაშვილების ოჯახი საშინელ მდგომარეობაში იმყოფება. მშობლები, მაია და ზურა, შშმ პირები არიან. მათ მუშაობა არ შეუძლიათ, არც საკუთარი საცხოვრებელი გააჩნიათ და იძულებულები არიან, ბინიდან ბინაში იხეტიალონ. ოჯახს ძალიან უჭირს და გადარჩენისთვის იბრძვის. მათ ბევრი ტკივილი და სიმწარე გამოიარეს… და ახლა ჩვენი დახმარება უბრალოდ ძალიან სჭირდებათ!
ამ შესანიშნავ ხალხს ძალიან სჭირდება: საკვები, ძირითადი ავეჯი და ტექნიკა: საწოლები, მაგიდა, მაცივარი, სარეცხი მანქანა…
ყაველაშვილების ოჯახის მონახულება და შეძლებისდაგვარად დახმარება პირადადაც შეგიძლიათ. მათი მისამართია: თბილისი, ვარკეთილი, მე-5 მკრ/რ-ნი, მე-4 კორპუსი, მე-2 სადარბაზო, ბ. 33
და აუცილებლად გააზიარეთ ჩვენი პოსტი, რომ ამ ოჯახის გასაჭირის შესახებ შეიტყონ თქვენმა მეგობრებმაც! ეს ძალიან მნიშვნელოვანია!
უფალი გვაძლევს ისეთ ადამიანებზე ზრუნვის შესაძლებლობას, რომლებსაც ამის გაკეთება თავად არ შეუძლიათ. გაჭირვებული ადამიანები – ზეციური საჩუქარია, რათა ჩვენ შევძლოთ ღვთისადმი სიყვარული არა სიტყვებით, არამედ საქმით დავამტკიცოთ!
მეგობრებო, თქვენთან კიდევ ერთი თხოვნა გვაქვს – თუკი შეიტყობთ, რომ თქვენს ნაცნობს ან მეზობელს დახმარება სჭირდება, გთხოვთ გამოიჩინოთ გულისხმიერება და ამის შესახებ მოგვწეროთ ელექტრონულ მისამართზე: office-fsp@fsp.ge
ჩვენი ფონდის ანგარიშია:
#GE15TB7194336080100003
#GE42LB0115113036665000
#GE64BG0000000470458000
(დანიშნულება: ყაველაშვილების ოჯახი).
თანხის გადმორიცხვა შეგიძლიათ ჩვენი ვებ-გვერდის მეშვეობითაც.
თანხის ჩარიცხვა ასევე შესაძლებელია Nova Technology, TBCpay, ExpressPay ტერმინალებიდან. ქვეთავში “ქველმოქმედება“ მოძებნეთ ჩვენი ფონდი (ფონდის დამატებით უფლება-მოვალეობებს შეგიძლიათ გაეცნოთ ბმულზე https://goo.gl/GY2Gus).
ჩვენ, თქვენთან ერთად, უკვე მრავალ გაჭირვებულს დავეხმარეთ! მოდი ყაველაშვილების ოჯახსაც გავუმართოთ ხელი! უბედურებისგან ხომ დაზღვეული არავინაა? ვინ იცის, იქნებ სრულიად უცხო ადამიანების დახმარება ოდესმე თავადაც დაგვჭირდეს!
ერთი ზარი გადაარჩენს სიცოცხლეს: 0901 200 270
სულ ხარჯები:
1193.74₾დარჩა:
0₾