რეგულარული გადახდების ფუნქცია ხელმისაწვდომია

სახლში / პროექტები /

ღმერთმა ისინი გადაარჩინა ცოცხლად დაწვას

calendar აპრილი 14, 2021

ერთი ზარი გადაარჩენს სიცოცხლეს!

ტელეფონის ნომერი:

info

ფასი (გაითვალისწინეთ):

1 call - ₾2 GEL

მობილური პროვაიდერები

Mobile provider
Mobile provider
Mobile provider

დაეხმარეთ! გააგზავნეთ სმს

sms

თქვენ შეგიძლიათ გადაარჩინოთ ვინმეს სიცოცხლე და დაუახლოვდეთ ღმერთს! გაგზავნეთ SMS ნომერზე 97100 შეწირეთ ₾3 GEL

კოპირებულია

პოსტის გაზიარებაც დახმარებაა!

facebook google messanger viber telegram

დანარჩენები კი შეიძლება შიმშილმა შეიწიროს…
სოფელ ბაღდათში მომხდარი ტრაგედიიდან, რომელსაც გორგოძეების მთელი ოჯახი ემსხვერპლა, ერთი წელი გავიდა. ოთხი უდანაშაულო ბავშვი და მათი დედა ცოცხლად დაიწვა… გახსოვთ, რამხელა ტრაგედია იყო? როგორ ტიროდა და ქვითინებდა ყველა: „რომ შეგვძლებოდა, გადავარჩენდით… ცხოვრებას გავუუმჯობესებდით…“ მაგრამ სამწუხაროდ, ბავშვებს გოდებით ვერ გააცოცხლებ.

ჩვენი ფონდის ანგარიშები:

Bank of Georgia

Bank logo

Ბანკის კოდი:

BAGAGE22 BAGAGE22

კოპირებულია

ნომერი:

GE64BG0000000470458000 GE64BG0000000470458000

კოპირებულია

TBC Bank

Bank logo

Ბანკის კოდი:

TBCBGE22 TBCBGE22

კოპირებულია

ნომერი:

GE15TB7194336080100003 GE15TB7194336080100003

კოპირებულია

Liberty Bank

Bank logo

Ბანკის კოდი:

LBRTGE22 LBRTGE22

კოპირებულია

ნომერი:

GE42LB0115113036665000 GE42LB0115113036665000

კოპირებულია

საქველმოქმედო ნომერი: ერთი ზარი გადაარჩენს სიცოცხლეს!

ტელეფონის ნომერი:

0901200270

„რა აზრი აქვს ამ ამბის გახსენებას?“ – იკითხავთ თქვენ. აქვს, რადგან თქვენ ახლა შანსი გეძლევათ იმ ბავშვებს დაეხმაროთ, რომლებიც ხანძარს გადაურჩნენ. აი, მეგობრებო, ეს მათი სახლია, რომელიც ფერფლად იქცა! ყველაფერი იქ დარჩა – ავეჯი, ტანსაცმელი, ტექნიკა… ყველაფერი, მათი სიცოცხლის გარდა! ისინი სასწაულებრივად გადარჩნენ, თუმცა მხოლოდ ეს არ აღმოჩნდა საკმარისი. 

გორგოძეების ოჯახისგან განსხვავდებით, დედა – თამილა, მამა – ვიტალი და მათი შვილები: 7 წლის ნოდარი და 4 წლის ანდრია სახლში არ იმყოფებოდნენ… ღმერთმა ისინი გარდაუვალი სიკვდილისგან იხსნა და ახლა ჩვენთან მოიყვანა! რას ვიზამთ, მათ როგორ გადავარჩენთ – ეს უკვე ჩვენი სინდის-ნამუსის საქმეა! 

– თამილა, მოგიყევით, როგორ მოხდა ყველაფერი? თქვენი მწუხარება გაგვიზიარეთ, იქნებ შვება იგრძნოთ…

თამილა: იცით, ძალიან რთულია სიტყვებით იმის გადმოცემა, რას გრძნობ, როცა შენი სახლი, შენი ოჯახური ბუდე იწვის… ყველაფერი, რაც მძიმე შრომით გაქვს ნაშოვნი, პირდაპირ შენ თვალწინ ნადგურდება, შენ კი ვერაფერს აკეთებ… არაფრის გადარჩენა შეგიძლია… ეს აუტანელი ტკივილია! გონება არ დამიკარგავს და უმნიშვნელო წვრილმანებიც კი მახსოვს… ეს საზარელი სურათი დღემდე თვალწინ მიდგას… მადლობა ღმერთს, რომ ბედნიერი შემთხვევის წყალობით, არც მე და არც ბავშვები იქ არ ვიყავით! მადლობა, რომ საშინელ სიკვდილს გადაგვარჩინე! (თამილა პირჯვარს იწერს და ცრემლებს იწმენდს.)

– შეგიძლიათ, რომ უფრო დაწვრილებით გვიამბოთ?

თამილა: 7 წელია აქ ვცხოვრობთ. ჩემმა მეუღლემ ეს სახლი საკუთარი ხელით ააშენა. ქვის ნაგებობისთვის საკმარისი თანხა არ გვქონდა, ამიტომ ხისგან მოგვიწია აშენება… ასანთის ღერივით სწორედ ამიტომ აბრიალდა და ბოლომდე ჩაიწვა. მეხანძრეები რომ მოვიდნენ, სახლისგან ფერფლის გროვაღა დარჩა. მადლობა ღმერთს, რომ იმ დღეს, ბავშვებთან ერთად, მეზობლის დაბადების დღეზე ვიყავი. უკან რომ ვბრუნდებოდით, მოსახვევიდან კვამლის სვეტი დავინახეთ. გულმა რეჩხი მიყო; მივხვდი, რომ ჩვენი სახლი იწვოდა. მოგვიანებით მეზობლებმა მითხრეს: მიირბინე და არაადამიანური ხმით ყვიროდი, შიგნითაც კი შევარდიო. არ ვიცი, მაშინ რაზე ვფიქრობდი, მინდოდა რამე მაინც გადამერჩინა – ბავშვების ნივთები, თუნდაც რაღაც წვრილმანი… მაგრამ ამაოდ… უკვე ყველაფერი იწვოდა, ჭერი კი ჩამოინგრა. ეს გადარეული ქალი მეზობლებმა გამომიყვანეს. შიშისგან ხმა ჩამწყდა, ყვირილიც კი აღარ შემეძლო… 

– ხანძრის მიზეზი უკვე დაადგინეს?

თამილა: თქვეს, რომ ცეცხლი ელექტრო გაყვანილობას გაუჩნდა… ღმერთო, შენთვის მადლობის თქმით არ დავიღლები იმისთვის, რომ იმ დღეს სახლიდან გამოგვიყვანე და გადაგვარჩინე! ყველაფერი ისე სწრაფად მოხდა, იქ რომ ვყოფილიყავით, ალბათ თავსაც ვერ დავაღწევდით… უკვე ცრემლიც კი დამიშრა, ტირილიც აღარ შემიძლია. ვერც კი წარმოიდგენთ, – ამ სახლში ყოველი ნივთი, ყოველი წვრილმანი მნიშვნელობით, მოგონებებით იყო სავსე… ჩემი შვილების პირველ თმას, პირველ მაისურს ვინახავდი… იქ ყველაფერი ჩემი და ჩემი მეუღლის ხელით იყო გაკეთებული. ამ სახლში იმდენი შრომა, სიყვარული და სითბო ჩავდეთ…

პატარა, მაგრამ მყუდრო და კეთილმოწყობილი იყო. მდიდრულად არასოდეს გვიცხოვრია; ორივე მთელი ცხოვრება ვშრომობდით, ფულს კაპიკ-კაპიკ ვაგროვებდით, რომ რაღაც გვეყიდა და სიმყუდროვე შეგვექმნა. ყველაფერი ნულიდან დავიწყეთ, ყველაფერი ჩვენით შევქმენით… მეზობლები ჩვენს სახლს ხუმრობით სიყვარულის ბუდესაც კი ეძახდნენ… და მართლაც, ის ჩვენი პატარა, თბილი ბუდე იყო… ღია ცის ქვეშ იმით დავრჩით, რაც ზედ გვეცვა. ნაცრისა და ნაფოტების გარდა სხვა ვერაფერი ვიპოვეთ. სარეცხი მანქანა, გაზქურა – ეს ყველაფერი ახლა ჯართია! ბიჭები ფერფლში დიდხანს იქექებოდნენ, ცდილობდნენ თავიანთი სათამაშოები ეპოვათ… იმედი ჰქონდათ, რომ რამე მაინც გადარჩა… მაგრამ სამწუხაროდ, ყველაფერი განადგურდა.

– მოდი ტრაგედიაზე აღარ ვიფიქროთ. როგორც თქვით, მეუღლესთან ერთად ყველაფერი ნულიდან დაიწყეთ. გვიამბეთ, როგორ „იწყებოდა“ თქვენი ოჯახი? 

თამილა: ოოო, ალბათ არც კი დაიჯერებთ! ერთმანეთი ბავშვობიდან მოგვწონდა! ვიტალი ჩემი მეგობრის ძმაა. სიყვარულის ახსნას დიდხანს ვერ ბედავდა. მერე თაყვანისმცემელი გამიჩნდა, რომელიც ძალიან სერიოზულად იყო განწყობილი, ჩემი ხელის თხოვნას აპირებდა… და სწორედ მაშინ მიხვდა ვიტალი, რომ გაბედულად უნდა ემოქმედა. (ჩვენი საუბრის დროს თამილას პირველად გაეღიმა.) უნდა გამოგიტყდეთ, მეც ძალიან მომწონდა. მალე ჩვენი ნიშნობა შედგა. ერთი წელი ვიმუშავეთ – ის მიწაზე მუშაობდა, მე კი რესტორანში, მიმტანად. ცოტა ფული დავაგროვეთ და გავიპარეთ. ძალიან პატარები ვიყავით, მაშინ ეს რომანტიული გვეგონა. რა თქმა უნდა, საკუთარი საცხოვრებელი არ გაგვაჩნდა, ამიტომ რაღაც პერიოდი მის ნათესავებთან, მერე კი ჩემს მშობლებთან ვცხოვრობდით, მაგრამ თქვენც კარგად გესმით, რომ ადამიანს მაინც საკუთარი ჭერი გინდა. 

– ხანძრის დროს თქვენი მეუღლე სად იმყოფებოდა?

თამილა: ნაცნობის პანაშვიდზე. სწორედ მაშინ ბრუნდებოდა უკან, როცა სახლს ცეცხლი გაუჩნდა; ყვირილი გაიგონა, დაინახა, რომ ხალხი გარბოდა… ამბობს, გულმა მიგრძნოო. მაშინვე სახლისკენ გამოიქცა… იცით, ქალებისთვის ყოველთვის უფრო მარტივია, – შეგვიძლია ჩვენს სადარდებელზე ვისაუბროთ, ვიტიროთ და გულზე გვეშვება, კაცები კი ყველაფერს საკუთარ თავში ინახავენ. ვიტალის გამძლეობა მაკვირვებს! მე კი არ ვანუგეშებ, ის მანუგეშებს. ამბობს, სახლისკენ რომ მოვრბოდი, თვალწინ შენი და ბავშვების სახეები მედგა; ვლოცულობდი, ცოცხლები და ჯანმრთელები ყოფილიყავითო. 

– ამ ამბავს ადგილობრივი მთავრობა თუ გამოეხმაურა და თუ დაგეხმარნენ?

თამილა: ყოველდღე მათ კარზე ვაკაკუნებ; განცხადებებს, მიმართვებს და არ ვიცი, კიდევ რას აღარ ვწერ…  კაბინეტიდან კაბინეტში მაგზავნიან, შედეგი კი ნული. ტელევიზია იყო მოსული; გვითხრეს, რომ კომპენსაციას აუცილებლად მივიღებდით და ბინის ქირასაც გადაგვიხდიდნენ, მაგრამ ამით დასრულდა ყველაფერი. ყველამ დაგვივიწყა… ბევრს არ ვითხოვ! ერთი ოთახი მაინც გამოგვიყონ, თორემ მეზობლებში დავწანწალებთ! 

მადლობა ღმერთს, ჩვენს სოფელში ძალიან კეთილი ხალხი ცხოვრობს! ხან ერთი დაგვიძახებს ღამის გასათევად, ხან მეორე… უცებ გაერთიანდნენ და ბავშვებისთვის ტანსაცმელი, სასკოლო რვეულები, საწერი კალმები, წიგნები – ყველა აუცილებელი ნივთი გვაჩუქეს. მათი უზომოდ მადლიერი ვარ! მაგრამ! ასე როდემდე უნდა ვიწანწალოთ, ორი მცირეწლოვან ბავშვთან ერთად?.. რამე საკუთარი თავშესაფარი მაინც ხომ უნდა გვქონდეს, არა? მეზობლები და ნათესავები რომ არა, არც კი ვიცი, რა გვეშველებოდა… 

– ამ ყველაფერზე ბავშვებს რა რეაქცია ჰქონდათ?

თამილა: ყველაფერი მათ თვალწინ მოხდა, რადგან დაბადების დღიდან ერთად მოვდიოდით… ძალიან არიან შეშინებულები. როცა ცეცხლმოკიდებულ სახლში შესვლა ვცადე, ატირდნენ. ძალიან განიცდიან. უმცროსი ჯერ ბოლომდე ვერ იაზრებს, რა მოხდა. სულ ამბობს: „სახლში მინდა…“ თითქოს ავიწყდება, რომ სახლი აღარ გვაქვს. მის ბავშვურ გონებაში გადაბუგული ადგილი და სახლი, სადაც დაიბადა და გაიზარდა, თანხვედრაში ვერ მოდის… უფროსი სათამაშოებს, ყველაზე მეტად კი სკოლის ბუქს მისტირის, რომელიც ძალიან უყვარდა და უფრთხილდებოდა. 

– თუ შეიძლება, ბიჭებსაც გავესაუბრები. ნოდო, შენი და შენი ძმის გაცნობა ძალიან მინდა. რამის მოყოლას ხომ არ ისურვებდი?

ნოდარი (7 წლის): დედამ გიამბოთ, ჩვენი სახლი როგორ დაიწვა… მისკენ წავიდა, უნდოდა რამე მაინც გამოეტანა, მე კი ისე შემეშინდა, ავტირდი…

– მადლობა ღმერთს, რომ თქვენც და დედაც კარგად ხართ! უკვე დადიხარ სკოლაში?

ნოდარი: დიახ! სკოლა ძალიან მიყვარს. იქ ბევრი ბავშვია და სახალისოა. 

– შენი საყვარელი საგანი რომელია? რომ გაიზრდები, ვინ გინდა გამოხვიდე?

ნოდარი: ყველაზე მეტად ინგლისური და მათემატიკა მომწონს… რომ გავიზრდები, პოლიციელი გავხდები და ცუდ ხალხს დავიჭერ!

– კიდევ რაზე ოცნებობ?

ნოდარი: საკუთარ სახლში დაბრუნებაზე… იქ მარტო ნახშირია დარჩენილი… ყველაფერი დაიწვა: ჩვენი სათამაშოებიც, საყვარელი წიგნებიც, ჩემი სკოლის კომპიუტერიც… ყველაზე მეტად ის მენანება… 

– კიდევ რაზე?

ნოდარი: ველოსიპედზე! ფულს ვაგროვებდი, რომ მეყიდა, მაგრამ ჩემი ყულაბაც დაიწვა… 

ანდრია (4 წლის): ჩემი კუბიკებიც იქ იყო… და ბევრი მანქანაც! კიდევ დათუნიებიანი ღამის პერანგი და საბავშვო ბაღის ჩანთა! 

თამილა: საგანგებოდ ვუყიდე ახალი. ერთხელაც არ სცმია და ახლა დარდობს… 

– მანქანებზე ოცნებობ, ანდრია? 

ანდრია: დიახ! სანდრომ მანქანები კი მაჩუქა, მაგრამ მე ძალიან ბევრი და სხვადასხვანაირი მქონდა. ახლა აღარ მაქვს. 

თამილა: დიდი მადლობა ჩვენს მეზობლებს! ძალიან დაგვეხმარნენ; გვერდში გვიდგანან, როგორც შეუძლიათ… მეზობლის ბიჭმა ანდრიას მანქანები მოუტანა და ის ცოტა მაინც გახალისდა. ბავშვებმა სერიოზული დარტყმა მიიღეს, ძალიან არიან შეშინებულები. უმცროსს ცუდად სძინავს, ღამღამობით ყვირის ხოლმე. 

– ვიზიარებთ თქვენს მწუხარებას. თამილა, გვითხარით, ახლა, პირველ რიგში, რა სახის დახმარება გჭირდებათ?

თამილა: არც კი ვიცი, რა ვთქვა… ჯერ კიდევ შოკში ვარ. ვერ ვეგუები იმას, რაც მოხდა. ორ ბავშვთან ერთად ღია ცის ქვეშ აღმოვჩნდით. ახლა ჩვენი ერთადერთი შემოსავალი სოციალური დახმარებაა – 100 ლარი. ცოტაოდენი ფული გვქონდა გადანახული და ისიც დაიწვა…  არადა, როგორმე ხომ უნდა ვიცხოვროთ, რამე ხომ უნდა ვჭამოთ?  ჩემი ქმარი პანდემიის გამო ვერ მუშაობს. ჩვენ ნებისმიერი დახმარებისთვის მადლიერები ვიქნებით. საერთოდ ყველაფრისთვის! აღარაფერი დაგვრჩა; მაგრამ მადლობა ღმერთს, ცოცხლები და ჯანმრთელები ვართ! ხომ შეიძლება, გამოუსწორებელი მომხდარიყო? წარმოდგენაც კი მზარავს! მადლობელი ვარ, რომ ჩვენ მხარდასაჭერად მოხვედით. ადამიანური სითბო და თანაგრძნობა ახლა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ჩვენთვის! 

***

მეგობრებო, ჯოყილაძეების ოჯახმა ყველაფერი დაკარგა! სახლი, კუთვნილი ნივთები, – ყველაფერი, რაც წლების განმავლობაში მძიმე შრომით ჰქონდათ ნაშოვნი, ცეცხლში დაიწვა. მათ საერთოდ აღარაფერი გააჩნიათ! ცოლ-ქმარი, რომელიც ღია ცის ქვეშ ორ მცირეწლოვან შვილთან ერთად დარჩა, მეზობლებში და ნათესავებში დაწანწალებს; მაგრამ როდემდე? მხოლოდ ღმერთმა უწყის! მათ ახლა ჩვენი მხარდაჭერა ძალიან სჭირდებათ! 

ჯოყილაძეების ოჯახს ნებისმიერი დახმარება ესაჭიროება: სურსათით, ყველაზე ძირითადი ნივთებით, რადგან მათ ცხოვრების დაწყება ფაქტობრივად ნულიდან მოუწევთ!

შეგიძლიათ ჯოყილაძეების ოჯახს თავად ეწვიოთ და შეძლებისდაგვარად დაეხმაროთ. მათი მისამართია: ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტი, სოფ. ახალსოფელი, მე-5 ჩიხი, ავგია. 

და აუცილებლად გააზიარეთ ჩვენი პოსტი, რომ ამ ოჯახის გასაჭირის შესახებ შეიტყონ თქვენმა მეგობრებმაც! ეს ძალიან მნიშვნელოვანია!

უფალი გვაძლევს ისეთ ადამიანებზე ზრუნვის შესაძლებლობას, რომლებსაც ამის გაკეთება თავად არ შეუძლიათ. გაჭირვებული ადამიანები – ზეციური საჩუქარია, რათა ჩვენ შევძლოთ ღვთისადმი სიყვარული არა სიტყვებით, არამედ საქმით დავამტკიცოთ!

მეგობრებო, თქვენთან კიდევ ერთი თხოვნა გვაქვს – თუკი შეიტყობთ, რომ თქვენს ნაცნობს ან მეზობელს დახმარება სჭირდება, გთხოვთ გამოიჩინოთ გულისხმიერება და ამის შესახებ მოგვწეროთ ელექტრონულ მისამართზე: office-fsp@fsp.ge

ჩვენი ფონდის ანგარიშია:

#GE15TB7194336080100003

#GE42LB0115113036665000

#GE64BG0000000470458000 

(დანიშნულება: ჯოყილაძეების ოჯახი)

თანხის გადმორიცხვა შეგიძლიათ ჩვენი ვებ-გვერდის მეშვეობითაც. 

თანხის ჩარიცხვა ასევე შესაძლებელია Nova Technology, TBCpay, ExpressPay ტერმინალებიდან. ქვეთავში “ქველმოქმედება“ მოძებნეთ ჩვენი ფონდი (ფონდის დამატებით უფლება-მოვალეობებს შეგიძლიათ გაეცნოთ ბმულზე https://goo.gl/GY2Gus).

ჩვენ, თქვენთან ერთად, უკვე მრავალ გაჭირვებულს დავეხმარეთ! მოდი ჯოყილაძეების ოჯახსაც გავუმართოთ ხელი! უბედურებისგან ხომ დაზღვეული არავინაა? ვინ იცის, იქნებ სრულიად უცხო ადამიანების დახმარება ოდესმე თავადაც დაგვჭირდეს!

ერთი ზარი გადაარჩენს სიცოცხლეს: 0901 200 270

თარიღი
სახელი
თანხა
სტატუსი
2021 მაი 28
სარეცხი მანქანა
675.00₾
2021 ივნ 30
ფონდის ზედნადები ხარჯები
215.00₾
2021 ივლ 15
თეთრეული
180.00₾

სულ ხარჯები:

1070.00₾

დარჩა:

0.50₾
შემოწირულობის გაღება
თანხა
მარინა ნებიერიძე
23.06.2021 20:00:00
₾50.00
ფარტენაძე მამუკა
07.06.2021 20:00:00
₾1.00
ვასიფ მუსტაფაევი
08.05.2021 20:00:00
₾4.00
სალამაძე ილია
05.05.2021 20:00:00
₾3.00
ლაშაური ირაკლი
04.05.2021 20:00:00
₾2.00
თენგიზ მუმლაძე
04.05.2021 20:00:00
₾24.00
არჯევანიძე გიორგი
03.05.2021 20:00:00
₾20.00
გიორგი ამირაჯები
03.05.2021 20:00:00
₾5.00
რევაზ დურიშვილი
03.05.2021 20:00:00
₾30.00
ტერმინალი
02.05.2021 20:00:00
₾30.00
ხრიკაძე ნოდარი
01.05.2021 20:00:00
₾5.00
პეტრიაშვილი ნანა
30.04.2021 20:00:00
₾10.00
ირაკლი ლომთაძე
29.04.2021 20:00:00
₾20.00
ფარტენაძე მამუკა
28.04.2021 20:00:00
₾1.00
სულაბერიძე აკაკი
28.04.2021 20:00:00
₾1.00
ქვარცხავა მიხეილ
24.04.2021 20:00:00
₾5.00
უმეთაძე ირაკლი
24.04.2021 20:00:00
₾2.00
ნიკა ჯოხაძე
24.04.2021 20:00:00
₾20.00
ნესტანი ჯუმუშაძე
24.04.2021 20:00:00
₾5.00
პილილიანი არაქელ
23.04.2021 20:00:00
₾30.00

შემოწირულია:

₾1,070.50

58 დონორი

აირჩიეთ თანხა:

Გადახდის საშუალება:

გამოწერა:

შემოწირულია:

₾1,070.50

58 დონორი

დასრულებული!

მათ ძალიან სასწრაფოდ სჭირდებათ თქვენი დახმარება