ng ng

რეგულარული გადახდების ფუნქცია ხელმისაწვდომია

სახლში / პროექტები /

მოკლე ფეხის გამო ნუ დამცინით!

calendar მაისი 26, 2021

ერთი ზარი გადაარჩენს სიცოცხლეს!

ტელეფონის ნომერი:

info

ფასი (გაითვალისწინეთ):

1 call - ₾2 GEL

მობილური პროვაიდერები

Mobile provider
Mobile provider
Mobile provider

დაეხმარეთ! გააგზავნეთ სმს

sms

თქვენ შეგიძლიათ გადაარჩინოთ ვინმეს სიცოცხლე და დაუახლოვდეთ ღმერთს! გაგზავნეთ SMS ნომერზე 97100 შეწირეთ ₾3 GEL

კოპირებულია

პოსტის გაზიარებაც დახმარებაა!

facebook google messanger viber telegram

„გთხოვთ… მეც თქვენნაირი ვარ, სიარული მიჭირს, ფეხები და ზურგი მტკივა, მაგრამ ამის ატანა შემიძლია. იცით, ყველაზე მტკივნეული რა არის? როდესაც შენკენ თითს იშვერენ და იცინიან… მეუბნებიან, რომ ჩემთან თამაში არ სურთ, რადგან მათსავით კარგად ვერ ვსწავლობ, რადგან სიარული მიჭირს… თავს ვიკავებ, რომ არ ავტირდე; მაგრამ როცა შინ ვბრუნდები და ვერავინ მხედავს, ბალიშში თავჩარგული ვტირი.“

ჩვენი ფონდის ანგარიშები:

Bank of Georgia

Bank logo

Ბანკის კოდი:

BAGAGE22 BAGAGE22

კოპირებულია

ნომერი:

GE64BG0000000470458000 GE64BG0000000470458000

კოპირებულია

TBC Bank

Bank logo

Ბანკის კოდი:

TBCBGE22 TBCBGE22

კოპირებულია

ნომერი:

GE15TB7194336080100003 GE15TB7194336080100003

კოპირებულია

Liberty Bank

Bank logo

Ბანკის კოდი:

LBRTGE22 LBRTGE22

კოპირებულია

ნომერი:

GE42LB0115113036665000 GE42LB0115113036665000

კოპირებულია

საქველმოქმედო ნომერი: ერთი ზარი გადაარჩენს სიცოცხლეს!

ტელეფონის ნომერი:

0901200270

„გთხოვთ… მეც თქვენნაირი ვარ, სიარული მიჭირს, ფეხები და ზურგი მტკივა, მაგრამ ამის ატანა შემიძლია. იცით, ყველაზე მტკივნეული რა არის? როდესაც შენკენ თითს იშვერენ და იცინიან… მეუბნებიან, რომ ჩემთან თამაში არ სურთ, რადგან მათსავით კარგად ვერ ვსწავლობ, რადგან სიარული მიჭირს… თავს ვიკავებ, რომ არ ავტირდე; მაგრამ როცა შინ ვბრუნდები და ვერავინ მხედავს, ბალიშში თავჩარგული ვტირი.“

ბავშვი როგორ ვანუგეშოთ? რა ვუთხრათ? ვუთხრათ, რომ ყველაფერი კარგად იქნება? რომ ჩვენ მისი კლასელების ან ქუჩაში გამვლელების გაკეთილშობილება შეგვიძლია? თუ შეგვიძლია მისი ცხოვრება ისე შევცვალოთ, რომ მან ბოროტ ენებს ყურადღება აღარ მიაქციოს? ჩვენ მხოლოდ ის შეგვიძლია, რომ პატარა იას დავუმეგობრდეთ და დავანახვოთ, რომ დახეული ტანსაცმელი და ფიზიკური ნაკლი დაცინვის მიზეზი არ არის; რომ ჩვენ ის ასეთიც გვიყვარს და გვინდა მისი მეგობრები ვიყოთ.

დიასამიძეების ოჯახს იმდენი პრობლემა აქვს, რომ იმის ჩამოთვლა უფრო ადვილია, რაც არ აწუხებთ: მათ საკუთარი სახლი არ აქვთ და აქეთ-იქით დაეხეტებიან – ხან ერთი ნაცნობი შეიფარებს რამდენიმე თვით, ხან მეორე; არც ბინის ქირის გადახდა შეუძლიათ, რადგან მათი ერთადერთი შემოსავალი სოციალური დახმარებაა, რომელიც იმაზეც კი ძლივს ჰყოფნით, რომ ბავშვები შიმშილით არ მოკვდნენ!

მოდი ახლა ყველაფერი თანმიმდევრობით მოვყვეთ და ეს შესანიშნავი ოჯახი უფრო ახლოს გავიცნოთ!

სოფიო, თქვენი ოჯახი გაგვაცანით!

სოფიო: ოჯახში ოთხნი ვართ: მე, ჩემი მეუღლე, მძიმედ სნეული ია, რომელიც 11 წლის არის და შვიდი წლის იაგო. ჩვენ ძალიან გვიჭირს!

მოდი იას პრობლემებით დავიწყოთ. რა სჭირს?

სოფიო: ია ცერებრული დამბლის დიაგნოზით დაიბადა, სიარული არ შეეძლო. როდესაც ბავშვი ორი წლის იყო, ფეხებზე და ხერხემალზე პირველი ოპერაცია გაუკეთეს. რაც რამ გვებადა, ყველაფერი მის რეაბილიტაციას დავახარჯეთ. ბედნიერი ვარ, რომ ხანგრძლივი და მძიმე შრომის შედეგად, ჩემმა გოგონამ დამოუკიდებლად გადაადგილება შეძლო. მართალია უჭირს და ფეხს მიითრევს, მაგრამ შვილის ტანჯვის ყურებას ეს სჯობს. ათი წლის ასაკში მეორე ოპერაცია დასჭირდა, რამაც თავისი შედეგი გამოიღო, მაგრამ ოპერაციის შემდეგ სრულიად უსახსროდ დავრჩით. ნორმალურ რეაბილიტაციაზე საუბარი ზედმეტია, ამიტომ სახლში ვვარჯიშობთ, მაგრამ ეს საკმარისი არ არის. მას ტკივილებიც აწუხებს, მე კი ტკივილგამაყუჩებლებს ყოველთვის ვერ ვყიდულობ. მგონი, უკვე მიმალავს კიდეც, რომ სტკივა. ასაკთან შედარებით საკმაოდ ჭკვიანია და ჩვენი მდგომარეობა კარგად ესმის.

იამ მითხრა, რომ სკოლაში დასცინიან…

სოფიო: ოჰ… დიახ! ძალიან მტკივნეულია… ეს მას იმხელა სულიერ ტკივილს აყენებს… სკოლიდან ნამტირალევი ბრუნდება, მეხუტება და მეუბნება: „მიხარია, რომ ჩემი დედა ხარ!“ ამის გამო, მერე, მეც ვტირი ხოლმე. იცით, რა რთულია, როცა არ შეგიძლია შვილებს ნორმალურად ცხოვრების საშუალება მისცე? წარმოიდგინეთ, როგორია მისთვის იმის განცდა, რომ ყველას არ ჰგავს, რომ ავად არის… ფინანსური მდგომარეობის გამოც დასცინიან, რადგან, როგორც ხედავთ, პრინცესასავით ჩაცმული არ დადის… გთხოვთ, გამიგეთ რა, ახალი ტანსაცმლის ყიდვაზე ვერც კი ვიოცნებებთ! ბავშვები სხვების გამონაცვალი ტანსაცმლით და ზოგჯერ დახეული ფეხსაცმლით დადიან!

რა სახსრებით ცხოვრობთ? უფრო სწორად, როგორ ახერხებთ გადარჩენას?

სოფიო:ჩვენი ერთადერთი შემოსავალი სოციალური დახმარება და ჩემი გოგონას პენსიაა, მაგრამ პენსიას მთლიანად არ ვიღებთ. ერთი წლის წინ, როცა იას ოპერაცია გაუკეთეს, ბანკიდან სესხის გამოტანა მოგვიწია და ახლა პენსიის ნახევარი ბანკს მიაქვს. იას თვეში 100 ლარის წამლები სჭირდება, მისთვის მათ გარეშე ყოფნა არაფრით არ შეიძლება. ბავშვები ბევრ რამეს არიან მოკლებულნი, თითქმის ყველაფერზე უარს ვეუბნებით. ზოგჯერ იაგო კანფეტებს ითხოვს; ვეუბნები, რომ მერე ვუყიდი, მაგრამ ეს „მერე“ ვერა და ვერ დადგა…

იაგო:არაფერიც არ მინდა! აგერ, გუშინ, კანფეტებით გაგვიმასპინძლდნენ!

იაგო, რაზე ოცნებობ?

იაგო: არაფერზე! (მითხრა და ოთახიდან გაიქცა.)

ია: მე კი ბევრ რამეზე ვოცნებობ!

მიდი, ყველაფერი მოგვიყევი! როგორც ჩანს, იაგოს ლაპარაკი არ უყვარს.

ია: მერიდება, მაგრამ მაინც მოგიყვებით! პირველ რიგში, დედაჩემის მაგივრად გეტყვით, თორემ, იაგოსი არ იყოს, არც ის იტყვის რამეს. მას სარეცხი მანქანა და მაცივარი სჭირდება.

(ამ დროს იას იაგო მიუახლოვდა, ყურში რაღაც ჩასჩურჩულა და ისევ გაიქცა.)

ია: რა სასაცილოა! მითხრა, რომ ტელევიზორი უნდა, ოღონდ გამაფრთხილა, რომ თქვენთვის არ მეთქვა…

და შენ რა გინდა, ია?

ია:იცით, ხანდახან ვფიქრობ, ყველაზე მეტად რას ვისურვებდი? თავში სიაც კი მაქვს. პირველი ოცნება პლანშეტი ან კომპიუტერია. სკოლაში ხშირად ვერ დავდივარ, ამიტომ ძალიან მჭირდება.

და გაკვეთილებს რატომ აცდენ?

ია: იცით, იქაურობა დიდად არ მომწონს. ყველა დამცინის. ადრე ჩემს ზურგს უკან ხითხითებდნენ, ამბობდნენ, რომ ბებერი ქალივით ან მათხოვარივით მეცვა; მერე აღარც კი ერიდებოდათ და პირდაპირ პირში მეუბნებოდნენ. უკვე შევეჩვიე, მაგრამ მაინც მწყინს. იმაზეც იცინიან, რომ რვეულები და საწერი კალმები არ მაქვს, რომ ღარიბი მშობლები მყავს…

ამის გამო ძალიან განიცდი?

ია:ადრე ძალიან განვიცდიდი, ახლა – აღარ. შეიძლება ყველას მივმართო, ვინც მარტო მე კი არა, სხვებსაც ასე სტკენს გულს?

https://lh5.googleusercontent.com/oc1GFnnL9HU-VO6YWLUdbum4zNCyrawGa2tc69UtKMHnBiELatNl0dG7-eBts140BmsULR6QIpDQnLGdzMow8VVWjnFBufWSmrFdQ0skDi2y7J2gJPM3qY1HfZci3XvCUSbnokQ

რა თქმა უნდა!

ია:მინდა მათ ვუთხრა, რომ ჩვენ ასეთი ცხოვრება არ აგვირჩევია… მაგრამ ყოველთვის ისე არ გამოდის, როგორც ჩვენ გვინდა. მე ბევრი არაფერი მინდა. მინდა, რომ მეგობრები მყავდეს, მყავდეს ის, ვისთანაც საუბარს და წიგნების განხილვას შევძლებდი. კითხვა და ხატვა ძალიან მიყვარს… და უბრალოდ დიდ ბიბლიოთეკაზე და მოლბერტზე ვოცნებობ, საღებავებით!

ძალიან ჭკვიანი გოგო ხარ! შენს ასაკში ასეთი ფიქრები… საკუთარ ემოციებს ბევრი ზრდასრული ვერ გამოხატავს შენსავით. დარწმუნებული ვარ, რომ სტატიის გამოქვეყნების შემდეგ ნამდვილ მეგობრებს შეიძენ!

სოფიო:ია ძალიან ბევრს ფიქრობს და მსჯელობს. კითხვა ძალიან უყვარს და წიგნებიდან საინტერესო ფრაზებსაც იწერს ხოლმე.

სოფიო, ახლა გვითხარით, რა გჭირდებათ და რით შეგვიძლია თქვენი დახმარება?

სოფიო: როგორც იამ გითხრათ, სარეცხი მანქანა და მაცივარი მართლა ძალიან გვჭირდება. ბავშვებს ტელევიზორიც ძალიან გაახარებს. იას „ტრენაჟორი“ სჭირდება, მაგრამ ის ძალიან ძვირი ღირს. ერთი კი გვაქვს, მაგრამ მასზე ვარჯიში ძალიან რთულია. საჭმელი, წამლები, ტანსაცმელი… ეჰ, საკმარისია… ძალიან მეუხერხულება… მთავარია ბავშვები ბედნიერები იყვნენ. მინდა, რომ იამ ნამდვილი მეგობრები შეიძინოს… მადლობელი ვარ, რომ მოხვედით და მომისმინეთ. დიდი მადლობა!

***

მეტი რაღა ვთქვათ?რაღა დავამატოთ? ამ ოჯახს გვერდში როგორ დავუდგეთ და ტანჯვა როგორ შევუმსუბუქოთ? თუ ეს სტატია წაიკითხეთ და გულგრილი არ დარჩით, ალბათ უკვე იცით, მათ როგორ დაეხმაროთ! და საქმე არც ფულშია! სიმართლე რომ ვთქვათ, ამ ოჯახის დახმარებით, პირველ რიგში, საკუთარ თავს ეხმარებით, რომ უფალს მიუახლოვდეთ!

ოჯახს სჭირდება: საკვები, საყოფაცხოვრებო ტექნიკა, წამლები და ჰიგიენური საშუალებები, ასევე, ტანსაცმელი და სასკოლო ნივთები.

მათი მისამართია:ბათუმი, თავდადებულის ქ. №11.

მეგობრებო, ამ მშვენიერი ოჯახის დახმარების მიზნით, ჩერნოვეცკის ფონდი საჯაროდ იწყებს თანხების შეგროვებას. ჩაწერეთ ისინი თქვენი ნათესავების სიაში და დარწმუნებულები ვართ, რომ თავად უფალი დაგლოცავთ!

აუცილებლად გააზიარეთ ჩვენი პოსტი, რომ ამ ოჯახის გასაჭირის შესახებ შეიტყონ თქვენმა მეგობრებმაც! ეს ძალიან მნიშვნელოვანია!

მეგობრებო, თქვენთან კიდევ ერთი თხოვნა გვაქვს – თუკი შეიტყობთ, რომ თქვენს ნაცნობს ან მეზობელს დახმარება სჭირდება, გთხოვთ გამოიჩინოთ გულისხმიერება და ამის შესახებ მოგვწეროთ ელექტრონულ მისამართზე: office-fsp@fsp.ge

ჩვენი ფონდის ანგარიშია:

#GE15TB7194336080100003

#GE42LB0115113036665000

#GE64BG0000000470458000

(დანიშნულება: დიასამიძეების ოჯახი).

თანხის გადმორიცხვა შეგიძლიათ ჩვენი ვებ-გვერდის მეშვეობითაც.

ასევე, თანხის გადმორიცხვა შესაძლებელია ОРРА, TBCpay და ExpressPay ტერმინალებიდან. ქვეთავში “ქველმოქმედება“ მოძებნეთ ჩვენი ფონდი (ფონდის დამატებით უფლება-მოვალეობებს შეგიძლიათ გაეცნოთ ბმულზე https://goo.gl/GY2Gus).

ერთი ზარი გადაარჩენს სიცოცხლეს: 0901 200 270

თარიღი
სახელი
თანხა
სტატუსი
2021 ივნ 22
კონსულტაცია
40.00₾
2021 ივლ 03
სათვალე
175.00₾
2021 ივლ 23
კორსეტი
135.00₾
2021 ივლ 31
ფონდის ზედნადები ხარჯები
130.00₾
2021 აგვ 24
პროდუქტები
169.67₾

სულ ხარჯები:

649.67₾

დარჩა:

0₾
შემოწირულობის გაღება
თანხა
გმადლობთ, კეთილო გულო!
27.07.2021 20:00:00
₾50.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
28.06.2021 20:00:00
₾10.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
23.06.2021 20:00:00
₾50.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
18.06.2021 20:00:00
₾20.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
17.06.2021 20:00:00
₾3.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
15.06.2021 20:00:00
₾1.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
15.06.2021 12:46:24
₾25.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
14.06.2021 20:00:00
₾1.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
13.06.2021 20:00:00
₾5.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
11.06.2021 20:00:00
₾20.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
11.06.2021 20:00:00
₾3.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
11.06.2021 20:00:00
₾5.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
10.06.2021 20:00:00
₾1.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
08.06.2021 20:00:00
₾50.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
08.06.2021 20:00:00
₾20.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
07.06.2021 20:00:00
₾7.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
07.06.2021 20:00:00
₾5.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
06.06.2021 20:00:00
₾20.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
06.06.2021 20:00:00
₾5.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
05.06.2021 20:00:00
₾5.00

შემოწირულია:

₾649.00

46 დონორი

აირჩიეთ თანხა:

Გადახდის საშუალება:

გამოწერა:

შემოწირულია:

₾649.00

46 დონორი

დასრულებული!

მათ ძალიან სასწრაფოდ სჭირდებათ თქვენი დახმარება