რეგულარული გადახდების ფუნქცია ხელმისაწვდომია
ერთი ზარი გადაარჩენს სიცოცხლეს!
ტელეფონის ნომერი:
ფასი (გაითვალისწინეთ):
1 call - ₾2 GEL
მობილური პროვაიდერები
დაეხმარეთ! გააგზავნეთ სმს
თქვენ შეგიძლიათ გადაარჩინოთ ვინმეს სიცოცხლე და დაუახლოვდეთ ღმერთს! გაგზავნეთ SMS ნომერზე 97100 შეწირეთ ₾3 GEL
კოპირებულია
მასზე იყო დამოკიდებული არხოშაშვილების დიდი და მეგობრული ოჯახი, რომელიც ერთ წამში ბედნიერი ოჯახიდან ყველაზე უბედურ ოჯახად იქცა საქართველოში. „პაპა, პაპა, გტკივა? რატომ არ მეთამაშები?“ – ოთხი წლის მშვენიერი, მოუსვენარი ბიჭი, გოდერძი, საყვარელ პაპას ნაზად ეფერება და ცდილობს აალაპარაკოს. საწოლს გარშემო უტრიალებს, მაგრამ მისი კითხვები უპასუხოდ რჩება; თუმცა ქეთინო ბებოსგან იცის და დარწმუნებულია – მიუხედავად იმისა, რომ ნოდარი პაპა ძალიან ავად არის, ოდესმე ის მას მშვენიერ ზღაპარს მოუყვება… ოჰ, როგორ უნდა!..
Bank of Georgia
Ბანკის კოდი:
კოპირებულია
ნომერი:
კოპირებულია
TBC Bank
Ბანკის კოდი:
კოპირებულია
ნომერი:
კოპირებულია
Liberty Bank
Ბანკის კოდი:
კოპირებულია
ნომერი:
კოპირებულია
საქველმოქმედო ნომერი: ერთი ზარი გადაარჩენს სიცოცხლეს!
ტელეფონის ნომერი:
0901200270ინსულტისგან გატეხილი, ამაყი და შრომისმოყვარე მოხუცი უხმოდ იღვრება ცრემლებად…
მასზე იყო დამოკიდებული არხოშაშვილების დიდი და მეგობრული ოჯახი, რომელიც ერთ წამში ბედნიერი ოჯახიდან ყველაზე უბედურ ოჯახად იქცა საქართველოში. „პაპა, პაპა, გტკივა? რატომ არ მეთამაშები?“ – ოთხი წლის მშვენიერი, მოუსვენარი ბიჭი, გოდერძი, საყვარელ პაპას ნაზად ეფერება და ცდილობს აალაპარაკოს. საწოლს გარშემო უტრიალებს, მაგრამ მისი კითხვები უპასუხოდ რჩება; თუმცა ქეთინო ბებოსგან იცის და დარწმუნებულია – მიუხედავად იმისა, რომ ნოდარი პაპა ძალიან ავად არის, ოდესმე ის მას მშვენიერ ზღაპარს მოუყვება… ოჰ, როგორ უნდა!..
თვითონაც ცდილობს აჭამოს და პაპას თავისი პატარა, თეთრი, ფუმფულა ხელით გაუთავებლად ეფერება.
პაპა კი პასუხად მხოლოდ უხმოდ ტირის, რადგან უკვე ხუთი წელია წყეულმა ინსულტმა გატეხა და ლოგინად ჩააგდო.
მოხუცი უხმოდ იღვრება ცრემლებად…
„ხუთი წლის წინ ჩემი ქმარი ინსულტმა ლოგინად ჩააგდო და მას შემდეგ, როგორც ბავშვს, ისე ვუვლი“, – სლუკუნებს ქეთინო ბებო. – „მთელი ცხოვრება სიამტკბილობაში გავატარეთ, ყველაფერში ჩემი საყრდენი იყო; მთელი ცხოვრება შრომობდა, ჩვენზე ზრუნავდა, ახლა კი, ხომ ხედავთ, სრულიად უმწეო გახდა. შვილიშვილებით გახარება და მათთან ერთად თამაში ვერ მოასწრო. ბავშვებს ის ჯანმრთელი არ ახსოვთ, მაგრამ ძალიან უყვართ!
როგორც ამბობენ, უბედურება მარტო არ დადისო. ეს ყველაფერი კი იმით დაიწყო, რომ მათ 32 წლის შვილს, გოდერძის, ათი წლის წინ ინსულინდამოკიდებული დიაბეტი აღმოუჩინეს. ახალგაზრდა, ძლიერი მამაკაცი დაინვალიდდა, უმუშევარი დარჩა და მშობლების დახმარება და საკუთარი ოჯახის შენახვა ვეღარ შეძლო; ხუთი წლის წინ კი ოჯახის თავს, ნოდარი პაპას, ინსულტი დაემართა და მას შემდეგ მისი მეუღლე, ქეთინო, მის საწოლს აღარ შორდება. ოჯახი გამოუვალ მდგომარეობაში აღმოჩნდა და სასოწარკვეთილი იბრძვის გადარჩენისთვის, მაგრამ ფული ყველაზე ძირითად ნივთებზე – სურსათზე, წამლებზე და საფენებზეც კი არ ჰყოფნით. მათზე ვინ იზრუნებს? დახმარების ხელს ვინ გაუწვდის? იქნებ ჩვენ ვიცოდეთ პასუხი!
– ქეთინო, თქვენი გასაჭირი გაგვიზიარეთ…
ქეთინო: არც კი ვიცი, საიდან დავიწყო… ყველა უბედურება ერთიანად დაგვატყდა თავს. მე და ჩემი ქმარი მთელი ცხოვრება მუხლჩაუხრელად ვმუშაობდით. მართალია, მდიდრულად არასოდეს გვიცხოვრია, მაგრამ არც ვშიმშილობდით. ვერასოდეს ვიფიქრებდი, რომ წინ ასეთი უბედურება გველოდა… ვერც კი წარმოიდგენთ, რა საშინელ მდგომარეობაში ვიმყოფებით! ნოდარი საწოლს არის მიჯაჭვული, ჩემს ბიჭს დიაბეტი აქვს, შვილიშვილები ერთმანეთზე პატარები არიან; ოჯახში არავინ მუშაობს, არადა ყველაფერი ძვირდება და ძვირდება… ფული ყველაზე ელემენტარულისთვის: სურსათისთვის, წამლებისთვის და ჰიგიენური საშუალებებისთვისაც კი არ გვაქვს…
– თუ შეიძლება, ყველაფერი დალაგებულად მოგვიყევით.
ქეთინო: როგორც გითხარით, მშვიდი და გამოზომილი ცხოვრებით ვცხოვრობდით. არ გვიჭირდა. ჩემი ბიჭი კონტრაქტით მსახურობდა და ცხელ წერტილებში იბრძოდა. მოულოდნელად თავი ცუდად იგრძნო, ექიმს მიმართა და გაირკვა, რომ შაქარი ჰქონდა მომატებული. ექიმმა ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ მისთვის ინსულინდამოკიდებულება აერიდებინა – მაინც ახალგაზრდა კაცია, სამხედრო… მაგრამ, სამწუხაროდ, არ გამოუვიდა. გოდერძი 32 წლის ასაკში დაინვალიდდა და უკვე 10 წელია იტანჯება. დღეში 4 ნემსი სჭირდება. მუშაობა არ შეუძლია. კარგი იქნებოდა დიეტაც დაეცვა, მაგრამ ჩვენ მხოლოდ მაკარონით ვიკვებებით. მერე ჩემს ქმარს ეს უბედურება შეემთხვა და ახლა ნოდარი სრულიად უმწეოა: მე ვაჭმევ, წამალს მე ვასმევ, ვაბანავებ, პატარა ბავშვივით ვუვლი… საწყალი, ზოგჯერ ისეთი თვალებით შემომცქერის, თითქოს რაღაცის თქმა უნდა, მაგრამ არ შეუძლია. გული მიკვდება, ისე მებრალება…
– ქეთინო, მეუღლის შესახებ ისეთი სიყვარულით საუბრობთ… გაგვიზიარეთ ახალგაზრდობის მოგონებები – როგორ გაიცანით ერთმანეთი?
ქეთინო: 64 წლის ვარ, შვილო და ჩემს ახალგაზრდობაში წესი იყო, რომ შვილებს საცოლეს ან საქმროს მშობლები ურჩევდნენ. ქორწილამდე ჩემი ქმარი ნანახი არ მყავდა! მაგრამ, როგორც ხედავთ, ამდენი წელი სიამტკბილობაში გავატარეთ, ერთმანეთს ყოველთვის გვერდში ვედექით. ჩემი ქმარი განათლებული და ძალიან ნიჭიერი კაცია… იყო… იცით, „ნიჭიერშიც“ კი მონაწილეობდა. სიტყვებს კომპიუტერზე სწრაფად აბრუნებდა წაღმა-უკუღმა! ახლა კი, ხომ ხედავთ, სიტყვასაც კი ვეღარ ამბობს, მარტო ტკივილისგან კვნესის. წამლები ძალიან სჭირდება. ღმერთმა ნუ ქნას, ერთი აბიც რომ გამოტოვოს, ისე აკანკალებს, ისე აკანკალებს… ლამის საწოლზე ხტუნაობს.
– ალბათ ძალიან გიჭირთ…
ქეთინო: ვერც კი წარმოიდგენთ, როგორ! წელი საშინლად მტკივა; მას გვერდზე გადატრიალება, დაბანა და ათასი რამე სჭირდება… რძალი ძალიან მეხმარება, თორემ მარტო ნამდვილად ვერ გავუმკლავდებოდი. ყოჩაღი გოგოა! არც კი ვიცი, როგორ ასწრებს ბავშვებსაც მიხედოს და მეც დამეხმაროს… ბავშვები სულ მთლად პატარები არიან: გოდერძი ოთხი წლისაა, ამირანი – ორის, სულ თვალყურის დევნება სჭირდებათ! უნდა ჩააცვა, აჭამო… არ ვიცი, სიტყვებით ვერ გადმოვცემ, როგორ გვიჭირს. ხარჯებს არც თავი უჩანს, არც ბოლო: წამლები, საფენები… ეს ყველაფერი ძალიან ძვირია, ფული საჭმლისთვისაც კი აღარ გვრჩება. წარმოდგენა არ მაქვს, რა გავაკეთო.
– დახმარების თხოვნით ადგილობრივი ხელისუფლებისთვის არ მიგიმართავთ?
ქეთინო: სახელმწიფო ჩემს საწყალ ბიჭს ინსულინს უფინანსებს. რამდენჯერმე ცოტა სურსათიც მოგვიტანეს. სულ ეს იყო… ხანდახან წამლებისთვის ფულსაც გვაძლევენ. მათი მადლობელი ვარ, მაგრამ ჩვენი პრობლემების გადამკიდე ეს ზღვაში წვეთია! უბრალოდ მიმოიხედეთ გარშემო! ეს სახლი ისეთი ძველია, სადაცაა თავზე ჩამოგვენგრევა!
– ეს… სახლი თქვენ გეკუთვნით?
ქეთინო: დიახ, ჩემი ქმრის მშობლებმა ააშენეს. როცა შეგვეძლო, ვუვლიდით, რაღაცებს ნელ-ნელა ვარემონტებდით, მაგრამ ახლა ყველაფერი განადგურდა: სახურავი ჟონავს, ყველა ხვრელიდან ქარი უბერავს, კედლებში ნახვრეტების ამოვსება ნაჭრებით გვიწევს, მაგრამ არ შველის! ახლა სოფლის გზას აკეთებენ, მაგრამ იმის გამო, რომ ბულდოზერები აქეთ-იქით დადიან, ღობე ჩამოწვა და მთელი სახლი ირყევა, ერთ კუთხეში ფუნდამენტიც დაზიანდა… ვაიმე, ვაიმე!.. ამ ყველაფერს ვინ შეაკეთებს? ჩვენი დამხმარე არავინაა! ამ სიბერეში ასეთი უბედურება რით დავიმსახურე? ჩემმა ქმარმა თავისი სიცოცხლის უკანასკნელი წლები ასეთ წამებაში რატომ უნდა გაატაროს?
– ქეთინო, ღმერთის გწამთ? ეკლესიაში დადიხართ?
ქეთინო: რა თქმა უნდა! მთელი ოჯახი დავდივართ და სახლშიც სულ ვლოცულობ. უფალს შევთხოვ, რომ ჩემი შვილები და შვილიშვილები სიკვდილისთვის არ გაწიროს. რა ვქნა, ინსულტი რომ არა, დარწმუნებული ვარ, ნოდარი კიდევ ბევრი რამის გაკეთებას შეძლებდა ჩვენთვის. მთელი ცხოვრება მუშაობდა, ტექნიკუმი დაამთავრა, ავეჯის მაღაზიაში მუშაობდა, მერე სავაჭრო ცენტრშიც… როცა საბჭოთა კავშირი დაიშალა, დამატებითი ფულის შოვნას მიწაზე მუშაობით ცდილობდა. უსაქმოდ ერთი დღეც არ მჯდარა! ახლა კი, როცა ჩემი ბიჭი ავადაა, ქმარი კი ასეთ მდგომარეობაში, მთელ იმედებს მხოლოდ უფალზე და კეთილ ადამიანებზე ვამყარებ!
– თქვენი შვილიშვილების შესახებ მოგვიყევით…
ქეთინო: ოოო, ისინი ჩემი ერთადერთი სიხარული და სინათლის სხივები არიან! ჩემი საოცარი, მოსიყვარულე ბიჭები… იცით, მათ პაპა ჯანმრთელი არასდროს უნახავთ. ჩემი რძალი ორსულად იყო, როცა ნოდარს ინსულტი დაემართა. უფროსი ბიჭი, გოდერძი, სულ მის გარშემო ტრიალებს და კითხულობს: „პაპას რა სტკივა? რატომ?“ – ცდილობს კოვზით აჭამოს, ეფერება, მასთან თამაშს ცდილობს…
– მართალია, გოდერძი? გიყვარს პაპა?
(პატარა ბიჭი, რომელიც ჩვენ გარშემო ტრიალებდა და ცნობისმოყვარედ ისმენდა საუბარს, ბებიის ზურგს უკან თავპირისმტვრევით მიიმალა…)
ქეთინო: ძალიან მორცხვები არიან. უმცროსი ჯერ არ ლაპარაკობს… ეჰ, გული მტკივა, შვილო, ვერც კი წარმოიდგენ, ისე მტკივა!.. ღამეები არ მძინავს, ვფიქრობ, ამ მდგომარეობიდან როგორ გამოვძვრეთ. შვილის ავადმყოფობა, ჩემი ქმრის თავს დატეხილი უბედურება – ამ ყველაფერმა კალაპოტიდან ამოგვაგდო. უკვე ათი წელია გადარჩენას ვცდილობთ, მაგრამ წლიდან წლამდე, დღითიდღე, უფრო და უფრო გვიჭირს. (სლუკუნებს საბრალო, მოხუცი ქალი.)
– ჰოო… მართლაც რომ არასახარბიელო მდგომარეობაში აღმოჩნდით… გვითხარით, რით შეგვიძლია თქვენი დახმარება?
ქეთინო: ხედავს უფალი, არასოდეს არავისთვის არაფერი მითხოვია. აი, ამ ხელებით ვშოულობდი ლუკმაპურის ფულს, დილიდან საღამომდე ქმართან ერთად ვმუშაობდი… ვისი ბრალია, ასე რომ მოხდა?
ამაზე საუბარი ძალიან მიჭირს, მაგრამ ჩემი შვილიშვილები, ჩემი პატარები, ნახევრად მშივრები არიან, სხვისი გამონაცვალი აცვიათ… ასე როგორ შეიძლება?! ბავშვებს საჭმელი და ტანსაცმელი სჭირდებათ! ნოდარსაც ბევრი რამ სჭირდება. ფაქტობრივად, მთელი ჩვენი მოკრძალებული შემოსავალი მის საფენებზე და წამლებზე იხარჯება. ავეჯიც ძალიან დაძველდა, იშლება, არც საწოლები გვაქვს და არც კარადა… სარეცხი მანქანა კი უბრალოდ ოცნებაა – ცხოვრებას ბევრად შეგვიმსუბუქებდა, რადგან სახლში ბავშვები და მწოლიარე ავადმყოფია. თავადაც გესმით, რამდენი სარეცხია. ზამთარში ცივ წყალში რეცხვა საშინელებაა! მე და ჩემს რძალს უკვე ხელებიდან სისხლი გვდის!
– ქეთინო, ამ სტატიას მთელი საქართველო წაიკითხავს. დარწმუნებული ვარ, ბევრს ახსოვს თქვენი მეუღლის გამოსვლა და თქვენს დახმარების ძახილს ბევრი გამოეხმაურება…
ქეთინო: მადლობელი ვარ ყურადღებისთვის და თანაგრძნობისთვის. ღმერთმა დაგლოცოთ!
***
მეგობრებო, ეს უბრალო, კეთილი, ქართული ოჯახი უმძიმეს მდგომარეობაში აღმოჩნდა! ნოდარი პაპა საწოლს არის მიჯაჭვული, ცოლი კი დღედაღამ გვერდიდან არ შორდება. მწოლიარე ავადმყოფის მოვლას ცოტა ფული ნამდვილად არ სჭირდება! მათი ბიჭი, გოდერძი, მისი ცხოვრების საუკეთესო წლებში, ინსულინდამოკიდებული გახდა და დაინვალიდდა. ოჯახში ორი მშვენიერი ბიჭი – ორი წლის ამირი და ოთხი წლის გოდერძი იზრდება. ბავშვები სრულიად ყველაფერს არიან მოკლებულნი: ნორმალურ კვებას, ტანსაცმელს, ფეხსაცმელს, სათამაშოებს…
დღეს ნოდარ არხოშაშვილის ოჯახს ჩვენი მხარდაჭერა ძალიან სჭირდება! მათ ესაჭიროებათ: სურსათი, ჰიგიენური საშუალებები, წამლები, საწოლები, სარეცხი მანქანა და მრავალი სხვა.
არხოშაშვილების ოჯახის მონახულება და მათი შეძლებისდაგვარად დახმარება შეგიძლიათ მისამართზე: ქარელის მუნიციპალიტეტი, სოფ. ქვემო ხვედურეთი.
და აუცილებლად გააზიარეთ ჩვენი პოსტი, რომ ამ ოჯახის გასაჭირის შესახებ შეიტყონ თქვენმა მეგობრებმაც! ეს ძალიან მნიშვნელოვანია!
უფალი გვაძლევს ისეთ ადამიანებზე ზრუნვის შესაძლებლობას, რომლებსაც ამის გაკეთება თავად არ შეუძლიათ. გაჭირვებული ადამიანები – ზეციური საჩუქარია, რათა ჩვენ შევძლოთ ღვთისადმი სიყვარული არა სიტყვებით, არამედ საქმით დავამტკიცოთ!
მეგობრებო, თქვენთან კიდევ ერთი თხოვნა გვაქვს – თუკი შეიტყობთ, რომ თქვენს ნაცნობს ან მეზობელს დახმარება სჭირდება, გთხოვთ გამოიჩინოთ გულისხმიერება და ამის შესახებ მოგვწეროთ ელექტრონულ მისამართზე: office-fsp@fsp.ge
ჩვენი ფონდის ანგარიშია:
#GE15TB7194336080100003
#GE42LB0115113036665000
#GE64BG0000000470458000
(დანიშნულება: ნოდარ არხოშაშვილი).
თანხის გადმორიცხვა შეგიძლიათ ჩვენი ვებ-გვერდის მეშვეობითაც.
ასევე, თანხის გადმორიცხვა შესაძლებელია Nova Technology, TBCpay და ExpressPay ტერმინალებიდან. ქვეთავში “ქველმოქმედება“ მოძებნეთ ჩვენი ფონდი (ფონდის დამატებით უფლება-მოვალეობებს შეგიძლიათ გაეცნოთ ბმულზე https://goo.gl/GY2Gus).
ერთად ჩვენ უკვე მრავალ გაჭირვებულს დავეხმარეთ! მოდი ნოდარ არხოშაშვილის ოჯახსაც გავუმართოთ ხელი! უბედურებისგან ხომ დაზღვეული არავინაა? ვინ იცის, იქნებ სრულიად უცხო ადამიანების დახმარება ოდესმე თავადაც დაგვჭირდეს!
ერთი ზარი გადაარჩენს სიცოცხლეს: 0901 200 270
სულ ხარჯები:
3695.36₾დარჩა:
0₾