რეგულარული გადახდების ფუნქცია ხელმისაწვდომია
ერთი ზარი გადაარჩენს სიცოცხლეს!
ტელეფონის ნომერი:
ფასი (გაითვალისწინეთ):
1 call - ₾2 GEL
მობილური პროვაიდერები
დაეხმარეთ! გააგზავნეთ სმს
თქვენ შეგიძლიათ გადაარჩინოთ ვინმეს სიცოცხლე და დაუახლოვდეთ ღმერთს! გაგზავნეთ SMS ნომერზე 97100 შეწირეთ ₾3 GEL
კოპირებულია
ძალიან მტკივნეულია, როცა თავში გირტყამენ, შენ კი მხნეობა უნდა შეინარჩუნო; მაგრამ 12 წელია იოსებს სწორედ ამის ატანა უწევს. „თამაშია ასეთი“, – ეუბნებიან მეზობლის ბიჭები. როცა სპორტულ მოედანზე გუნდში ყველას იყვანენ, მას კი უყვირიან: „გადი, შე ტილიანო! მოშორდი აქედან!“ – ესეც თამაშია. ამას რა დიდი მიხვედრა სჭირდება?! აი, მასწავლებლებს, თანასოფლელებს და მათ შვილებს – ყველას მშვენივრად ესმის, რომ იოსებს ასე ეთამაშებიან.
Bank of Georgia
Ბანკის კოდი:
კოპირებულია
ნომერი:
კოპირებულია
TBC Bank
Ბანკის კოდი:
კოპირებულია
ნომერი:
კოპირებულია
Liberty Bank
Ბანკის კოდი:
კოპირებულია
ნომერი:
კოპირებულია
საქველმოქმედო ნომერი: ერთი ზარი გადაარჩენს სიცოცხლეს!
ტელეფონის ნომერი:
0901200270ძალიან მტკივნეულია, როცა თავში გირტყამენ, შენ კი მხნეობა უნდა შეინარჩუნო; მაგრამ 12 წელია იოსებს სწორედ ამის ატანა უწევს. „თამაშია ასეთი“, – ეუბნებიან მეზობლის ბიჭები. როცა სპორტულ მოედანზე გუნდში ყველას იყვანენ, მას კი უყვირიან: „გადი, შე ტილიანო! მოშორდი აქედან!“ – ესეც თამაშია. ამას რა დიდი მიხვედრა სჭირდება?! აი, მასწავლებლებს, თანასოფლელებს და მათ შვილებს – ყველას მშვენივრად ესმის, რომ იოსებს ასე ეთამაშებიან.
თამაში და ხუმრობა არც მის 14 წლის დას, ნათიას ესმის. გოგონას საშინლად სწყინს და ტირის, როდესაც ეუბნებიან: „რას მიყურებ, დებილო?“, ხელს ჰკრავენ, კლასში მის გვერდით არ სხდებიან და მის ტანსაცმელს „აქებენ“: „ფუ, რა სიმახინჯეა! მისს სექონდ-ჰენდი!“ ბავშვს სკოლაში სიარული უკვე აღარ უნდა, ვინმესთან დამეგობრების კი ეშინია.
თქვენ, „მიხვედრილ“ ხალხს მოგმართავთ – ეს რა თამაშები გაქვთ ამისთანა, რის გამოც მთელი ოჯახი თავს გარიყულად გრძნობს?!
„საკუთარ სოფელში გარიყულებივით ვართ“, – მძიმედ ოხრავს მაია ვარდიშვილი, იოსების და ნათიას დედა. – „თავიდან, ჩვენი გაჭირვების და პრობლემების გამო გვარიდებდნენ თავს, ახლა კი ამას დაცინვა და დამცირებაც დაემატა. მე და ჩემი ქმარი ავად ვართ; რამე რომ მოხდეს, სასწრაფოსაც კი არავინ გამოიძახებს მეზობლურად. დახმარება ძალიან გვჭირდება, მაგრამ უკვე ჩვენც ჩავიკეტეთ, რადგან არავის ვჭირდებით.“
ეს ხომ ასე არ არის? გვიპასუხეთ, მეგობრებო!
მაია: გუშინ ჩემი ნათია მეზობელთან იყო გადასული, ბოსტანში ეხმარებოდა: ნიადაგი გამარგლა, ბალახი გაიტანა და საჭმელი მოგვიტანა. ბავშვები ძალ-ღონეს არ იშურებენ, რომ საჭმელი გვქონდეს. ჩემი ქმარიც გამომუშავებაზეა, სოციალური დახმარება კი ბანკს მიაქვს.
იოსები (12 წლის): მე კი კერვა ვისწავლე! რამდენიმე ჩანთა შევკერე და მინდა გავყიდო, რომ მერე პური ვიყიდო.
– რანაირად კერავ? კერვა სად ისწავლე?
იოსები: YouTube-ზე ვუყურე და რაც ძველი და დახეული გვქონდა, (ასეთი ტანსაცმელი ბევრი გვაქვს, რადგან სულ ძველმანებს გვჩუქნიან), იმით შევკერე. ერთი ჯინსით და ერთი ქუდით ეს ჩანთა გამოვიდა. ვფიქრობ 2 ლარად გავყიდო. როგორ ფიქრობთ, ბევრი ხომ არაა?
– მგონი პირიქით, ცოტაა. ჩანთების შეკვეთით შეკერვას შეძლებ?
იოსები: საერთოდ, ჟურნალისტობა მინდა. დარწმუნებული ვარ, კარგად გამომივა. ჩემი ოჯახის შესახებ სწორედ მე მოგწერეთ. დედა მეუბნებოდა, არ გინდა, ხალხს ნუ შეაწუხებო, რადგან მანამდეც ბევრს მივწერე, მაგრამ არავინ გამოგვხმაურებია. დედა ამბობს, რომ ჩვენ არავის ვაინტერესებთ. თქვენ გაინტერესებთ?
– რა თქმა უნდა! აქ სწორედ იმიტომ მოვედი, რომ თქვენი ოჯახის შესახებ ფონდის ყველა მეგობარს მოვუყვე. ჟურნალისტი რომ ყოფილიყავი, შენი ოჯახის შესახებ როგორ მოჰყვებოდი?
იოსები: მოგესალმებით, ძვირფასო მაყურებლებო! ახლა ერთი ძალიან ღარიბი, მაგრამ ძალიან კარგი ოჯახის შესახებ მოგიყვებით: მათ ძალიან უჭირთ; მათი სახლი თითქმის მთლიანად განადგურდა; ოჯახს არც ნორმალური საწოლები აქვს და არც საჭმელი. ისინი ძალიან კეთილები არიან, მაგრამ დედა ავად არის – შაქარი აქვს, მამა კი გულით ავადმყოფია; დაც ავად არის – ცუდად ლაპარაკობს და ხშირად ტირის… და ჟურნალისტი იოსებიც ავად არის.
– რა სჭირს იოსებს?
იოსები: მას, უფრო სწორად, მე ზოგჯერ შიშები მაქვს, ღამე ვერ ვიძინებ… მაგრამ ეგ არაფერი! მთავარია დედაჩემი და ჩემი და იყვნენ კარგად!
– იოსებ, რა ყოჩაღი ბიჭი ხარ! ვფიქრობ შენგან შესანიშნავი ჟურნალისტი დადგება!
იოსები: ამისთვის ტელეფონი მჭირდება. მასზე ძალიან ვოცნებობ! ჩვენი სოფლის და ხალხის შესახებ სიუჟეტებს გავაკეთებდი – ვინ როგორ ცხოვრობს, ვის რა სჭირდება… იცით, რა საინტერესო იქნებოდა? „იოსების თვალით დანახული ხალხის პრობლემები“ – კარგი გადაცემა გამოვიდოდა!
მაია: ოჰ, ისეთი საზრიანი და ჭკვიანი ბიჭია!.. უბრალოდ ასე ვცხოვრობთ, გარიყულებივით… იოსებს ძლიერი ხასიათი აქვს, დაცინვებს ყურადღებას არ აქცევს და ამბობს, რომ ვინც იცინის, ისინი სულელები არიან. იცის, რომ ყველაფერი გამოუვა. ჩემმა ბიჭმა კერვაც კი ისწავლა და ამბობს, რომ ჩანთებს გაყიდის ან პურში გაცვლის.
– ნათია, იქნებ შენც მოგვიყვე შენ შესახებ? რის კეთება გიყვარს? რაზე ოცნებობ?
ნათია (14 წლის): მე… მე… სკოლაში სიარული არ მიყვარს. ბოროტები არიან, დამცინიან… სახლში ყოფნა და ტელევიზორი მიყვარს, მაგრამ არ გვაქვს. მაპატიეთ, ნელა ვლაპარაკობ. სწრაფად არ შემიძლია… სტილისტობაზე ვოცნებობ… აი… აი… დედას და ძმას ვჭრი თმას. ჭკვიანი ვარ, მაგრამ ლაპარაკი… მავიწყდება.
(ნათიას ლოყებზე ცრემლები ჩამოუგორდა… ამ სიტყვებმა გული ჩამითუთქა.)
– მაია, თქვენი ძირითადი პრობლემების შესახებ მოგვიყევით. ყველაზე მეტად რა გჭირდებათ?
მაია: სამშენებლო მასალები გვჭირდება, რომ ოთახის მდგომარეობა რამენაირად მაინც გავაუმჯობესოთ. სახლი, ფაქტობრივად, თავზე გვენგრევა.
საწოლები გვჭირდება, ტელევიზორი კი ჩემი გოგონას მთავარი ოცნებაა. ჩემი ბიჭი ტელეფონზე ოცნებობს, რომ თავისი ჟურნალისტური გადაცემების გადაღება შეძლოს. სურსათიც ძალიან გვჭირდება, მაგრამ იცით, თავად ის ფაქტი, რომ ჩვენით დაინტერესდით, მოხვედით და უბრალოდ გაგვესაუბრეთ, უკვე ძალიან ბევრს ნიშნავს! იცით, რამდენჯერ მიმართა იოსებმა სხვადასხვა ხალხს დახმარებისთვის? მას ყოველთვის სჯეროდა, რომ მის ძახილს გაიგონებდნენ! თქვენ მის იმედს უბრალოდ სიკვდილის საშუალება არ მიეცით!
***
მეგობრებო, ამ შესანიშნავ ოჯახს ჩვენი მხარდაჭერა ძალიან სჭირდება. სიღარიბე არ ნიშნავს, რომ გარიყული უნდა იყო და თავს უნდა გარიდებდნენ. მატერიალური სირთულეები და მოუგვარებელი ყოფითი პრობლემები დაცინვის მიზეზი არაა. თუ დაფიქრდებით, ასეთი ხვედრისგან დაზღვეული არავინაა. ჩვენ ახლა ვალდებულები ვართ, რომ მათ დახმარების ხელი გავუწოდოთ და ისინი თავიანთი პრობლემების პირისპირ მარტო არ დავტოვოთ. ამ ოჯახმა ჩვენ სწორედ ამიტომ მოგვმართა – მათ სჯერათ, რომ ჩვენ ვყავართ!
ამ დროისთვის, მაია ვარდიშვილის ოჯახს სჭირდება: სურსათი, ჰიგიენური საშუალებები, საწოლები, ტელევიზორი და ტელეფონი.
მათი მონახულება და შეძლებისდაგვარად დახმარება თავად შეგიძლიათ მისამართზე: დუშეთის მუნიციპალიტეტი, სოფ. მლაშე.
და აუცილებლად გააზიარეთ ჩვენი პოსტი, რომ ამ ოჯახის გასაჭირის შესახებ შეიტყონ თქვენმა მეგობრებმაც! ეს ძალიან მნიშვნელოვანია!
უფალი გვაძლევს ისეთ ადამიანებზე ზრუნვის შესაძლებლობას, რომლებსაც ამის გაკეთება თავად არ შეუძლიათ. გაჭირვებული ადამიანები – ზეციური საჩუქარია, რათა ჩვენ შევძლოთ ღვთისადმი სიყვარული არა სიტყვებით, არამედ საქმით დავამტკიცოთ!
მეგობრებო, თქვენთან კიდევ ერთი თხოვნა გვაქვს – თუკი შეიტყობთ, რომ თქვენს ნაცნობს ან მეზობელს დახმარება სჭირდება, გთხოვთ გამოიჩინოთ გულისხმიერება და ამის შესახებ მოგვწეროთ ელექტრონულ მისამართზე: office-fsp@fsp.ge
ჩვენი ფონდის ანგარიშია:
#GE15TB7194336080100003
#GE42LB0115113036665000
#GE64BG0000000470458000
(დანიშნულება: მაია ვარდიშვილი).
თანხის გადმორიცხვა შეგიძლიათ ჩვენი ვებ-გვერდის მეშვეობითაც.
ასევე, თანხის გადმორიცხვა შესაძლებელია Nova Technology, TBCpay და ExpressPay ტერმინალებიდან. ქვეთავში “ქველმოქმედება“ მოძებნეთ ჩვენი ფონდი (ფონდის დამატებით უფლება-მოვალეობებს შეგიძლიათ გაეცნოთ ბმულზე https://goo.gl/GY2Gus).
ერთად ჩვენ უკვე მრავალ გაჭირვებულს დავეხმარეთ! მოდი მაია ვარდიშვილის ოჯახსაც გავუმართოთ ხელი! უბედურებისგან ხომ დაზღვეული არავინაა? ვინ იცის, იქნებ სრულიად უცხო ადამიანების დახმარება ოდესმე თავადაც დაგვჭირდეს!
ერთი ზარი გადაარჩენს სიცოცხლეს: 0901 200 270
სულ ხარჯები:
822.00₾დარჩა:
0.50₾