ng ng

რეგულარული გადახდების ფუნქცია ხელმისაწვდომია

სახლში / პროექტები /

ექვსი კუბო, ექვსი საფლავი – და თითოეულ მათგანში ჩემი ნაწილია!

calendar ივნისი 28, 2021

ერთი ზარი გადაარჩენს სიცოცხლეს!

ტელეფონის ნომერი:

info

ფასი (გაითვალისწინეთ):

1 call - ₾2 GEL

მობილური პროვაიდერები

Mobile provider
Mobile provider
Mobile provider

დაეხმარეთ! გააგზავნეთ სმს

sms

თქვენ შეგიძლიათ გადაარჩინოთ ვინმეს სიცოცხლე და დაუახლოვდეთ ღმერთს! გაგზავნეთ SMS ნომერზე 97100 შეწირეთ ₾3 GEL

კოპირებულია

პოსტის გაზიარებაც დახმარებაა!

facebook google messanger viber telegram

„ჩემი სამი თვის გოგონა საკუთარი დედის უსიცოცხლო სხეულის ქვეშ გაიგუდა…“

ჩვენი ფონდის ანგარიშები:

Bank of Georgia

Bank logo

Ბანკის კოდი:

BAGAGE22 BAGAGE22

კოპირებულია

ნომერი:

GE64BG0000000470458000 GE64BG0000000470458000

კოპირებულია

TBC Bank

Bank logo

Ბანკის კოდი:

TBCBGE22 TBCBGE22

კოპირებულია

ნომერი:

GE15TB7194336080100003 GE15TB7194336080100003

კოპირებულია

Liberty Bank

Bank logo

Ბანკის კოდი:

LBRTGE22 LBRTGE22

კოპირებულია

ნომერი:

GE42LB0115113036665000 GE42LB0115113036665000

კოპირებულია

საქველმოქმედო ნომერი: ერთი ზარი გადაარჩენს სიცოცხლეს!

ტელეფონის ნომერი:

0901200270

„ჩემი სამი თვის გოგონა საკუთარი დედის უსიცოცხლო სხეულის ქვეშ გაიგუდა…“

შიში გიპყრობთ და წარმოდგენაც კი გიჭირთ, ხომ ასეა? არადა, ეს მთელი ამბავი კი არა, მხოლოდ მისი სულის შემძვრელი დასასრულია. ორი წლის წინ დავითმა თავისი სამი თვის შვილი, საყვარელი მეუღლე და ბებია ერთ დღეში დაკარგა. მისი ცოლი თრომბმა სწორედ იმ დროს შეიწირა, როდესაც ქალი ბავშვს ძუძუთი კვებავდა. გოგონა საკუთარი დედის სხეულის ქვეშ გაიგუდა! და თვითონ სად იყო ამ დროს? გზაში! მას შეატყობინეს, რომ მისი ბებია საავადმყოფოში გარდაიცვალა. სრულიად წარმოუდგენელი და საშინელი დამთხვევაა, არა? ალბათ წამოიძახებთ: „ნუთუ შეიძლება, რომ ამაზე უარესი კიდევ რამე მოხდეს?!“  – შეიძლება!

ამ ყველაფერს წინ კიდევ სამი საყვარელი ადამიანის გარდაცვალება უსწრებდა: დავითი 10 წლის იყო, როდესაც მამამისი გმირულად დაიღუპა დავალების შესრულებისას, დედამისი გულის შეტევამ ლოგინად ჩააგდო და რამდენიმე წლის შემდეგ ისიც გარდაიცვალა, მას კი თან მისი ძმა მიჰყვა, ღვიძლის დაავადებით.

დავითი 40 წლისაა. მთელი თავისი სიცოცხლე, 10 წლის ასაკიდან მოყოლებული, მხოლოდ კრძალავს და კრძალავს: თავის ნათესავებს, საყვარელ და ძვირფას ადამიანებს… „ექვსი კუბო, ექვსი საფლავი – და თითოეულ მათგანში ჩემი ნაწილია“, – კაცი ცრემლებს ვეღარ იკავებს და ტკივილი მდუღარე ნაკადად იღვრება თვალებიდან.

ის გლოვობს ნათესავებს და მათთან ერთად, საკუთარ თავსაც. „თვითონაც არ ვიცი, რატომ არ წამიყვანა უფალმა. ალბათ იმიტომ, რომ ჩემი ერთადერთი ახლობელი ადამიანი – ბაბუაჩემი ცოცხალია და მე მას ძალიან ვჭირდები. რამე რომ დამემართოს, ისიც დაიღუპება… არადა, ის ხომ სრულიად უმწეოა… მე შემიძლია უჭმელმა სამი დღე გავძლო და რასაც კეთილი ხალხი მაძლევს, ყველაფერს მისთვის ვინახავ. რომ მოკვდეს, მეც მის გვერდით ჩავწვები საფლავში, რადგან აქ სხვა აღარაფერი დამრჩენია!“

შეგიძლიათ ახლა სული მოითქვათ, რადგან წინ ბევრად დიდი საშინელება გელოდებათ! მოთმინება და გამბედაობა იქონიეთ, – დავითის ნაამბობის ბოლომდე წასაკითხად გამოგადგებათ!

დავითი: ბედნიერი არასდროს ვყოფილვარ… თუმცა, შეიძლება ვიყავი კიდეც, – ათ წლამდე… მამაჩემი ჩემთვის ნამდვილი გმირი იყო! ისე მინდოდა, რომ მას ვგვანებოდი… და წარმოიდგინეთ, როგორია 10 წლის ბიჭისთვის იმის გაგება, რომ მამამისი სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს მოკლეს. მეც იმ დღეს მოვკვდი. დედაჩემი ლოგინად ჩავარდა – გულის შეტევა ჰქონდა. მას მერე 13 წელი იცოცხლა, მაგრამ ამას სიცოცხლეს ნამდვილად ვერ ვუწოდებ. ოჯახის მარჩენალის გარეშე დავრჩით! როგორც კი შევძელი, მაშინვე მუშაობა დავიწყე, რომ დედას მივხმარებოდი, რადგან ოჯახში ავადმყოფი ძმაც მყავდა; მას წამლები სჭირდებოდა… ხან მშენებლობაზე ვმუშაობდი, ხან ასფალტს ვაგებდი… რამდენჯერმე ხერხემალიც დავიზიანე, მაგრამ გაჩერება არ შეიძლებოდა. 2005 წელს დედა გარდაიცვალა, ორი წლის შემდეგ კი ჩემი ძმაც თან მიჰყვა. მხოლოდ ბებია-ბაბუა დამრჩა. მოხუცები იყვნენ და ეს დანაკარგი ძლივს გადაიტანეს, ინსულტი ხან ერთს ემართებოდა, ხან მეორეს.

– დავით, იქნებ ოდესმე მაინც ყოფილხართ ბედნიერი? თუნდაც რამდენიმე დღით…

დავითი: ბედნიერება მაშინებს… დიახ, ბედნიერი ვიყავი მაშინ, როდესაც მშვენიერ ქეთიზე ვიქორწინე და გოგონა შემეძინა. ჩემი ნიაკო, ჩემი მხსნელი… ამ ბედნიერი დღეებისთვისაც მწარედ მომეზღო. მორიგი ინსულტის შემდეგ, ბებიაჩემი საავადმყოფოში გადაიყვანეს. 2019 წელი ჩემთვის ყველაზე ცუდი წელი იყო… მის გამო ძალიან ვდარდობდით, მაგრამ როგორც აღმოჩნდა, სულ სხვა რამეზე უნდა გვედარდა. საღამოს ჩემი ცოლი ბავშვს ძუძუს აჭმევდა და თვალის დახამხამებაში თრომბმა შეიწირა. გარდაიცვალა, ბავშვს ზედ დაემხო, ქვეშ მოიყოლა და ნიაკო დედის სიმძიმის ქვეშ გაიგუდა. მე კი ამ დროს საავადმყოფოში მივდიოდი – დამირეკეს და მითხრეს, რომ ბებიაჩემი გარდაიცვალა. ერთ წამში ყველა დავკარგე! ფიქრი არ მასვენებს: სახლში რომ ვყოფილიყავი, ნეტავ თუ შევძლებდი, რომ ჩემი გოგონა მაინც გადამერჩინა?

– სიტყვები არ მყოფნის… ასეთი ტრაგედია წიგნებშიც კი არ წამიკითხავს, არათუ გამიგონია…

დავითი: მხოლოდ მე და ბაბუა დავრჩით. მასაც ინსულტი ჰქონდა. თვალებში ვუყურებ და მის თითოეულ სუნთქვას ვუსმენ. რამე რომ დაემართოს, აღარც არ ვიცი… ალბათ ყველას ვთხოვ, რომ ერთად დაგვმარხონ. აბა, აქ რა ვაკეთო? რისთვის ვიცოცხლო?

– პირველად ხდება, რომ გასამხნევებლად სიტყვებს ვერ ვპოულობ…

დავითი: ამისთვისაც მადლობელი ვარ. ახლა უკვე ვეღარანაირი სიტყვები ვეღარ გამამხნევებს. ხომ ხვდებით, რა მდგომარეობაში ვარ? ბაბუაჩემის პენსიაზე ვცხოვრობთ, უფრო სწორედ, ბაბუაჩემის 250 ლარიანი პენსია ამ სოროს ქირაზე იხარჯება, პურის ფული კი აღარ გვრჩება. როცა მეზობლები სადილს ამზადებენ, ზოგჯერ ჩვენთვისაც შემოაქვთ. ყველაფერს ბაბუაჩემისთვის ვინახავ, მისთვის შიმშილი არ შეიძლება. მე უკვე მივეჩვიე. შემიძლია საკვების გარეშე სამი დღე გავძლო. მუცელი ძალიან მტკივა, მაგრამ ბაბუაჩემს უჭმელს ვერ დავტოვებ. აი, ახლაც, სახლში მხოლოდ პური და ნახევარი ქილა მურაბა გვაქვს… რამდენ ხანს გვეყოფა, არ ვიცი. მერე, ალბათ, ისევ თხოვნა მომიწევს ან კეთილ მეზობლებს დაველოდები.

– სოციალურ დახმარებას არ იღებთ?

დავითი: არა, რა თქმა უნდა… მითხრეს, რომ არ გვეკუთვნის, – არ ვიცი რატომ. სიმართლე გითხრათ, ამის გასარკვევად არც დრო მაქვს, არც ენერგია და არც ფინანსები. ბაბუაჩემს მარტო ვერ დავტოვებ, სადმე ვერ წავალ და სიმართლის ძებნას ვერ დავიწყებ – ამისთვის არც ფული მაქვს და არც ენერგია. ჩვენ საკუთარი არაფერი გაგვაჩნია. სახლი დაკრძალვის გამო გავყიდეთ. ჩემი გოგონები მიწისთვის უნდა მიმებარებინა… (ტირის.)

(დავითმა საუბრის გაგრძელება ვეღარ შეძლო, თან სალაპარაკოც უკვე აღარაფერი იყო. მან ისედაც ყველაფერი თქვა, ოღონდ თქვა არა მხოლოდ სიტყვებით, არამედ თვალებითაც – უსიცოცხლო ადამიანის ჩამქრალი თვალებით.)

***

მეგობრებო, დავითს და მის ბაბუას ჩვენი მხარდაჭერა სჭირდებათ. მათ ჩვენ ვჭირდებით! ჩვენ გარეშე ისინი უბრალოდ დაიღუპებიან! რამდენ ხანს გაძლებს ადამიანის ორგანიზმი საკვების გარეშე? კიდევ რამდენს გაუძლებს დავითის გული? ის ჯერ ახალგაზრდაა, მხოლოდ 40 წლის და უკვე ამდენი ტრაგედია გადაიტანა. „მთელი ჩემი ცხოვრების განმავლობაში ექვსჯერ მოვკვდი… მეშვიდე სიკვდილს ვეღარ გადავიტან. ის ჩვენი საერთო სიკვდილი იქნება!“ – ეს სიტყვები ახლაც ყურებში ჩამესმის. სასწრაფოდ მოქმედებაა საჭირო! ამ ხალხის სიცოცხლე ჩვენზეა დამოკიდებული.

ამ დროისთვის, დავითს და მის ბაბუას სჭირდებათ: საკვები, ჰიგიენური საშუალებები და დახმარება ბინის ქირის გადახდაში. მათ სხვა არაფერი უნდათ – ოღონდ შიმშილით არ მოკვდნენ.

მათი მონახულება და შეძლებისდაგვარად დახმარება შეგიძლიათ მისამართზე: ბათუმი, ლადო ასათიანის ქ. №4

და აუცილებლად გააზიარეთ ჩვენი პოსტი, რომ ამ ოჯახის გასაჭირის შესახებ შეიტყონ თქვენმა მეგობრებმაც! ეს ძალიან მნიშვნელოვანია!

უფალი გვაძლევს ისეთ ადამიანებზე ზრუნვის შესაძლებლობას, რომლებსაც ამის გაკეთება თავად არ შეუძლიათ. გაჭირვებული ადამიანები – ზეციური საჩუქარია, რათა ჩვენ შევძლოთ ღვთისადმი სიყვარული არა სიტყვებით, არამედ საქმით დავამტკიცოთ!

მეგობრებო, თქვენთან კიდევ ერთი თხოვნა გვაქვს – თუკი შეიტყობთ, რომ თქვენს ნაცნობს ან მეზობელს დახმარება სჭირდება, გთხოვთ გამოიჩინოთ გულისხმიერება და ამის შესახებ მოგვწეროთ ელექტრონულ მისამართზე: office-fsp@fsp.ge        

ჩვენი ფონდის ანგარიშია:

#GE15TB7194336080100003

#GE42LB0115113036665000

#GE64BG0000000470458000

(დანიშნულება: დავით მჟავანაძე).

თანხის გადმორიცხვა შეგიძლიათ ჩვენი ვებ-გვერდის მეშვეობითაც.

ასევე, თანხის გადმორიცხვა შესაძლებელია TBCpay და ExpressPay ტერმინალებიდან. ქვეთავში “ქველმოქმედება“ მოძებნეთ ჩვენი ფონდი (ფონდის დამატებით უფლება-მოვალეობებს შეგიძლიათ გაეცნოთ ბმულზე https://goo.gl/GY2Gus).

ერთად ჩვენ უკვე მრავალ გაჭირვებულს დავეხმარეთ! მოდი დავითსაც გავუმართოთ ხელი! უბედურებისგან ხომ დაზღვეული არავინაა? ვინ იცის, იქნებ სრულიად უცხო ადამიანების დახმარება ოდესმე თავადაც დაგვჭირდეს!

ერთი ზარი გადაარჩენს სიცოცხლეს: 0901 200 270

თქვენ შიმშილით სიკვდილისგან გადაგვარჩინეთ!

კეთილო ადამიანო, ახლავე გააზიარე პოსტი და ღვთისნიერი საქმის კეთებაში შენს მეგობრებსაც დაეხმარე!

„თქვენი უზომოდ მადლიერი ვარ, მაგრამ ემოციების გამოხატვა მიჭირს. მაპატიეთ, მგონი დამავიწყდა, როგორ უნდა გავიღიმო“, – დავითი ცრემლებს იწმენდს და გვერდით მწოლიარე ბაბუას უყურებს, რომელმაც ცოტა ხნის წინ ტკივილგამაყუჩებელი დალია და დაიძინა.

დავითმა იმდენი რამ გადაიტანა, რომ ჩვენთვის თავისი მდგომარეობის ახსნა ნამდვილად აღარ სჭირდება. ფონდის მეგობრები, – ყველაზე გამგები, მგრძნობიარე და დელიკატური ადამიანები, – უბრალოდ მის გვერდით იყვნენ და არიან. ისინი სიყვარულით უჭერდნენ მხარს ამ ოჯახს – ბაბუას და შვილიშვილს, რომლებიც ამქვეყნად სრულიად მარტო დარჩნენ. მათი ამბავი (https://chernovetskyifund.ge/ge/projects/finished/748-mzhavanadze/) მთელმა საქართველომ მიიტანა გულთან და მათი გულში ჩაკვრა, დამშვიდება, გათბობა და დაიმედება მოისურვა.

ძალიან მნიშვნელოვანი იყო ის რეალური დახმარება, რომელიც ჩვენ გავუწიეთ ამ ოჯახს და არა ემოციების მოლოდინი პასუხად; თუმცა ყველას ძალიან გვინდა, რომ დავითს გული გაულღვეს და მზად ვართ ამისთვის მის გვერდით ვიყოთ, ველოდოთ, მხარი დავუჭიროთ მას, ვილოცოთ მისთვის და მისი ბაბუისთვის.

დავითს საუბარი ჯერ კიდევ უჭირს, მაგრამ მან ჩვენი მზრუნველობა მიიღო და ასეთმა ყურადღებამ მასზე ძალიან იმოქმედა.

„შიმშილის ზღვარზე ვიყავით. დიდი მადლობა, რომ გადაგვარჩინეთ!“

 – დავით, პირველ რიგში, გვინდა ვიცოდეთ, როგორ ხართ თქვენ და თქვენი ბაბუა? თუ ჩვენი პროექტი რამით მაინც დაგეხმარათ, ძალიან ბედნიერები ვიქნებით.

დავითი: საკუთარ ცხოვრებაზე საუბარი ძალიან მიჭირს. ბოლო წლების განმავლობაში განვითარებული მოვლენების შემდეგ თითქოს ნისლში ვცხოვრობ; თითქოს უკვე აღარც მე ვარსებობ. ამ ტკივილს სიზმრებში ყოველდღე თავიდან განვიცდი: ჩემი სამი თვის გოგონას უსიცოცხლო სხეული ხელში მიჭირავს და ვყვირი, ვლოცულობ, დასახმარებლად ვიღაცას ვეძახი, სანამ ცივ ოფლში გაწურულს არ მეღვიძება. ცრემლებისგან ლამის ვიხრჩობი… მაგრამ მე ბაბუაჩემზე ვარ პასუხისმგებელი, – ვერ მივატოვებ. ბოლო დროს განსაკუთრებით გვიჭირს. საკმაოდ დიდხანს ვშიმშილობდით. მე შიმშილის გრძნობას და მშიერ კუჭზე დაძინებას უკვე მივეჩვიე, მაგრამ ბაბუა სულ რაღაცას მთხოვდა საჭმელად, პირში ცოტა საკვები მაინც რომ ჩაედო… ძალიან სუსტად იყო, მე კი მისთვის არაფრის მიცემა შემეძლო, საერთოდ არაფრის. თქვენ რომ არ მოსულიყავით, ასე ალბათ მხოლოდ რამდენიმე დღე თუ გავატანდით…   

მე მხოლოდ საჭმელი გთხოვეთ, თქვენ კი საჭმელი, წამლები და კიდევ ბევრი რამ გვაჩუქეთ; მაგრამ მთავარი ისაა, რომ შიმშილით სიკვდილისგან გადაგვარჩინეთ! დიდი მადლობა! არ ველოდი, რომ ასეთ ყურადღებას გამოიჩენდით ჩვენდამი. მაცივარზე და სარეცხ მანქანაზე არც კი ვოცნებობდი… მოხუცი კაცის თეთრეულის ყოველდღე ცივ წყალში რეცხვა, თქვენც კარგად გესმით, რომ მარტივი არაა. თავს როგორღაც ვართმევდი, მაგრამ ახლა ჩვენი ნივთები ბევრად უკეთესად ირეცხება და მალე შრება. საჭმელი თუ გვაქვს, აღარ გვიფუჭდება – ახალი, დიდი მაცივარი გვაქვს. ღმერთო, ჩემს ცოლს ისე მოეწონებოდა…

დავით, ძალიან გვიხარია, რომ თქვენი დახმარება შევძელით. მითხარით, ყველაზე მეტად რა დაგამახსოვრდათ?

დავითი: იცით, ზოგჯერ მეზობლები გვეხმარებოდნენ: ვინ ტანსაცმელს მოგვცემდა, ვინ – პურს ან ბოთლ რძეს, მაგრამ იშვიათად. მე და ბაბუა ასეთ მასშტაბურ დახმარებაზე ვერც კი ვიოცნებებდით, თან სრულიად უცხო ადამიანებისგან… აი, თურმე რა ხდება, როცა შენი გასაჭირის შესახებ ბევრი ადამიანი იგებს! თურმე რამდენად მნიშვნელოვანი ყოფილა იმის შეგრძნება, რომ გასაჭირში მარტო არ ხარ! გვირეკავდნენ, გვამხნევებდნენ, სოციალურ ქსელებში კომენტარებს გვწერდნენ და გვამშვიდებდნენ. ეს ყველაფერი გულს გითბობს ადამიანს…

ერთმა ქალმა იტალიიდან ტანსაცმელი და ბაბუაჩემისთვის ბევრი საფენი გამოგვიგზავნა, წარმოგიდგენიათ? ბათუმის მაცხოვრებელმა (სამწუხაროდ, სახელი არ მახსოვს) საჭმლით სავსე უზარმაზარი შეკვრა გვაჩუქა. ნეტა იცოდეთ, რა ემოციები ჰქონდა ბაბუას! თავიდან ვერ ჭამდა, – უბრალოდ ტიროდა… დანაყრებულს ბევრად ღრმად სძინავს… და ის წამლებიც, რომლებიც თქვენ იყიდეთ მისთვის, ბევრად უკეთ მოქმედებენ, როცა ნაჭამზე სვამს. ადრე არც ერთი ტკივილგამაყუჩებელი არ შველოდა, – როგორც ჩანს, მშიერ კუჭზე არ მოქმედებენ. თითოეული ადამიანის მადლიერი ვარ, ვინც დაგვეხმარა! ღმერთმა დაგლოცოთ!  

დავითი: „ტექნიკა ჩვენთვის დიდი სიურპრიზი იყო. მე მხოლოდ საჭმელი გთხოვეთ, თქვენ კი…“

დავით, ადგილობრივი ხელისუფლება თუ გამოგეხმაურათ?

დავითი: არანაირი რეაქცია! სახელმწიფოს ერთადერთი დახმარება ბაბუაჩემის პენსიაა, 250 ლარი. აი, ამ თანხით ვცდილობთ თავის გატანას თვიდან თვემდე!

ჩემს სნეულ ბაბუას წამლების გარეშე არ შეუძლია!

რა იგრძენით, როცა ფონდის მეგობრების დახმარება მიიღეთ?

დავითი: მეგონა, რომ ტკივილისა და სასოწარკვეთილების გარდა, სხვა ემოციების განცდის უნარი უკვე დაკარგული მქონდა, მაგრამ, როგორც ჩანს, შევცდი. სამყარო კარგი ადამიანების გარეშე არაა! გამიგეთ რა, ბაბუაჩემის წინაშე დავალებული ვარ, – თქვენც მის გამო მოგმართეთ. ამ უზარმაზარ და სასტიკ სამყაროში ეს ადამიანი ჩემი ერთადერთი მშობლიური სისხლია. ნახეთ, ბაბუას როგორ ვგავარ!

ყოველთვის მშრომელი, პატიოსანი კაცი იყო, სხვებსაც ეხმარებოდა. განა იცოდა, რა ელოდა?! ასეთი სიბერე არ დაუმსახურებია…

დიახ, იმედი მქონდა, რომ გამოჩნდებოდნენ მზრუნველი ადამიანები, რომლებიც ჩემს გასაჭირს გვერდს არ აუვლიდნენ. წამიკითხავს, როგორ ეხმარებით გაჭირვებულებს, მაგრამ ამხელა დახმარება ნამდვილად მოულოდნელი იყო. გაოგნებული და შეძრული ვიყავი. საჭმელი და წამლები ბაბუას რამდენიმე დღე ნამდვილად ეყოფა და შიმშილი აღარ მოუწევს. სიმშვიდისთვის სხვა რა მჭირდება? არაფერი! დიდი მადლობა, რომ გვერდით აღმოჩნდით და პირველად, ამდენი წლის განმავლობაში, თავს მარტოსულად აღარ ვგრძნობ. ვიცი, რომ ჩემთვის და ბაბუაჩემისთვის ფული მთელმა ქვეყანამ შეაგროვა და ვისაც რამდენი შეეძლო, იმდენს რიცხავდა, საკუთარ თავს და ოჯახს აკლებდა. დიდი მადლობა! უფალი იყოს თქვენი მფარველი!

დიდი ხნის ნანატრი და აუცილებელი საჩუქარი – ახალი კორსეტი. ახლა ტკივილი ისეთი გაუსაძლისი აღარაა.

დავით, ჩვენ არ მიგატოვებთ, თქვენ გვერდით ვართ! თქვენთვის კიდევ რის გაკეთება შეგვიძლია? ახლა ყველაზე მეტად რა გჭირდებათ?

დავითი: ბაბუაჩემის სუფთა ჰაერზე გაყვანაზე ვოცნებობ. თითქმის აღარ დადის, ოთხ კედელშია გამომწყვდეული და სიკვდილს ელოდება. დამხმარე ეტლი რომ ჰქონდეს, მთელი დღე ვასეირნებდი! საფენები და საკვებიც მუდმივი პრობლემაა. პენსია არაფერზე გვყოფნის, ბაბუაჩემის მარტო დატოვება კი არ შემიძლია. აი, ასე ვცხოვრობთ! 24 საათი ერთად ვართ. ზოგჯერ ერთმანეთს ისეთი გულისტკივილით, სიბრალულით და სიყვარულით შევცქერით, – გვესმის, რომ მხოლოდ ერთმანეთი გვყავს… მაგრამ ახლა ვგრძნობ, რომ თქვენც ჩვენ გვერდით ხართ. ძალიან გთხოვთ, ნუ მიგვატოვებთ! როგორც იქნა, გიპოვეთ და თქვენი დაკარგვა ძალიან გამიჭირდება. აღარავის დაკარგვა აღარ მინდა…

„ღმერთმა დაგლოცოთ იმ ყველაფრისთვის, რაც ჩვენთვის გააკეთეთ.“

***

მეგობრებო, მჟავანაძეების ოდესღაც დიდი და მეგობრული ოჯახიდან მხოლოდ ბაბუა და შვილიშვილი დარჩა, რომლებსაც პაწაწინა ოთახში უწევთ ცხოვრება, ძალიან უჭირთ და მარტოობისა და სიღარიბისგან იტანჯებიან! 250 ლარიანი პენსია მათ საჭმელზეც კი არ ჰყოფნით, სნეულ ბაბუას კი, დამატებით, წამლები და საფენებიც სჭირდება. საწყალი მოხუცი უკვე მერამდენე წელია, რაც გარეთ არ გასულა, რადგან გადაადგილება არ შეუძლია. არადა, სუფთა ჰაერის ჩასუნთქვაზე ისე ოცნებობს… მაგრამ დამხმარე ეტლის გარეშე არაფერი გამოვა. ძალიან გთხოვთ, დავეხმაროთ დავითს და მის ბაბუას! სხვისი გასაჭირი ხომ არ არსებობს? ამ ხალხს შიმშილით სიკვდილისთვის ნუ გავწირავთ და ნუ მივატოვებთ! ჩვენ უკვე ერთად ვართ, ეს მეგობრობა და მხარდაჭერა კი ერთდღიანი არ არის!

თუკი გიმძიმთ საყოფაცხოვრებო სირთულეებისა და გადაუჭრელი საკითხების გამო, რამდენიმე წამით ყურადღება ჩვენს „ფეისბუქის“ პოსტებზე გადაიტანეთ; ან უმჯობესია, ჩვენს ნებისმიერ ბენეფიციარს დაურეკოთ და ყველა თქვენი პრობლემა უმნიშვნელოდ მოგეჩვენებათ იმათთან შედარებით, ვისაც მისი ცხოვრების ყველაზე მძიმე წუთს დაეხმარეთ.

მათ პრობლემებთან შედარებით ჩვენი პრობლემები არაფერია! აი, ნამდვილი გაჭირვება! ის თქვენ წინაშეა! უფალს მადლობა შესწირეთ იმისთვის, რაც გაგაჩნიათ! თქვენ უბედნიერესი ადამიანი ხართ! გახსოვდეთ ეს და დაეხმარეთ გაჭირვებულებს.

სამწუხაროდ, ამ და კიდევ უამრავი სხვა ოჯახის პრობლემები არ დასრულებულა, ამიტომ დროდადრო დაათვალიერეთ ხოლმე ამ საბრალო ხალხის ისტორიები ჩვენს ვებ-გვერდზე და ესაუბრეთ მათ. ყოველ ჯერზე, როდესაც მორიგი უბედური ადამიანის ნომერს აკრეფთ, თქვენ აუცილებლად იგრძნობთ უფლის კურთხევას! აუცილებლად! გააგრძელეთ ამ ოჯახების დახმარება! სწორედ ეს არის საუკეთესო ღვთისმსახურება!

თქვენი სიკეთე არის შესაძლებლობა, რომ თავადაც ყველაფერში ბედნიერი იყოთ!

მეგობრებო, კიდევ ერთხელ, დიდი მადლობა ყველას!

ჩვენი ფონდის ანგარიშია:

#GE15TB7194336080100003

#GE42LB0115113036665000

#GE64BG0000000470458000.

(დანიშნულება: მჟავანაძეების ოჯახი).

თანხის გადმორიცხვა შეგიძლიათ ჩვენი ვებ-გვერდის მეშვეობითაც: https://chernovetskyifund.ge/ge/projects/finished/748-mzhavanadze/ .

თანხის ჩარიცხვა ასევე შესაძლებელია TBCpay, ExpressPay ტერმინალებიდან. ქვეთავში “ქველმოქმედება“ მოძებნეთ ჩვენი ფონდი (ინფორმაციას ფონდის დამატებითი უფლება-მოვალეობების შესახებ შეგიძლიათ გაეცნოთ ბმულზე https://goo.gl/GY2Gus).

თქვენთვის შესანიშნავი სიახლე გვაქვს! ახლა შეგიძლიათ ჩვენი ბენეფიციარების ისტორიები წაიკითხოთ ინსტაგრამზე: https://www.instagram.com/chernovetskyi.fund/ და ტელეგრამზე: https://t.me/ChernovetskyiFund

მხოლოდ ერთ ზარს სპეციალურ ტელეფონის ნომერზე: 0901 200 270 შეუძლია ვიღაცის სიცოცხლე გადაარჩინოს!

დაფიქრდით იმაზე, რომ გაჭირვებულთა დახმარებით და მათი ტკივილის გაზიარებით, ჩვენ ვზრუნავთ საკუთარ სულზე და ვუახლოვდებით უფალს!

თარიღი
სახელი
თანხა
სტატუსი
2021 აგვ 17
პროდუქტები
100.00₾
2021 აგვ 17
მაცივარი
749.99₾
2021 აგვ 25
პროდუქტები
100.02₾
2021 აგვ 31
ფონდის ზედნადები ხარჯები
450.00₾
2021 სექ 09
მედიკამენტები
100.00₾
2021 სექ 16
სარეცხი მანქანა
599.00₾
2021 სექ 30
პროდუქტები
169.99₾
2021 ნოე 19
პროდუქტები
169.99₾
2021 დეკ 10
მედიკამენტები
99.95₾
2021 დეკ 30
პროდუქტები
350.00₾
2021 დეკ 30
მედიკამენტები
248.42₾
2022 იან 21
მედიკამენტები
143.59₾
2022 თებ 21
პროდუქტები
250.00₾
2022 მარ 31
ფონდის ზედნადები ხარჯები
305.00₾
2022 აპრ 01
პროდუქტები
285.00₾
2022 მაი 10
მედიკამენტები,პამპერსები
100.27₾
2022 ივნ 22
პროდუქტები
300.00₾
2022 ივნ 30
ფონდის ზედნადები ხარჯები
145.00₾

სულ ხარჯები:

4666.22₾

დარჩა:

0.49₾
შემოწირულობის გაღება
თანხა
გმადლობთ, კეთილო გულო!
29.06.2022 20:00:00
₾1.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
29.06.2022 20:00:00
₾100.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
29.06.2022 20:00:00
₾10.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
29.06.2022 20:00:00
₾20.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
29.06.2022 20:00:00
₾10.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
29.06.2022 20:00:00
₾10.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
29.06.2022 20:00:00
₾10.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
28.06.2022 20:00:00
₾5.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
28.06.2022 20:00:00
₾25.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
28.06.2022 20:00:00
₾5.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
26.06.2022 20:00:00
₾49.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
23.06.2022 20:00:00
₾50.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
23.06.2022 20:00:00
₾100.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
20.06.2022 20:00:00
₾50.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
08.05.2022 20:00:00
₾5.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
08.05.2022 20:00:00
₾5.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
08.05.2022 20:00:00
₾5.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
08.05.2022 20:00:00
₾2.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
08.05.2022 20:00:00
₾2.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
08.05.2022 20:00:00
₾4.00

შემოწირულია:

₾4,666.71

280 დონორი

აირჩიეთ თანხა:

Გადახდის საშუალება:

გამოწერა:

შემოწირულია:

₾4,666.71

280 დონორი

დასრულებული!

მათ ძალიან სასწრაფოდ სჭირდებათ თქვენი დახმარება