რეგულარული გადახდების ფუნქცია ხელმისაწვდომია

სახლში / პროექტები /

ბავშვი ტკივილისგან ტირის, ოჯახი კი სასოწარკვეთილებისგან!

calendar ივლისი 30, 2021

ერთი ზარი გადაარჩენს სიცოცხლეს!

ტელეფონის ნომერი:

info

ფასი (გაითვალისწინეთ):

1 call - ₾2 GEL

მობილური პროვაიდერები

Mobile provider
Mobile provider
Mobile provider

დაეხმარეთ! გააგზავნეთ სმს

sms

თქვენ შეგიძლიათ გადაარჩინოთ ვინმეს სიცოცხლე და დაუახლოვდეთ ღმერთს! გაგზავნეთ SMS ნომერზე 97100 შეწირეთ ₾3 GEL

კოპირებულია

პოსტის გაზიარებაც დახმარებაა!

facebook google messanger viber telegram

მეგობრებო, შეგიძლიათ წარმოიდგინოთ, რომ თქვენი ყველაზე კარგი და ყველაზე ლამაზი შვილი ტკივილგამაყუჩებელ აბებზე ცხოვრობს, რომლებიც მის პატარა სხეულს ნელ-ნელა კლავს?

ჩვენი ფონდის ანგარიშები:

Bank of Georgia

Bank logo

Ბანკის კოდი:

BAGAGE22 BAGAGE22

კოპირებულია

ნომერი:

GE64BG0000000470458000 GE64BG0000000470458000

კოპირებულია

TBC Bank

Bank logo

Ბანკის კოდი:

TBCBGE22 TBCBGE22

კოპირებულია

ნომერი:

GE15TB7194336080100003 GE15TB7194336080100003

კოპირებულია

Liberty Bank

Bank logo

Ბანკის კოდი:

LBRTGE22 LBRTGE22

კოპირებულია

ნომერი:

GE42LB0115113036665000 GE42LB0115113036665000

კოპირებულია

საქველმოქმედო ნომერი: ერთი ზარი გადაარჩენს სიცოცხლეს!

ტელეფონის ნომერი:

0901200270

მეგობრებო, შეგიძლიათ წარმოიდგინოთ, რომ თქვენი ყველაზე კარგი და ყველაზე ლამაზი შვილი ტკივილგამაყუჩებელ აბებზე ცხოვრობს, რომლებიც მის პატარა სხეულს ნელ-ნელა კლავს?

შეგიძლიათ წარმოიდგინოთ, რომ რამდენიმე საათში ერთხელ თქვენს ყველაზე საყვარელ არსებას საშინელ შხამს ასმევთ?

ტკივილგამაყუჩებლების მოქმედება მხოლოდ რამდენიმე საათი გრძელდება. ამ ხნის განმავლობაში პატარა დენი შეიძლება იღიმოდეს, დედის ჩახუტება უხაროდეს… მერე კი ისევ ტკივილი მოდის, რომელსაც პატარა ანგელოზისთვის ცრემლები და ტანჯვა მოაქვს, მისი დიდი, მეგობრული ოჯახის ცხოვრებას კი სიბრალულისა და გულისტკივილის უწყვეტი ნაკადით ავსებს.   

ყველაფერი კარგად იქნებოდა, რომ არა ნათიას – ბავშვის დედის რთული მშობიარობა, რომლის დროსაც ქალი კინაღამ გარდაიცვალა, შედეგად კი დენი ინვალიდი დარჩა… მენჯ-ბარძაყის სახსრის დისპლაზია – ეს არის დიაგნოზი, რომლის დროსაც სიტყვები „ნაბიჯი“ და „ტკივილი“ სინონიმები ხდება.

„გამოსავალი არის“, – ამბობენ ექიმები. – „ბავშვს უბრალოდ სპეციალური მასაჟები სჭირდება და აუცილებლად გაივლის.“ სპეციალური მასაჟები კი 100 პროცედურაა, რომლის ღირებულებაც 5000 ლარია. ამ თანხის ნახევარი ოჯახმა თვითონ გადაიხადა, მაგრამ ვალებში ჩავარდნენ. რა იქნება ხვალ? მათი შემოსავალი, სოციალურ დახმარებასთან ერთად, 900 ლარია; სესხს კი აღარ აძლევენ. „რა უნდა ვქნათ?“ – თავს იმტვრევენ საწყალი მშობლები. – „ვიშიმშილოთ თუ დენის ვუმკურნალოთ? გაჭირვებას გავუძლოთ თუ საყვარელი შვილის ტანჯვა-წამებას ვუყუროთ?“

რა რთული არჩევანია!.. ღმერთმა ნუ ქნას, რომ ვინმეს ამ არჩევანის გაკეთება მოუწიოს!

დენიემი ტირის, როდესაც ფეხს ადგამს, რადგან ძალიან სტკივა

სულ ასე ტირის?

ნათია: როცა ფეხს ადგამს – კი. ტკივილგამაყუჩებელიც რომ დავალევინო, მხოლოდ რამდენიმე საათით შველის, მერე კი ისევ ტკივილი, ყვირილი… თავადაც დარწმუნდებით! წამალი ნახევარ საათში დაიწყებს მოქმედებას და მაშინვე ანგელოზად გადაიქცევა… სულ ხელში უნდა გეჭიროს; კომფორტულად მოეწყობა თუ არა, მერე ყურებამდე იღიმის.

“ღმერთო, დიდი მადლობა ამ ანგელოზივით ბავშვისთვის!”

– სანამ დენი დამშვიდდება, თქვენი ოჯახისა და პრობლემების შესახებ მოგვიყევით. გოგონებს თვალს ვერ ვწყვეტ, ისეთი ლამაზები არიან!

ნათია: ისინი ჩემი სიამაყეა! ლიზი 8 წლისაა, მარი კი 14-ის… მაგრამ მთელი ჩემი ყურადღება და ჩვენი ფინანსები ახლა დენიემს მიაქვს. გოგოები არ აპროტესტებენ, ძმა ძალიან უყვართ და მის მოვლაშიც მეხმარებიან. მე ხომ დიაბეტი მაქვს, ამიტომ მალე ვიღლები. აი, ნახეთ! მარი ახლა სასადილოში იყო და პური მოიტანა. პური დენის ტკბილეულს უნაცვლებს. ნახეთ, როგორ ღეჭავს! ჭამა ისე უყვარს… ჩემი „გოჭუნა“! შეხედეთ, ნახეთ, რა საყვარელია!

„პურო, ახლა შეგჭამ!“

როგორ ცხოვრობდით, სანამ დენიემი გაჩნდებოდა?

ნათია: ვერ ვიტყვი, რომ თავზე გადაგვდიოდა, მაგრამ ნორმალურად ვცხოვრობდით. ჩემი ქმარიც მუშაობდა და მეც… არა, მაღალ თანამდებობებზე-მეთქი, ვერ ვიტყვი – ჩემი ქმარი მეეზოვეა, მე კი რესტორანს ვალაგებდი. სამუშაო კი ბინძურია, მაგრამ სამაგიეროდ პატიოსანი შრომით ნაშოვნი ფულია სუფთა. მერე დენიემი გაჩნდა… მაგრამ პრობლემები ჯერ კიდევ მშობიარობისას შეიქმნა…

ეს დენისთვის საშიშია?

ნათია: ძალიან საშიშია! ტკივილგამაყუჩებლების მუდმივი მიღება ორგანიზმს ანადგურებს… და ბავშვს საშინლად სტკივა! მას ხომ სირბილი უნდა… ასეთი უბედურება რატომ დაგვემართა?! რა სამწუხაროა!.. არც მკურნალობის ფული გვაქვს. ბანკიდან სესხი გამოვიტანეთ, რომ სპეციალური პროცედურების ღირებულება დაგვეფარა. მასაჟის 50 სეანსი ჩავიტარეთ, მაგრამ ახლა სესხს აღარავინ გვაძლევს. ჯერ წინა სესხი უნდა დავფაროთ. მაგრამ როგორ? მე მუშაობა არ შემიძლია, მთელი დღე დენიემი მიჭირავს ხელში. გოგოებს ვერ დავუტოვებ – ნერვიულობენ, რომ შეიძლება ძმას რამე ატკინონ. ჩემი ქმარი მეეზოვედ მუშაობს და 600 ლარი აქვს ხელფასი. ჭამაც ხომ გვინდა, არა?! სასადილოდან რაც მოგვაქვს, არ გვყოფნის. თანაც ბავშვები ამას ყოველთვის ვერ ჭამენ. კი ყველაფერი ესმით და ჭირვეულები არ არიან, მაგრამ…

„კი ვეთამაშებით, მაგრამ ფეხი მოსვენებას არ აძლევს და სულ დედას ეძახის!“

ლიზი (8 წლის): სამაგიეროდ, შიმშილისგან გამხდრები ვიქნებით. არა, დე? მულტფილმის პრინცესებივით.

რომელი პრინცესები მოგწონს?

ლიზი: რა თქმა უნდა, ფიფქია! იცით, რატომ? მას მეგობრები ჰყავს – შვიდი ჯუჯა, მე კი მიყვარს, როცა ადამიანს ბევრი კეთილი მეგობარი ჰყავს.

შენც ბევრი მეგობარი გყავს?

ლიზი: როგორ გითხრათ… ორი „ცალი“ – ანასტასია და ანდრია.

– უცებ მთელმა საქართველომ შენთან დამეგობრება რომ მოინდომოს, მერე რამდენი „ცალი“ იქნება?

ლიზი: შეუძლებელია! მათ ხომ საკუთარი შვილები ჰყავთ?! ანასტასიას და ანდრიას კი ჩემი ესმით…

– რას ნიშნავს „ესმით“?

ლიზი: იციან, რატომ შეიძლება ვიყო მოწყენილი, რამ შეიძლება გული მატკინოს… და ალბათ, თუ ვინმემ მაწყენინა, დამიცავენ კიდეც. წამოდით, რაღაცას გაჩვენებთ! მე ისინი ჩემი საწოლის გვერდით დავხატე! მართალია, ძალიან არ ჰგვანან, მაგრამ ეს პატარა – ანასტასიაა, დიდი კი ანდრია. შენს მეგობრებს კედლებზე შენც ხატავ?

„აი, ჩემი მეგობარი ანასტასია!“

„ეს კი ანდრიაა! ისინი მართლა ასეთი უშნოები არ არიან, უბრალოდ ხატვა არ ვიცი.“

– ვა, რა ლამაზი ხატვა გცოდნია!

ლიზი: რა ხუმარა ხარ! აი, მარი ისე ხატავს – გაგიჟდები! შეუძლია მთელი დღე იჯდეს და ხატოს. წამო, ვთხოვოთ და შენც დაგხატავს!

– მარი, ლიზიმ მითხრა, რომ შეგიძლია დამხატო. მართალია?

მარი (14 წლის): დახატვას კი შევძლებ, მაგრამ თქვენ რამდენად გემსგავსებათ – არ ვიცი. მოდი ვცადოთ!

„წერტილი, წერტილი, მძიმე, ცხვირი, პირი, რკალი…“

„და გამოვიდა ადამიანი!“

ყველაზე ძვირფასი საჩუქარი საკუთარი ხელით გაკეთებული საჩუქარია!

– რა მაგარია! დავიჯერო, ასეთი ლამაზი ვარ?

მარი: კი, კარგი ხარ! ეს ჩემგან საჩუქრად! მართლა გამომართმევ? იცი, შემიძლია მთელი დღე ვხატო. გაკვეთილებზეც ვზივარ და ვხატავ. ზოგჯერ მასწავლებლები კი მეჩხუბებიან, მაგრამ როცა კარგად ვპასუხობ და დავალებებსაც ვაკეთებ, მეუბნებიან: „კარგი, ჰო, ხატე!“

– ხატვის გარდა, კიდევ რის კეთება გიყვარს?

მარი: მე ჩემი სამყარო მაქვს და ყველა ნახატი ჩემი ახლო მეგობარია. ადამიანებთან ურთიერთობა არ მიყვარს, ან არ ვიცი… მარტო ყოფნა მიყვარს. ყველა ჩემი თანატოლი გათხოვებაზე ლაპარაკობს, ყველას შეყვარებული ჰყავს, მე კი არა. მარტო ყოფნა მინდა. არ იფიქროთ, რომ მშობლები მიშლიან, ან ლიზი და დენიემი; უბრალოდ მინდა, რომ ხელს არავინ მიშლიდეს.

– რაზე ოცნებობ? რას შეცვლიდი შენს ცხოვრებაში?

მარი: იმაზე, რომ ლიზი და დენი მიჯერებდნენ…

– მშობლები თუ გიჯერებენ?

მარი: დიახ! (ხითხითებს.) ისინი საუკეთესოები არიან! მამას იშვიათად ვხედავ, რადგან დილიდან საღამომდე მუშაობს. ძალიან მენატრება!

„როცა მამა სამსახურში მიდის, ჯერ კიდევ ყველას სძინავს; სახლში კი ძალიან დაღლილი ბრუნდება.“

– ერთ გოგოს ვიცნობდი, რომელსაც ძალიან რცხვენოდა, რომ დედამისი ქუჩებს გვიდა. დანახვისას მას გვერდსაც კი უვლიდა.

მარი: აღარ გააგრძელოთ! როგორ შეიძლება საკუთარი მშობლების გრცხვენოდეს?! მამა რომ დავინახო, მივირბენ და ჩავეხუტები. ის ხომ ჩვენთვის ცდილობს?! რა სისულელეა!

– მარი, ზრდასრული ადამიანივით მსჯელობ…

ლიზი: ზრდასრული რომ ხარ, საინტერესო არაა! გაზრდა არ მინდა!

– რატომ? გგონია ბავშვები უკეთესად ცხოვრობენ?

ლიზი: აბა რა! ზრდასრული ადამიანები თავისუფლები არ არიან. აი, მოვინდომე და სათამაშოდ, მულტფილმის საყურებლად ან კიდევ რამის გასაკეთებლად წავედი. დედა კი ზრდასრულია. გგონიათ, შეუძლია? არა, რა თქმა უნდა! მთელი დღე ხელში დენიემი უჭირავს და ხან აჭმევს, ხან სახლს ალაგებს… თამაშისთვის სულ არ სცალია, არც მულტფილმებს უყურებს ხოლმე. განა ეს ცხოვრებაა?! არააა, მინდა სულ ბავშვი ვიყო!

– არასოდეს გამიგია, რომ ბავშვი ასე მსჯელობდეს… მაგრამ მართალი ხარ!

ლიზი: გეუბნები… გინდა, ჩემი პრინცესის კაბა განახო? ასეთი ფიფქიას აქვს! ნახე! ლამაზია, არა?

„ამ კაბას რომ ვიცვამ, პრინცესა ვარ!“

„როცა დამიპატარავდება, შენ გაჩუქებ!“

– როცა დაგიპატარავდება, მათხოვებ? ძალიან ლამაზია!

ლიზი: რა სასაცილო ხარ! ჩემთან ერთად რომ სწავლობდე, ვიმეგობრებდით და კედელზე ანასტასიას გვერდით დაგხატავდი.

– ამაზე უკეთესი კომპლიმენტი არასდროს მომისმენია. მართლა ძალიან კარგი გოგონები ხართ! დიდი მადლობა თქვენს მშობლებს, რომ ასეთები გაგზარდეს!

ნათია: მე და ჩემი ქმარი მართლა ძალიან ვცდილობთ, რომ მათ მთელი ჩვენი სიყვარული მივცეთ. მადლობა ღმერთს, რომ ასეთები არიან! ეს მართლა დიდი ბედნიერებაა!

„ერთი ნაბიჯი, ორი ნაბიჯი… სიარულს ვსწავლობთ.“

– ნათია, მოდი ჩვენი საუბარი შევაჯამოთ. ახლა ყველაზე მეტად რა გჭირდებათ?

ნათია: პირველ რიგში, თანხა გვჭირდება, რომ დენის 20 მასაჟი გავუკეთოთ. ეს 1000 ლარია. მაცივრისთვის და გაზქურისთვისაც მადლობელი ვიქნები. სარეცხი მანქანაც გაფუჭებულია, მაგრამ ამდენს ნამდვილად ვერ გთხოვთ… ჩემთვის ყველაზე მთავარი ჩემი შვილია.

– და გოგონებს რა უნდათ?

ლიზი: მე გეტყვი, მე! ძალიან მინდა სარკე! იცი, როგორი? აი, ისეთი, მაგიდაზე რომ დევს, რომელშიც შეგიძლია ჩაიხედო და ჩაიხატო… და ველოსიპედი… და კანფეტები… მე მოვრჩი, ახლა მარიმ თქვას!

მარი: მე მხოლოდ ერთი ოცნება მაქვს – კომპიუტერი. სულ ესაა!

„პატარა “გოჭუნას“ შეუძლია ნახევარი პური შეჭამოს!“

***

აი, კიდევ ერთი ამბავი დასრულდა, თუმცა მათ შესახებ კიდევ ძალიან ბევრი რამის მოყოლა შეგვიძლია. ამ მშვენიერ ბავშვებს, რომლებიც სამყაროზე ჯერ კიდევ არ გაბოროტებულან, ჩვენი დახმარება და მხარდაჭერა სჭირდებათ. პირველ რიგში, მოდი პატარა დენიემს დავეხმაროთ, რომ მან სიარული შეძლოს და ყოველი ნაბიჯი ტკივილს არ აყენებდეს. დავეხმაროთ დედას ტექნიკით და სურსათით, რომ მან აღარ იდარდოს და ბავშვების გამოკვება შეძლოს; გოგონებს კი უბრალოდ მათი სანუკვარი ოცნებები ავუსრულოთ – კომპიუტერი, სარკე და ველოსიპედი. დანარჩენი კი – თქვენი შეხედულებისამებრ.

შეგიძლიათ მათ სტუმრად ეწვიოთ: შინდისი, წინანაურის პირველი შესახვევი №3

მეგობრებო, მეზურნიშვილების ოჯახის დახმარების მიზნით, ჩერნოვეცკის ფონდი საჯაროდ იწყებს თანხების შეგროვებას.

აუცილებლად გააზიარეთ ჩვენი პოსტი, რომ ამ ოჯახის გასაჭირის შესახებ შეიტყონ თქვენმა მეგობრებმაც! ეს ძალიან მნიშვნელოვანია!

უფალი გვაძლევს ისეთ ადამიანებზე ზრუნვის შესაძლებლობას, რომლებსაც ამის გაკეთება თავად არ შეუძლიათ. გაჭირვებული ადამიანები – ზეციური საჩუქარია, რათა ჩვენ შევძლოთ ღვთისადმი სიყვარული არა სიტყვებით, არამედ საქმით დავამტკიცოთ!

მეგობრებო, თქვენთან კიდევ ერთი თხოვნა გვაქვს – თუკი შეიტყობთ, რომ თქვენს ნაცნობს ან მეზობელს დახმარება სჭირდება, გთხოვთ გამოიჩინოთ გულისხმიერება და ამის შესახებ მოგვწეროთ ელექტრონულ მისამართზე: office-fsp@fsp.ge        

ჩვენი ფონდის ანგარიშია:

#GE15TB7194336080100003

#GE42LB0115113036665000

#GE64BG0000000470458000

(დანიშნულება: მეზურნიშვილების ოჯახი).

თანხის გადმორიცხვა შეგიძლიათ ჩვენი ვებ-გვერდის მეშვეობითაც.

ჩვენი ფონდი შეგიძლიათ იხილოთ Instagram https://www.instagram.com/chernovetskyi.fund/ და Telegram https://t.me/ChernovetskyiFund

ასევე, თანხის გადმორიცხვა შესაძლებელია TBCpay და ExpressPay ტერმინალებიდან. ქვეთავში “ქველმოქმედება“ მოძებნეთ ჩვენი ფონდი (ფონდის დამატებით უფლება-მოვალეობებს შეგიძლიათ გაეცნოთ ბმულზე https://goo.gl/GY2Gus).

ერთი ზარი გადაარჩენს სიცოცხლეს: 0901 200 270

დენის ყოველი გადადგმული ნაბიჯისთვის გლოცავთ!

კეთილო ადამიანო, ახლავე გააზიარე პოსტი და ღვთისნიერი
საქმის კეთებაში შენს მეგობრებსაც დაეხმარე!

„პატარავ, ძირს ჩადი, აბა… მიდი, ჩემი გოჭი, გვაჩვენე,
ფეხზე როგორ დგახარ! ხედავთ? თავისით დგას, წამალი არ მიმიცია“, – დედა, ნათია, სიხარულით
და სინაზით არის სავსე.

ეს პატარა დენია, მეგობრებო, – უსაყვარლესი ბიჭუნა,
რომელზეც მთელი მისი ოჯახი გიჟდება და რომელმაც ჩვენც შეგვაყვარა თავი. გახსოვთ, როგორ
ვდარდობდით მასზე? დენის დაბადების ტრავმა აქვს – მენჯ-ბარძაყის სახსრის დისპლაზია.
მისთვის ყოველი მოძრაობა, ყოველი ნაბიჯი ტკივილია; მაგრამ ახლა შეგვიძლია გავიხაროთ,
– პროგრესი სახეზეა! თუმცა ჩვენ მას ისევ ვგულშემატკივრობთ, ვლოცულობთ მისთვის და სრულ
გამოჯანმრთელებას ვუსურვებთ.

ექიმების დანიშნული სპეციალური მასაჟების 100 სეანსიდან
ოჯახმა მხოლოდ ნახევრის ღირებულების გადახდა შეძლო, ისიც ვალებით… მაგრამ ფონდის
მეგობრებმა დენის მასაჟების სრული კურსის გავლის შესაძლებლობა მისცეს და ახლა პატარა
თავს ბევრად უკეთ გრძნობს! ის ნელა, მაგრამ თავდაჯერებით სწავლობს სიარულს, მისი დედა,
ნათია კი ყველას გულით გლოცავთ!

ჩემი ბედნიერება შენი ჯანმრთელობაა, ჩემო ბიჭუნავ!

ნათია, პოსტის გამოქვეყნებიდან დიდი დრო არ გასულა. შევძელით თუ არა თქვენი
დახმარება? გვითხარით, რა შეიცვალა თქვენს ცხოვრებაში პოსტის გამოქვეყნების შემდეგ?

ნათია:ეს პოსტი ჩვენი ოჯახისთვის
გარდამტეხი აღმოჩნდა. რა თქმა უნდა, მე და ჩემმა ქმარმა ვიცოდით, რომ საქართველოში
კეთილი ხალხი ცხოვრობს, მაგრამ ამდენი?! ნუთუ ამდენნი არიან ისინი, ვისაც სხვისი გასაჭირი
გულთან ახლოს მიაქვს და ვინც ყოველთვის მზად არის დასახმარებლად და მხარდასაჭერად?!
ეს ჩვენთვის იმხელა ბედნიერებაა! თქვენით ვამაყობთ, ჩვენო ძვირფასო მეგობრებო! დასახმარებლად
გაერთიანება, მართლაც რომ, მხოლოდ ქართველს შეუძლია! მთელი ჩვენი ოჯახი გულწრფელ მადლობას
გიხდით!

ერთი კვირაც არ იყო გასული, რაც ხალხმა ჩვენი გასაჭირის
შესახებ შეიტყო, რომ უცნობმა ქალმა დამირეკა და დახმარება შემოგვთავაზა. როგორც მითხრა,
თვითონაც მრავალშვილიანი დედა იყო, – ხუთი შვილი ჰყავს. ეს ქალი მხოლოდ ფინანსურად
კი არ დამეხმარა, არამედ მასაჟისტიც გამაცნო. სპეციალისტმა დენის მასაჟების დარჩენილი
კურსი სრულიად უფასოდ ჩაუტარა, რაც ჩვენს პატარას ძალიან დაეხმარა: ტკივილები ნელ-ნელა
ჩაუცხრა. ტკივილგამაყუჩებლებს ჯერ კიდევ სვამს, მაგრამ ბევრად იშვიათად. ახლა სიარულსაც
სწავლობს, თუმცა ნაბიჯის გადადგმა, ჯერჯერობით, უჭირს. ბავშვის გამოჯანმრთელების იმედი
მოგვეცა. უბრალოდ საშინელებაა, როცა შენი შვილის ტანჯვას უყურებ და ვერაფრით ეხმარები.
ამას ყველა დედა ვერ გაუძლებს…

ყველაზე მეტად რა დაგამახსოვრდათ?

ნათია: ჩემზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა იმ ადამიანების
სიკეთემ და თავმდაბლობამ, ვინც დახმარების ხელი გამოგვიწოდა:იმ ქალის, რომელმაც დაგვირეკა
და მასაჟისტი გაგვაცნო და თავად მასაჟისტის, რომელმაც ჩრდილში დარჩენა ამჯობინა. მათ
სახელებს ვერ დავასახელებ, მაგრამ ამ გულმოწყალე ადამიანებისთვის ყოველდღე ვლოცულობ.

თავიანთიკეთილი საქმეების შესახებ ყვირილი და ბუკის კვრაარც სხვებმა მოინდომეს. ანონიმურად დამეხმარნენ. საოცრებაა!მე თქვენ არ გიცნობთ და არცთქვენიგაცნობის საშუალება მქონია,
მაგრამ თქვენ ჩემს ოჯახზე, ჩემს შვილზე იზრუნეთ და ღმერთმა ქნას, ჩემმა ლოცვა-კურთხევამ
თქვენამდეც მოაღწიოს.

ნათია, რა რეაგირება მოახდინეს თქვენს პრობლემებზე ადგილობრივი ხელისუფლების
წარმომადგენლებმა? ბოლოს და ბოლოს, გასაჯაროებულ პრობლემაზე რეაგირებაა საჭირო.

ნათია: მათგან არანაირი დახმარება
არ მიმიღია. ჩემს ოფიციალურ მიმართვაზე, თხოვნაზე და გამოქვეყნებულ პოსტზე ყურიც კი
არ შეიბერტყეს.

რეაგირება ჟურნალისტების მხრიდან იყო. ერთ-ერთი მთავარი
არხის წარმომადგენლები მალევე გამოგვეხმაურნენ და დაგვპირდნენ, მოვალთ და რეპორტაჟს
გადავიღებთო.

– რას ნიშნავს ფონდის მეგობრების დახმარება და მხარდაჭერა
პირადად თქვენთვის?

ნათია:

ძალიან ბევრს!.ეს ყოვლისმომცველი
დახმარებაა – ფინანსურიც და მორალურიც! ყველაზე დიდი საშინელება ისაა, როცა შენს პრობლემებთან
მარტო დარჩენა გიწევს, როცა მთელი მსოფლიო შენს დახმარების თხოვნაზე თავს იყრუებს!
მაგრამ საქართველოში ეს შეუძლებელია! ამაში თქვენ დაგვარწმუნეთ; სითბო, სიკეთე გაგვიზიარეთ, იმედის სხივი ჩაგვისახეთ
გულში, საკუთარ ჯიბეს მოაკელით და წყალობა გამოიჩინეთ;თუმცა, სავსებით შესაძლებელია, რომ ეს ფული თქვენ
თვითონაც ძალიან გჭირდებოდათ.

პირველად დიდი ხნის განმავლობაში,
ჩემმა შვილებმა დანაყრებულებმა დაიძინეს. დიდი მადლობა, რომ ჩემს შვილებზე იფიქრეთ!
დიდი მადლობა, რომ ჩემზე იფიქრეთ და დაღლილობა და ზედმეტი ტანჯვა ამარიდეთ თავიდან.
ფონდის ნაჩუქარი სარეცხი მანქანა საყოფაცხოვრებო საქმეების უფრო სწრაფად და მარტივად
კეთებაში მეხმარება. ადრე ხომ ცივ წყალში ხელით ვრეცხავდი?!აღარც ზამთარში გავიყინებით
და საკუთარ სახლში დისკომფორტს აღარ ვიგრძნობთ – ახლა გაზის გამათბობელი გვაქვს.

ლიზი: „დედიკოს საქმეს ეს მანქანა აკეთებს, დედას
კი ჩვენთვის უფრო მეტი დრო აქვს.“

  დენისთვის საფენებიც
დროული იყო და პლანშეტი ჩემი გოგონებისთვის მართლაც მისწრებაა. ახლა შეუძლიათ ონლაინ
გაკვეთილებს დაესწრონ, ითამაშონ, თანატოლებს ელაპარაკონ ინტერნეტში, ფილმებს უყურონ…
ამ საჩუქარმა ისინი ძალიან გაახარა.

თქვენ იმდენ საკითხში დაგვეხმარეთ! ამ მზრუნველობამ
უაღრესად შემძრა – თქვენ საკუთარი ოჯახივით იზრუნეთ ჩვენზე.

როცა საკვების მარაგი გაქვს, თვალსაც უხარია და
გულსაც.

ლიზი, შენ რა გაგიხარდა ყველაზე მეტად?

(სახლში ნათიას შუათანა გოგონაა, ამიტომ კითხვებს მას ვუსვამთ.)

ლიზი: ის, რომ ჩემი ძმა უკეთაა. დენის ფეხზე დგომა შეუძლია და აღარ ტირის. როცა ტიროდა,
ისეთი შეგრძნება მქონდა, თითქოს მეც მტკიოდა. ახლა კი ისე ძალიან აღარ ტირის. არა,
პატარავ?

პლანშეტიც ძალიან მომეწონა. დიდი მადლობა! მე და მარი
ინტერნეტში ერთად შევდივართ და ვთამაშობთ. საერთო პლანშეტია. თუ სკოლა ისევ ონლაინში
რეჟიმში გადავა, აღარ მეშინია, რომ გაკვეთილების გაცდენა მომიწევს.

პლანშეტით საღამოები უფრო სახალისო და საინტერესო
გახდა

„შეიძლება კიდევ რაღაც რომ გთხოვთ? თუ აღარ შეიძლება?“
– უცებ კითხულობს ლიზი.

რა გინდა, აბა?

ლიზი: საჭმელი! ჭამა ისე
მოგვეწონა… და რამე ტკბილი…

ჩვენს ბენეფიციარებს ყოველთვის ვუსვამთ კითხვას: „კიდევ
რა დახმარება გჭირდებათ? რის გაკეთება შეუძლიათ თქვენთვის ფონდის მეგობრებს?“ მაგრამ
ამ პასუხის შემდეგ ყველა მომდევნო კითხვამ აზრი დაკარგა. ისედაც ყველაფერი ნათელია.
ბავშვის პირით სიმართლე ღაღადებსო. ლიზის სიტყვები მისი გულწრფელი დარდია შიმშილზე.

ლიზისთვის უბრალო მაწონიც კი ნამდვილი ნუგბარია

ნათია (ოხრავს და აღიარებს): ყველაზე ცუდი ისაა, რომ მუდმივად ვშიმშილობთ. სხვა საჩუქრების
გარდა, ახალი, შესანიშნავი გაზქურაც მოგვიტანეთ, რომელზეც შეგვიძლია საჭმელი სწრაფად
და ხარისხიანად მოვამზადოთ. მაგრამ რისგან?! სავებითითქმის არ გვაქვს… და საჭმლის შესანახი ადგილიც არაა, რადგან
მაცივარი არ გვაქვს. დენის ავადმყოფობას თუ გავითვალისწინებთ, ამ ყველაფრის ყიდვა ჩვენთვის
უბრალოდ არარეალურია. მთავარია, ჩემი შვილი ბოლომდე გამოჯანმრთელდეს. ნებისმიერი, ყველაზე
მცირე დახმარებაც კი, ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი და ფასდაუდებელია.

ცხოვრებისეული გაჭირვების მიუხედავად, მეზურნიშვილების
ოჯახი იმედს არ კარგავს

მადლობელი ვიქნები ყველასი, ვინც გულგრილი არ დარჩება!
ყოველდღე ვევედრები უფალს მათთვის, ვინც ჩვენი გასაჭირის დაძლევაში წვლილი შეიტანა.
როცა ვხედავ, რომ ჩემი შვილები დანაყრებულები არიან, მამაზეციერს და ყველა კეთილ ადამიანს
მადლობას ვუხდი, რომ ასეთ მძიმე დროს გვერდში დაგვიდგნენ!

***

ფოტოზე გამოსახულმა ბედნიერმა ღიმილმა არ შეგაცდინოთ.
ყველაზე მთავარი გულით უნდა დაინახოთ. ბედნიერება ცოტა ხანი გრძელდება, არსებული სერიოზული
პრობლემები კი ერთ დღეში არ ქრება.

პატარა გოგონებს სასწაულების ჯერ კიდევ სჯერათ. მათ
ნებისმიერი რამის თხოვნა და ნებისმიერი სურვილის ჩაფიქრება შეუძლიათ, მაგრამ ლიზიმ
მხოლოდ საჭმელი და ტკბილეული ითხოვა… ამ დროს ამ საწყალი ოჯახის უბედურების სიღრმეს
მთელი სიმძაფრით აცნობიერებ, რადგან ბავშვები სიღატაკისგან იმდენად არიან დათრგუნულები,
რომ საკვები მათთვის ოცნების ზღვარი ხდება.

თქვენ უკვე ბევრი გააკეთეთ იმისთვის, რომ ამ ოჯახის
ცხოვრება შეგეცვალათ, – უღრმესი მადლობა ამისთვის! ისინი მართლა შეიცვალნენ, ამიტომ
მოდი კარგ წამოწყებას ნუ მივატოვებთ და მათ იმედს ნუ დავუკარგავთ! იმაზე კარგი არაფერია,
ვიდრე ახლობლის დახმარება და მისი გაბედნიერება.

თუკი გიმძიმთ საყოფაცხოვრებო სირთულეებისა და გადაუჭრელი
საკითხების გამო, რამდენიმე წამით ყურადღება ჩვენს „ფეისბუქის“ პოსტებზე გადაიტანეთ;
ან უმჯობესია, ჩვენს ნებისმიერ ბენეფიციარს დაურეკოთ და ყველა თქვენი პრობლემა უმნიშვნელოდ
მოგეჩვენებათ იმათთან შედარებით, ვისაც მისი ცხოვრების ყველაზე მძიმე წუთს დაეხმარეთ.

მათ პრობლემებთან შედარებით ჩვენი პრობლემები არაფერია!
აი, ნამდვილი გაჭირვება! ის თქვენ წინაშეა! უფალს მადლობა შესწირეთ იმისთვის, რაც გაგაჩნიათ!
თქვენ უბედნიერესი ადამიანი ხართ! გახსოვდეთ ეს და დაეხმარეთ გაჭირვებულებს.

სამწუხაროდ, ამ და კიდევ უამრავი სხვა ოჯახის პრობლემები
არ დასრულებულა, ამიტომ დროდადრო დაათვალიერეთ ხოლმე ამ საბრალო ხალხის ისტორიები ჩვენს
ვებ-გვერდზე და ესაუბრეთ მათ. ყოველ ჯერზე, როდესაც მორიგი უბედური ადამიანის ნომერს
აკრეფთ, თქვენ აუცილებლად იგრძნობთ უფლის კურთხევას! აუცილებლად! გააგრძელეთ ამ ოჯახების
დახმარება! სწორედ ეს არის საუკეთესო ღვთისმსახურება!

თქვენი სიკეთე არის შესაძლებლობა, რომ თავადაც ყველაფერში
ბედნიერი იყოთ!

მეგობრებო, კიდევ ერთხელ, დიდი მადლობა ყველას!

ჩვენი ფონდის ანგარიშია:

#GE15TB7194336080100003

#GE42LB0115113036665000

#GE64BG0000000470458000

(დანიშნულება:მეზურნიშვილების ოჯახი).

თანხის გადმორიცხვა შეგიძლიათ ჩვენი ვებ-გვერდის მეშვეობითაც:
https://chernovetskyifund.ge/ge/projects/761-mezurnishvili/

თანხის ჩარიცხვა ასევე შესაძლებელია
TBCpay, ExpressPay ტერმინალებიდან. ქვეთავში “ქველმოქმედება“ მოძებნეთ ჩვენი ფონდი
(ინფორმაციას ფონდის დამატებითი უფლება-მოვალეობების შესახებ შეგიძლიათ გაეცნოთ ბმულზე
https://goo.gl/GY2Gus).

მხოლოდ ერთ ზარს
სპეციალურ ტელეფონის ნომერზე: 0901 200 270 შეუძლია ვიღაცის სიცოცხლე გადაარჩინოს!

დაფიქრდით იმაზე, რომ გაჭირვებულთა დახმარებით და მათი ტკივილის გაზიარებით,
ჩვენ ვზრუნავთ საკუთარ სულზე და ვუახლოვდებით უფალს!

თარიღი
სახელი
თანხა
სტატუსი
2021 სექ 15
საყოფაცხოვრებო ტექნიკა
1165.00₾
2021 სექ 15
პამპერსები
99.56₾
2021 სექ 15
პროდუქტები
149.66₾
2021 სექ 20
პლანშეტი
300.00₾
2021 სექ 30
ფონდის ზედნადები ხარჯები
645.00₾
2021 ოქტ 11
გაზის გამათბობელი
599.00₾
2021 ნოე 04
პროდუქტები
249.44₾
2021 დეკ 10
გაზის წყლის გამაცხელებელი
450.00₾
2021 დეკ 16
პროდუქტები
299.75₾
2022 იან 03
პამპერსები
149.18₾
2022 იან 25
პროდუქტები
393.83₾
2022 მარ 31
ფონდის ზედნადები ხარჯები
255.00₾

სულ ხარჯები:

4755.42₾

დარჩა:

0.08₾
შემოწირულობის გაღება
თანხა
დავით ყეინაშვილი
27.03.2022 20:00:00
₾10.00
მაკა დავითაია
27.03.2022 20:00:00
₾30.00
მედეა ფაღავა
26.03.2022 20:00:00
₾5.00
ლია კახიძე
26.03.2022 20:00:00
₾10.00
ქინქლაძე ლაშა
21.03.2022 20:00:00
₾100.00
ზვიადაძე თამარი
18.03.2022 20:00:00
₾50.00
მეტრეველი მირიან
06.03.2022 20:00:00
₾50.00
თენგიზ ბერიაშვილი
06.01.2022 20:00:00
₾5.00
ნათია ჯახია
25.12.2021 20:00:00
₾10.00
თამილა კოპერინა
22.12.2021 20:00:00
₾5.00
ოშაყმაშვილი გოჩა
21.12.2021 20:00:00
₾5.00
მარიამი ვარდოსანიძე
21.12.2021 20:00:00
₾1.00
გიორგი შალამბერიძე
19.12.2021 20:00:00
₾5.00
ქებურია კახაბერ
17.12.2021 20:00:00
₾7.00
ქებურია კახაბერ
17.12.2021 20:00:00
₾7.00
ანა წიკლაური
17.12.2021 20:00:00
₾5.00
უჩა ფუხაშვილი
17.12.2021 20:00:00
₾1.00
ხერგიანი ნათია
16.12.2021 20:00:00
₾1.00
ზურაბ შაიშმელაშვილი
16.12.2021 20:00:00
₾1.00
ბაკური თათელიშვილი
16.12.2021 20:00:00
₾100.00

შემოწირულია:

₾4,755.50

366 დონორი

აირჩიეთ თანხა:

Გადახდის საშუალება:

გამოწერა:

შემოწირულია:

₾4,755.50

366 დონორი

დასრულებული!

მათ ძალიან სასწრაფოდ სჭირდებათ თქვენი დახმარება