რეგულარული გადახდების ფუნქცია ხელმისაწვდომია
ერთი ზარი გადაარჩენს სიცოცხლეს!
ტელეფონის ნომერი:
ფასი (გაითვალისწინეთ):
1 call - ₾2 GEL
მობილური პროვაიდერები
დაეხმარეთ! გააგზავნეთ სმს
თქვენ შეგიძლიათ გადაარჩინოთ ვინმეს სიცოცხლე და დაუახლოვდეთ ღმერთს! გაგზავნეთ SMS ნომერზე 97100 შეწირეთ ₾3 GEL
კოპირებულია
მეგობრებო, როდესაც ნახავთ, როგორ ცხოვრობს ეს საბრალო ხალხი, ნამდვილად შეძრწუნდებით. ისინი “კეთროვნები” არიან. არა ჩვენთვის კი არა, – ადამიანებისთვის, რომლებმაც იციან, რომ ღმერთი არსებობს, – არამედ ჩინოვნიკებისთვის, რომლებიც ვალდებულები არიან, რომ ხალხს დაეხმარონ! ნუთუ მათ ჩვენც მივატოვებთ და ზურგს ვაქცევთ გასაჭირში? უბრალოდ შეხედეთ ამ ფოტოს!
Bank of Georgia
Ბანკის კოდი:
კოპირებულია
ნომერი:
კოპირებულია
TBC Bank
Ბანკის კოდი:
კოპირებულია
ნომერი:
კოპირებულია
Liberty Bank
Ბანკის კოდი:
კოპირებულია
ნომერი:
კოპირებულია
საქველმოქმედო ნომერი: ერთი ზარი გადაარჩენს სიცოცხლეს!
ტელეფონის ნომერი:
0901200270მეგობრებო, როდესაც ნახავთ, როგორ ცხოვრობს ეს საბრალო ხალხი, ნამდვილად შეძრწუნდებით. ისინი “კეთროვნები” არიან. არა ჩვენთვის კი არა, – ადამიანებისთვის, რომლებმაც იციან, რომ ღმერთი არსებობს, – არამედ ჩინოვნიკებისთვის, რომლებიც ვალდებულები არიან, რომ ხალხს დაეხმარონ! ნუთუ მათ ჩვენც მივატოვებთ და ზურგს ვაქცევთ გასაჭირში? უბრალოდ შეხედეთ ამ ფოტოს!
ნეიროფიბრომატოზი “კეთილთვისებიანი” სიმსივნეა, მაგრამ ის ადამიანის გარეგნობას ძალიან ცვლის
თქვენი შეშინება და პრობლემების გაზვიადება არ გვიყვარს. ჩვენ ყოველთვის სიმართლეს გიყვებით; სიმართლეს, რომელიც საკუთარი თვალით ვიხილეთ და საკუთარი ყურით მოვისმინეთ. ახლა კი თქვენი ჯერია! თქვენ უფლება გაქვთ იცოდეთ, როგორ კვდება ხალხი ჩვენს ქვეყანაში; ქვეყანაში, რომელიც ევროპისკენ ისწრაფვის, მაგრამ სადაც, სინამდვილეში, ხალხი იმაზე უარესად ცხოვრობს, ვიდრე აფრიკაში.
რა ასოციაციები გიჩნდებათ, როდესაც გესმით სიტყვა „კეთროვანი“? ისინი საზოგადოებიდან გარიყულები არიან; მათ გვერდს უვლიან, გაურბიან, მათი ეშინიათ… ქეთევან ბურდულს და მის შვილს, ვიქტორიას, სწორედ “კეთროვნებივით” გაურბიან. მათ აქვთ დაავადება, რომელიც გადამდები არ არის. ის მათ გენეტიკურად ერგოთ.
ჰიტლერი თვლიდა, რომ ამ შესანიშნავი ქალბატონების მსგავსი ადამიანები უნდა მოკლა, რათა მათ ერი არ „გააფუჭონ“! და ჩვენ? ჩვენ რას ვფიქრობთ, მეგობრებო?
იქნებ სჯობს უბრალოდ საქართველოდან გავაძევოთ? არა, ისინი კი არა, არამედ ის ნაძირალა ჩინოვნიკები, რომლებიც ამ ტანჯულ ხალხს ადამიანებად არ თვლიან! რით არიან ისინი ჰიტლერზე უკეთესები?!
ქეთევანს კანი მეჭეჭებით აქვს დაფარული. ურთიერთობის პირველ წუთებში უნებურად შიში გიტანს, თითქოს გრიმს უყურებ; თითქოს ეს რომელიღაც საშინელებათა ფილმის სპეცეფექტებია, ხოლო „დეკორაციები“, რომელშიც ეს ხალხი ცხოვრობს, ამ ფილმს იდეალურად შეეფერება: შპალერი კედლებს ძვრება, ჭერი სადაცაა თავზე დაგემხობა, ავეჯი კი უბრალოდ შიშის მომგვრელია… და ეს ყველაფერი არაა! ამ ფილმის ყველაზე საშინელი სიუჟეტი და მისი მთავარი გმირი შიმშილია!
ზოგჯერ არის დღეები, როდესაც ისინი პურის ნამცეცებს ხელის გულზე იგროვებენ და როგორც პატარა ბარტყს, ისე აჭმევენ ერთი წლის სერგოს… და როდესაც მშიერი ბიჭის ტირილის ხმა „დეკორაციების“ მიღმა გადის და მეზობელ სახლებამდე აღწევს, ვიღაც კეთილი ადამიანი ხვდება, რომ ბურდულების ოჯახს ისევ არაფერი აქვს საჭმელად და მათთვის საჭმელი მოაქვს, რომ ბავშვი მაინც დამშვიდდეს.
სახლის ყველა კუთხე-კუნჭულში ობი და ნესტია
გაცრეცილი კედლები, ძველი, დანგრეული ავეჯი, ნესტი და ლპობის სუნი – აი, ასეთ პირობებში ცხოვრობს ბურდულების ოჯახი!
– ქეთევან, მოგვიყევით, რა დაავადება გჭირთ?
ქეთევანი: ნეიროფიბრომატოზი, ანუ ფონ-რეკლინჰაუზენის დაავადება მაქვს. ეს კეთილთვისებიანი სიმსივნეა, მაგრამ ადამიანის გარეგნობას იმდენად ცვლის, რომ მისი ცნობა, ფაქტობრივად, შეუძლებელი ხდება. ზოგჯერ მისმა შედეგებმა შეიძლება ინვალიდობა ან სიკვდილიც კი გამოიწვიოს. მე მეორე ჯგუფის ინვალიდი ვარ. ნეიროფიბრომატოზის დროს სხეული წანაზარდებით იფარება. დროთა განმავლობაში კი ისინი უფრო და უფრო მრავლდებიან. წანაზარდი პირველად ვიკას გაჩენის შემდეგ გამომივიდა და მას შემდეგ, თანდათან, მთელ სხეულზე მომედო. ეს გენეტიკური დაავადებაა, რომელიც არ იკურნება.
– ანუ ეს დაავადება თქვენს ოჯახში ბევრს აწუხებდა?
ქეთევანი: ჩემს მშობლებს და ბებია-ბაბუას არა! ყოველ შემთხვევაში, ნეიროფიბრომატოზის გარეგნული გამოვლინებები არ ჰქონიათ. შეიძლება იგივე დაავადება რომელიმე წინაპარსაც აწუხებდა, მაგრამ ზუსტად არ ვიცი…
– თავს როგორ გრძნობთ? ტკივილები თუ გაქვთ?
ქეთევანი: თვითონ წანაზარდები ფიზიკურ ტკივილს ან ტანჯვას არ იწვევს, მაგრამ წლების განმავლობაში ისინი უფრო და უფრო მრავლდებიან და მთელ სხეულს ფარავენ, რაც ორგანიზმში სხვადასხვა სახის დარღვევებს იწვევს. მაგალითად, მხედველობა დამიზიანდა – ცალი თვალით საერთოდ ვეღარ ვხედავ, მეორეში კი მინუს 16 მაქვს. შვიდი წლის წინ, ბადურას აღდგენის მიზნით, სამი ოპერაცია გავიკეთე, მაგრამ მხედველობა მაინც არ გამიუმჯობესდა. მესმის, რომ ნეიროფიბრომატოზი არ იკურნება და მე მხოლოდ წამლები შემიძლია ვსვა, რომ რაც შეიძლება დიდხანს შევინარჩუნო სიცოცხლე; მაგრამ ჩემი შვილის და შვილიშვილის გამო ძალიან ვნერვიულობ. ჩემი გოგონაც ავადაა…
ვიქტორია: დედა, ნუ ნერვიულობ, ყველაფერი კარგად იქნება. ღმერთი ჩვენთანაა!
ქეთევანი: ჩემი თავი არ მადარდებს, შვილო. მინდა, რომ შენ და სერგო იყოთ კარგად. ვიტანჯები, რადგან ვერაფრით გეხმარებით!
– ვიქტორია, გამომდინარე იქიდან, რომ ნეიროფიბრომატოზი გენეტიკური დაავადებაა, ეს სენი თქვენც გჭირთ?
ვიქტორია: დიახ, მაგრამ ცოტა განსხვავებული სახით. სხეულზე არანაირი წანაზარდი არ მაქვს, მხოლოდ ერთი მაქვს, ნიკაპზე…. მაგრამ ნეიროფიბროზი შინაგან ორგანოებზე მქონდა. ერთი თირკმელი მთლიანად წანაზარდებით დაიფარა და ისე დაზიანდა, რომ ექიმებმა მითხრეს, უნდა ამოგაჭრათო. მთლიანად არა, მხოლოდ ნაწილობრივ ამომკვეთეს; მაგრამ მერე, როცა შვილი შემეძინა, კინაღამ ბავშვთან ერთად მოვკვდი. ერთი მთლიანი და მეორე დაზიანებული თირკმლით მშობიარობა ძალიან რთულია. ექიმები ასეთ გართულებებს არ ელოდნენ.
“ზოგჯერ სახლში ერთი ნაჭერი გამხმარი პურიც კი არ გვიგდია და მთელი დღეები ვშიმშილობთ.“
ქეთევანი: ღმერთმა შეგვიწყალა! დღემდე მიჭირს იმის გახსენება, რომ იმ დღეს კინაღამ შვილები დავკარგე! მაგრამ ვლოცულობდი, ძალიან ბევრს ვლოცულობდი და უფალს ვევედრებოდი, რომ ჩემი შვილისთვის და შვილიშვილისთვის სიცოცხლის შანსი მიეცა… მან ჩემი ლოცვა შეისმინა და ორივე გადარჩა!
ვიქტორია: მაგრამ ორიოდე თვის წინ ცუდად გავხდი. მუცლის ქვედა არეში ძლიერი ტკივილი ვიგრძენი. ექიმებმა საკვერცხეებზე კისტები აღმომიჩინეს. წამლები დამინიშნეს და უნდა ვიმკურნალო, მაგრამ ყველა საჭირო მედიკამენტის შეძენის საშუალება უბრალოდ არ მაქვს. ტკივილები ახლაც მაწუხებს და ზოგჯერ ისეთი ძლიერია, თითქოს შიგნით რაღაც გასკდა… ექიმთან დიდი ხანია აღარ ვყოფილვარ და არც კი ვიცი, რა ხდება ჩემს შიგნით. ხელმეორე გამოკვლევა მჭირდება, რომ გავარკვიო, შესაძლებელია თუ არა კისტის მედიკამენტოზური მკურნალობა თუ ქირურგიული ჩარევაა საჭირო, მაგრამ ფული არ მაქვს. თუმცა, საკუთარ ჯანმრთელობაზე როგორ ვიფიქრო, როცა სახლში, ელემენტარულად, ერთი ნაჭერი პური ან ჩაიც კი არ გვაქვს, რომ ბავშვი დავაპურო?!
ბავშვის დასაპურებლად სახლში ერთი ნაჭერი პური ან ჩაიც კი არ აქვთ.
– რა შემოსავალი აქვს თქვენს ოჯახს?
ქეთევანი: სოციალურ დახმარებას არ ვიღებთ. მხოლოდ ჩემი ინვალიდობის პენსია გვაქვს – 140 ლარი და ბავშვის შემწეობა – 50 ლარი. აი, ამ თანხაზე ვცხოვრობთ! ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო, არც მე და არც ვიკას მუშაობა არ შეგვიძლია; მაგრამ როგორ უნდა ვიცხოვროთ, უკვე აღარ ვიცი!
– სახელმწიფოსთვის დახმარება არ გითხოვიათ?
ქეთევანი: კი და არა ერთხელ! ჩუმ უარს გვეუბნებიან. ადრე სოციალურ დახმარებას კი ვიღებდი, მაგრამ ორი წლის წინ მოგვიხსნეს. შუქზე დიდი გადასახადები მოგვივიდა. ძველი ელექტროქურა გვაქვს და ზამთარში იმით ვთბებოდით. გათბობის სხვა საშუალება უბრალოდ არ გვქონდა. ხელისუფლებამ გვაცნობა, – რადგან ამდენ ელექტროენერგიას ხარჯავთ, ესე იგი, გადასახადების გადახდის ფულიც გაქვთო. აი, ასე მსჯელობენ!
ვიქტორიას ნეიროფიბრომატოზი სხეულის შიგნით განუვითარდა, მაგრამ წანაზარდი სახეზეც ეტყობა
– არავინ გეხმარებათ?
ქეთევანი: მეზობლები ძალიან გვეხმარებიან; ნათესავებიც – როცა შეუძლიათ. იცით, მე დედისერთა ვარ – და-ძმები არ მყავს. ჩემი ქმარი ოთხი წლის წინ გარდაიცვალა. ჩემი ერთადერთი ნათესავები – ვიკა და ჩემი შვილიშვილი, სერგოა. შორეული ნათესავები კი მყავს, მაგრამ ყველას საკუთარი ოჯახი და პრობლემები აქვს; თუმცა ზოგჯერ მაინც გვეხმარებიან, რითაც შეუძლიათ. მეზობლების ძალიან მადლიერი ვარ! ისინი რომ არა, ალბათ შიმშილით მოვკვდებოდით. დაიჯერებთ, ზოგჯერ სახლში გამხმარი პურიც კი არ გვიგდია?! სერგო კი ტირის, რადგან ძალიან შია. მე და ჩემი გოგონა შიმშილს როგორმე ავიტანთ, მაგრამ ბავშვს ამის ატანა არ შეუძლია, მუცელი სტკივა. რომ ტირის, სიკვდილი მინდება! მაგრამ ამ დროს შეიძლება მეზობელმა დააკაკუნოს და რაღაც მოგვიტანოს. ასეთ წუთებში უიმედობისა და სასოწარკვეთილებისაგან მეტირება…
– ქეთევან, რა დახმარება გჭირდებათ?
ქეთევანი: პირველ რიგში, სურსათი გვჭირდება! საჭმელი არ გვყოფნის და შეიძლება ითქვას, რომ ვშიმშილობთ. საკვებით დაგვეხმარეთ! დაგვეხმარეთ, რომ სერგო მაინც დავაპუროთ! მე და ჩემი შვილი უჭმელობას როგორმე ავიტანთ… წამლები, ექიმებთან ვიზიტი და გამოკვლევებიც გვჭირდება – მეც და ჩემს გოგონასაც. თუ ამაშიც დაგვეხმარებით, სიცოცხლის ბოლომდე თქვენი მადლიერი ვიქნები!
– სახლში რამე ხომ არ გჭირდებათ? ტექნიკა, ავეჯი…
ქეთევანი: ძველი საწოლები და დივანი გვაქვს, ნესტისგან ყველაფერი თითქმის მთლიანად დაიშალა. ტექნიკიდან მხოლოდ ელექტროქურა გვაქვს – სხვა არაფერი. ძველი მაცივარი გვქონდა, მაგრამ ისიც გაფუჭდა. თუ სახლში სურსათი გვაქვს, საჭმელს პატარ-პატარა ულუფებად ვამზადებ, რადგან საჭმლის შესანახი ადგილი არ გვაქვს. არც სარეცხი მანქანა გვაქვს და არც ტელევიზორი – არაფერი გვაქვს! ცივ წყალში ხელით ვრეცხავ. ზოგჯერ, ზამთარში, ხელები ისე მეყინება, რომ თითებს ვეღარ ვგრძნობ. თითქოს ჯოჯოხეთში ვცხოვრობთ!
– ქეთევან, ოდესმე გიფიქრიათ, რომ ასეთი პრობლემები შეგექმნებოდათ?
ქეთევანი: არა, ამის წარმოდგენაც კი არ შემეძლო! საკმაოდ შეძლებულ ოჯახში გავიზარდე. კარგი ბავშვობა მქონდა. როცა გავთხოვდი, მეც და ჩემი ქმარიც ვმუშაობდით და არაფერი გვაკლდა. ვიკა სიყვარულსა და მზრუნველობაში გავზარდეთ… შემდეგ ჯანმრთელობის პრობლემები დაგვეწყო: ჯერ მე, მერე კი ჩემს მეუღლეს. ის ოთხი წლის წინ გარდაიცვალა, ნაწლავის დაავადებით. ოჰ, როგორ მენატრება!..
– მეუღლე როგორ გაიცანით?
ქეთევანი: ჩემი დაქალი თბილისში გათხოვდა და მასთან სტუმრად ხშირად დავდიოდი ხოლმე. მის მეზობლად კი ჩემი მეუღლე ცხოვრობდა. ხუთი წლის განმავლობაში უბრალოდ ვურთიერთობდით, ვმეგობრობდით, მასთან დროის გატარება საინტერესო იყო. ისეთი ჭკვიანი, ნაკითხი, სერიოზული და ამავდროულად, საყვარელი იყო!.. ერთხელ ავტობუსამდე მიმაცილა, მერე ხელი გამომართვა და მკითხა: „ჩემი ცოლი გახდები?“ გული ამიჩქარდა და ვუპასუხე: „კი!“ ეჰ, ისე მენატრება… ჩვენ მხოლოდ ცოლ-ქმარი კი არა, ნამდვილი მეგობრები ვიყავით. ის ჩემი საუკეთესო მეგობარი იყო. მე შესანიშნავი მეგობარი და ქმარი დავკარგე!
– ქეთევან, ვინ გინდოდათ გამხდარიყავით ბავშვობაში?
ქეთევანი: ბიბლიოთეკარი! წიგნები ძალიან მიყვარდა, ბიბლიოთეკიდან დასტებად გამომქონდა და ერთი ამოსუნთქვით ვკითხულობდი… მაგრამ მერე გავთხოვდი და ჩემი პრიორიტეტი ოჯახი გახდა, ბიბლიოთეკარად მუშაობა კი უკვე აღარ მინდოდა… მაგრამ ბევრგან მიმუშავია, უსაქმოდ არასდროს ვმჯდარვარ! წიგნების კითხვა დღემდე მიყვარს, მაგრამ მხედველობა ამის საშუალებას აღარ მაძლევს. ზოგჯერ ვიკას ვთხოვ, რომ წამიკითხოს… მაგრამ როცა შენ თვითონ კითხულობ, სულ სხვაა…
– ცხოვრებაში რამეს ხომ არ ნანობთ?
ქეთევანი: დიახ, ვნანობ, რომ ისეთი ბებია ვერ ვარ, როგორიც მინდოდა, რომ ვყოფილიყავი. როცა ბავშვი შიმშილისგან ტირის და მისი გაზრდა ასეთ არაადამიანურ პირობებში გვიწევს, განა ღირსეული ბებია ვარ?! არ მაქვს იმის შესაძლებლობა, რომ შვილიშვილს ის ყველაფერი მივცე, რაც მისთვის მინდა.
– კარგი, კეთილი, ღვთისმოშიში ადამიანი… – როგორი ადამიანია? შეგიძლიათ წინადადება დაასრულოთ?
ქეთევანი: ეს არის ადამიანი, რომელიც სინდისიერად ცხოვრობს და მზადაა გაჭირვებულებს დაეხმაროს. მას ღმერთის ეშინია, რადგან იცის, რომ ყველანი მისი მზერის ქვეშ დავიარებით და ის ყველა ჩვენს ქმედებას კარგად ხედავს.
– მომხდარა თუ არა თქვენს ცხოვრებაში რამე ისეთი, რასაც სასწაულს უწოდებდით?
ქეთევანი: სერგოზე მშობიარობისას, თირკმლების პრობლემების გამო, ვიკა კინაღამ მოკვდა. შეიძლება ვერც ბავშვი გადარჩენილიყო და მახსოვს, როგორ დავდექი მუხლებზე, ხელები მაღლა აღვაპყრე და ლოცვა დავიწყე. უფალს ვუთხარი, მე წამიყვანე, მაგრამ ჩემი შვილი და შვილიშვილი ცოცხალი დატოვე-მეთქი… და სასწაული მოხდა! ექიმებს ვიკას და ჩემი შვილიშვილის გადარჩენის იმედი უკვე გადაწურული ჰქონდათ, მაგრამ უცებ ყველაფერი შეიცვალა – ორივე გადარჩა! განა ეს სასწაული არ არის?!
„კითხვა კი მიყვარს, მაგრამ ცალი თვალით საერთოდ ვეღარ ვხედავ, მეორეში კი მინუს 16 მაქვს.“
– უფლის მცნებებიდან თქვენს გულთან ახლოს რომელია და რატომ? ამ მცნებაზე რატომ ფიქრობთ?
ქეთევანი: ვერ ავირჩევ. ეს მცნებები უფალმა დაგვიტოვა, რომ მათ მივყვეთ და ღვთისმოშიში ადამიანები ვიყოთ… ამიტომ ვფიქრობ, რომ ადამიანმა, რომელსაც ჭეშმარიტად სწამს ღმერთის, ყველა მცნება უნდა დაიცვას!
– როგორ ფიქრობთ, შეიძლება თუ არა მოპარვა, რომ მშიერი ბავშვი დააპურო?
ქეთევანი: ვფიქრობ, რომ არ შეიძლება! ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მცნებაა – არა იპარო! ხშირად სახლში საჭმელი საერთოდ არ გვაქვს. სერგო კი ტირის, როცა შია, მაგრამ ვერ წავალ და ვერ მოვიპარავ. როცა ყველაფერი უხვად გაქვს და არაფერი გაკლია, როცა ბედნიერი ხარ, რა თქმა უნდა, მაშინ მცნებების დაცვა ძალიან მარტივია; მაგრამ აბა, სცადე და მაშინ დაიცავი მცნებები, როცა ცუდად ხარ! მთელი აზრი სწორედ მაგაშია! უფალი ზემოდან გვიყურებს და ყველაფერს ხედავს! ყოფილა შემთხვევები, როცა მთელი დღე ერთი ნამცეციც კი არ მქონდა ნაჭამი, მაგრამ მეზობელი შემოსულა და პური, კარტოფილი ან რამე კერძი შემოუტანია. ისინი ყველა უფლის გამოგზავნილები არიან! თქვენც უფალმა გამოგგზავნათ და იმისთვის მოხვედით, რომ დაგვეხმაროთ! თქვენს ფონდს და ყველა თქვენს მეგობარს მინდა დიდი მადლობა გადავუხადო, რომ მომისმინეთ, ჩემს გასაჭირს გამოეხმაურეთ და დასახმარებლად მოხვედით!
„როცა სერგოს შია, ტირილს იწყებს; ჩვენი კი არაფერი გვაქვს, რომ ბავშვი დავაპუროთ. ზოგჯერ მთელ ოჯახს შიმშილი გვიწევს.“
***
მეგობრებო, შეხედეთ, რა არაადამიანურ პირობებში ცხოვრობს ეს კეთილი ხალხი! ქეთევანი და ვიქტორია ავად არიან. მათ არ აქვთ ფული, რომ ექიმთან წავიდნენ და გამოკვლევები ჩაიტარონ, ან წამლები იყიდონ. პატარა სერგო კი ხშირად მშიერია, რადგან სახლში ერთი ნაჭერი გამხმარი პურიც კი არ უგდიათ. განა ქართველი ბავშვები უნდა შიმშილობდნენ?
ნუ დავრჩებით გულგრილნი ბურდულების ოჯახის პრობლემების მიმართ! დავეხმაროთ მათ!
მეგობრებო, ოჯახის გაცნობა და შეძლებისდაგვარად დახმარება შეგიძლიათ მისამართზე: დუშეთი, რუსთაველის ქ. 45
და აუცილებლად გააზიარეთ ჩვენი პოსტი, რომ ამ ოჯახის გასაჭირის შესახებ შეიტყონ თქვენმა მეგობრებმაც! ეს ძალიან მნიშვნელოვანია!
მეგობრებო, თქვენთან კიდევ ერთი თხოვნა გვაქვს – თუკი შეიტყობთ, რომ თქვენს ნაცნობს ან მეზობელს დახმარება სჭირდება, გთხოვთ გამოიჩინოთ გულისხმიერება და ამის შესახებ მოგვწეროთ ელექტრონულ მისამართზე: office-fsp@fsp.ge
ჩვენი ფონდის ანგარიშია:
#GE15TB7194336080100003
#GE42LB0115113036665000
#GE64BG0000000470458000
(დანიშნულება: ბურდულების ოჯახი)
თანხის გადმორიცხვა შეგიძლიათ ჩვენი ვებ-გვერდის მეშვეობითაც.
ასევე, თანხის გადმორიცხვა შესაძლებელია TBCpay და ExpressPay ტერმინალებიდან. ქვეთავში “ქველმოქმედება“ მოძებნეთ ჩვენი ფონდი (ფონდის დამატებით უფლება-მოვალეობებს შეგიძლიათ გაეცნოთ ბმულზე https://goo.gl/GY2Gus).
ერთად ჩვენ უკვე მრავალ გაჭირვებულს დავეხმარეთ! მოდი ამ ოჯახსაც გავუმართოთ ხელი! უბედურებისგან ხომ დაზღვეული არავინაა? ვინ იცის, იქნებ სრულიად უცხო ადამიანების დახმარება ოდესმე თავადაც დაგვჭირდეს!
ჩვენი ფონდი შეგიძლიათ იხილოთ Instagram https://www.instagram.com/chernovetskyi.fund/ და Telegram https://t.me/ChernovetskyiFund
ერთი ზარი გადაარჩენს სიცოცხლეს: 0901 200 270
სულ ხარჯები:
8597.61₾დარჩა:
0₾