რეგულარული გადახდების ფუნქცია ხელმისაწვდომია
ერთი ზარი გადაარჩენს სიცოცხლეს!
ტელეფონის ნომერი:
ფასი (გაითვალისწინეთ):
1 call - ₾2 GEL
მობილური პროვაიდერები
დაეხმარეთ! გააგზავნეთ სმს
თქვენ შეგიძლიათ გადაარჩინოთ ვინმეს სიცოცხლე და დაუახლოვდეთ ღმერთს! გაგზავნეთ SMS ნომერზე 97100 შეწირეთ ₾3 GEL
კოპირებულია
ის თექვსმეტი წლისაა. მაკარონის სუპი, „გოჭი პეპა“ და დედა უყვარს, მაგრამ დედა – უფრო მეტად! ნინო დაბადებიდან ავად არის. წერა-კითხვა არ შეუძლია. დედის გარეშე სიარულიც კი არ შეუძლია. არადა, როგორ უნდა!.. მას მხოლოდ დედის დაძახება შეუძლია, როცა რაღაც აწუხებს.
Bank of Georgia
Ბანკის კოდი:
კოპირებულია
ნომერი:
კოპირებულია
TBC Bank
Ბანკის კოდი:
კოპირებულია
ნომერი:
კოპირებულია
Liberty Bank
Ბანკის კოდი:
კოპირებულია
ნომერი:
კოპირებულია
საქველმოქმედო ნომერი: ერთი ზარი გადაარჩენს სიცოცხლეს!
ტელეფონის ნომერი:
0901200270ის თექვსმეტი წლისაა. მაკარონის სუპი, „გოჭი პეპა“ და დედა უყვარს, მაგრამ დედა – უფრო მეტად! ნინო დაბადებიდან ავად არის. წერა-კითხვა არ შეუძლია. დედის გარეშე სიარულიც კი არ შეუძლია. არადა, როგორ უნდა!.. მას მხოლოდ დედის დაძახება შეუძლია, როცა რაღაც აწუხებს.
„ვისწავლი, აუცილებლად ვისწავლი“, – ამბობს ნინო. – „დედა მასწავლის! ნეტა „ბუქი“ მაინც მქონდეს, როგორც პირველკლასელებს… მასში ათასნაირი ასო და თამაშია…“
„რა თქმა უნდა, ისწავლი“, – ამხნევებს დედა, თვითონ კი უხმოდ ტირის, ცრემლების გარეშე. ასე ტირილი ისწავლა. ქალმა 16 წლის განმავლობაშიიმდენი იტირა, რომ ცრემლები დაუშრა.
ნინოს საყვარელი საჭმელი მაკარონის სუპია, მეტის იმედი აღარც აქვთ. ისინი სულ მარტო არიან: დედა, შვილი და საშინელი დაავადება, სახელად „ბავშვთა ცერებრული დამბლა.“
ეს ყველაფერი კი ასე დაიწყო: ბედნიერ ოჯახში ბავშვი გაჩნდა, – ჯანმრთელი და ლამაზი გოგონა, ნინო. მშობლებს ისე უხაროდათ!.. მაგრამ ორი კვირაც არ იყო გასული, რომ ყველაზე ბედნიერი ოჯახის ცხოვრება ნამდვილ კოშმარად იქცა. წყნარმა ბავშვმა უცებ ტირილი დაიწყო, ცრემლებად იღვრებოდა, აღარ ეძინა, არ ჭამდა… დედამ აღარ იცოდა, რა ექნა… საშინელებაა, როცა ბავშვი რამდენიმე საათი გაუთავებლად ტირის, ხომ ასეა? ამას ყველა ვერ გაუძლებს. მაგალითად, მამამ ვერ გაუძლო; თქვა, რომ ჯანმრთელი შვილი უნდოდა და წავიდა… მაგრამ ეს ამბავი სხვა რაღაცაზეა. ეს არის ამბავი იმის შესახებ, თუ როგორ გადაიქცა დედა შვილის მფარველ ანგელოზად.
თექვსმეტი წლის ნინო დედაზე მეტს იწონის, მაგრამ მაინც ხელში აყვანას ითხოვს.
– ჯამილა, ისეთი ნაზი ხართ… ნინოს როგორ უმკლავდებით?
ჯამილა: თექვსმეტი წელია ხელში აყვანილი დამყავს, ამ სიტყვის პირდაპირი გაგებით. ლაპარაკი როგორღაც ისწავლა, მაგრამ სიარული ვერაფრით შეძლო. უკვე ძალა აღარ მყოფნის… მე უფრო და უფრო ვპატარავდები, ის კი იზრდება. ახლა ჩემზე მეტს იწონის… მაგრამ უკვე შევეჩვიე. ყოველდღე ერთი და იგივე ხდება, ერთი და იგივე… უნდა ჩავაცვა, ტუალეტის სავარძელზე დავსვა, საფენები გამოვუცვალო, ვაჭამო, დავბანო, ვეთამაშო… როცა ვიღაც ამბობს, რომ ყოფითი ცხოვრება, რუტინა და ერთფეროვნება ყელში ამოუვიდა, სულ მინდა ვუთხრა: „ღმერთს ნუ განარისხებთ! ჯანმრთელი შვილები გყავთ, ასე რომ, ყველაზე ბედნიერი ადამიანი ხართ!“
– ნინო დაბადებიდან ავად არის?
ჯამილა: ორი კვირა ჯანმრთელი იყო, – ასე გვეგონა… მაგრამ მერე ნამდვილი კოშმარი დაიწყო. იცით, როგორ ტიროდა?! ვერ ვიგებდით, რა სტკიოდა. დაჭრილივით ბღაოდა… ღმერთო, მისი ტირილის ხმა დღემდე ყურებში მიდგას.
– ექიმთან წახვედით?
ჯამილა: დიახ და იქ ეს საშინელი დიაგნოზი მოვისმინე – ბავშვთა ცერებრული დამბლა. ბავშვს თავის ტვინში სისხლდენა ჰქონდა. მკურნალობა დაუნიშნეს, მაგრამ მაინც არ დაწყნარდა; პირიქით, უფრო ხმამაღლა დაიწყო ტირილი და ეპილეფსიური შეტევები დაეწყო. იცით, რა საშინელებაა?!
ნინო დიდი გოგოა, მაგრამ გონებრივი განვითარებით ხუთი წლის ბავშვივითაა
– მკურნალობამ არ უშველა?
ჯამილა: მაშინ ვერ ვხვდებოდი. წამლებს დიდი დოზით უნიშნავდნენ. თუ ბავშვი ცუდად ხდებოდა, დოზას უმცირებდნენ… მაგრამ მერე ყველაფერი რაღაცნაირად დარეგულირდა. ნინომ ყვირილი შეწყვიტა, კრუნჩხვებშიც უფრო იშვიათად ვარდებოდა… მაგრამ ამ ყველაფერმა მის მდგომარეობაზე ძალიან იმოქმედა. როგორც ჩანს, ტვინის დაზიანება იმდენად მასშტაბური იყო, რომ მან განვითარება შეწყვიტა.
– რას გულისხმობთ?
ჯამილა: აი, შეხედეთ! დიდი გოგოა, ერთი შეხედვით ჯანმრთელი მოზარდი. თუ მშვიდადაა, ვერც კი იტყვი, რომ რაღაც აწუხებს, მაგრამ განვითარებით და აზროვნებით ხუთი წლის ბავშვივითაა. დამოუკიდებლად ვერაფერს აკეთებს: ვერ ჭამს, ტუალეტში ვერ გადის, ვერ კითხულობს და ვერ წერს… ზის, მულტფილმებს უყურებს და უხარია. მე კი ის მიხარია, რომ არაფერი სტკივა…
„კანფეტი მინდა, მაგრამ დედა არ მაძლევს.“
– შეუძლია, რომ დაგველაპარაკოს?
ჯამილა: უცხოებს არ ელაპარაკება, მაგრამ… დე, მოუყევი დეიდას, რის კეთება გიყვარს?
ნინო (16 წლის): მულტფილმი მიყვარს „გოჭ პეპაზე“, დედა და მაკარონის სუპი.
– და რა არ გაქვს, რაც ძალიან გინდა, რომ გქონდეს?
ნინო: „ბუქი“, რომ წერა-კითხვა ვისწავლო. ეგეთი რამეა. დედა ამბობს, რომ მჭირდება. კანფეტები კი, როგორ მეუბნება, არ შეიძლება.
„ეს სპილოა, ეს – ჟირაფი. ყვავილები და ასოები წერია.“
– კიდევ რაზე ოცნებობ?
ნინო: რომ დედა ჩამეხუტოს და კანფეტები მომცეს… მაგრამ დედა ტირის…
– და რატომ ტირის?
ნინო: სიარული არ შემიძლია, მაგრამ მაიძულებს. ამბობს, საჭიროაო და ტირის.
„არ იტირო, რა! გპირდები, სიარულსაც დავიწყებ და კითხვასაც ვისწავლი!“
ჯამილა: ექიმები ამბობენ, რომ თუ ნინო სიარულს დაიწყებს, მისი ტვინი ამუშავდება და შეძლებს, რომ მეტად დამოუკიდებელი გახდეს. მე უკვე ვეღარ ვატარებ, ძალიან მძიმეა. კანფეტებსაც სწორედ ამიტომ არ ვაძლევ. ძალიან მკაცრ დიეტაზე დაგვსვეს. არადა, ტკბილეული ისე უყვარს… აგერ, თქვენი თანდასწრებითაც რამდენჯერმე მთხოვა კანფეტი.
– ჯამილა, ახლა ყველაზე მეტად რა გჭირდებათ?
ჯამილა: ჩვენი შემოსავალი ნინოს პენსიაა – 250 ლარი და სოციალური დახმარება – 60 ლარი. ეს თანხა საერთოდ არაფერზე გვყოფნის. 100 ლარის მარტო საფენები გვჭირდება. მერე ჭამაც ხომ გვინდა, არა? კიდევ კარგი, ქირას მაინც არ ვიხდით.
– ეს სახლი თქვენ გეკუთვნით?
ჯამილა: დიახ, რაიონის ადმინისტრაცია ეზოში ერთი ოთახის აშენებაში დაგვეხმარა, რომელშიც შეგვიძლია ვიცხოვროთ; მაგრამ ვერ გადავდივართ, რადგან იქ ცარიელი კედლებია. ნეტა იცოდეთ, როგორ ვოცნებობ დივანზე, რომელზეც შვილთან ერთად დავიძინებდი და აღარ შემეშინდებოდა, რომ ის დაიშლებოდა.
„საცხოვრებელი პირობებიც გვახრჩობს, მაგრამ როცა ბავშვი ავადაა, ყველაფერი მეორეხარისხოვანი ხდება.“
– მოგვიყევით, რა გჭირდებათ…
ჯამილა: სურსათის და საფენების საჭიროება სულ გვაქვს, მაგრამ თუ ოცნებაა… ძალიან გვჭირდება გასაშლელი დივანი, მაცივარი და ტელევიზორი. ვერ გავბედავ, რომ უფრო მეტზე მქონდეს პრეტენზია.
– ჯამილა, შეგიძლიათ ჩვენს მკითხველებს მიმართოთ.
ჯამილა: მოდი იმ დედებს მივმართავ, ვისაც ავადმყოფი შვილები ჰყავს. წუწუნის უფლება არ მაქვს. თქვენს ვებ-გვერდზე იმდენი საშინელება და სიმწარე მაქვს ნანახი… პატარა ბავშვები, რომლებსაც ყოველი მხრიდან სადენები და მილები აქვთ გამოშვერილი, რომლებიც დედას ვერც კი ეხუტებიან და თვალებს ვერ ახელენ… საშინელებაა! ვფიქრობ, მე უფრო გამიმართლა. ჩემს შვილს ის მაინც შეუძლია, რომ დამიძახოს და მითხრას, რა სტკივა ან რა უნდა. მინდა ყველა დედას ვუთხრა, რომ მოთმინება იქონიონ, გამაგრდნენ, რადგან ჩვენი შვილები სხვას არავის სჭირდება. ჩვენ მათი ერთადერთი იმედი და საყრდენი ვართ. ძლიერები უნდა ვიყოთ და მათ გვერდით რაც შეიძლება დიდხანს ვიყოთ. დედებო, ყველანი მიყვარხართ!
„დედა არასოდეს მიგატოვებს, სულ შენ გვერდით იქნება… შენი ხელ-ფეხი იქნება, სანამ ცოცხალია!“
– რას შესთხოვთ უფალს?
ჯამილა: ვთხოვ, რომ ჩემს შვილზე ზრუნვის ძალა მომცეს. ახლა 51 წლის ვარ. ბოლო დროს სულის ხუთვა და ფეხების ტკივილი დამეწყო, მაგრამ ჯერჯერობით ვუძლებ. უნდა გავუძლო! ავად ყოფნის უფლება არ მაქვს!
***
მეგობრებო, ძალიან გთხოვთ, ამ ოჯახს გასაჭირში ნუ დავტოვებთ! ჯამილას ძალიან ბევრი რამ სჭირდება, მაგრამ განსაკუთრებით – ჰიგიენური ნივთები და სურსათი. გასაშლელი დივანი, მაცივარი და ტელევიზორი კი მის ცხოვრებას საგრძნობლად გაამარტივებდა.
მათი მონახულება და დახმარება შეგიძლიათ მისამართზე: თბილისი, ჯანელიძის ქ. № 14
დარწმუნებულები ვართ, რომ ერთად ჩვენ მათი ცხოვრების შეცვლას შევძლებთ!
აუცილებლად გააზიარეთ ჩვენი პოსტი, რომ ამ ოჯახის გასაჭირის შესახებ შეიტყონ თქვენმა მეგობრებმაც! ეს ძალიან მნიშვნელოვანია!
მეგობრებო, თქვენთან კიდევ ერთი თხოვნა გვაქვს – თუკი შეიტყობთ, რომ თქვენს ნაცნობს ან მეზობელს დახმარება სჭირდება, გთხოვთ გამოიჩინოთ გულისხმიერება და ამის შესახებ მოგვწეროთ ელექტრონულ მისამართზე: office-fsp@fsp.ge
ჩვენი ფონდის ანგარიშია:
#GE15TB7194336080100003
#GE42LB0115113036665000
#GE64BG0000000470458000
(დანიშნულება: ნინო როსტომაშვილი).
თანხის გადმორიცხვა შეგიძლიათ ჩვენი ვებ-გვერდის მეშვეობითაც.
ასევე, თანხის გადმორიცხვა შესაძლებელია TBCpay და ExpressPay ტერმინალებიდან. ქვეთავში “ქველმოქმედება“ მოძებნეთ ჩვენი ფონდი (ფონდის დამატებით უფლება-მოვალეობებს შეგიძლიათ გაეცნოთ ბმულზე https://goo.gl/GY2Gus).
ერთად ჩვენ უკვე მრავალ გაჭირვებულს დავეხმარეთ. მოდი ამ ოჯახსაც გავუმართოთ ხელი! ვინ იცის, იქნებ სრულიად უცხო ადამიანების დახმარება ოდესმე თავადაც დაგვჭირდეს?!
თქვენთვის კარგი ამბავი გვაქვს – ახლა ჩვენი ბენეფიციარების ისტორიები შეგიძლიათ წაიკითხოთ:
ინსტაგრამზე: https://www.instagram.com/chernovetskyi.fund/ და
ტელეგრამზე: https://t.me/ChernovetskyiFund.
ერთი ზარი გადაარჩენს სიცოცხლეს: 0901 200 270
სულ ხარჯები:
1075.00₾დარჩა:
0.13₾