რეგულარული გადახდების ფუნქცია ხელმისაწვდომია

სახლში / პროექტები /

საჭმლის ყველაზე „გემრიელი“ ნარჩენები სად ვიპოვო?

calendar აგვისტო 26, 2021

ერთი ზარი გადაარჩენს სიცოცხლეს!

ტელეფონის ნომერი:

info

ფასი (გაითვალისწინეთ):

1 call - ₾2 GEL

მობილური პროვაიდერები

Mobile provider
Mobile provider
Mobile provider

დაეხმარეთ! გააგზავნეთ სმს

sms

თქვენ შეგიძლიათ გადაარჩინოთ ვინმეს სიცოცხლე და დაუახლოვდეთ ღმერთს! გაგზავნეთ SMS ნომერზე 97100 შეწირეთ ₾3 GEL

კოპირებულია

პოსტის გაზიარებაც დახმარებაა!

facebook google messanger viber telegram

ამ საბრალო ქართული ოჯახის ერთადერთი მარჩენალი 11 წლის სანდროა.
როდესაც საჭმელი საერთოდ აღარ აქვთ და მისი პატარა და-ძმა აკრუსუნდება, ოჯახის უფროსი სამუშაოდ გადის: იწყებს ჯართის, ან ქილების შეგროვებას. თუ გაუმართლა, შესაძლოა ნაგვის ურნასთან პურიც იპოვოს პარკით, რომელიც კეთილმა ადამიანებმა ურნაში არ ჩააგდეს და გვერდით დაკიდეს მშიერი ძაღლებისთვის… ან ბავშვებისთვის.

ჩვენი ფონდის ანგარიშები:

Bank of Georgia

Bank logo

Ბანკის კოდი:

BAGAGE22 BAGAGE22

კოპირებულია

ნომერი:

GE64BG0000000470458000 GE64BG0000000470458000

კოპირებულია

TBC Bank

Bank logo

Ბანკის კოდი:

TBCBGE22 TBCBGE22

კოპირებულია

ნომერი:

GE15TB7194336080100003 GE15TB7194336080100003

კოპირებულია

Liberty Bank

Bank logo

Ბანკის კოდი:

LBRTGE22 LBRTGE22

კოპირებულია

ნომერი:

GE42LB0115113036665000 GE42LB0115113036665000

კოპირებულია

საქველმოქმედო ნომერი: ერთი ზარი გადაარჩენს სიცოცხლეს!

ტელეფონის ნომერი:

0901200270

ამ საბრალო ქართული ოჯახის ერთადერთი მარჩენალი 11 წლის სანდროა.

როდესაც საჭმელი საერთოდ აღარ აქვთ და მისი პატარა და-ძმა აკრუსუნდება, ოჯახის უფროსი სამუშაოდ გადის: იწყებს ჯართის, ან ქილების შეგროვებას. თუ გაუმართლა, შესაძლოა ნაგვის ურნასთან პურიც იპოვოს პარკით, რომელიც კეთილმა ადამიანებმა ურნაში არ ჩააგდეს და გვერდით დაკიდეს მშიერი ძაღლებისთვის… ან ბავშვებისთვის.

ის თერთმეტი წლისაა. მისი ყველაზე დიდი ოცნებაა – იცეკვოს ქართული ცეკვები. მას ხომ არაერთხელ უთხრეს: „ძალიან ნიჭიერი ხარო“. მაგრამ მისი ოცნებები, ყოველდღე ბინძურ სანაგვეებთან იმსხვრევა…

სანდროს უნდა, რომ მალე გაიზარდოს, რომ სანაგვეებში კი არ იქექოს, არამედ უფროსებივით იმუშავოს. მაგრამ ჯერჯერობით არც მშენებლობაზე და არც მტვირთავად არ აჰყავთ. „პატარა ხარო“ – ეუბნებიან. მათ ის არ ესმით, რომ ჭამა პატარებსაც უნდათ და პატარებიც იძულებულები არიან, იზრუნონ ოჯახის წევრებზე.

ეს არ ესმით იმათაც, ვინც ვალდებულია გაიგოს და ვინც პირობა დადო, რომ იზრუნებს. ვინც თქვა, რომ ბავშვები ქვეყნის მომავალია და ისინი უნდა დავიცვათ. საკითხავია: დავიცვათ ვისგან? ან რისგან?

„სად მცალია დასაჯდომად, მე მათ საჭმელი უნდა მოვუტანო!“

სანდრო (11 წლის): მუშაობა არ მიჭირს, შევძლებდი, მართლა. ვფიქრობ, ღონიერი ბიჭი ვარ და მშენებლობაზეც ვიმუშავებდი. ჯართისა და ქილების შეგროვება, რა საქმეა? მაგრამ ახლა სხვა გამოსავალი არა გვაქვს. მამას მუშაობა არ შეუძლია. ის ცხენიდან გადმოვარდა და ფეხი მოიტეხა. ამის შემდეგ ძალიან გაგვიჭირდა ცხოვრება.

– და სანამ მამა ჯანმრთელად იყო, კარგად ცხოვრობდით?

სანდრო: კი! ის მწყემსია. ბევრს მუშაობდა. იცით როგორი ძნელი და საპასუხისმგებლო საქმეა? მეც მასწავლა: თუ არ იშრომე, არფერი გამოდის. მერე ცხენიდან გადმოვარდა, ერთი წელი იწვა და ვერ ინძრეოდა. დედა, როგორც პატარას, ისე უვლიდა. მერე, ფეხზე ადგომა როცა შეძლო, ერთად ვაგროვებდით ჯართს. წამოდი რაღაც გაჩვენო.

– იქნებ ჯერ დედიკოს დაველაპარაკოთ?

სანდრო: კარგი, მაგრამ ის ბევრს ვერაფერს გეტყვით, ძალიან სრცხვენია, ასეთ დღეში რომ ვართ.

„ვიცი, არსებობენ დედები, ვისაც ჩემზე მეტად უჭირს, მაგრამ ჩვენ ახლა დაღუპვის პირას ვართ“

ეთერი: ის, რასაც ახლა მოგიყვებით, ალბათ მრავალჯერ გსმენიათ. ჩემი ოჯახის ტკივილი და პრობლემები ძალიან ჰგავს იმ საბრალო ოჯახების ისტორიებს, რომელიც თქვენი ფონდის ფეისბუქის გვერდზე წამიკითხავს. ვერაფრით გაგაკვირვებთ.

– ეთერი, ჩვენ აქ მოვედით არა იმისთვის, რამე რომ გაგვიკვირდეს, არამედ იმისთვის, მთელ საქართველოს რომ ვანახოთ და ვუამბოთ, თუ როგორ გიჭირთ.

ეთერი: კი ბატონო. ისედაც ხელმომჭირნედ ვცხოვრობდით, მაგრამ, სანამ მეუღლე მუშაობდა, არ ვშიმშილობდით მაინც. მერე კი, როგორც სანდრომ უკვე გიამბოთ, ედიშერმა, ჩვენმა მამიკომ, ფეხი მოიტეხა. და მორჩა…

– უსახსროდ დარჩით?

ეთერი: მხოლოდ უსახსროდ კი არა, ყოველგვარი საყრდენისა და იმედის გარეშე. იცით, როცა ოჯახში მამაკაცია, რომელსაც როგორც კლდეს ისე ამოეფარები – ცხოვრებაც ბევრად მარტივია. ტრავმის შემდეგ კი ედიშერი ვერ ინძრეოდა. მე მას ვაჭმევდი, საპირფარეშოში გამყავდა, ერთი სიტყვით, როგორც პატარას, ისე ვუვლიდი. ფული კი, უფრო სწორად უფულობა… სახლიც, როცა ვერ უვლი, თავზე გენგრევა.

„გუშინაც კედლიდან ააააი ამხელა ნაჭერი ჩამოინგრა! ფრთხილად, იქ არ მიხვიდე!“

– და რით არსებობდით? მშობლები, ან ნათესავები არ გეხმარებიან?

ეთერი: დედაჩემი და მამაჩემი მხარში ძალიან დაგვიდგნენ, ახლა ცოცხლები რომ ვართ, მხოლოდ მათი დამსახურებაა. ისინი სოფელში ცხოვრობენ, ხან ბოსტნეულს გამოგვიგზავნიან, ხან ბურღულეულს. საჭმლის ფული საერთოდ არ გვრჩებოდა, ყველაფერი წამლებსა და მკურნალობაში მიდიოდა.

– ასე რამდენ ხანს გაგრძელდა?

ეთერი: ორ წელიწადზე მეტხანს, სანამ ედიშერმა ყავარჯნებით არ შეძლო გაადგილება. სიარული ახლაც უჭირს, მაგრამ სანდროსთან ერთად, რაც შეუძლიათ, იმას აკეთებენ.

– თქვენ ფონდში მოგვმართეთ და მხოლოდ პროდუქტი ითხოვეთ.

ეთერი: დიახ. ვიცი, რომ არსებობენ ადამიანები, ვისაც ჩვენზე უარეს პირობებში უწევს ცხოვრება. მაგრამ მე ახლა მართლა ძალიან მიჭირს. არ მაქვს სხვა გამოსავალი, შიმშილმა გვაიძულა კეთილი ხალხისთვის დახმარება რომ გვეთხოვა. ყველაფერი გვჭირდება! მაგრამ პირველ რიგში, პროდუქტი! უკვე ვერც წარმომიდგენია, როგორია დაძინებისას არ იდარდო იმაზე, ბავშვებს საჭმელი რომ არ აქვთ ხვალისთვის. კიდევ საწოლები გვჭირდება, რამდენიმე სკამი მაინც და კარადა.

– ეს სახლი თქვენია?

ეთერი: სახლს, უფრო სწორედ შენობას, ვქირაობთ 100 ლარად. ზამთარში აქ ძალიან ცივა, ზაფხულში კი საშინელი სიცხეა! დაბზარული კედლებიდან რაღაც მწერები მოძვრებიან – ბავშვებს კბენენ. სახურავიდან წყალი ჩამოდის. ძალიან უბერავს. სახლში ისედაც ძალიან ცივა, ჩვენ კი წესიერად ვერც ვათბობთ, შეშა რომ გამოვიზოგოთ.

„სახურავს აგურებით ვამაგრებთ“

– კი, მაგრამ თქვენ ხომ თქვით, რომ სოციალური დახმარება თქვენი ერთადერთი შემოსავალია.

ეთერი: დიახ, 360 ლარი.

– და თუ 100 ლარს ქირაში იხდით…

ეთერი: გაგიკვირდათ, არა? რაში უნდა გვეყოს 260 ლარი, როცა ოჯახში ავადმყოფია და სამი პატარა მშიერი ბავშვი? გული მიკვდება, როცა სანდრო მეუბნება: „ნუ გეშინია, დედა, მოვიტან საჭმელს“.

„უკვე დიდი ვარ და დროა ვიმუშავო!“

– ნამდვილი მამაკაცია.

ეთერი: ეს დიდი ტკივილია… მან არ იცის, რა არის ბავშვობა. მე კი გული მტკივა, როცა ვუყურებ, ჩვენს გამო, როგორ ტანჯვაში ატარებს თავის ყველაზე უდარდელ წლებს. ეს უსამართლობაა.

სანდრო: აიიი, დაიწყო! გეყოფა, დედა, ხომ გეუბნები, ძნელი არ არის. ილია წამოიზრდება და მომეხმარება. თუმცა არა! უკეთესი იქნება, თუ მას არ მოუწევს ამის კეთება.

– რაზე ოცნებობ, სანდრო?

სანდრო: არც კი ვიცი. მინდა ფული შევაგროვო და ჩემთვის ველოსიპედი ვიყიდო, ილიასთვის და ელენესთვის კი სათამაშოები.

– მისმინე, რა უნდა გკითხო: სკოლაში მოგწონს…

სანდრო (მაწყვეტინებს): კი, მიყვარს სკოლაში სიარული. ლამაზია იქაურობა და საინტერესო. იქ მეგობარიც მყავს – გიო.

– შენ არ დამასრულებინე. მინდოდა მეკითხა, სკოლაში ვინმე თუ მოგწონს

სანდრო: გოგოებისთვის სად მცალია? ოჯახს უნდა დავეხმარო. თუმცა ვაღიარებ, ერთი გოგო ძალიან სიმპატიურია. ძალიან მომწონს, მაგრამ, ჯერ ვერ გავიცანი. არ მაქვს დრო, მართლა, ასე ნუ მიყურებ!

– კაი, მჯერა, მჯერა. მომიყევი ილიაზე და ელენეზე. თორემ ძალიან ჩუმები არიან.

სანდრო: ტყუპებივით არიან, იცი? განუყრელები. შეხედე, რა სასაცილოდ დაჯდნენ. ჩქარა გადაუღე სურათი! ხშირად კი არ სხედან ასე მშვიდად.

– ესე იგი, ცელქები არიან?

სანდრო: ილია საერთოდ არ არის დამჯერი, დაიკო კი კარგი მყავს, ყოველთვის მიჯერებს.

– დედა და მამა დამჯერები არიან?

სანდრო: კიიიი, ძალიან! მე რომ გავიზრდები ასეთივე კარგი მშობელი ვიქნები, როგორც ისინი!

ელენე (4 წლის): მე კი პატარა ვარ! აააარ ვიცი ლაპარაკი.

პატარა ელენე დიდი პრობლემებით

ეთერი: ელენეს ძალიან უჭირს ლაპარაკი, ილიაც არ ჩქარობს ენის ადგმას. ჩუმია. მართალია, სექტემბერში სკოლაში უნდა წავიდეს. უი, სულ დამავიწყდა, თქვენთვის რომ მეთქვა, ახლახან ელენეს ხორხის ოპერაცია გაუკეთეს. კისტა ჰქონდა, ამოკვეთეს. გადავრჩით, ღმერთის წყალობით.

– საუბრის დროს უფალს ხშირად ახსენებთ.

ეთერი: მხოლოდ მისი წყალობის იმედი მაქვს! ვიცი, შიმშილისთვის არ გაგვწირავს! სიმართლე გითხრათ, დახმარებისთვის მიმართვა ძალიან მერიდებოდა. საკუთარ თავს ვეუბნებოდი: „ალბათ ბევრი ჩვენზე უარეს დღეშია. იმ დედებმა რა ქნან, ვისაც ავადმყოფი შვილები ჰყავს?“ მაგრამ მერე ვიფიქრე: იქნებ თქვენი ფონდი, სწორედ ის ხსნაა, რომელსაც უფალს ვევედრები? ის ხომ სწორედ ასე გვეხმარება, კეთილი ადამიანების მეშვეობით!

– მართალი ხართ, ეთერი! ის, რომ თქვენ შიმშილობთ, ელემენტარული წამლის ფული არ გაქვთ, თქვენს 11 წლის შვილს კი სანაგვეებზე უწევს საკვების ძებნა, – თქვენი ბრალი ნამდვილად არაა! ჩვენ ვირჩევთ მმართველებს, ვინც ვალდებულია იზრუნოს მათზე, ვისაც საკუთარ თავზე ზრუნვის უნარი არ შესწევს!

ეთერი: დახმარებას მხოლოდ იმ დრომდე გთხოვთ, მეუღლე სანამ დადგება ფეხზე, და თავის შენახვას შევძლებთ. სხვისი არაფერი მჭირდება!

„გთხოვთ, გადაარჩინეთ ჩემი შვილები! ჩემთვის არაფერს ვითხოვ!“

***

          სამმა პატარა ანგელოზმა, არ იცის, უკეთესი ცხოვრება რა არის. მათ არასდროს ჰქონიათ საკუთარი სახლი, წარმოდგენა არ აქვთ, რა არის უსაფრთხოდ ყოფნა. ბავშვები შიმშილობენ, არ აქვთ სათამაშოები, მამა კი ავად არის. ყოველ დილით, ისინი  იმის მოლოდინში იღვიძებენ, რომ მათ გარშემო სამყარო შეიცვლება… მაგრამ სამწუხაროდ, ის ისეთივე ნაცრისფერია. ერთად, ჩვენ შეგვიძლია მათი სამყაროს შეცვლა! ბავშვები ვიღაცის გადაყრილი საჭმლით არ უნდა იკვებებოდნენ!

      მეგობრებო, მოგიწოდებთ, ნუ დარჩებით გულგრილი! როგორც ხედავთ, ნიპარიშვილების ოჯახი უკიდურეს გაჭირვებაში ცხოვრობს. როგორ შეიძლება, არ დავეხმაროთ? ძალიან სჭირდებათ პროდუქტი, ავეჯი, საყოფაცხოვრებო ტექნიკა, ტანსაცმელი. გამოვიჩინოთ გულისხმიერება, დავეხმაროთ, მივცეთ ბავშვებს ნორმალურად ცხოვრების შანსი. თითოეულმა ჩვენთაგანმა უნდა წარმოიდგინოს, რომ შესაძლოა, ეს ჩვენი შვილები იყვნენ, რომლებსაც საჭმელი აკლიათ და სძინავთ დანგრეულ საწოლებზე, ცივ სახლში.

შეგიძლიათ თავად მოინახულოთ ეთერი და მისი მშვენიერი ბავშვები, და გაუწიოთ მათ დახმარება. მათი მისამართია: კასპი, ჯავახიშვილის ქ. 34

          გვჯერა, რომ ერთად შევძლებთ მათი ცხოვრების შეცვლას უკეთესობისკენ!

        არ დაგავიწყდეთ ამ პოსტის გაზიარება. თქვენმა მეგობრებმაც რომ შეიტყონ ამ ოჯახის გასაჭირის შესახებ! ეს ძალიან მნიშვნელოვანია!

მეგობრებო, კიდევ ერთი თხოვნა გვაქვს – თუკი შეიტყობთ, რომ თქვენს ნაცნობს ან მეზობელს სჭირდება დახმარება,  გამოიჩინეთ ღვთისნიერება და მოგვწეროთ ელექტრონულ მისამართზე: office-fsp@fsp.ge

ჩვენი ფონდის ანგარიშია:

#GE15TB7194336080100003

#GE42LB0115113036665000

#GE64BG0000000470458000

(დანიშნულება: ნიპარიშვილების ოჯახი).

ასევე შეგიძლიათ თანხის ჩარიცხვა ჩვენი ვებ-გვერდის მეშვეობით.

თანხის ჩარიცხვა აგრეთვე შესაძლებელია TBCpay და ExpressPay ტერმინალებიდან. ქვეთავში “ქველმოქმედება“ მოძებნეთ ჩვენი ფონდი (ფონდის დამატებით უფლება-მოვალეობებს შეგიძლიათ გაეცნოთ ბმულზე https://goo.gl/GY2Gus).

ერთად ჩვენ უკვე მრავალ გაჭირვებულს დავეხმარეთ! მოდი ამ ოჯახსაც გავუმართოთ ხელი! უბედურებისგან ხომ დაზღვეული არავინაა? ვინ იცის, იქნებ სრულიად უცხო ადამიანების დახმარება ოდესმე თავადაც დაგვჭირდეს!

თქვენთვის კარგი ამბავი გვაქვს – ახლა ჩვენი ბენეფიციარების ისტორიების წაკითხვა შეგიძლიათ:

ინსტაგრამზე: https://www.instagram.com/chernovetskyi.fund/ და

ტელეგრამზე: https://t.me/ChernovetskyiFund.

ერთი ზარი გადაარჩენს სიცოცხლეს: 0901 200 270.

ბედნიერი ვარ, რომ ჩემს და-ძმას აღარ შიათ!
კეთილო ადამიანო, დაუყოვნებლივ გააზიარე ეს პოსტი! დაეხმარე შენს მეგობრებსაც მონაწილეობა მიიღონ ღვთისნიერ საქმეში!
     

და-ძმის შემყურე, თერთმეტი წლის სანდრო, დიდი კაცივით კმაყოფილია. ისინი კი, გახარებულები ხტუნაობენ ახალთახალ ლეიბზე.
,,ალე ჰოპ! ილია გაიწიე, თავზე არ დაგახტე…“ – ყვირის ელენე.  ,,როგორი რბილია და ახალი… მინდა ჩავეხუტო“ – ამბობს ილია და ლეიბზე კოტრიალს იწყებს. სანდროს უხარია, რომ ბავშვები, ამაღამ მაინც დაიძინებენ რბილად და ტკბილად. ის კი… ის, მხოლოდ მაშინ არის ბედნიერი, როდესაც ელენე და ილია არიან კარგად – არ სცივათ, არ შიათ, არ ავადობენ.

,,რა მაგარია-ა-ა-ა… ამაღამ რბილად დავიძინებთ“

,,ბავშვებო, იხტუნავეთ? მორჩა! ახლა, ლამაზად გავასწოროთ საწოლი“
        გაჭირვებულმა ცხოვრებამ ის ნაადრევად გაზარდა, გონება დიდი ადამიანის ფიქრებით გაუვსო. ახლა, უყურებს გულმოწყალე ადამიანების მიერ გაღებულ სიკეთეს (ახალ ნივთებს, პროდუქტით გავსებულ ახალ მაცივარს) და ფიქრობს: ეს ყველაფერი რამდენ ხანს ეყოფა ოჯახს? რამდენ ხანს არ მოუწევთ პატარებს მშიერი მუცლით დაწოლა? რა კარგია, რომ არსებობენ კეთილი ადამიანები. რა კარგია, რომ დღეს ის ასეთი ბედნიერია. თვითონ, ბევრს არ შეჭამს, მხოლოდ ძალიან ცოტა ტკბილეულს.  ელენეს და ილიას კი, ასჯერ მეტს შეუნახავს, დიდხანს რომ ჰქონდეთ პატარებს ნუგბარი. ან, საერთოდ არ შეჭამს, ის ხომ უკვე დიდი ბიჭია. უფროსებმა კი, პატარებზე უნდა იზრუნონ.

 „ვაშა-ა-ა-ა, აქ ბევრი ნამცხვარია, ყველას გვეყოფა“

,,ერთი შენ, ერთი მე, ერთი სანდროს. დედიკოსაც და მამიკოსაც!“
        ნიპარიშვილების ოჯახი, კასპში, დიდ გაჭირვებაში ცხოვრობს.  საკუთარი არაფერი არ გააჩნიათ. სახლზე კი, ზედმეტია საუბარიც… 
https://chernovetskyifund.ge/ge/projects/finished/770-niparishvili/description/
        – ეთერ, გვიამბეთ, როგორ შეიცვალა თქვენი ცხოვრება მას შემდეგ, რაც ფონდმა თქვენს შესახებ პოსტი გამოაქვეყნა?
ეთერი (დედა): პირველ რიგში, მინდა მადლობა გადავუხადო თითოეულ ადამიანს, ვინც გულთან ახლოს მიიტანა ჩემი ოჯახის გაჭირვება და ჩვენს ადგილას საკუთარი თავი წარმოიდგინა… როგორ მრცხვენოდა, როგორ მერიდებოდა, ამაზე ხმამაღლა საუბარი, მაგრამ უკვე ვეღარ ვუმკლავდებოდით გაჭირვებას… ხშირად, ბავშვებს მშივრებს უწევდათ დაძინება… უფროსები კიდევ გავუძლებთ, მაგრამ პატარები?!
მადლობა ყველას, ვინც შეწუხდა ჩვენი მდგომარეობით. შედეგად კი, საკვები, გაზქურა, მაცივარი, ლეიბი, მაგიდა და სკამები მივიღეთ… ძალიან გვჭირდებოდა ყველა ეს ნივთი. ბავშვებს ხმელ ტახტზე უწევდათ ძილი. სკამიც კი არ გვქონდა, ადამიანურად რომ დავმჯდარიყავით და გვეჭამა სადილი. თუმცა, ამაზე ვეღარც ვიოცნებებდით, ბოლო დროს, სადილიც სანატრელი გაგვიხდა…

,,დედიკო, გემრიელი მოვამზადოთ? მოგეხმარები“

        – თუ გამოგეხმაურნენ სრულიად უცხო ადამიანები? შეიძინეთ ახალი მეგობრები?
      ეთერი: დიახ, გორიდან, უზომოდ კეთილი და გულისხმიერი კაცი გვესტუმრა. საკმაოდ ბევრი საკვები პროდუქტი მოგვიტანა. ბავშვებმა რომ დაინახეს, შეჰყვირეს სიხარულისგან: „დე, პური მოგვიტანესო!“
        სანდრო (11 წლის): კურდღელიც გვაჩუქა. წითელთვალება დავარქვი. მამალია. ოდესმე დედალიც მეყოლება, და კურდღლებს მოვაშენებ.
       – სანდრო, ეს შენი იდეა არის, თუ ვინმემ გირჩია?
       სანდრო: მე თვითონ მოვიფიქრე. ოღონდ, წითელთვალებას არასდროს არ დავკლავ, ძალიან შემიყვარდა. ჩემი მეგობარია!
        – სხვა მეგობრებიც თუ გყავს წითელთვალებას გარდა?
      სანდრო: დიახ, მეზობელი ბავშვები, თანაკლასელები… ბევრთან ვმეგობრობ, მაგრამ, ჩემი საუკეთესო მეგობარი, არის ნიკა. ველოსიპედით მიყვარს სეირნობა. მაგრამ, არ მაქვს, მეგობრები მთხოვნიან ხოლმე. ვოცნებობ, ჩემი ველოსიპედი მქონდეს, მაგრამ… ალბათ, არ მექნება, ძალიან ძვირი ღირს…
        – სანდრო, საჩუქრებიდან ყველაზე მეტად რა მოგეწონა?
      სანდრო: მაგიდა და სკამები, ძალიან ლამაზია. სამეცადინო მაგიდა არ მაქვს და გაკვეთილებსაც აქ ვისწავლი. მოიცა, გაჩვენებ, როგორ დავჯდები სამეცადინოდ. წამოდი.
       სანდრო: უი, ესენი კიდევ აქ სხედან? (სიყვარულით მანიშნებს პატარებზე.)  ჯერ ილიამ და ელენემ ტკბილეულით იჯერონ გული, და მერე გაჩვენებთ. კარგი?

,,ძალიან გემრიელია, მაგრამ ბევრს არ შევჭამ… ხომ უნდა შევინახოთ?!“

,,დღეს, ძალიან ბედნიერი ბავშვები ვართ! ხომ არა უშავს, ბევრს თუ ვიცელქებთ?!“
        – მაგრამ, სკოლაში ჯერ ვერ დადიხარ. რატომ?
       ეთერი (ერთვება ჩვენს საუბარში): ქირით ვიყავით და რომ ვერ გადავიხადეთ, აქ გადმოვედით. ნათესავმა შეგვიფარა, დროებით… აქედან სკოლამდე შორია, ჩვენ კი, გზის ფულიც არ გვაქვს, რომ ვატარო. ამის გარდა, სანდროს არც შესაფერისი ტანსაცმელი აქვს, არც ფეხსაცმელი.
        სანდრო: ონლაინ გაკვეთილებს ვერ დავესწრები – არც კომპიუტერი მაქვს, არც ტელეფონი. არადა, მიყვარს სწავლა, სკოლაც მიყვარს…
        – კიდევ, ვიცი, რომ ცეკვა გიყვარს. და საკმაოდ კარგად გამოგდის.
        სანდრო: ახლა, ცეკვის დიპლომიც უნდა ამეღო. ჩვენი ჯგუფი ოთხი დღით მიდის ბაკურიანში. მაგრამ, მე ვერ წავალ – ფული არ გვაქვს…
        ეთერი: ძალიან ჭკვიანი და ნიჭიერი ბიჭი მყავს, კარგი მონაცემები აქვს, მაგრამ ხელს ვერ ვუწყობთ. აბა, ეს ცხოვრებაა?
       – სანდრო, ვინ უნდა გამოხვიდე, რომ გაიზრდები?
      სანდრო: პოლიციელი. დამნაშავეებს დავიჭერ. მანამდე კი, კარატეზე მინდა სიარული – ღონიერი და მოხერხებული უნდა გავხდე, ვერავინ რომ ვერ დამამარცხოს. პოლიციელად რომ ვიმუშავებ, კარგი ხელფასი მექნება და ჩემს და-ძმას საჭმელი არ მოაკლდება. მეც ბედნიერი ვიქნები.
        – სანდრო, რა არის ბედნიერება?
      სანდრო: როდესაც საჭმელი გაქვს, მუცელი არ გტკივა, ხელები კი, არ გეყინება… როდესაც ილიას და ელენეს არ შიათ და არ ტირიან…
        – ეთერი, პატარებს რა მოეწონათ ყველაზე მეტად? შეიძლება მათ ავესაუბრო?
        ილია (6 წლის): მე ლეიბი და ,,პეჩენიები“ მომეწონა, ძალიან გემრიელი იყო. დედას სულ ვეხვეწებოდი, ,,პეჩენიები“ რომ ეყიდა…
        ელენე (4 წლის): მე დიდი მაცივარი მომეწონა, ბევრი საჭმელი ჩაეტევა. დიდი რომ გავიზრდები, ვიყიდი ბევრ ნამცხვარს და იქ შევალაგებ.     

„რამხელა მაცივარია-ა-ა! მაგრამ, ბავშვებისთვისაც არის, დაბლა აქვს სახელური, რომ მივწვდე“

         – ელენე, შენ ბაღში არ დადიხარ, სახლში თუ ეხმარები დედას?
         ელენე: მინდა, რომ მივეხმარო, მაგრამ, ასე მეტყვის ხოლმე: „ჯერ პატარა ხარ, წადი, ითამაშეო“.
       – და შენც, შენი მეგობარი თოჯინებით თამაშობ? გამაცნობ შენს თოჯინებს?
        ელენე: არ მაქვს თოჯინები… რომ მექნება, ბარბის დავარქმევ და ჩემთან ერთად ახალ ლეიბზე დავაძინებ, ზურგი რომ არ ეტკინოს. იცი, რა ცუდია, ზურგი რომ გტკივა?!

,,დღეიდან, აი ასე, ტკბილად დავიძინებ ხოლმე!“

         – ედიშერ, როგორ გრძნობთ თავს? ვხედავ, სიარული ჯერ კიდევ გიჭირთ…
        ედიშერი (მამა): სანამ, თავს ეს ამბავი დამატყდებოდა, კიდევ რაღაცას ვახერხებდი. არანაირ სამუშაოზე არ ვამბობდი უარს, ბავშვებისთვის პური მაინც რომ მეყიდა. ცოტას მიხდიდნენ, მაგრამ ასე თუ ისე, შემეძლო, საკუთარი მძიმე შრომით, ოჯახი რომ გამომეკვება. ახლა, დიდი ფსიქოლოგიური ტრავმაც მივიღე – ვერაფერს ვერ ვაკეთებ, და ამასთან შეგუება ძალიან მიჭირს. სანამ ფეხზე დავდგები, გვჭირდება თანადგომა.
         – ვხედავ, თქვენი მეუღლე როგორ გევლებათ თავს, ძალიან უყვარხართ…
        ედიშერი: წელიწადნახევარი გვიყვარდა ერთმანეთი, სანამ შევქმნიდით ოჯახს. ცხრა კლასი რომ დაამთავრა, მოვიტაცე. მოვიტაცე რა… თვითონაც ვერ ძლებდა უჩემოდ. (იღიმის.)
        ეთერი: წლებია, ასე მოვდივართ, მხარდამხარ, ჭირსა თუ ლხინში. 
       ედიშერი: ლხინში ნაკლებად… ჩვენი შვილების დაბადების დღეები, ალბათ, ერთადერთია, რაც კარგად გვახსენდება…
       – ეთერ, ჩვენი პოსტის შემდეგ, ადგილობრივი ხელისულება თუ გამოგეხმაურათ? თუ დაგეხმარნენ?
      ეთერი: არავინ. ჩვენი ოცნებაა, ჩვენი, საკუთარი, ერთი პატარა ოთახი მაინც რომ გვქონდეს. შვიდი ბინა გამოვიცვალეთ, ქირით ვიყავით.   100 ლარს ვიხდიდით. მაგრამ, როდესაც სოციალური დახმარება 360 ლარი გაქვს, როგორი გადასახდელია 100 ლარი? გადაუხდელობის გამო, ბინის დაცლა ხშირად გვიწევდა ხოლმე. ახლა, ცოტა ხნით შეგვიფარეს… არ ვიცი, მერე რა იქნება… მომთაბარეებივით ვცხოვრობთ. 
         – რას ეტყოდით იმ ადამიანებს, ვინც დახმარების ხელი გამოგიწოდათ?
         ედიშერი: ამხელა სიკეთისთვის უზომოდ მადლობელი ვართ. მინდა, მადლობა გადავუხადო უცნობ ადამიანებს, ვინც გულთან ახლოს მიიტანა ჩვენი მდგომარეობა. ამ გაჭირვებულ ქვეყანაში, სადაც ყველას, უამრავი საკუთარი პრობლემა აქვს, სხვებზე ფიქრი, დიდსულოვნებაა. მადლობა, ადამიანებო, ეს დღე რომ გაგვილამაზეთ!
***
         მეგობრებო, ამ მცირედი დახმარებით ამ ოჯახის პრობლემები არ დასრულებულა. როგორც ხედავთ, მათ კიდევ უამრავი რამ სჭირდებათ: ბავშვებს საჭმელი და ტკბილეული ენატრებათ. არ აქვთ ტანსაცმელი, ფეხსაცმელი, სათამაშოები! არ აქვთ განვითარებისთვის აუცილებელი პირობები!  მათი მამა კი, კვლავ უძლურია და ვერაფერს ახერხებს.  რატომ უნდა ოცნებობდეს თერთმეტი წლის ბიჭი, მხოლოდ იმაზე, რომ მის და-ძმას არ შიოდეს? რატომ ვერ უნდა იარონ ბავშვებმა სკოლაში, სამგზავრო ფულის და ტანისამოსის არქონის გამო? 
      ღმერთო, უშველე ყველა პატარას, მიეცი მათ ბედნიერი და ლაღი ბავშვობა! ადამიანებო, ჩვენი სამყაროს ფარგლებს იქით გავიხედოთ და დავინახოთ ამ ბავშვების ცრემლი! ნუ დავუშვებთ, რომ გაჭირვებამ, მათ  წაართვას ყველაზე ლამაზი წლები, რომელსაც ბავშვობა ჰქვია! კიდევ ერთხელ გავერთიანდეთ სანდროსთვის, ელენესთვის, ილიასთვის და დავიცვათ მათი ბავშვობა! ვაჩუქოთ ღიმილი და ბედნიერება.
       თუკი გიმძიმთ საყოფაცხოვრებო სირთულეებისა და გადაუჭრელი საკითხების გამო, რამდენიმე წამით ყურადღება ჩვენს „ფეისბუქის“ პოსტებზე გადაიტანეთ; ან უმჯობესია, ჩვენს ნებისმიერ ბენეფიციარს დაურეკოთ და ყველა თქვენი პრობლემა უმნიშვნელოდ მოგეჩვენებათ იმათთან შედარებით, ვისაც მისი ცხოვრების ყველაზე მძიმე წუთს დაეხმარეთ.
       მათ პრობლემებთან შედარებით ჩვენი პრობლემები არაფერია! აი, ნამდვილი გაჭირვება! ის თქვენ წინაშეა! უფალს მადლობა შესწირეთ იმისთვის, რაც გაგაჩნიათ! თქვენ უბედნიერესი ადამიანი ხართ! გახსოვდეთ ეს და დაეხმარეთ შეჭირვებულებს.
       სამწუხაროდ, ამ და კიდევ უამრავი სხვა ოჯახის პრობლემები არ დასრულებულა, ამიტომ, დროდადრო დაათვალიერეთ ხოლმე ამ საბრალო ხალხის ისტორიები ჩვენს ვებ-გვერდზე და ესაუბრეთ მათ. ყოველ ჯერზე, როდესაც მორიგი შეჭირვებული ადამიანის ნომერს აკრეფთ, თქვენ აუცილებლად იგრძნობთ უფლის კურთხევას! აუცილებლად! გააგრძელეთ ამ ოჯახების დახმარება! სწორედ ეს არის საუკეთესო ღვთისმსახურება!       
        მეგობრებო, თქვენთან კიდევ ერთი თხოვნა გვაქვს – თუკი შეიტყობთ, რომ თქვენს ნაცნობს ან მეზობელს დახმარება სჭირდება, გთხოვთ გამოიჩინოთ გულისხმიერება და ამის შესახებ მოგვწეროთ ელექტრონულ მისამართზე: office-fsp@fsp.ge
თქვენი სიკეთე, არის შესაძლებლობა, თავადაც ყველაფერში ბედნიერი რომ იყოთ!
მეგობრებო, კიდევ ერთხელ დიდი მადლობა ყველას!
      ჩვენი ფონდის ანგარიშია:
#GE15TB7194336080100003
#GE42LB0115113036665000
#GE64BG0000000470458000.
(დანიშნულება: ნიპარიშვილების ოჯახი).
      თანხის ჩარიცხვა ასევე შესაძლებელია TBCpay, ExpressPay ტერმინალებიდან. ქვეთავში “ქველმოქმედება“ მოძებნეთ ჩვენი ფონდი (ინფორმაციას ფონდის დამატებითი უფლება-მოვალეობების შესახებ შეგიძლიათ გაეცნოთ ბმულზე https://goo.gl/GY2Gus).
       არაჩვეულებრივი სიახლე გვაქვს – ახლა ჩვენი ბენეფიციარების ისტორიები შეგიძლიათ წაიკითხოთ:
ინსტაგრამზე: https://www.instagram.com/chernovetskyi.fund/ და
ტელეგრამზე: https://t.me/ChernovetskyiFund.
      სპეციალურ ნომერზე განხორციელებულ მხოლოდ ერთ ზარს ადამიანის სიცოცხლის გადარჩენა შეუძლია: 0901 200 270
       ვიფიქროთ იმაზე, რომ გაჭირვებულთა დახმარებით და მათი ტკივილის გაზიარებით, ჩვენ ვზრუნავთ საკუთარ სულზე და ვუახლოვდებით უფალს!
   

თარიღი
სახელი
თანხა
სტატუსი
2021 სექ 16
პროდუქტები
99.82₾
2021 ოქტ 19
მაგიდა
480.00₾
2021 ოქტ 22
მაცივარი
819.00₾
2021 ოქტ 29
ფონდის ზედნადები ხარჯები
450.00₾
2021 ნოე 10
პროდუქტები
150.00₾
2021 დეკ 02
გაზქურა
70.00₾
2021 დეკ 02
მატრასი
340.00₾
2022 აპრ 06
პროდუქტები
247.99₾
2022 აპრ 29
ფონდის ზედნადები ხარჯები
140.00₾
2022 ივნ 02
პროდუქტები
217.06₾

სულ ხარჯები:

3013.87₾

დარჩა:

0₾
შემოწირულობის გაღება
თანხა
გმადლობთ, კეთილო გულო!
14.05.2022 23:58:25
₾30.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
08.05.2022 20:00:00
₾10.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
27.04.2022 20:00:00
₾10.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
26.04.2022 20:00:00
₾3.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
25.04.2022 20:00:00
₾5.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
25.04.2022 20:00:00
₾5.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
25.04.2022 20:00:00
₾5.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
20.04.2022 20:00:00
₾1.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
20.04.2022 20:00:00
₾20.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
20.04.2022 20:00:00
₾1.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
19.04.2022 20:00:00
₾13.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
18.04.2022 20:00:00
₾3.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
18.04.2022 20:00:00
₾3.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
17.04.2022 20:00:00
₾6.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
14.04.2022 20:00:00
₾10.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
14.04.2022 20:00:00
₾9.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
14.04.2022 20:00:00
₾10.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
14.04.2022 20:00:00
₾10.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
13.04.2022 20:00:00
₾15.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
10.04.2022 20:00:00
₾1.00

შემოწირულია:

₾3,013.86

218 დონორი

აირჩიეთ თანხა:

Გადახდის საშუალება:

გამოწერა:

შემოწირულია:

₾3,013.86

218 დონორი

დასრულებული!

მათ ძალიან სასწრაფოდ სჭირდებათ თქვენი დახმარება