ng ng

რეგულარული გადახდების ფუნქცია ხელმისაწვდომია

სახლში / პროექტები /

ყრუ ხარ! თავი დაგვანებე! შენთან თამაში არ გვინდა!

calendar სექტემბერი 30, 2021

ერთი ზარი გადაარჩენს სიცოცხლეს!

ტელეფონის ნომერი:

info

ფასი (გაითვალისწინეთ):

1 call - ₾2 GEL

მობილური პროვაიდერები

Mobile provider
Mobile provider
Mobile provider

დაეხმარეთ! გააგზავნეთ სმს

sms

თქვენ შეგიძლიათ გადაარჩინოთ ვინმეს სიცოცხლე და დაუახლოვდეთ ღმერთს! გაგზავნეთ SMS ნომერზე 97100 შეწირეთ ₾3 GEL

კოპირებულია

პოსტის გაზიარებაც დახმარებაა!

facebook google messanger viber telegram

ბავშვები ძალიან სასტიკები არიან. ისინი ყველაფერს ამბობენ, რასაც ხედავენ და ყველაფერს თავის სახელს არქმევენ. ჩვენ კი, უფროსებს, ასე არ შეგვიძლია. ჩვენ ვამბობთ: „ცხრა წლის ალიონას დაბადებიდან არ ესმის“, ქუჩაში ბავშვები კი მისკენ ხელს იშვერენ და ყვირიან: „ის ყრუა!“

ჩვენი ფონდის ანგარიშები:

Bank of Georgia

Bank logo

Ბანკის კოდი:

BAGAGE22 BAGAGE22

კოპირებულია

ნომერი:

GE64BG0000000470458000 GE64BG0000000470458000

კოპირებულია

TBC Bank

Bank logo

Ბანკის კოდი:

TBCBGE22 TBCBGE22

კოპირებულია

ნომერი:

GE15TB7194336080100003 GE15TB7194336080100003

კოპირებულია

Liberty Bank

Bank logo

Ბანკის კოდი:

LBRTGE22 LBRTGE22

კოპირებულია

ნომერი:

GE42LB0115113036665000 GE42LB0115113036665000

კოპირებულია

საქველმოქმედო ნომერი: ერთი ზარი გადაარჩენს სიცოცხლეს!

ტელეფონის ნომერი:

0901200270

ბავშვები ძალიან სასტიკები არიან. ისინი ყველაფერს ამბობენ, რასაც ხედავენ და ყველაფერს თავის სახელს არქმევენ. ჩვენ კი, უფროსებს, ასე არ შეგვიძლია. ჩვენ ვამბობთ: „ცხრა წლის ალიონას დაბადებიდან არ ესმის“, ქუჩაში ბავშვები კი მისკენ ხელს იშვერენ და ყვირიან: „ის ყრუა!“

ჩვენ ვამბობთ, რომ ბავშვების მამა სვამდა და სახლში აურზაურს აწყობდა, რომ მან თავისი ოჯახის ცხოვრება ჯოჯოხეთად აქცია; ქუჩაში ბავშვები კი ამბობენ: „თქვენმა ლოთმა მამამ სახლიდან გამოგყარათ! თქვენ არავის სჭირდებით!..“ ერთი შეხედვით, თითქოს უბრალო სიტყვებია, მაგრამ მათ უკან იმდენი ტკივილი, წყენა და ცრემლი იმალება…

„კიდევ კარგი, ალიონას არ ესმის, თორემ ძალიან ეწყინებოდა“, – გვეუბნება მისი უფროსი და, ცამეტი წლის ქრისტინე. – „მე უკვე დიდი ვარ, ასეთ სიტყვებს მიჩვეული ვარ, მაგრამ ალიონას გული ეტკინებოდა. ისედაც ყველაფერზე ტირის.“

თერთმეტი წლის დიმა კი ზის და ჩუმად გვისმენს… ან რა უნდა თქვას? პატარა ხომ აღარ არის, იმის განხილვა დაიწყოს, რასაც სულელი ენები ამბობენ? მან უნდა იმუშაოს, რომ დედას და დებს მიხედოს. ის ავტო სამრეცხაოზე მუშაობს.

„ჯერ თერთმეტი წლის ხარ, დიმა!“ – ვეუბნები. „უკვე თერთმეტი წლის ვარ!“ – მპასუხობს ნამდვილი კაცი.

„დეიდა, ნელა და ხმამაღლა მელაპარაკე, თორემ არ მესმის, რას მეუბნები.“

ნინო, თუ შეიძლება, ჯერ თქვენს უმცროს გოგონაზე და მის ჯანმრთელობის პრობლემებზე მოგვიყევით.

ნინო: ალიონას თითქმის არაფერი ესმის. უკვე ორი წელია სმენის აპარატით სარგებლობს, მაგრამ ნორმალურად ლაპარაკი მაინც ვერ ისწავლა. ჩემი გოგონა ძალიან იტანჯება. მაგალითად, ჭიქის ან სავარცხლის მოტანა რომ სთხოვო, ვერ ხვდება, რაზეა საუბარი. ნივთების სახელები უბრალოდ არ იცის. თვალებში დაჟინებით გიყურებს, მერე კანკალი ეწყება ან ხელს ფეხზე ირტყამს… ნერვულია. გარდა ამისა, განვითარებაშიც ჩამორჩება.

არადა, არ ეტყობა…

ნინო: გარეგნულად ალიონა ჩვეულებრივი გოგონაა. არაფერი სტკივა, მაგრამ ვხედავ, სულიერად როგორ იტანჯება, როგორ ცდილობს გაიგოს, რას ეუბნებიან; მერე ცდილობს მოიფიქროს, რა უპასუხოს, ცდილობს სიტყვები წინადადებებად დააწყოს… რა თქმა უნდა, სმენის აპარატმა გარკვეული შვება მოუტანა, რადგან ადრე რაღაც საშინელება ხდებოდა. როცა ვეძახდი, არ ესმოდა, ისტერიკაში ვარდებოდა და თავზე თმას იწიწკნიდა… ახლა ვერ დარბის, ვერ ხტუნაობს, ბავშვებთან ერთად ვერ თამაშობს, რადგან ეშინია, რომ აპარატი ამოუვარდება; მაგრამ ისევ ეს სჯობს, ვიდრე საერთოდ არაფერი ესმოდეს.

„დედიკოს ძალიან უყვარხარ, პატარავ“

ალიონა ჩვეულებრივ სკოლაში დადის?

ნინო: დიახ, მაგრამ ძალიან უჭირს. პროგრამის დაძლევა უბრალოდ არ შეუძლია. სპეციალური სკოლის ფული კი, რა თქმა უნდა, არ გვაქვს. იმდენი ვირბინეთ ექიმებში… ექვსი თვე თითო სმენის აპარატს ველოდებოდით, რადგან განცხადების შეტანა ჯერ მხოლოდ ერთის დაფინანსებაზე შეგიძლია და მხოლოდ ამის შემდეგ მეორის. ამის გამო ალიონა სკოლაში ერთი წლით გვიან მივიდა. ექიმებმა თქვეს, რომ ჯერ უნდა შეეგუოს და უნდა დავაკვირდეთ, რამდენად შეძლებს მის გამოყენებას.

სკოლაში არ დასცინიან?

ნინო: სკოლაში მისი პრობლემის შესახებ ყველამ იცის და ჩვენს მდგომარეობაშიც შედიან. მასწავლებლები მისგან ბევრს არ ითხოვენ. ალიონამ „ხელების გარეშე“ ლაპარაკი და სიტყვების წარმოთქმა უნდა ისწავლოს. მასწავლებლების მადლიერი ვარ, – ხელისუფლებას მათ მიმართეს, რის შედეგადაც ლოგოპედის კურსები დაგვიფინანსეს. დიდი იმედი მაქვს, რომ შედეგი გვექნება, – ჩემი გოგონა, როგორც იქნა, სხვებივით შეძლებს ლაპარაკს და თავის ნაკლოვანებას არ იგრძნობს… ოქტომბერში კი გამოკვლევასაც ჩავიტარებთ და გავარკვევთ, შეიძლება თუ არა ოპერაციის გაკეთება. ჯერ არ ვიცი, რამდენად დაგვიფინანსებს ამას სახელმწიფო, მაგრამ მთავარია, შანსი მაინც მოგვცენ! დღედაღამ ვლოცულობ და უფალს ვევედრები, რომ ამ ტანჯვისგან გვიხსნას.

როდის შეამჩნიეთ, რომ თქვენს შვილს რაღაც პრობლემები ჰქონდა?

ნინო: სიმართლე გითხრათ, მაშინვე არა. ვხედავდი, რომ ალიონა ყველაფერს მარჯვენა ყურს ადებდა, – მაგალითად, ტელევიზორს. იმ ასაკში, როცა სხვა ბავშვები უკვე ტიტინს იწყებენ, ის არც კი ცდილობდა, რომ რამე ეთქვა. ყველაფერს ხელებით მიხსნიდა. მეზობლები და ნათესავები მეუბნებოდნენ, რომ ასეც ხდება და ბევრი ბავშვი გვიან იწყებს ლაპარაკს. უბრალოდ უნდა დამეცადა. ჩემი ქმარი კი საერთოდ იმას მეუბნებოდა, რომ მე თვითონ ვარ „ყრუ, ბავშვი კი მშვენივრად არის“. ვერც ვეკამათებოდი… მაგრამ როცა ალიონა ოთხი წლის გახდა, უკვე სერიოზული განგაში ავტეხე.

მერე რა ქენით?

ნინო: სოფლის თერაპევტმა მითხრა, რომ ეს ტვინის პრობლემა იყო; ზუგდიდის ექიმებმა მიზეზი ვერაფრით დაადგინეს; მხოლოდ თბილისში გამოარკვიეს, რომ ჩემს გოგონას უბრალოდ არ ესმის. გვითხრეს, რომ ოპერაცია უკვე დაგვიანებული იყო. სიტყვებით ვერ აღგიწერთ, რას ვგრძნობდი: დანაშაულის გრძნობას, ტკივილს… არ გეგონოთ, რომ თავს ვიმართლებ, მაგრამ 15 წელი ისეთ საშინელ სიზმარში ვცხოვრობდით, ვერც კი წარმოიდგენთ. არც გზის ფული გვქონდა, არც ექიმების, – საერთოდ არაფრის!

შეგიძლიათ დაწვრილებით მოგვიყვეთ, რა მოხდა?

ნინო: ამის გახსენება ძალიან მტკივნეულია. ჩემი ქმარი უღმერთოდ სვამდა. რომ დალევდა, ჭკუას კარგავდა და ბავშვებთან ერთად სახლიდან მაგდებდა. ვის აღარ მივმართე. ვთხოვდი მისთვის სამედიცინო დახმარება გაეწიათ, დალაპარაკებოდნენ, დაერწმუნებინათ… მეზობლები, ნათესავები, სოფლის ადმინისტრაცია – ჩარევა არავინ მოინდომა. სამაგიეროდ, ჩემს შვილებს ქუჩაში ყველა დასცინოდა, რომ მათი მამა ლოთი იყო. დედამისს, რომელიც ლოგინად იყო ჩავარდნილი (ღმერთმა აცხონოს მისი სული), წლები ვუვლიდი, მაგრამ როგორც კი გარდაიცვალა, ჩემმა ქმარმა გამომიცხადა, რომ მხოლოდ ამისთვის ვჭირდებოდი და ახლა შემეძლო ჯანდაბის იქით წავსულიყავი…

რატომ ითმენდით, ნინო?

ნინო: ალბათ ყველა ქალისთვის მთავარი ოჯახია! ოჯახის დანგრევა არ მინდოდა და უკანასკნელ წვეთამდე ვითმენდი. არ მინდოდა, შვილებს იმაში დავედანაშაულებინე, რომ ისინი მამის გარეშე დავტოვე.

მაგრამ ბავშვები ხომ ყველაფერს ხედავდნენ და ყველაფერი ესმოდათ?

ნინო: დიახ, მართალი ხართ! დადგა დღე, როცა ჩემმა უფროსმა გოგონამ, ქრისტინემ მითხრა, რომ მეტის მოთმენა და ასე ცხოვრება უბრალოდ აღარ შეეძლო. ბოლო ღრეობა იმით დასრულდა, რომ ჩემმა ქმარმა სახლიდან ჩუსტებით გამოგვყარა და მხოლოდ საბუთების წამოღება მოვახერხე… ფოთში შორეული ნათესავები მყავს, ამიტომ გადავწყვიტე აქ ჩამოვსულიყავი. ჩემი მშობლები და ძმა აფხაზეთში არიან, -სხვაგან წასასვლელი არსად მქონდა.

რა სასტიკები არიან ბავშვები! კარგია, რომ პატარას არაფერი ესმის. თანატოლების გულსატკენი სიტყვები რომ ესმოდეს, მთელ დღეს ტირილში გაატარებდა…

თქვენს ქმარს ალკოჰოლთან დაკავშირებული პრობლემები თავიდანვე ჰქონდა?

ნინო: ჩვენი ოჯახური ცხოვრების პირველივე დღიდან… მგონი, მანამდეც… მომიტაცა, თორემ საერთოდ არ ვაპირებდი გათხოვებას. თბილისში საექთნო საქმე შევისწავლე და ჯვრის საავადმყოფოში გავდიოდი პრაქტიკას. ის იქ ხერხემლის ტრავმის გამო იწვა და სწორედ იქ დამინახა. როგორც კი გაწერეს, დევნა დამიწყო. უარი ბევრჯერ ვუთხარი, მაგრამ ბოლოს თმაში მწვდნენ და მანქანაში ჩამტენეს. იმ წუთიდან ჩემი ცხოვრება ნამდვილ ჯოჯოხეთად იქცა. ხედავს უფალი, – რამდენიც შემეძლო, იმდენს ვითმენდი; იმედი მქონდა, რომ შეიცვლებოდა, მაგრამ ხომ ხედავთ, როგორ დამთავრდა ყველაფერი? ახლა არც სახლი გვაქვს, არც ფული და არც საკვები… მაგრამ ვხედავ, რომ აქ ბავშვები თავს უკეთესად გრძნობენ და ბედნიერები არიან, აღარ ეშინიათ, რომ მთვრალი მამა შუაღამისას კარებს შეუნგრევს.

„ბავშვებს იატაკზე სძინავთ, მაგრამ იმის მაინც აღარ ეშინიათ, რომ შუაღამისას მთვრალი მამა მოვა და ყველაფრის ლეწვას დაიწყებს.“

ამ ოთახის ქირას იხდით?

ნინო: რა თქმა უნდა! 100 ლარს. უფრო იაფად უბრალოდ ვერაფერი ვიშოვე. კი ხედავთ, როგორი სინესტეა. და ავეჯი? საწოლები, სავარძლები და დივანი – ყველაფერი გატეხილია. ჩემს ბიჭს საერთოდ იატაკზე სძინავს. არც მაგიდა გვაქვს, არც სკამები. ტანსაცმელი კეთილმა მეზობლებმა გვაჩუქეს. მაღაზიაში ცარიელი ყუთები ვითხოვე და ყველაფერი იქ ჩავაწყვეთ, რადგან კარადები არ გვაქვს. არც ცხელი წყალი გვაქვს აბაზანაში. ეს ძველი, გაფუჭებული ელექტროღუმელი საჭმლის კეთებაშიც გვეხმარება და ზამთარში – გათბობაშიც. ბოდიში მომითხოვია, მაგრამ წყალსაც მასზე ვაცხელებთ დასაბანად.

„ამას რა სითბო უნდა ჰქონდეს, საკუთარ თავს ძლივს ათბობს?! ჩვენ კი მასზე სადილსაც ვამზადებთ და დასაბანად წყალსაც ვაცხელებთ.“

– მასზე საჭმლის გაკეთებას როგორ ახერხებთ?

ნინო: როგორ და… ლობიოს ღამე რომ დავადგამ, მეორე დღეს მზადაა. განსაკუთრებულს ისედაც არაფერს ვამზადებთ, მაგრამ ფაფების, მაკარონის და წვნიანის კეთება დიდხანს მიწევს.

რა სახსრებით ცხოვრობთ?

ნინო: სოციალური დახმარება მხოლოდ წინა თვეში დაგვინიშნეს. მანამდე მშობლები თავისი პენსიიდან თუ მიგზავნიდნენ რაღაც თანხას. ჩემი ბიძაშვილიც მეხმარებოდა, მაგრამ როდემდე უნდა ვისხდეთ მის კისერზე? მასაც ოჯახი ჰყავს და ავტო სამრეცხაოზე მუშაობს. ჩემი დიმაც მას აედევნა და ისიც დადის, მუშაობს.

მართალია, დიმა? როგორ უმკლავდები?

დიმა (11 წლის): სიმართლე გითხრათ, მხოლოდ სალონის მტვერსასრუტით გაწმენდა შემიძლია, მაგრამ ბევრს მოსწონს, როგორც ვმუშაობ და მაქებენ კიდეც. ხან ფულს მჩუქნიან, ხან საჭმელს. მე კი ყველაფერი სახლში, დედისთვის და დებისთვის მომაქვს!

„უკვე დიდი ვარ. თერთმეტი წლის ვარ. უნდა ვიმუშაო, რომ დედა და დები ვარჩინო. ავტო სამრეცხაოზე მუშაობა მომწონს.“

რა ყოჩაღი ხარ! ნამდვილი კაცი! სკოლაში კარგად სწავლობ?

დიმა: ისე რა… ბურთით თამაში, ბიჭებთან ერთად სეირნობა და ბიძაჩემთან ერთად ავტო სამრეცხაოზე სიარული მიყვარს… და საერთოდაც, როცა გავიზრდები, ყველაფერს გავაკეთებ იმისთვის, რომ დედას, ქრისტის და ალიონას ყველაფერი ჰქონდეთ.

უკვე გადაწყვიტე, ვინ გახდები?

დიმა: დიახ, პოლიციელი ვიქნები და წესრიგს დავიცავ!

ქრისტინე, შენ ვინ გახდები, როცა გაიზრდები?

ქრისტინე (13 წლის): ექიმი! ოღონდ ჯერ ვერ გადავწყვიტე, რომელი.

„სოფელში დაგვცინოდნენ, ლოთის შვილებს გვეძახდნენ, ალიონას კი ყრუს.“

ახალი სკოლა მოგწონს?

ქრისტინე: დიახ, აქ ძალიან კეთილი ბავშვები არიან. არც მე დამცინის ვინმე და არც ალიონას.

და თქვენს სოფელში ვინმე გაბრაზებდათ?

ქრისტინე: დიახ, დაგვცინოდნენ, ლოთის შვილებს გვეძახდნენ, ალიონას კი ყრუს. თვითონაც გეტყოდათ, მაგრამ მას სხვებივით ლაპარაკი არ შეუძლია…

საშინაო დავალებებს როგორ ამზადებს?

ქრისტინე: მე ვეხმარები. ძალიან მინდა, რომ ალიონა კარგად სწავლობდეს, რომ სახლში კარგი ნიშნების მოტანა შეძლოს. მე ვამეცადინებ, დიმა კი დამალობანას და დაჭერობანას ეთამაშება.

ძალიან ყოჩაღი გოგო ხარ!

ქრისტინე: ძალიან ვცდილობ. დედასაც ვეხმარები სახლში, რადგან უკვე დიდი ვარ… მაგრამ წელს თითქმის მთელი სასწავლო წელი გამოვტოვეთ, რადგან არც კომპიუტერი გვაქვს და არც ტელეფონი.

ქრისტინე, რაზე ოცნებობ?

ქრისტინე: ძალიან მინდა, რომ ტელევიზორი გვქონდეს. ყველანი ერთად ფილმების და სხვადასხვა გადაცემის ყურებას შევძლებდით. ლეპტოპიც ძალიან გვჭირდება, ან ტაბლეტი, ან ტელეფონი… რამე მაინც, რომ სწავლა შეგვეძლოს.

„უთხარი დეიდას, რომ თოჯინაზე ოცნებობ, უთხარი!“

შენ რაზე ოცნებობ, ალიონა?

(გოგონა ყურადღებით მიყურებს, ცდილობს ჩემი ტუჩების მოძრაობით მიხვდეს, რას ვეუბნები. არ ვიცი, მიხვდა თუ არა, რა ვკითხე. „თოჯინა! უთხარი, რომ თოჯინა გინდა!“ – ყურში ჩასჩურჩულებს უფროსი და. – „შენ ხომ ერთი თოჯინაც კი არ გაქვს.“ მაგრამ ალიონა მხოლოდ თავს აქნევს.)

ნინო: დიახ, წელს სკოლა ხან გახსნეს, ხან დახურეს… მაგრამ ჩემს შვილებს ონლაინ რეჟიმში სწავლა უბრალოდ არ შეუძლიათ.

გვითხარით, ტელევიზორის, კომპიუტერისა და თოჯინების გარდა კიდევ რა გჭირდებათ?

ნინო: არც კი ვიცი… თხოვნა ძალიან მერიდება… ბავშვები მუდმივად ცუდად იკვებებიან, გატეხილ საწოლებზე გვძინავს… ხომ ხედავთ, საჭმელს რაზე ვამზადებთ?.. ალბათ კოცონზე უფრო სწრაფი და მოსახერხებელი იქნებოდა. მთელი ღამე წვნიანის კეთება ნამდვილი ტანჯვაა… საერთოდ არაფერი გვაქვს. მთელი ეს ძველმანი, რასაც აქ ხედავთ, ჩვენ არ გვეკუთვნის. ბავშვებიც ძალიან მეცოდებიან… გული მიკვდება! თქვენთან დაკავშირება ამიტომაც გადავწყვიტე. ალიონას იმდენი ყურადღება სჭირდება, რომ ჯერ დამლაგებლადაც კი ვერსად მოვეწყობი.

და ბოლოს: რა არის თქვენი ყველაზე დიდი ოცნება?

ნინო: მე მხოლოდ ალიონაზე ვფიქრობ. მხოლოდ ექიმები თუ შეძლებენ, რომ მას სმენა დაუბრუნონ. ეს ჩემი ყველაზე დიდი ოცნებაა და უფალსაც სწორედ ამას ვევედრები… და რა თქმა უნდა ის, რომ ჩემი შვილები ნორმალური, მშვიდი ცხოვრებით ცხოვრობდნენ და ელემენტარული რაღაცები არ აკლდეთ. მე სხვა არაფერი მჭირდება… ბავშვებს ხომ არაფერი დაუშავებიათ…

„ძალიან მინდა გავიგო, რას მიყვირის დედა“

*** 

მეგობრებო, ნინო გელანძე და მისი შვილები: 9 წლის ალიონა, 11 წლის დიმა და 13 წლის ქრისტინე დიდ გასაჭირში არიან. საბრალო ქალი, სამ შვილთან ერთად, ფაქტობრივად ქუჩაში აღმოჩნდა. მისი უმცროსი გოგონა, ალიონა, შშმ პირია და სმენის აპარატითაც კი ვერ ცხოვრობს ისე, როგორც ყველა ნორმალური ბავშვი. ისიც საკითხავია, შეძლებენ თუ არა ექიმები მისთვის სმენის დაბრუნებას. ოჯახი ერთ უბადრუკ, ნესტიან ქოხში ცხოვრობს, სადაც ნორმალური საწოლები, მაგიდა, სკამები და კარადებიც კი არ დგას. ისინი ნახევრად მშივრები არიან და ყველაზე ელემენტარული საცხოვრებელი პირობებიც კი არ აქვთ.

ნინო გელანძეს და მის შვილებს ნებისმიერი დახმარება გაუხარდებათ: საკვები, საბავშვო ტანსაცმელი და ფეხსაცმელი, საწოლები, გაზქურა…  ბავშვები კი ტელევიზორზე ოცნებობენ!

გელანძეების ოჯახის მონახულება და შეძლებისდაგვარად დახმარება შეგიძლიათ მისამართზე: 

და აუცილებლად გააზიარეთ ჩვენი პოსტი, რომ ამ ოჯახის გასაჭირის შესახებ შეიტყონ თქვენმა მეგობრებმაც! ეს ძალიან მნიშვნელოვანია!

უფალი გვაძლევს ისეთ ადამიანებზე ზრუნვის შესაძლებლობას, რომლებსაც ეს თავად არ შეუძლიათ. უბედური ადამიანები – ზეციური საჩუქარია, რათა ჩვენ შევძლოთ, დავამტკიცოთ უფლის სიყვარული საქმით და არა სიტყვებით!

მეგობრებო, თქვენთან კიდევ ერთი თხოვნა გვაქვს – თუკი შეიტყობთ, რომ თქვენს ნაცნობს ან მეზობელს დახმარება სჭირდება, გთხოვთ გამოიჩინოთ გულისხმიერება და ამის შესახებ მოგვწეროთ ელექტრონულ მისამართზე: office-fsp@fsp.ge 

  ჩვენი ფონდის ანგარიშია:

#GE15TB7194336080100003

#GE42LB0115113036665000

#GE64BG0000000470458000

(დანიშნულება: გელანძეების ოჯახი).

თანხის გადმორიცხვა შეგიძლიათ ჩვენი ვებ-გვერდის მეშვეობითაც.

ასევე, თანხის გადმორიცხვა შესაძლებელია TBCpay და ExpressPay ტერმინალებიდან. ქვეთავში “ქველმოქმედება“ მოძებნეთ ჩვენი ფონდი (ფონდის დამატებით უფლება-მოვალეობებს შეგიძლიათ გაეცნოთ ბმულზე https://goo.gl/GY2Gus).

ერთად ჩვენ უკვე მრავალ გაჭირვებულს დავეხმარეთ. მოდი გელანძეების ოჯახსაც გავუმართოთ ხელი! ვინ იცის, იქნებ სრულიად უცხო ადამიანების დახმარება ოდესმე თავადაც დაგვჭირდეს?!

  თქვენთვის კარგი ამბავი გვაქვს – ახლა ჩვენი ბენეფიციარების ისტორიები შეგიძლიათ წაიკითხოთ:

ინსტაგრამზე: https://www.instagram.com/chernovetskyi.fund/ და

ტელეგრამზე: https://t.me/ChernovetskyiFund.

ერთი ზარი გადაარჩენს სიცოცხლეს: 0901 200 270

თარიღი
სახელი
თანხა
სტატუსი
2021 ოქტ 15
კონსულტაცია
140.00₾
2021 ოქტ 19
კონსულტაცია
50.00₾
2021 ოქტ 29
მედიკამენტები,პამპერსები
399.98₾
2021 ნოე 04
მედიკამენტები
498.62₾
2021 ნოე 19
მედიკამენტები
52.20₾
2021 ნოე 19
მედიკამენტები
47.05₾
2021 ნოე 30
ფონდის ზედნადები ხარჯები
295.00₾

სულ ხარჯები:

1482.85₾

დარჩა:

0₾
შემოწირულობის გაღება
თანხა
გმადლობთ, კეთილო გულო!
30.11.2021 20:00:00
₾5.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
30.11.2021 20:00:00
₾3.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
07.11.2021 09:03:56
₾5.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
01.11.2021 10:50:02
₾100.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
28.10.2021 14:18:12
₾5.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
26.10.2021 20:00:00
₾50.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
25.10.2021 20:00:00
₾5.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
24.10.2021 20:00:00
₾10.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
24.10.2021 20:00:00
₾20.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
22.10.2021 20:00:00
₾10.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
22.10.2021 20:00:00
₾3.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
20.10.2021 20:00:00
₾1.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
17.10.2021 20:00:00
₾50.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
17.10.2021 16:09:28
₾20.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
16.10.2021 20:00:00
₾10.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
16.10.2021 20:00:00
₾1.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
14.10.2021 20:00:00
₾5.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
13.10.2021 20:00:00
₾30.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
13.10.2021 20:00:00
₾30.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
13.10.2021 20:00:00
₾2.00

შემოწირულია:

₾1,482.00

88 დონორი

აირჩიეთ თანხა:

Გადახდის საშუალება:

გამოწერა:

შემოწირულია:

₾1,482.00

88 დონორი

დასრულებული!

მათ ძალიან სასწრაფოდ სჭირდებათ თქვენი დახმარება