ng ng

რეგულარული გადახდების ფუნქცია ხელმისაწვდომია

სახლში / პროექტები /

დედიკოს პატარა ბიჭი 37 წლისაა

calendar ოქტომბერი 4, 2021

ერთი ზარი გადაარჩენს სიცოცხლეს!

ტელეფონის ნომერი:

info

ფასი (გაითვალისწინეთ):

1 call - ₾2 GEL

მობილური პროვაიდერები

Mobile provider
Mobile provider
Mobile provider

დაეხმარეთ! გააგზავნეთ სმს

sms

თქვენ შეგიძლიათ გადაარჩინოთ ვინმეს სიცოცხლე და დაუახლოვდეთ ღმერთს! გაგზავნეთ SMS ნომერზე 97100 შეწირეთ ₾3 GEL

კოპირებულია

პოსტის გაზიარებაც დახმარებაა!

facebook google messanger viber telegram

უბრალოდ წარმოიდგინეთ, რას გრძნობს დედა, როდესაც ხედავს, რომ მისი 37 წლის ბიჭი იატაკზე ზის, სათამაშო მანქანას აგორავებს და სათამაშო ტელეფონში რაღაცას დუდღუნებს…

ჩვენი ფონდის ანგარიშები:

Bank of Georgia

Bank logo

Ბანკის კოდი:

BAGAGE22 BAGAGE22

კოპირებულია

ნომერი:

GE64BG0000000470458000 GE64BG0000000470458000

კოპირებულია

TBC Bank

Bank logo

Ბანკის კოდი:

TBCBGE22 TBCBGE22

კოპირებულია

ნომერი:

GE15TB7194336080100003 GE15TB7194336080100003

კოპირებულია

Liberty Bank

Bank logo

Ბანკის კოდი:

LBRTGE22 LBRTGE22

კოპირებულია

ნომერი:

GE42LB0115113036665000 GE42LB0115113036665000

კოპირებულია

საქველმოქმედო ნომერი: ერთი ზარი გადაარჩენს სიცოცხლეს!

ტელეფონის ნომერი:

0901200270

უბრალოდ წარმოიდგინეთ, რას გრძნობს დედა, როდესაც ხედავს, რომ მისი 37 წლის ბიჭი იატაკზე ზის, სათამაშო მანქანას აგორავებს და სათამაშო ტელეფონში რაღაცას დუდღუნებს…

ღმერთო, რამხელა გულისტკივილია დედისთვის! ოდესღაც თინამ თავისი ახალშობილი შვილი, გია, ხელში აიყვანა და წარმოიდგინა, რომ ის ძლიერი და კაცური კაცი გაიზრდებოდა, ცხოვრებაში წარმატებას მიაღწევდა და მისი საყრდენი გახდებოდა… მაგრამ ბედმა სხვაგვარად ინება – ცერებრული დამბლა, უკურნებელი სენი… ახლა თინა გიას ერთადერთი საყრდენია. მის გარეშე კაცი დიდ და მისთვის გაუგებარ სამყაროში აღმოჩნდება, სადაც ის, დედის გარდა, სხვას არავის სჭირდება. სრულწლოვანი კაცი სამი წლის ბავშვივით აზროვნებს.

უკვე 37 წელია თინათინი ერთი და იგივე ჩაკეტილ წრეზე დადის: ბანაობა, ჩაცმა, კვება, თამაში, გასეირნება, ისევ კვება, ბანაობა, ძილი… და არც ერთი წამი მეთვალყურეობის გარეშე! მის პატარა ბიჭს ოცდაოთხსაათიანი მოვლა და ყურადღება სჭირდება.

  ასეთ რთულ მდგომარეობაში ყველაზე დიდი საშინელება სრული სიღარიბე და უსაშველობაა. 350 ლარი თვეში – სულ ეს არის, რისი იმედიც შეიძლება ჰქონდეთ.

გიას სათამაშოები

„მოდი დედასთან, ნუ გეშინია, დედა შენ გვერდითაა.“

  – თინათინ, როგორც ვიცი, ცერებრული დამბლა სხვადასხვა ფორმით ვლინდება. როგორ ვლინდება ეს დაავადება გიას შემთხვევაში?

  თინათინი: დიახ, მართალი ხართ. ცერებრულ დამბლას სხვადასხვა სიმპტომები ახასიათებს და ინდივიდუალურია. გიგუცას, ცერებრული დამბლით დაავადებული ბევრი სხვა ადამიანისგან განსხვავებით, სიარული შეუძლია; მაგრამ ჩვენ შემთხვევაში დაავადებამ ტვინის განვითარებაზე იმოქმედა: ჩემი ბიჭის ცნობიერება სამი წლის ასაკში ჩარჩა. გიას პრობლემები მაშინ შევამჩნიე, როცა ის 10 თვის იყო. ექიმთან წავიყვანე და… (ტირის.) არასდროს დამავიწყდება ის საშინელი დღე, როცა განაჩენის მსგავსი დიაგნოზი დაგვისვეს, – ცერებრული დამბლა! (ცდილობს დამშვიდდეს.)

  – კარგად გვესმის, რასაც გრძნობთ…

  თინათინი: ზოგჯერ ასე მომაწვება ხოლმე და… არაფერია, მკითხეთ… გამივლის…

  – გიას მდგომარეობის შემსუბუქება რამენაირად თუ შეიძლება?

  თინათინი: სამწუხაროდ, არა. რეაბილიტაცია იმ პაციენტებს ეხმარება, ვისაც საყრდენ-მამოძრავებელი სისტემის დარღვევები აქვს, მაგრამ როცა დაავადება ტვინს აზიანებს…

ჩვენ შემთხვევაში მედიცინა უძლურია. კონსულტაცია შესანიშნავ ექიმთან, ლევან ვადაჭკორიასთან გავიარეთ. ერთადერთი, რის გაკეთებაც შეიძლება, – რეალობის მიღება, მასზე ზრუნვა და მაქსიმალური ყურადღების და სიყვარულის გამოჩენაა.  

  – თინა, ამ დიაგნოზის მიღება შეძელით? რას ურჩევდით დედებს, რომლებიც ისეთივე მდგომარეობაში არიან, როგორშიც თქვენ?

  თინათინი: ამის მიღება ძალიან რთულია… ეჰ, რამდენი ცრემლი ვღვარე!.. დრო დამჭირდა, მაგრამ ეს აუცილებელია – რეალისტი უნდა იყო და ამ სენს უნდა შეეგუო… ყველაფრის მიუხედავად, თქვენი შვილისთვის უფალს მადლობა შესწირეთ, – მერე რა, რომ ის სხვებს არ ჰგავს?! ის თქვენია, თქვენი სისხლი და ხორცი, თქვენთვის გამოგზავნილი ღვთის საჩუქარი! უბრალოდ მას მეტი დრო, სიყვარული და ყურადღება სჭირდება… და სიყვარულს ის ორმაგად მიბრუნებს – ჩემი შვილი ძალიან თბილი და ალერსიანია. ასე დამადებს ხოლმე თავს მკერდზე და… დედასთან თავს კარგად, მყუდროდ და უსაფრთხოდ გრძნობს.  

  – როგორ გადის თქვენი დღე? გია რას აკეთებს ხოლმე?

  თინათინი: ყოველ დილით, როცა გიგუცა იღვიძებს, ჯერ ვბან, ვპარსავ და ვაცმევ, მერე კი ვსაუზმობთ. გიას ხორცი და ტკბილეული უყვარს, მაგრამ ჩვენთვის ეს დაუშვებელი ფუფუნებაა… მერე მის საყვარელ სათამაშოებს ვაძლევ, მე კი საოჯახო საქმეებს ვაკეთებ; თან ერთი წამითაც არ ვაშორებ თვალს, რადგან შეიძლება უნებლიეთ თავი დაიზიანოს, ან რამე გადაყლაპოს, რაც არ იჭმევა… და ასე გრძელდება მთელი დღე. საღამოს კი უნდა ვაჭამო, დავბანო და დასაძინებლად დავაწვინო.

„ფეხი მომე, წინდა ჩავიცვათ.“

„აბა, პატარავ, ხელები აწიე, რომ დედიკომ მაისური გაგისწოროს!“

„ახლა პირი დავიბანოთ…“

„სანამ დავრეცხავ, ტელეფონი გამომართვი და ითამაშე.“

„წამოდი, ცოტა გავისეირნოთ.“

„გიას წყალთან თამაში ძალიან უყვარს და ცდილობს დამეხმაროს.“

„მისი საყვარელი საქმიანობა მანქანებით თამაშია.“

  თინა, თქვენი მეუღლე სად არის?

  თინათინი: გარდაიცვალა…არც ისე კარგი ქმარი და მამა იყო… ახალგაზრდობაში გავიცანი, ერთმანეთი ვნებიანად შეგვიყვარდა. მაშინ ყურადღება არ მიმიქცევია, რომ ძალიან ბევრს სვამდა; ქორწინების შემდეგ კი დალევას უფრო მოუხშირა, არ მუშაობდა, ჩხუბობდა, მე და ბავშვებს ხშირად გვცემდა ხოლმე. საერთოდ არ ადარდებდა, რომ ჩვენი ბიჭი მძიმედ ავად იყო; მე კი ვითმენდი და იმედი მქონდა, რომ გონს მოვიდოდა და სმას თავს დაანებებდა, მაგრამ სულ ტყუილად…

გიას წერა და ხატვა არ შეუძლია, მაგრამ დედა მას ყოველთვის აქებს.

„ყოჩაღ, შვილო! ძალიან ლამაზია!“

  ოდესმე გიფიქრიათ, რომ ასეთი უბედურება დაგატყდებოდათ თავს?

  თინათინი: არა, რა თქმა უნდა! როცა ახალგაზრდა ხარ და ოჯახი ახალი შექმნილი გაქვს, ფიქრობ, რომ კი, პრობლემები გექნებათ, მაგრამ უმნიშვნელო და ეს ცხოვრებას ვერ გაგიფუჭებს, რადგან ორივეს ერთად არაფრის გეშინიათ… მაგრამ შვილის ავადმყოფობა ყველაზე საშინელ სიზმარშიც კი არ დამესიზმრებოდა.

„ჩემი სიყვარული, ჩემი სუნთქვა, ჩემი ღვთის საჩუქარი…“

დედასთან ერთად გია თავს დაცულად გრძნობს

  თინა, რა სახსრებით ცხოვრობთ?

  თინათინი: სოციალურ დახმარებას – 100 ლარს და გიას ინვალიდობის პენსიას – 250 ლარს ვიღებთ. ცოტა ხნის წინ იძულებული გავხდი სესხი ამეღო გაზქურის საყიდლად, რადგან ჩვენი საერთოდ გაფუჭდა და საშიში იყო. ახლა აღებული თანხის უმეტესი ნაწილით სესხს ვიხდი. არის დღეები, როცა სახლში ფქვილიც კი მაქვს. გიას ეს როგორ ავუხსნა? ჭამას ითხოვს და ვერ ხვდება, რატომ არ ვაძლევ.

  არ გიცდიათ, რომ დახმარების თხოვნით სახელმწიფოსთვის მიგემართათ?

  თინათინი: ოჰ, არაერთხელ! დახმარებას შეშით და წამლებით ვთხოვდი, მაგრამ უშედეგოდ. ისეთი შეგრძნება მაქვს, თითქოს მათთვის საერთოდ არ ვარსებობთ.

  – არავინ გეხმარებათ? ნათესავები, მეგობრები…

  თინათინი: ყველა საკუთარი ცხოვრებით ცხოვრობს… როცა ავადმყოფი შვილი გყავს და შენც ავადმყოფობ, ხედავ, რომ ნათესავებიც და მეგობრებიც უკვალოდ ქრებიან. სანამ ჯანმრთელი ხარ და ვინმეს რამეში არგიხარ, ყველას უყვარხარ, მაგრამ როცა პრობლემები გაქვს, არავის სჭირდები. ჩემი გოგოები, მარიამი და ფატიმა, გათხოვილები არიან, კარგი ქმრები ჰყავთ, მაგრამ ჩვენი დახმარება არაფრით შეუძლიათ – თვითონაც ძლივს გააქვთ თავები. ჩვენზე ძალიან დარდობენ…

ახალგაზრდაც აღარ ვარ და უკვე აღარ ვიცი, რა გავაკეთო. როგორ გადავრჩეთ? მაგრამ გულში იმედი მქონდა. ფონდის ბევრი ისტორია და ბევრი სამადლობელო სიტყვა წამიკითხავს მათგან, ვისაც დაეხმარეთ. ჰოდა, ვიფიქრე, იქნებ ჩვენც გაგვიმართლოს-მეთქი. გავრისკე და მოგწერეთ. ცხოვრების ყველაზე რთულ მომენტში ჩვენ გვერდით მხოლოდ თქვენ ხართ. ღმერთი ყველაფერს ხედავს და აუცილებლად დაგაჯილდოებთ.

  – სწორადაც მოიქეცით, რომ დაგვიკავშირდით. დახმარება სასწრაფოდ გჭირდებათ! გარდა იმისა, რომ საარსებო სახსრები არ გაქვთ, ყოველგვარ პირობებს მოკლებული ხართ. აგერ, ვხედავ, სახურავიც დაზიანებულია…

  თინათინი: ჰო, ჩემო გოგო, სახლი დიდი ხანია არ გაგვირემონტებია. სახურავი ჟონავს, ბევრი ბზარი აქვს. ზამთარში აქ ყოფნა უბრალოდ აუტანელია, თუმცა ჩივილი ცოდვაა – საკუთარი სახლი მაინც გვაქვს. მადლობა ღმერთს, ქირას მაინც არ ვიხდი!

მათ სახურავი წვიმისგანაც აღარ იცავს

ცემენტის იატაკი

სამზარეულო ერთ კუთხეში ეტევა

ყველაზე მეტად სარეცხი მანქანის და ტელევიზორის გარეშე ვიტანჯები. ხელით ვრეცხავ და ვერც კი წარმოიდგენთ, დღეში რამდენი თეთრეული და ნივთი გროვდება. პატარა, ძველი ტელევიზორი გვაქვს და უფალს ყოველდღე ვევედრები, რომ ჩაირთოს, რომ გიამ არ იტიროს და არ ჭირვეულობდეს. მულტფილმები ძალიან უყვარს და საშინლად განიცდის, როცა ტელევიზორი ჩუმადაა. (ოხრავს.)

  – თინა, უფალს რას ჰკითხავდით ან რას სთხოვდით?

  თინათინი: ყველაფრის მიუხედავად, მინდა უფალს მადლობა გადავუხადო ჩემი ანგელოზისთვის, რომელიც ზეცამ გამომიგზავნა და მინდა იმდენი წლის ცხოვრება ვთხოვო, რომ გიასთან ერთად რაც შეიძლება დიდხანს ვიყო. ის ჩემ გარეშე დაიღუპება… და მინდა, რომ ჩემი ანგელოზი ბედნიერი იყოს თავის სამყაროში და მის სულში ყოველთვის სიმშვიდე და სიწყნარე სუფევდეს.

„შვილო, ბედნიერი იყავი შენს ყველასთვის გაუგებარ სამყაროში.“

***

  მეგობრებო, თინათინს და გიას ჩვენი დახმარება ძალიან სჭირდებათ. ჩვენ შეგვიძლია ისინი მომავალი ცივი და მშიერი ზამთრისგან, მარტოობისგან და იზოლაციისგან დავიცვათ. ისინი ახლა განდეგილებივით ცხოვრობენ და ყოველგვარ ურთიერთობას და ყურადღებას მოკლებული არიან.  

ჩვენ ერთად ბევრი ღვთისნიერი საქმის კეთებას ვახერხებთ. ახლა მთელი ჩვენი სიყვარული და სითბო ამ ოჯახს უნდა ერგოს, – კეთილ, ბრძენ და ცხოვრებისგან გულნატკენ თინას და მის ზრდასრულ პატარა ბიჭს, გიას. ძალიან გთხოვთ, მათ ამბავს გვერდს ნუ აუვლით! ამ ცხოვრებაში სამი ჭეშმარიტად ღირსეული საქმე არსებობს: იმის დახმარება, ვისაც დახმარება სჭირდება; იმის დაცვა, ვინც დაუცველია და იმედის მიცემა მისთვის, ვინც ის დაკარგა!

თინათინის მონახულება და დახმარება თავადაც შეგიძლიათ მისამართზე: დუშეთის რაიონი, სოფ. მილახვრიანთ კარი.

  აუცილებლად გააზიარეთ ჩვენი პოსტი, რომ ამ ოჯახის გასაჭირის შესახებ შეიტყონ თქვენმა მეგობრებმაც! ეს ძალიან მნიშვნელოვანია!

მეგობრებო, თქვენთან კიდევ ერთი თხოვნა გვაქვს – თუკი შეიტყობთ, რომ თქვენს ნაცნობს ან მეზობელს დახმარება სჭირდება, გთხოვთ გამოიჩინოთ გულისხმიერება და ამის შესახებ მოგვწეროთ ელექტრონულ მისამართზე: office-fsp@fsp.ge 

ჩვენი ფონდის ანგარიშია:

  #GE15TB7194336080100003

  #GE42LB0115113036665000

  #GE64BG0000000470458000

  (დანიშნულება: თინათინ ჭიაბრიშვილი).

თანხის გადმორიცხვა შეგიძლიათ ჩვენი ვებ-გვერდის მეშვეობითაც.

ასევე, თანხის გადმორიცხვა შესაძლებელია TBCpay და ExpressPay ტერმინალებიდან. ქვეთავში “ქველმოქმედება“ მოძებნეთ ჩვენი ფონდი (ფონდის დამატებით უფლება-მოვალეობებს შეგიძლიათ გაეცნოთ ბმულზე https://goo.gl/GY2Gus).

ერთად ჩვენ უკვე მრავალ გაჭირვებულს დავეხმარეთ. მოდი ამ ოჯახსაც გავუმართოთ ხელი! ვინ იცის, იქნებ სრულიად უცხო ადამიანების დახმარება ოდესმე თავადაც დაგვჭირდეს?!

თქვენთვის შესანიშნავი სიახლე გვაქვს! ახლა შეგიძლიათ ჩვენი ბენეფიციარების ისტორიები წაიკითხოთ ინსტაგრამზე: https://www.instagram.com/chernovetskyi.fund და ტელეგრამზე: https://t.me/ChernovetskyiFund.

ერთი ზარი გადაარჩენს სიცოცხლეს – 0901 200 270

საჭმლის უბრალოდ დანახვაც კი, დიდი ბედნიერებაა ჩემთვის და ჩემი შვილისთვის!
კეთილო ადამიანო, დაუყოვნებლივ გააზიარე ეს პოსტი! დაეხმარე შენს მეგობრებსაც მონაწილეობა მიიღონ ღვთისნიერ საქმეში!
      „მადლობა ღმერთო, მადლობა, კეთილი ადამინები რომ გამომიგზავნე, დამანახე იმედგადაწურულს, რომ სიკეთე ამქვეყნად ისევ არსებობს. აღარ დავკარგავ იმედს! – ლოცულობს თინა. – უფალო, ამ ადამიანებისთვის მადლობას გიხდი!“
და მაინც, რა კარგია, რომ დედა თინას შეუძლია, თავი სხვაგვარად იგრძნოს! შეუძლია, თავისუფლად ამოისუნთქოს. ის ხომ, მუდამ დარდობს შვილის გამო, მხოლოდ გიასთვის ცოცხლობს და სუნთქავს.  დედა თინას და ცერებრალური დამბლის მძიმე ფორმით დაბადებული გიას პატარა ოჯახის შესახებ, წინა წლის ოქტომბერში დავწერეთ:
https://chernovetskyifund.ge/ge/projects/finished/779-chiabrishvili/description/ 
        „ცხოვრებაში პირველად, ბედნიერმა გავიღვიძე, დამშვიდებულმა – აგრძელებს თინა. – და ერთი თვე, ჩვენთვის უჩვეულო „ფუფუნებაში“ ვიცხოვრე, ჩვეულებრივი ადამიანივით.  რა უჩვეულო და სასიამოვნო განცდაა, როდესაც ბედნიერი ხარ იმიტომ, რომ არ გაქვს საზრუნავი და ყოველწამიერი საფიქრალი, რა უნდა ჭამო, როგორ მოამზადო ფაფა, რომელიც არ გაქვს და როგორ გათბე სუსხიან ზამთარში.“ 

გიას გული ბავშვივით უფანცქალებს. უხარია ამდენი გემრიელობის დანახვა! 

      – თინა, ძვირფასო,  გვიამბეთ, როგორ შეიცვალა თქვენი ცხოვრება მას შემდეგ, რაც თქვენს შესახებ პოსტი გამოვაქვეყნეთ?
 თინათინი: მთელი ცხოვრება ვშიმშილობთ, შვილო. ხორცი, თევზი და ყველი, ჩვენთვის მუდამ სანატრელი იყო. ჩემთვის, როგორც ქალისთვის, ჰიგიენური საშუალებებიც კი, ფუფუნებას წარმოადგენდა. ძალიან რთულია ასე ცხოვრება, როდესაც ყოველ წამს ფიქრობ, როგორ, ან რა ჭამო, ჭამო იმისთვის, რომ უბრალოდ ცოცხალი გადარჩე.  ახლა კი, კეთილმა ადამიანებმა ძალიან გაგვახარეს, გული ბედნიერებით აგვივსეს და გაგვიხანგრძლივეს ცხოვრება, შეგვიმსუბუქეს სადარდებელი. სულ ვნატრობდი ტელევიზორს, რომელსაც უპრობლემოდ ჩავრთავდი. ჩემს გიას ძალიან უყვარს ტელევიზორის ყურება… უზომოდ მადლობელი ვარ კეთილი ადამინების. მადლობა, ღმერთო, რომ ეს დღეც გამითენე და ჩემს სახლში სარეცხი მანქანა და გაზის გამათბობელი მანახე. კარგად იცით, ამ სუსხიან და ცივ ზამთარში, რამდენად აუცილებელია გამათბობელი. სარეცხმა მანქანამ კი საქმე შემიმსუბუქა და ახლა, იმ დროსაც ჩემს გიას ვუთმობ, ჩემს შვილს, რომელსაც ყველაზე მეტად სჭირდება ყურადღება…

 „ხელით რეცხვა აღარ მიწევს და ჩემს ბიჭს ვუთმობ ამ დროსაც„

       – თინათინ, ახალი მეგობრებიდან განსაკუთრებით ვის აღნიშნავდით?
        თინათინი: ძალიან ბევრი ადამიანი მახსოვს, ბევრი აკომენტარებდა და გვეხმიანებოდა „ფეისბუქის“ მეშვეობით. მინდა, ყველას ძალიან დიდი მადლობა გადავუხადო. 
ბედნიერებაა, როდესაც ცხოვრებაში ჩნდება ადამიანი, რომელიც იმედს გაძლევს, რომელიც უანგაროდ გიკეთებს სიკეთეს. უზომოდ მიხარია, რომ ახალი მეგობარი შევიძინეთ, ჩემი შვილის სეხნია – გია.  გია ძალიან კარგი ადამიანია და მჯერა, რომ ღმერთმა გამოგვიგზავნა. ის ჩვენთის ღმერთის საჩუქარია… როდესაც გშია და ვინემს საჭმელი მოაქვს ეს უდიდეს მადლიერებას და არაჩვეულებრივ გრძნობას იწვევს… გიამ მოგვიტანა ერთი თვის სამყოფი საჭმელი, ტკბილეული და ყველა საჭირო ნივთი, თუ პროდუქტი. ერთი თვე საერთოდ არ მქონდა იმის დარდი, რა უნდა გვეჭამა. ამან უზომოდ გამაბედნიერა და გამიადვილა ცხოვრება.  ასევე, გიამ მოგვიტანა ელექტრო სააპარსი, რომელიც ძალიან სჭირდებოდა ჩემს შვილს. ერთი თვის კომუნალური ხარჯებიც დაგვიფარა. მისი დახმარება, ძალიან ბევრს ნიშნავს ჩვენთვის. მაგრამ უკვე ისევ გამუდმებით ვფიქრობ, ხვალ რა ვჭამოთ, ჩემს შვილს რა ვაჭამო…
გიას მდგომარეობიდან გამომდინარე, ვერ ვმუშაობ დახმარება კი იმდენად მიზერულია, რომ სულ არჩევანის წინაშე ვდგავართ, რა გავაკეთოთ ამ მცირე თანხით – მშივრები დავრჩეთ, თუ წამლების გარეშე…

ბედნიერი ცხოვრების ერთი თვე

          – თინათინ, თქვენი ძალიან კარგად გვესმის და ვიმედოვნებთ, რომ კეთილი ადამიანები კვლავ გამოჩნდებიან და თქვენს მომღიმარ სახესა და ბედნიერ თვალებს ისევ ვიხილავთ. ქალბატონო თინა, ადგილობრივი ხელისუფლება თუ გამოეხმაურა ჩვენს პოსტს? რაიმე სახის რეაგირება თუ მოახდინეს?
         თინათინი: სოციალური დახმარება და პენსია… სახელმწიფო მხოლოდ ამით გვეხმარება. ძალიან ვწუხვარ, მაგრამ ისედაც არანაირი იმედი არ გვქონდა და მათ ჩვენი მოლოდინი ნამდვილად გაამართლეს. ამ ამბავს არანაირი  გამოხმაურება არ მოჰყოლია, არანაირი რეაგირება მათი მხრიდან. თითქოს, საერთოდ არ ვარსებობთ და არ ვართ არც მათი მოქალაქეები, არც ადამიანები… მხოლოდ კეთილი ხალხის იმედად ვიყავით, ვართ და  ვიქნებით, სხვა არავინ გვყავს პატრონი.
         – რას ნიშნავს ეს დახმარება და მხარდაჭერა პირადად თქვენთვის?
თინათინი: გადარჩენის და ცხოვრების იმედი გამიჩინა, შვილო. იმედი კი, ყველაზე მნიშვნელოვანია ადამიანისთვის. არ ველოდი დახმარებას, ასეთ მძიმე დროს, ადამიანს გადაწურული აქვს ყველა იმედი. გიას ჯანმრთელობის მდგომარეობა არ გამოსწორდება, ეს ვიცი. მაგრამ ჩემი ერთდაერთი საზრუნავი ახლა არის ის, რომ შევუმსუბუქო და გავუხალისო ცხოვრება. მუდამ მხოლოდ იმედგაცრუება და ტკივილი გვაქვს, მთელი ჩვენი ცხოვრება ტანჯვაა. ყველაზე მეტად გვჭირდებოდა საჭმელი და ტექნიკა. უზომოდ ბედნიერი ვიყავი, რომ მოგვიტანეს. ემოციების ზღვა მქონდა და სიხარულით „დავფრინავდი“. წარმოიდგინეთ, ელემენტარულად საჭმელი გვენატრებოდა და საჭმლის დანახვაც კი, უკიდეგანო სიხარულია ჩვენთის.  რა უნდა იყოს, შვილო, იმ შეგრძნებაზე ძლიერი, ოცნებები რომ აგიხდება და უზრუნველად იცხოვრებ ერთი თვე მაინც?  დიახ, შვილო ჩენთვის ის, რომ საჭმელი გვაქვს და არ გვშია, უზრუნველ ცხოვრებას ნიშნავს.
        – ვიცით, რომ გიას ტელევიზორი ძალიან უყვარს, რა რეაქცია ჰქონდა სხვა, ახალი რომ დაინახა? 
თინათინი: ჩემს გიას, მართლაც ძალიან უყვარს ტელევიზორი.  ჩვენი გაფუჭებული იყო და მისი ჩართვის სულ მეშინოდა, ვერ ვრთავდი. გია ჭირვეულობდა, ცუდ ხასიათზე იყო და მეც ძალიან განვიცდიდი მის მდგომარეობას. ახლა ძალიან კარგი ტელევიზორი გვაქვს, გიაც სულ მასთანაა. ტელევიზორის ყურებისას გულს აყოლებს, გასართობ გადაცემებს უყურებს. მთელი გულით იღიმის, თავისი ბავშური წრფელი ღიმილით. ის ბედნიერია და მეც მაბედნიერებს. როგორც დედა, უზომოდ მადლიერი ვარ ყველა იმ ადამიანის, ვინც წვლილი შეიტანა ჩემი შვილის გაბედნიერებაში. ღმერთმა ყველა დაგლოცოთ და ყველა გაგაძლიეროთ, ასე რომ გამახარეთ.

გია ძალიან ბედნიერი და მშვიდია, როდესაც ტელევიზორს უყურებს

            – თინათინ, ვიცით, რომ კვლავაც გაქვთ პრობლემები, რომლის გადაჭრაშიც, შეუძლიათ დახმარება ჩვენი ფონდის მეგობრებს. პროდუქტის გარდა, რა გჭირდებათ?
  თინათინი: შვილო საჭმელი რჩება ჩვენს მარადიულ და მოუგვარებელ პრობლემად. უზრუნველი ცხოვრების ერთი თვის შემდეგ, ისევ ჯოჯოხეთი დაიწყო. და ახლაც, ამ წუთას, გიას გეფიცებით, არც შაქარი, არც ფქვილი, არც მარილი და არც სხვა რამე პროდუქტი გვაქვს სახლში. ბავშვს შია, საჭმელს მთხოვს, მე კი ვერ ვუხსნი, რომ არ გვაქვს. რთულია, ძალიან რთული საკუთარი შვილისთვის იმისი ახსნა, რომ ვერ აჭმევ, იმის გამო, რომ არაფერი გაქვს. ნეტა როდის უნდა დასრულდეს ეს ყველაფერი?! როგორც დედა, მხოლოდ იმას ვნატრობ, რომ ჩემმა შვილმა არ იშიმშილოს. სხვა არაფერი მინდა. მხოლოდ ის, რომ ელემენტარული საკვები გვქონდეს, საარსებო მინიმუმი, უბრალოდ, ფიზიკურად რომ ვიარსებოთ და გადავრჩეთ…             
*** 
         კეთილო ადამიანებო, ჩვენო მეგობრებო! ჩვენი სიყვარულით მოვეფეროთ და გავათბოთ,  ბავშვური გულისა და სპეტაკი სულის მქონე გია და თინათნი. მათ ეს ახლა ძალიან სჭირდებათ. დავუახლოვდეთ, დავუმეგობრდეთ, ვანუგეშოთ და გავამხნევოთ! გულწრფელი სიყვარული და ადამიანური დამოკიდებულება მათთვის ძალიან მნიშვნელოვანია.
       ჭიაბრიშვილების ოჯახი განწირულია შიმშილისთვის, ისინი, კეთილი ადამიანებისგან საკვებით დახმარებას ელიან. მკითხველო, ალბათ დამეთანხმები, რომ ყველაზე რთულია, როდესაც გშია და საჭმელი არ გაქვს. დედისთვის ყველაზე მძიმეა ის, რომ უყურებს თავის მშიერ შვილს და ვერ უხსნის, რომ არ აქვთ საჭმელი. თინათინის ცხოვრება, გიაზე მუდმივი ზრუნვა და დარდია, დედა-შვილი სულ ერთად არიან და სულ ასე იქნება. ჩვენ კი, კვლავ შევეცადოთ, გავუხალისოთ ამ პატარა ოჯახს ცხოვრება და ვაჩუქოთ ახდენილი ოცნებების ნამდვილი დღესასწაული. მათ ხომ, ძალიან ბევრი რამ აკლიათ და ენატრებათ. თქვენი მხარდაჭერის გარეშე, ეს დედა-შვილი განწირულია. 
        თინათინს და გიას სჯერათ თქვენი, სჯერათ კეთილი გულების. და ახლა აქვთ იმის იმედი, რომ ნაცნობები და უცნობები, კვლავ დაეხმარებიან და სულს გაუთბობენ. დავუდგეთ მხარში ჭიაბრიშვილების ოჯახს! 
        სამწუხაროდ, ამ ოჯახისა და კიდევ ბევრი სხვა გაჭირვებულის პრობლემები არ დასრულებულა. გთხოვთ, ხანდახან დაათვალიერეთ ამ საბრალო ხალხის ისტორიები ჩვენს ვებგვერდზე, ესაუბრეთ მათ. ყოველ ჯერზე, როდესაც მორიგი გაჭირვებულის ნომერს აკრეფთ, უფალი დაგლოცავთ. თქვენ ამას იგრძნობთ! აუცილებლად! გთხოვთ, შემდგომშიც დაეხმაროთ ამ ოჯახებს, ესაა საუკეთესო ღვთისმსახურება!
        მეგობრებო, თქვენთან კიდევ ერთი თხოვნა გვაქვს – თუკი შეიტყობთ, რომ თქვენს ნაცნობს ან მეზობელს სჭირდება დახმარება, გთხოვთ გამოიჩინოთ გულისხმიერება და ამის შესახებ მოგვწეროთ ელექტრონულ მისამართზე: office-fsp@fsp.ge 
          თქვენი სიკეთე – იმის შანსია თქვენც ყოველთვის ბედნიერი რომ იყოთ!
         კიდევ ერთხელ, დიდი მადლობა თითოეულ თქვენთაგანს!
         ჩვენი ფონდის ანგარიშია:
#GE15TB7194336080100003
#GE42LB0115113036665000
 #GE64BG0000000470458000.
         (დანიშნულება: ჭიაბრიშვილების  ოჯახი).
         თანხის ჩარიცხვა ასევე შეგიძლიათ ჩვენი ვებ-გვერდის მეშვეობით:
  https://chernovetskyifund.ge/ge/projects/finished/779-chiabrishvili/description/#content
          ასევე, თანხის ჩარიცხვა შესაძლებელია TBCpayდა ExpressPay ტერმინალებიდან. ქვეთავში “ქველმოქმედება“ მოძებნეთ ჩვენი ფონდი (ფონდის დამატებით უფლება-მოვალეობებს შეგიძლიათ გაეცნოთ ბმულზე https://goo.gl/GY2Gus).
          არაჩვეულებრივი სიახლე გვაქვს – ახლა ჩვენი ბენეფიციარების ისტორიები შეგიძლიათ წაიკითხოთ:
ინსტაგრამზე: https://www.instagram.com/chernovetskyi.fund/ და
ტელეგრამზე: https://t.me/ChernovetskyiFund.
          სპეციალურ ნომერზე განხორციელებულ მხოლოდ ერთ ზარს, შეუძლია ვიღაცის სიცოცხლის გადარჩენა: 0901 200 270!
         დაფიქრდით იმაზე, რომ გაჭირვებულთა დახმარებით და მათი ტკივილის გაზიარებით, ჩვენ ვზრუნავთ საკუთარ სულზე და ვუახლოვდებით უფალს.

თარიღი
სახელი
თანხა
სტატუსი
2021 ოქტ 29
საყოფაცხოვრებო ტექნიკა
1230.00₾
2021 დეკ 03
გაზის გამათბობელი
540.00₾
2021 დეკ 30
ფონდის ზედნადები ხარჯები
385.00₾
2022 მაი 31
ფონდის ზედნადები ხარჯები
125.00₾
2022 ივლ 20
დივანი
500.00₾

სულ ხარჯები:

2780.00₾

დარჩა:

0.00₾
შემოწირულობის გაღება
თანხა
გმადლობთ, კეთილო გულო!
15.06.2022 20:00:00
₾10.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
15.06.2022 20:00:00
₾8.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
15.06.2022 20:00:00
₾2.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
15.06.2022 20:00:00
₾2.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
15.06.2022 20:00:00
₾2.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
15.06.2022 20:00:00
₾1.50
გმადლობთ, კეთილო გულო!
14.06.2022 20:00:00
₾20.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
14.06.2022 20:00:00
₾10.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
14.06.2022 20:00:00
₾1.80
გმადლობთ, კეთილო გულო!
14.06.2022 20:00:00
₾6.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
13.06.2022 20:00:00
₾70.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
12.06.2022 20:00:00
₾1.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
12.06.2022 20:00:00
₾10.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
09.06.2022 20:00:00
₾10.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
09.06.2022 20:00:00
₾2.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
09.06.2022 20:00:00
₾6.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
09.06.2022 20:00:00
₾3.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
09.06.2022 20:00:00
₾1.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
09.06.2022 20:00:00
₾1.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
09.06.2022 20:00:00
₾10.00

შემოწირულია:

₾2,780.00

252 დონორი

აირჩიეთ თანხა:

Გადახდის საშუალება:

გამოწერა:

შემოწირულია:

₾2,780.00

252 დონორი

დასრულებული!

მათ ძალიან სასწრაფოდ სჭირდებათ თქვენი დახმარება