ng ng

რეგულარული გადახდების ფუნქცია ხელმისაწვდომია

სახლში / პროექტები /

ორი მშიერი ანგელოზი კანკალებს და ერთმანეთს ეხუტება

calendar ნოემბერი 2, 2021

ერთი ზარი გადაარჩენს სიცოცხლეს!

ტელეფონის ნომერი:

info

ფასი (გაითვალისწინეთ):

1 call - ₾2 GEL

მობილური პროვაიდერები

Mobile provider
Mobile provider
Mobile provider

დაეხმარეთ! გააგზავნეთ სმს

sms

თქვენ შეგიძლიათ გადაარჩინოთ ვინმეს სიცოცხლე და დაუახლოვდეთ ღმერთს! გაგზავნეთ SMS ნომერზე 97100 შეწირეთ ₾3 GEL

კოპირებულია

პოსტის გაზიარებაც დახმარებაა!

facebook google messanger viber telegram

„მოდით, ჭამეთ!“ – ყველაზე არასასიამოვნო სიტყვებია რვა წლის გიოსა და სამი წლის გაბისთვის, მათ პატარა ცხოვრებაში… პირში მაშინვე საზიზღარ, გულის ამრევ გემოს გრძნობენ… ოჰ, ეს წყეული ვერმიშელი, არა და არ გამოილია!

ჩვენი ფონდის ანგარიშები:

Bank of Georgia

Bank logo

Ბანკის კოდი:

BAGAGE22 BAGAGE22

კოპირებულია

ნომერი:

GE64BG0000000470458000 GE64BG0000000470458000

კოპირებულია

TBC Bank

Bank logo

Ბანკის კოდი:

TBCBGE22 TBCBGE22

კოპირებულია

ნომერი:

GE15TB7194336080100003 GE15TB7194336080100003

კოპირებულია

Liberty Bank

Bank logo

Ბანკის კოდი:

LBRTGE22 LBRTGE22

კოპირებულია

ნომერი:

GE42LB0115113036665000 GE42LB0115113036665000

კოპირებულია

საქველმოქმედო ნომერი: ერთი ზარი გადაარჩენს სიცოცხლეს!

ტელეფონის ნომერი:

0901200270

ორი მშიერი ანგელოზი კანკალებს და ერთმანეთს ეხუტება

კეთილო ადამიანო, დაუყოვნებლივ გააზიარე პოსტი! დაეხმარე შენს მეგობრებსაცб მიუახლოვდნენ ღვთისნიერ საქმეს!
        „მოდით, ჭამეთ!“ – ყველაზე არასასიამოვნო სიტყვებია რვა წლის გიოსა და სამი წლის გაბისთვის, მათ პატარა ცხოვრებაში… პირში მაშინვე საზიზღარ, გულის ამრევ გემოს გრძნობენ… ოჰ, ეს წყეული ვერმიშელი, არა და არ გამოილია!
          რისთვის არიან დასჯილი ეს პატარები, ვერასდროს გავიგებთ, მაგრამ ჩვენ შეგვიძლია დავეხმაროთ იმაში, რომ ჭამა უხაროდეთ ისევე, როგორც უხარიათ ჩვენს შვილებს, როცა სუფრასთან ვეძახით… ოჰ, რა გემრიელია! რა გემრიელ საჭმელს ამზადებს მოსიყვარულე დედიკო… გავუგზავნოთ მათ პროდუქტი… ცოტ ცოტა მაინც, ამ პატარა, ლამაზი ბიჭუნებისთვის მაინც. მაგრამ მუდმივად… ძალიან ცოტა!.. თითოეულმა ჩვენთაგანმა, თვეში ერთხელ მაინც, თითო ნამცეცი რომ გაუგზავნოს თავისი სუფრიდან, – ეს ბავშვები მთელს ქვეყანაზე ყველაზე ბედნიერი ანგელოზები იქნებიან! მთელს მსოფლიოში, მეგობრებო. ჩვენ კი თავადაც ვიამაყებთ ამით მთელი დარჩენილი ცხოვრება.
        არ შეჭამ – მშიერი დარჩები… და რამდენიმე საათში, მისი ჭამა მაინც მოგიწევს. ამ საზიზღარი, გულის ამრევი, საშინელი ვერმიშელის. იმიტომ, რომ დედას სხვა არაფერი აქვს. 
       გიო და გაბი ზიზღით მანჭავენ სახეს და მაჩვენებენ, როგორ მობეზრდათ: „ბე-ე-ე!“ დედა, თათია კი ისევ ვერმიშელს უმზადებს. ბავშვებს ხომ ვერ ეტყვის, რომ მათი ერთადერთი საშველია ეს, თორემ უბრალოდ ვერ გადარჩებიან? და ეს ორი უღიმღამო, ნესტიანი ოთახიც, დაფლეთილი კედლებით, თვეში 300 ლარად, – დიდი საქმეა და უსახლკარო ცხოვრებისგან გადარჩენის ერთადერთი ხერხი. კარს მომდგარი ზამთარი და ცარიელი, ცივი, მოუწყობელი სახლი, ტელევიზორის, გაზქურის, სარეცხი მანქანის და წყლის გამაცხელებლის გარეშე… ჩამონათვალი გრძელია! დიახ, უარაფრო! და ამ სახლში, ორი ბავშვი და მათი დედა, რომლებსაც მისჯილი აქვთ შიმშილსა და  სიცივეში ყოფნა, განწირულები არიან და გადარჩენისთვის ბრძოლა მოუწევთ…
ხის შემოსასვლელ კარებს, ქარი წარამარა უხეშად აღებს, ღუმელი ცივია – შეშა არ არის. ბევრ რამეს თუ ჩაიცმევ და ერთმანეთს ჩაეხუტები, ძალიან აღარ შეგცივდება.
            – თათია, აქ ხომ თაგვი კუდს ვერ მოიქნევს. როგორ ეტევით სამნი ამ ერთი ბეწო ოთახში?
თათია: როცა სახლში მთელი დღე არ ვართ, ბავშვები როგორღაც უძლებენ. გიო სკოლაში დადის და ამ რამდენიმე საათის განმავლობაში მაინც, ბავშვი შევიწროებულად არ გრძნობს თავს. გაბი ბაღში უნდა წასულიყო, მაგრამ ჯერჯერობით, კარანტინია. ამ ტაბურეტზე დაბრძანდით. ოღონდ ფრთხილად, – უკან სათლი დგას… და მილს არ მიარტყათ თავი… უხერხულია, ბოდიშს გიხდით, უბრალოდ არ მაქვს სხვა ადგილი, რომ დავდგა… ქურთუკი არ გაიხადოთ, გაიყინებით… ყველაზე მეტად ცივ ამინდში გვიჭირს. ბავშვები იღლებიან ამ სივიწროვეში, ნერვიულობას და წუწუნს იწყებენ. გაბი ისევ გამიცივდა და ქსუტუნებს. ეს ხომ სახლი არაა, ფიცრულია, მაგრამ ამაშიც ფულია გადასახდელი… 
           – და რა არის ამ ასანთის კოლოფის საფასური? მაპატიეთ, უბრალოდ სხვა სახელი ვერ მოვუძებნე…
            თათია: ამ ორი ციცქნა ოთახის ქირაობაც კი, ამაზე უარესი          რაღა უნდა იყოს – თვეში 300 ლარი ღირს. ბინის მეპატრონეს ვეცოდებით და კომუნალური გადასახადების თანხას არ გვართმევს. სოციალური დახმარება მხოლოდ 400 ლარი გვაქვს: ნინის ქირა – 300 ლარი, ჩვენ – 100 ლარი. ხომ ხვდებით, რა საშინელებაა? მე კი არაფრის გაკეთება არ შემიძლია. 

გიო: „დღეში ორჯერ ვჭამთ.
დილით, მერე საღამოს რვა საათზე. სულ ასე ვართ. მაგრამ გაბის უკვე მგელივით შია. აი,
შეხედეთ, ვეღარ ითმენს. რვა საათი კი ჯერ არ მოსულა.“

დეიდა, შენ შეგიძლია,
8 საათამდე რომ ითმინო?

         – სად გძინავთ? აქ ხომ მხოლოდ ეს პატარა დივანი დგას…
         თათია: მე და გაბის დივანზე გვძინავს. კარს მიღმა კიდევ ერთი ოთახია. ოთახი რა… უბრალოდ დასაძინებელი ადგილია. კარი სანახევროდ იღება. გიოს შეუძლია შეძვრეს და ლოგინზე დაწვეს. აი, ნახეთ, თავი შეყავით და ისე… 
          – ღმერთო ჩემო…
         გიო: დეიდა, მე გამხდარი ვარ და ადვილად შემიძლია შევძვრე. აი, ნახე!

  „გვერდულად უნდა შეხვიდე“ – მაჩვენებს გიო

„აი, შევძვერი, შიგნით კი საკმარისი ადგილია. შენ არც ეცადო, გაიჭედები“
            – მართლაც…
            თათია (სევდიანად): გგონიათ, ვერ ხვდება, რა ცუდ დღეში ვართ? ხომ ხედავს, გარეთ გადის, სხვა ბავშვებთან თამაშობს, შედარებას აკეთებს… დამალვას აზრი არა აქვს, სიმართლეს ვეუბნები. რომ სრულიად მარტოები ვართ, რომ ფული არ გვაქვს და ჯერ არ ვიცი, როგორ გამოვასწორო ეს ყველაფერი… (და ეს მართლაც ასეა. ქორწინების შემდეგ ორ შვილს ვზრდი, ალიმენტებს კი არ ვიღებ), სკოლა რომ დაიწყო, გიოსთვის ტანსაცმელი მეზობლებმა გვაჩუქეს. არც კი ვიცი, რა არის უარესი, –  სკოლაში სიარული, თუ ონლაინ გაკვეთილები.  სკოლაში რომ იაროს, ტანსაცმელი და ფეხსაცმელია საჭირო, ონლაინისთვის – ინტერნეტი და ტელეფონი. (ოხრავს.)ცხოვრებას სულ ჩამოვრჩით. გიო მამშვიდებს, მაგრამ თვითონ, ხშირად არის ჩაფიქრებული და სევდიანი. 
          – სამსახურში სიარულის შესაძლებლობა არ გაქვთ?
         თათია: ადრე საწარმოში ვმუშაობდი, სადაც ნახევარფაბრიკატებს, – ხინკალსა და ბლინებს ამზადებდნენ… ახლაც მოვეწყობოდი დამხმარედ, მაგრამ ბავშვებს ხომ მოვლა სჭირდებათ. გიოს ვამეცადინებ. გაბი უფრო მეტ ყურადღებას ითხოვს. მთელი დღე უჩემოდ როგორ იქნებიან? ჯერჯერობით არ გამომდის. 
            – ვხედავ, რომ პირად ცხოვრებაზე საუბარი არ გსურთ… და ეს თქვენი უფლებაა… 
           თათია (ოხრავს): ქორწინებამ ძალიან მტკივნეული მოგონებები დამიტოვა. მინდოდა ობოლი ბიჭისთვის, ჩემი ქმრის შვილისთვის დედობა გამეწია, მაგრამ ბავშვმა კატეგორიულად არ მიმიღო. ბავშვური ეჭვიანობა ჩაირთო – ისტერიკები, ტირილი, წყენა… იყო მომენტი, – ღმერთო, მაპატიე, ამას რომ ვყვები, – გერმა ორსულს ფეხი დამიდო და საავადმყოფოში აღმოვჩნდი სისხლდენით. ალბათ, დედას ვერავინ შეუცვლის. ძალიან გთხოვთ, დავხუროთ ეს თემა.
         – დიახ, რა თქმა უნდა… თათია, და ალიმენტები? შეეგუეთ და მორჩა?
        თათია: საერთოდ არაფერი. ეს მცირეოდენი დახმარება მაინც იქნებოდა.
          (მეგობრებო, იქნებ რომელიმე თქვენგანი იურისტია და შეძლებს, ამ საბრალო ქალს შვილებისთვის ალიმენტის მოპოვებაში რომ დაეხმაროს? ალიმენტს ხომ დედას კი არა, შვილებს უხდიან, რომლებიც სიხარულით ჩასახეს და კიდევ უფრო დიდი სიხარულით მიატოვეს ისე, როგორც ქუჩის ძაღლები…)
          – ანუ, მხოლოდ საკუთარი თავის იმედი გაქვთ?
          თათია: საკუთარი თავის, ღმერთისა და კეთილი ადამიანების… ვიცი, რომ ღმერთი არ მიგვატოვებს. რამდენჯერ ყოფილა, რომ სახლში ნამცეციც კი არ გვქონია და მზად ვიყავი, სასოწარკვეთილებისგან ხმამაღლა მეტირა. ღმერთს ვთხოვდი, უბედურება აეცილებინა ჩვენთვის, და უცებ, ისმოდა გადამრჩენელის ზარი  – დედას, ან დას ცოტაოდენი პროდუქტი ჰქონია ჩვენთვის გადანახული. შეძლებისდაგვარად გვეხმარებიან… ან მეზობლებს სურთ, რომ სადილი გაგვიყონ. ძმამ თითქოს გულიდან ამომშალა. რისთვის? იმისთვის, რომ ცხოვრებაში არ გამიმართლა? ძალიან მტკივა გული. მითხარით, შეიძლება ასე მოექცე ახლობელს? ასე შეიძლება? (ცდილობს ტირილი შეიკავოს, ველოდები, სანამ ცოტა დამშვიდდება). 
ველოდები, მშვიდდება ნელ-ნელა.
        – ადრე რაზე ოცნებობდით, თათია?
        თათია: იმდენად გადატვირთული ვარ პრობლემებით, და ისეთი დადარდიანებული ვარ, თითქოს უკვე ნახევარი საუკუნეა ვცხოვრობ. აღარც მახსოვს, გულიანად ბოლოს როდის ვიცინე. გული მაქვს დამძიმებული, ცუდად ვარ. 
         ძალიან მინდოდა მეან-გინეკოლოგის პროფესიას დავუფლებოდი. ჩემი აზრით, ეს ყველაზე საინტერესო და საოცარი პროფესიაა, – ახალი სიცოცხლის დაბადებას რომ უყურებ. ნემსების კეთება ვიცი და შვილებსაც, როცა ავად არიან თავად ვმკურნალობ. არ ვიბნევი, პირიქით, უფრო მობილიზებული ვხდები საგანგებო ვითარებაში. 
           – თქვენი შვილების დაბადების დღეები როგორ დაგამახსოვრდათ? ეს ხომ განსაკუთრებული დღეებია ყველა დედის ცხოვრებაში…
           თათია: რა თქმა უნდა! ცხოვრებაში ყველაზე მეტად, ჩემი ბიჭებით ვამაყობ. უფროსი შვილის დაბადების წინ წმინდა გიორგი ვნახე სიზმარში, ამიტომ ზუსტად ვიცოდი, ბავშვს რას დავარქმევდი. გიო სექტემბრის ცხელ დღეს – 15 რიცხვში დაიბადა. დროც მახსოვს: 12:50… მალე მისი ტირილიც გაისმა… (იღიმის). უმცროსის დაბადების წინაც წმინდანები დამესიზმრა – მამა გაბრიელი, წმინდა გიორგი და წმინდა ნინო. მახსოვს, რომ ველაპარაკე კიდეც. ასე რომ, უმცროსი ბიჭის სახელიც, მათ მიკარნახეს. 
         გაბი სუსტი მუხლებით დაიბადა და ტკივილები აწუხებდა. ამის გამო ნორმალურად სიარული არ შეეძლო. იაშვილის კლინიკაში ძალიან დაგვეხმარნენ და ღვთის წყალობით, ყველა სირთულე გადავლახეთ. 
         რაც არ უნდა მოხდეს, მჯერა, რომ ჩემს შვილებს წმინდანები იცავენ და ყოველთვის დაგვიფარავენ. თუმცა, ნერვიულობას ვერ ვწყვეტ… 
ამ ბიჭუნას სახელი წმინდა გაბრიელის პატივსაცემად დაარქვეს
        – მესმის თქვენი. ყოველდღიური საყოფაცხოვრებო პრობლემები გაქვთ მოსაგვარებელი…
        თათია: ბავშვებს ნორმალურად ვერ ვაჭმევ, ვერ ვაცმევ, ვერ ვათბობ, ვერ ვუქმნი ნორმალურ პირობებს, წრეებზე ვერ დამყავს… ჩემი გიო კი ხატავს…
         აი, ასე ვცხოვრობთ: ბანაობისთვის წყალს ქვაბით, შეშაზე, 40 წუთი ვაცხელებ. აბანავებ ბავშვებს და გეშინია, რომ არ გაცივდნენ გაყინულ ოთახში. შეშა არ გვაქვს, ამიტომ ღუმელს ზედმეტად აღარ ვანთებ, მხოლოდ აუცილებლობის შემთხვევაში. გაზის ლურჯ ბალონზე, ბავშვებს საჭმელს ვუმზადებ. მომზადება ხმამაღალი ნათქვამია. ვერმიშელს ან კარტოფილს ვხარშავ. სულ ერთი და იგივე. ბავშვები უკვე იფურთხებიან. მაკარონზე და ვერმიშელზე გული ერევათ. თავი ჯალათი მგონია. შიში და საზარელი ფიქრები მოსვენებას არ მაძლევს. მუდმივად რაღაც ცუდის მოლოდინი მაქვს.

სახლი კი არა, ასანთის კოლოფია. რთულია, თავი აქ მყუდროდ იგრძნო.

ასეთ დრომოჭმულ ნიჟარას, ძველმანების ბაზარშიც ვერ იშოვნით

  თათია, ჩაცუცქული,  ბალონზე ამზადებს საჭმელს, როგორც 90-იანებში
           ვეცადე სოციალურ სასადილოში ჩაწერა. რამდენჯერაც მივედი, ადგილი არ დამხვდა. აქაც ბედი გინდა… გგონიათ ყველას წერენ? მერე ჩემთვის ერთი ადგილი კი იპოვეს, მაგრამ ჩემს რაიონში კი არა, გლდანში. იქამდე ხომ უნდა მიხვიდე,  სამგზავროდ ფული გჭირდება. ჩვენ კი ყოველ კაპიკს ვითვლით… ეს ვის აინტერესებს? მერიას მივმართე, ბინის ქირის გადახდაში ვითხოვე დახმარება. უპასუხოდ დამტოვეს. (თათია შეტრიალდა, თვალზე მომდგარი ცრემლი რომ დაემალა, ერთი ხელი მეორეს მაგრად მოუჭირა.)
        – ვხედავ, რომ ჩვენი საუბარი ძალიან გთრგუნავთ. ჩვენ კი ეს სულაც არ გვინდა. ასე მოვიქცეთ: მე ბავშვებს დაველაპარაკები, თქვენ კი მანამდე დამშვიდდით. არ იდარდოთ. ჩვენი მკითხველები აუცილებლად დაგეხმარებიან. 
           – აბა, გიო, რა ხდება სკოლაში, შენი არყოფნის შემდეგ?
          გიო: სანდრო ისევ ისეთი გათამამებულია, გიო კი ჩუმი. ჩემი მეგობრები არიან. ზოგიერთი ბავშვი გაიზარდა. დღეს რა მოხდა? სავარჯიშოდ გარეთ გაგვიყვანეს და წრეში ბურთს ვთამაშობდით. ბიჭები გოგოების წინააღმდეგ. რა თქმა უნდა, ჩვენ მოვიგეთ! დღეს არაფერი დამიშავებია და არ მეჩხუბნენ. 
           – აჰა! და ისე აშავებ ხოლმე?
          გიო: ხანდახან. კარგია, როცა სკოლა ონლაინში არაა, თორემ მარტო ვიჯექი და ბავშვებს ვერ ვხედავდი. ისინი ერთმანეთს ხედავდნენ, მე კი ვერა. არ მინდა ონლაინში, – არც ტელეფონი მაქვს და არც ინტერნეტი. 
         – დედა ამბობს, რომ ხატავ…
         გიო: ადრე ვხატავდი…
         – ოჰ, თქვა, რა – ადრე! უფროსებმა იციან ასე თქმა: „აი, ადრე…“ ბავშვები ეგრე არ ამბობენ… 
          გიო: ხო, ადრე… როგორ არ გესმის, დეიდა? როცა ფანქრები და სახატავი რვეული მქონდა, ვხატავდი. ახლა კი მხოლოდ საშლელი დამრჩა და ვეღარაფერს ვხატავ…

ნახატები ძველი სახატავი რვეულიდან, რომელიც გათავდა

გიო: „ეს მხიარული ბარტყია, გემრიელად ჭამა უყვარს და მასაც ეზიზღება ვერმიშელი (იცინის). ბევრს ჭამს, დღეში ორჯერ კი არა“
        – აი, თურმე რაში ყოფილა საქმე! მაპატიე, მეგობარო, ვერ მივხვდი. ანუ ტელეფონი, კომპიუტერი და სახატავი მასალები გჭირდება? 
        გიო: რატომ მეკითხები, დეიდა? გინდა, რომ მომიტანო?
        გაბრიელის ხმა ისმის: რის მოტანა უნდა დეიდას? რა თქვა, გიომ? მეც მინდა, დე!
         – გიო, ჩვენს მკითხველებს ვუამბობთ და გაჩუქებენ.
         გიო: ისიც მოუყევი, რომ სკეიტბორდი მინდოდა ძალიან. ისეთი მაგარია. შემიძლია დავჯდე და ისე ვიარო. მეგობრები მაძლევდნენ ხოლმე ცოტა ხნით. დიდხანს დგომა ჯერ არ გამომდის, ხანდახან გამომდის. აი, ჩემი სკეიტი რომ მქონდეს, ვისწავლიდი.
გაბრიელი (ტირის): გიო ისევ ლაპარაკობს, მე კი არავინ მეძახის.

გიო: „ჩვენს გაბრიელს უყვარს ტირილი“.
         – ვაი, ვაი! მოდი აქ, პატარავ. მითხარი, აბა, რა გინდა?
        გიო: ოჰ, გაბი, რა პანიკიორი ხარ, რა! ორი წუთი ვერ მოგითმენია…
        გაბი: მარწყვის ტორტი მინდა! 
         – ნამცხვარი კი არა, დიდი ტორტი, ხომ ასეა?
        გაბი: კი, კი… ისე შევჭამდი, უჰ!..
        გიო: როცა ვმეცადინეობ, გაბიც იმახსოვრებს. მიდი, გაბი, თქვი. ჩიტო, ჩიტო, ნაცარა… მიდი, აბა! 
         გაბი: ჩიტო, ჩიტო ნაცარა,
                  ვის უგალობ, ვისა?
                  შენ გიგალობ, პატარავ,
                  დილა მშვიდობისა!
         – რა საყვარელი და ყოჩაღი ბიჭუნა ხარ! 
        გიო: გაბი, აბა, ინგლისურად თქვი „წითელი“?
        გაბი: „რედ“.
        გიო: შავი?
        გაბი: „ბლექ.“
         გიო: დილა მშვიდობის.
         გაბი: „გუდ მონინგ.“ (დედას შეხედა) კიდევ დიდი თოფი და პატარა მანქანები მინდა.
         თათია (ცოტა დამშვიდდა და შვილს იხუტებს): კარგი ბიჭია,  დეიდა, ხედავ, რამდენი რამე იცის? მოუტანე სათამაშოები. ნეტა გიოს ინგლისურის ან ხატვის წრეში ტარება შემეძლოს. დასანანი იქნება, რომ მიატოვოს… ან ევროპულ ცეკვებზე – ეს გიოს სურვილია. სოფელში ნახა, ტელევიზორში. სადმე ახლოს რომ იყოს და ფეხით მისვლა რომ შეიძლებოდეს, ვატარებდი. ბავშვი, ცოტა ხნით მაინც რომ მოვაშორო ამ გაჭირვებას.

გიო გაჭირვებით შეძვრა პატარა ოთახში, რომლშიც სძინავს და ინგლისურის სწავლა დაიწყო.

ხმამაღლა კითხულობს, უკეთესად რომ დაიმახსოვროს (კარის ვიწრო ღრიჭოში მოვკარი თვალი)

მაგრამ გაბიმ სიმყუდროვე დაურღვია

საწოლზე ჭიდაობა და მერე ჩახუტობანა – ჯერჯერობით, გათბობის საუკეთესო ხერხია
          – დრო მოვიდა, რომ გაგამხნევოთ. თქვენთვის რის გაკეთება შეგვიძლია? როგორ შეგიმსუბუქოთ ყოფა?
          თათია: ნუთუ ჩემს ცხოვრებაშიც შეიძლება მოხდეს ასეთი რამ?! ჩემთვის არასდროს არავის არაფერი უჩუქებია. ღმერთმა დაგლოცოთ! წყლის გამაცხელებლის, სარეცხი მანქანის და გაზის გამათბობლის გარეშე ძალიან ვწვალობთ. მეშინია, არ ვიცი, ბავშვები ამ ზამთარს როგორ გადაიტანენ. გიოს სუსტი წერტილი – ბრონქებია. ასთმური შეტევები, დიდი ხანია არ ჰქონია, მაგრამ ყურადღება სჭირდება. არ შეიძლება მისთვის ნესტში ყოფნა.
        საერთოდ არაფერი გაგვაჩნია – არც ტელევიზორი, არც მაცივარი. ჩვენი საცხოვრებელი პირობები, ალბათ შოკია თქვენთვის. რას ვიზამთ, ასეა. რა თქმა უნდა, ამას ცხოვრება არ ქვია. არც საჭმელი გვაქვს, არც ზამთრის ტანსაცმელი… ჯერჯერობით, ვუძლებთ. უფალი მოწყალეა, არ გაგვწირავს. ალბათ თქვენც, ხომ ასეა? მე თქვენი მჯერა და გელით, გვიშველეთ!
                                   ***
           ეს პატარა ოჯახი დიდ განსაცდელში აღმოჩნდა. გიო, გაბი და თათია, ამქვეყნად სრულიად მარტო არიან დარჩენილი, ზამთრის, შიმშილისა და სიცივის სამიზნედ ქცეულნი. სანამ სახელმწიფო მოხელეები მათთვის ზანტად ეძებენ  და ვერ პოულობენ ადგილს სოციალურ სასადილოში, ისინი შეიძლება დანებდნენ და მოტყდნენ. ფიქრის დრო არ გვაქვს. აუცილებლად უნდა მოვასწროთ, სანამ რაღაც საშინელი და გამოუსწორებელი მომხდარა. ამ საოცარმა, ლამაზმა ბავშვებმა არც კი იციან, რამხელა საფრთხე ემუქრებათ. ეს მხოლოდ დედამ იცის და ძალიან დაბნეულია. მაგრამ მას იმედი აქვს და ეს იმედი – ჩვენ ვართ! 
         მათი მონახულება შეგიძლიათ მისამართზე: თბილისი, გუდამაყრის ქ. 2ბ
ყოველ ჯერზე, როდესაც ვინმეს დახმარება შეგიძლიათ, უბრალოდ გააკეთეთ ეს და გიხაროდეთ, რომ ღმერთი,  თქვენი მეშვეობით პასუხობს ვიღაცის ლოცვებს!           
გამოვიჩინოთ გულისხმიერება და დავუმტკიცოთ პატარებს, რომ სასწაულები ხდება! მათ ჩვენი სჯერათ! ჩვენს პატარა თანამემამულეებს, იმედს ნუ გავუცრუებთ! დავანახოთ, რამდენად კეთილი ადამიანები ცხოვრობენ საქართველოში! ჩვენ გვჯერა, რომ ერთად შევძლებთ მათი ცხოვრების შეცვლას!
არ დაგავიწყდეთ ჩვენი პოსტის გაზიარება, რათა ამ ოჯახის გასაჭირის შესახებ თქვენმა მეგობრებმაც შეიტყონ! ეს ძალიან მნიშვნელოვანია! 
მეგობრებო, თქვენთან კიდევ ერთი თხოვნა გვაქვს – თუკი შეიტყობთ, რომ თქვენს ნაცნობს ან მეზობელს დახმარება სჭირდება, გთხოვთ გამოიჩინოთ გულისხმიერება და ამის შესახებ მოგვწეროთ ელექტრონულ მისამართზე: office-fsp@fsp.ge
ჩვენი ფონდის ანგარიშია:
#GE15TB7194336080100003
#GE42LB0115113036665000
#GE64BG0000000470458000
(დანიშნულება: გაბუნიების ოჯახი).
თანხის გადმორიცხვა ასევე შეგიძლიათ ჩვენი ვებ-გვერდის მეშვეობით:
 ასევე, თანხის გადმორიცხვა შესაძლებელია TBCpay და ExpressPay ტერმინალებიდან. ქვეთავში “ქველმოქმედება“ მოძებნეთ ჩვენი ფონდი (ფონდის დამატებით უფლება- მოვალეობებს შეგიძლიათ გაეცნოთ ბმულზე https://goo.gl/GY2Gus).
ერთად, ჩვენ უკვე დავეხმარეთ უამრავ გაჭირვებულს. ამ ოჯახსაც გავუმართოთ ხელი! ვინ იცის, იქნებ სრულიად უცხო ადამიანების დახმარება ოდესმე თავადაც დაგვჭირდეს?! ცხოვრება ხომ მოულოდნელობებით არის სავსე!
შესანიშნავი სიახლე გვაქვს! ახლა შეგიძლიათ ჩვენი ბენეფიციარების ისტორიები წაიკითხოთ 
ინსტაგრამზე: https://www.instagram.com/chernovetskyi.fund/ და ტელეგრამზე: https://t.me/ChernovetskyiFund 
         სპეციალურ ნომერზე განხორციელებულ მხოლოდ ერთ ზარს, ვიღაცის სიცოცხლის გადარჩენა შეუძლია: 0901200270
დალოცვილები ყოფილიყავით!

ყველაზე საოცარი საჩუქარი იყო ის, რომ…
კეთილო ადამიანო, დაუყოვნებლივ გააზიარე ეს პოსტი! დაეხმარე შენს მეგობრებსაც, მონაწილეობა მიიღონ ღვთისნიერ საქმეში!
         „დაუჯერებელი მეგონა! მართლა არ მოველოდი ასეთ გულისხმიერებას, ასეთ ძვირფას საჩუქრებს!  ერთი, ორი, სამი… ათი! ბევრი… ძალიან ბევრი საჩუქარი მივიღეთ!“ – თვალებზე ხელებს იფარებს თათია და მადლიერებას, სიხარულს, გაოცებას, ბედნიერებას ერთდროულად გამოხატავს. 
          „და პროდუქტი?! კეთილი ადამიანების წყალობით, პროდუქტებით გაივსო ჩვენი ოთახი. ჩემი ბავშვები ვერმიშელის წყალ-წყალა სუპს აღარ შეჭამენ, რაღაც დროის განმავლობაში მაინც… მშიერი გაბრიელი აღარ იტირებს გაუთავებლად, დედა, ძალიან მშია, პური მაინც მომეცი, გთხოვო…“ – განაგრძობს თათია თავისი განცდების გადმოცემას.

„სანამ დედა საჭმელს გაგვიმზადებს, მოდი, ტკბილეული ვჭამოთ! ამ ერთხელ შეიძლება, ჯერ ტკბილეული და მერე საჭმელი…“

„ჩემს პატარებს საჭმელი ექნებათ და აღარ იტირებენ. გიორგიმ მითხრა: „დედა, რა გემრიელი საჭმელების მომზადება გცოდნია, შენ კი, სულ ვერმიშელის სუპს გვაჭმევდიო…“

        თათია გაბუნია მარტოხელა დედაა, ის ორ მცირეწლოვან შვილს ზრდის. აქამდე, საკუთარი არაფერი გააჩნდა… ცხოვრობს ნაქირავებ სახლში… მაგრამ, სახლიცაა და სახლიც!  არა, არა, ამას სახლი არ ჰქვია, ეს უფრო ქოხია, ან თავშესაფარი…
        გაბუნიების ოჯახის შესახებ პოსტი, ჩვენმა ფონდმა 2021 წლის 3 ნოემბერს გამოაქვეყნა. იხ. ბმული:
 https://chernovetskyifund.ge/ge/projects/799-gabunia/
       – თათია, პირველ რიგში, მოგიკითხავთ, როგორ ხართ?
       თათია: დიდი ხანია, ასეთი გახარებული არ ვყოფილვარ… და ეს თქვენი ფონდის დამსახურებაა. კეთილმა ადამიანებმა, ჩემი ტკივილი გულთან ახლოს მიიტანეს და აი, ხედავთ, რამდენი საჩუქარი მივიღეთ… ჩემი შვილები მხოლოდ გემრიელ საკვებზე, ხილზე და ტკბილეულზე ოცნებობდნენ. ამის გარდა, კიდევ რამდენი რამ შეიძლება ყოფილიყო საოცნებო და სანატრელი მათთვის? უამრავი!  მაგრამ, როდესაც შიოდათ, სხვა ყველაფერი ავიწყდებოდათ. თქვენ კი, ჩემო კეთილო ხალხო, საოცრად გაახარეთ ჩემი პატარები. პროდუქტებით, ორცხობილებით, ხილით და ნუგბარით აგვივსეთ მაცივარი. 

„მოდი, მაცივარში შევიხედოთ, ვნახოთ, რა გვაქვს გემრიელი!“

       მაცივარი, რომელიც თავადვე გვაჩუქეთ. აბა, ჩვენ სად გვქონდა ასეთი ფუფუნება?!  საოჯახო ტექნიკაზე ფიქრსაც ვერ ვბედავდი.  ახლა კი, მაცივარი, სარეცხი მანქანა, ტელევიზორი, პლანშეტი, უთო, ბლენდერი, მიქსერი… ყველაფერი გვაქვს. თქვენი ფონდის წარმომადგენლებს, არც ჩვენი ავეჯი გამორჩათ თვალთახედვიდან – ორი ლამაზი საწოლი და კომოდიც მოგვიტანეს. ღმერთო ჩემო, ნუთუ ჩემი შვილები ტკბილად და რბილად დაიძინებენ?! 

,,ვოცნებობდით ორსართულიან საწოლზე, ჩვენთან  ხომ, საშინელი სივიწროვეა…“

        – ჩვენი პირველი სტუმრობის და თქვენს შესახებ პოსტის გამოქვეყნების შემდეგ, თქვენი ცხოვრება საგრძნობლად შეიცვალა. მოელოდით? 
        თათია: დიახ, ყველაფერი უკეთესობისკენ შეიცვალა. სიმართლე გითხრათ, ცოტა სკეპტიკურად ვუყურებდი ფონდებს. „ცოტაოდენი სიკეთის“ ყოველთვის მჯეროდა, მაგრამ რაც თქვენ ჩვენთვის გააკეთეთ, ეს უკვე სიკეთეცაა და საოცრებაც…
        – არა, თათია, საოცარი არაფერია! ჩვენ იმისათვის ვარსებობთ, რომ ადამიანები სიკეთის რგოლებად ვაქციოთ და გავაერთიანოთ ერთ მთლიან ჯაჭვში. მერე კი, ერთმანეთს გულები გავუთბოთ. 
         თათია: თქვენ ჩემი გული გაათბეთ… ჩემი შვილები გააბედნიერეთ… თქვენი ყველაზე საოცარი და კარგი საჩუქარი, იცით რა იყო?

„დედიკო, თუ ფეხსაცმელი არ მოგერგო, სხვა პატარას გავუგზავნოთ, ხო?“

       – სარეცხი მანქანა? ეს უხარიათ ხოლმე, ყველაზე მეტად, ჩვენს ბენეფიციარ ქალბატონებს. 
        თათია: სარეცხი მანქანა უდავოდ ძვირფასია ჩემთვის, მაგრამ ყველაზე საოცარი საჩუქარი იყო ის, რომ მე სხვებსაც დავეხმარე, სხვა გაჭირვებულ დედებს. თქვენ მეც შემაძლებინეთ სხვის დახმარება…
       – ეს როგორ?
       თათია: როდესაც პოსტი გამოქვეყნდა, უამრავმა ადამიანმა მოგვიტანა პროდუქტი, ტანსაცმელი. ძალიან ბევრი საკვები დაგვიგროვდა. მე და ჩემი შვილები, ამდენს ვერ „მოვერეოდით“. ზოგი ხომ მალფუჭებადი იყო?!  ამიტომ, გადავწყვიტე, სხვებისთვის გამენაწილებინა, ჩემნაირი გაჭირვებული დედა, ძალიან ბევრია… ზოგი სამოსიც არ მოერგოთ ბიჭებს, ჰოდა, სამოსიც გავუნაწილეთ… რა სასიამოვნო ყოფილა, სხვის დახმარება!  აქამდე, ამის გაკეთება არ შემეძლო. თავად არაფერი მქონდა და სხვისთვის რა უნდა მიმეცა?! ახლა ვხვდები, რა ბედნიერები არიან ის ადამიანები, ვისაც მუდმივად შეუძლია სხვის დახმარება, და ეხმარებიან კიდეც!
       – ბევრი ასეთი ადამიანი, ჩვენი ფონდის ერთგული მეგობარია!
        თათია: მინდა დიდი მადლობა გადავუხადო მათ, რომ არსებობენ ჩვენი და ჩვენნაირი ადამიანების საიმედოდ!
        – როდესაც თქვენი გაჭირვების შესახებ გაიგეს, ზოგიერთი ადამიანი პირადად გესტუმრათ, ზოგიც დაგიმეგობრდათ. ვის გაიხსენებდით, განსაკუთრებით, ვინ დაგამახსოვრათ თავი?
        თათია: არასოდეს დამავიწყდება ის ქალბატონები, რომლებმაც ტელეფონი „REDMI – 11“, უამრავი სათამაშო და საკვები მოგვიტანეს. როგორც აღმოჩნდა, ისინი თანამშრომლები არიან. ამ სიკეთის ორგანიზატორი,  ერთ-ერთი მათგანი –  ქალბატონი დინა გახლდათ. უფალი გაახარებს… რომ იცოდეთ, როგორი დიდი სითბოთი და სიყვარულით მოვიდნენ… მანამდე,  ისეთი საშინელი ტელეფონი გვქონდა – სულ ითიშებოდა, ხან ხმა არ გვესმოდა… ნორმალურად ვერსად ვრეკავდით. ინტერნეტზე ხომ, საუბარიც ზედმეტი იყო… მოკლედ, მათ უსაზღვროდ  გაგვახარეს! გიოს, სიხარულის გამოხატვა მაინცდამაინც არ შეუძლია.  იმ წუთას კი, ტელეფონის დანახვისას, უცებ  გაუბრწყინდა თვალები  და სიხარულისგან ცეკვა დაიწყო… გაბის სათამაშოები მოუტანეს –  ბევრი მანქანები. გაბი სამხედრო მანქანებზე ოცნებობდა, და ზუსტად სამხედრო მანქანა რომ აღმოაჩინა საჩუქრებში, უნდა გენახათ, რა დღეში იყო… საწოლშიც კი, მანქანებით წვებოდა. ვერ ვართმევდით. ჩემს შვილებს, არასდროს ჰქონიათ ასეთი სათამაშოები.
         ძალიან გაგვახარა თამუნამ, რომელიც მეუღლესთან ერთად გვესტუმრა. ამ არაჩვეულებრივმა წყვილმა, ბავშვებს უამრავი ტკბილეული, ტანსაცმელი და თვითგორიალები ე.წ. 
„სამაკატები“ მოუტანა. წარმოგიდგენიათ, ჩემი შვილების სიხარული, ამ ,,სამაკატების“ დანახვისას? თან ორი იყო, ორივესთვის ცალ-ცალკე… იმ დღეს, ჩვენი ქოხიდან, ბავშვების ტირილის ნაცვლად, მათი ჟრიამული ისმოდა!
         არ დამავიწყდება თეა და ვიკა – ორი არაჩვეულებრივი გოგონა…  ასევე ქეთი, ნატა, ნინო,  გვანცა, ქალბატონი ელისო, ბატონი ნიკო… კიდევ, რომელი ერთი გავიხსენო?.. არ მინდა, ვინმე გამომრჩეს, მაგრამ ახლა თუ გამომრჩა, ეს იმას არ ნიშნავს, რომ მათი სახეები ჩემს გულში სამუდამოდ არ დარჩება!.. მათ მიმართ, უდიდესი მადლიერების გრძნობა მაქვს და ყოველთვის ასმაგ სიკეთეს ვუსურვებ ცხოვრებაში. აი, ახლა ის მამაკაციც გამახსენდა, ათი ტომარა შეშა რომ მოგვიტანა და უცებ გაქრა… მადლობის თქმაც კი ვერ მოვასწარი, არათუ სახელის კითხვა… ბატონმა ნიკო დარჩიამ, ასევე განსაკუთრებით გაახარა ჩემი გიორგი. მან დიდი ხნის ოცნება აუსრულა: ველოსიპედი აჩუქა! გიორგი, იმ მომენტში, სახლში არ იყო, და რომ მოვიდა… 
       – თუ შეიძლება, თავად გიორგიმ გვითხრას… გიორგი, ძალიან გაგეხარდა ველოსიპედი?
        – გიორგი (8 წლის): აუ-უ-უ-უჰ, ძალიან. ეგრევე მოვახტი. მარტო ველოსიპედი კი არ მაჩუქეს… გინდა დაგათვალიერებინო, რამდენი რამე მაქვს?
        – ყველაზე მეტად მაინც რა გაგეხარდა ?
         გიორგი: ყველაზე მეტად?.. (ფიქრობს, ვერ გადაუწყვეტია რა მიპასუხოს.) ყველაზე მეტად – პლანშეტი.

გიორგი გაკვეთილებს აღარ გააცდენს…

      – რატომ?
      გიორგი: იმიტომ, რომ ონლაინ გაკვეთილებს დავესწრები. სწავლა მიყვარს და აღარ ჩამოვრჩები. რომ არაფერი მქონდა, არც კომპიუტერი, არც პლანშეტი და არც ტელეფონი, ვერ ვესწრებოდი „ონლაინებს“, სულ ვაცდენდი… არ მინდოდა, „ონლაინები“ გაგრძელებულიყო… ჩემს მეგობრებთან ერთად მინდოდა, სკოლაში. მე მიყვარს სკოლაში სიარული, სკოლა დიდია, ჩემი სახლი კი – პატარა. თან სკოლაში თბილა, წყალიც არ ჩამოდის. ახლა არემონტებენ და უფრო კარგი სკოლა მექნება…
       – ყველაზე მეტად, რომელი საგანი გიყვარს?
       გიორგი: ინგლისური. პატარა მოთხრობებს ვკითხულობ ხოლმე ინგლისურად და ყველაფერს კარგად ვიგებ. მასწავლებელიც მეუბნება: „ბევრი გააცდინე, მაგრამ მაინც ყოჩაღი ბიჭი ხარო!“
       – გაბრიელს რა მოეწონა ყველაზე ძალიან?
        გაბრიელი: მე, კანფეტები და შოკოლადები მომეწონა. იმიტომ, რომ ეგენი ძალიან მიყვარს. გითხრა, კიდევ რა მიყვარს? ფაფები მიყვარს და ტორტი. სულ ბოლომდე შევჭამ, არ დავტოვებ. ტორტს ხომ მომიტან, რომ მოხვალ?

„ყველაფერი აი, ასეთი მაგარია-ა-ა-ა-ა!“

        – ბევრ ტკბილეულს მოგიტან!
        გაბრიელი: მაშინ, ჩემი სათამაშოებით გათამაშებ. მერე, „ტომი და ჯერი“-ს ვუყუროთ ტელევიზორში. ჩვენ ახალი ტელევიზორი გვაქვს!

„ნახეთ, რა მაგარი მულტფილმებია ჩემს ახალ ტელევიზორში.“

          თათია: ბავშვებს ძალიან გაუხარდათ ტელევიზორი. ხშირად უყურებენ მულტფილმებს და უფრო მშვიდად არიან. ამ სახლში, გამოქვაბულის ადამიანებივით ვცხოვრობდით, ინფორმაციას მეზობლისგან ვიგებდი. არც ტელევიზორი გვქონდა, და არც რამენაირი საინფორმაციო საშუალება… სულ ჩაკეტილები ვართ. ვერსად ვერ დავდივართ. თუ გავედით,  გზის ფულს სულ თეთრებად ვითვლი… ან, სად უნდა გავიდე? არ ვმუშაობ, ვერც ვიმუშავებ, ორი პატარას პატრონი. სადმე რომ გავასეირნო კიდევ, იმდენი ფულია საჭირო… ბავშვი ან მაღაზიაში შესვლას მოგთხოვს, ან ნაყინს. როგორ გინდა გააგებინო, რომ ჩვენი ოჯახის ბიუჯეტი, თვეში სულ რაღაც 100 ლარია, რომელიც სოციალური დახმარებიდან რჩება, ბინის ქირის გადახდის შემდეგ. ახლა, ახალმა პრობლემამ იჩინა თავი: გაბრიელს ფეხები ასტკივდა. ეს პრობლემა მას ადრეულ ასაკშიც ჰქონდა, თუმცა, კეთილი ადამიანის დახმარებით ვუმკურნალე. მერე, კიდევ უნდა მივსულიყავით კონტროლზე, მაგრამ უსახსრობის გამო, ვერ მოვახერხეთ. სულ იმას ვნატრობ, არაფერი წამოსტკივდეთ, თორემ რა გვეშველება – მეთქი… მაგრამ…  მართლა, ყველა ოცნება ხომ ვერ ახდება?!
        – სოციალური დახმარების გარდა, სხვა დახმარებას თუ იღებთ? ადგილობრივი ხელისუფლება თუ გეხმარებათ რაიმეთი?
        თათია: არაფერს. არავინ არაფერში არ გვეხმარება. უფასო სასადილოშიც ვერ მოვხვდით. ახლო უბნებში ადგილი არ აქვთ. მე კი, გზის ფული არ მაქვს სხვა უბანში სასიარულოდ… არც უსახლკაროებში ვირიცხებით, აქ არ ხართ ჩაწერილებიო… ჩვენზე უფრო მეტად უსახლკარო, ნეტა თუ არის ვინმე? აბა, ამ ქოხს შეხედეთ, რა არის და ამაზეც კი ვოცნებობ, ნეტა ჩემი საკუთარი იყოს – მეთქი.
         ბავშვები ,,MINECRAFT“-ს თამაშობენ თქვენს ნაჩუქარ       პლანშეტში, სახლებს აშენებენ. მეუბნებიან, დედა, ნახე რა ლამაზი სახლი გვაქვსო. გიორგი ასე მპირდება, დიდი რომ გაიზრდება, ბევრს ისწავლის და მართლა ამიშენებს ლამაზ სახლს. ღმერთო, უსმინე ჩემს პატარას, მაგრამ, მანამდეც ნუ დაგვტოვებ ასე…  ქუჩაში…
***
       მეგობრებო, ამ ოჯახის გაჭირვების „შეკავება“, გარკვეული ხნით მოვახერხეთ!  შევძელით, მათთვის უამრავი საჭირო ნივთი გვეჩუქებინა, სიხარული და თანადგომა გვეგრძნობინებინა. თუმცა, პრობლემები ისევ არსებობს. საკვები და ტანსაცმელი ისევ სჭირდებათ. გარდა ამისა, გაბრიელს ესაჭიროება ექიმთან დაუყოვნებელი ვიზიტი. ნორმალური საცხოვრებელი ფართის პრობლემა კი, მათთვის ყველაზე მნიშვნელოვანი პრობლემაა, რომელიც ჯერ არ მოხსნილა!  ამიტომ, ჩვენ ვაგრძელებთ სიკეთის რგოლებისგან ერთიანი ჯაჭვის შეკვრას: გავერთიანდეთ და კვლავ დავეხმაროთ უსახლკარო, ღატაკ ოჯახს!
         თუკი გიმძიმთ საყოფაცხოვრებო სირთულეებისა და   გადაუჭრელი საკითხების გამო, რამდენიმე წამით ყურადღება ჩვენს „ფეისბუქის“ პოსტებზე გადაიტანეთ; ან უმჯობესია, ჩვენს ნებისმიერ ბენეფიციარს დაურეკოთ და ყველა თქვენი პრობლემა უმნიშვნელოდ მოგეჩვენებათ იმათთან შედარებით, ვისაც მისი ცხოვრების ყველაზე მძიმე წუთს დაეხმარეთ.
       მათ პრობლემებთან შედარებით ჩვენი პრობლემები არაფერია! აი, ნამდვილი გაჭირვება! ის თქვენ წინაშეა! უფალს მადლობა შესწირეთ იმისთვის, რაც გაგაჩნიათ! თქვენ უბედნიერესი ადამიანი ხართ! გახსოვდეთ ეს და დაეხმარეთ შეჭირვებულებს.
       სამწუხაროდ, ამ და კიდევ უამრავი სხვა ოჯახის პრობლემები არ დასრულებულა, ამიტომ, დროდადრო დაათვალიერეთ ხოლმე ამ საბრალო ხალხის ისტორიები ჩვენს ვებ-გვერდზე და ესაუბრეთ მათ. ყოველ ჯერზე, როდესაც მორიგი შეჭირვებული ადამიანის ნომერს აკრეფთ, თქვენ აუცილებლად იგრძნობთ უფლის კურთხევას! აუცილებლად! გააგრძელეთ ამ ოჯახების დახმარება! სწორედ ეს არის საუკეთესო ღვთისმსახურება!     
        მეგობრებო, თქვენთან კიდევ ერთი თხოვნა გვაქვს – თუკი შეიტყობთ, რომ თქვენს ნაცნობს ან მეზობელს დახმარება სჭირდება, გთხოვთ გამოიჩინოთ გულისხმიერება და ამის შესახებ მოგვწეროთ ელექტრონულ მისამართზე: office-fsp@fsp.ge 
        თქვენი სიკეთე, არის შესაძლებლობა, თავადაც ყველაფერში ბედნიერი რომ იყოთ!
        მეგობრებო, კიდევ ერთხელ დიდი მადლობა ყველას!
         ჩვენი ფონდის ანგარიშია:
#GE15TB7194336080100003
#GE42LB0115113036665000
#GE64BG0000000470458000.
(დანიშნულება: გაბუნიების ოჯახი).
თანხის ჩარიცხვა ასევე შეგიძლიათ ჩვენი ვებ-გვერდის მეშვეობით: 
https://chernovetskyifund.ge/ge/projects/799-gabunia/
        თანხის ჩარიცხვა ასევე შესაძლებელია TBCpay, ExpressPay ტერმინალებიდან. ქვეთავში “ქველმოქმედება“ მოძებნეთ ჩვენი ფონდი (ინფორმაციას ფონდის დამატებითი უფლება-მოვალეობების შესახებ შეგიძლიათ გაეცნოთ ბმულზე https://goo.gl/GY2Gus).
        არაჩვეულებრივი სიახლე გვაქვს – ახლა ჩვენი ბენეფიციარების ისტორიები შეგიძლიათ წაიკითხოთ:
ინსტაგრამზე: https://www.instagram.com/chernovetskyi.fund/ და
ტელეგრამზე: https://t.me/ChernovetskyiFund.
       სპეციალურ ნომერზე განხორციელებულ მხოლოდ ერთ ზარს ადამიანის სიცოცხლის გადარჩენა შეუძლია: 0901200270
        ვიფიქროთ იმაზე, რომ გაჭირვებულთა დახმარებით და მათი ტკივილის გაზიარებით, ჩვენ ვზრუნავთ საკუთარ სულზე და ვუახლოვდებით უფალს!
თარიღი
სახელი
თანხა
სტატუსი
2021 ნოე 12
საყოფაცხოვრებო ტექნიკა
1198.00₾
2021 დეკ 03
მაცივარი
620.00₾
2022 იან 13
საყოფაცხოვრებო ტექნიკა
450.00₾
2022 იან 31
ფონდის ზედნადები ხარჯები
1855.00₾
2022 თებ 04
პროდუქტები
199.24₾
2022 მარ 22
პლანშეტი
430.00₾
2022 მარ 23
ორ სართულიანი საწოლი
1030.00₾
2022 მარ 28
პროდუქტები
191.91₾
2022 მარ 31
ფონდის ზედნადები ხარჯები
70.00₾
2022 აპრ 11
პროდუქტები
76.14₾
2022 აპრ 11
კომოდი
650.00₾
2022 აპრ 11
უთო
118.00₾
2022 აპრ 28
პროდუქტები
300.02₾
2022 მაი 13
მედიკამენტები
49.22₾
2022 ივნ 01
პროდუქტები
299.98₾
2022 ივნ 22
მედიკამენტები
81.09₾
2022 ივლ 08
საკანცელარიო ნივთები
94.39₾
2022 ივლ 08
პროდუქტები
282.78₾
2022 ივლ 29
ფონდის ზედნადები ხარჯები
70.00₾
2022 სექ 16
პროდუქტები
300.01₾
2022 სექ 16
ტანსაცმელი და ფეხსაცმელი
491.00₾
2022 ოქტ 11
პროდუქტები
300.01₾
2022 ოქტ 18
სათვალე
220.00₾
2022 ნოე 03
ზეთის რადიატორი
239.99₾
2022 დეკ 08
პროდუქტები
299.97₾
2023 თებ 10
პროდუქტები
104.96₾

სულ ხარჯები:

10021.71₾

დარჩა:

0₾
შემოწირულობის გაღება
თანხა
გმადლობთ, კეთილო გულო!
11.08.2022 18:26:37
₾30.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
28.06.2022 20:00:00
₾5.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
19.06.2022 20:00:00
₾10.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
18.06.2022 20:00:00
₾10.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
16.06.2022 20:00:00
₾1.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
14.06.2022 20:00:00
₾3.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
14.06.2022 20:00:00
₾10.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
13.06.2022 20:00:00
₾3.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
13.06.2022 20:00:00
₾3.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
13.06.2022 20:00:00
₾10.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
12.06.2022 20:00:00
₾50.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
12.06.2022 20:00:00
₾3.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
11.06.2022 20:00:00
₾21.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
11.06.2022 20:00:00
₾3.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
11.06.2022 20:00:00
₾1.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
11.06.2022 20:00:00
₾50.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
14.05.2022 23:51:28
₾30.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
29.04.2022 20:00:00
₾10.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
20.04.2022 20:00:00
₾3.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
12.04.2022 20:00:00
₾5.00

შემოწირულია:

₾10,021.19

620 დონორი

აირჩიეთ თანხა:

Გადახდის საშუალება:

გამოწერა:

შემოწირულია:

₾10,021.19

620 დონორი

დასრულებული!

მათ ძალიან სასწრაფოდ სჭირდებათ თქვენი დახმარება