ng ng

რეგულარული გადახდების ფუნქცია ხელმისაწვდომია

სახლში / პროექტები /

ხვალ შეიძლება რეანიმაციაში აღმოჩნდეს…

calendar ნოემბერი 10, 2021

ერთი ზარი გადაარჩენს სიცოცხლეს!

ტელეფონის ნომერი:

info

ფასი (გაითვალისწინეთ):

1 call - ₾2 GEL

მობილური პროვაიდერები

Mobile provider
Mobile provider
Mobile provider

დაეხმარეთ! გააგზავნეთ სმს

sms

თქვენ შეგიძლიათ გადაარჩინოთ ვინმეს სიცოცხლე და დაუახლოვდეთ ღმერთს! გაგზავნეთ SMS ნომერზე 97100 შეწირეთ ₾3 GEL

კოპირებულია

პოსტის გაზიარებაც დახმარებაა!

facebook google messanger viber telegram

გოჩა ვერ ლაპარაკობს. ამის გამო მას საშინელი რაღაცები ემართება. ერთხელ ბრმა ნაწლავი ისე გაუსკდა, რომ მისმა მშობლებმა და და-ძმამ ვერაფერი გაიგეს. ვერც მეორედ გაიგეს და მას ფილტვების ანთება დაემართა. თუ ვერაფერს იგებენ, ბავშვი რეანიმაციაში ხვდება, ამიტომ მშობლები ყოველთვის ფხიზლად არიან. თუ ცუდადაა, ბიჭი მხოლოდ სუსტად კრუსუნებს, რადგან ხელებითაც კი არ შეუძლია იმის ჩვენება, რომ რაღაც აწუხებს. როცა ასე ხდება, დედამისი მის თავს მკერდზე იდებს, გულის მხარეს; ამას კი ხშირად აკეთებს, რადგან ბიჭი ცუდად ხშირადაა. დიდი ხანია დედას გული სტკივა და ექიმთან არის წასასვლელი…

ჩვენი ფონდის ანგარიშები:

Bank of Georgia

Bank logo

Ბანკის კოდი:

BAGAGE22 BAGAGE22

კოპირებულია

ნომერი:

GE64BG0000000470458000 GE64BG0000000470458000

კოპირებულია

TBC Bank

Bank logo

Ბანკის კოდი:

TBCBGE22 TBCBGE22

კოპირებულია

ნომერი:

GE15TB7194336080100003 GE15TB7194336080100003

კოპირებულია

Liberty Bank

Bank logo

Ბანკის კოდი:

LBRTGE22 LBRTGE22

კოპირებულია

ნომერი:

GE42LB0115113036665000 GE42LB0115113036665000

კოპირებულია

საქველმოქმედო ნომერი: ერთი ზარი გადაარჩენს სიცოცხლეს!

ტელეფონის ნომერი:

0901200270

ხვალ შეიძლება რეანიმაციაში აღმოჩნდეს…

კეთილო ადამიანო, ახლავე გააზიარე პოსტი და ღვთისნიერი საქმის კეთებაში შენს მეგობრებსაც დაეხმარე!

გოჩა ვერ ლაპარაკობს. ამის გამო მას საშინელი რაღაცები ემართება. ერთხელ ბრმა ნაწლავი ისე გაუსკდა, რომ მისმა მშობლებმა და და-ძმამ ვერაფერი გაიგეს. ვერც მეორედ გაიგეს და მას ფილტვების ანთება დაემართა. თუ ვერაფერს იგებენ, ბავშვი რეანიმაციაში ხვდება, ამიტომ მშობლები ყოველთვის ფხიზლად არიან. თუ ცუდადაა, ბიჭი მხოლოდ სუსტად კრუსუნებს, რადგან ხელებითაც კი არ შეუძლია იმის ჩვენება, რომ რაღაც აწუხებს. როცა ასე ხდება, დედამისი მის თავს მკერდზე იდებს, გულის მხარეს; ამას კი ხშირად აკეთებს, რადგან ბიჭი ცუდად ხშირადაა. დიდი ხანია დედას გული სტკივა და ექიმთან არის წასასვლელი…

მაგრამ ექიმები გოჩას უფრო სჭირდება. შეიძლება ითქვას, რომ ის ექიმებმა გაზარდეს და დედას მისი ცხვირიდან კვება ასწავლეს. დედა წვნიანს ან ფაფას ამზადებს, შემდეგ შპრიცში ასხამს და შვილს მილის (ზონდის) საშუალებით აჭმევს. აი, ასე! მერე იმაზე უნდა იფიქროს, შემდეგ ჯერზე რა აჭამოს გოჩას და კიდევ ორ შვილს. რვა წლის ნიკოლოზს და შვიდი წლის იზას ჭამა დამოუკიდებლად შეუძლიათ და არც მილი სჭირდებათ. მადაც კარგი აქვთ. ახლა მხოლოდ საჭმლის მოპოვებაღა დარჩა.

ეს კი ძალიან რთულია, როცა შემოსავალი 590 ლარი გაქვს. საჭმელიც უნდა იყიდო, საფენებიც, წამლებიც, დედაქალაქის საავადმყოფომდეც უნდა მიხვიდე და კომუნალურებიც უნდა გადაიხადო… ხეცურიანების ოჯახს ეს ყველაფერი უბრალოდ არ გამოსდის.

ეს საყვარელი ბავშვი იაშვილის კლინიკაში გაიზარდა

მაია, რა დიაგნოზი აქვს თქვენს უმცროს ბიჭს, გოჩას და ავადმყოფობამ თავი პირველად როდის იჩინა?

მაია: გოჩას რამდენიმე დიაგნოზი აქვს: ცერებრული დამბლა, ეპილეფსია, მიკროცეფალია. კრუნჩხვები ორი წლის ასაკიდან დაეწყო. მაშინვე თბილისის იაშვილის კლინიკაში გაგვგზავნეს და იქ მასწავლეს, როგორ უნდა მეზრუნა ჩემს ბიჭზე სწორად. მას დამოუკიდებლად არაფრის კეთება შეუძლია: არც ჭამა, არც ჯდომა, არც სიარული, ლაპარაკი ან შემობრუნება. კრუნჩხვებიც ხშირად ემართება. გუშინ ხუთ წამიანი შეტევა ჰქონდა და თავისით გაუარა. ასეთ შემთხვევებში გოგა გვერდზე უნდა დააწვინო და თავი გაუსწორო. თუ ძალიან ცუდადაა და ვერ ვუმკლავდებით, დროებით საავადმყოფოში გადაგვყავს. (ოხრავს.)

იზა: „ძალიან ხომ არ აწვები, ნიკო?“

ნიკო: „ვერ ხედავ, რომ ჩემთან თავს კარგად და დაცულად გრძნობს?“

ზონდით კვება საკმაოდ რთულია. ალბათ ამის კეთებას არავის ანდობთ, არა?

მაია: ოჯახის წევრებიდან ამას სხვა არც არავინ გააკეთებს – ეშინიათ. მე მალე ვისწავლე. საჭმლის დოზა უნდა იცოდე. ცხელის მიცემა არ შეიძლება. თვალყური უნდა ადევნო: თუ დაახველა, მაშინვე ზონდი უნდა ამოაცალო, რომ არ დაიხრჩოს. ეს მილი (ნაზოგასტრიკული მილი) ცხვირიდან კუჭში გადადის. მისი პირში ჩადება არ შეიძლება: გოჩას კბილები აქვს და შეიძლება დაღეჭოს. ზონდი კვირაში ერთხელ უნდა უცვალო, მაგრამ ზოგჯერ უფრო ხშირადაც ვუცვლი – ოთხ დღეში ერთხელ. მაინც, საჭმელია და ჭუჭყიანდება… წვნიანებს ვაძლევ, ზოგჯერ ბულიონს ან ფაფას ვუბლენდერებ…

„ახლა ჩემი ბიჭი ისადილებს.“

გოჩა როგორ გაგებინებთ, როცა შია?

მაია: თევზივით პირს აფჩენს (იღიმის.)

იგრძნობა, რომ შვილის ავადმყოფობა მიიღეთ და დიდი ხნის წინ შეეგუეთ.

მაია: მხოლოდ უფალი წყვეტს, ჯანმრთელი შვილი მოგცეს თუ სნეული. ჩემი ბიჭი ღმერთმა და ექიმებმა გადაარჩინეს. უფალმა მისთვის არაერთი სასწაული მოახდინა. როცა იაშვილის კლინიკაში მძიმე ფილტვების ანთებით იწვა, ტემპერატურა 40 გრადუსზე ქვემოთ არ ჩამოსდიოდა და ჟანგბადის აპარატზე იყო მიერთებული, ექიმები მისი გადარჩენის არანაირ შანსს არ იძლეოდნენ, თუმცა მაინც ყველაფერს აკეთებდნენ, რაც საჭირო იყო… და გოჩა გადარჩა! ნამდვილი მებრძოლია!

მთელი ცხოვრება შვილებზე ვოცნებობდი. ახალგაზრდობაში მითხრეს, რომ დედა ვერასდროს გავხდებოდი. (ქალური პრობლემები მქონდა – კისტები.) ღმერთს ვეხვეწებოდი და ვემუდარებოდი, რომ ჩემთვის შვილები მოეცა. განა ახლა არჩევანის უფლება მაქვს? რა ვქნა, საყვედური უთხრა, რომ რაღაც არასწორი მომცა? ეს ხომ ღვთის საჩუქარია?! განსაკუთრებული ბავშვები ისეთი ტკბილები არიან! ყველა მშობელს ვაფიცებ, – არ მიატოვოთ ისინი! იყავით მათ გვერდით და ყველაფერი მიეცით, რისი მიცემაც მათთვის შეგიძლიათ.

„შვილს ყოველთვის გულის მხარეს ვიწვენ. ეს ამშვიდებს. ხშირად ასე გაგვყავს ღამეები. სანამ გოჩა არ დაიძინებს, მე დაძინების უფლება არ მაქვს.“

თქვენი მეორე ნახევარი როგორ გაიცანით?

მაია: თბილისისკენ მიმავალ ყვითელ ავტობუსში (იღიმის.) მეც და პაატაც, – ჩემი მომავალი მეუღლე, – ფეხზე ვიდექით, როცა მძღოლმა მკვეთრად დაამუხრუჭა გაჩერებასთან და ერთმანეთს შევეჯახეთ. პაატა (შუბლზე წითელი კოპით) არ დაიბნა და ჩემთვის ტელეფონის გამორთმევა მაინც მოახერხა. უკვე რვა წელია ერთად ვართ – დიდი მადლობა იმ მძღოლს! საცხოვრებლად ქმრის სამშობლოში, სამეგრელოში გადავედი.

დიახ, იქ ცხოვრება ბევრად რთულია, მაგრამ მთავარი ერთმანეთის სიყვარული და გაგებაა. ქმარი სწორად შევარჩიე, – ძალიან კარგი ადამიანია, თუმცა ზოგჯერ ძალიან ფეთქებადიც. ყოველთვის მხარში მიდგას და რითაც შეუძლია, მეხმარება. მხოლოდ გოჩას კრუნჩხვები აშინებს, – ვერ უყურებს და გადის.

ნიკოლოზი და იზა როგორ რეაგირებენ, როცა გოჩა ცუდადაა?

მაია: ნიკოლოზი ძალიან განიცდის, ტირის. იზასაც ეშინია…

ნიკოლოზი (8 წლის): ეგ მარტო მაშინ, როცა ცუდადაა. ისე კი სულ ვუვლი: როცა ტირის, ხელში ამყავს, ვეფერები და ვეუბნები: „არ იტირო, შენ ხომ კარგი ბიჭი ხარ?“

მერე შველის?

ნიკოლოზი: კი!ტელევიზორში მულტფილმებსაც ვაყურებინებ, ეზოში ეტლით ვასეირნებ, ლექსებს ვუკითხავ, მიუხედავად იმისა, რომ ცუდად ესმის… მაგრამ რაღაც მაინც ხომ ესმის, არა?

მაია: ჩემს გოჩას 30 პროცენტიანი სმენა აქვს, მაგრამ ხმები ესმის. აგერ, ჩვენ რომ ვსაუბრობთ, თავისებურად რაღაცის თქმა უნდა, მაგრამ არ შეუძლია… ჩემი პატარა…

„მიდი, ნიკო, რამე წაუკითხე შენს ძმას. შენი ხმა ძალიან მოსწონს.“

გოჩას ძმაში ძალიან გაუმართლა!

მაია: ნიკოს შეხედეთ, რა! როგორც კი შეაქეს, შერცხვა. რაო, რატომ აღარაფერს ამბობ? წამლებსაც ასმევს, საფენებსაც უცვლის… ერთხელ ხურდებით სავსე მთელი ყულაბა მომცა – გოჩასთვის წამლები რომ მეყიდა. „ოღონდ მალე უყიდე, დე!“ თავის სათამაშოებს გოგასთვის მალავს და ინახავს, სამომავლოდ. ასე ველოსიპედიც კი დაუჟანგდა.

იზა რა ეშმაკურად იცინის?!

ნიკოლოზი: გინდათ გითხრათ, რატომ? გინდათ?

იზა (7 წლის): არ თქვა!

ნიკოლოზი: რამე თუ გააფუჭა ან გატეხა, იზა მაშინვე გოჩას აბრალებს. ის ხომ ვერ ლაპარაკობს და…

მაია: მაგაში ორივე მაგრები ხართ! ჯერ ერთმანეთს აბრალებთ, მერე გოჩას. უთოთი კაბა დაწვა, თეფშები გატეხა და მერე ჩემი ბიჭისკენ იშვერს ხელს. (იღიმის.) ის კი ხანდახან ისე მძიმედ ოხრავს, ისე გამოდის (შემთხვევით, რა თქმა უნდა), თითქოს ძალიან დარდობს.

„ჩემი პატარა და ლამაზი ბიჭი! ძალიან მიყვარხარ. ხომ არა უშავს, რომ თეფში გავტეხე და შენ დაგაბრალე? ხომ არ გეწყინა?“

მაია, იმდენი ხარჯი გაქვთ… როგორ უმკლავდებით? ნეტა რა ყულაბამ უნდა გიშველოთ?

მაია: რომ ვუმკლავდებოდეთ, განა თქვენ შეგაწუხებდით? ყველაფრისთვის 590 ლარი მაქვს. აქედან 450 ლარი სოციალური დახმარებაა, 140 ლარი კი გოჩას პენსიის დარჩენილი ნაწილი. მთლიან პენსიას (250 ლარი) ვერ ვიღებ, სანამ გამოკვლევებისთვის და საავადმყოფოსთვის აღებულ სესხს არ დავფარავთ. ამ 590 ლარიდან ელექტროენერგიის (ყოველთვიურად 30-35 ლარი), გაზის ბალონის დატენვის (კვირაში 20 ლარი), ორი შეკვრა საფენების და კრუნჩხვის საწინააღმდეგო პრეპარატების (50 ლარი) თანხას ვიხდით. კლონაზეპამს რაც უფრო შორს ყიდულობ ცენტრიდან, მით უფრო ძვირია. თბილისში 20 ლარი ღირს… მაგრამ რა ვქნათ, აბა? გოჩამ რამდენიმე წამალი მუდმივად უნდა სვას, რომ კრუნჩხვები არ გაუმეორდეს. ნერვებისგან უკვე გული მტკივა. რაიონში დავიწყებულებივით ვცხოვრობთ.  

დახმარებისთვის ჩვენი რაიონის გამგეობას მივმართე. იცით, ამ ჭკვიანებმა რა მითხრეს? ასეთ ბავშვთან ერთად თბილისში ან ბათუმში უნდა იცხოვროთო. რაც არ უნდა მწარე იყოს, – სიმართლეა. ბავშვთან ერთად, სამარშრუტო ტაქსით, სულ თბილისისკენ მიმავალ გზას ვადგავარ. გზის ფულზე და სხვა დანარჩენზე აღარაფერი მკითხოთ…

ნათესავები არაფრით გეხმარებიან?

მაია: ვალები რომ გადაგვეხადა, დედაჩემი თურქეთში წავიდა. პაატას მშობლები ცოცხლები აღარ არიან. ნათესავები კი ჰყავს, მაგრამ შორს ცხოვრობენ. მე და ჩემს ქმარს მხოლოდ ერთმანეთი გვყავს. ერთმანეთს ჩვენ ვამხნევებთ და გვერდში ვუდგავართ. მთავარია, – შვილები დავაპუროთ. საკუთარ თავს რომ ვაკლებთ, მაგას უკვე შევეჩვიეთ. ისინი მეცოდებიან: კარტოფილის, ყვავილოვანი კომბოსტოს და ფაფების გარდა სხვას ვერაფერს ხედავენ. ჩემი ქმარი ცდილობს ორიოდე კაპიკი მაინც იშოვოს, მშენებლობაზე რამე საქმე თუ გამოჩნდა, მაგრამ ვალდებულებებს ვეღარ ავუდივართ: ბავშვებს ზამთრის ტანსაცმელი და ფეხსაცმელი არ აქვთ, ინტერნეტის ფულს ვერ ვიხდი, ამიტომ გაკვეთილებს ხშირად აცდენენ; საღამოობით ერთ ოთახში ვსხედვართ, რადგან ორ ოთახში შუქი არაა, – გაყვანილობაა გამოსაცვლელი. სახლი ჩვენია, მაგრამ ისეთ მდგომარეობაშია, რომ ყველაფერი გასაკეთებელია… მოკლედ, ჩემი პრობლემებით დაგღალეთ…

მაია, სხვისი პრობლემებით მხოლოდ გულგრილი ხალხი იღლება. თქვენ ფონდის მეგობრები გისმენენ. რა გჭირდებათ ახლა პირველ რიგში?

მაია: გოჩასთვის სურსათი, წამლები, საფენები, ზონდები და შპრიცები ძალიან გვჭირდება. ბლენდერი და წვენსაწურიც, რომ მისთვის საჭმლის კეთება ნორმალურად შევძლო. ჩვენი ბლენდერი უკვე დაძველდა და ცუდად მუშაობს. სარეცხი მანქანა აფეთქდა და მას შემდეგ ხელით ვრეცხავ. ღუმელის გარეშეც ძალიან მიჭირს. საოჯახო საქმეებით ძალიან გავწამდი… მაცივარი ნორმალურია, მაგრამ რძალს ვათხოვე…

გაზქურა დიდი ხანია ჯართია

ბავშვებო, თქვენ რას იტყვით? თქვენ რა გინდათ?

იზა: კაბებზე შეიძლება ვთქვა?

რა თქმა უნდა!

იზა: მაშინ ერთი კაბა და ფეხსაცმელი მინდა… ან ორი კაბა… ან როგორც გინდათ… დედიკოსთვისაც – კაბა და ფეხსაცმელი. ხომ ხედავთ, რა მახინჯები აცვია?

კარგი, შეკვეთა მიღებულია! ნიკოლოზ, რაზე ჩაფიქრდი?

ნიკოლოზი: ტელეფონისთვის ფულს ვაგროვებდი, მაგრამ არ გამოვიდა… მაგრამ ჩემი ყველაზე დიდი სურვილი ეს არ არის… რა თქმა უნდა, ტელეფონიც კარგი იქნებოდა, მაგრამ სჯობს ჩემი ძმა ავად აღარ იყოს.

„ნუ გეშინია, პატარავ, მე სულ შენ გვერდით ვიქნები!“

მაია: ბავშვებს გოჩა ისე ეცოდებათ, ისე ფრთხილად და სათუთად ექცევიან… სულ ეფერებიან და ეუბნებიან: „ჩვენო პატარავ“, „ჩვენო ტკბილო“, „ჩვენო ოქროვ“… (თვალცრემლიანი ლაპარაკობს.) ჩემი შვილი ისეთი უმწეოა…

არის თუ არა დღეები, როცა გოჩას არაფერი აწუხებს?

მაია: იშვიათად, მაგრამ ეს დღეები ჩემს ცხოვრებაში ყველაზე ბედნიერი დღეებია. როცა ჩემი ბიჭი იცინის (დიახ, მას სიცილი შეუძლია), ამქვეყნად ყველაზე ბედნიერი ქალი ვარ!

მაია, ყველაზე მეტად რის გეშინიათ?

მაია: შვილის დაკარგვის. ხუთი წლის მანძილზე იმდენჯერ იწვა რეანიმაციაში… არასდროს იცი, ხვალ რა იქნება. უფალს ვევედრები, რომ ჩემმა შვილმა დიდხანს იცოცხლოს და კეთილ ხალხს ვთხოვ, – დამეხმარეთ გავაკეთო ყველაფერი, რაც ჩემს შვილს სჭირდება. იმედი მაქვს, რომ თქვენი ფონდი თავის ფრთებქვეშ შეგვიფარებს. თქვენ იმდენს დაეხმარეთ… და ახლა კიდევ ერთი დედა გთხოვთ დახმარებას…

***

მეგობრებო, მაია ძალიან თავშეკავებული ქალია. მასში ბევრი სიყვარულია. მას შეუძლია იყოს პოზიტიური, მიუხედავად იმისა, რომ მის უმცროს ბიჭს ჯანმრთელობის პრობლემები აქვს. მან შვილის ავადმყოფობა მიიღო, როგორც არსებული რეალობა და მას თავგამოდებით ემსახურება, მაგრამ მისი გულის ტკივილი, შფოთვა და გოჩას მომავლის გამო შიში ხომ კარგად გვესმის, არა? მოდი ამ მშვენიერ ქართველ ქალს და ქართულ ოჯახს მხარი დავუჭიროთ! ჩვენი დახმარება მათთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია!

მათი მონახულება შეგიძლიათ მისამართზე: აბაშა, სოფ. ზანათი

ყოველ ჯერზე, როდესაც ვინმეს დახმარება შეგიძლიათ, უბრალოდ გააკეთეთ ეს და იხარეთ იმით, რომ ღმერთი ვიღაცის ლოცვებს თქვენი საშუალებით პასუხობს!

მოდი გამოვიჩინოთ გულმოწყალება და დავუმტკიცოთ პატარებს, რომ სასწაულები ხდება! მათ გულწრფელად სჯერათ თითოეული ჩვენგანის სულიერი სიკეთის. ნუ გაუცრუებთ იმედს ჩვენს პატარა თანამემამულეებს! აჩვენეთ მათ, რა კეთილი ხალხი ცხოვრობს საქართველოში!

დარწმუნებულები ვართ, რომ ერთად ჩვენ მათი ცხოვრების შეცვლას შევძლებთ!

  აუცილებლად გააზიარეთ ჩვენი პოსტი, რომ ამ ოჯახის გასაჭირის შესახებ შეიტყონ თქვენმა მეგობრებმაც! ეს ძალიან მნიშვნელოვანია!

მეგობრებო, თქვენთან კიდევ ერთი თხოვნა გვაქვს – თუკი შეიტყობთ, რომ თქვენს ნაცნობს ან მეზობელს დახმარება სჭირდება, გთხოვთ გამოიჩინოთ გულისხმიერება და ამის შესახებ მოგვწეროთ ელექტრონულ მისამართზე: office-fsp@fsp.ge   

ჩვენი ფონდის ანგარიშია:

#GE15TB7194336080100003

#GE42LB0115113036665000

#GE64BG0000000470458000

(დანიშნულება: ხეცურიანების ოჯახი).

თანხის გადმორიცხვა შეგიძლიათ ჩვენი ვებ-გვერდის მეშვეობითაც.

ასევე, თანხის გადმორიცხვა შესაძლებელია TBCpay და ExpressPay ტერმინალებიდან. ქვეთავში “ქველმოქმედება“ მოძებნეთ ჩვენი ფონდი (ფონდის დამატებით უფლება-მოვალეობებს შეგიძლიათ გაეცნოთ ბმულზე https://goo.gl/GY2Gus).

ერთად ჩვენ უკვე მრავალ გაჭირვებულს დავეხმარეთ. მოდი ამ ოჯახსაც გავუმართოთ ხელი! ვინ იცის, იქნებ სრულიად უცხო ადამიანების დახმარება ოდესმე თავადაც დაგვჭირდეს?!

შესანიშნავი სიახლე გვაქვს! ახლა შეგიძლიათ ჩვენი ბენეფიციარების ისტორიები წაიკითხოთ ინსტაგრამზე: https://www.instagram.com/chernovetskyi.fund/ და ტელეგრამზე: https://t.me/ChernovetskyiFund

მხოლოდ ერთ ზარს სპეციალურ ტელეფონის ნომერზე: 0901 200 270 შეუძლია ვიღაცის სიცოცხლე გადაარჩინოს!

დალოცვილები ყოფილიყავით!

ამდენი საჩუქარი ერთად რომ დავინახე, მომინდა იზასთან და ნიკოსთან ერთად ბავშვივით მეხტუნა…
  კეთილო ადამიანო, დაუყოვნებლივ გააზიარე ეს პოსტი! დაეხმარე შენს მეგობრებსაც მონაწილეობა მიიღონ ღვთისნიერ საქმეში!
     ,, ცრემლები მომდის, ამდენ საჩუქარს რომ ვხედავ, მაგრამ ეს სიხარულის ცრემლებია“ – მეუბნება მაია – ,,თქვენ იცით, მთელი ჩემი ოცდათხუთმეტი წელი გაჭირვებაში გავატარე. უბრალო საჩუქარიც კი, ჩემთვის დიდი ფუფუნება იყო და ახლა ერთად ამდენი?.. ეს ემოცია მთელი ცხოვრების მანძილზე გამყვება. არ ვიცი მადლობის გამოხატვა საიდან, რა სიტყვებით და როგორ დავიწყო?! გეტყვით, რომ თავად თქვენი ფონდის ერთგული მეგობრები არიან ყველა გაჭირვებულისთვის ყველაზე დიდი საჩუქრები!“ 
,

,ჩემი ბიჭუნაც კმაყოფილია, დედა ამას ყოველთვის გრძნობს“

      მაია ხეცურიანი სამი შვილის დედაა. უფროსი, ნიკოლოზი 
რვა წლისაა. ძალიან უყვარს მათემატიკური ამოცანების ამოხსნა – მე მას პატარა მათემატიკოსი შევარქვი. შუათანა – იზა, შვიდი წლის ცელქი გოგოა და ფეხბურთის თამაში მოსწონს. სულ პატარას –  გოჩას ექვსი წელი ხუთ მარტს შეუსრულდა. ის ეტლსაა მიჯაჭვული. ერთობლივად რამდენიმე დაავადება აწუხებს. საკვებს წვეთოვანის საშუალებით აწვდიან.  ვერ საუბრობს, სმენაც დაქვეითებული აქვს. გოჩას უამრავი წამალი, პამპერსი, ხელოვნური ფაფები სჭირდება. ოჯახი სოციალურად დაუცველია. მათ ძალიან უჭირთ ამ ყველაფერთან გამკლავება. 
    ჩვენმა ფონდმა ხეცურიანების შესახებ პოსტი  11 ნოემბერს გამოაქვეყნა.
 https://chernovetskyifund.ge/ge/projects/finished/803-khetsuriani/
-მაია, რომ გვითხრათ, როგორ შეიცვალა თქვენი ცხოვრება მას შემდეგ, რაც თქვენი ოჯახის გასაჭირის შესახებ ჩვენმა ფონდმა პოსტი გამოაქვეყნა?   
მაია:  ვიცოდი! ვიცოდი, რომ ოქროს ადამიანები იყვნენ თქვენი ფონდის წევრები (გამომწერებს გულისხმობს), მაგრამ ამდენ შეწუხებას, ამდენ საჩუქრებს, ნამდვილად, არ ველოდი. როგორ შეიცვალა? ახლავე გიამბობთ: ჩემი გოჩასთვის, ხომ იცით, საკვების მიცემა მილის საშუალებით მიწევს. ყველაფერს ვაქუცმაცებდი, ვწურავდი, ვწვალობდი…  ახლა ამ ბლენდერმა, წვენსაწურმა ყველაფერი გამიმარტივა. თქვენ არ იცით, როგორ მჭირდებოდა… მერე ეს წამლები, ვიტამინებით გაჯერებული სპეციალური ფაფები, პამპერსები… რომელი ერთი ჩამოვთვალო? 

,,მეც მალე ვისწავლი რეცხვას, ამის საშუალებით ხომ ეს მარტივი უნდა იყოს“

ნიკოლოზი (მაიას ვაჟი 8 წლის): დედა სარეცხის მანქანა არ დაგავიწყდეს, რა ბევრი ჭუჭყიანი ტანსაცმელი გვქონდა… გოჩას შარვლები, იზას ტანსაცმელი გასარეცხად სულ ყოველდღე გქონდა…
-შენი არა, ნიკოლოზ?
ნიკოლოზი: ჩემიც, მაგრამ მე უფრო ვუფრთხილდები. დიდი ბიჭი ვარ, თან ცოტა ტანსაცმელები მაქვს. ყველა გოჩას ვაჩუქე.
 იზა (მაიას ქალიშვილი 7 წლის): აბა, ფეხბურთს რომ ვთამაშობ ეზოში, არ დამესვრება?
  მაია: ნუ კამათობთ ბავშვებო, სარეცხი მანქანაც ძალიან გაგვეხარდა, საცხობიც, ხორცსაკეპიც, ჩაიდანიც და უთოც!

,,იზა ყველაფერს გულმოდგინედ ათვალიერებს“ 

იზა: როცა გამოცხობას ვისწავლი ამ ლანგარზე დიდ ხაჭაპურს გამოვაცხობ, მერე ყველა იმ ადამიანს დავპატიჟებ, ვინც ჩვენ ასე დაგვეხმარა.
ნიკოლოზი: იზა, იცი რამდენები არიან, ჩვენზე ხომ ბევრმა ადამიანმა წაიკითხა და გაიგო?! 
იზა: მეც ბეეეევრებს გამოვაცხობ, დედა დამეხმარება!
-და მაინც, შენ რა გაგეხარდა იზა ყველაზე მეტად?
იზა: მე – ,,ჩაინიკი“,  ჩართავ თუ არა, ჰოპ და ცხელი წყალი გაქვს!  უთოც ლამაზია…

,,ჰაჰაჰა, იმდენი საჩუქარია, მათემატიკოსი ნიკო თუ დაითვლის“

,,დე, ნახე, ყველაფერი სულ ახალები და ლამაზებია…“

ნიკოლოზი: ხო ლამაზია. მაგრამ დედას აცალე ხოლმე დაუთოვება, შენთვის ჯერ ადრეა. ხომ დაწვი ადრე რაღაცეები და გეყოფა! ის თქვი, ტკბილეული რომ ჩემზე მეტი გადასანსლე.
იზა: სულაც არა, და-ძმურად გაგიყავი…
-ნიკოლოზი მართალს ამბობს, იზა?
იზამ დაიმორცხვა.
იზა: აბა, ამდენი ხანია, ასეთი გემრიელები არ მიჭამია, ვეღარ დავითვალე კარგად! ბოდიში ხომ უკვე მოგიხადე? 

,,იფ, რა გემრიელობააააა, ნეტა არ გათავდეს!“

-ნიკოლოზ, შენ რამ გაგახარა ყველაზე მეტად საჩუქრებიდან?   
ნიკოლოზი:  მე წვენსაწური და ის გამეხარდა… აი, საჭმელს რომ თქვეფს…

,,მიხარია, მეც დავეხმარები დედას გოჩასთვის საჭმლის გათქვეფაში“

– რატომ, მაინცდამაინც წვენსაწური და ბლენდერი?
ნიკოლოზი:  გოჩას უფრო ბევრ საჭმელებს ვაჭმევ და მალე უკეთ იქნება. აღარ მინდა საავადმყოფოში წაიყვანონ… ჩემთან ერთად უფრო უყვარს ყოფნა, ვიდრე იქ. მე რაღაცეებს მიმახვედრებს ხოლმე. იცით ცხენების ხმები მოსწონს… ნეტა, ჩემი პლანშეტი ან ტელეფონი მქონდეს, ხშირად მოვასმენინო… 
-საიდან მიხვდი, რომ ცხენების ჭიხვინი და ფრუტუნი მოსწონს?
ნიკოლოზი: მაგ დროს იღიმის. პლანშეტი ჩემთვისაც გამომადგება. მათემატიკა მიყვარს და ინტერნეტში ბევრ ამოცანებს ვიპოვნი…
იზა: მეც მინდა, ონლაინ გაკვეთილები რომ არ გავაცდინო და ხომ მათხოვებ ხოლმე?
ნიკოლოზი:  შენსავით ძუნწი კი არ ვარ…
იზა: მე ძუნწი კი არა, პატარა ვარ. პატარებს კი შოკოლადები უყვართ. დედიკო და მამიკოს კიდევ არ აქვთ ფული, შოკოლადები რომ მიყიდონ. მერე გოჩას საჭმელი და წამლებისთვის აღარ დარჩებათ… როგორ მომეწონა ბევრი ,,პეჩენიები“ რომ მოგვიტანეთ. დედააააა, რამდენები იყოოოო… 

,,თქვენი საჩუქრები ჩემს ბაჭიასაც გაუხარდა“

-ისე, ყველაზე მეტად რა ტკბილეული გიყვარს?
იზა:  სნიკერსი, ადრე გავსინჯე და ძალიან მომეწონა.
-მაია, ადგილობრივი ხელისუფლებიდან თუ გამოგეხმაურათ ვინმე? თუ იყო ჩვენი პოსტის გამოქვეყნების შემდეგ, მათი მხრიდან რაიმე რეაგირება?
მაია: აბსოლუტურად არანაირი. არც არავის ვახსოვართ, არც არავინ გვკითხულობს… დუმან. ასეთი ბავშვი გვყავს ოჯახში. მას განსაკუთრებული ყურადღება და მოვლა სჭირდება. მის პენსიასაც კი სრულად ვერ ვიღებთ, რადგან ნაწილს ბანკი გვაჭრის. 
-სესხი გქონდათ ბანკში?
მაია: დიახ, ეს სესხიც მისი მკურნალობისთვის და წამლებისთვის ავიღეთ. უამრავჯერ მოვხვდით რეანიმაციაში. აქედან, სამი შემთხვევა სრულიად უიმედო იყო. მუხლებზე დავეცი, როცა ექიმმა მითხრა, გადარჩენის შანსი არ არისო, და ლოცვა დავიწყე. არ ვიცი, რას ვბუტბუტებდი, არ მახსოვს… მაგრამ მახსოვს, რომ ყველა იმ დედისთვის ვლოცულობდი, ვისაც ჩემნაირი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე შვილი ჰყავს! ყველა იმ ბავშვისთვის ვლოცულობდი, ვინც იმ მომენტში სიკვდილს ებრძოდა! ჰოდა, მოხდა სასწაული. გადარჩა ჩემი გოჩა! მადლობა იაშვილის კლინიკის ყველა ექიმს. ფაქტობრივად, მათ ჩემთან ერთად გაზარდეს ჩემი შვილი!
-მაია, ვიცი ჩვენმა საჩუქრებმა ძალიან გაგახარათ. მაგრამ თქვენი პრობლემები ამით არ დასრულებულა. გვითხარით იმ საჭიროებების შესახებ, რაც კიდევ დაგრჩათ.
მაია: ძალიან მერიდება ამაზე საუბარი, მაგრამ გოჩასთვის: წამლები, პამპერსები და ფაფები, ჩვენი მუდმივი საჭიროებებია. ჩემი მცირეოდენი სოციალური დახმარებით თუ ამ ყველაფერს შევიძენ, მაშინ ნიკოლოზი და იზა  მშივრები მრჩებიან. მე და პაატა ჩვენს თავს აღარ ვჩივით. ამათ ჰქონდეთ საჭმელი და მშიერი მუცლით არ დაიძინონ. ძალიან მერიდება, სხვა რამე ვითხოვო, როცა ბავშვებს შიათ…
***
    კმაყოფილმა, რომ ასე გავახარეთ ოჯახი, მაგრამ მაინც გულდამძიმებულმა დავასრულე ინტერვიუ. კიდევ ბევრი რამ მიამბო მაიამ, როგორ გაყიდეს ძროხა, რომელიც ოჯახის მარჩენალი იყო, როგორ ააცალეს იატაკი სახლს და ჩააბარეს, რომ გოჩასთვის წამლები შეეძინათ. როგორ წვალობდა მისი მეუღლე – პაატა დღიური სამუშაოების ძებნაში, რომ პური მაინც მოეტანა ბავშვებისთვის…  ისიც მითხრა, რომ გოჩა უკვე გაიზარდა, ამიტომ მას ეპილეფსიის პრეპარატის, ეპიქსის დოზა გაუზარდა ექიმმა. მას უკვე წამლის ერთი ფირფიტა ერთი კვირაც აღარ ჰყოფნის… ერთი დღე აღარ ჰყოფნის ერთი კოლოფი ფაფაც. ღმერთო, რამდენი ხარჯია… საიდან, როგორ? 
არ შეიძლება გაჭირვებაში მივატოვოთ ეს შესანიშნავი ქალბატონი. მას კვლავ სჭირდება თქვენი გვერდში დგომა გოჩასთვის, იზასთვის, ნიკოსთვის. ჰოდა, სანამ პატარა მზარეული იზა ყველას უზარმაზარ გემრიელ ხაჭაპურს გამოგვიცხობს,  შევეცადოთ, ჩვენო ერთგულო მკითხველო, კიდევ ვაჩუქოთ რამდენიმე ლამაზი, ბედნიერი დღე ამ პატარა ანგელოზებს.
თუკი გიმძიმთ საყოფაცხოვრებო სირთულეებისა და გადაუჭრელი საკითხების გამო, რამდენიმე წამით ყურადღება ჩვენს „ფეისბუქის“ პოსტებზე გადაიტანეთ; ან უმჯობესია, ჩვენს ნებისმიერ ბენეფიციარს დაურეკოთ და ყველა თქვენი პრობლემა უმნიშვნელოდ მოგეჩვენებათ იმათთან შედარებით, ვისაც მისი ცხოვრების ყველაზე მძიმე წუთს დაეხმარეთ.
       მათ პრობლემებთან შედარებით ჩვენი პრობლემები არაფერია! აი, ნამდვილი გაჭირვება! ის თქვენ წინაშეა! უფალს მადლობა შესწირეთ იმისთვის, რაც გაგაჩნიათ! თქვენ უბედნიერესი ადამიანი ხართ! გახსოვდეთ ეს და დაეხმარეთ გაჭირვებულებს.
სამწუხაროდ, ამ და კიდევ უამრავი სხვა ოჯახის პრობლემები არ დასრულებულა, ამიტომ დროდადრო დაათვალიერეთ ხოლმე ამ საბრალო ხალხის ისტორიები ჩვენს ვებ-გვერდზე და ესაუბრეთ მათ. ყოველ ჯერზე, როდესაც მორიგი უბედური ადამიანის ნომერს აკრეფთ, თქვენ აუცილებლად იგრძნობთ უფლის კურთხევას! აუცილებლად! გააგრძელეთ ამ ოჯახების დახმარება! სწორედ ეს არის საუკეთესო ღვთისმსახურება!
მეგობრებო, თქვენთან კიდევ ერთი თხოვნა გვაქვს – თუკი შეიტყობთ, რომ თქვენს ნაცნობს ან მეზობელს დახმარება სჭირდება, გთხოვთ გამოიჩინოთ გულისხმიერება და ამის შესახებ მოგვწეროთ ელექტრონულ მისამართზე: office-fsp@fsp.ge
თქვენი სიკეთე არის შესაძლებლობა, რომ თავადაც ყველაფერში ბედნიერი იყოთ!
მეგობრებო, კიდევ ერთხელ, დიდი მადლობა ყველას!
ჩვენი ფონდის ანგარიშია:
#GE15TB7194336080100003
#GE42LB0115113036665000
#GE64BG0000000470458000.
(დანიშნულება: ხეცურიანების ოჯახი).
     თანხის ჩარიცხვა, ასევე შეგიძლიათ ჩვენი ვებ-გვერდის   მეშვეობით:
https://chernovetskyifund.ge/ge/projects/finished/803-khetsuriani/
თანხის ჩარიცხვა ასევე შესაძლებელია TBCpay, ExpressPay ტერმინალებიდან. ქვეთავში “ქველმოქმედება“ მოძებნეთ ჩვენი ფონდი (ინფორმაციას ფონდის დამატებითი უფლება-მოვალეობების შესახებ შეგიძლიათ გაეცნოთ ბმულზე https://goo.gl/GY2Gus).
შესანიშნავი სიახლე გვაქვს! ახლა უკვე შეგიძლიათ ჩვენი    ბენეფიციარების ისტორიების წაკითხვა ინსტაგრამზე: https://www.instagram.com/chernovetskyi.fund/ და ტელეგრამზე: https://t.me/ChernovetskyiFund
მხოლოდ ერთ ზარს სპეციალურ ტელეფონის ნომერზე: 0901 200 270 შეუძლია ვიღაცის სიცოცხლე გადაარჩინოს!
დაფიქრდით იმაზე, რომ გაჭირვებულთა დახმარებით და მათი ტკივილის გაზიარებით, ჩვენ ვზრუნავთ საკუთარ სულზე და ვუახლოვდებით უფალს!
   

თარიღი
სახელი
თანხა
სტატუსი
2021 დეკ 02
მედიკამენტები
149.99₾
2021 დეკ 30
პროდუქტები
250.45₾
2022 იან 03
სარეცხი მანქანა
665.00₾
2022 იან 13
საყოფაცხოვრებო ტექნიკა
984.00₾
2022 იან 25
მედიკამენტები,ბავშთა კვება
250.02₾
2022 იან 25
პროდუქტები
200.02₾
2022 იან 31
პროდუქტები
100.27₾
2022 იან 31
ფონდის ზედნადები ხარჯები
735.00₾
2022 თებ 14
პროდუქტები
100.38₾
2022 თებ 24
მედიკამენტები
100.05₾
2022 თებ 24
პროდუქტები
130.11₾
2022 მაი 16
პროდუქტები
200.25₾

სულ ხარჯები:

3865.54₾

დარჩა:

0.21₾
შემოწირულობის გაღება
თანხა
გმადლობთ, კეთილო გულო!
12.05.2022 20:00:00
₾17.20
გმადლობთ, კეთილო გულო!
12.05.2022 20:00:00
₾1.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
12.05.2022 20:00:00
₾1.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
10.05.2022 20:00:00
₾1.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
10.05.2022 20:00:00
₾2.50
გმადლობთ, კეთილო გულო!
10.05.2022 20:00:00
₾10.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
10.05.2022 20:00:00
₾0.20
გმადლობთ, კეთილო გულო!
09.05.2022 20:00:00
₾5.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
07.05.2022 20:00:00
₾20.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
07.05.2022 20:00:00
₾2.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
07.05.2022 20:00:00
₾1.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
04.05.2022 20:00:00
₾5.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
03.05.2022 20:00:00
₾8.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
03.05.2022 20:00:00
₾1.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
02.05.2022 20:00:00
₾10.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
01.05.2022 20:00:00
₾20.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
28.04.2022 20:00:00
₾5.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
28.04.2022 20:00:00
₾5.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
28.04.2022 20:00:00
₾1.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
28.04.2022 20:00:00
₾5.00

შემოწირულია:

₾3,865.75

220 დონორი

აირჩიეთ თანხა:

Გადახდის საშუალება:

გამოწერა:

შემოწირულია:

₾3,865.75

220 დონორი

დასრულებული!

მათ ძალიან სასწრაფოდ სჭირდებათ თქვენი დახმარება