ng ng

რეგულარული გადახდების ფუნქცია ხელმისაწვდომია

სახლში / პროექტები /

მუცელზე რომ ვწვები, იმდენად აღარ მშივდება!

calendar დეკემბერი 15, 2021

ერთი ზარი გადაარჩენს სიცოცხლეს!

ტელეფონის ნომერი:

info

ფასი (გაითვალისწინეთ):

1 call - ₾2 GEL

მობილური პროვაიდერები

Mobile provider
Mobile provider
Mobile provider

დაეხმარეთ! გააგზავნეთ სმს

sms

თქვენ შეგიძლიათ გადაარჩინოთ ვინმეს სიცოცხლე და დაუახლოვდეთ ღმერთს! გაგზავნეთ SMS ნომერზე 97100 შეწირეთ ₾3 GEL

კოპირებულია

პოსტის გაზიარებაც დახმარებაა!

facebook google messanger viber telegram

იცოდით, რომ ძალიან დიდხანს თუ არ შეჭამ, მუცელი ბუყბუყს იწყებს? ხანდახან იმდენად ხმამაღლა, რომ შეიძლება მეზობლებმაც კი გაიგონ. და ის თუ იცოდით, ბუყბუყის გასაჩერებლად, მუცელზე რომ უნდა დაწვე და ფუმფულა დათუნიას ჩაეხუტო? სცადეთ! რვა წლის მარიამი და შვიდი წლის ანანო გვიმტკიცებენ, რომ შველის. სწორედ ასე იწვნენ და ცდილობდნენ „მშიერი ბუყბუყას“ დამშვიდებას.

ჩვენი ფონდის ანგარიშები:

Bank of Georgia

Bank logo

Ბანკის კოდი:

BAGAGE22 BAGAGE22

კოპირებულია

ნომერი:

GE64BG0000000470458000 GE64BG0000000470458000

კოპირებულია

TBC Bank

Bank logo

Ბანკის კოდი:

TBCBGE22 TBCBGE22

კოპირებულია

ნომერი:

GE15TB7194336080100003 GE15TB7194336080100003

კოპირებულია

Liberty Bank

Bank logo

Ბანკის კოდი:

LBRTGE22 LBRTGE22

კოპირებულია

ნომერი:

GE42LB0115113036665000 GE42LB0115113036665000

კოპირებულია

საქველმოქმედო ნომერი: ერთი ზარი გადაარჩენს სიცოცხლეს!

ტელეფონის ნომერი:

0901200270
მუცელზე რომ ვწვები, იმდენად აღარ მშივდება!
კეთილო ადამიანო, დაუყოვნებლივ გააზიარე პოსტი! დაეხმარე შენს მეგობრებსაც მიუახლოვდნენ ღვთისნიერ საქმეს!

 „დედიკო ამბობს, რომ მუცელზე თუ დაწვები, იმდენად აღარ მოგშივდება“
იცოდით, რომ ძალიან დიდხანს თუ არ შეჭამ, მუცელი ბუყბუყს იწყებს? ხანდახან იმდენად ხმამაღლა, რომ შეიძლება მეზობლებმაც კი გაიგონ. და ის თუ იცოდით, ბუყბუყის გასაჩერებლად, მუცელზე რომ უნდა დაწვე და ფუმფულა დათუნიას ჩაეხუტო? სცადეთ! რვა წლის მარიამი და შვიდი წლის ანანო გვიმტკიცებენ, რომ შველის. სწორედ ასე იწვნენ და ცდილობდნენ  „მშიერი ბუყბუყას“ დამშვიდებას.
რა ქნან? მარტოხელა დედას, სოციალური დახმარება საჭმელზე არ ჰყოფნის. უბრალოდ შეუძლებელია ეყოს. მან ხომ 380 ლარით უნდა გადაიხადოს ბინის ქირაც, კომუნალური გადასახადიც, და კიდევ, ყველაზე იაფფასიანი პროდუქტი იყიდოს. მაგრამ ეს პროდუქტიც, 2-3 კვირაზე მეტხანს ფიზიკურად არ ეყოფა. მერე კი, მხოლოდ იმ კეთილი ადამიანების იმედზეა, ვინც ყურს მოკრავს პატარა მშიერი მუცლების ბუყბუყს… სულ ასეა.

 „მორჩა, ნუ ტირი, სირცხვილია დეიდასთან!“

როგორც კი გოგონები „მშიერ ბუყბუყას“ გააჩუმებენ, ტუჩებზე ბედნიერი ღიმილი ეფინებათ
– ეკატერინე, ძალიან ფერმკრთალი ხართ. ცუდად ხართ?
ეკატერინე: სულ ასე ვარ, ხანდახან, შიმშილისგან წამიერად გონებას ვკარგავ. მაგრამ, ყურადღებას ნუ მომაქცევთ, ნახევარი საქართველოა ასეთ მდგომარეობაში.
– პროდუქტის ყიდვას ვერ ახერხებთ?
ეკატერინე: თავად დაითვალეთ, სოციალური დახმარება – 380 ლარია. 200 ლარს ამ ბინის ქირაში ვიხდი. ამას ემატება კომუნალურისა და ტელეფონის გადასახადი. და რა მრჩება? 150 ლარი. ამ თანხით რა უნდა ვიყიდო, რომ ბავშვებს ერთი თვე ეყოთ? აი, მითხარით, თქვენ ხომ ჭკვიანი ადამიანები ხართ! ან თქვენმა მკითხველებმა მომწერონ… როგორ, რანაირად გადავანაწილო ეს თანხა? საჭმელში, საპონში, შამპუნსა და სარეცხ ფხვნილში რომ მეყოს… როგორ? 150 ლარი მთელი თვე ორ კნუტსაც არ ეყოფა, ბავშვებს კი არა. სანაგვეზე კი არ მყავს ნაპოვნი… მაგრამ, როგორც ჩანს, ყველას არ უმართლებს. ბედნიერ ვარვსკვლავზე არ იბადება ყველა…
– და მათი მამა?
ეკატერინე: გამოვექეცი. ჩათვალეთ, რომ არ არსებობს. უკვე ოთხი წელია არ გვინახავს. და ღმერთმა ნუ ქნას, რომ ვნახოთ… არ გვინდა ამაზე… ალბათ მიხვდით, რაზეც ვსაუბრობ.
მარიამი (8 წლის): დედას არ უყვარს ამაზე ლაპარაკი, გული არ ატკინოთ… ნუ ტირი, დე!
ანანო (7 წლის): აბა, ჩქარა გაიღიმე! ჩვენ შემოგვხედე და გაიღიმე! დედა!

 „დედიკოს წყენინების უფლებას არავის მივცემ! ყველაზე ჩასახუტებელი და კარგი გვყავს“
ეკატერინე: ხანდახან ვეუბნები: „აი, სხვა დედა რომ გყავდეთ, გიყიდიდათ კანფეტებს და ლამაზ კაბებს…“ ტირილს იწყებენ და მეუბნებიან: „არაფერი არ გვინდა, მხოლოდ დედა გვინდა.“ და იცით, არც ერთხელ, აი, ერთხელაც კი, სიტყვაც არ წამოსცდენიათ, რომ რაღაც უნდათ. ჩემი საუკეთესოები, საყვარლები, აი, რა გავაკეთო, მათი ცხოვრება ცოტათი მაინც ნამდვილს რომ დაემსგავსოს, რომ იგრძნონ, რა არის ბავშვობა? რა ვქნა?

 „ღმერთო, მადლობა, რომ ეს ქალი ჩვენი დედაა!“ 
– ეკატერინე, სახელმწიფოს თუ მიმართეთ დახმარებისთვის?
ეკატერინე: კი, მაგრამ აზრი? თქვენ ოდესმე მიგიმართავთ? გიპასუხეს? თქვენ ხომ ამხელა ძალა გაქვთ! მილიონი მკითხველი გყავთ! და მე ვინ ვარ? ვინ ვართ ჩვენ? არავინ! კოღოებივით ვბზუით, ხელს აგვიქნევენ და მორჩა!
– ვინ გეხმარებათ? თქვენ ხომ 150 ლარით თავს უბრალოდ ვერ გაიტანთ.
ეკატერინე: უცნობი კეთილი ადამიანები. მეზობლები… მოხუცი მშობლები მყავს, მათ თავად სჭირდებათ დახმარება. მე კი ვერ ვმუშაობ, გოგონებს ვერავის ვუტოვებ. ცოტაც წამოიზარდონ, და დავიწყებ. ყველაფრისთვის მზად, ოღონდ მათი ცხოვრება უკეთესობისკენ როგორმე შევცვალო!
– როგორ ფიქრობთ, რით შეუძლიათ თქვენი დახმარება, ფონდსა და კეთილ ადამიანებს, ვინც თქვენი პრობლემების შესახებ შეიტყობს?
ეკატერინე: ვაიმე, ყოველთვის ძალიან მიჭირს ამაზე საუბარი. ზამთრისთვის პროდუქტის მარაგი მაინც მჭირდება. ძალიან მჭირდება ბავშვებისთვის ტანსაცმელი. თბილი ფეხსაცმელი. მალე სკოლაში სიარულსაც ვერ შეძლებენ. კიდევ ძალიან გვჭირდება სარეცხი მანქანა და მაცივარი. გაზის გამათბობელი და წყლის გამაცხელებელი… საწოლები, თბილი საბნები… უი, უი მაპატიეთ, გამიგრძელდა. სია ასე უსასრულო გამოვა.
ანანო: და ტელევიზორი შეიძლება? ან ტელეფონი? ან პლანშეტი? მარტო ჩემთვის არა! მე და ჩემი დაიკო ერთად ვუყურებთ.

 „მე და ჩემი დაიკო, ყველაფერს ერთად ვაკეთებთ, ამიტომ, ტყუპები ვგონივართ ყველას“
მარიამი: ვაიმე, რა მაგარი იქნებოდა! წარმოიდგინე, ანანო, ჩვენ, ტელეფონებით, როგორც ჩვენი ყველა კლასელი! ხო, ერთად ვიქნებით, ჩვენ ხომ საერთო გვაქვს ყველაფერი – დედიკოც კი. იცით, როცა ცივა, ის გვათბობს! მოდი, ვაჩვენოთ, დე! დედიკო კნუტებს გვეძახის.

 „როცა გვცივა, დედიკოს კნუტებივით ჩავეკრობით და ვთბებით“

 მიუხედავად იმისა, რომ შეყუჟულები არიან საშინელ ქოხში, ყველაზე ნაკლებად აღელვებთ ეს. როცა საჭმელი არ გაქვს და ისღა დაგრჩენია, რომ საკვები გულისხმიერ ადამიანებს სთხოვო, ყურადღებას აღარ მიაქცევ შელახულ კედლებსა და ჩამოცვენილ ჭერს
***
მეგობრებო, ამ ოჯახს სხვა არავინ ჰყავს, დახმარება რომ სთხოვონ. ჩვენ მათი უკანასკნელი იმედი ვართ. გვსურს დახმარებისთვის გულისხმიერ ადამიანებს მივმართოთ, ვინც ნამდვილად დაეხმარება ამ ოჯახს. მათ არ აქვთ ყველასთვის ჩვეული და უბრალო საოჯახო ტექნიკა. ღმერთო, დაეხმარე ამ საბრალო ტანჯულ ხალხს!
ამ კეთილ ქართულ ოჯახს ყველანაირი დახმარება სჭირდება: საკვები პროდუქტი, ჰიგიენის საშუალებები, სარეცხი მანქანა, წყლის გამაცხელებელი და გამათბობელი. ასევე არაჩვეულებრივი იქნებოდა, თუკი შესაძლებელი იქნება მათთვის საწოლების, თეთრეულის, პლანშეტის, ტანსაცმლისა და თბილი ფეხსაცმლის შეძენა. ერთობლივი ძალებით, ჩვენ შევძლებთ ამ საბრალო ადამიანების დახმარებას, ისევე როგორც ათასობით სხვა ქართული ოჯახის, რომელიც სიკვდილ-სიცოცხლის ზღვარზეა.
თქვენ შეგიძლიათ თავად მოინახულოთ ოჯახი და შეძლებისდაგვარად გაუწიოთ მათ დახმარება. მისამართი: თბილის, კაიროს დასახლება, მე-3 ქუჩა, ბინა 5.
ყოველ ჯერზე, როცა შეგიძლიათ ვინმეს რომ დაეხმაროთ, უბრალოდ გააკეთეთ ეს, და გიხაროდეთ, რომ უფალი თქვენი მეშვეობით პასუხობს ვიღაცის ლოცვას!
გამოვიჩინოთ გულისხმიერება და დავუმტკიცოთ ბავშვებს, რომ სასწაულები ხდება! მათ ჩვენი სჯერათ. ჩვენს თანამემამულეებს იმედს ნუ გავუცრუებთ. დავანახოთ რამდენად კეთილი ადამიანები ცხოვრობენ საქართველოში!
ჩვენ გვჯერა, რომ შეგვიძლია მათი ცხოვრების შეცვლა!
არ დაგავიწყდეთ პოსტის გაზიარება, რათა ამ ოჯახის გასაჭირის შესახებ თქვენმა მეგობრებმაც შეიტყონ! ეს ძალიან მნიშვნელოვანია! 
მეგობრებო, თქვენთან კიდევ ერთი თხოვნა გვაქვს – თუკი შეიტყობთ, რომ თქვენს ნაცნობს ან მეზობელს დახმარება სჭირდება, გთხოვთ გამოიჩინოთ გულისხმიერება და ამის შესახებ მოგვწეროთ ელექტრონულ მისამართზე: office-fsp@fsp.ge
ჩვენი ფონდის ანგარიშია:
#GE15TB7194336080100003
#GE42LB0115113036665000
#GE64BG0000000470458000
(დანიშნულება: ეკატერინე დეკანოიძე)
თანხის გადმორიცხვა ასევე შეგიძლიათ ჩვენი ვებ-გვერდის მეშვეობით.
ასევე, თანხის გადმორიცხვა შესაძლებელია TBCpay და ExpressPay ტერმინალებიდან. ქვეთავში “ქველმოქმედება“ მოძებნეთ ჩვენი ფონდი (ფონდის დამატებით უფლება- მოვალეობებს შეგიძლიათ გაეცნოთ ბმულზე https://goo.gl/GY2Gus).
შესანიშნავი სიახლე გვაქვს! ახლა შეგიძლიათ ჩვენი ბენეფიციარების ისტორიები წაიკითხოთ ინსტაგრამზე: https://www.instagram.com/chernovetskyi.fund/ და ტელეგრამზე: https://t.me/ChernovetskyiFund 
    სპეციალურ ნომერზე განხორციელებულ მხოლოდ ერთ ზარს, ვიღაცის სიცოცხლის გადარჩენა შეუძლია: 0901 200 270! 
დალოცვილები ყოფილიყავით!

სიყვარულს ჰქვია მაცივარი…
კეთილო ადამიანო, დაუყოვნებლივ გააზიარე ეს პოსტი! დაეხმარე შენს მეგობრებსაც მონაწილეობა მიიღონ ღვთისნიერ საქმეში!

„აქ, შეგვიძლია საჭმელი დიდი ხნით შევინახოთ“
           ხომ გახსოვთ, ეს ორი ერთნაირი გოგონა? რომლებიც ყველას ტყუპები გეგონათ. სინამდვილეში კი, მათ ერთი წელი აშორებთ ტყუპობას. დეკანოიძეების პატარა და ლამაზი ოჯახი, მარტოხელა დედა ეკატერინე, რომელმაც შვილებისთვის გადადო თავი და ერთმანეთის სიყვარულით სულდგმულობდნენ. 
გაიხსენეთ მათი ისტორია: 
https://chernovetskyifund.ge/ge/projects/finished/809-dekanoidze/
           მათი სახლი ფაქტობრივად ცარიელი იყო, თქვენი კეთილი ნებით კი, მათ კედლებში გაჩნდა მაცივარი, სარეცხი მანქანა, გამათბობელი და წყლის ქვაბი. რა ჯობს თბილ სახლს, ცხელი შხაპის მიღებასა და უსაფრთხო პროდუქტის ჭამას, რომელიც მათ ახალ მაცივარში, საიმედოდ შეინახება. ეს ყველაფერი, არის თქვენი დამსახურება, მათი ღიმილისა და სიხარულის მიზეზი, სწორედ თქვენი კეთილი გულებია.
         – ეკატერინე, პირველ რიგში, მაინტერესებს, როგორ ხართ და როგორ შეიცვალა თქვენი ცხოვრება მას შემდეგ, რაც თქვენს შესახებ  პოსტი გამოვაქვეყნეთ?
         ეკატერინე: ამ კითხვაზე პასუხს, დიდი სიხარულით გაგცემთ. აი ახლა, უკვე შემიძლია ვთქვა, რომ ახლანდელი ჩვენი ყოფა, ნამდვილად განსხვავდება იმისგან, თუ როგორ ვცხოვრობდით თქვენს გამოჩენამდე.  მანამდე კი, გახსოვთ ჩვენი ცარიელი სახლი, რომელსაც მხოლოდ მე და ჩემი შვილები ვავსებდით. ახლა, თქვენი ფონდის მეგობრებისა და მათი კეთილი ნების დახმარებით, ჩვენი სახლი სხვადასხვა  ნივთებით შეივსო, და გვაქვს ელემენტარული საცხოვრებელი პირობები.  ჩვენს სახლში გაჩნდა მაცივარი, სარეცხი მანქანა, გამათბობელი და  წყლის ქვაბი, რომელის წყალობითაც, ჩვენთან უკვე ცხელი წყალიც მოდის.  შეგიძლიათ წარმოდგენა? ამ ყველაფრის გარეშე, როგორ ვცხოვრობდი ორ ბავშვთან ერთად?  ალბათ, ბევრი ვერც კი წარმოიდგენს და შეეცდება აზრების დალაგებას: „თუ მაცივარი არ ჰქონდათ, საჭმელს სად ინახავდნენ? თუ გამათბობელი არ ჰქონდათ, ზამთარში როგორ გაჰქონდათ თავი? და ა. შ…“ აი, ასე იყო… როგორღაც ერთმანეთს ვათბობდით და სიყვარულით გაგვქონდა თავი.  იმედი მაქვს, ცუდს მალე დავივიწყებთ და ახლა, თქვენი წყალობით, ახალ, უკეთეს დღეებზე ვიფიქრებთ. 

            „რა მაგარია-ა-ა… დედას ხელები აღარ დაეღლება “
        – დარწმუნებული ვარ, ჩვენი ფონდის ყველა წევრს, ძალიან გაუხარდება ამ სიტყვების  მოსმენა.  კიდევ რით გაგვახარებთ, ახალი მეგობრებიც ხომ არ შეგიძენიათ? 
         ეკატერინე:  ბევრი საყვარელი და კეთილი ადამიანი გამოჩნდა, რომლებმაც იზრუნეს ჩემი ოჯახის კეთილდღეობაზე, ზოგიერთი მათგანი, ჩვენთან მოსულიც იყო, მომიტანეს ტანსაცმელი, ფეხსაცმელი, ჩანთა, თეთრეული, ჰიგიენური საშუალებები, ტკბილეული და პროდუქტი. ამისთვის, უსაზღვრო და უკიდეგანო მადლობა მათ. ზოგჯერ, მსგავსი გვერდში დგომა, მეგობრებსაც კი არ შეუძლიათ და ხანდახან, ეს იმაზე მეტია, ვიდრე მეგობრობა.  არ მინდა, ვინმეს ვაწყენინო, დავკონკრეტდე და სახელები რომ ჩამოვთვალო.  თითოეულ თქვენთაგანს, ცამდე მადლობა  ამ ზღვა ემოციებისთვის და სიყვარულისთვის. ღმერთმა გაგახაროთ!!!
           

   „ჩვენ აღარ გვშია, ახლა შენც შეჭამე“

„მე ფორთოხალი მიყვარს, მე კი – ვაშლი-ი-ი…“

       – ადგილობრივი ხელისუფლება თუ გამოეხმაურა ჩვენს პოსტს? რაიმე სახის რეაგირება თუ მოახდინეს?
        ეკატერინე: ისეთივე  კარგი ემოციებით ვერ გაგცემთ ამ კითხვაზე პასუხს, როგორც წინა კითხვებზე. რადგან, ძალიან გაბრაზებული და ნაწყენი ვარ ჩვენს ხელისუფლებაზე.  ზედმეტად არასდროს მომითხოვია რამე, მხოლოდ ის, რაც ეკუთვნოდა ჩემს ოჯახს. ბევრი რომ აღარ ვილაპარაკო, წინასაახალწლო პერიოდში  გავიგე, რომ  სოციალურად დაუცველ პირებს,  სასაჩუქრე კალათებს ურიგებდნენ, რომელშიც მცირე საახალწლო ნობათი შედიოდა. დავწერე განცხადება, რომ ჩვენთვისაც მოეტანათ, მაგრამ ხელცარიელი დაგვტოვეს ახალ წელს. რა თქმა უნდა, ძალიან დაგვწყდა გული, ბავშვებსაც და მეც. ნამდვილად გაგვიცრუვდა იმედები. 

                                   „რძეზე დაგპატიჟებთ…“

  „ესეც ჩვენი მარჯვენა ხელი“

        – რას ნიშნავს ეს დახმარება და მხარდაჭერა პირადად თქვენთვის?
ეკატერინე: ეს დახმარება, ყველაფერია ჩვენთვის, ჟანგბადივით გვჭირდებოდა  ეს ყოველივე, ყურადღებიდან დაწყებული,  საყოფაცხოვრებო ნივთებით დამთავრებული. ეს იყო ნახტომი, უკიდურესი გაჭირვებიდან, ასატან გაჭირვებამდე. როდესაც შვილები  სიხარულისგან ხითხითებენ  და  ბავშვური სილაღით ივსებიან, რა უნდა უხაროდეს დედას ამაზე მეტად.  არ ვიცი, ამ კითხვაზე როგორი პასუხი გაგცეთ, რომ შეესაბამებოდეს იმ გრძნობებს, რაც თქვენ ჩვენს სახლში შემოიტანეთ. 

     „ნელ-ნელა ჩვენი მაცივარიც შეივსო-ო-ო.. ურა-ა-ა!!!“

         – ბავშვებო, თქვენ რა მოგეწონათ საჩუქრებიდან ყველაზე მეტად ?
         ანანო (8 წლის):  მე, ყველაზე ძალიან მაცივარი  მომეწონა. იმიტომ, რომ ვიცი, იქ საჭმელი კარგად შეინახება. როდესაც სახლში მოვდივარ, პირველი მაცივართან მივდივარ  ხოლმე და ვაღებ, როგორც ფილმებშია. მაგრამ ფილმებში, ბევრი საჭმელია, ჩვენ მაცივარში კი – ცოტა. ხანდახან, ძალიან მინდა, სუპერგმირივით ნიჭი რომ მქონდეს, დავკეტო და გავაღო მაცივარი, შიგნით კი, ბევრი საჭმელები და ტკბილეული გავაჩინო. მერე, ყველას ვაჭამო, ვისაც მუცელში ხმაური აქვს ჩვენსავით. 
         – მარიამ, შენ რას იტყვი? შენ რა მოგეწონა ? 
         მარიამი (9 წლის): მე ყველაფერი მომეწონა, ყველაზე ძალიან ის მიხარია, რომ დედაჩემი და ჩემი დაიკო გახარებულები არიან.  თუ შემდეგში საშუალება იქნება, მე და ჩემს დას, ყველაზე ძალიან  საბავშვო სამზარეულო გაგვიხარდებოდა. გავერთობოდით, დავპატიჟებდით მეგობრებს და ერთად ვითამაშებდით. მაგრამ, არა უშავს, მესმის, რომ ყველაფერი, ყოველთვის ისე არ გამოდის, როგორც გვინდა.

 „მგონი, თოვლის ბაბუა ზაფხულშიც არსებობს…“ 

         – მარიამ, შენ გული არ გაიტეხო. ჩვენს ფონდში, სურვილები სრულდება, რადგან ამ ყველაფერს, ბევრი კეთილი ადამიანი კითხულობს და შეიძლება, ეს სურვილიც აგისრულოს რომელიმე მათგანმა. ეკატერინე, კიდევ ხომ არ გაქვთ რაიმე პრობლემა, რომლის გადაჭრაშიც ჩვენი ფონდის მეგობრებს შეუძლიათ დახმარება?
          ეკატერინე:  იცით…  არ მინდა უმადურივით გამომივიდეს, ძალიან მერიდება კიდევ რამის თხოვნა, ისედაც იმდენი რამ გააკეთეთ ჩვენთვის. 
         – ნუ მოგერიდებათ, რადგან ჩვენი ფონდი, სწორედ ამისთვის არსებობს, რომ პრობლემები მინიმუმამდე შევამციროთ. ამიტომ, გვითხარით რიდის გარეშე. 
         ეკატერინე:  ჩემი უმთავრესი თხოვნა, რა თქმა უნდა, ბავშვების მკურნალობა იქნება. მარტო ვერ გავწვდები გოგონების მკურნალობის ხარჯებს. მარიამს სახსრების პრობლემა აქვს და თავის ასაკთან შედარებით, სათანადოდ ვერ ვითარდება.  ხოლო ანანოს, სჭირდება ორთოპედი და სპეციფიური მასაჟები. ხერხემალზე და ფეხებზე აქვს პრობლემა. სტომატოლოგთანაც კი ვერ მიმყავს ბავშვები, რომ კბილებზე შევახედო.  ხომ იცით, საქართველოში, სამედიცინო მომსახურება ყველგან ძალიან ძვირია. ეს, რაც შეეხება მათი ჯანმრთელობის პრობლემებს. 
           გარდა ამისა, გვაქვს მატერიალური პრობლემები. არ გვაქვს ტელევიზორი, ბავშვებს არ აქვთ ნორმალური საწოლი, და  გვაქვს ძველისძველი, გაფუჭებული კომპიუტერი, რომელიც აღარ კეთდება. ბავშვებს კი, ძალიან სჭირდებათ სამეცადინოდ.  ეს არის იმ პრობლემების სია, რაც მოსაგვარებელი დაგვრჩა, თუ გამოჩნდება ვინმე კეთილი ადამიანი, და დახმარების ხელს კიდევ ერთხელ გამოგვიწვდის, გაგვიხარდება. თუ არა – იმ სიკეთისთვისაც დაგლოცოთ ღმერთმა, რაც ჩემი ოჯახისთვის უკვე გააკეთეთ.

„ჩემს საჭმელს, ყოველთვის გაგიყოფ, მარიამ. ოღონდ შენ არ მოიწყინო, კარგი?“

                                                        ***
          ძვირფასო მკითხველო, ამ მომენტისთვის, რეალობა ასეთია:  გახარებული გულები და  ელემენტარული პირობებით უზრუნველყოფილი პატარა ოჯახი.  მათ სახლში, დარჩა მოუგვარებელი პრობლემებიც, რომლებსაც, იმედია, ეტაპობრივად მოვაგვარებთ ერთიანი ძალებით. მჯერა, რომ ამ საყვარელ, პატარა ოჯახს, მისცემთ იმდენს, რამდენიც დაეხმარებათ წინსვლაში, რათა გადაიტანონ უმამობა. არ ვაგრძნობინოთ ის დანაკლისი, რომელსაც ახლა გრძნობენ. თქვენი გვერდში დგომა და ნებისმიერი სახის დახმარება მათთვის ძალიან მნიშვნელოვანია.
          თუკი გიმძიმთ საყოფაცხოვრებო სირთულეებისა და გადაუჭრელი საკითხების გამო, რამდენიმე წამით გადაიტანეთ ყურადღება ჩვენს „ფეისბუქის“ პოსტებზე; ან უმჯობესია, ჩვენს ნებისმიერ ბენეფიციარს დაურეკოთ და უმნიშვნელოდ მოგეჩვენებათ ყველა თქვენი პრობლემა იმათთან შედარებით, ვისაც მისი ცხოვრების ყველაზე მძიმე წუთს დაეხმარეთ.
        მათ პრობლემებთან შედარებით, ჩვენი პრობლემები არაფერია! აი, ნამდვილი გაჭირვება! ის თქვენ წინაშეა! უფალს მადლობა შესწირეთ იმისთვის, რაც გაგაჩნიათ! თქვენ უბედნიერესი ადამიანი ხართ! გახსოვდეთ ეს და დაეხმარეთ შეჭირვებულებს.
        სამწუხაროდ, ამ და კიდევ უამრავი სხვა ოჯახის პრობლემები არ დასრულებულა, ამიტომ, დროდადრო დაათვალიერეთ ხოლმე ამ საბრალო ხალხის ისტორიები ჩვენს ვებ-გვერდზე და ესაუბრეთ მათ. ყოველ ჯერზე, როდესაც მორიგი შეჭირვებული ადამიანის ნომერს აკრეფთ, თქვენ აუცილებლად იგრძნობთ უფლის კურთხევას! აუცილებლად! გააგრძელეთ ამ ოჯახების დახმარება! სწორედ ეს არის საუკეთესო ღვთისმსახურება!       
        მეგობრებო, თქვენთან კიდევ ერთი თხოვნა გვაქვს – თუკი შეიტყობთ, რომ თქვენს ნაცნობს ან მეზობელს დახმარება სჭირდება, გთხოვთ გამოიჩინოთ გულისხმიერება და ამის შესახებ მოგვწეროთ ელექტრონულ მისამართზე: office-fsp@fsp.ge
თქვენი სიკეთე, არის შესაძლებლობა, თავადაც ყველაფერში ბედნიერი რომ იყოთ!
მეგობრებო, კიდევ ერთხელ დიდი მადლობა ყველას!
ჩვენი ფონდის ანგარიშია:
#GE15TB7194336080100003
#GE42LB0115113036665000
#GE64BG0000000470458000
(დანიშნულება: დეკანოიძეების ოჯახი)
         თანხის ჩარიცხვა ასევე შეგიძლიათ ჩვენი ვებ-გვერდის მეშვეობით: https://chernovetskyifund.ge/ge/projects/finished/809-dekanoidze/ 
          თანხის ჩარიცხვა ასევე შესაძლებელია TBCpay, ExpressPay ტერმინალებიდან. ქვეთავში “ქველმოქმედება“ მოძებნეთ ჩვენი ფონდი (ინფორმაციას ფონდის დამატებითი უფლება-მოვალეობების შესახებ შეგიძლიათ გაეცნოთ ბმულზე https://goo.gl/GY2Gus).
       არაჩვეულებრივი სიახლე გვაქვს – ახლა ჩვენი ბენეფიციარების ისტორიები შეგიძლიათ წაიკითხოთ:
ინსტაგრამზე: https://www.instagram.com/chernovetskyi.fund/ და
ტელეგრამზე: https://t.me/ChernovetskyiFund.
      სპეციალურ ნომერზე განხორციელებულ მხოლოდ ერთ ზარს, ადამიანის სიცოცხლის გადარჩენა შეუძლია: 0901 200 270
       ვიფიქროთ იმაზე, რომ გაჭირვებულთა დახმარებით და მათი ტკივილის გაზიარებით, ჩვენ ვზრუნავთ საკუთარ სულზე და ვუახლოვდებით უფალს!
თარიღი
სახელი
თანხა
სტატუსი
2022 თებ 17
საყოფაცხოვრებო ტექნიკა
2125.00₾
2022 თებ 28
ფონდის ზედნადები ხარჯები
585.00₾
2022 მარ 07
მედიკამენტები
174.77₾
2022 მაი 18
პროდუქტები
92.37₾
2022 ივლ 19
პროდუქტები
170.00₾

სულ ხარჯები:

3147.14₾

დარჩა:

0.44₾
შემოწირულობის გაღება
თანხა
გმადლობთ, კეთილო გულო!
13.07.2022 20:00:00
₾1.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
14.06.2022 20:00:00
₾50.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
11.06.2022 20:00:00
₾5.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
11.06.2022 20:00:00
₾10.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
11.06.2022 20:00:00
₾10.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
11.06.2022 20:00:00
₾3.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
10.06.2022 20:00:00
₾10.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
10.06.2022 20:00:00
₾3.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
10.06.2022 20:00:00
₾1.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
09.06.2022 20:00:00
₾10.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
09.06.2022 20:00:00
₾1.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
09.06.2022 20:00:00
₾10.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
08.06.2022 20:00:00
₾10.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
07.06.2022 20:00:00
₾50.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
07.06.2022 20:00:00
₾10.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
07.06.2022 20:00:00
₾10.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
30.05.2022 20:00:00
₾3.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
27.05.2022 20:00:00
₾10.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
26.04.2022 20:00:00
₾20.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
25.04.2022 20:00:00
₾5.00

შემოწირულია:

₾3,147.58

145 დონორი

აირჩიეთ თანხა:

Გადახდის საშუალება:

გამოწერა:

შემოწირულია:

₾3,147.58

145 დონორი

დასრულებული!

მათ ძალიან სასწრაფოდ სჭირდებათ თქვენი დახმარება