რეგულარული გადახდების ფუნქცია ხელმისაწვდომია

სახლში / პროექტები /

გულში ასი ნემსი მაქვს

calendar დეკემბერი 16, 2021

ერთი ზარი გადაარჩენს სიცოცხლეს!

ტელეფონის ნომერი:

info

ფასი (გაითვალისწინეთ):

1 call - ₾2 GEL

მობილური პროვაიდერები

Mobile provider
Mobile provider
Mobile provider

დაეხმარეთ! გააგზავნეთ სმს

sms

თქვენ შეგიძლიათ გადაარჩინოთ ვინმეს სიცოცხლე და დაუახლოვდეთ ღმერთს! გაგზავნეთ SMS ნომერზე 97100 შეწირეთ ₾3 GEL

კოპირებულია

პოსტის გაზიარებაც დახმარებაა!

facebook google messanger viber telegram

მთელი დღის მანძილზე, მას გული ნემსებით ევსება. ჯერ ერთი იწყებს ჩხვლეტას, როცა არაფერი აქვს, სკოლაში წასასვლელად რომ ჩაიცვას. დედამ მისი ერთადერთი გასასვლელი ბლუზა გარეცხა, და ახლა მოუწევს, რომ სკოლაში, ჟაკეტზე ხელით დამალოს დაკემსილი ნახვრეტები.
მეორე ნემსი იწყებს ჩხვლეტას, როდესაც სკოლისკენ გზას გაუდგება. სკოლა შორს არის, ფეხით სიარული კი ძალიან უჭირს. მას ხომ ბავშვობიდან გულის პრობლემა აქვს. შემდეგ, ნემსები ჩნდება მაშინ, როცა სკოლაში ფუნთუშას ვერ ყიდულობს. ყველა ჭამს მის გარდა. ამბობს, რომ არ შია. გულში კი ჩხვლეტის შეგრძნება მატულობს: ვინ იცის, იმის გამო, რომ ტყუილი თქვა, თუ შიმშილისგან? ასეა ყოველდღე… ყოველდღიურად, დღის მიწურულს, გულში უგროვდება ასი ნემსი, რომელიც ძალიან მწარედ ჩხვლეტს. ხანდახან, იმდენად მწარედ, რომ ცრემლი თვალებიდან დენას თავისით იწყებს…

ჩვენი ფონდის ანგარიშები:

Bank of Georgia

Bank logo

Ბანკის კოდი:

BAGAGE22 BAGAGE22

კოპირებულია

ნომერი:

GE64BG0000000470458000 GE64BG0000000470458000

კოპირებულია

TBC Bank

Bank logo

Ბანკის კოდი:

TBCBGE22 TBCBGE22

კოპირებულია

ნომერი:

GE15TB7194336080100003 GE15TB7194336080100003

კოპირებულია

Liberty Bank

Bank logo

Ბანკის კოდი:

LBRTGE22 LBRTGE22

კოპირებულია

ნომერი:

GE42LB0115113036665000 GE42LB0115113036665000

კოპირებულია

საქველმოქმედო ნომერი: ერთი ზარი გადაარჩენს სიცოცხლეს!

ტელეფონის ნომერი:

0901200270
გულში ასი ნემსი მაქვს
კეთილო ადამიანო, დაუყოვნებლივ გააზიარე პოსტი! დაეხმარე შენს მეგობრებსაც მიუახლოვდნენ ღვთისნიერ საქმეს!
მთელი დღის მანძილზე, მას გული ნემსებით ევსება. ჯერ ერთი იწყებს ჩხვლეტას, როცა არაფერი აქვს, სკოლაში წასასვლელად რომ ჩაიცვას. დედამ მისი ერთადერთი გასასვლელი ბლუზა გარეცხა, და ახლა მოუწევს, რომ სკოლაში, ჟაკეტზე ხელით დამალოს დაკემსილი ნახვრეტები.
 მეორე ნემსი იწყებს ჩხვლეტას, როდესაც სკოლისკენ გზას გაუდგება. სკოლა შორს არის, ფეხით სიარული კი ძალიან უჭირს. მას ხომ ბავშვობიდან გულის პრობლემა აქვს. შემდეგ, ნემსები ჩნდება მაშინ, როცა სკოლაში ფუნთუშას ვერ ყიდულობს. ყველა ჭამს მის გარდა. ამბობს, რომ არ შია. გულში კი ჩხვლეტის შეგრძნება მატულობს: ვინ იცის, იმის გამო, რომ ტყუილი თქვა, თუ შიმშილისგან? ასეა ყოველდღე… ყოველდღიურად, დღის მიწურულს, გულში უგროვდება ასი ნემსი, რომელიც ძალიან მწარედ ჩხვლეტს. ხანდახან, იმდენად მწარედ, რომ ცრემლი თვალებიდან დენას თავისით იწყებს…

 „ფისუნია ჩემი წამალია, გულში ჩავიკრავ და თავს მაშინვე უკეთესად ვგრძნობ“
ფიქრია კოტიას ამბის წაკითხვით შემდეგ, თქვენც  გაგიჩნდებათ გულში ნემსები. შესაძლოა, ასი კი არა, მილიონი.
ერთი წლის წინ, როდესაც ქირა ვეღარ გადაიხადეს, ღია ცისქვეშ ცხოვრება კი გაუსაძლისი გახდა, ქალაქის განაპირას ვაგონი იპოვა. ვიღაცამ კეთილშობილება გამოიჩინა და უთხრა: „იცხოვრეთ, სანამ არ დამჭირდება“. ვაგონში ცხოვრობენ 5 წლის ბარბარე, 11 წლის მარიამი, მათი დედა ფიქრია და მძიმედ ავადმყოფი ბებია ეთერი.

იმაზე აღარ დავიწყებთ საუბარს, რომ აქ არანაირი პირობა არ არის, ჭერიდან წყალი ჩამოდის, ზაფხულში აქ ღუმელია, ზამთარში კი საყინულე. ეს ყველაფერი, ისედაც გასაგებია. კონსერვის ქილაც კი უფრო „მაგარი“ და კომფორტულია. 

ვაგონში, ბებოსთვის ერთი გასაშლელი ტახტი და დანარჩენებისთვის, ერთი საწოლი ეტევა.

ეს კი ღუმელია, რომელიც ბოლავს და შეიძლება ნამწვით მთელი ოჯახი მოწამლოს, მათთვის ის გადარჩენის ხერხია. სწორედ აქ ამზადებენ საჭმელს, წყალს აცხელებენ, დასაბანად და სარეცხის გასარეცხად. ზამთარში კიდევ ასატანია. და თქვენ წარმოიდგინეთ, როგორია ზაფხულის სიცხეში.

ეს კი, ვაგონის ბინადრები არიან: ორი მშვენიერი გოგონა, მათი დედა და ბებია. საცხოვრებელს, მათი სულიერი და ფიზიკური მდგომარეობაც არაფრით ჩამოუვარდება. დავიწყოთ ფიზიკური ავადმყოფობით…

მარიამს თანდაყოლილი გულის მანკი აქვს. ხელში აყვანილი უნდა ატარო, მისთვის აკრძალულია შფოთვა და გადაღლა. გარდა ამისა, აუცილებელია ნორმალური კვება და მშვიდი გარემო. თავადაც ხვდებით, რომ ამ გოგონას არაფერი გააჩნია, და ვერასდროს ექნება. წელიწადში ერთხელ სრული გამოკვლევა და მკურნალობა – ერთადერთია, რასაც მისთვის სახელმწიფო აკეთებს. ამისთვისაც დიდი მადლობა.
პატარა ბარბარეს დარღვეული აქვს საკვერცხის ფუნქცია. უკვე ორი ოპერაცია გადაიტანა, შესაძლოა, მომავალში კიდევ დასჭირდეს. მას ყოველდღიურად სჭირდება წამლები და მალამოები, მაგრამ არ აქვთ ამის საშუალება. ხან ყიდულობენ, ხან ვერა.
ბებიამ კი ინფარქტი გადაიტანა. გულმა ვერ გაუძლო. ქვა ხომ არა არის. დაეცა და ბარძაყის ყელი მოიტეხა. ახლა მხოლოდ ყავარჯნების დახმარებით, ან ხეიბრის ეტლით გადაადგილდება. ტირის, ეცოდება შვილი. ასეთი ტანჯვისთვის ხომ არ გაუჩენია, მისთვის სულ სხვანაირ ცხოვრებას ნატრობდა. ფიქრიას კი, ავად გახდომის უფლება არ აქვს. უბრალოდ ყურადღებას არ აქცევს ტკივილს. თავს იმშვიდებს იმით, რომ წუხილია ყველაფრის მიზეზი, ცდილობს საკუთარი თავი იმაში დაარწმუნოს, რომ არაფერია საშიში. მას წართმეული აქვს ავადმყოფობის უფლება.

 „მიდი, დედიკო, ერთი ნაბიჯიც, ერთიც. შენ მე მასწავლე სიარული, ახლა კი ჩვენ შენ გასწავლით“ 
ფიქრია: არც კი ვიცი, საიდან დავიწყო მოყოლა და ჩვენი ოჯახის პრობლემების აღწერა. ყველა ჯანმრთელი მაინც რომ იყოს, ალბათ, ამ ვაგონში ცხოვრებაც არ იქნებოდა ასეთი გაუსაძლისი და სოციალურ დახმარებასაც ვიმყოფინებდით… მაგრამ, როდესაც ყველას ყველაფერი სტკივა, მე კი ვერაფერს ვშველი, სიკვდილი მინდა. მაგრამ ამით, ვინმეს ყოფას როდი შევუმსუბუქებ? 
        – ფიქრია, მესმის, რომ მუშაობა არ შეგიძლიათ. რა არის თქვენი საარსებო წყარო?
         ფიქრია: 380 ლარის ოდენობის სოციალური დახმარება და დედას პენსია – 150. კიდევ კარგი, ბინის ქირა მაინც არ გვაქვს გადასხდელი. პროდუქტსა და წამლებშიც კი არ გვყოფნის. აღარ ვიცი, რა მოვახერხო, რისგან მოვამზადო საჭმელი. 
– სოციალური სასადილოს მომსახურებით სარგებლობთ?
ფიქრია: მიუხედავად იმისა, რომ ხალხის თქმით, შეუძლებელია იმ საჭმლის ჭამა, დიდი სიამოვნებით ვისარგებლებდი. მომლოდინეთა რიგში ვართ. ეს კი, რას ნიშნავს იცით? ძირითადი სიიდან ვინმე თუ ამოიშალა, შესაძლოა, მომლოდინეთა სიიდან გაუმართლოს ვინმეს. ანუ, გამოდის, რომ მე ვიღაცის სიკვდილს უნდა დაველოდო? ღმერთმა დამიფაროს! ვიცი, საშინლად ჟღერს, მაგრამ ასეა.

არ არსებობს ცარიელ მაცივარზე, უფრო სევდიანი სანახაობა 
– რაზე გყოფნით სოციალური დახმარების თანხა?
         ფიქრია: მხოლოდ იმაზე, რომ შიმშილით არ დავიხოცოთ. დანარჩენი კი მხოლოდ უფლის ნებაა. ყველაფერი, რასაც აქ ხედავთ, კეთილმა ადამიანებმა გვაჩუქეს. ავეჯი, ტანსაცმელი, ტექნიკა… თუ შეგვეკითხებით, რა არის ჩვენი ოცნება, პასუხსაც ვერ გაგცემთ, გესმით? ბავშვებიც ვერ გიპასუხებენ!

 „ამ რკინის ვაგონთან ყველა ოცნება იმსხვრევა“
მარიამი (11 წლის): მე შევძლებ პასუხის გაცემას! მე ვოცნებობ და ვიცი, რაც მინდა! მინდა, ექიმი გამოვიდე. გულის ექიმი!
         – კარდიოლოგი?
         მარიამი: ხო, დამავიწყდა, რას ეძახიან. ეხლა ყველას სტკივა გული, მე კი ვუმკურნალებ. მეც მტკივა, და საკუთარ თავსაც ვუმკურნალებ.
– როგორ ფიქრობ, რატომ სტკივა გული ყველას?
          მარიამ: იმიტომ, რომ ყველა დარდობს. მე არ ვდარდობ, უბრალოდ, გულში ნემსები მაქვს და მჩხვლეტს. ექიმი გავხდები და ყველას ამოვიღებ.
          – და სანამ ექიმი გახდები, რა გსურს, რომ გქონდეს?
          მარიამი: სკოლისთვის ტანსაცმელი და ჩანთა. კიდევ ფანქრები, აკვარელის საღებავები და ფუნჯები. ხო, და კიდევ სახატავი ალბომი! თქვენც დაგხატავდით და გაჩუქებდით სურათს. მაგრამ ეხლა არაფერი არ მაქვს.
            ბარბარე (5 წლის): მე კი ბარბის თოჯინა მინდა და „პუი“. აი, ცხელი და გემრიელი როა.

 „პუი“ ყველაზე გემრიელია, როცა ცხელია“
             – აი, ხედავთ, გოგონებმა შეძლეს იმის თქმა, რაც უნდათ. ფიქრია, თქვენც შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს მკითხველებს კეთილი საქმის კეთებაში. დარწმუნებული ვარ, გაუჩნდებათ თქვენი დახმარების სურვილი!
                ფიქრია: მკურნალობისთვის ფულს არ ვითხოვ, სახელმწიფო აფინანსებს. ძალიან, ძალიან მჭირდება პროდუქტი, ტანსაცმელი ბავშვებისთვის, პატარა კომოდი, ან კარადა. ბავშვებს სწავლისთვის აუცილებლად სჭირდებათ პლანშეტები. ასევე, ძალიან გვჭირდება ლოგინის თეთრეული. ხო, კიდევ, არც ვიცი, შეიძლება, თუ არა  ასეთი რამის თხოვნა, მაგრამ, ჭერიდან წყალი ჩამოდის, და ვინმე სამშენებლო მასალით თუ დაგვეხმარება, რომ შევაკეთოთ, ძალიან კარგი იქნება. დანარჩენი კი, კეთილი ადამიანების გადასაწყვეტია. ხომ გესმით, არც ვიცი, კიდევ რაზე შეიძლება ოცნება…

 „გახდი ჯადოქარი და აჩუქე მათ შენი გულის ნაწილი!“
***
მეგობრებო, ამ ოჯახს, სხვა არავინ ჰყავს, დახმარებისთვის რომ მიმართოს. სრულიად უცნობი ადამიანები, მათი უკანასკნელი იმედია. ფიქრია ძალიან განიცდის შვილებისა და ავადმყოფი დედის მდგომარეობას, ცუდ კვებასა და საჭირო მედიკამენტების არქონას, შეუძლია ჯანმრთელობის სხვა, ბევრად სერიოზული პრობლემებიც გამოიწვიოს.
ამ კეთილ, ქართულ ოჯახს ძალიან სჭირდება ნებისმიერი სახის დახმარება: პროდუქტი, ჰიგიენის საშუალებები, სამშენებლო მასალა, ავეჯი, ტანსაცმელი და ფეხსაცმელი. ერთობლივი ძალისხმევით, ჩვენ შევძლებთ ამ საბრალო ადამიანების დახმარებას, ისევე, როგორც ათასობით სხვა ქართული ოჯახის, რომელიც სიკვდილ-სიცოცხლის ზღვარზე იმყოფება.
შეგიძლიათ თავად ეწვიოთ და შეძლებისდაგვარად გაუწიოთ მათ დახმარება,  მისამართზე: თბილისი, აკაკი ფაღავას 28 ნომრის უკან მდგომი ვაგონი.
                ყოველ ჯერზე, როდესაც ვინმეს დახმარება შეგიძლიათ, უბრალოდ გააკეთეთ ეს და გიხაროდეთ, რომ ღმერთი,  თქვენი მეშვეობით პასუხობს ვიღაცის ლოცვებს! გამოვიჩინოთ გულისხმიერება და დავუმტკიცოთ პატარებს, რომ სასწაულები ხდება! მათ ჩვენი სჯერათ! ჩვენს პატარა თანამემამულეებს, იმედს ნუ გავუცრუებთ! დავანახოთ, რამდენად კეთილი ადამიანები ცხოვრობენ საქართველოში! 
ჩვენ გვჯერა, რომ ერთად შევძლებთ მათი ცხოვრების შეცვლას!
არ დაგავიწყდეთ ჩვენი პოსტის გაზიარება, რათა ამ ოჯახის გასაჭირის შესახებ თქვენმა მეგობრებმაც შეიტყონ! ეს ძალიან მნიშვნელოვანია! 
მეგობრებო, თქვენთან კიდევ ერთი თხოვნა გვაქვს – თუკი შეიტყობთ, რომ თქვენს ნაცნობს ან მეზობელს დახმარება სჭირდება, გთხოვთ გამოიჩინოთ გულისხმიერება და ამის შესახებ მოგვწეროთ ელექტრონულ მისამართზე: office-fsp@fsp.ge
ჩვენი ფონდის ანგარიშია:
#GE15TB7194336080100003
#GE42LB0115113036665000
#GE64BG0000000470458000
(დანიშნულება: ფიქრია კოტია).
თანხის გადმორიცხვა ასევე შეგიძლიათ ჩვენი ვებ-გვერდის მეშვეობით:
 ასევე, თანხის გადმორიცხვა შესაძლებელია TBCpay და ExpressPay ტერმინალებიდან. ქვეთავში “ქველმოქმედება“ მოძებნეთ ჩვენი ფონდი (ფონდის დამატებით უფლება- მოვალეობებს შეგიძლიათ გაეცნოთ ბმულზე https://goo.gl/GY2Gus).
ერთად, ჩვენ უკვე დავეხმარეთ უამრავ გაჭირვებულს. ამ ოჯახსაც გავუმართოთ ხელი! ვინ იცის, იქნებ სრულიად უცხო ადამიანების დახმარება ოდესმე თავადაც დაგვჭირდეს?! ცხოვრება ხომ მოულოდნელობებით არის სავსე!
შესანიშნავი სიახლე გვაქვს! ახლა შეგიძლიათ ჩვენი ბენეფიციარების ისტორიები წაიკითხოთ ინსტაგრამზე: https://www.instagram.com/chernovetskyi.fund/ და ტელეგრამზე: https://t.me/ChernovetskyiFund 
         სპეციალურ ნომერზე განხორციელებულ მხოლოდ ერთ ზარს, ვიღაცის სიცოცხლის გადარჩენა შეუძლია: 0901 200 270! 
დალოცვილები ყოფილიყავით!

 „ოცნება აგვიხდა: თბილ ლოგინში ვწევართ“
კეთილო ადამიანო, დაუყოვნებლივ გააზიარე ეს პოსტი! დაეხმარე შენს მეგობრებსაც მონაწილეობა მიიღონ ღვთისნიერ საქმეში!
          „პირველად ჩემს ცხოვრებაში, გარეთ წვიმს, ჩვენ კი მშვიდად ვართ.  კეთილი ადამიანების წყალობით, დღეს უკვე ვიცით, რომ არ დავსველდებით, ჩვენს სახლში წყალი აღარ შემოვა. ვისაც არ გამოუცდია, ვერ მიხვდება, რა საოცარი შეგრძნებაა, როდესაც თავსხმა წვიმაში დასველების არ გეშინია. ზოგჯერ, ჩემი ახალი ცხოვრება ლამაზი სიზმარი მგონია და გაღვიძების მეშინია. ვერასდროს წარმოვიდგენდი, რომ ჩემი სახლი სრულყოფილად იქნებოდა გადახურული.“
         „მადლობა ღმერთო, რომ მომასწარი ჩემი შვილების ლამაზ ტანსაცმელს, მათ გაბრწყინებულ და გახარებულ სახეებს. ძალიან კარგი შეგრძნებაა, როდესაც შენს შვილებს ფეხსაცმელი აქვთ და ფეხი არ უსველდებათ, როდესაც სკოლაში, დაკემსილი ტანსაცმლის ნაცვლად, ლამაზი ზედით დადიან. თავიდან დავიბადეთ მეც, და ჩემი ოჯახიც.“

„ჩემი მზითვებიანი პრინცესა“

         – ქალბატონო ფიქრია, გვიამბეთ, როგორ შეიცვალა თქვენი ცხოვრება მას შემდეგ, რაც თქვენს შესახებ პოსტი გამოვაქვეყნეთ?
         ფიქრია: მადლობა უფალს, ცოტათი მაინც დავაღწიეთ თავი იმ ჯოჯოხეთს. ეს ის პერიოდია, შვილო, როდესაც გარეთ სულ წვიმს, ჩვენს სახლში კი სიმშრალეა და მშვიდად ვართ.  გარეთ ქარია, მაგრამ ჩვენ, უკვე კარგი ფანჯრები და კარები გვაქვს და თბილად ვართ. თავიდან, ამას ვერც კი წარმოვიდგენდით, ახლა კი ვფიქრობ, რომ უბედნიერესი ადამიანი ვარ, რადგან გავიცანი ამდენი კეთლი ადამიანი, რომლებმაც დახმარება გაგვიწიეს. 
         ჩემმა შვილებმა პირველად ნახეს ამდენი ტკბილეული და საკვები ერთად. ბავშვებს დღესასწაული ჰგონიათ. მათთვის,  პროდუქტები ახალ წელთან, ან რამე დღესასწაულთან ასოცირდება. დღევანდელი დღე კი, მათთვის ნამდვილი დღესასწაული და უფლის საჩუქარია. ოცნებად გვქონდა ქცეული დიდი ტელევიზორის ეკრანზე გადაცემების ყურება, სამყაროს სხვა თვალით დანახვა და ისიც კი აგვიხდა – უბედურებიდან ბედნიერებაში გადმოვინაცვლეთ. არ  მეგონა, ქვეყნად კიდევ თუ არსებობდნენ ადამიანები, ვისაც შენი ტკივილი, დარდი ან საფიქრალი აინტერესებს. თურმე, ძალიან ვცდებოდი. 

„აუხდათ ოცნება, იმდენი ტკბილეული აქვთ, ხელში  დაჭრა მისი უჭირთ“

       – ძალიან მიხარია, რომ დაგიბრუნდათ კეთილი ადამიანების რწმენა. მეც ვუხდი მადლობას თქვენი დახმარებისა და თანადგომისთვის. ახლა კი, იქნებ მითხრათ ახალი მეგობრებიდან განსაკუთრებით ვის აღნიშნავდით?
        ფიქრია: მინდა, ყველას კიდევ ერთხელ გადავუხადო  მადლობა, ცხოვრების ბოლომდე ყველას მადლობელი ვიქნები. უამრავი ადამიანი გვიკავშირდებოდა, გვემეგობრებოდა და გამოთქვამდა დახმარების სურვილს. ყველა ადამიანის თბილი სიტყვები მახსოვს. ამ დროს, ეს  ძალიან მნიშვნელოვანია, სასიამოვნოა, თანადგომასა და სიყვარულს რომ გრძნობ.
           ჩემს შვილებს ძალიან უყვართ ჩვენი მეგობრები. მაგალითად, ქალბატონი ხათუნა, რომელმაც პროდუქტი, ჰიგიენური საშუალებები, ტანსაცმელი, თეთრეული, ფეხსაცმელი, სათამაშოები და სხვა ნივთები მოგვიტანა. ყველაფერი ძალიან გვჭირდებოდა და მისი საჩუქრები ძალიან გამოგვადგა. ასევე, ქალბატონი  ნანუკა, რომელმაც შეძლო და ცხოვრება გაუხალისა, გაუფერადა  და გაულამაზა ბავშებს. უამრავი ტანსაცმელი და ტკბილეული მიიღეს საჩუქრად. დღეს, ისინი დაკემსილი ტანსაცმლის ნაცვლად, ლამაზად ჩაცმულები დადიან და ეს იმათი დამსახურებაა. სულ ვოცნებობდი იმაზე, რომ ჩემს გოგოებს ჰქონოდათ ლამაზი კაბები და ესეც აგვიხდა მათი წყალობით.  ბატონმა მირზამ გვაჩუქა კარებები და ფანჯრები, და სიმშვიდემ და სითბომ დაისადგურა ჩვენს სახლში. ყველა ეს ადამიანი, ძალიან ძვირფასი მეგობარია ჩვენთვის.

„ზეფირის ქვეშ, მისი საყვარელი შოკოლადი აღმოაჩინა“

        – ქალბატონო ფიქრია, ადგილობრივი ხელისუფლება თუ გამოეხმაურა ჩვენს პოსტს? რაიმე სახის რეაგირება თუ მოახდინეს?
          ფიქრია: ადგილობრივი ხელისუფლება მხოლოდ საკვები პროდუქტებით დაგვეხმარა, სხვა რეაქცია, ყურადღება, ან თანაგრძნობა არ გამოუხატავთ. სახელმწიფოსგან, მხოლოდ სოციალურ დახმარებას ვიღებთ (380 ლარს) და დედას პენსიას (150 ლარს) – სულ ეს არის სახელმწიფოს დახმარება გაჭირვებულ ოჯახებს. ასეთი „შემოსავლით“, სულ არჩევნის წინაშე ვიდექით: გვეჭამა, თუ გვემკურნალა. ამ ორ უმნიშვნელოვანეს საკითხს შორის არჩევანის გაკეთება ძალიან რთულია. ან, რა ასარჩევია?! ერთიც და მეორეც, ხომ მხოლოდ სიცოცხლეს ნიშნავს, სხვას არაფერს!
         – ფიქრია, იქნებ მითხრათ, რას ნიშნავს კეთილი ადამინების  დახმარება და მხარდაჭერა პირადად თქვენთვის? 
        ფიქრია: ჩემს ცხოვრებაში პირველად, მშვიდი და ბედნიერი ვარ. კეთილი ადამიანების დახმარებით, ჩემს შვილებს საკუთარი საწოლი აქვთ. იატაკზე გვეძინა, სულ გვციოდა, ვცივდებოდით. მაგრამ, წამლის ფულიც კი არ გვქონდა. დღეს, თბილ ლოგინში ვწევართ. ვხედავ, რა ბედნიერად სძინავთ ჩემს შვილებს, დედამ რა უნდა ინატროს დედამ ამაზე მეტი? ეს დახმარება, ჩემთვის მხოლოდ დახმარება არ არის. ეს ყველაფერი, ძალიან დიდი დღესასწაული, სიკეთე და თავიდან დაბადებაა. პირველად ვუყურეთ ტელევიზორს, თანაც საკუთარ სახლში. ჯერ კიდევ ვერ ვაცნობიერებ და ვერ ვიაზრებ, რომ ეს ნივთები ჩვენია და შეგვიძლია, თავისუფლად გამოვიყენოთ. 

„სულ კიბეზე დაძვრება, ისე მოსწონს“

„მათთვის, ეს საწოლი ძალიან ლამაზი, საჭირო და სანატრელი საჩუქარია“

         – ძალიან მიხარია, რომ სასიკეთოდ შეიცვალა თქვენი ცხოვრება. იქნებ მითხრათ, ბავშვებს რომელი ნივთები მოეწონათ ყველაზე მეტად?
         ფიქრია: ყველაფერი მოეწონათ და ყველაფერმა გააბედნიერა. მაგრამ, ყველა ბავშვს უყვარს ტკბილეული და ჩემს შვილებსაც ძალიან უყვართ, თან არასდროს ჰქონიათ ბევრი. ტკბილეულმა ჩემი გოგონები ძალიან გაახარა. ლამაზი ტანსაცმელიც მოეწონათ. თავი ჩვეულებრივ ბავშვებად იგრძნეს, და ეს უხარიათ. 
მათთვის, საწოლში ძილი ფუფუნებაა.  ვერ იჯერებდნენ, რომ უკვე საკუთარი ლოგინები აქვთ და შეუძლიათ თავისუფლად დაიძინონ, როდესაც უნდათ. ყველაზე წარმოუდგენელი და სასიხარულო კი ის იყო, რომ დიდი, ლამაზი და ფერადი ტელევიზორი მიიღეს საჩუქრად, ძალიან გაუხარდათ და უზომოდ ბედნიერები არიან. მადლობა ღმერთს, მადლობა კეთილ ადამიანებს, რომ ჩემი შვილების თვალზეც სიხარულის ცრემლები დავინახე.

 „ბედნიერად ვიძინებთ, სამივე ერთად“

        – ფიქრია იქნებ კიდევ გაქვთ რაიმე პრობლემა, რომლის გადაჭრაშიც ჩვენი ფონდის მეგობრებს დახმარება შეუძლიათ?
         ფიქრია: ყველა ოჯახს სჭირდება საყოფაცხოვრებო ნივთები, ჭურჭელი, ნორმალურად რომ ჭამოს და საჭმელი მოამზადოს ადამიანმა. ჩვენც გვჭირდება ქვაბები, ტაფები და  სხვა ნივთები, ისე რომ ვიცხოვროთ, როგორც ნორმალურ ოჯახს შეეფერება.  გარდა ამისა, მნიშვნელოვანია სკამები და მაგიდა, რომლებიც არ გაგვაჩნია და ჭამაც კი ძალიან გვიჭირს, ხან სად ვჭამთ, ხან სად. სამწუხაროდ, პროდუქტიც ილევა და მეშინია, ასეთი კარგი პერიოდიდან, ისევ ჯოჯოხეთში არ დავბრუნდეთ, სადაც ჩემი შვილები და დედაჩემი მშივრები იყვნენ. ჩემს გულში გაცოცხლდა კეთილი ადამიანების იმედი და ვიცი, რომ კვლავაც შეძლებენ ჩვენს დახმარებას. 
***
         ადამინებო, მეგობრებო, კეთილო ხალხო, მინდა მოგმართოთ და გთხოვოთ, რომ კიდევ ერთხელ შევძლოთ და ვაჩუქოთ ორ ლამაზ ფერია გოგოს, ლამაზი ცხოვრება, ისეთი, როგორიც ფერიებს აქვთ. დამეთანხმებით, რომ ძალიან რთულია კეთილი თვალებისა და ღიმილის შენარჩუნება, როდესაც გშია, გცივა და არაფერი გაქვს. ამიტომ, ეს ოჯახი იმსახურებს ყველაფერ კარგს. ის  დამოკიდებულია ჩვენზე, ჩვენს ადამიანობასა და დახმარებაზე. ერთად, ბევრი კეთილი საქმე გვაქვს გაკეთებული, და კვლავ შევძლებთ, რომ დავეხმაროთ ამ ოჯახს, რომელსაც ჩვენი თანადგომა ძალიან სჭირდებათ. 
        თუკი გიმძიმთ საყოფაცხოვრებო სირთულეებისა და გადაუჭრელი საკითხების გამო, რამდენიმე წამით გადაიტანეთ ყურადღება ჩვენი „ფეისბუქის“ პოსტებზე. ან, უმჯობესია, დაურეკოთ ჩვენს ნებისმიერ ბენეფიციარს და ყველა თქვენი პრობლემა  უმნიშვნელოდ მოგეჩვენებათ, შედარებით მათთან, ვისაც მათი ცხოვრების ყველაზე მძიმე წუთს დაეხმარეთ.
         მათ პრობლემებთან შედარებით ჩვენი პრობლემები არაფერია! აი, ნამდვილი გაჭირვება! ის თქვენ წინაშეა! უფალს მადლობა შესწირეთ იმისთვის, რაც გაგაჩნიათ! თქვენ ხართ უბედნიერესი ადამიანი! გახსოვდეთ ეს და დაეხმარეთ გაჭირვებულებს.
        სამწუხაროდ, ამ და კიდევ უამრავი სხვა ოჯახის პრობლემები არ დასრულებულა, ამიტომ დროდადრო დაათვალიერეთ ხოლმე ამ საბრალო ხალხის ისტორიები ჩვენს ვებ-გვერდზე და ესაუბრეთ მათ. ყოველ ჯერზე, როდესაც მორიგი შეჭირვებული ადამიანის ნომერს აკრეფთ, თქვენ აუცილებლად იგრძნობთ უფლის კურთხევას! აუცილებლად! გააგრძელეთ ამ ოჯახების დახმარება! სწორედ ეს არის საუკეთესო ღვთისმსახურება!
მეგობრებო, კიდევ ერთი თხოვნა გვაქვს თქვენთან – თუკი შეიტყობთ, რომ თქვენს ნაცნობს ან მეზობელს სჭირდება დახმარება, გთხოვთ, გამოიჩინოთ გულისხმიერება და მოგვწეროთ ამის შესახებ ელექტრონულ მისამართზე: office-fsp@fsp.ge
თქვენი სიკეთე არის შესაძლებლობა, თავადაც ყველაფერში ბედნიერი რომ იყოთ!
მეგობრებო, კიდევ ერთხელ, დიდი მადლობა ყველას!
ჩვენი ფონდის ანგარიში:
#GE15TB7194336080100003
#GE42LB0115113036665000
#GE64BG0000000470458000.
(დანიშნულება: ფიქრია კოტია)
ასევე, შეგიძლიათ თანხის ჩარიცხვა ჩვენი ვებ-გვერდის მეშვეობით:
        თანხის ჩარიცხვა, ასევე შესაძლებელია TBCpay, ExpressPay ტერმინალებიდან. ქვეთავში “ქველმოქმედება“ მოძებნეთ ჩვენი ფონდი (ინფორმაციას ფონდის დამატებითი უფლება-მოვალეობების შესახებ შეგიძლიათ გაეცნოთ ბმულზე https://goo.gl/GY2Gus).
        არაჩვეულებრივი სიახლე გვაქვს – ახლა ჩვენი ბენეფიციარების ისტორიების წაკითხვა შეგიძლიათ:
ინსტაგრამზე: https://www.instagram.com/chernovetskyi.fund/  და
ტელეგრამზე: https://t.me/ChernovetskyiFund 
       სპეციალურ ნომერზე, თქვენს მიერ განხორციელებულ მხოლოდ ერთ ზარს, ადამიანის სიცოცხლის გადარჩენა შეუძლია! 0901 200 270
      ვიფიქროთ იმაზე, რომ გაჭირვებულთა დახმარებით და მათი ტკივილის გაზიარებით, ჩვენ ვზრუნავთ საკუთარ სულზე და ვუახლოვდებით უფალს!

თარიღი
სახელი
თანხა
სტატუსი
2022 იან 06
პროდუქტები
299.60₾
2022 იან 13
ტელევიზორი
599.00₾
2022 იან 13
საწოლი
700.00₾
2022 თებ 01
სამშენებლო მასალა
1185.25₾
2022 თებ 14
კარები
350.00₾
2022 თებ 28
ფონდის ზედნადები ხარჯები
740.00₾
2022 ივნ 20
თოჯინა
88.20₾
2022 ივლ 29
ფონდის ზედნადები ხარჯები
100.00₾
2022 სექ 27
პროდუქტები
130.96₾

სულ ხარჯები:

4193.01₾

დარჩა:

0.00₾
შემოწირულობის გაღება
თანხა
ცომაია თორნიკე
25.07.2022 20:00:00
₾2.00
მანუკიანი ერნესტ
09.07.2022 20:00:00
₾25.00
უჩა ფუხაშვილი
09.07.2022 20:00:00
₾1.00
ირაკლი გაბაიძე
08.07.2022 20:00:00
₾10.00
ჯალიაშვილი გოგიტა
07.07.2022 20:00:00
₾5.00
ირაკლი გაბაიძე
07.07.2022 20:00:00
₾10.00
მალხაზ ვარდოსანიძე
07.07.2022 20:00:00
₾20.00
ზურაბ შაიშმელაშვილი
07.07.2022 20:00:00
₾1.00
გიორგი ნატრაძე
06.07.2022 20:00:00
₾10.00
ქებურია კახაბერ
05.07.2022 20:00:00
₾7.00
ცომაია თორნიკე
04.07.2022 20:00:00
₾2.90
ქებურია კახაბერ
04.07.2022 20:00:00
₾7.00
ლორჩოშვილი იოსები
03.07.2022 20:00:00
₾5.00
ანა წილოსანი
03.07.2022 20:00:00
₾20.00
სალომე თარხნიშვილი
02.07.2022 20:00:00
₾20.00
ლევან კობაიძე
02.07.2022 20:00:00
₾3.00
ქებურია კახაბერ
01.07.2022 20:00:00
₾21.00
სალომე თარხნიშვილი
01.07.2022 20:00:00
₾20.00
გიორგი ჯაჯანიძე
01.07.2022 20:00:00
₾5.00
ჯიშკარიანი ვასილი
30.06.2022 20:00:00
₾5.00

შემოწირულია:

₾4,193.01

203 დონორი

აირჩიეთ თანხა:

Გადახდის საშუალება:

გამოწერა:

შემოწირულია:

₾4,193.01

203 დონორი

დასრულებული!

მათ ძალიან სასწრაფოდ სჭირდებათ თქვენი დახმარება