ng ng

რეგულარული გადახდების ფუნქცია ხელმისაწვდომია

სახლში / პროექტები /

მსოფლიოში ყველაზე კეთილი დედიკო!

calendar იანვარი 3, 2022

ერთი ზარი გადაარჩენს სიცოცხლეს!

ტელეფონის ნომერი:

info

ფასი (გაითვალისწინეთ):

1 call - ₾2 GEL

მობილური პროვაიდერები

Mobile provider
Mobile provider
Mobile provider

დაეხმარეთ! გააგზავნეთ სმს

sms

თქვენ შეგიძლიათ გადაარჩინოთ ვინმეს სიცოცხლე და დაუახლოვდეთ ღმერთს! გაგზავნეთ SMS ნომერზე 97100 შეწირეთ ₾3 GEL

კოპირებულია

პოსტის გაზიარებაც დახმარებაა!

facebook google messanger viber telegram

„ზაქარია მქვია. 31 წლის ვარ. მესმის, რომ ზრდასრული მამაკაცი ვარ, მაგრამ ისე ვარ დამოკიდებული ახლა დედაზე, როგორც ჩემი ცხოვრების პირველ წლებში. მე ინვალიდი ვარ, ეს სიტყვა რაოდენ უხეშადაც არ უნდა ჟღერდეს. დიახ, ეს ასეა. უკვე 10 წელია, რაც ნახევარი ადამიანი ვარ. დედა რომ არა, ალბათ, დიდი ხნის წინ დავკარგავდი განძრევის უნარს. ვერ ვხვდები, საიდან აქვს ამდენი ენერგია. მეუბნება: „შენთვის ყველაფერს გავაკეთებ, მაგრამ შენს ნაცვლად, მე ვერ ვივარჯიშებ“. და აი, უკვე 10 წლის მანძილზე, ჩემს მძიმე ხასიათს უძლებს. ეგუება ყველა ჩემს დამარცხებას. მხოლოდ მისი დამსახურება გახლავთ თითოეული ჩემი პატარა გამარჯვება, ის, რომ დღეს ფეხზე დგომა შემიძლია, დამოუკიდებლად ჭამა, ლაპარაკი…

ჩვენი ფონდის ანგარიშები:

Bank of Georgia

Bank logo

Ბანკის კოდი:

BAGAGE22 BAGAGE22

კოპირებულია

ნომერი:

GE64BG0000000470458000 GE64BG0000000470458000

კოპირებულია

TBC Bank

Bank logo

Ბანკის კოდი:

TBCBGE22 TBCBGE22

კოპირებულია

ნომერი:

GE15TB7194336080100003 GE15TB7194336080100003

კოპირებულია

Liberty Bank

Bank logo

Ბანკის კოდი:

LBRTGE22 LBRTGE22

კოპირებულია

ნომერი:

GE42LB0115113036665000 GE42LB0115113036665000

კოპირებულია

საქველმოქმედო ნომერი: ერთი ზარი გადაარჩენს სიცოცხლეს!

ტელეფონის ნომერი:

0901200270
მსოფლიოში ყველაზე კეთილი დედიკო!
კეთილო ადამიანო, დაუყოვნებლივ გააზიარე ეს პოსტი! დაეხმარე შენს მეგობრებსაც, გააკეთონ ღვთისნიერი საქმე!
ასეთი ვაჟკაცური, სათნო და კეთილი! მაგრამ ამავდროულად, ძალიან უბედური! 

 „ზრდასრული მამაკაცი ვარ, მაგრამ დედა, როგორც ჩვილს ისე მივლის“
 „ზაქარია მქვია. 31 წლის ვარ. მესმის, რომ ზრდასრული მამაკაცი ვარ, მაგრამ ისე ვარ დამოკიდებული ახლა დედაზე, როგორც ჩემი ცხოვრების პირველ წლებში. მე ინვალიდი ვარ, ეს სიტყვა რაოდენ უხეშადაც არ უნდა ჟღერდეს. დიახ, ეს ასეა. უკვე 10 წელია, რაც ნახევარი ადამიანი ვარ. დედა რომ არა, ალბათ, დიდი ხნის წინ დავკარგავდი განძრევის უნარს. ვერ ვხვდები, საიდან აქვს ამდენი ენერგია. მეუბნება: „შენთვის ყველაფერს გავაკეთებ, მაგრამ შენს ნაცვლად, მე ვერ ვივარჯიშებ“. და აი, უკვე 10 წლის მანძილზე, ჩემს მძიმე ხასიათს უძლებს. ეგუება ყველა ჩემს დამარცხებას. მხოლოდ მისი დამსახურება გახლავთ თითოეული ჩემი პატარა გამარჯვება, ის, რომ დღეს ფეხზე დგომა შემიძლია, დამოუკიდებლად ჭამა, ლაპარაკი…

 „დედა სიკვდილის უფლებას არ მაძლევს!“
დედა გახდა მისი ერთადერთი საყრდენი, ხელები, თვალები, როდესაც მან ფეხზე დგომის, დამოუკიდებლად ჩაცმის და მხედველობის უნარი დაკარგა. მან სიცოცხლე აჩუქა, და ყოველდღიურად ხელახლა ჩუქნის…
ზაქარიას არ უყვარს საკუთარ ავადმყოფობაზე მოყოლა. „შენ მოუყევი რა, დე“, – სთხოვს დედას. ყოველი მოგონება ხომ იარაზე მარილის დაყრაა. როდესაც ინსულტმა მეტყველების, სიარულის და გადაადგილების უნარი წაართვა, სიცოცხლე აღარ უნდოდა, მაგრამ დედამ არ მისცა სიკვდილის უფლება. ხელს არ უშვებდა და დანებების საშუალებას არ აძლევდა.
პირველმა, ახალგაზრდა მეუღლემ მიატოვა, ვერ გაუძლო, ხელი ჩაჰკიდა ერთი წლის გოგონას და წავიდა. მას კი, მისი შეჩერება არც უცდია… ყველას არ შეუძლია იმასთან შეგუება, რომ ჯანმრთელი და სიცოცხლით აღსავსე მამაკაცი ბავშვივით უმწეო გახდა. კარგად ესმოდა, რომ ჯვრისწერის დროს მიცემულ ვეღარც ერთ პირობას ვერ შეასრულებს. გაუშვა.
შემდეგ მამამ მიატოვა… გულმა შვილის ტანჯვის ყურებას ვერ გაუძლო და გაჩერდა. მეგობრები, ვინც პირველი წლების მანძილზე მხარში ედგა და ერთგულებას ეფიცებოდა, ასევე დაიკარგნენ… „მარტომ ავღნიშნე ჩემი დაბადების დღე. სამაგიეროდ, დედა იყო ჩემს გვერდით მთელი დღე“. – სევდიანად ამბობს ზაქარია და დედას სთხოვს, რომ ეტლით სხვა ოთახში გაიყვანოს.

 „დედა როგორც ჩვილს ისე უვლის და ზაქარია ამას ძალიან განიცდის“
– მაია, გვიამბეთ, თქვენს შვილს რა შეემთხვა?
მაია: ინსულტმა დაარტყა. ოპერაცია გაუკეთდა – თავის ქალის ტრეპანაცია. როგორც შემდგომში გაირკვა, თავის ტვინის გულსისხლძარღვთა დაავადება ჰქონდა. 21 წლის იყო. წარმოგიდგენიათ, მაშინ რას გრძნობდა? სიცოცხლე აღარ უნდოდა. თითქოს მოწყდა ამქვეყნიერებას.
– კი, მაგრამ ცოლ-შვილი?
მაია: 19 წლის იყო, ცოლად, სამი წლით უმცროსი გოგონა რომ მოიყვანა. ბავშვები იყვნენ… სამ წლის შემდეგ კი, ასე დაემართა. იმან ერთი წელი უყურა ქმრის ტანჯვას, ვეღარ აიტანა და წავიდა. ახალგაზრდა იყო და  მესმის მისიც. დედა კი არასდროს მიატოვებს. დედა მუდამ გვერდით ეყოლება. ზაქარია ძალიან დარდობდა, მაგრამ შეეგუა, დროთა განმავლობაში.
– რამდენად მძიმე იყო მისი მდგომარეობა?
მაია: ვაიმე, თითქმის სრულიად პარალიზებული იყო. მეტყველების, ჭამის, განძრევის უნარი დაკარგა. მეც ვერ მცნობდა. და სწორედ ეს იყო ყველაზე დიდი საშინელება. მილიონჯერ ვეკითხებოდი: „ვინ ვარ? ვინ?… შვილო, გამიხსენე, გთხოვ“. რაც კი ფასეული რამ გაგვაჩნდა, გავყიდეთ. ყველაფერი გავყიდეთ. მთელი ფული შვილის რეაბილიტაციას მოვახმარეთ: მასაჟი, ვარჯიში, ფსიქოლოგიური დახმარება. როცა იმედი გაგვიჩნდა და წინსვლა შევატყვეთ, ფული გათავდა.

 „ვერ დავიჯერებ, რომ ჩემი შვილი უნარშეზღუდული დარჩება მთელი ცხოვრების მანძილზე, მხოლოდ იმის გამო, რომ სახსრები არ გაგვაჩნია“
– რეაბილიტაცია რამდენად დაეხმარა თქვენს შვილს?
მაია: თანდათანობით მეხსიერება დაუბრუნდა, ხელის განძრევა შეძლო, წამოჯდომა. ყველაზე დაუვიწყარი და ამაღელვებელი იყო ის მომენტი, როდესაც მითხრა: „შენ როგორ დაგივიწყებ, დედა?“, მაშინ მივხვდი, რომ ყველაფერს გავაკეთებ, ოღონდ არ შეწყვიტოს ვარჯიში. ყველაფრისთვის ვარ მზად! მაგრამ მეუღლის გარდაცვალების შემდეგ, ძალა გამომეცალა. ის ხომ საკუთარ ჯანმრთელობას ყურადღებას არ აქცევდა. ჩემი ბიჭის წამოყენება და ეტლში ჩასმა ძალიან რთულია.  წელში გაწყდა, მუდმივი სტრესის ქვეშ ყოფნის გამო კი, გულის პრობლემები დაეწყო. შემდეგ პერეტონიტით დაავადდა. ყველას დაგვიმალა, რომ ტკივილები და სიცხე ჰქონდა. ხელიდან გამოგვეცალა…
– მაია, ამდენი ტკივილის შემდეგ, როგორ პოულობთ ძალას საკუთარ თავში?
მაია: შვილს ვერ დავაღალატებ. უნდა გამოვაჯანმრთელო და შუა გზაში ვერ მივატოვებ. ვიცი, რომ საკუთარი ფეხით გავლას ნამდვილად შეძლებს – ყავარჯნების, ან თუნდაც ჯოხის დახმარებით, მაგრამ ის ფეხზე აუცილებლად დადგება. ყოველდღე ვვარჯიშობთ, ყოველდღე! 

 „ყოჩაღ შვილო. როდესაც ერთი წლის იყავი, ერთხელ უკვე გასწავლე სიარული, ახლაც გასწავლი“
– როგორია თქვენი დღის განრიგი? რას აკეთებთ დილას, შუადღეს, საღამოს?
მაია: დილის 10 საათზე, ზაქარია იღვიძებს. ვიცმევთ და პირს ვიბანთ. შემდეგ ერთი საათი ვვარჯიშობთ. ეს კი ორივეს დიდ ენერგიას გვართმევს. ვსაუზმობთ. 20 წუთი სჭირდება, საკუთარი ხელით რომ ჭამოს. მარცხენა ხელით მიირთმევს, მარჯვენა ჯერ არ ემორჩილება. შემდეგ საპიფარფარეშოში  მივდივართ. მერე კი, ისევ ეტლში ჩავსვავ, წიგნს მივცემ, მაგიდაზე ფუნთუშას და ჩაის დავუტოვებ. მე კი ბაზარში თერმოსით გავრბივარ, იქ ჩაისა და ყავას ვყიდი. სახლში, საღამოს ვბრუნდები, 8 საათზე. დღეში 5 ლარი გამომდის, ზოგჯერ 10. ხან როგორ, ხან როგორ. მომაქვს საჭმელი და წამლები. მერე კი, საღამოს რუტინა იწყება. ისევ ერთსაათიანი ვარჯიში, ჭამა, საპიფარეშოში შესვლა და ძილი. 12 საათზე უკვე ვიძინებთ.

 „ჩემი გჯეროდეს, შვილო. ერთხელ ხომ შევძელი შენი ფეხზე დაყენება, მეორედაც შევძლებ“
– სახლში მარტო როგორ რჩება? როგორ უვლის თავს?
მაია: წიგნს კითხულობს ან ტელევიზორს უყურებს. თუ ძალიან არ არის გადაღლილი, ტრენაჟორებზე ვარჯიშობს. ოცნებობს, ხელში აყვანილი მატაროს. მე კი ვეუბნები, რომ ჩემი ხელში აყვანა სულაც არ არის საჭირო და მის ქორწილში ცეკვა ჯობია… ვხუმრობთ, რა თქმა უნდა. ვამხნევებთ ერთმანეთს.

 „რა თქმა უნდა, ყველაზე რთულია, საკუთარ ფიქრებთან პირისპირ დარჩენა. ჰაერივით მჭირდება დედა“

 „როცა დედა სახლში არ არის, ტელევიზორის ყურებაც კი მოსაწყენია. მასთან ერთად კი, მზად ვარ, გამორთულსაც  ვუყურო“
– მაია, რისთვის მიმართეთ ჩერნოვეცკის ფონდს?
მაია: ერთადერთი თხოვნა მაქვს. შვილის რეაბილიტაციისთვის სახსრები მჭირდება. ბალნეოლოგიურ ცენტრში, 150 ლარია სრული რეაბილიტაციის ერთი დღის ღირებულება. ჩვენი პენსიისა და სოციალური დახმარების თანხა, მხოლოდ სამ პროცედურას თუ ეყოფა. ხვდებით ალბათ, რა უაზრობაა.
ვერც იმას ვახერხებ, რომ შევაგროვო! ეს პროცედურები საგრძნობლად გააუმჯობესებდა მის მდგომარეობას. წარმოიდგინეთ: გოგირდის წყლის პროცედურები, პროფესიონალი რეაბილიტოლოგები, მასაჟისტები, ექიმები. თუნდაც, დღეგამოშვებით რომ ივარჯიშოს, 2-3 თვის განმავლობაში, დარწმუნებული ვარ, აუცილებლად დადგება ფეხზე!

 „ეს, მხოლოდ 15 პროცედურის შედეგი გახლავთ. წარმოგიდგენიათ, რა მოხდება 2-3 თვე ინტენსიურად რომ ივარჯიშოს?“
– ნუთუ, რეაბილიტაციის გარდა, სხვა არაფერი გჭირდებათ? ცივა თქვენთან. გათბობა არ გაქვთ?
მაია: გვქონდა ერთი გაზის გამათბობელი და ისიც გაფუჭდა. გათბობა… ჯერჯერობით არა უშავს, არ ვიცი, ზამთარში რა იქნება. დიახ, გაზის გამათბობელი ნამდვილად გვჭირდება. 

მხოლოდ დედის სითბო არ არის საკმარისი, ზამთრის სიცივეებს რომ გაუძლონ
***
მეგობრებო, ეს კეთილი ადამიანები აღმოჩნდნენ განსაცდელში და ჩვენი თანადგომა ძალიან სჭირდებათ. მაია, ყველას გთხოვთ თვალცრემლიანი, ნუ დარჩებით გულგრილი. სხვის გასაჭირი ხომ არ არსებობს! უფალმა ზაქარიას სიცოცხლის შანსი აჩუქა! მას ფეხზე დადგომა ძალიან უნდა! მისი დედა ნამდვილად იმსახურებს ხელში აყვანილი რომ ატარონ, მაგრამ ეს რომც ვერ მოახერხოს, ქალაქში ფეხით გასეირნება მათთვის უდიდესი საჩუქარი იქნებოდა. ფინანსურად დავეხმაროთ მათ ოცნების ახდენაში. ეს ხომ მართლა შეგვიძლია!
შეგიძლიათ ეს ოჯახი პირადად გაიცნოთ და შეძლებისდაგვარად გაუწიოთ მათ დახმარება. მათი მისამართია: თბილისი, ფონიჭალა, ერეკლეს ქ. 20
აუცილებლად გააზიარეთ ეს პოსტი, რათა თქვენმა მეგობრებმაც შეიტყონ ამ საბრალო ადამიანების შესახებ! ეს ძალიან მნიშვნელოვანია! 
კიდევ ერთი თხოვნა გვაქვს, მეგობრებო – თუკი შეიტყობთ, რომ თქვენს ნაცნობს ან მეზობელს სჭირდება დახმარება, გთხოვთ გულისხმიერება გამოიჩინოთ და მოგვწეროთ ამის შესახებ ელექტრონულ მისამართზე: office-fsp@fsp.ge
ჩვენი ფონდის ანგარიშია:
#GE15TB7194336080100003
#GE42LB0115113036665000
#GE64BG0000000470458000
(დანიშნულება: ზაქარია შაიშმელაშვილი)
თანხის გადმორიცხვა ასევე შეგიძლიათ ჩვენი ვებ-გვერდის მეშვეობით.
ასევე, თანხის ჩარიცხვა შესაძლებელია TBCpay და ExpressPay ტერმინალებიდან. ქვეთავში “ქველმოქმედება“ მოძებნეთ ჩვენი ფონდი (ფონდის დამატებით უფლება- მოვალეობებს შეგიძლიათ გაეცნოთ ბმულზე https://goo.gl/GY2Gus).
შესანიშნავი სიახლე გვაქვს! ახლა, ჩვენი ბენეფიციარების ისტორიების წაკითხვა შეგიძლიათ ინსტაგრამზე: https://www.instagram.com/chernovetskyi.fund/ და ტელეგრამზე: https://t.me/ChernovetskyiFund 
ერთად, ჩვენ უკვე უამრავ გაჭირვებულს დავეხმარეთ. გავუმართოთ ხელი ამ ოჯახსაც! ვინ იცის, იქნებ სრულიად უცხო ადამიანების დახმარება, თავადაც დაგვჭირდეს ოდესმე!
        სპეციალურ ნომერზე განხორციელებულ მხოლოდ ერთ ზარს, ვიღაცის სიცოცხლის გადარჩენა შეუძლია: 0901200270
დალოცვილები ყოფილიყავით!

თქვენმა სიყვარულმა ფეხზე წამოაყენა ჩემი შვილი!

კეთილო ადამიანო, დაუყოვნებლივ გააზიარე ეს პოსტი! დაეხმარე შენს მეგობრებსაც მონაწილეობა მიიღონ ღვთისნიერ საქმეში!

დედა: „შვილისთვის მადლობას გიხდით! ის შეიცვალა, დაუბრუნდა საკუთარი თავის რწმენა“

 – თითქოს თავიდან დავიბადე. უწინდელი ზაქრო ძალიან განსხვავდება ახლანდელისგან – ღიმილით გვიამბობს საკუთარ თავზე ზაქარია. – ის ზაქრო, რომელსაც თქვენ პროექტის დაწყებამდე იცნობდით, იყო გულჩათხრობილი, იმედგაცრუებული და უბედური. ღმერთმა ნუ ქნას, ოდესმე ასეთი დაბრუნდეს. ახალი ზაქრო კი, უფრო აქტიურია, თავდაჯერებული და მას, უფრო სწორედ მე, მიზნები და ოცნებები მაქვს.

 მის დედიკოს, მაიას ამ სიტყვების მოსმენისას თვალები უბრწყინავს, მაგრად იკრავს გულში და კოცნის თავის შვილს. მერე კი, მეც და ოპერატორსაც გვეხვევა – თქვენი, ყველას მაგივრად, ძვირფასო მკითხველებო! „ხედავთ, გამოგვივიდა!“ – ამბობს მაია. – „სწორედ იმისთვის მივმართე თქვენს ფონდს, რომ ჩემი ბიჭისთვის იმედი მოგეცათ, ეტლიდან წამოდგომაში რომ დახმარებოდით“.

დედას, მაიას უზომოდ უხარია, „ახალი“ ზაქროს დანახვა. მზადაა ასე ჩაიკრას გულში ყველა, ვინც დაეხმარა მის შვილს!

 ჩვენ ეს შევძელით, ვაშა! მას შემდეგ, რაც ზაქარიამ 21 წლის ასაკში ინსულტი გადაიტანა, მან უამრავი წელი გაატარა ეტლს მიჯაჭვულმა. ახლა კი, ჭოჭინით 3 მეტრის გავლა შეუძლია. მერე, შესვენება სჭირდება და კიდევ გაივლის! ჯერ სად ხართ! აი, რას ნიშნავს, ადამიანს სიყვარულს და მზრუნველობას რომ აჩუქებ.

 – ზაქარია, რა კარგად დგამთ ნაბიჯებს! როგორ გვიხარია!

 ზაქარია: ვაიმე, ნეტავ იცოდეთ, მე როგორ მიხარია, რომ შემიძლია მყარად დავადგა ფეხი, ერთიც და მეორეც! მე ხომ, ეტლში ჯდომა საშინლად მომბეზრდა.

 5-ჯერ ან 6-ჯერ შემიძლია სამი მეტრის გავლა ორძელზე ხელჩაჭიდებულს. შესვენება მჭირდება და ცოტასაც შევძლებ. მერე მორჩა, ძალიან მეჭიმება ფეხები. მაგრამ, იმაზე, რასაც ვაკეთებ ახლა, ვერც ვიოცნებებდი სანამ რეაბილიტაციის კურსს გავივლიდი. მხოლოდ ბუქნებს ვაკეთებდი და ისევ ვჯდებოდი ეტლში. მხოლოდ ფეხის წვერებზე შემეძლო დადგომა. ძალიან მალე ვიღლებოდი. ახლა, ტრენაჟორზე სიარულის მერეც შემიძლია ვარჯიში გავაგრძელო. ფონდი მაგრად დამიდგა მხარში, ამას პირველივე დღიდან ვგრძნობ, რაც დედაჩემმა მოგმართათ.

ასე, ორძელზე ხელჩაჭიდებულს, ზაქარიას შეუძლია 5-ჯერ ან 6-ჯერ გავლა და გამოვლა!

შემდეგ კი, ბუქნების გაკეთებაც!

 – რას ეტყოდით იმ ადამიანებს, ვინც დაგეხმარათ?

 ზაქარია: ყველა კომენტარს ვკითხულობდი, „ფეისბუქზე“, ჩვენს პოსტზე რაც დაიწერა და ჩუმად მიხაროდა. იქ ისეთი თბილი და ძლიერი, გამამხნევებელი სიტყვები ეწერა! ამან გამიმაგრა გული. მაგრამ, როდესაც მე და დედა ბალნეოლოგიურ ცენტრში წავედით, სიხარულით მეცხრე ცას ვეწიე. ამდენი თვის განმავლობაში არ მინახავს ადამიანები, სულ ტელევიზორს მივჩერებოდი. იქ კი, ამდენი ხალხი, ყურადღება და მკურნალობა… უთქვენოდ, არაფერი შეიცვლებოდა. მთელი გულით გიხდით მადლობას ჩემი გადარჩენისთვის! უსაზღვროდ მადლობელი ვარ თქვენი!

„ძველი“ ზაქარია იყო მოწყენილი და წარბშეკრული,  „ახალს“ კი, ძალიან უხდება ღიმილი!

 – მაია, არ მინდა ზაქარია ჩემი კითხვებით დავღალო, თქვენ გვიამბეთ, როგორ მიმდინარეობს მკურნალობა.

 მაია: სარეაბილიტაციო პროგრამის ფარგლებში ჩაგვიტარდა ვარჯიში, გოგირდის აბაზანები, ელექტროსტიმულაცია, იოგის სეანსები. აი, რამხელა საჩუქარი მივიღეთ ფონდის მკითხველებისგან. მკურნალობის კურსი ორ თვეს გაგრძელდა. ზაქროს ძალიან კარგი შედეგი აქვს. მე ხომ, მას ყოველდღე ვხედავ და ყველა ცვლილებას ვამჩნევ. ძალიან დიდი წინსვლა აქვს, მაგრამ, რა თქმა უნდა, მკურნალობა ჯერ არ დასრულებულა. უნდა გაგრძელდეს…

 გარდა ამისა, ფონდისგან მივიღეთ მედიკამენტები, რომელიც ზაქროს სჭირდება, სისხლის ნორმალური მიმოქცევა რომ ჰქონდეს. განსაკუთრებით გაზაფხულზე… პანდემიის დროსაც კი, როდესაც მშივრები ვიყავით, პროდუქტით გვეხმარებოდით. უკვე ასჯერ დავრწმუნდით იმაში, რომ ყოველთვის შეგვიძლია თქვენი იმედი გვქონდეს. ახლახან, ფონდმა მიკროტალღური ღუმელი და მიქსერი გვაჩუქა, ვერც კი წარმოიდგენთ, როგორ დამეხმარება!

„ახალ საქმეს ვიწყებ (ფუი, ფუი, თვალი არ ეცეს). მიკროტალღური ღუმელი კი, ამაში დამეხმარება!“

 – ჩვენც გაგვიზიარეთ თქვენი გეგები!

 მაია: მე ხომ, სადგურზე, ბაზრობაზე ყავას და ჩაის ვყიდი. ახლა, ისეთი პერიოდია, ვაჭრობა თითქმის არ მაქვს. მინდა, კლიენტებს რამე ახალი შევთავაზო, სახლში ხელცარიელი რომ აღარ მოვიდე. მინდა, ყავას და ჩაის პატარა კექსებიც დავუმატო. ბაზრობაზე პირველი საათისთვის მივდივარ ხოლმე, (სანამ ზაქროს მივხედავ), ამ დროს ხალხი უკვე ნაჭამია, მაგრამ მცირე წახემსება არ იქნება ურიგო. სახლში გამოვაცხობ და წავიღებ. მიქსერი და მიკროტალღური ღუმელი კი, ამაში დამეხმარება. მე და ჩემს შვილსაც დაგვრჩება ნამცხვარი.

 „კექსებით უფრო კარგად წავა ვაჭრობა“

 „ამ მიქსერმა უნდა გვაჭამოს პური!“

 – რა ყოჩაღი ბრძანდებით, რომ არ იბნევით!

 მაია: ძალიან ყოჩაღ ადამიანებსაც სჭირდებათ დახმარება. რამდენი ხნის განმავლობაში სჭირდებოდა რეაბილიტაცია ჩემს შვილს, მე კი არ მქონდა საშუალება. ყველაფერს ერთი ადამიანი ვერ გაწვდება. მაგრამ, ამ ზამთარს ყველაფერი სხვაგვარად იყო. მე და ზაქრო, ერთხელაც არ გავციებულვართ, ავად არ გავმხდარვართ. გაზის გამათბობლის წყალობით, ზამთრის თვეები სითბოში გავატარეთ. ღმერთმა ყველას სიკეთე მოგცეთ!

ეს ზამთარი ზაქრომ და მაიამ სითბოსა და სიმყუდროვეში გაატარეს

გაზის გამათბობლის წყალობით, ოჯახში არავინ გაციებულა და  ავად არავინ გამხდარა

 როდესაც ვიცი, რომ ჩემი შვილი უკეთ გრძნობს თავს, მეც უკეთესი განწყობა მაქვს. მინდა ვარცხნილობა გავიკეთო და ისე წავიდე სამსახურში. სულ სხვანაირად ვუყურებ ყველაფერს. მიუხედავად იმისა, რომ ისევ ისე ვმუშაობ, არაფერი შეცვლილა და ბაზრობაზე ვაჭრობა საკმაოდ რთულია, ჩემი დარდი ნუ გექნებათ. კარგად ვარ. მადლობას გიხდით შვილისთვის. თქვენ მას დაუბრუნეთ საკუთარი თავის რწმენა. აი, ამ ღიმილისთვის, რომელსაც ახლა ვუყურებ, ყოველი მისი ნაბიჯისთვის, მზად ვარ ყველანი ჩაგიკრათ გულში.

 „კარგი განწყობა მაქვს და თავსაც ვუვლი“. რა საყვარელი და სიმპატიური ქალბატონია მაია და როგორ უხდება ხალისი!

 იმხელა იმედი ჩაუსახეთ, რომ სწავლასა და უმაღლეს სასწავლებელში ჩაბარებაზეც კი დაიწყო ოცნება. ამბობს, რომ არქიტექტურა აინტერესებს. წინ უსწრებს მოვლენებს, გადამრევს. (იცინის.) მაგრამ, რაც ნამდვილად შემიძლია გითხრათ არის ის, რომ უფრო საღად აზროვნებს, მიუხედავად იმისა, რომ ჯერ კიდევ აქვს მეხსიერების პრობლემები.

 „ჩემი შვილი ახლა უფრო საღად აზროვნებს, ცოტას დადის კიდეც. მთელი გულით გვინდა, ბოლომდე მივიყვანოთ დაწყებული საქმე!..“

 – ადგილობრივი ხელისუფლებისგან თუ მიგიღიათ რაიმე დახმარების შეთავაზება, პროექტის მსვლელობის დროს?

 მაია: აბსოლუტურად არანაირი. ეჰ, ნეტავ ეკითხათ, რამდენი რამე მჭირდება, რამხელა სიას ჩამოვუწერდი.

 – ჯობია, ჩვენ გვითხრათ, რა სახის დახმარება გჭირდებათ კიდევ?

 მაია: თქვენმა დახმარებამ ჩემზე იმხელა შთაბეჭდილება მახდინა, რეალურად დავინახე, მკურნალობას რა შედეგი მოაქვს. ჩემი ოცნებაა, დაწყებული საქმე ბოლომდე მივიყვანოთ. ყოველდღე ვოცნებობ იმაზე, რომ ჩემი ზაქრო თავის მოვლას დამოუკიდებლად შეძლებს, რომ ცოტათი მაინც შეუმსუბუქდება ტანჯვა. ბალნეოლოგიურ კურორტზე კიდევ არის პროცედურების კურსი (ნემსები და სხვა), რომელიც ექიმმა გვირჩია. მაგრამ, ამ ყველაფერს სახსრები უნდა.

 ძალიან განვიცდი, რომ ჩემი შვილს არ აქვს ადამიანებთან კონტაქტი. ისეთ ადგილას ვცხოვრობთ, რომ მეზობლების სახლებიც შორს დგას. მე სამსახურში მივდივარ, ჩემი შვილი კი, მარტოა მთელი დღე. ტელეფონიც არ აქვს, რომ დაელაპარაკოს ვინმეს. მხოლოდ როდესაც სამსახურიდან ვბრუნდები, ჩემი ძველი ტელეფონიდან, რომელიც წარამარა ჯდება, როგორღაც შედის ინტერნეტში. ვდარდობ, რომ ჯერ ისევ იზოლაციაშია…

***

 ზაქარია ჯერ ძალიან ახალგაზრდაა, ის მხოლოდ 32 წლისაა! ნეტავ, მეტი სიხარული იყოს მის ცხოვრებაში. რა თქმა უნდა, მისთვის უდიდესი ბედნიერება იქნება, ისევ დამოუკიდებლად თუ შეძლებს სიარულს. თქვენი დახმარებით კი, მეგობრებო, შესაძლებელია, უფრო მალე რომ დადგეს ეს დღე.

 თუკი გიმძიმთ საყოფაცხოვრებო სირთულეებისა და გადაუჭრელი საკითხების გამო, რამდენიმე წამით ყურადღება ჩვენს „ფეისბუქის“ პოსტებზე გადაიტანეთ; ან უმჯობესია, ჩვენს ნებისმიერ ბენეფიციარს დაურეკოთ და ყველა თქვენი პრობლემა უმნიშვნელოდ მოგეჩვენებათ მათთან შედარებით, ვისაც ცხოვრების ყველაზე მძიმე წუთს დაეხმარეთ.

მათ პრობლემებთან შედარებით, ჩვენი პრობლემები არაფერია! აი, ნამდვილი გაჭირვება! ის თქვენს წინაშეა! უფალს მადლობა შესწირეთ იმისთვის, რაც გაგაჩნიათ! თქვენ უბედნიერესი ადამიანი ხართ! გახსოვდეთ ეს და დაეხმარეთ შეჭირვებულებს.

სამწუხაროდ, ამ და კიდევ უამრავი სხვა ოჯახის პრობლემები არ დასრულებულა, ამიტომ, დროდადრო გადახედეთ ხოლმე ამ საბრალო ადამიანების ისტორიებს ჩვენს ვებ-გვერდზე და ესაუბრეთ მათ. ყოველ ჯერზე, როდესაც მორიგი შეჭირვებული ადამიანის ნომერს აკრეფთ, თქვენ აუცილებლად იგრძნობთ უფლის კურთხევას! აუცილებლად! განაგრძეთ ამ ოჯახების დახმარება! სწორედ ეს არის საუკეთესო ღვთისმსახურება! 

მეგობრებო, თქვენთან კიდევ ერთი თხოვნა გვაქვს – თუკი შეიტყობთ, რომ თქვენს ნაცნობს ან მეზობელს სჭირდება დახმარება, გთხოვთ გამოიჩინოთ გულისხმიერება და ამის შესახებ მოგვწეროთ ელექტრონულ მისამართზე: office-fsp@fsp.ge 

თქვენი სიკეთე, არის შესაძლებლობა, თავადაც ყველაფერში ბედნიერი რომ იყოთ!

მეგობრებო, კიდევ ერთხელ

#GE15TB7194336080100003

#GE42LB0115113036665000

#GE64BG0000000470458000

(დანიშნულება: შაიშმელაშვილების ოჯახი)

 თანხის ჩარიცხვა შესაძლებელია ჩვენი ვებგვერდის მეშვეობით: „TBC ბანკი“ (GeoPay), „საქართველოს ბანკი“ (e-commerce), „ლიბერთი ბანკი“ (PayGe), PayPal.

ასევე, თანხის ჩარიცხვა შესაძლებელია TBCpay, ExpressPay და PayBox (OPPA) ტერმინალებიდან.

 ქვეთავში “ქველმოქმედება“ იპოვეთ ჩვენი ფონდი (ინფორმაციას ფონდის დამატებითი უფლება-მოვალეობების შესახებ შეგიძლიათ გაეცნოთ ბმულზე https://goo.gl/GY2Gus

 არაჩვეულებრივი სიახლე გვაქვს – ახლა ჩვენი ბენეფიციარების ისტორიების წაკითხვა შეგიძლიათ:

ინსტაგრამზე: https://www.instagram.com/chernovetskyi.fund

 და ტელეგრამზე: https://t.me/ChernovetskyiFund

  სპეციალურ ნომერზე: 0901200270 განხორციელებულ მხოლოდ ერთ ზარს ადამიანის სიცოცხლის გადარჩენა შეუძლია!

  ვიფიქროთ იმაზე, რომ შეჭირვებულთა დახმარებით და მათი ტკივილის გაზიარებით, ჩვენ ვზრუნავთ საკუთარ სულზე და ვუახლოვდებით უფალს!

თარიღი
სახელი
თანხა
სტატუსი
2022 იან 13
რეაბილიტაციის კურსი
2970.00₾
2022 თებ 08
მედიკამენტები
92.14₾
2022 თებ 08
პროდუქტები
58.23₾
2022 თებ 08
მედიკამენტები
62.28₾
2022 მარ 31
ფონდის ზედნადები ხარჯები
1010.00₾
2022 ოქტ 11
გაზის წყლის გამაცხელებელი
650.00₾
2023 მარ 23
წვრილი ტექნიკა
450.00₾

სულ ხარჯები:

5292.65₾

დარჩა:

0.20₾
შემოწირულობის გაღება
თანხა
გმადლობთ, კეთილო გულო!
29.04.2022 20:00:00
₾10.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
27.04.2022 20:00:00
₾6.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
26.04.2022 20:00:00
₾5.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
25.04.2022 20:00:00
₾10.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
25.04.2022 20:00:00
₾5.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
24.04.2022 20:00:00
₾2.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
22.04.2022 20:00:00
₾10.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
22.04.2022 20:00:00
₾15.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
22.04.2022 20:00:00
₾3.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
22.04.2022 20:00:00
₾3.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
20.04.2022 20:00:00
₾100.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
19.04.2022 20:00:00
₾3.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
19.04.2022 20:00:00
₾9.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
18.04.2022 20:00:00
₾10.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
17.04.2022 20:00:00
₾10.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
14.04.2022 20:00:00
₾2.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
14.04.2022 20:00:00
₾10.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
14.04.2022 20:00:00
₾2.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
13.04.2022 20:00:00
₾5.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
13.04.2022 20:00:00
₾10.00

შემოწირულია:

₾5,292.85

258 დონორი

აირჩიეთ თანხა:

Გადახდის საშუალება:

გამოწერა:

შემოწირულია:

₾5,292.85

258 დონორი

დასრულებული!

მათ ძალიან სასწრაფოდ სჭირდებათ თქვენი დახმარება