ng ng

რეგულარული გადახდების ფუნქცია ხელმისაწვდომია

სახლში / პროექტები /

საშინელი კვნესა ჯოჯოხეთიდან ძახილს გავს!

calendar თებერვალი 25, 2022

ერთი ზარი გადაარჩენს სიცოცხლეს!

ტელეფონის ნომერი:

info

ფასი (გაითვალისწინეთ):

1 call - ₾2 GEL

მობილური პროვაიდერები

Mobile provider
Mobile provider
Mobile provider

დაეხმარეთ! გააგზავნეთ სმს

sms

თქვენ შეგიძლიათ გადაარჩინოთ ვინმეს სიცოცხლე და დაუახლოვდეთ ღმერთს! გაგზავნეთ SMS ნომერზე 97100 შეწირეთ ₾3 GEL

კოპირებულია

პოსტის გაზიარებაც დახმარებაა!

facebook google messanger viber telegram

თითქოს კედლებიც ვეღარ იტევს ამ სახლში დატრიალებულ უბედურებას. ქუჩაში შორს ისმის სულის შემძვრელი კივილის და ყმუილის ხმა. ამ კივილისგან თმა ყალყზე დგება… ქალის ხმა და ტირილიც ისმის: „გეხვეწები, დაწყნარდი შვილო, გეხვეწები, დაწყნარდი რა“.

ჩვენი ფონდის ანგარიშები:

Bank of Georgia

Bank logo

Ბანკის კოდი:

BAGAGE22 BAGAGE22

კოპირებულია

ნომერი:

GE64BG0000000470458000 GE64BG0000000470458000

კოპირებულია

TBC Bank

Bank logo

Ბანკის კოდი:

TBCBGE22 TBCBGE22

კოპირებულია

ნომერი:

GE15TB7194336080100003 GE15TB7194336080100003

კოპირებულია

Liberty Bank

Bank logo

Ბანკის კოდი:

LBRTGE22 LBRTGE22

კოპირებულია

ნომერი:

GE42LB0115113036665000 GE42LB0115113036665000

კოპირებულია

საქველმოქმედო ნომერი: ერთი ზარი გადაარჩენს სიცოცხლეს!

ტელეფონის ნომერი:

0901200270

საშინელი კვნესა ჯოჯოხეთიდან ძახილს გავს!


კეთილოადამიანო, დაუყოვნებლივ გააზიარე ეს პოსტი! დაეხმარე შენს მეგობრებსაც მონაწილეობა მიიღონ ღვთისნიერ საქმეში!


მის დატანჯულ თავში შიში და საზარელი აზრები ბუდობს


თითქოს კედლებიც ვეღარ იტევს ამ სახლში დატრიალებულ უბედურებას. ქუჩაში შორს ისმის სულის შემძვრელი კივილის და ყმუილის ხმა. ამ კივილისგან თმა ყალყზე დგება… ქალის ხმა და ტირილიც ისმის: „გეხვეწები, დაწყნარდი შვილო, გეხვეწები, დაწყნარდი რა“.

თითქოს ჭერიც სადაცაა ჩამოიქცეს და ქვესკნელში ჩაიტანოს საბრალო დედა და მისი ლომივით გამძვინვარებული და ამავდროულად, უმწეო შვილი, რომელსაც გულში იკრავს და ამშვიდებს… მათ დიდი ხანია ამქვეყნიურ ჯოჯოხეთში უწევთ ცხოვრება.
დედა არის 42 წლის ხვიჩა ლაგვილავას მოლანდებებით, შიშით და საშინელებებით აღსავსე სამყაროს, ერთადერთი პაწაწინა ნათელი სარკმელი. დედა, რომელიც 42 წლის მანძილზე გვერდიდან არ მოსცილებია და უვლის ავადმყოფ შვილს. ამშვიდებს, ეფერება მას და უმკლავდება აგრესიის შეტევებს. გამწარებული ქალი ჯიუტად ცდილობს სულ ცოტა სითბო და სიყვარული  მაინც მისცეს შვილს, რომელსაც არც მეტყველების, არც აზროვნების უნარი არ გააჩნია.
დედა-შვილი უღიმღამო, ავარიულ შენობას აფარებენ თავს, თითქოს ერიდებიან უცხო თვალს, რომ არავინ შეაწუხონ ამ შეშლილობით. მაგრამ, კეთილი ადამიანების დახმარება და მხარდაჭერა ძალიან სჭირდებათ. უფროსი შვილი გოჩა, ფიზიკურად შრომობს ლუკმა-პური რომ იშოვოს, ოჯახი შიმშილით რომ არ დაიღუპოს. დარდით გათანგული ქალბატონი მიმოზა კი უმცროსს, ხვიჩას არ უშვებს ხელს, შიშობს ჯანმრთელობამ არ უღალატოს და მარტო არ დატოვოს თავისი უმწეო შვილი. 

შეტევის დროს, ხვიჩას მხოლოდ დედის მზრუნველი ხელი ამშვიდებს


– მიმოზა, როგორ შეგემთხვათ ეს უბედურება? თქვენი შვილი როდის გახდა ავად?
მიმოზა: ხვიჩა ჯანმრთელი დაიბადა, ოთხ კილოგრამზე მეტს იწონიდა, არაფერი სჯობდა მის შეხედვას. მეცხრე ცას ვეწიე სიხარულით, ორი ვაჟკაცი მეზრდებოდა, დედას ორი იმედი! ოთხი თვის ასაკში კრუნჩხვები დაემართა და საავადმყოფოში წავიყვანეთ. არ ვიცოდით, როგორ, ან რით დავხმარებოდით. მას შემდეგ დაიწყო ჩვენი ტანჯვა. ხვიჩას ფსიქიკური აშლილობა დაუდგინეს. დახმარებისთვის ვის არ მივმართეთ!
თბილისში გვყავდა ექიმებთან. მაგრამ, დაავადება განუკურნებელი აღმოჩნდა. (ამოიოხრა)
– მიმოზა, ავადმყოფი შვილის მოვლაში რა არის ყველაზე რთული? როგორ იქცევა შეტევების დროს? 
მიმოზა: ხვიჩა ვერ ლაპარაკობს, საშინელებაა შეტევების ყურება: ყვირის, ღმუის, ცდილობს გამაგებინოს, რა აწუხებს. აგრესიულია, ქუჩაში გაქცევასაც ცდილობს. ვეხვევი, ვამშვიდებ, ვაკავებ, როგორც შემიძლია. მხვდება კიდეც, მაგრამ ეგ არაფერი. სახლიდან, რომ გაიქცეს სადმე დაიკარგება, ან ავტომობილი იმსხვერპლებს, ან თვითონ დააზიანებს ვინმეს. ამას ვერ დავუშვებ. 
მეც ასაკში ვარ უკვე, ჯანმრთელობა ხელს არ მიწყობს: შაქრიანი დიაბეტი მაქვს, სახსრებიც მაწუხებს, მაღალი წნევებიც. წამლებს ვერ ვყიდულობ. ერთხელ, ჩემს შვილს უკვე უღალატეს – მამამ მიატოვა, მეშინია მეც არ გამოვეცალო, ჩემი სიკვდილი, მისი სიცოცხლის დასასრულიც იქნება. 
ნახეთ, ჩემი ხვიჩა, ჯერ კიდევ როგორი ვაჟკაცია. (სუსტად იღიმის) ადრე, ულამაზესი ბავშვი იყო. სულ არ ეტყობოდა გარეგნულად ავადმყოფობა. ხუჭუჭა, ლამაზთვალება ბიჭი მყავდა, ახლა თმაც გასცვივდა, წარბიც და წამწამებიც…
– შეტევა რამ შეიძლება გამოიწვიოს, არ დაკვირვებიხართ? რატომ წუხს?
მიმოზა: ჩემი საბრალო ბიჭი. ვინ იცის, რა ხდება მის გათანგულ ტვინში. მაგრამ, არ უნდა დავუშვა, რომ მოშივდეს. ჩვენ კი, სამწუხაროდ, ძალიან ცუდად გვაქვს საქმე. სულ მეშინია, რომ აი, ეხლა დაეწყება…
– რა არის თქვენი ოჯახის საარსებო წყარო?
მიმოზა: გოჩა, ჩემი უფროსი შვილი, წვალობს, იმის გამო, რომ არ აქვს მუდმივი სამსახური. თუ რამე დროებით სამუშაოს ნახავს, რასაც უხდიან ყველაფერი სახლში მოაქვს. ჩვენი ძირითადი შემოსავალი კი, პენსია და სოციალური დახმარებაა, თუმცა უკვე რამდენი ხანია – 150 ლარის ნაცვლად 120 ლარს ვიღებთ. სოციალურ მუშაკს ვკითხე: „რატომ შეგვიმცირეს თანხა?“ მან კი მიპასუხა: „არ ვიცი, ეგ მე არ მეხებაო.“ აბა ვის ეხება? სად გავარკვიო?  ჩვენთვის, ხომ ყოველი თეთრი მნიშვნელოვანია.
– მეუღლე  ახსენეთ… გეტყობათ, ნაწყენი ხართ. ალბათ, მტკივნეული თემაა. მაგრამ, იქნებ გაიხსენოთ თქვენი სიყვარულის ისტორია?
მიმოზა:  ჩემი მომავალი მეუღლე, მეგობარმა გამაცნო. მეგონა ერთად ავიშენებდით თბილ და ბედნიერ ბუდეს… არაფერი გამოვიდა… ძალიან გულმოკლული ვარ…
– როგორ ფიქრობთ, თქვენი მეუღლის სახლიდან წასვლა, ხვიჩას ავადმყოფობამ ხომ არ გამოიწვია? 
მიმოზა: არ ვიცი რა გახდა მიზეზი. ერთხელაც, უბრალოდ მარტო დამტოვა ავადმყოფობის და შიმშილის პირისპირ, ორი მცირეწლოვანი ბავშვით. 
– ქალბატონო მიმოზა და-ძმა თუ გყავთ? როგორ გახსენდებათ თქვენი ბავშვობა?  გულს რა მოგონებები გითბობთ?
მიმოზა: მშრომელი და პატიოსანი მშობლები მყავდა. ღარიბულად, მაგრამ ბედნიერად ვცხოვრობდით. მგონი, ბავშვობა ჩემი ერთადერთი ნათელი მოგონებაა. უფროსი ძმა და უმცროსი და მყავს. ორივეზე ცელქი და ონავარი მე ვიყავი. სწავლა დიდად არ მიყვარდა და პირველმა შევქმენი ოჯახი დედმამიშვილებიდან.
ჩემი და-ძმა დაოჯახებულები არიან, ღმერთმა ამრავლოთ. თვითონაც გაჭირვებით უმკლავდებიან ცხოვრებას, შეძლებისდაგვარად, ყურადღებას ჩვენც არ გვაკლებენ. მაგრამ არ აქვთ საშუალება, მატერიალურად რომ დაგვეხმარონ. ძალიან კარგი ნათესავები, მეზობლები გვყავს, ყველას მადლობელი ვართ. არასდროს ავიწყდებათ ჩვენი მოკითხვა, მაგრამ ახლა ხომ ყველას უჭირს. ვხედავ, ისინიც როგორი წვალებით არჩენენ ოჯახებს. წელზე ფეხს იდგამენ, რაღაც შემოსავალი რომ ჰქონდეთ. მეზობლები ხშირად გვაწვდიან, ზოგი პროდუქტს, ზოგი სადილს, ვისაც ძროხა ჰყავს, ყველს, ხაჭოს. ღმერთმა დალოცოთ და გააძლიეროთ!
თქვენი ფონდის მეგობრები, მკითხველები ბედის ანაბარა არ გვტოვებენ. გვაგრძნობინებენ უფლის ძალას და დახმარებას. 
– მიმოზა, ვუთანაგრძნობ თქვენს გასაჭირს, დახმარებაზე მთავრობისათვის თუ მიგიმართავთ? მაგალითად, ადგილობრივი მმართველობისათვის?
მიმოზა: კი, და ძალიან მადლობელი ვარ ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის. საკვები პროდუქტით გვეხმარებიან.
– თქვენს სახლში, კედელზე, მთავარი ადგილი ჯვარს უკავია. მორწმუნე ადამიანი ბრძანდებით? ღმერთთან საუბრის საშუალება, რომ გქონდეთ, რას სთხოვდით? რას შესჩივლებდით?
მიმოზა:  მხოლოდ უფლის რწმენა მაცოცხლებს. ყოველ შაბათ-კვირას ვესწრები საეკლესიო წირვას და ღმერთს ვავედრებ ჩემს გაჭირვებულ ოჯახს, ჩემს შვილებს. რა თქმა უნდა, კითხვებიც მაქვს, მაგრამ საყვედურით კი არა, უბრალოდ ჩემთვის რომ ვიცოდე – რატომ, ღმერთო, ასეთი ჯოჯოხეთი? ჩემი ძალების გამოცდაა? სასჯელია? თუ დიდი მადლი? 
მინდა, სასწაული მოხდეს და ყველა ბავშვი განიკურნოს, მხოლოდ ჩემი ხვიჩა კი არა. მინდა, ჩემი უფროსი შვილის, გოჩას სახეზე ღიმილი დავინახო. მის ბედნიერებას –  მის ოჯახს და ცოლ-შვილს მოვესწრო. ძალიან დაიჩაგრა, ბავშვობიდან იტვირთა ავადმყოფი ძმის მოვლა-პატრონობა. დამავიწყდა კიდეც,  ბოლოს როდის ვნახე მის სახეზე უდარდელი ღიმილი.

მიმოზა უფალს სთხოვს, დღემ მშვიდად ჩაიაროს და შვილისთვის საჭმელი რომ ჰქონდეს 


– მიმოზა, უცხო ადამიანების სიკეთის გჯერათ? მათი დახმარების იმედი თუ გაქვთ?
მიმოზა: რა თქმა უნდა! მჯერა, რომ უფალი სიკეთეს მისი რჩეული ადამიანების ხელით აკეთებს. ჩვენთვის უცნობმა ადამიანებმა – თქვენი ფონდის მეგობრებმა, თქვენმა მკითხველებმა – დიდი დახმარება გაგვიწიეს: უამრავი პროდუქტი, ახალი კარადა, საწოლი, ლოგინები, ჰიგიენის საშუალებები გვაჩუქეს. ამ ადამიანების ბედნიერებისთვის და ჯანმრთელობისთვის როგორ არ ვილოცო? მე სიკეთე არ მავიწყდება.
– სულ მინდა გკითხოთ, როგორ აღმოჩნდით ამ შენობაში? ის ხომ საცხოვრებლად საერთოდ არ ვარგა.
მიმოზა:  საბჭოთა კავშირის დროს, ეს შენობა ეკუთვნოდა ციტრუსების მეურნეობას. ძველია, მიტოვებული  და ნახევრად დანგრეული. სხვა საცხოვრებელი არ გვქონდა და ჯერ კიდევ 80-იან წლებში დავსახლდით აქ.    ორი ოთახი და სამზარეულო გვაქვს, თუ შეიძლება, ასე რომ ითქვას. აქ, ელემენტარული  საარსებო პირობებიც კი არ გვაქვს. სახურავიდან წყალი ჩამოდის, ღრიჭოებიდან ქარი უბერავს. უფლის მადლით, ჩვენი ერთადერთი თავშესაფარი ესაა. თუმცა, საკუთრების არანაირი საბუთი არ გაგვაჩნია და სულ იმის შიში გვაქვს, არ გაგვასახლონ. მინდოდა დაკანონება, მერიაში განცხადებაც კი შევიტანე, მაგრამ პასუხი არ მიმიღია. არ ვიცი, ვის მივმართო.

ხვიჩას ოთახი ფსიქიატრიული საავადმყოფოს პალატას ჰგავს: გარშემო არაფერია, რაც შეიძლება გატეხოს ან დაამტვრიოს. მაგრამ, აქ ყინავს, ღუმელი არ ანთია. ეს ძალიან მოქმედებს და აღიზიანებს ხვიჩას


– ქალბატონო მიმოზა, ვხედავ ძალიან ბევრი რამ გაკლიათ სახლში. ძალიან გიჭირთ. მაგრამ, იქნებ მითხრათ ყველაზე მეტად რა გჭირდებათ? რა არის თქვენი მთავარი პრობლემა?
მიმოზა: საჭმელი, ჩემო კეთილო ადამიანებო. ვისაც საშუალება გაქვთ, იქნებ საკვები პროდუქტით დაგვეხმაროთ. ყველაზე მეტად, სურსათის არქონას განვიცდით, რადგან ხვიჩას, ჯანმრთელი ადამიანებისგან განსხვავებით, გასამმაგებული მადა აქვს და სულ საჭმელს თხოულობს. თუ არ გვაქვს, ბრაზდება, ლოგინს  თავდაყირა აყენებს, ქვეშაგებს, თეთრეულს აზიანებს. ოჰ… (მძიმედ ოხრავს)
კიდევ, ძალიან მერიდება, მაგრამ ხვიჩას საწოლთან  მაგიდა მჭირდება, მოხერხებულად რომ ვაჭამო. თანაც, ამ ოთახში ძალიან ცივა ხვიჩა ლოგინშიც კი იყინება, სწუხს. მეშინია, ფილტვების ანთება არ დაემართოს. ზამთარში სულ ლოგინში წევს, ზაფხულში კი, ეზოში ან დერეფანში ზის. გაზის გამათბობელი რომ გვქონდეს, ზამთარს უფრო მარტივად გადაიტანდა. ხვიჩას არც ტანსაცმელი აქვს.  გოჩას შრომით შემოტანილი კაპიკები ბევრი რამისთვის არ გვყოფნის. არც წამლების საყიდლად გვრჩება თანხა. მე კი თავს ცუდად ვგრძნობ წამლების გარეშე, ხვიჩასაც დამამშვიდებლები სჭირდება. მართალია არ უყვარს, წინააღმდეგობას მიწევს. მაგრამ ჩემი საბრალო ბიჭი რომ არ დაიტანჯოს, ყვირილით გული რომ არ დაეღალოს, დახმარება სჭირდება – დამამშვიდებელი წამალი. ის ხომ ვერ ხვდება, რა დღეში იგდებს თავს.
– და თქვენც…
მიმოზა: ასეთი დედობა მარგუნა ბედმა. და გოჩას ხვედრიც ეს არის.

ავადმყოფობის გამო,
გოჩა მუდმივად თხოულობს საჭმელს.
ნეტავ მისთვის ერთი ლუკმა მაინც მაპოვნინა,
თორემ ისევ შეტევა დაიწყება და სულ დაგლიჯავს ლოგინს და თეთრეულს


გოჩა ჩუმად გვისმენს და დედას სევდიანი თვალებით უყურებს. დროდადრო, თავს ავადმყოფის ოთახისკენ ატრიალებს. ემჩნევა, მზად არის ნებისმიერ წამს, პირველივე ამოკვნესაზე შევიდეს და ძმას დაეხმაროს.
– გოჩა, შეიძლება კითხვა დაგისვათ? როგორც ყველა, ალბათ თქვენც, სამომავლო გეგმებს აწყობდით.  ნუთუ, უარის თქმა მოგიწიათ ამ ყველაფერზე? რას ფიქრობთ, როგორ უნდა განაგრძოთ ცხოვრება?..
გოჩა: ძალიან ადრეულ ასაკში მივხვდი, დედას და უმცროს ძმას ზრუნვა რომ სჭირდებათ. და მხოლოდ მერე, როდესმე, შევძლებ, საკუთარ თავზეც რომ ვიფიქრო. რვა კლასის დამთავრების შემდეგ, სკოლა დავტოვე, ჩემი შრომით ოჯახი რომ შემენახა. მას შემდეგ, ხან სად ვმუშაობ, ხან სად. მთავარია, ოჯახში ორი თეთრი მაინც რომ მოვიტანო. ბავშვობიდან ვებრძვი შიმშილს, სიცივეს, ძმის ავადმყოფობას. ახლა კი, დედაც დასუსტდა, ავადმყოფობს, ორივეს მიხედვა უნდა.
ახლა, დროებით მშენებლობაზე ვშრომობ, მაგრამ ეს სამსახური არ არის. მინდა, სხვა ხელობა შევისწავლო, ნორმალური შემოსავალი რომ  მქონდეს.
– გოჩა, წარსულიდან რას გაიხსენებდით? რაც გულს გითბობთ, რა იყო ყველაზე მნიშვნელოვანი და სასიხარულო?
გოჩა: ბავშვობაში ყველაზე მეტად ჩემი დაბადების დღე მიყვარდა, თანატოლების სტუმრობა, ტკბილი სუფრა, ზეიმი, საჩუქრები. სკოლაში სწავლის წლები ძალიან თბილად მახსენდება… ერთი ფერიასავით ლამაზი გოგო მომწონდა… რა თქმა უნდა, თვითონ არაფერი იცოდა ჩემი გრძნობების შესახებ, ჩვეულებრივ ვმეგობრობდით. მაგრამ ჩემთვის, მისი დანახვა, მეგობრების წრეში მის გვერდით ყოფნა, დღესასწაული იყო. ახლა დაოჯახებულია, იმედია, ბედნიერია. ღმერთმა დალოცოს.
– გოჩა, რის გეშინიათ ყველაზე მეტად?
გოჩა: დედის დაკარგვის. მინდა დედა დიდხანს, ძალიან დიდხანს იყოს ჩვენს გვერდით. ძალიან მინდა მოვასწრო, და გატეხილი გული რომ გავუხარო.
– გოჩა,  ახლობლებს, თქვენთვის ზურგი უქცევიათ? იმედგაცრუებები გქონდათ? 
გოჩა: მამაზე ნაწყენი არ ვარ. რას ვიზამთ, არავინ იცის წინასწარ, ცხოვრებაში რა მოხდება. ახლა, მასაც ძალიან უჭირს, ვსაუბრობთ, ვამხნევებთ ერთმანეთს. ადამიანებში ყოველთვის მიმართლებდა – კარგი სამეგობრო და საახლობლო წრე მყავს. გული მტკივა, რომ ვხედავ, ჩემს თანატოლებს რამხელა შვილები ჰყავთ. მე კი, 44 წლის ვარ და ჯერ ვერ შევქმენი ოჯახი. ეს ჩემი ოცნებაა, მინდა ბედნიერი ოჯახი, თბილი კერა, ახლობელი ადამიანი რომ მყავდეს. მაგრამ არც სახლი მაქვს, და არც კარი. ამაზეც ვფიქრობ. არ ვიცი, ყველაფერს გავაკეთებ რაც შემიძლია, და უფლის დახმარების იმედით. 
ხვიჩას ოთახიდან საშინელი კვნესა ისმის… გოჩას სახე ეცვლება, თავი ჩაქინდრა. მიმოზა უყურებს გოჩას, ცრემლებს ვერ იკავებს და ჩუმად იწყებს ტირილის…
***
მეგობრებო, ხვიჩას ავადმყოფობით დატანჯული ლაგვილავების ოჯახი, საშინელ მდგომარეობაშია. ახლა, მათ ჩვენი მხარდაჭერა ძალიან სჭირდებათ! დედა დარდისგან ჩამოდნა. აუტანელია იმის ცქერა და მოსმენა, ავადმყოფი ხვიჩა როგორ წუხს და ყვირის შიმშილისგან, და კვლავ ცდილობს დაემალოს ყინვას ამობრუნებულ ქვეშაგებში. ამ უღიმღამო, ნაცრისფერ, ცრემლითა და დარდით სავსე, ძველ სახლს ძალიან სჭირდება კეთილი ადამიანების სითბო…
ამ ოჯახს არაფერი არ გააჩნია, მათ ნებისმიერი სახის დახმარება სჭირდებათ, განსაკუთრებით პროდუქტი, მაგიდა, გაზის გამათბობელი, ტანსაცმელი, საყოფაცხოვრებო ტექნიკა, თბილი საბნები. ცალკე თხოვნაა –  ხელი შევუწყოთ გოჩას დასაქმებაში. ძალიან უნდა, და მზად არის, ახალი ხელობა რომ შეისწავლოს. დიდი იმედი აქვს, რომ თქვენგან შეთავაზებები იქნება.
ნუ მივატოვებთ გასაჭირში ამ ტანჯულ ადამიანებს.
შეგიძლიათ თავად მოინახულოთ და შეძლებისდაგვარად გაუწიოთ მათ დახმარება. მისამართი: ქალაქი ფოთი, შენობა ყოფილი ციტრუსის მეურნეობის ტერიტორიაზე.
ყოველ ჯერზე, როდესაც ვინმეს დახმარება შეგიძლიათ, უბრალოდ გააკეთეთ ეს და გიხაროდეთ, რომ ღმერთი თქვენი მეშვეობით პასუხობს ვიღაცის ლოცვებს!
გამოვიჩინოთ გულმოწყალება და დავუმტკიცოთ ამ დატანჯულ ოჯახს, რომ სასწაულები ხდება, მათ ხომ სჯერათ ჩვენი! იმედს ნუ გავუცრუებთ. დავანახოთ, თუ რაოდენ კეთილი ხალხი ცხოვრობს საქართველოში!
გვჯერა, რომ ერთად შევძლებთ მათი ცხოვრების შეცვლას!
არ დაგავიწყდეთ ამ პოსტის გაზიარება, რათა თქვენმა მეგობრებმაც შეიტყონ ამ ოჯახის გასაჭირის შესახებ! ეს ძალიან მნიშვნელოვანია!
მეგობრებო, თქვენთან კიდევ ერთი თხოვნა გვაქვს – თუკი შეიტყობთ, რომ თქვენს ნაცნობს ან მეზობელს დახმარება სჭირდება, გთხოვთ გამოიჩინოთ გულისხმიერება და ამის შესახებ მოგვწეროთ ელექტრონულ მისამართზე: office-fsp@fsp.ge
ჩვენი ფონდის ანგარიშია:
#GE15TB7194336080100003
#GE42LB0115113036665000
#GE64BG0000000470458000
(დანიშნულება: ლაგვილავების ოჯახი).
თანხის ჩარიცხვა ასევე შეგიძლიათ ჩვენი ვებ-გვერდის მეშვეობით
ასევე, თანხის ჩარიცხვა შესაძლებელია TBCpay და ExpressPay ტერმინალებიდან. ქვეთავში “ქველმოქმედება“ მოძებნეთ ჩვენი ფონდი (ფონდის დამატებით უფლება- მოვალეობებს შეგიძლიათ გაეცნოთ ბმულზე https://goo.gl/GY2Gus).
ერთად, ჩვენ უკვე დავეხმარეთ უამრავ გაჭირვებულს. გავუმართოთ ხელი ამ ოჯახსაც! ვინ იცის, იქნებ სრულიად უცხო ადამიანების დახმარება ოდესმე თავადაც დაგვჭირდეს?! ცხოვრება ხომ მოულოდნელობებით არის სავსე!
შესანიშნავი სიახლე გვაქვს! ახლა შეგიძლიათ ჩვენი ბენეფიციარების ისტორიები წაიკითხოთ ინსტაგრამზე: https://www.instagram.com/chernovetskyi.fund/ და ტელეგრამზე: https://t.me/ChernovetskyiFund
სპეციალურ ნომერზე განხორციელებულ თქვენს მხოლოდ ერთ ზარს კი, ადამიანის სიცოცხლის გადარჩენა შეუძლია: 0901200270

თარიღი
სახელი
თანხა
სტატუსი
2022 მარ 14
პროდუქტები
250.00₾
2022 აპრ 11
პროდუქტები
300.00₾
2022 აპრ 29
პროდუქტები
300.00₾
2022 აპრ 29
ფონდის ზედნადები ხარჯები
1310.00₾
2022 მაი 05
გაზის გამათბობელი
630.00₾
2022 მაი 13
მედიკამენტები
250.01₾
2022 მაი 16
პროდუქტები
250.01₾
2022 ივლ 01
პროდუქტები
299.96₾
2022 ივლ 05
მედიკამენტები
393.91₾
2022 ივლ 21
პროდუქტები
250.27₾
2022 აგვ 22
პროდუქტები
250.56₾
2022 სექ 04
თეთრეული
285.00₾
2022 ოქტ 11
პროდუქტები
269.57₾
2022 ოქტ 24
პროდუქტები
257.62₾
2022 ნოე 23
პროდუქტები
270.12₾
2022 დეკ 23
პროდუქტები
149.92₾
2023 იან 04
პროდუქტები
299.98₾
2023 იან 20
პროდუქტები
211.05₾
2023 იან 31
ფონდის ზედნადები ხარჯები
145.00₾
2023 თებ 14
პროდუქტები
203.85₾
2023 მარ 23
პროდუქტები
249.98₾
2023 აპრ 12
პროდუქტები
289.96₾
2023 მაი 14
პროდუქტები
251.61₾

სულ ხარჯები:

7368.38₾

დარჩა:

0.59₾
შემოწირულობის გაღება
თანხა
გმადლობთ, კეთილო გულო!
10.05.2023 20:00:00
₾1.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
16.04.2023 20:00:00
₾50.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
16.04.2023 20:00:00
₾1.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
03.04.2023 20:00:00
₾10.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
28.03.2023 20:00:00
₾5.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
27.02.2023 20:00:00
₾5.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
26.02.2023 20:00:00
₾5.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
25.02.2023 20:00:00
₾3.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
23.02.2023 20:00:00
₾10.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
04.02.2023 20:00:00
₾10.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
31.01.2023 18:53:55
₾5.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
30.01.2023 20:00:00
₾1.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
27.01.2023 20:00:00
₾10.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
24.01.2023 20:00:00
₾10.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
22.01.2023 20:00:00
₾15.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
04.01.2023 20:00:00
₾5.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
26.12.2022 20:00:00
₾3.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
26.12.2022 20:00:00
₾50.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
26.12.2022 20:00:00
₾5.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
25.12.2022 20:00:00
₾20.00

შემოწირულია:

₾7,368.97

453 დონორი

აირჩიეთ თანხა:

Გადახდის საშუალება:

გამოწერა:

შემოწირულია:

₾7,368.97

453 დონორი

დასრულებული!

მათ ძალიან სასწრაფოდ სჭირდებათ თქვენი დახმარება