ng ng

რეგულარული გადახდების ფუნქცია ხელმისაწვდომია

სახლში / პროექტები /

თქვენს წინაშე, ცოცხალი ადამიანია, და არა ლეში!

calendar აპრილი 4, 2022

ერთი ზარი გადაარჩენს სიცოცხლეს!

ტელეფონის ნომერი:

info

ფასი (გაითვალისწინეთ):

1 call - ₾2 GEL

მობილური პროვაიდერები

Mobile provider
Mobile provider
Mobile provider

დაეხმარეთ! გააგზავნეთ სმს

sms

თქვენ შეგიძლიათ გადაარჩინოთ ვინმეს სიცოცხლე და დაუახლოვდეთ ღმერთს! გაგზავნეთ SMS ნომერზე 97100 შეწირეთ ₾3 GEL

კოპირებულია

პოსტის გაზიარებაც დახმარებაა!

facebook google messanger viber telegram

უკვე 13 წელია, რაც თავის საწოლში წევს, რომელიც მისთვის მთელი სამყარო გახდა. სამყარო რომლიდანაც დასაბრუნებელი გზა არ არსებობს, რომლიდანაც შეუძლებელია თავის დაღწევა! ახლა, ის 59 წლისაა. იმის მტკიცებულება კი, რომ ის ცოცხალია, და ოდესღაც ბედნიერად ცხოვრობდა, არის მხოლოდ სურათების ალბომი. „ვინ დაიჯერებს იმას, რომ სულ რამდენიმე წლის წინ, ზურგზე ჩანთა მოკიდებულმა, მთელი საქართველო ფეხით შემოვიარე? იმას, რომ ლამაზი ვიყავი და მიხაროდა ყოველი დღის გათენება? არავინ! მგონი, უკვე, მეც ვეღარ ვიჯერებ“.

ჩვენი ფონდის ანგარიშები:

Bank of Georgia

Bank logo

Ბანკის კოდი:

BAGAGE22 BAGAGE22

კოპირებულია

ნომერი:

GE64BG0000000470458000 GE64BG0000000470458000

კოპირებულია

TBC Bank

Bank logo

Ბანკის კოდი:

TBCBGE22 TBCBGE22

კოპირებულია

ნომერი:

GE15TB7194336080100003 GE15TB7194336080100003

კოპირებულია

Liberty Bank

Bank logo

Ბანკის კოდი:

LBRTGE22 LBRTGE22

კოპირებულია

ნომერი:

GE42LB0115113036665000 GE42LB0115113036665000

კოპირებულია

საქველმოქმედო ნომერი: ერთი ზარი გადაარჩენს სიცოცხლეს!

ტელეფონის ნომერი:

0901200270
თქვენს წინაშე, ცოცხალი ადამიანია, და არა ლეში!
კეთილო ადამიანო, დაუყოვნებლივ გააზიარე ეს პოსტი! დაეხმარე შენს მეგობრებსაც მონაწილეობა მიიღონ ღვთისნიერ საქმეში!

უკვე 13 წელია, რაც თავის საწოლში წევს, რომელიც მისთვის მთელი სამყარო გახდა. სამყარო რომლიდანაც დასაბრუნებელი გზა არ არსებობს, რომლიდანაც შეუძლებელია თავის დაღწევა! ახლა, ის  59 წლისაა. იმის მტკიცებულება კი, რომ ის ცოცხალია, და ოდესღაც ბედნიერად ცხოვრობდა, არის მხოლოდ სურათების ალბომი. „ვინ დაიჯერებს იმას, რომ სულ რამდენიმე წლის წინ, ზურგზე ჩანთა მოკიდებულმა, მთელი საქართველო ფეხით შემოვიარე? იმას, რომ ლამაზი ვიყავი და მიხაროდა ყოველი დღის გათენება? არავინ! მგონი, უკვე, მეც ვეღარ ვიჯერებ“.

 „ვიღვიძებ, ვიღებ ალბომს, ჩემს თავს ვეუბნები: „ეჰ მაია, მაია, რა კარგი ცხოვრება ვქონდა, რა ბედნიერები ვიყავით!“

მარცხენა ხელს საერთოდ ვეღარ ხმარობს, ფეხები რომ აქვს, დიდი ხანია დაივიწყა. ხანდახან, ექიმები ეჩხუბებიან კიდეც, საკუთარი თავი ასე რომ მიუშვა. მაგრამ, რა უნდა ქნას მარტოხელა, უსახსრო ქალმა? მისი დაავადება – გაფანტული სკლეროზი – განაჩენია. არ არსებობს მისგან თავის დაღწევის ხერხი, მაგრამ, მარტივად არის შესაძლებელი ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესება. მაია უკვე შეეგუა იმ აზრს, რომ მიუხედავად თავისი დიდი სურვილისა, სრულფასოვანი ადამიანი ვერასდროს ვეღარ იქნება.

„ხანდახან, ჯოჯოხეთური სიჩუმისგან გასაქცევად და თავი ისევ ცოცხლად რომ იგრძნოს, ხმამაღლა ესაუბრება საკუთარ თავს: „მიდი, მაია, კიდევ ერთი დღე უნდა გადავაგოროთ… შენ ამას შეძლებ, შენ ჯერ კიდევ ცოცხალი ხარ!“

– მაია, ალბათ, ძალიან მტკივნეულია, მაგრამ, იქნებ გაიხსენოთ, ეს ყველაფერი როგორ დაიწყო?
მაია: მხოლოდ 19 წლის ვიყავი, დიდი უბედურების პირველი ნიშნები რომ შევამჩნიე. ხელის თითები მიბუჟდებოდა. არ მივაქციე ყურადღება, მეგონა, რომ გადავიღალე, რომ გამივლის. მაგრამ, არ გამიარა. ძალიან გავლენიანი მშობლები მყავდა: მამა შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომელი, დედა კი, ლექტორი იყო. საუკეთესო ექიმებთან დავყავდი. მაშინ პატარა ვიყავი, ბოლომდე ვერ ვაცნობიერებდი, რა მჭირდა. რას ნიშნავდა ეს ნეიროინფექცია, რომლის გამოც, დედაჩემი განუწყვეტლივ ტიროდა მთელი დღეები. მაგრამ მერე, როდესაც მივხვდი, რომ გაფანტული სკლეროზი მაქვს, რომ ეს არ იკურნება… გავიაზრე, რომ განწირული ვარ. ამ დაავადებიდან, უკან დასაბრუნებელი გზა არ არსებობს. ვიცოდი, რომ ადრე თუ გვიან, სიარულს ვეღარ შევძლებდი, რომ კიდურები გამიშეშდებოდა, მაგრამ, არ მეგონა, ეს ასე მალე თუ მოხდებოდა.

 „19 წლის ასაკში, ისიც ვერ გაშინებს, თუ გეუბნებიან, რომ განუკურნებელი სენი გჭირს. ყველაფერს სხვა თვალით უყურებ.“

         – 19 წლის ასაკში ჩავარდით ლოგინად?
         მაია: არა. ხან ცუდად ვიყავი, ხან კარგად. ხან დავფრინავდი ბედნიერებისგან, ხანაც, ჩემი ოცნებები, ჩემს გაურკვეველ დაავადებას ეჯახებოდა და იმსხვრეოდა. შემეძლო, მთელი დღეები ლაშქრობაში გამეტარებინა, მერე კი, უცებ, ვეღარ ავმდგარიყავი ლოგინიდან.
– ამ დაავადებამ, საბოლოოდ როდის გძლიათ?
მაია: დიდხანს არ ვნებდებოდი! ბოლომდე ვიდექი ფეხზე. 2009 წელს, დედაჩემი გარდაიცვალა. მანამდე, მივლიდა, როგორც შეეძლო. არ ნებდებოდა, და მეც იგივეს ვცდილობდი. როდესაც ავად ხარ, ისე გამოდის, რომ დედის გარდა არავის სჭირდები. როდესაც, 2009 წელს დავკარგე დედა, ძალიან დამაუძლურა დარდმა. მერე, ფილტვების ანთება დამემართა, და მორჩა! ჩავწექი და ჩავწექი. ამის შემდეგ, ფეხზე ვეღარ ავდექი. უკვე 14 წელია, არსად არ გავსულვარ.

 „სულ ასე ვწევარ: აქ ვჭამ და აქ მძინავს… ეს საწოლი გახდა ჩემი პატარა სამყარო, რომლიდანაც არ შემიძლია თავის დაღწევა.“

 „ყოველთვის ასეთი უმწეო და მარტოსული არ ვყოფილვარ. სამწუხაროდ, რომ გავიზარდე, ბედნიერი ბავშვობა უბედურმა ცხოვრებამ ჩაანაცვლა“

         – მაია, რა არის ამჟამად თქვენი საარსებო წყარო?
         მაია: პენსია – 250 ლარი და სოციალური დახმარება – 60 ლარი. ეს არის ჩემი შემოსავალი. ყველაფერში ეს თანხა უნდა ვიმყოფინო! საჭმელშიც და წამლებშიც. მივეჩვიე, ძალიან ცოტას ვჭამ, შემიძლია ორი ნაჭერი პური და ჩაი მთელი დღე ვიმყოფინო. კიდევ, არის ბევრი კეთილი ადამიანი, ვისაც ჩემთვის სადილი მოაქვს, ან ხილი. აი, შეგიძლიათ ნახოთ, ეს არის ჩემი საჭმელი, რაც ჩემს მაგიდაზე დევს. უჯრაში კი – ჩემი წამლები. უკვე ათი წელია, ყოველდღე მოდის ექთანი და მაწესრიგებს. საჭმელს მაწვდის, მასაჟს მიკეთებს და საფენს მიცვლის.

 „აი ამ ტელევიზორში ვუყურებ ცხოვრებას, რომელიც ჩემს გარეშე გადის“

 „ექთანი კანს მიმუშავებს, რომ ნაწოლები არ გამიჩნდეს და ცოცხლად არ დავლპე“

„დიდი ხანია არ ჩამირთავს მაცივარი, კარადის ფუნქციას ასრულებს. შესანახიც არაფერი მაქვს“

 „ბევრი ხატი მაქვს, მხოლოდ ჩემთვის კი არა, ყველასთვის ვლოცულობ“

         – ოცნებები თუ დაგრჩათ?
         მაია: ვაიმე, ძნელია, ამას ოცნება დავარქვა. ახლა, ოცნება მხოლოდ იმაზე შემიძლია, რომ ტკივილები არ მქონდეს და მოხერხებულად ვიწვე. იმაზე, რომ როდესმე შევძლებ ადგომას და ახალ ცხოვრებას დავიწყებ, უკვე დიდი ხანია აღარ ვფიქრობ. ძალიან მჭირდება მოხერხებული, ფუნქციონალური საწოლი, ისეთი, წამოჯდომა რომ შევძლო. და ასევე, ძალიან მჭირდება ნაწოლების საწინააღმდეგო ლეიბი. ჩემი უკვე ძველია, და სადაცაა გასკდება. სწორედ ამიტომ მოგმართეთ.

 „მე არ ვარ ლეში – ცოცხალი ადამიანი ვარ. გრძნობები მაქვს… და მტკივა“

– საკუთარ თავთან მარტო რომ რჩებით, თავში ცუდი აზრები არ მოგდით?
         მაია: არა, არა… თუკი თავში, სიკვდილზე ფიქრები მომდის, ლოცვით ვიშორებ, ან, ვიხსენებ ჩემი სტუდენტობის წლებს, ბავშვობას, ლაშქრობებს. რა ბედნიერი ვიყავი მაშინ. დედას ვიხსენებ, მამას! სკოლის დამთავრების შემდეგ, კონსერვატორიაში მინდოდა ჩაბარება. მინდოდა, გამოჩენილი პიანისტი გამოვსულიყავი. მაგრამ, მერე თითების პრობლემა დამეწყო – დაბუჟება. ამიტომაც, ჩავაბარე პოლიტექნიკური ინსტიტუტის ქიმიის ფაკულტეტზე. საინტერესო იყო. პრაქტიკული სწავლება სხვადასხვა ქალაქებსა და სოფლებში. ეჰ, რამდენს დავდიოდი…

 „ღმერთო, ნუ მიმატოვებ… ტკივილს და ავადმყოფობას ნუ მოაკვლევინებ ჩემში ადამიანს“

        – ძალიან ბევრი ხატი გაქვთ, მაია…
        მაია: ძალას ისინი მმატებენ. თავს მარტოდ აღარ ვგრძნობ. ისინი მილამაზებენ მარტოობას. შესაძლოა, ვინმემ ეს სისულელედ ჩათვალოს, მაგრამ, მე მათ ვესაუბრები. ღმერთმა ყველას აშოროს მარტოობა და უმწეობა. მერწმუნეთ, ამას სიკვდილი ჯობია. ან, იქნებ, პირიქით არის? ვინ იცის…

ჩახედეთ თვალებში მაიას, და მოიქეცით ისე, როგორც გიკარნახებთ თქვენი კეთილი გული
***
         ძვირფასო მეგობრებო! ის, რომ მაიას უჭირს, ძალიან მსუბუქი ნათქვამია! მისი სათნო ხმისა და ოპტიმიზმის უკან, იმალება სიტყვებით აუღწერელი ტკივილი. სწორედ ამიტომ მოგვმართა ჩვენ. იმედი აქვს, რომ არ მივატოვებთ. ერთადერთი, რაც მას სჭირდება, არის საწოლი და ნაწოლების საწინააღმდეგო ლეიბი. სხვას არაფერს არ ითხოვს. და არც სჭირდება. ის ხომ სრულიად მარტო დარჩა ამ სამყაროში, საკუთარ მოგონებებთან, უკურნებლი სენის პირისპირ.
იცით, ძალიან გაუხარდება, თუ უბრალოდ დაურეკავთ და გაესაუბრებით, თუ, გაამხნევებთ თბილი სიტყვებით. და თუკი, მაიას მოინახულებთ, ის უზომოდ ბედნიერი იქნება! ეს არის მისი მისამართი: ქ. თბილისი, ვარკეთილი, უძოს ქ. № 39
ეს ახალგაზრდა ქალი, მარტო არ უნდა დავტოვოთ. ყველა ერთად უნდა დავდგეთ მის გვერდით და ვიზრუნოთ მასზე. ვისაც როგორ შეგვიძლია, ვინც რამდენ სითბოს და სიყვარულს გაიმეტებს. მარტოობისგან და ავადმყოფობისგან დაზღვეული არავინაა!
ყოველ ჯერზე, როდესაც ვინმეს დახმარება შეგიძლიათ, უბრალოდ გააკეთეთ ეს და გიხაროდეთ, რომ ღმერთი თქვენი მეშვეობით პასუხობს ვიღაცის ლოცვებს!
         გვჯერა, რომ ერთად შევძლებთ, მაია გარდაუვალ დაღუპვას გადავარჩინოთ.
არ დაგავიწყდეთ ამ პოსტის გაზიარება, რათა მისი გასაჭირის შესახებ შეიტყონ თქვენმა მეგობრებმაც! ეს ძალიან მნიშვნელოვანია!
მეგობრებო, კიდევ ერთი თხოვნა გვაქვს თქვენთან: თუკი შეიტყობთ, რომ თქვენს ნაცნობს ან მეზობელს სჭირდება დახმარება, გთხოვთ, გამოიჩინოთ გულისხმიერება და მოგვწეროთ ამის შესახებ ელექტრონულ მისამართზე: office-fsp@fsp.ge
ჩვენი ფონდის ანგარიში:
#GE15TB7194336080100003
#GE42LB0115113036665000
#GE64BG0000000470458000
(დანიშნულება: მაია ბარამია)
თანხის ჩარიცხვა ასევე შეგიძლიათ ჩვენი ვებ-გვერდის მეშვეობით
ასევე, თანხის ჩარიცხვა შესაძლებელია TBCpay და ExpressPay ტერმინალებიდან. მოძებნეთ ჩვენი ფონდი ქვეთავში “ქველმოქმედება“ (ფონდის დამატებით უფლება- მოვალეობებს შეგიძლიათ გაეცნოთ ბმულზე https://goo.gl/GY2Gus).
          ერთად, ჩვენ დავეხმარეთ უკვე ათასობით გაჭირვებულს. გავუმართოთ ხელი ამ ოჯახსაც! ვინ იცის, იქნებ სრულიად უცხო ადამიანების დახმარება ოდესმე თავადაც დაგვჭირდეს?! რადგან არავინ იცის, რას გვიმზადებს ცხოვრება ხვალ!
შესანიშნავი სიახლე გვაქვს! ახლა შეგიძლიათ ჩვენი ბენეფიციარების ისტორიების წაკითხვა ინსტაგრამზე: https://www.instagram.com/chernovetskyi.fund/ და ტელეგრამზე: https://t.me/ChernovetskyiFund
თქვენს მიერ სპეციალურ ნომერზე განხორციელებულ მხოლოდ ერთ ზარს კი, ადამიანის სიცოცხლის გადარჩენა შეუძლია: 0901 200 270!
დალოცვილები ყოფილიყავით!

თარიღი
სახელი
თანხა
სტატუსი
2022 აპრ 28
პროდუქტები
139.89₾
2022 მაი 18
მედიკამენტები
777.58₾
2022 ივნ 16
მედიკამენტები
117.46₾
2022 ივნ 16
მედიკამენტები
293.67₾
2022 ივნ 30
ფონდის ზედნადები ხარჯები
365.00₾
2022 ივლ 13
მედიკამენტები
51.90₾
2022 ივლ 19
მედიკამენტები
139.33₾
2022 ოქტ 06
მედიკამენტები,პამპერსები
279.89₾
2022 ოქტ 06
მატრასი
120.00₾

სულ ხარჯები:

2284.72₾

დარჩა:

0₾
შემოწირულობის გაღება
თანხა
გმადლობთ, კეთილო გულო!
15.10.2022 20:00:00
₾10.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
15.10.2022 20:00:00
₾30.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
14.10.2022 20:00:00
₾50.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
12.10.2022 20:00:00
₾100.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
22.09.2022 20:00:00
₾110.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
11.09.2022 20:00:00
₾100.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
21.07.2022 20:00:00
₾1.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
21.07.2022 20:00:00
₾50.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
15.06.2022 20:00:00
₾20.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
14.06.2022 20:00:00
₾10.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
13.06.2022 20:00:00
₾10.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
12.06.2022 20:00:00
₾5.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
12.06.2022 20:00:00
₾10.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
11.06.2022 20:00:00
₾5.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
11.06.2022 20:00:00
₾5.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
11.06.2022 20:00:00
₾5.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
10.06.2022 20:00:00
₾10.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
10.06.2022 20:00:00
₾10.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
10.06.2022 20:00:00
₾5.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
10.06.2022 20:00:00
₾5.00

შემოწირულია:

₾2,284.21

157 დონორი

აირჩიეთ თანხა:

Გადახდის საშუალება:

გამოწერა:

შემოწირულია:

₾2,284.21

157 დონორი

დასრულებული!

მათ ძალიან სასწრაფოდ სჭირდებათ თქვენი დახმარება