ng ng

რეგულარული გადახდების ფუნქცია ხელმისაწვდომია

სახლში / პროექტები /

“ყურადღება ერთი წამითაც რომ მოვადუნო, შეიძლება ჩემი შვილი დაიღუპოს”

calendar ივლისი 8, 2022

ერთი ზარი გადაარჩენს სიცოცხლეს!

ტელეფონის ნომერი:

info

ფასი (გაითვალისწინეთ):

1 call - ₾2 GEL

მობილური პროვაიდერები

Mobile provider
Mobile provider
Mobile provider

დაეხმარეთ! გააგზავნეთ სმს

sms

თქვენ შეგიძლიათ გადაარჩინოთ ვინმეს სიცოცხლე და დაუახლოვდეთ ღმერთს! გაგზავნეთ SMS ნომერზე 97100 შეწირეთ ₾3 GEL

კოპირებულია

პოსტის გაზიარებაც დახმარებაა!

facebook google messanger viber telegram

ჯონი სწრაფად იქნევს თავს იქეთ-აქეთ, ხან იღიმის, ხან ტირის. ჯონი მუდმივად მოძრაობაშია. ნეტა როგორ არ ეღლება გული?! თვალის დახამხამებაში, საწოლის ნაპირზე აღმოჩნდება, უნდა დაიჭირო, რომ არ გადმოვარდეს. უცებ, ხიდივით გამოზნიქავს ზურგს, მერე კი, საწოლზე დაენარცხება. ხელ-ფეხს ჰაერში იქნევს. სახეზე, ხან ღიმილი, ხან ტანჯვა აესახება. ასეთ განკარგულებებს აძლევს მას ტვინი 24 საათის განმავლობაში – არ გაჩერდეს არცერთი წამით. სხეული ხესავით გაამაგროს. შეგეშინდება, ხელი რომ მოკიდო.

ჩვენი ფონდის ანგარიშები:

Bank of Georgia

Bank logo

Ბანკის კოდი:

BAGAGE22 BAGAGE22

კოპირებულია

ნომერი:

GE64BG0000000470458000 GE64BG0000000470458000

კოპირებულია

TBC Bank

Bank logo

Ბანკის კოდი:

TBCBGE22 TBCBGE22

კოპირებულია

ნომერი:

GE15TB7194336080100003 GE15TB7194336080100003

კოპირებულია

Liberty Bank

Bank logo

Ბანკის კოდი:

LBRTGE22 LBRTGE22

კოპირებულია

ნომერი:

GE42LB0115113036665000 GE42LB0115113036665000

კოპირებულია

საქველმოქმედო ნომერი: ერთი ზარი გადაარჩენს სიცოცხლეს!

ტელეფონის ნომერი:

0901200270
“ყურადღება ერთი წამითაც რომ მოვადუნო, შეიძლება ჩემი შვილი დაიღუპოს”
კეთილო ადამიანო, დაუყოვნებლივ გააზიარე ეს პოსტი! დაეხმარე შენს მეგობრებსაც მონაწილეობა მიიღონ ღვთისნიერ საქმეში!

ჯონი ტუჩს იკვნეტს, როდესაც სტკივა

        ჯონი სწრაფად იქნევს თავს იქეთ-აქეთ, ხან იღიმის, ხან ტირის. ჯონი მუდმივად მოძრაობაშია. ნეტა როგორ არ ეღლება გული?! თვალის დახამხამებაში, საწოლის ნაპირზე აღმოჩნდება, უნდა დაიჭირო, რომ არ გადმოვარდეს. უცებ, ხიდივით გამოზნიქავს ზურგს, მერე კი, საწოლზე დაენარცხება. ხელ-ფეხს ჰაერში იქნევს. სახეზე, ხან ღიმილი, ხან ტანჯვა აესახება. ასეთ განკარგულებებს აძლევს მას ტვინი 24 საათის განმავლობაში – არ გაჩერდეს არცერთი წამით. სხეული ხესავით გაამაგროს. შეგეშინდება, ხელი რომ მოკიდო.
         „ჯონი, ასე ნუ აკეთებ, გთხოვ!“ – ემუდარება დედა, მაია. „გააკეთე!“ – ეუბნება ტვინი. „უფრო ჩქარა!“ დედაც, მაიაც არ ჩერდება, ასეა უკვე 13 წელი. ნეტა როგორ არ ეღლება გული?! ყოველ წამს დაიჭიროს, გადააბრუნოს, დააწვინოს! ყველა საქმეს ჯონის საწოლის გვერდით აკეთებს, მის არყოფნაში რამე რომ არ მოხდეს.
         „მე მხოლოდ ჯონისთვის ვცოცხლობ“ – ამბობს მაია. – „ყველაფრისთვის მზად ვარ: არ დავიძინო, ადამიანები საერთოდ არ ვნახო, მუდმივად ხელში მყავდეს შვილი. მაგრამ იმისთვის არ ვარ მზად, ისევ ცუდად რომ გახდეს. (ტირის.) ყველაზე უარესია, როდესაც ვერ მცნობს, ხმას არ მცემს. ეს ყველაფრის დასასრულია!“
        ხანდახან, გაჭირვება ადამიანს იმდენად ანადგურებს, რომ ვეღარ ფიქრობს სხვა სერიოზულ პრობლემებზე. ახლა, მაია ვერ ფიქრობს იმაზე, თუ სად უნდა იცხოვრონ ერთ თვეში, როდესაც ქირას ვადა გაუვა, როგორ იყიდონ პამპესი, წამლები, შპრიცები, საჭმელი. ახლა, ჯონი ძალიან ცუდად არის.

ტანი გახევებული აქვს. ყოველ წამს ჯონის ტკივილის მოთმენა უწევს

       – მაია, როგორია ახლა ჯონის მდგომარეობა? შეიძლება, ბავშვს როგორმე რომ დავეხმაროთ, ცოტა ხანს მაინც რომ დაისვენოს?
         მაია: სულ ასე იქნება. ვეხუტები, ვკოცნი, ცოტათი მაინც რომ შევუმსუბუქო ტკივილი. ჯონ! (შვილს მიმართავს.) ჩემო ღიმილა ბიჭო, დედას ცხოვრება! (ბავშვს ეფერება.) ჯონის უამრავი დიაგნოზი აქვს. ყველაზე გასაგები არის ცერებრალური დამბლა. ასე დაწერეთ. ჯონის არ აქვს ცალი თირკმელი. დაზიანებული აქვს თავის ტვინი. ძალიან იტანჯება.        შევპირდი, რომ მუდამ მხოლოდ მისი დედიკო ვიქნები და სხვა შვილი არ მჭირდება. შევპირდი, რომ ჩემი ჯონისთვის საუკეთესო დედიკო ვიქნები. ძალიან ვნერვიულობ, რამე რომ აკლია. არ მინდა, ჩემი ბიჭი იტანჯებოდეს პამპერსის არქონის გამო. დღეში, 14 ცალი სჭირდება. შარდი თავისით გასდის. 6 ზომა უკვე პატარა აქვს, 7-ის ხმარება მოგვიწევს. ის უფრო ძვირი ღირს.  (ამოიოხრა.) მილები სჭირდება, ფილტვებიდან წყალი რომ ამოვუღო. მილი ყელის ჭრილში დგება. აი აქ, ხედავთ? ეს სტომაა. სულ მეშინია, სტომა არ მოიძროს. ძალიან რომ ექაჩება, ხელზე თხელ წინდას ვაცმევ. სტომა უცებ რომ მოიგლიჯოს და ვერ დავინახო, გაიგუდება. თქვენც მიაქციეთ ყურადღება, სანამ ვსაუბრობთ.

„ჯონის მუდმივად ვჭირდები.“

         – ჯონის არ შეუძლია დამოუკიდებლად სუნთქვა?
         მაია: არა. შევიწროებული აქვს სასუნთქი გზები. ჯონის მხოლოდ ესმის, ხედავს და იღიმის. სხვა ყველაფერში დახმარება სჭირდება.

მაია დიდი შპრიცით აჭმევს ჯონის

ჯონი ნერვიულობს, რომ რაღაც მილი აქვს შიგნით (ზონდი). ამ მილით, საჭმელი ცხვირიდან კუჭში ჩადის.

 „ჩემი ბიჭი უკვე მძიმეა, 29  კილოგრამს იწონის, მაგრამ ვუმკლავდები“.

          ეტლში ჩაჯდომა მაინც რომ შეეძლოს, გარეთ გავიყვანდი ხოლმე. მაგრამ, ვერასდროს დაჯდება. ყველაზე რთული ის არის, მარტო რომ ვაბანავებ. მეშინია, ხელიდან არ დამისხლტეს, რამე არ მიარტყას. მაგრამ, მიუხედავად იმისა, რომ ამ ნაქირავებ ბინაში მარტონი ვცხოვრობთ,  ხელიდან ჯერ არცერთხელ არ გამვარდნია. სახლში რასაც არ უნდა ვაკეთებდე, ყოველთვის ვასწრებ, ხელი რომ ჩავავლო. ახლა, ჩემი შვილის ტანჯვისთვის, ვინ აგებს პასუხს? ახლა, შესაძლოა სულ სხვანაირი ყოფილიყო მისი ცხოვრება.
        – მაიკო, ზოგიერთი დაავადება არ გვემორჩილება…
        მაია: თქვენ არ იცით… ეს სხვა რამეა. მთელი ცხოვრება ერთი აზრი არ მომასვენებს. ორსულობის მეშვიდე თვეში რომ ვიყავი, ბავშვს თირკმელების პრობლემა  აღმოაჩნდა. წოლა და წამლები მჭირდებოდა. მაგრამ, მეუღლის ბებია – სახლში ყელაფერს ის განაგებდა – წინააღმდეგი იყო ჩემი მოსვენების და მკურნალობის. „შენ აქ დასაწოლად მოხვედი, არა? უყურე ერთი ამას!“ – ასე მეუბნებოდა. „არ ვაპირებ ექიმების ჭკუაზე სიარულს!“ დავრჩი წამლების გარეშე. სიმძიმეების თრევაც და სხვა საქმის კეთებაც მიწევდა.
       – საბრალო მაია, საბრალო ბიჭუნა…
        მაია: ჯონი რვათვიანი დაიბადა. არანორმალურად მაღალი ბილირუბინი ჰქონდა. 580! ამან მოწამლა ტვინიც და მთლიანი ორგანიზმიც.
        მეუღლის ოჯახს, ავადმყოფი ბავშვის ძალიან რცხვენოდა. „ჩვენს გვარში ასეთი რამ არ ყოფილა!“ სახლიდან რომ გამომაგდეს, გული ძალიან მტკიოდა. არ ვიცოდი, ცხოვრება როგორ გამეგრძელებინა. მაგრამ მერე, ჯონიმ შემმატა ძალა. ალბათ, აჯობებს, ეს თემა დავხუროთ. ყოფილი მეუღლე ცოცხალი აღარ არის. ხიდიდან გადახტა, ანაკლიაში. ალბათ, ბევრი რამ მოსვენებას არ აძლევდა, ბევრ რამეს ვერ პატიობდა საკუთარ თავს…
        – რამდენი უბედურებაა… ახლაც არ მოულბათ გული?
         მაია: მათთვის არ ვარსებობთ. ისიც კი არ უნდათ, ვინმე რომ დაგვეხმაროს. თავად ჯონის არსებობის ფაქტი, ვიღაცას სიცოცხლეს უშხამავს. (ამოიოხრა.)
         ჩემი ღიმილაა ეს ბიჭი, ჩემი სიცოცხლის აზრი! როგორ შეიძლება, ვინმეს უშლიდეს ხელს? პირველი წამიდან მიყვარს, თავისი მილებით და პამპერსებით. ჩემთვის ყველაზე ძვირფასი და საყვარელია!

კრუნჩხვა რომ შეწყდება, ჯონი იღიმის

ჯონის ძალიან უყვარს ბუშტები, კრუნჩხვის დროს, მაია ასე ცდილობს რომ გაართოს

         თავიდან, თითქოს ვევაჭრებოდი უფალს – ასეთი რამ მე რატომ შემემთხვა? მერე მივხვდი, რომ ღმერთის საჩუქარი მერგო.  ეშმაკი ხშირად მაცდუნებს. განსაკუთრებით, ლოცვის დროს. ჯონის მდგომარეობა მძიმდება და უარესდება. რაღაც ცუდი რომ ხდება, ეშმაკს სურს, უფალს ზურგი რომ ვაქციო. მაგრამ, ეს ხომ შეუძლებელია! ღმერთი, ბევრჯერ, ყველაზე საშინელ სიტუაციებშიც კი დაგვეხმარა. ამდენი კეთილი ადამიანი გვაპოვნინა! თქვენი ფონდი, ერთხელ უკვე ძალიან დამეხმარა. უფლის მაშინდელი მინიშნება, ახლაც გამოვიყენე.

მაია სულ ეფერება შვილს, თავი ცოტათი მაინც უკეთ რომ იგრძნოს

       – ყველაფერს გავაკეთებთ, რაც საჭიროა. ნუ გეშინიათ, მაია.
       მაია: თავიდან, ისევ თქვენი შეწუხება არ მინდოდა. სხვადასხვა გაზეთს და ორგანიზაციას მივმართე. მაგრამ ამდენად სერიოზულად, როგორც თქვენ და კიდევ ერთი ჰოსპისი, ჯერ არავინ დამხმარებია. ლოდინში დროს ვკარგავ, ჯონის მდგომარეობა კი, უარესდება. სანაციის მილები მჭირდება (ფილტვები სითხისგან რომ გაიწმინდოს), შპრიცები ჭამისთვის, ზონდები, ჰიგიენური ხელსახოცები, პამპერსი, პროდუქტი. მხოლოდ პამპერსი, თვეში რვა შეკვრა სჭირდება, 350 ლარის. უამრავი ფულია საჭირო, ჯონი რომ რეანიმაციაში არ მოხვდეს, იმის გამო, რომ მე ვერ ვაკეთებ რაღაცას. მე კი, თვეში მხოლოდ 500 ლარი მაქვს  ხელზე. ეს არის ჯონის პენსიისა და სოციალური დახმარების შეჯამებული თანხა.

მაია სანაციის აპარატს დღეში რამდენიმეჯერ რთავს

         ძალიან მეშინია. შიში მკლავს. ეს ბინა, დიდ დიღომში, შარშან ჩვენთვის მენეჯერმა იპოვა, 400 ლარად. ქირის გადახდაში, თქვენი მკითხველები დაგვეხმარნენ. კეთილი ადამიანების წყალობით, რამდენიმე თვე ნორმალურ პირობებში ვიცხოვრეთ. ახლა, აქედან წასვლის დრო მოვიდა და ჭკუიდან ვიშლები. სად წავიდე ასეთი ბავშვით? ახლა, ასეთ ფასად სადღაა ბინები? ყველაფერი კიდევ უფრო გაძვირდა.

„შიში მკლავს“.

      დედასთან სოფელში ვერ წავალ. იქ ჯონი ვერ გადარჩება. ბოლო თვეში, კრუნჩხვები გაუხშირდა. ძალიან განვიცდი.
       – დროდადრო მაინც თუ ჩამოდიან თქვენი ოჯახის წევრები?
       მაია: დედა სუსტად არის, მხედველობის პრობლემა აქვს. ჩემი ძმა უვლის, ვერ მუშაობს. დას საკუთარი ოჯახი ჰყავს და ვერ ტოვებს დიდი ხნით.
         სახლიდან გასვლა მხოლოდ ერთი საათით შემიძლია – მომვლელი ექთანი თუ შემცვლის. ჯერჯერობით, მე და ჯონი აქ ვართ. მაგრამ მერე, აღარ ვიცით, რა უნდა ვქნათ.

ჯონი საავადმყოფოში მოხვდა. ახლა, ჩვენი დახმარება ძალიან სჭირდება!

***
        მეგობრებო! რამდენიმე დღეში სიტუაცია გამწვავდა! ახლა, ჯონი რეანიმაციაშია. შარდის ბუშტის ვირუსული ანთება აქვს. ექიმებმა კრუნჩხვები ძლივს შეამცირეს, უძლიერესი მედიკამენტებით.
        მაია ცდილობს, არ იტიროს, რათა შვილის დახმარება შეძლოს. მაგრამ, საშინლად ნერვიულობს და დახმარება ძალიან სჭირდება. ღმერთს მხოლოდ იმას ევედრება, რომ ჯონი საავადმყოფოდან სახლში დაბრუნდეს, ისევ შეძლოს და გაუღიმოს. ყველაფერ დანარჩენს დილიდან დაღამებამდე გააკეთებს წუწუნის გარეშე. ძილისა და შესვენების გარეშე. ის ხომ, ჯონისთვის მსოფლიოში საუკეთესო დედიკოა!
      მოდით, დავეხმაროთ მაიას ჯონის გადარჩენაში!
      მარშანიების ოჯახის მისამართია: თბილისი, დიდი დიღომი, მე-4 მიკრორაიონი, მირიან მეფის ქ. 156. მათი ბინა კორპუსის ნულოვან სართულზეა, შესასვლელის წინ – ავტოსახელოსნოა.
         თუკი გიმძიმთ საყოფაცხოვრებო სირთულეებისა და გადაუჭრელი საკითხების გამო, რამდენიმე წამით გადაიტანეთ ყურადღება ჩვენი „ფეისბუქის“ პოსტებზე. ან, უმჯობესია, დაურეკოთ ჩვენს ნებისმიერ ბენეფიციარს და ყველა თქვენი პრობლემა  უმნიშვნელოდ მოგეჩვენებათ, შედარებით მათთან, ვისაც მათი ცხოვრების ყველაზე მძიმე წუთს დაეხმარეთ.
         მათ პრობლემებთან შედარებით ჩვენი პრობლემები არაფერია! აი, ნამდვილი გაჭირვება! ის თქვენ წინაშეა! უფალს მადლობა შესწირეთ იმისთვის, რაც გაგაჩნიათ! თქვენ ხართ უბედნიერესი ადამიანი! გახსოვდეთ ეს და დაეხმარეთ გაჭირვებულებს.
   ყოველ ჯერზე, როდესაც ვინმეს დახმარება შეგიძლიათ, უბრალოდ გააკეთეთ ეს და გიხაროდეთ, რომ ღმერთი თქვენი მეშვეობით პასუხობს ვიღაცის ლოცვებს!         გვჯერა, რომ ერთად შევძლებთ, გული გავუთბოთ და დავუბრუნოთ მას მომავლის იმედი!
არ დაგავიწყდეთ ამ პოსტის გაზიარება, რათა თქვენმა მეგობრებმაც შეიტყონ ამ ოჯახის გასაჭირის შესახებ! ეს ძალიან მნიშვნელოვანია!
მეგობრებო, კიდევ ერთი თხოვნა გვაქვს თქვენთან: თუკი შეიტყობთ, რომ თქვენს ნაცნობს ან მეზობელს სჭირდება დახმარება, გთხოვთ, გამოიჩინოთ გულისხმიერება და მოგვწეროთ ამის შესახებ ელექტრონულ მისამართზე: office-fsp@fsp.ge
ჩვენი ფონდის ანგარიში:
#GE15TB7194336080100003
#GE42LB0115113036665000
#GE64BG0000000470458000.
(დანიშნულება: მარშანიების ოჯახი)
თანხის ჩარიცხვა ასევე შეგიძლიათ ჩვენი ვებ-გვერდის მეშვეობით
ასევე, თანხის ჩარიცხვა შესაძლებელია TBCpay და ExpressPay ტერმინალებიდან. მოძებნეთ ჩვენი ფონდი ქვეთავში “ქველმოქმედება“ (ფონდის დამატებით უფლება- მოვალეობებს შეგიძლიათ გაეცნოთ ბმულზე https://goo.gl/GY2Gus).
        ერთად, ჩვენ უკვე ათასობით გაჭირვებულს დავეხმარეთ. გავუმართოთ ხელი ამ ოჯახსაც! ვინ იცის, იქნებ სრულიად უცხო ადამიანების დახმარება ოდესმე თავადაც დაგვჭირდეს?! რადგან არავინ იცის, რას გვიმზადებს ცხოვრება ხვალ!
შესანიშნავი სიახლე გვაქვს! ახლა შეგიძლიათ ჩვენი ბენეფიციარების ისტორიების წაკითხვა ინსტაგრამზე: https://www.instagram.com/chernovetskyi.fund/ და ტელეგრამზე: https://t.me/ChernovetskyiFund
თქვენს მიერ სპეციალურ ნომერზე განხორციელებულ მხოლოდ ერთ ზარს კი, ადამიანის სიცოცხლის გადარჩენა შეუძლია: 0901 200 270! დალოცვილები ყოფილიყავით!

თარიღი
სახელი
თანხა
სტატუსი
2022 აგვ 03
სასაფლაოს მასალა
681.60₾
2022 აგვ 12
სასაფლაოს მასალა
350.00₾
2022 სექ 30
ფონდის ზედნადები ხარჯები
310.00₾

სულ ხარჯები:

1341.60₾

დარჩა:

0.02₾
შემოწირულობის გაღება
თანხა
გმადლობთ, კეთილო გულო!
26.07.2022 07:06:01
₾150.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
24.07.2022 20:00:00
₾1.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
24.07.2022 10:51:31
₾20.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
21.07.2022 20:00:00
₾5.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
19.07.2022 20:00:00
₾5.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
19.07.2022 17:32:09
₾5.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
18.07.2022 20:00:00
₾1.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
18.07.2022 20:00:00
₾1.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
18.07.2022 20:00:00
₾5.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
17.07.2022 20:00:00
₾10.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
15.07.2022 20:00:00
₾10.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
15.07.2022 20:00:00
₾5.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
14.07.2022 20:00:00
₾2.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
14.07.2022 20:00:00
₾9.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
14.07.2022 20:00:00
₾50.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
13.07.2022 20:00:00
₾100.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
13.07.2022 20:00:00
₾50.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
12.07.2022 20:00:00
₾5.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
12.07.2022 20:00:00
₾10.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
11.07.2022 20:00:00
₾5.00

შემოწირულია:

₾1,341.62

75 დონორი

აირჩიეთ თანხა:

Გადახდის საშუალება:

გამოწერა:

შემოწირულია:

₾1,341.62

75 დონორი

დასრულებული!

მათ ძალიან სასწრაფოდ სჭირდებათ თქვენი დახმარება