ng ng

რეგულარული გადახდების ფუნქცია ხელმისაწვდომია

სახლში / პროექტები /

“მე რომ ტკივილისგან ვკივი, ჩემი შვილი ყურებზე იფარებს თავის პატარა ხელებს…”

calendar ივლისი 20, 2022

ერთი ზარი გადაარჩენს სიცოცხლეს!

ტელეფონის ნომერი:

info

ფასი (გაითვალისწინეთ):

1 call - ₾2 GEL

მობილური პროვაიდერები

Mobile provider
Mobile provider
Mobile provider

დაეხმარეთ! გააგზავნეთ სმს

sms

თქვენ შეგიძლიათ გადაარჩინოთ ვინმეს სიცოცხლე და დაუახლოვდეთ ღმერთს! გაგზავნეთ SMS ნომერზე 97100 შეწირეთ ₾3 GEL

კოპირებულია

პოსტის გაზიარებაც დახმარებაა!

facebook google messanger viber telegram

ახალი წელი სასწაულების დროა, მაგრამ არა პატარა ნიკოლოზისთვის და მისი მძიმედ დაავადებული დედიკოსთვის. “ძვირფასო თოვლის ბაბუა, მე სათამაშოები არ მჭირდება, მხოლოდ ის მინდა, რომ დედიკოს აღარ სტკიოდეს, ვიცი, რომ სასწაულების მოხდენა შეგიძლია, გთხოვ, აჩუქე მას ჯანმრთელობა…” – ასეთ წერილებს სწერს 9 წლის ბიჭუნა ნიკოლოზი თოვლის ბაბუას, რადგან საბავშვო მანქანები, დიდი, ლამაზი ბორბლებლებით მისი საახალწლო ნატვრა სულაც არ არის. მისი ახალგაზრდა დედა, ალიონა, არ იცვამს ქუსლებს და კაბები, ის „გამოწყობილია“ დიდ, მძიმე რკინის კონსტრუქციებში, ნიკოლოზის დღეები და ღამეები – დედის აუტანელი ტკივილისგან დაღვრილი ცრემლებია.

ჩვენი ფონდის ანგარიშები:

Bank of Georgia

Bank logo

Ბანკის კოდი:

BAGAGE22 BAGAGE22

კოპირებულია

ნომერი:

GE64BG0000000470458000 GE64BG0000000470458000

კოპირებულია

TBC Bank

Bank logo

Ბანკის კოდი:

TBCBGE22 TBCBGE22

კოპირებულია

ნომერი:

GE15TB7194336080100003 GE15TB7194336080100003

კოპირებულია

Liberty Bank

Bank logo

Ბანკის კოდი:

LBRTGE22 LBRTGE22

კოპირებულია

ნომერი:

GE42LB0115113036665000 GE42LB0115113036665000

კოპირებულია

საქველმოქმედო ნომერი: ერთი ზარი გადაარჩენს სიცოცხლეს!

ტელეფონის ნომერი:

0901200270
“მე რომ ტკივილისგან ვკივი, ჩემი შვილი ყურებზე იფარებს თავის პატარა ხელებს…”
კეთილო ადამიანო, დაუყოვნებლივ გააზიარე ეს პოსტი!
დაეხმარე შენს მეგობრებსაც, მონაწილეობა მიიღონ
ღვთისნიერ საქმეში!
             ახალი წელი სასწაულების დროა, მაგრამ არა პატარა ნიკოლოზისთვის და მისი მძიმედ დაავადებული დედიკოსთვის. “ძვირფასო თოვლის ბაბუა, მე სათამაშოები არ მჭირდება, მხოლოდ ის მინდა, რომ დედიკოს აღარ სტკიოდეს, ვიცი, რომ სასწაულების მოხდენა შეგიძლია, გთხოვ, აჩუქე მას ჯანმრთელობა…” – ასეთ წერილებს სწერს 9 წლის ბიჭუნა ნიკოლოზი თოვლის ბაბუას, რადგან საბავშვო მანქანები, დიდი, ლამაზი ბორბლებლებით მისი საახალწლო ნატვრა სულაც არ არის. მისი ახალგაზრდა დედა, ალიონა, არ იცვამს ქუსლებს და კაბები, ის „გამოწყობილია“ დიდ, მძიმე რკინის კონსტრუქციებში, ნიკოლოზის დღეები და ღამეები – დედის  აუტანელი ტკივილისგან დაღვრილი ცრემლებია.
     ძლიერი ოჯახის ისტორია, რომელშიც ცხოვრობენ პატარა ნიკოლოზ ხაჩინანია, მისი დედა, ალიონა ზარიძე და ბებია სტელა ზარიძე, მეტად რთულია. ალიონა, ნიკოს დედა, მძიმედ არის ავად, ქალს მენჯ-ბარძაყის სახსარი დაბადებიდან ამოვარდნილი აქვს, წლების განმავლობაში, მდგომარეობა უარესდებოდა, დაავადება კი პროგრესირებს. ალიონას უკვე 11 უშედეგო ოპერაცია ჩაუტარდა, რის გამოც ის როგორც გალიაში, ისეა ჩაკეტილი რკინის მძიმე კონსტრუქციებში, და მუდმივად პროგრესირებადი ინფექციების მძევალი გახდა. „ოჰ, როგორ მინდა ჩიტივით ვიფრინო, ჩავიცვა ფრიალა კაბა, ბედნიერად ვირბინო მუშტაიდის პარკში ჩემს შვილთან ხელიხელ ჩაკიდებულმა ” – თვალცრემლიანი ამბობს ალიონა, – ”მაგრამ, ძლივს დავდივარ…”. ალიონას ესაჭიროება მენჯ-ბარძაყის პროთეზირების გადამწყვეტი, ძვირადღირებული ოპერაცია. პროთეზი აუცილებლად უნდა იყოს დამზადებული სპეციალური ვერცხლისფერი ლითონისგან, დამატებითი ინფექციებისა და სეფსისით საშინელი სიკვდილის თავიდან ასაცილებლად.
      „ნუ დაუშვებთ, კიდევ ერთი დედა რომ გამწარდეს,  გადამირჩინეთ შვილი…“ – ამბობს სტელა ზარიძე და ცრემლს ვერ იკავებს, – „ოჰ, რამდენის გადატანა მოუხდა, ასუფთავებდნენ, აჭრიდნენ ხორცს, რკინებში სვამდნენ – „ხრახნებით“ ამაგრებდნენ, „აცემენტებდნენ”, ხანდახან, გვეჩვენებოდა, რომ ყველაზე საშინელი დასასრული ძალიან ახლოს იყო… და ნიკოლოზი ამას ვერ გადაიტანს, მას ხომ დედიკო ძალიან უყვარს, ყოველდღე, ძილის წინ, სურვილს ჩაიფიქრებს ხოლმე, დედას ახალი ფეხი რომ აჩუქოს. თან არც სძინავს, ღამით, ალიონას  ხშირად არ აძლევს მოსვენებას ჯოჯოხეთური ტკივილი… ჩვენ კი ვუყურებთ მის ტანჯვას, რომლის წინაშეც უძლურნი და უსუსურები ვართ, გემუდარებით, დაგვეხმარეთ…“
„ოღონდ დედა გამოჯანმრთელდეს…“
         
„დედიკოს გადაადგილებაში ყოველთვის ვეხმარები.“
       – ალიონა, პირველ რიგში, მოგიკითხავთ – როგორ ხართ?
        ალიონა (36 წლის): ძალიან ცუდად. ტკივილების თმენის ყოველგვარი ზღვარი გადავლახე… ტკივილგამაყუჩებელზე სრულად ვარ დამოკიდებული. ვტირი, ვკივი… ჩემი შვილი ყურებზე ხელს იფარებს და სახლიდან გარბის ყვირილით: „დედა გადამირჩინეთო!“ რომ გენახათ, გუშინ, როგორ ემუდარებოდა სასწრაფოს ექიმებს… ეს რომ მახსენდება, ტუჩებს ვიკვნეტ სიმწრისგან. მინდა, მეტი მოვითმინო, რომ ბავშვს გავუფრთხილდე, მის ფსიქიკას, მაგრამ… (ჩუმდება.)
         ვცდილობ, შევეგუო აზრს, რომ ერთ დღესაც, ვეღარ გავიღვიძებ… მინატრია კიდეც, თუმცა ცხოვრებაში ყოველთვის მებრძოლი ვიყავი…
        სტელა (58 წლის. ალიონას დედა. შვილს მიმართავს):  აბა, რას ამბობ, შვილო? მერე მე რა უნდა ვქნა? შენც ხომ დედა ხარ?  შენმა ნიკუშამ რა უნდა ქნას? სულ რომ დაგკარგოს, ეს ხომ უსამართლობა იქნება?! ბავშვი დღედაღამ შენს გამოჯანმრთელებაზე ოცნებობს. ახალ წელს, თოვლის ბაბუას წერილებს სწერს, დაბადების დღეზე, სანთელს ერთადერთ ოცნებას ჩაუთქვამს ხოლმე, ლოცულობს, რომ დედიკოსთან ერთად ირბინოს…
        ალიონა (ტკივილგამაყუჩებელს სვამს და განაგრძობს):  ოპერაცია, რომელიც გადამარჩენს ძვირია. ჩემმა ოჯახმა, ისედაც ბევრი გააკეთა ჩემთვის. აქამდე, გავიკეთე 11 ოპერაცია, რომელშიც 100 000 ლარზე მეტი დაიხარჯა. დედამ გაყიდა ყველაფერი, რის გაყიდვაც შეიძლებოდა, გამოიტანა ყველა სესხი, რომლის გამოტანაც შეეძლო. ყველა მეგობარი, თუ ნათესავი დამეხმარა, ვისაც კი შესტკიოდა გული, მაგრამ ახლა, სრულიად უნუგეშოდ ვართ – არ დარჩა არანაირი რესურსი არავის… აღარავის…
„გამაყუჩებლებს ზომაზე მეტს ვსვამ, მაგრამ გაუთავებელ ტკივილს ვეღარ ვუძლებ.“
        – რა არის თქვენი დიაგნოზი, იქნებ უფრო დაწვრილებით გვიამბოთ დაავადების შესახებ, ოპერაციების შესახებ?
         სტელა: მე გიამბობთ: ალიონა მენჯის ამოვარდნილობით დაიბადა.
მიუხედავად შეზღუდული შესაძლებლობებისა, ყოველთვის მუშაობდა, წვალობდა მანამ, სანამ ასე არ გართულდებოდა მისი მდგომარება…
          არ ვიცი, რა შეცდომა დაუშვეს ექიმებმა, მაგრამ დამაჩქარებლებით გამოწვეულმა მშობიარობამ, ასეთი შედეგი გამოიღო. მერე, მუდმივად დამყავდა მასაჟზე, ექიმთან… მაშინ, დედაც ცოცხალი მყავდა და ჩემი მეუღლეც ჩვენთან ცხოვრობდა. საშუალებაც მეტი იყო და ყურადღება არ აკლდა ალიონას. ბავშვი ასე, თუ ისე, ნორმალურად ვითარდებოდა, დადიოდა, აქტიურობდა, თუმცა, კოჭლობდა. მკურნალმა ექიმმა ოპერაციის ჩატარება არ გვირჩია მანამ, სანამ ძვალი ზრდას არ დაასრულებდა. 23 წლის ასაკში, როდესაც ტკივილებმა იჩინა თავი, გავუკეთეთ პირველი ოპერაცია. ეს იყო მენჯ-ბარძაყის ტოტალური ენდოპროტეზირება. ჩაუყენეს ჯონსონის ფირმის პროთეზი, მუდმივობის გარანტიით.
რკინის კონსტრუქცია, რომელიც ალიონას ჰქონდა ჩადგმული.
          ალიონა: ანუ, მინიმუმ, 20 წელი მაინც უნდა ემუშავა… მაგრამ ჩაყენებისას, დაჭიმვის გამო, ნერვი დაზიანდა. ნორმალურ ცხოვრებას კი დავუბრუნდი, მაგრამ მუხლს ქვემოთ, თითქმის ვერაფერს ვგრძნობდი.  ვმოძრაობდი კუნთების ხარჯზე. 2012 წელს გავთხოვდი.  2013 წელს გამიჩნდა ჩემი ნიკა. საკეისრო კვეთით ვიმშობიარე, სხვანაირად არც შეიძლებოდა… იმის მიუხედავად, რომ ფეხს ვერ ვგრძნობდი, დავდიოდი, ვმუშაობდი, ჩვეულებრივ ცხოვრებას ვეწეოდი. პერიოდულად, მტკიოდა ფეხი, მაგრამ „დექსალგინ“-ს ვსვამდი და ვაგორებდი დღეებს.
         – ექიმს რატომ არ აკითხავდით?
         ალიონა: უკვე გათხოვილი ვიყავი, მეუღლე არ ინტერესდებოდა ჩემი მდგომარეობით, არ ჩემი ჯანმრთელობისათვის უნდოდა თანხების გაღება. ალბათ, არ ეგონა, თუ ამდენად სერიოზულად იყო საქმე.
        – თუმცა, მან თავიდანვე იცოდა თქვენი პრობლემის შესახებ…
        ალიონა: დიახ, რასაკვირველია, მან იცოდა.  მე არ მქონდა იმხელა ანაზღაურება, რომ ამ პრობლემის მოგვარებაზეც მეზრუნა. დედას კი, ვუმალავდი… მას თუ ვეტყოდი რამეს, მაშინ, ჩემი ოჯახური მდგომარეობის, მეუღლის გულგრილობის, კამათის შესახებაც  უნდა მომეყოლა. არ მინდოდა, დედას ყველაფერზე ერთად ენერვიულა…
       – კი, მაგრამ ეს პრობლემა ხომ ყველაზე მნიშვნელოვანი იყო?
       ალიონა: მნიშვნელოვანი იყო ბავშვი, რომელზეც ვზრუნავდი, ვცდილობდი არაფერი მოკლებოდა. ორ სამსახურში ვმუშაობდი, თავი ნორმალურად რომ გაგვეტანა. 2017 წლიდან, დამეწყო მუდმივი ტკივილი, სულ გამაყუჩებლებზე ვიყავი  უკვე „შემჯდარი“…
      ერთი წლის შემდეგ, იმატა ტკივილებმა და ექიმს, როგორც იქნა, მივაკითხე… „სასწრაფოდ საოპერაციო ხარო“ – მითხრა ექიმმა, მაგრამ, უსახსრობის გამო, ვერ ვიკეთებდი ოპერაციას. 2019 წლის 17 ივლისს წავიქეცი. უკვე ვერაფერს დავმალავდი… 
„რკინის პროთეზი, რომელიც მქონდა სხეულში,  სასწრაფოდ გამოსაცვლელი იყო!“
        სტელა: ჩემთვის ეს იყო შოკი. თურმე, როგორ იტანჯებოდა ჩემი შვილი და როგორ შეეძლო, ამხელა ტკივილის, ღიმილის უკან დამალვა…(ტირის.)
       ალიონა: დედამ, ჩემმა მამინაცვალმა, რომელიც ორი წლის ასაკიდან შვილივით მზრდიდა და მივლიდა, ბებიამ, რომელიც ჯერ კიდევ ცოცხალი იყო და ჩემმა მეუღლემაც კი, ერთობლივი ძალებით, ვალებით, სესხებით, ოჯახიდან გაყიდული ნივთებით, მოახერხეს კიდევ 10 ოპერაციის დაფინანსება… მე კი, ამ ოპერაციების გადაგორება…
       – მეუღლეც გვერდში დაგიდგათ…
       ალიონა: მხოლოდ ამ ერთხელ და მხოლოდ მცირედით… მერე კი… მერე იფიქრა, რომ უკვე ვეღარ ვიქნებოდი ოჯახში „შემომტანი“. ჩათვალა, რომ ტვირთად ვიქეცი მისთვის. ხეიბარი ალიონა მას უკვე აღარ სჭირდებოდა. დავშორდით. ჩემთვის ძალიან რთულია იმის გახსენება, რაც გადავიტანე, როგორც ფიზიკურად, ასევე სულიერად…
დედის დახმარების გარეშე, ტკივილის მოთმენა შეუძლებელია. ის მუდამ ჩემს გვერდითაა.
       – კიდევ 10 ოპერაცია რატომ დაგჭირდათ?
       ალიონა: არც ისე მარტივი აღმოჩნდა პროთეზის შეცვლა, ფოსოში რკინების მოძრაობის შედეგად, დაგროვილი იყო ეგრეთ წოდებული ნახერხი… მასუფთავებდნენ, მაჭრიდნენ ხორცს, მსვამდნენ რკინებში – მამაგრებდნენ  „ვინტებით“, „მაცემენტებდნენ“… ღმერთო ჩემო, რა ტანჯვა გამოვიარე… (უჭირს დიალოგის გაგრძელება.)
ეს არის დოკუმენტაცია და რენტგენის სურათები ყველა ოპერაციიდან. იმდენია, ერთ ბიბლიოთეკას გაავსებს…
ალიონას წამლები. მას თვეში მინიმუმ 400-500 ლარის წამლები სჭირდება.
„რომ შემეძლოს, საკუთარ სახსარს ვაჩუქებდი ჩემს შვილს, ამ რკინებს კი, საერთოდ დავივიწყებდით…“
         სტელა (დედა აგრძელებს საუბარს): ექიმების მიერ დაშვებულ შეცდომებსაც ვერ გამოვრიცხავ. არასწორი ზომის პროთეზის ჩასმა მოხდა. სამჯერ ამოვარდა სახსრიდან, დაუზიანდა კუნთოვანი ქსოვილები. წავიდა ინფექცია, ჯერ სტაფილოკოკი, შემდეგ კოლი… ღმერთო, რა საშინელი სანახავი იყო… ფეხი უზარმაზარი გახდა, სულ დასივდა. დრენაჟებით ამოჰქონდათ აურაცხელი ჩირქი. ეს იყო კოშმარი. ჩირქი ახლაც ბევრია. პროცედურებს ვაგრძელებთ. თქვენ უკვე ნახეთ, უსახსრობის გამო, როგორ გვიწევს ამის  ასე, სახლის პირობებში გაკეთება…
       – ახლა რა არის საშველი?
       სტელა: ის ოპერაცია, რომლის სახსრებსაც ვერასდროს მოვიძიებთ, თუ კეთილი ადამიანები არ დაგვიდგებიან გვერდში. მე მინდა, როგორც სასოწარკვეთილმა დედამ, მათ მივმართო: გთხოვთ, დამეხმაროთ და შვილი გადამირჩინოთ… ჩემი ხალისიანი და კეთილი გოგო, რომელიც მიუხედავად შეზღუდული შესაძლებლობებისა, მაინც მზესავით გვინათებდა და გვიხალისებდა ცხოვრებას. 
       სულ აქტიური იყო, მოწესრიგებული,  განათლებული, მშრომელი, ფუტკარივით მოფუსფუსე… გევედრებით, დამიდექით მხარში, რომ ისევ ასეთი გოგონა დავიბრუნო…
       – ოპერაციის დროს, ისევ უნდა მოხდეს პროთეზის შეცვლა?
       სტელა: დიახ, უნდა მოხდეს ვერცხლის მეტალისგან დამზადებული პროთეზის ჩადგმა, რათა თავიდან იქნეს აცილებული დამატებითი ინფექციები. უნდა მოხდეს არსებული მდგომარეობის ბოლომდე მკურნალობა. სწორედ ამიტომ, ჯდება ეს ოპერაცია ასე ძვირი. მარტო   ჩვენ, დახმარების გარეშე, ვერანაირად ვერ გადავიხდით…
       – თუ ოპერაციის დროულად ჩატარება ვერ მოხერხდა…
       სტელა: არც მინდა, წარმოვიდგინო… განვითარდება სეფსისი და დავკარგავ ჩემს გოგოს… დავკარგავ ყველაზე ძვირფასს, რაც გამაჩნია… ძალიან გთხოვთ, არ დაუშვათ, კიდევ ერთი დედა რომ გამწარდეს… მხარში დამიდექით, ალიონა კეთილი და გულისხმიერი ადამიანია. თავად ეხმარებოდა გაჭირვებულებს, ყოველთვის უყოფდა ლუკმას… თქვენს სიკეთესაც არასდროს დაივიწყებს…
        – ქალბატონო სტელა, ხელისუფლებას თუ მიმართეთ დახმარებისთვის?
       სტელა: არაერთხელ შევავსეთ განაცხადი, მაგრამ ყოველ ჯერზე, უარი მივიღეთ. 
       – არც არასდროს დაგხმარებიან?
       სტელა: 23 წლის ასაკში ჩატარებული ოპერაცია, სრულად დაფინანსდა ბატონი ლაშა ჟვანიას დახმარებით, 7 000 ლარით. დანარჩენი ათი, რომელიც მოგვიანებით ჩატარდა, ძალიან მცირე თანხით დაფინანსდა. სულ, ალბათ, 4000 ლარით, არადა 100000 ლარზე მეტი დაიხარჯა.  ახლა კი, საერთოდ უარს გვეუბნებიან… 
        – ალიონა, როგორ გრძნობთ თავს? (ვხედავ რომ დამშვიდდა.)
       ალიონა: ჩემო კეთილო, გალიაში გამომწყვდეულივით ვარ – აი, ამ „ხადუნკით“… ხან „ჭოჭინით“… ექვსი ფეხით, საიდანაც, მხოლოდ ერთს თუ ვენდობი… როგორ მინდა ამოვფრინდე, გავფრინდე, ბევრი საქმე გავაკეთო, ვიმუშაო, ვიშრომო და მივხედო ჩემს პატარას. ამ დროს კი, გაუთავებელი ტკივილები მტანჯავს… აუტანელი ტკივილები, რომელსაც დასასრული არ უჩანს… მე არაფერს ვითხოვ უფლისგან, რაც მაქვს, ყველაფერს დავჯერდები, მხოლოდ ფეხზე დამაყენოს და დანარჩენს თავად მივხედავ.
ძალიან მალე იღლება და ტკივილიც არ წყდება… მას სულ სტკივა…
        – უფლის გწამთ?
        ალიონა: უფლის რომ არ მჯეროდეს, აქამდეც ვერ მოვიდოდი. რასაც ჩემმა ორგანიზმმა გაუძლო… რა „ექსპერიმენტებიც“ ატარეს ჩემზე ექიმებმა… მხოლოდ უფლის ნებით ვარ ცოცხალი! უფალი ყოველ ჩვენს ნაბიჯს ხედავს. ერთ ისტორიას გავიხსენებ, რომლის მერეც, უფრო ვირწმუნე სიკეთე, მისი მადლი და თავად უფალიც: პატარა ვიყავი, 90-იანები იყო. მამამ (მამინაცვალმა) სამი ცალი 50-თეთრიანი მომცა – პური და ხილი უნდა მეყიდა ოჯახისათვის. წავედი კოლმეურნეობის ბაზარში. იქ, ერთი მოხუცი ქალი დავინახე, მოწყალებას ითხოვდა. ბევრი არც მიფიქრია, ერთი ცალი 50-თეთრიანი მას ვაჩუქე. მერე, ბაზარში შევედი. რა უნდა მეყიდა ერთ ლარად? თან პურის საყიდელი ფულიც უნდა დამრჩენოდა. მერე რა, რომ მაშინ სხვა ფასები იყო. მაინც შეუძლებელი იყო ამ თანხით იმდენი პროდუქტის შეძენა რაც, იმ დღეს მე მივიტანე შინ. ყველა მოვაჭრე ყველაფერს იმაზე მეტს მიწონიდა, რასაც ვეუბნებოდი. ვიფიქრე, ნამდვილად იმ ჩემი სიკეთის „ბრალია“ – მეთქი, რაც ბებოს გავუკეთე… ორი დღის შემდეგ, ისევ ისე მოვიქეცი, მაგრამ, ამჯერად არ გამიმართლა. იცით, რატომ მოხდა ასე? იმიტომ, რომ პირველად უანგაროდ გავაკეთე სიკეთე, მეორედ კი – ანგარებით. უფალი მხოლოდ უანგარო სიკეთეს ხედავს და საზღაურსაც მალევე გვიბრუნებს, როდესაც ჩვენ არ ველოდებით… 
          ეს ისტორია ამეკვიატა და ვფიქრობდი, რამდენად ახლოს ხართ, თქვენ, ჩვენი ფონდის  ერთგულო მეგობრებო, უფალთან, რადგან მსგავს სიკეთეებს ყოველდღე სჩადით. სჩადით უანგარო სიკეთეებს, ზოგჯერ ინკოგნიტოდაც კი… უფალი ფარავდეს ყოველ თქვენგანს და იყავით თქვენი დათესილი სიკეთეებით დღეგრძელნი. ალიონასთვის გაღებული მადლი კი, კიდევ ერთი კეთილი საქმე იქნება, რომლითაც უფალს დაუახლოვდებით.
„ჩემი დედიკო ხომ იცოცხლებს?“
        ჭიშკრის კართან, ისევ პატარა ნიკა დამხვდა, რომელიც აქამდე მორცხვად „იმალებოდა“. ისევ ნარნარი ხმით მკითხა: „დეიდა, ხომ გადარჩება ჩემი დედიკო?“  როგორ შემეძლო, ამ კითხვაზე თანხმობით არ მეპასუხა, როდესაც ზურგს, ამდენი კეთილი ადამიანი მიმაგრებს?!
ალიონა ზარიძის მისამართია: ქ. თბილისი, ბუხაიძის ქუჩა 13
***
          თუკი გიმძიმთ საყოფაცხოვრებო სირთულეებისა და გადაუჭრელი საკითხების გამო, რამდენიმე წამით ყურადღება ჩვენს „ფეისბუქის“ პოსტებზე გადაიტანეთ; ან უმჯობესია, ჩვენს ნებისმიერ ბენეფიციარს დაურეკოთ და ყველა თქვენი პრობლემა უმნიშვნელოდ მოგეჩვენებათ იმათთან შედარებით, ვისაც მისი ცხოვრების ყველაზე მძიმე წუთს დაეხმარეთ.
       მათ პრობლემებთან შედარებით ჩვენი პრობლემები არაფერია! აი, ნამდვილი გაჭირვება! ის თქვენ წინაშეა! უფალს მადლობა შესწირეთ იმისთვის, რაც გაგაჩნიათ! თქვენ უბედნიერესი ადამიანი ხართ! გახსოვდეთ ეს და დაეხმარეთ გაჭირვებულებს.
       ყოველ ჯერზე, როდესაც ვინმეს დახმარება შეგიძლიათ, უბრალოდ გააკეთეთ ეს და გიხაროდეთ, რომ ღმერთი თქვენი მეშვეობით პასუხობს ვიღაცის ლოცვებს! გვჯერა, რომ ერთად შევძლებთ, გული გავუთბოთ და დავუბრუნოთ მათ მომავლის რწმენა.
      არ დაგავიწყდეთ ამ პოსტის გაზიარება, რათა თქვენმა მეგობრებმაც შეიტყონ ამ ოჯახის გასაჭირის შესახებ! ეს ძალიან მნიშვნელოვანია!
      მეგობრებო, კიდევ ერთი თხოვნა გვაქვს თქვენთან: თუკი შეიტყობთ, რომ თქვენს ნაცნობს ან მეზობელს სჭირდება დახმარება, გთხოვთ, გამოიჩინოთ გულისხმიერება და მოგვწეროთ ამის შესახებ ელექტრონულ მისამართზე: office-fsp@fsp.ge 
ჩვენი ფონდის ანგარიში:
#GE15TB7194336080100003
#GE42LB0115113036665000
#GE64BG0000000470458000.
(დანიშნულება: ალიონა ზარიძე)
        თანხის ჩარიცხვა ასევე შეგიძლიათ ჩვენი ვებ-გვერდის მეშვეობით.
ასევე, თანხის ჩარიცხვა შესაძლებელია TBCpay და ExpressPay ტერმინალებიდან. მოძებნეთ ჩვენი ფონდი ქვეთავში “ქველმოქმედება“ (ფონდის დამატებით უფლება- მოვალეობებს შეგიძლიათ გაეცნოთ ბმულზე https://goo.gl/GY2Gus).
        ერთად, ჩვენ უკვე ათასობით გაჭირვებულს დავეხმარეთ. გავუმართოთ ხელი ამ ოჯახსაც! ვინ იცის, იქნებ სრულიად უცხო ადამიანების დახმარება ოდესმე თავადაც დაგვჭირდეს?! რადგან არავინ იცის, რას გვიმზადებს ცხოვრება ხვალ!
შესანიშნავი სიახლე გვაქვს! ახლა შეგიძლიათ ჩვენი ბენეფიციარების ისტორიების წაკითხვა ინსტაგრამზე: https://www.instagram.com/chernovetskyi.fund/ და ტელეგრამზე: https://t.me/ChernovetskyiFund
       თქვენს მიერ სპეციალურ ნომერზე განხორციელებულ მხოლოდ ერთ ზარს კი, ადამიანის სიცოცხლის გადარჩენა შეუძლია: 0901 200 270!

თარიღი
სახელი
თანხა
სტატუსი

სულ ხარჯები:

დარჩა:

შემოწირულობის გაღება
თანხა

შემოწირულია:

აირჩიეთ თანხა:

Გადახდის საშუალება:

გამოწერა: