ng ng

რეგულარული გადახდების ფუნქცია ხელმისაწვდომია

სახლში / პროექტები /

11 წლის შორენას რჩევა, როგორ არ მოგვშივდეს. “თუ საჭმელზე არ იფიქრებ, არც მოგშივდება… მაგრამ ეს ძნელია”

calendar ივლისი 22, 2022

ერთი ზარი გადაარჩენს სიცოცხლეს!

ტელეფონის ნომერი:

info

ფასი (გაითვალისწინეთ):

1 call - ₾2 GEL

მობილური პროვაიდერები

Mobile provider
Mobile provider
Mobile provider

დაეხმარეთ! გააგზავნეთ სმს

sms

თქვენ შეგიძლიათ გადაარჩინოთ ვინმეს სიცოცხლე და დაუახლოვდეთ ღმერთს! გაგზავნეთ SMS ნომერზე 97100 შეწირეთ ₾3 GEL

კოპირებულია

პოსტის გაზიარებაც დახმარებაა!

facebook google messanger viber telegram

„ჩვენ, გოგოები შიმშილისგან არასოდეს ვტირით, აი თემო და ხვიჩა, რომ დააღებენ პირებს, თითქოს ტირილი საქმეს შველოდეს და გაძღებიან. ჰო, ვიცი, პატარები არიან, ვერ ითმენენ.“ – გვიყვება საშინელ ისტორიებს 7 წლის ნინო. ოჯახში 8 ბავშვია, და ყველას შიმშილთან გამკლავების საკუთარი „რეცეფტი“ აქვს.

ჩვენი ფონდის ანგარიშები:

Bank of Georgia

Bank logo

Ბანკის კოდი:

BAGAGE22 BAGAGE22

კოპირებულია

ნომერი:

GE64BG0000000470458000 GE64BG0000000470458000

კოპირებულია

TBC Bank

Bank logo

Ბანკის კოდი:

TBCBGE22 TBCBGE22

კოპირებულია

ნომერი:

GE15TB7194336080100003 GE15TB7194336080100003

კოპირებულია

Liberty Bank

Bank logo

Ბანკის კოდი:

LBRTGE22 LBRTGE22

კოპირებულია

ნომერი:

GE42LB0115113036665000 GE42LB0115113036665000

კოპირებულია

საქველმოქმედო ნომერი: ერთი ზარი გადაარჩენს სიცოცხლეს!

ტელეფონის ნომერი:

0901200270
11 წლის შორენას რჩევა, როგორ არ მოგვშივდეს. “თუ საჭმელზე არ იფიქრებ, არც მოგშივდება… მაგრამ ეს ძნელია”
კეთილო ადამიანო, დაუყოვნებლივ გააზიარე ეს პოსტი!  დაეხმარე შენს მეგობრებსაც მონაწილეობა მიიღონ  ღვთისნიერ საქმეში!

„ჩვენ, გოგოები შიმშილისგან არასოდეს ვტირით, აი თემო და ხვიჩა, რომ დააღებენ პირებს, თითქოს ტირილი საქმეს შველოდეს და გაძღებიან. ჰო, ვიცი, პატარები არიან, ვერ ითმენენ.“ – გვიყვება საშინელ ისტორიებს 7 წლის ნინო. ოჯახში 8 ბავშვია, და ყველას შიმშილთან გამკლავების საკუთარი „რეცეფტი“ აქვს. 

«თუ საჭმელზე არ იფიქრებ, შეიძლება საერთოდ არ მოგშივდეს»

11 წლის შორენა არასდროს ფიქრობ საჭმელზე. ბალერინებიც ხომ შიმშილობენ კარგ ფორმაში რომ იყვნენ. მერე რა, რომ თვითონ ბალერინა არაა? 
10 წლის თამარი ბევრს დარბის და დახტის, როცა ძალიან დაიღლება ჭამა სულ აღარ ახსოვს, ისიც კი ავიწყდება დილიდან რომ არაფერი უჭამია. 
8 წლის მერი თვალებს დახუჭავს და გემრიელობებზე ფიქრობს. აი ახლა ნაყინი ალოკა და ფუმფულა ნამცხვრით ჩაიტკბარუნა პირი. 
7 წლის ნინო საწოლზე გულაღმა დაწვება ხოლმე და ცდილობს დაიძინოს, სანამ დედიკო და მამიკო მოვლენ და სახლში პურს მოიტანენ. 
5 წლის მარიამი ხატავს. 
4 წლის თემური და 1 წლის ხვიჩა კი ტირიან. რა ქნან, ვერ უძლებენ მუცლის ტკივილს. 
3 წლის ანასტასიას კი შეუძლია პურის ერთი ნაჭერი დილიდან საღამომდე გამოიზოგოს. ცოტას შეჭამს და ჯიბეში შეინახავს, შეჭამს – შეინახავს…

ზაფხულში სოფელში კარგია, ყოველთვის შეიძლება რამე იპოვო და პირი გაისველო. მთავარია, ყველას სამყოფი იყოს. 

ალბათ ძნელი მისახვედრი არაა, რომ მხოლოდ სოციალური დახმარებით 8 შვილის გამოკვება მშობლებისთვის თითქმის არარეალური ამოცანაა. სამუშაო კი სოფელ წითელხევში არაა. ბავშვების მამა, იოანე მთელი დღე სახლიდანაა გასული, რომ ნებისმიერ დღიურ სამუშაოს შეეჭიდოს და სახლში პურის ფული მოიტანოს. ზოგჯერ მიწა აქვს ვინმეს დასამუშავებელი, ზოგჯერ შეშაა დასაჩეხი, ზოგჯერ სამშენებლო ნაგავია გასატანი. თეონა, თუ საშუალებაა, მეუღლეს მიყვება და ეხმარება, რომ შვილებს პურის გარდა ფუნთუშებიც მოუტანოს. 

ამ სახლში არასდროს არაა საჭმელი „ხვალისთვის“. ყოველი ახალი დღე – ახალი გამოწვევაა.

თეონა: დილით, სანამ საქმეზე გავალთ, ბავშვებს პურს დავუჭრი და ვუტოვებ. გაგვიმართლა, მეზობლად მამიდა ცხოვრობს და ბავშვები სულ მარტო არ არიან. მე და ჩემი ქმარი კი დილიდან საღამომდე ვმუშაობთ. ბავშვები დილით პურს შეჭამენ და მერე ჩვენ გველოდებიან. თუ ძალიან მოშივდებათ მამიდას სთხოვენ რომ ცოტა რამე აჭამოს. იციან, რომ ხელცარიელები არასდროს ვბრუნდებით. როცა რამე გემრიელს მოვუტანთ ხოლმე სახეები სიხარულისგან უბრწყინდებათ.

ყველაზე მეტად პატარა ხვიჩას უჭირს საღამომდე შიმშილთან გამკლავება.

– მხოლოდ პურით როგორ უნდა დანაყრდნენ ბავშვები მთელი დღის განმავლობაში?
შორენა (11 წლის): სხვა რა გზაა? მეტი რომ ყოფილიყო, მარტო პურს ხომ არ გვაჭმევდა დედიკო? ვითმენთ და ველოდებით როდის მოვლენ სახლში. იცით, რა დაღლილები მოდიან? ზოგჯერ ლაპარაკის თავიც არ აქვთ ხოლმე. 
 ნინო (7 წლის): ჩვენ კიდევ ვეხმარებით. რეცხვაშიც, დალაგებაშიც! სახლს სულ გაწკრიალებულს ვახვედრებთ და როცა ბრუნდებიან ერთმანეთს არ ვეჩხუბებით. 

«დედიკოს ვეხმარებით. წყალსაც მოვათრევთ და ჭუჭყიან ტანსაცმელს ჩავალბობთ»

«მერე ასე ხელებით გავხეხავთ, გავწურავთ. ზაფხულში სასიამოვნოვაა, მაგრამ ზამთარში, ყინვაში… ბრრრ»

– და როცა სახლში არ არიან მაშინ ჩხუბობთ ხოლმე?
მარიამი (5 წლის): ზოგჯერ მოგვდის პატარა ჩხუბები. ნინოს გარდა ყველას ვეჩხუბები ხოლმე.
– ეს რა ავი გოგო ყოფილხარ! 
მარიამი: არა! მე კარგი გოგო ვარ. ნინოც კარგია, თამარიც და შორენაც. აი, დედიკოს სარეცხი მანქანა არ აქვს, ჩვენ კიდევ ყოველ დღე სარეცხი გვაქვს. იცი უმანქანოდ როგორ უნდა გარეცხო? აი წყალს დაასხავ, ცოტახანი ასე გააჩერებ, მერე ძალიან ძალიან უნდა ხეხო და წურო! მე არ გამომდის, შორენას და თამარს უფრო ეხერხებათ. დედიკო რომ მოდის და დაფენილ სარეცხს ნახავს ამბობს „ჩემი სიხარულებიო, ჩემი მერცხალი გოგოებიო“.

«აი ასე ლამაზად ვფენთ გარეცხილ სარეცხს. ჩვენ კარგი გოგოები ვართ.»

ნინო: შენ შეძლებ დედიკოს რომ სარეცხი მანქანა მოუტანო?
თემური (4 წლის): მეც მინდა მანქანა! ოღონდ პულტიანი.

«ისე მინდა პულტიანი მანქანა ხელში დავიჭირო, რომ ზოგჯერ ცრემლებიც მომდის»

თეონა: ნუ აწუხებთ დეიდას, დაგვაცადეთ საუბარი!
– რას ამბობთ! ბავშვებისგან ზოგჯერ უფრო მეტის გაგება შეიძლება ოჯახის რეალურ გასაჭირზე. ზოგჯერ ისეთ წვრილმანებს აქცევენ ყურადღებას, რასაც ჩვენ, დიდები ვერც კი ვამჩნევთ. 
თეონა: ძალიან მძიმე ცხოვრება არგუნა ბედმა ჩემს შვილებს, ერთმანეთის გარდა არც არავინ ყავთ.

«სულ კი არ ვჩხუბობთ? ზოგჯერ ერთმანეთი ძალიანაც გვიყვარს!»

თამარი (10 წლის): როგორ არ გვყავს? იცი რამდენი მეგობრები გვყავს? ჩვენ შეგვიძლია მეგობრობა, მაგრამ თუ ჩვენ მეგობრები თავს რაღაცეებს გვაძლევენ ხოლმე, ჩვენ ვერაფერს ვათხოვებთ. იმიტომ რომ არანაირი სათამაშოები არ გვაქვს. 
– როგორი სათამაშოები გინდათ რომ გქონდეთ?
მარიამი: მე კუბიკები მინდა. ნინოსთან ერთად ვითამაშებ და არც არავის არ ვათხოვებ! აი ასე! 
თემური: მე კიდევ მინდა „პოლიცია მანქანა“ აი ასე რომ აკეთებდეს „პიუ-პაუ“ და კიდევ მინდა პეჩენიები. 

«როცა გავიზრდები თვითმფრინავის ქალი გამოვალ»

მერი (8 წლის): მე კიდევ თვითმფრინავის ქალი მინდა გამოვიდე! ისინი ძალიან ლამაზები არიან და ლამაზი კაბები აქვთ. ნეტა სად უნდა ვისწავლო  ეგ ქალი რომ გამოვიდე, ხომ არ იცი?
– ჯერ სკოლაში უნდა ისწავლო კარგად…
მერი: სწავლა კი მიყვარს, ნუ ძალიან მიყვარსთქო, ვერ ვიტყვი. ცოტა, ისე რა. მაგრამ ვიცი, რომ საჭიროა. შორენა სულ მეუბნება „ისწავლე, ისწავლე“. მასწავლებელი უნდა გამოვიდეს და ჩემზე ვარჯიშობს. 
თამარი: მე კიდევ ზუსტად ვიცი, რომ ექიმი გამოვალ. ვინმემ ხომ უნდა მოგვარჩინოს ავად რომ გავხდებით? ნახე რამდენი ბევრი ვართ! და სხვებიც ხომ უნდა გადავარჩინო? 

«მე მოვარჩენ და გადავარჩენ ხალხს»

«მე ყოველთვის დავეხმარები დედიკოს»

შორენა: ჰო, მართალს ამბობს, მასწავლებელი მინდა გამოვიდე. მათემატიკის, ქართულის, სპორტის და ცეკვის. ისინი ყველაზე მაგრები არიან! 
ნინო: მე კიდევ მინდა რომ სარეცხი მანქანა გამოვიდე და დედიკოს დავეხმარო! და ჩემთვის მინდა მულტფილმებიანი ტელევიზორი. კიდევ მინდა წითელი ბოტასები და ლამაზი კაბა. კიდევ ნამცხვრები და კანფეტები და კიდევ კუბიკები!
მარიამი: მე ხომ ვუთხარი უკვე კუბიკებზე? რად გვინდა ამდენი კუბიკები? სახლი რომ ავაშენთ? 
ნინო: კაი, მაშინ კუბიკების მაგივრად თოჯინა მინდა. 
– თეონა, თქვენ რა გინდათ?
თეონა: ბავშვები რომ მშივრები არ იყვნენ. ესაა ჩემი ერთადერთი ოცნება. ისე კი ყველაფერი გვჭირდება. გაიხედ-გამოიხედეთ, არაფერი  გვაქვს. ფანჯრებში შუშები არ არის, კარი არ იკეტება, სახურავ ჟონავს, საწოლები იშლება. მაცივარი არ გვაქვს, მაგრამ მგონი არცაა საჭირო, მაცივარშე შესანახიც არაფერი გაგვაჩნია. 

ამ სახლში ყველაფერი ძველი და დამტვრეულია.

ფანჯრებში, შუშის ნაცვლად ცელოფანია

ამ დამტვრეულ საწოლებზე 10 ადამიანი იძინებს.

– ვფიქრობ, რომ თქვენი ისტორიის გამოქვეყნების შემდეგ იმდენი კეთილი ადამიანი გამოგეხმაურებათ, პროდუქტების პრობლემა ნამდვილად აღარ გექნებათ. 
თეონა: როგორ მინდა დავიჯერო! თუმცა ზუსტად ვიცი – დამეხმარებიან. ასევე მინდა ჩემი შიში და გულისტკივილი გაგიზიაროთ. ზუსტად ვიცი, ბევრი გამაკრიტიკებს და სალანძღავ სიტყვებს არ დაიშურებს ჩემი მისამართით. ბავშების შენახვა თუ არ შეგეძლო, რას აჩენდიო – იტყვიან. იცით რა მწარეა ამ სიტყვების მოსმენა? მაგრამ უფლის წინაშე მე სუფთა ვარ! მის არც ერთი საჩუქარზე უარი არ მითქვამს! შეხედეთ, რა საყვარლები არიან ჩემი პატარები. 

ეს თვალები უსიტყვოდ საუბრობენ, მოუსმინეთ მათ გულით… 

– ერთიანი ძალისხმევით შევძლებთ თქვენი ოჯახის დახმარებას. თქვენ არაჩვეულებრივი შვილები გყავთ!
თეონა: ვიცი, რომ ჩვენი ყველა პრობლემის მოგვარებას ვერავინ შეძლებს, მაგრამ მცირედი დახმარებაც ძალიან მნიშვნელოვანი იქნება ჩვენთვის! 
ნინო: დაგვეხმარეთ მე და ჩემ დაიკოებს! ჩვენ კარგი გოგოები ვართ. ყველას გვინდა პლანშეტები და ტელეფონები, თორემ, როცა დედიკო და მამიკო სამუშაოზე არიან, ჩვენ ვერ ვურეკავთ და ვერ ვეუბნებით, რომ კარგად ვიქცევით და რომ ყველაფერი კარგად გვაქვს. 

ეს ბავშვები უნდა გადავარჩინოთ! სასწრაფოდ!

– როგორ ფიქრობ რას ნიშნავს „კარგად ყოფნა“?
ნინო: კარგად – ნიშნავს, როცა გაქვს კარგი სახლი, როგორც სხვა ბავშვებს, სარეცხი მანქანა და ტელევიზორი. როცა ფანჯრიდან არ შემოძვრება ვირთხა და როცა საწოლი არ ირყევა. 
***
თქვენ რას ფიქრობთ მეგობრებო? რას ნიშნავს „კარგად ყოფნა“? თქვენ როდის გრძნობთ თავს კარგად? შეგიძლიათ კარგად იყოთ, როცა ბავშვები შიმშილობენ? შეიძლება ისიც თქვათ, ჩვენ ხარჯზე აჩენდა ამდენ შვილსო, თქვით… მაგრამ გაქვთ უფლება ამ ბავშვებს ქვა ესროლოთ თქვენი უცოდველი ხელებით?  ეს პატარები – საქართველოს მომავალია. ზუსტად ეს ბავშვები შექმნიან იმ საქართველოს, რომელშიც ჩვენი შვილები იცხოვრებენ. ამიტონ მომავალი ჩვენ უნდა შევქმნათ დღეს ჩვენი და სხვისი შვილებისთვის. აი ამ შვილებისთვის!

1 წლის ხვიჩასთვის

3 წლის ანასტასიასთვის

4 წლის თემურისთვის

5 წლის მარიამისთვის

7 წლის ნინოსთვის

8 წლის მერისთვის

10 წლის თამარისთვის

11 წლის შორენასთვის

ჩახედეთ მათ თვალებში, გულზე ხელი დაიდეთ და თქვით, არ ჩაეხუტებოდით თითოეულ მათგანს?
თუ გაგიჩნდათ სურვილი პირადად ინახულოთ და დაეხმაროთ, ეს მათი მისამართია: ბაღდათის მუნიციპალიტეტი, სოფელი წითელხევი. სოფელში მათ ყველა იცნობს და ადვილად მიგასწავლიან მათ სახლს. 
ყოველთვის, როცა ვინმეს დახმარება შეგიძლია, დაეხმარე და გაიხარე, რომ ვიღაცის ლოცვებს, ღმერთი შენი მეშვეობით პასუხობს. 
გვჯერა, ერთად შეგვიძლია გადავარჩინოთ ეს ოჯახი. 
არ დაგავიწყდეთ ამ პოსტის გაზიარება, რათა თქვენმა მეგობრებმაც შეიტყონ ამ ოჯახის გასაჭირის შესახებ! ეს ძალიან მნიშვნელოვანია!
მეგობრებო, კიდევ ერთი თხოვნა გვაქვს თქვენთან: თუკი შეიტყობთ, რომ თქვენს ნაცნობს ან მეზობელს სჭირდება დახმარება, გთხოვთ, გამოიჩინოთ გულისხმიერება და მოგვწეროთ ამის შესახებ ელექტრონულ მისამართზე: office-fsp@fsp.ge
ფონდის ანგარიშებია:
#GE15TB7194336080100003
#GE42LB0115113036665000
#GE64BG0000000470458000
(დანიშნულება: თეონა დევიძე)
თანხის ჩარიცხვა ასევე შეგიძლიათ ჩვენი ვებ-გვერდის მეშვეობით
ასევე, თანხის ჩარიცხვა შესაძლებელია TBCpay და ExpressPay ტერმინალებიდან. მოძებნეთ ჩვენი ფონდი ქვეთავში “ქველმოქმედება“ (ფონდის დამატებით უფლება- მოვალეობებს შეგიძლიათ გაეცნოთ ბმულზე https://goo.gl/GY2Gus)
        ერთად, ჩვენ უკვე ათასობით გაჭირვებულს დავეხმარეთ. გავუმართოთ ხელი ამ ოჯახსაც! ვინ იცის, იქნებ სრულიად უცხო ადამიანების დახმარება ოდესმე თავადაც დაგვჭირდეს?! რადგან არავინ იცის, რას გვიმზადებს ცხოვრება ხვალ!
შესანიშნავი სიახლე გვაქვს! ახლა შეგიძლიათ ჩვენი ბენეფიციარების ისტორიების წაკითხვა 
ინსტაგრამზე: https://www.instagram.com/chernovetskyi.fund/ 
ტელეგრამზე: https://t.me/ChernovetskyiFund
თქვენს მიერ განხორციელებულ მხოლოდ ერთ ზარს 
სპეციალურ ნომერზე 0901 200 270
ადამიანის სიცოცხლის გადარჩენა შეუძლია
დალოცვილები ყოფილიყავით!

თარიღი
სახელი
თანხა
სტატუსი
2022 ივლ 29
საკანცელარიო ნივთები
198.95₾
2022 აგვ 22
პროდუქტები
250.00₾
2022 აგვ 22
საკანცელარიო ნივთები
5.39₾
2022 სექ 04
კომუნალურები-დენი
102.24₾
2022 სექ 27
მაცივარი
710.00₾
2022 სექ 30
ფონდის ზედნადები ხარჯები
415.00₾
2022 ოქტ 12
პროდუქტები
200.00₾
2022 ნოე 10
პროდუქტები
180.00₾

სულ ხარჯები:

2061.58₾

დარჩა:

0₾
შემოწირულობის გაღება
თანხა
გმადლობთ, კეთილო გულო!
06.09.2022 20:00:00
₾200.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
30.08.2022 20:00:00
₾5.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
28.08.2022 20:00:00
₾1.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
25.08.2022 20:00:00
₾1.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
24.08.2022 20:00:00
₾3.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
23.08.2022 20:00:00
₾3.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
22.08.2022 20:00:00
₾10.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
15.08.2022 20:00:00
₾15.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
14.08.2022 20:00:00
₾10.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
13.08.2022 20:00:00
₾5.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
12.08.2022 07:53:45
₾50.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
11.08.2022 20:00:00
₾3.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
10.08.2022 20:00:00
₾10.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
10.08.2022 20:00:00
₾3.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
09.08.2022 20:00:00
₾50.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
08.08.2022 20:00:00
₾50.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
08.08.2022 20:00:00
₾1.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
08.08.2022 20:00:00
₾3.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
08.08.2022 20:00:00
₾5.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
08.08.2022 20:00:00
₾1.00

შემოწირულია:

₾2,061.00

109 დონორი

აირჩიეთ თანხა:

Გადახდის საშუალება:

გამოწერა:

შემოწირულია:

₾2,061.00

109 დონორი

დასრულებული!

მათ ძალიან სასწრაფოდ სჭირდებათ თქვენი დახმარება