ng ng

რეგულარული გადახდების ფუნქცია ხელმისაწვდომია

სახლში / პროექტები /

როდესაც დედას შვილი უკვდება, ის თვითონაც კვდება მასთან ერთად. ხოლო როდესაც მეორე შვილია სიკვდილის პირას, დედა ვალდებულია მკვდრეთით აღდგეს!

calendar ივლისი 28, 2022

ერთი ზარი გადაარჩენს სიცოცხლეს!

ტელეფონის ნომერი:

info

ფასი (გაითვალისწინეთ):

1 call - ₾2 GEL

მობილური პროვაიდერები

Mobile provider
Mobile provider
Mobile provider

დაეხმარეთ! გააგზავნეთ სმს

sms

თქვენ შეგიძლიათ გადაარჩინოთ ვინმეს სიცოცხლე და დაუახლოვდეთ ღმერთს! გაგზავნეთ SMS ნომერზე 97100 შეწირეთ ₾3 GEL

კოპირებულია

პოსტის გაზიარებაც დახმარებაა!

facebook google messanger viber telegram

„როგორ ავუხსნა დედიკოს სიყვების გარეშე, რომ მომშივდა? როგორ ვუთხრა რომ მწყურია? და თავი რომ მტკივა? ჩახუტება რომ მინდა ძალიან? მე შემიძლია ვთქვა მხოლოდ „უუუ“. დედიკო მიხვდება? არ გამიბრაზდება რომ სულ „უუუ“-ს ვიძახი?“
როდესაც ხათუნამ ფონდს დახმარება სთხოვა, მივხვდით, რომ ჩვენს გარეშე ის ვერ გადარჩებოდა. დღეს ხათუმა და მისი შვილი – ნიკა უნდა გაგაცნოთ.

ჩვენი ფონდის ანგარიშები:

Bank of Georgia

Bank logo

Ბანკის კოდი:

BAGAGE22 BAGAGE22

კოპირებულია

ნომერი:

GE64BG0000000470458000 GE64BG0000000470458000

კოპირებულია

TBC Bank

Bank logo

Ბანკის კოდი:

TBCBGE22 TBCBGE22

კოპირებულია

ნომერი:

GE15TB7194336080100003 GE15TB7194336080100003

კოპირებულია

Liberty Bank

Bank logo

Ბანკის კოდი:

LBRTGE22 LBRTGE22

კოპირებულია

ნომერი:

GE42LB0115113036665000 GE42LB0115113036665000

კოპირებულია

საქველმოქმედო ნომერი: ერთი ზარი გადაარჩენს სიცოცხლეს!

ტელეფონის ნომერი:

0901200270
როდესაც დედას შვილი უკვდება, ის თვითონაც კვდება მასთან ერთად. ხოლო როდესაც მეორე შვილია სიკვდილის პირას, დედა ვალდებულია მკვდრეთით აღდგეს!
კეთილო ადამიანო, დაუყოვნებლივ გააზიარე ეს პოსტი! დაეხმარე შენს მეგობრებსაც მონაწილეობა მიიღონ  ღვთისნიერ საქმეში!

„როგორ ავუხსნა დედიკოს სიყვების გარეშე, რომ მომშივდა? როგორ ვუთხრა რომ მწყურია? და თავი რომ მტკივა? ჩახუტება რომ მინდა ძალიან? მე შემიძლია ვთქვა მხოლოდ „უუუ“. დედიკო მიხვდება? არ გამიბრაზდება რომ სულ „უუუ“-ს ვიძახი?“
როდესაც ხათუნამ ფონდს დახმარება სთხოვა, მივხვდით, რომ ჩვენს გარეშე ის ვერ გადარჩებოდა. დღეს ხათუმა და მისი შვილი – ნიკა უნდა გაგაცნოთ. 
ხათუნა: ოჯახში ოთხნი ვართ: მე და მეუღლე, ნიკა და მეგი. ჩვენს უფროს შვილებს მარიამს და კახას თავიანთი ოჯახები ყავთ. 11 წლის წინ ჩვენს ოჯახში დიდი ტრაგედია დატრიალდა. 14 წლის ასაკში უბედურმა შემთხვევამ ჩემი ბიჭი ნიკა შეიწირა. მეგობრებთან ერთად დენის ტრანსფორმატორთან თამაშობდა და დენმა დაარტყა. ადგილზე მოკლა.

უფროსი ნიკა ყოველთვის ცოცხალია მშობლების გულებში. 

– სანამ პატარა ნიკაზე ვისაუბრებთ, გვიამბეთ, ეს ყველაფერი როგორ გადაიტანეთ?
ხათუნა: ვერ გადავიტანე, ახლა უბრალოდ ვარსებობ. ამ ტრაგედიის შემდეგ მეგი გაგვიჩნდა, მერე ნიკაც გვაჩუქა უფალმა. უფროსი გარდაცვლილი ძმის საპატივცემულოდ მასაც ნიკა დავარქვით. ბავშვებმა სიხარული შემოიტანეს ჩვენს განადგურებულ ოჯახში. ცხოვრებამ აზრი შეიძინა და უცებ ნიკას ავადმყოფობამ თავზარი დაგვცა. მშობიარობის დროს ნიკას გული გაუჩერდა, ვერ სუნთქავდა. სამი თვე ინკუბატორში იყო, საავადმყოფოში. ისეთი სუსტი იყო, კნუტივით კნაოდა. ტირილის ძალაც არ ჰქნდა. ჟანგბადის ნაკლებობის გამო თავში სითხე უგროვდებოდა. და ახლა 5 წლისაა და ვერც ლაპარაკობს, ვერც ჭამს თავისით, ერთი სათამაშო აქვს. დაიჭერს, მიიხუტებს, და ეღუღუნება, თითქოს თავის პრობლემებზე უყვება. 

ეს დათუნია პატარა ნიკას ერთადერთი მეგობარია. 

– პრობლემები როდის აღმოაჩნდა?
ხათუნა: შევამჩნიე, რომ ნიკას უჭირდა რაღაც მოქმედებების გაკეთება. 7 თვის რომ გახდა ცერებრული დამბლის დიაგნოზი დაუსვეს. ვიცი რომ ეს უკურნებელი სენია, მაგრამ ქირურგიული ჩარევის და მკურნალობის ფონზე ამ დაავადების შეჩერება და მართვაა შესაძლებელი. მას დამბლის მძიმე ფორმა აქვს, მისი სხეული თანდათან დეფორმირდებოდა. რამდენჯერმე უკვე ჩაუტარდა მყესების დაგრძელების ოპერაცია ფეხზე და ხელზე. ახლა მოძრაობა მაინც შეუძლია. საბავშვო ბაღშიც მინდოდა მისი შეყვანა, მაგრამ აღმზრდელები ამხელა პასუხისმგებლობას ვერ იღებენ. თავში მილი აქვს, რომლიდანაც იქ დაგროვილი სითხე გადმოდის. ღმერთმა არ ქნას და ვინმემ შემთხვევით დაუზიანოს. ამიტომ სახლში გვყავს და თვალის ჩინივით ვუფრთხილდებით. 

მარტო დედიკო ხვდება როგორ სტკივა მის პატარას, როცა ის ამას ვერც კი უხსნის. 

– თუ ამაზე საუბარი თქვენთვის მძიმეა, შევცვალოთ თემა.
ხათუნა: მიჭირს, მაგრამ მირჩევნია ამაზე ვისაუბრო და გაგიზიაროთ ჩემი ტკივილი. ყველა დედას ვუსურვებ, რომ არასდროს ენახათ შვილის ავადმყოფობა. ეს ყველაზე დიდი ბედნიერებაა!
– შეგიძლიათ იმ დედებს რამე ურჩიოთ, რომლებიც მსგავს მდგომარეობაში აღმოჩდნენ?
ხათუნა: არც პირველი ვარ და სამწუხაროდ არც უკანასკნელი ვიქნები. ასეთი დედები უამრავია. ვურჩევ, არასდროს დანებდნენ, არ შეწყვიტონ ბრძოლა შვილის ჯანმრთელობისთვის. ეს ძალიან ძნელია, მაგრამ ეს მძიმე ჯვარი ჩვენი სატარებელია და უნდა გავუძლოთ.
– ძალიან მნიშვნელოვანია. ალბათ მხოლოდ ასეთი განსაკუთრებული ბავშვების დედებს შეგიძლეათ ერთმანეთი გაანხნევოთ. თქვენი ოჯახის მთავარი პრობლემა რაში მდგომარეობს?

«ნიკა ძალიან გვიყვარხარ და შენ თავს არავის დავაჩაგვრინებთ!»

ხათუნა: გეტყვით, ნიკას მკურნალობისთვის ყველაფერი გავყიდეთ რაც გაგვაჩნდა, ავეჯიც, ჭურჭელიც. წამლები რომ გვეყიდა სულ ცოტა ხნის წინ ტელევიზორიც დავალომბარდეთ – ჩვენი ნიკას ერთადერთი გასართობი. მყესებზე ოპერაცია 2 წლის წინ გავუკეთეთ და დღემდე ვერ გადავიხადეთ საავადმყოფოს დავალიანება 1200 ლარი. ამის გამო გეგმურ გამოკვლევებზეც ვერ მიმყავს. ამ ვალის დაფარვა კი ჩვენი ოჯახისთვის არარეალურია.
– რაზე ცხოვრობთ?
ხათუნა: ჩვენი შემწეობა 200 ლარია, ძალიან მაღალი ქულები მოგვანიჭეს. როცა განცხადება შევიტანე და ქულების დაკლება ვითხოვე, სოცმუშაკმა პირდაპირ მითხრა: „შენი შვილის პენსიას ხომ იღებ, რა არ გყოფნისო“ წარმოგიდგენიათ? აი, მართლა რომ არაფერი მეკუთვნოდეს პენსიის გარდა, ავადმყოფი შვილის დედას ასეთი რამე უნდა უთხრა? ყველას ხონ არ აქვს ნერვები მწყობრში. იქ ვერაფერი ვუთხარი, გამოვედი და ვტიროდი. უკეთესი იქნებოდა ნაჯახი ჩაერტყათ. ვფიქრობ, სპეციალურად იყვანენ სამსახურში ასეთ უგულო ადამიანებს. აი, უარყოფითი პასუხის თქმაც ხომ შეიძლება ადამიანურად, გული რომ არ ეტკინოს ისედაც გაუბედურებულ ხალხს. უჰ, რამდენს ვლაპარაკობ. 

«ერთი ნაბიჯი დედიკოს ხათრით, ერთი მამიკოს ხათრით… ვიცი გტკივა, მაგრამ უნდა მოითმინო»

– რას ამბობთ, მიტომ ვართ თქვენთან, რომ თქვენი პრობლემების შესახებ მთელ საქართველოს მოვუყვეთ. გვითხარით, ვინ გეხმარებათ. მხარდაჭერის გარეშე ალბათ ძალიან გაგიჭირდებოდათ.
ხათუნა: მეუღლე და უფროსი შვილები მეხმარებიან. ფინანსურად ვერა, მაგრამ რამხელა მნიშვნელობა აქვს რომ მეტყვიან, მარტო არ ხარო და ერთად ყველაფერს შევძლებთო. მეუღლე სამუშაოს ვერ პოულობს, ამიტომ ნიკასთანაა სულ. მე კი ვმუშაობ სოციალურ სასადილოში მზარეულად. ხელფასი მერიცხება 330 ლარი – ესაც დიდი შეღავათია. გრაფიკიც კარგია, დილიდან 3 საათამდე. მერე კი ბავშვებთან ვატარებ მთელ თავისუფალ დროს. 
– რაზე ოცნებობდით ოჯახი რომ შექმენით? ოდესმე გიფიქრიათ, რომ ასეთი უბედურება დაგატყდებოდათ თავს?
ხათუნა: ახალგაზრდები ვიყავით ოჯახი რომ შევქმენით. ერთმანეთი დღემდე ძალიან გვიყვარს. ხმამაღალი სიტყვაც არ გვითქვამს ერთმანეთისთვის. არც გვიკამათია. უფროსი შვილი 27 წლისაა, გოგონა 20 წლისაა. მაგრამ ჩვენი შვილი რომ გარდაიცვალა, ყველა ჩენი ოცნება მასთან ერთად დავასამარე. მერე ღმერთმა მეგი და ნიკა გვაჩუქა. მაგრამ ალბათ ასე არ ხდება, რომ ცხოვრებაში ყველაფერი იდეალურად იყოს. 

მამამ ნიკასთვის ეს მოწყობილობა გააკეტა, რომ ნიკამ იმოძრაოს და კუნთები არ გაუქვავდეს.

– ჩვენ რით შეგვიძლია დაგეხმაროთ. 
ხათუნა: ძალიან მჭირდება პამპერსი, წამლები, მაცივარი და მოწყობილობა ნიკამ რომ იაროს. ამაში თუ დაგვეხმარებით დიდ ბედნიერებას მოიტანთ ჩვენს ოჯახში. იქნებ ჩვენი დავალიანების დაფარვაშიც მოგვეხმაროთ, საავადმყოფოში რომელიც გვაქვს? ჩემი შვილის მიყვანა რომ შევძლო გამოკვლევებზე.
***
მეგობრებო, არ გვაქვს მორალური უფლება, არ დავეხმაროთ ამ ოჯახს. ვილოცოთ უფროსი ნიკას სულისთვის და პატარა ნიკას ჯანმრთელობისთვის. ვთხოვოთ ღმერთს, რომ ამ არაჩვეულებრივი ბიჭუნას ცხოვრება არ შეწყდეს, დიდხანს რომ ახარებდეს თავის დედიკოს და მამიკოს. 
ნიკას სასიცოცხლოდ სჭირდება მედიკამენტები, პამპერსი და საყოფაცხოვრებო ტექნიკა. დაეხმარეთ ნაჭყებიების ოჯახს! ჩათვალეთ, რომ ეს თქვენი ახლობლები არიან. 
თუ გსურთ ეს ოჯახი გაიცნოთ, და დაეხმაროთ შეგიძლიათ ესტუმროთ: წალენჯიხა, მშვიდობის ქ. 9
ყოველთვის, როცა ვინმეს დახმარება შეგიძლია, დაეხმარე და გაიხარე, რომ ვიღაცის ლოცვებს, ღმერთი შენი მეშვეობით პასუხობს. 
გვჯერა, ერთად შეგვიძლია გადავარჩინოთ ეს ოჯახი. 
არ დაგავიწყდეთ ამ პოსტის გაზიარება, რათა თქვენმა მეგობრებმაც შეიტყონ ამ ოჯახის გასაჭირის შესახებ! ეს ძალიან მნიშვნელოვანია!
მეგობრებო, კიდევ ერთი თხოვნა გვაქვს თქვენთან: თუკი შეიტყობთ, რომ თქვენს ნაცნობს ან მეზობელს სჭირდება დახმარება, გთხოვთ, გამოიჩინოთ გულისხმიერება და მოგვწეროთ ამის შესახებ ელექტრონულ მისამართზე: office-fsp@fsp.ge
ფონდის ანგარიშებია:
#GE15TB7194336080100003
#GE42LB0115113036665000
#GE64BG0000000470458000
(დანიშნულება: ნაჭყებიების ოჯახი)
თანხის ჩარიცხვა ასევე შეგიძლიათ ჩვენი ვებ-გვერდის მეშვეობით
ასევე, თანხის ჩარიცხვა შესაძლებელია TBCpay და ExpressPay ტერმინალებიდან. მოძებნეთ ჩვენი ფონდი ქვეთავში “ქველმოქმედება“ (ფონდის დამატებით უფლება- მოვალეობებს შეგიძლიათ გაეცნოთ ბმულზე https://goo.gl/GY2Gus)
        ერთად, ჩვენ უკვე ათასობით გაჭირვებულს დავეხმარეთ. გავუმართოთ ხელი ამ ოჯახსაც! ვინ იცის, იქნებ სრულიად უცხო ადამიანების დახმარება ოდესმე თავადაც დაგვჭირდეს?! რადგან არავინ იცის, რას გვიმზადებს ცხოვრება ხვალ!
შესანიშნავი სიახლე გვაქვს! ახლა შეგიძლიათ ჩვენი ბენეფიციარების ისტორიების წაკითხვა 
ინსტაგრამზე: https://www.instagram.com/chernovetskyi.fund/ 
ტელეგრამზე: https://t.me/ChernovetskyiFund
თქვენს მიერ განხორციელებულ მხოლოდ ერთ ზარს
სპეციალურ ნომერზე 0901200270
ადამიანის სიცოცხლის გადარჩენა შეუძლია
დალოცვილები ყოფილიყავით!

თარიღი
სახელი
თანხა
სტატუსი
2022 სექ 30
ფონდის ზედნადები ხარჯები
545.00₾
2023 იან 09
საყოფაცხოვრებო ტექნიკა
1328.00₾
2023 იან 09
სკამები
400.00₾
2023 იან 17
კომუნალური გადასახადი-გაზი
349.62₾
2023 თებ 14
მედიკამენტები
209.44₾
2024 აპრ 19
ტელევიზორი(დამატება)
100.00₾

სულ ხარჯები:

2932.06₾

დარჩა:

0.73₾
შემოწირულობის გაღება
თანხა
გმადლობთ, კეთილო გულო!
30.12.2023 20:00:00
₾100.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
29.10.2022 14:58:09
₾83.27
გმადლობთ, კეთილო გულო!
24.10.2022 20:00:00
₾2.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
19.10.2022 00:50:58
₾15.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
05.10.2022 20:00:00
₾1.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
03.10.2022 01:36:58
₾1.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
26.09.2022 20:00:00
₾5.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
26.09.2022 10:52:22
₾5.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
21.09.2022 20:00:00
₾1.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
21.09.2022 20:00:00
₾5.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
20.09.2022 20:00:00
₾10.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
20.09.2022 20:00:00
₾10.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
19.09.2022 20:00:00
₾10.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
19.09.2022 20:00:00
₾1.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
19.09.2022 20:00:00
₾15.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
19.09.2022 20:00:00
₾10.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
19.09.2022 20:00:00
₾10.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
19.09.2022 20:00:00
₾10.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
18.09.2022 20:00:00
₾5.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
18.09.2022 20:00:00
₾20.00

შემოწირულია:

₾2,932.79

253 დონორი

აირჩიეთ თანხა:

Გადახდის საშუალება:

გამოწერა:

შემოწირულია:

₾2,932.79

253 დონორი

დასრულებული!

მათ ძალიან სასწრაფოდ სჭირდებათ თქვენი დახმარება