ng ng

რეგულარული გადახდების ფუნქცია ხელმისაწვდომია

სახლში / პროექტები /

„თვის ბოლოს მხოლოდ ხმელ პურს ვჭამთ, სხვა არაფერი გვაქვს.“ მათ არავინ ჰყავთ, დახმარებისთვის რომ მიმართონ! დედა ირინა და მისი მძიმედ დაავადებული შვილი თქვენ გთხოვენ დახმარებას

calendar აგვისტო 4, 2022

ერთი ზარი გადაარჩენს სიცოცხლეს!

ტელეფონის ნომერი:

info

ფასი (გაითვალისწინეთ):

1 call - ₾2 GEL

მობილური პროვაიდერები

Mobile provider
Mobile provider
Mobile provider

დაეხმარეთ! გააგზავნეთ სმს

sms

თქვენ შეგიძლიათ გადაარჩინოთ ვინმეს სიცოცხლე და დაუახლოვდეთ ღმერთს! გაგზავნეთ SMS ნომერზე 97100 შეწირეთ ₾3 GEL

კოპირებულია

პოსტის გაზიარებაც დახმარებაა!

facebook google messanger viber telegram

ის 17 წლისაა, მაგრამ დედის გარეშე, ვერაფერს აკეთებს. რომ მოშივდება, დედას ხელს ჩაჰკიდებს და სამზარეულოსკენ ექაჩება. „საყვარელი სანახავი იყო, ამას 2 წლის ასაკში რომ აკეთებდა. ახლა კი, გულსაკლავია ამის ყურება“.

ჩვენი ფონდის ანგარიშები:

Bank of Georgia

Bank logo

Ბანკის კოდი:

BAGAGE22 BAGAGE22

კოპირებულია

ნომერი:

GE64BG0000000470458000 GE64BG0000000470458000

კოპირებულია

TBC Bank

Bank logo

Ბანკის კოდი:

TBCBGE22 TBCBGE22

კოპირებულია

ნომერი:

GE15TB7194336080100003 GE15TB7194336080100003

კოპირებულია

Liberty Bank

Bank logo

Ბანკის კოდი:

LBRTGE22 LBRTGE22

კოპირებულია

ნომერი:

GE42LB0115113036665000 GE42LB0115113036665000

კოპირებულია

საქველმოქმედო ნომერი: ერთი ზარი გადაარჩენს სიცოცხლეს!

ტელეფონის ნომერი:

0901200270
 „თვის ბოლოს მხოლოდ ხმელ პურს ვჭამთ, სხვა არაფერი გვაქვს.“ მათ არავინ ჰყავთ, დახმარებისთვის რომ მიმართონ! დედა ირინა და მისი მძიმედ დაავადებული შვილი თქვენ გთხოვენ დახმარებას
კეთილო ადამიანო, დაუყოვნებლივ გააზიარე ეს პოსტი! დაეხმარე შენს მეგობრებსაც, მონაწილეობა მიიღონ ღვთისნიერ საქმეში!

          ის 17 წლისაა, მაგრამ დედის გარეშე, ვერაფერს აკეთებს. რომ მოშივდება, დედას ხელს ჩაჰკიდებს და სამზარეულოსკენ ექაჩება. „საყვარელი სანახავი იყო, ამას 2 წლის ასაკში რომ აკეთებდა. ახლა კი, გულსაკლავია ამის ყურება“.
         ირინა: ჩემთვის, უკვე 17 წელია, არაფერი იცვლება. თითქოს ერთი და იგივე დღე მეორდება ჩემს ცხოვრებაში. ადექი. აჭამე. ჩააცვი. დაბანე. პამპერსი გამოუცვალე. სასეირნოდ გაიყვანე. ტანსაცმელი გამოუცვალე. აბანავე. დააძინე. ლოცვა წაიკითხე, მიუწექი და დაიძინე – ესაა ჩემი ცხოვრება. შვილს ერთი წუთითაც ვერ ვტოვებ. ერთი წუთითაც კი! 
         – დიდი ხანია მარტო ხართ?
         ირინა: არა, სამი წლის წინ წავიდა მეუღლე. საკუთარი ინიციატივით. ვერ ვიტყვი, შვილის ავადმყოფობის გამო რომ მიგვატოვა. მაგრამ, მიზეზიც ზუსტად არ ვიცი.

 „ჩემი შვილი სამუდამოდ ჩვილი დარჩება“

         – თამაზი რომ დაიბადა, როგორი დამოკიდებულება ჰქონდა მის მიმართ?
        ირინა: ნორმალური. მეხმარებოდა მის მოვლაში. ყველაზე მეტად კი, თამაზიკო ჩემს მამამთილს უყვარდა, მთელი გულით, ყველაფერს აკეთებდა მისთვის. თამამად ვიტყვი, რომ ახლა, თამაზს  დამოუკიდებლად გადაადგილება მხოლოდ მეუღლის მამის თანადგომის წყალობით შეუძლია.
         – თავიდან რას გრძნობდით, მარტო რომ დარჩით თამაზთან ერთად?
         ირინა: მეუღლემ სამი თვის ქირა გადაიხადა და მორჩა… მას შემდეგ, ხშირად მიწევდა ბინის შეცვლა. აქ კი, უკვე ერთი წელია ვცხოვრობთ. ისეთი თბილი და გულკეთილი პატრონი შეგვხვდა. ქირას არ გვიმატებს და გადახდას თუ დავაგვიანებ, გარეთ არ გვაგდებს. ადრე, ერთ დღესაც არ გვპატიობდნენ. მაშინვე ბინის დაცლას ითხოვდნენ. წარმოიდგინეთ, როგორია, ქუჩაში რომ აღმოჩნდები, ავადმყოფ ბავშვთან ერთად, რომელსაც ნორმალურად სიარულიც კი არ შეუძლია?

 „როგორ შეიძლება თამაზის ქუჩაში გაგდება? თქვენ შეძლებდით?“

         – როგორც ვხედავ, პირობებიც ნორმალურია და ყველანაირი ტექნიკაც  გაქვთ.
         ირინა: ხომ იცით, როგორ ხდება საქართველოში, სრულიად უცხო ადამიანმა, შეიძლება იმდენი სიკეთე გაგიკეთოს, რასაც არ გააკეთებს ყველაზე ახლობელი. უფალს მადლობას ვწირავ იმისთვის, რომ ეს უკეთილშობილესი ქალბატონი გამოგვიგზავნა. ყველაფერი დაგვიტოვა, ტელევიზორიც კი, იმიტომ, რომ დაინახა, ჩემს ბიჭს სიმღერების მოსმენა როგორ უყვარს. როგორ ჰყვება. ეს მისთვის,  ერთადერთი სიხარულია. 
         – ღმერთმა ყველა შეახვედროს ასეთ ადამიანს ცხოვრების გზაზე! ირინა, როგორ ახერხებთ ქირის გადახდას, პამპერსისა და საკვების ყიდვას?
        ირინა: ჩვენი ერთადერთი შემოსავალია, სოციალური დახმარება 170 ლარი და შვილის პენსია – 275. თავად დათვალეთ. დიდია უკვე, ვერ დავტოვებ პამპერსის გარეშე. მისთვის ეს კატასტროფაა. 3 შეკვრა გვჭირდება თვეში. თითო 40 ლარი ღირს… ამსა კომუნალური გადასახადებიც ემატება… თვეში, მხოლოდ 150 ლარი გვრჩება საჭმლისთვის. როგორ გამოკვებო ბავშვი ამ თანხით? თამაზს კი, სულ შია.

 „რომ მოშივდება, თამაზი დედას ხელს ჩაჰკიდებს და სამზარეულოში მიჰყავს ხოლმე“

        – საერთოდ როგორ გაგებინებთ, რომ შია?
        ირინა: ერთი სიტყვაც კი არ უთქვამს არასდროს. რომ მოშივდება, მაგიდასთან მიხოხდება, კოვზს აიღებს და ჩემთვის მოაქვს ხოლმე. ან ხელს ჩამკიდებს და სამზარეულოსკენ მექაჩება. დღეში რამდენიმეჯერ აკეთებს ასე… როგორ ავუხსნა, რომ ნაკლები უნდა ჭამოს? მას ხომ არაფერი ესმის. კიდევ კარგი, დამამშვიდებლებს მაინც გვაძლევენ უფასოდ. მაგრამ, თუ რამე ასტკივდა, ან სიცხემ აუწია, სიცხის დამწევის ყიდვის საშუალება ყოველთვის არ მაქვს.
 

„თვის ბოლოს, როდესაც დახმარების თანხა ამოწურულია, საბრალო თამაზი ცარიელ პურს ღეჭავს“

         – ვინმე თუ გყავთ, დახმარებისთვის რომ მიმართოთ რთულ მომენტში?  ნათესავები, ან ახლობლები?
        ირინა: ყველაზე მძიმე წუთებში, სრულიად უცხო ადამიანები მიდგანან გვერდში. მეზობლები, უბრალოდ ადამიანები, რომლებმაც ჩემი გასაჭირის შესახებ იციან. მაღაზიაშიც კი, ხანდახან, რაღაცეებს უფასოდ მაძლევენ. ფონდსაც იმიტომ მივმართე, რომ უცხო ადამიანების სიკეთის მჯერა.
       – ვერც კი წარმოიდგენთ, რამდენი კეთილი ადამიანი გამოგეხმაურებათ. მითხარით, რა სახის დახმარება და თანადგომა გჭირდებათ პირველ რიგში? 
         ირინა: პირველი არის პამპერსი, მეორე კი – საკვები პროდუქტი. თუ ეს თანხა დამეზოგება, ვფიქრობ, ვიმყოფინებთ პენსიას. კიდევ, ჩემი დიდი ოცნებაა ტელევიზორი. ის, რომელიც ბინის პატრონმა გვათხოვა, უკვე ძველია და არ აჩვენებს, ხანდახან. თუ ამ სიკეთეს გაუკეთებთ ჩემს შვილს, უსაზღვროდ მადლობელი ვიქნები თქვენი.

 „ჩემი ცხოვრება მხოლოდ შვილს ეკუთვნის – ასეთია შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვების, მარტოხელა დედების ხვედრი“

        – მთელი საქართველო გაიგებს თქვენს თხოვნას!
        ირინა: შეიძლება, იმის გარდა, რაც მჭირდება, მივმართო ყველა იმ დედას, ვისაც შეზღუდული შესაძლებლობების მქონე შვილი ჰყავს და მარტო დარჩნენ? გამაგრდით, გოგონებო, ეს ძალიან რთულია. თავი ხელში აიყვანეთ და დარდი ერთხელ, ბოლომდე გამოიტირეთ. მერწმუნეთ, მერე აღარ გექნებათ ამის დრო. ბედს შეეგუეთ და ზიდეთ თქვენი ჯვარი. უფალს მადლობა შესწირეთ თქვენს შვილებთან გატარებული ყოველი დღისთვის. მათ არავინ ჰყავთ თქვენს გარდა! გთხოვთ, ძლიერები იყავით.

 „როგორებიც არ უნდა იყვნენ ჩვენი შვილები, ისინი ჩვენები არიან და მათზე პასუხს ჩვენ ვაგებთ“

* * * 
        მხოლოდ დედებს შეუძლიათ ასეთი გმირობის ჩადენა. მხოლოდ მათ შეუძლიათ, 17 წელი ხელით ატარონ შვილი და  უკმაყოფილების ერთი სიტყვაც არ წამოცდეთ. მხოლოდ მათ შეუძლიათ, უფალს შვილთან გატარებული ყოველი წუთისთვის შესწირონ მადლობა. ასეთი დედების მარტო მიტოვება არ შეიძლება!
        მეგობრებო, მოდით, გავერთიანდეთ ისე, როგორც ჩვენ ვიცით! დავეხმაროთ ირინას და თამაზს. ნუ მივატოვებთ ბედის ანაბარა ამ გმირ დედას. ახლა, ისე სჭირდებათ ჩვენი დახმარება, როგორც მწყურვალეს წყალი!
        თუ მოახერხებთ, რომ ოჯახი პირადად მოინახულოთ და მხარში დაუდგეთ, ირინას ძალიან გაახარებთ. მათ მხოლოდ საკვები პროდუქტი და პამპერსი სჭირდებათ, დანარჩენი კი, თქვენ გადაწყვიტეთ!
        თუ ვინმეს სურვილი ექნება, მოინახულოს და დახმარება პირადად გაუწიოს, მათი მისამართია: ზესტაფონი, კვალითი, შათირიშვილის ქ. 23.
ყოველ ჯერზე, როდესაც ვინმეს დახმარება შეგიძლიათ, უბრალოდ დაეხმარეთ და გაიხარეთ, რომ ღმერთი თქვენი მეშვეობით პასუხობს ვიღაცის ლოცვებს!
გვჯერა, რომ ერთად შევძლებთ, გარდაუვალ დაღუპვას გადავარჩინოთ ისინი!
არ დაგავიწყდეთ ამ პოსტის გაზიარება, რათა თქვენმა მეგობრებმაც შეიტყონ ამ ოჯახის გასაჭირის შესახებ! ეს ძალიან მნიშვნელოვანია!
მეგობრებო, კიდევ ერთი თხოვნა გვაქვს თქვენთან: თუკი შეიტყობთ, რომ თქვენს ნაცნობს ან მეზობელს სჭირდება დახმარება, გთხოვთ, გამოიჩინოთ გულისხმიერება და მოგვწეროთ ამის შესახებ ელექტრონულ მისამართზე: office-fsp@fsp.ge
ჩვენი ფონდის ანგარიში:
#GE15TB7194336080100003
#GE42LB0115113036665000
#GE64BG0000000470458000
(დანიშნულება: ფერაძეების ოჯახი).
თანხის ჩარიცხვა ასევე შეგიძლიათ ჩვენი ვებ-გვერდის მეშვეობით
ასევე, თანხის ჩარიცხვა შესაძლებელია TBCpay და ExpressPay ტერმინალებიდან. მოძებნეთ ჩვენი ფონდი ქვეთავში “ქველმოქმედება“ (ფონდის დამატებით უფლება- მოვალეობებს შეგიძლიათ გაეცნოთ ბმულზე https://goo.gl/GY2Gus).
        ერთად, ჩვენ უკვე ათასობით გაჭირვებულს დავეხმარეთ. გავუმართოთ ხელი ამ ოჯახსაც! ვინ იცის, იქნებ სრულიად უცხო ადამიანების დახმარება ოდესმე თავადაც დაგვჭირდეს?! რადგან არავინ იცის, რას გვიმზადებს ცხოვრება ხვალ!
შესანიშნავი სიახლე გვაქვს! ახლა შეგიძლიათ ჩვენი ბენეფიციარების ისტორიების წაკითხვა ინსტაგრამზე: https://www.instagram.com/chernovetskyi.fund/ და ტელეგრამზე: https://t.me/ChernovetskyiFund
თქვენს მიერ სპეციალურ ნომერზე 0901200270, განხორციელებულ მხოლოდ ერთ ზარს, ადამიანის სიცოცხლის გადარჩენა შეუძლია! დალოცვილები ყოფილიყავით!

ფონდის დიდ და მოსიყვარულე ოჯახში ძალიან კარგად ვგრძნობთ თავს!

კეთილო ადამიანო, დაუყოვნებლივ გააზიარე ეს პოსტი! დაეხმარე შენს მეგობრებსაც მონაწილეობა მიიღონ ღვთისნიერ საქმეში!

 „როგორ მიხარია, ჩემი შვილი კმაყოფილი და ბედნიერი რომ არის. თქვენს დიდ და მოსიყვარულე ოჯახში კარგად ვგრძნობთ თავს“

თამაზი ვერასდროს შეამჩნევს, რომ სახლში ახალი ნივთები გაჩნდა: გაზქურა, მაცივარი, სარეცხი მანქანა. მას ცერებრული დამბლა აქვს და ამიტომაც, მუდამ პატარა ბავშვივით იქნება – ვერ ლაპარაკობს, ვერ ჭამს, თვითონ ვერ იცვამს. ხელჩაკიდებული დაჰყვება დედას. მაგრამ, არსებობს ერთი რამ, რასაც ის ყოველთვის ამჩნევს და ეს გემრიელი საჭმელია! უზომოდ ბედნიერია, როდესაც მიირთმევს ახალი გაზქურის ღუმელში გამომცხვარ ხაჭაპურს. ასევე, უდიდესი სიამოვნებით აგემოვნებს დედიკოს მომზადებულ გუფთას.

ის ვერასდროს გაიგებს, რომ ჩვენი პროექტის შემდეგ, ასობით ადამიანს შეუყვარდა. მაგრამ ისევე, როგორც ყველა პატარას, გემრიელი სადილი და სუფთა პამპერსი მოსწონს. მისმა მარტოხელა დედიკომ, ირინამ კი, ძალიან კარგად იცის, როგორ დაუდექით მათ მხარში და თქვენი უსაზღვროდ მადლიერია.

თამაზი ვერასდროს გაიგებს, რომ პროექტის შემდეგ, ის ასობით ჩვენს მკითხველს შეუყვარდა. უდიდეს მადლობას გიხდით იმისთვის, რომ მის კომფორტზე იზრუნეთ მთელი გულით!

ირინა: რა კარგია, რომ თქვენი პროექტი არსებობს. სხვას ვის უნდა მიმართონ ჩვენისთანა შეჭირვებულმა ადამიანებმა?! რა კარგია, ჩემს მეზობელს რომ დავუჯერე და მოგწერეთ. თავიდან კი მერიდებოდა, ამდენი ხალხის შეწუხება, მაგრამ მან მითხრა: „ირინა, თავიდან ბოლომდე იზრუნებენ თქვენზე, მისწერე, ჩქარა.“

ზუსტად ასე მოხდა ყველაფერი: ტექნიკაც მივიღეთ, პამპერსიც, პროდუქტიც და მედიკამენტებიც. მიგვიღეთ და  შეგვიყვარეთ ისე, როგორც საკუთარი ოჯახის წევრები. მეც აღარ მერიდება ისე ძალიან, რადგან ვხედავ, რომ თქვენი ფონდი არის ერთი დიდი ოჯახი, სადაც ყველა ერთმანეთზე ზრუნავს. მკითხველები უბრალოდ რეკავენ, კითხულობენ რა გვჭირდება და რა გვაკლია, მერე კი გვეხმარებიან. ძალიან გულთბილი თანამშრომლები გყავთ და ყველანაირად ზრუნავენ ჩვენზე. ძალიან მომწონს, რომ თქვენი დიდი ოჯახის წევრი ვარ, თქვენს სიყვარულს და ყურადღებას რომ ვგრძნობ. აქ შეიკრიბნენ გულისხმიერი ადამიანები, ვისაც გულთან ახლოს მიაქვს სხვის ტკივილი და უთანაგრძნობს. თავად უფალმა შეგკრიბათ ერთად.

– საჩუქრებიდან ყველაზე მეტად რა მოგეწონათ?

ირინა: აქ ყველაფერი არის იმისთვის, რომ ამოვისუნთქო და ნაკლებად დავიღალო. ძალიან დიდი მადლობა ყველას! ორკამფორიანი ქურა მქონდა, რომელიც საშინლად ბოლავდა. თქვენ კი, დიდი გაზქურა მაჩუქეთ საცხობი ღუმელით. ყველის ყიდვას როგორც კი ვახერხებ ან თამაზისთვის ვინმე თუ მომცემს, მაშინვე ხაჭაპურს ვაცხობ. ვერც კი წარმოიდგენთ, რა ბედნიერია ჩემი ბიჭი! მისთვის ხომ, ჭამა არის ერთადერთი სიამოვნება! ვაცხობ ორცხობილებს და კექსებს. როგორ მახარებს მისი ღიმილი. ვაჭმევ და ვკოცნი.

 „ძალიან კარგი ღუმელია! თამაზის ხაჭაპურსაც ვუცხობ და ორცხობილებსაც. მთავარია პროდუქტი მქონდეს, ჩემი ბიჭისთვის ყველაფერს მოვამზადებ!“ 

 „მორჩა! არანაირი ხელით რეცხვა! თქვენ მე უბრალოდ გადამარჩინეთ!“

არაერთხელ პროდუქტიც მოვიმარაგე თქვენი წყალობით. მაღაზიიდან მომქონდა ფარში, ქათმის ხორცი, ბურღულეული. თამაზიკოს გულის გასახარად გემრიელობები – ტკბილეული ან თხილი. ხარჯიც შემიმცირდა თქვენი დამსახურებით, პენსია და სოციალური შემწეობა მთლიანად საკვებ პროდუქტზე აღარ მეხარჯებოდა.

დროც მეზოგება, ხელით რომ აღარ ვრეცხავ, მანქანაში ვყრი ყველაფერს. თამაზიკოს პამპერსი აქვს და მისი საწოლის თეთრეულიც ყოველთვის სუფთაა. სულ ცოტა ხნის წინ, ფონდიდან 150 ლარის პამპერსი მომიტანეს. ძალიან გამიხარდა, ჩვენ ხომ, პამპერსი და პროდუქტი გვჭირდება ყველაზე მეტად.

 „უზომოდ მიხარია, რომ ახალი მაცივარი გვაქვს. ახლა, მოწესრიგებულია ჩემი სამზარეულო“

 „პამპერსი და პროდუქტი გვჭირდება ყველაზე მეტად. თვეში სამი შეკვრა პამპერსი გვინდა“

– მოდით, ზუსტად ასე დავწეროთ და მკითხველსაც ეცოდინება, რომ პამპერსითა და პროდუქტით დახმარება ყოველთვის გჭირდებათ. კიდევ რა გაწუხებთ, მოსაგვარებელი რა დაგრჩათ?

ირინა: დიახ, თამაზიკოს დღეში სამი ცალი პამპერსი სჭირდება, ზამთარში უფრო მეტიც. თვეში სამი შეკვრა საერთო ჯამში. ძალიან ვდარდობ იმის გამო, რომ არ გვაქვს საკუთარი ჭერი. იძულებული ვარ, უნარშეზღუდულ შვილთან ერთად ბინიდან ბინაში ვიწანწალო. მაგრამ, ეს საკითხი თქვენ კი არა, უფრო მთავრობას ეხება, რომლისგანაც დახმარებას, მგონი, ტყუილად ველი.

– მიმართეთ? აუხსენით თქვენი მდგომარეობა?

ირინა: დიახ და თან, არაერთხელ. რამდენიმე დღის წინ, გამგეობას მივმართე თხოვნით, ამ თვის ქირა რომ დაეფარათ. რამდენიმე თვის ქირის გადახდაც კი, ძალიან დიდი დახმარება იქნება ჩემთვის. მაგრამ არა, არ უნდათ, გულთან ახლოს არ მიიტანეს.

– რას ნიშნავს თქვენთვის ჩვენი მკითხველების დახმარება და თანადგომა? 

ირინა: გადარჩენას, როდესაც ყველა სხვა კარი იკეტება. მხოლოდ ძალიან ნათელი სულის მქონე ადამიანები გრძნობენ სხვის ტკივილს და ყველანაირად ცდილობენ დახმარებას. ნეტავ მქონდეს საშუალება, რომ მეც თქვენნაირად მოვიქცე და ამ ფილოსოფიის მიხედვით ვიცხოვრო. მიუხედავად ამდენი სირთულისა, თქვენი ოპტიმისტური განწყობა მეც გადამედო და იმედიც მომეცა.

 „ჩემი ბიჭიც გრძნობს ჩემს დადებით განწყობას. თქვენთან დამეგობრების მერე, მეც ოპტიმიზმითა და იმედით ამევსო გული” 

 როდესაც ამ პატარა ოჯახს ვეხმარებით პროდუქტითა და პამპერსით, დედას, ირინას შესაძლებლობა ეძლევა პენსიისა და სოციალური შემწეობის თანხა სხვა უამრავი მნიშვნელოვანი საკითხის მოსაგვარებლად დახარჯოს. ჩვენი პროექტის მიმდინარეობის პერიოდში, თამაზი გაიზარდა, ის უკვე 18 წლისაა და ულვაშიც კი ეტყობა. მაგრამ, ის ვერასდროს იზრუნებს საკუთარ თავსა და დედიკოზე. ვერც იმას მიხვდება, რამდენი კეთდება მისთვის. სამაგიეროდ, უფალი ყოველთვის ხედავს თქვენს გულისხმიერებას, სიყვარულსა და თანადგომას.

 თუკი გიმძიმთ საყოფაცხოვრებო სირთულეებისა და გადაუჭრელი საკითხების გამო, რამდენიმე წამით ყურადღება ჩვენს „ფეისბუქის“ პოსტებზე გადაიტანეთ; ან უმჯობესია, ჩვენს ნებისმიერ ბენეფიციარს დაურეკოთ და ყველა თქვენი პრობლემა უმნიშვნელოდ მოგეჩვენებათ მათთან შედარებით, ვისაც ცხოვრების ყველაზე მძიმე წუთს დაეხმარეთ.

მათ პრობლემებთან შედარებით, ჩვენი პრობლემები არაფერია! აი, ნამდვილი გაჭირვება! ის თქვენს წინაშეა! უფალს მადლობა შესწირეთ იმისთვის, რაც გაგაჩნიათ! თქვენ უბედნიერესი ადამიანი ხართ! გახსოვდეთ ეს და დაეხმარეთ შეჭირვებულებს.

სამწუხაროდ, ამ და კიდევ უამრავი სხვა ოჯახის პრობლემები არ დასრულებულა, ამიტომ, დროდადრო გადახედეთ ხოლმე ამ საბრალო ადამიანების ისტორიებს ჩვენს ვებ-გვერდზე და ესაუბრეთ მათ. ყოველ ჯერზე, როდესაც მორიგი შეჭირვებული ადამიანის ნომერს აკრეფთ, თქვენ აუცილებლად იგრძნობთ უფლის კურთხევას! აუცილებლად! განაგრძეთ ამ ოჯახების დახმარება! სწორედ ეს არის საუკეთესო ღვთისმსახურება! 

მეგობრებო, თქვენთან კიდევ ერთი თხოვნა გვაქვს – თუკი შეიტყობთ, რომ თქვენს ნაცნობს ან მეზობელს სჭირდება დახმარება, გთხოვთ გამოიჩინოთ გულისხმიერება და ამის შესახებ მოგვწეროთ ელექტრონულ მისამართზე: office-fsp@fsp.ge 

თქვენი სიკეთე, არის შესაძლებლობა, თავადაც ყველაფერში ბედნიერი რომ იყოთ!

მეგობრებო, კიდევ ერთხელ დიდი მადლობა ყველას!

ჩვენი ფონდის ანგარიშები:

საქართველოს ბანკი GE64BG0000000470458000

თი ბი სი ბანკი GE15TB7194336080100003

ლიბერთი ბანკი GE42LB0115113036665000 

 (დანიშნულება: ფერაძეების ოჯახი)

თანხის ჩარიცხვა შესაძლებელია ჩვენი ვებგვერდის მეშვეობით: „TBC ბანკი“ (GeoPay), „საქართველოს ბანკი“ (e-commerce), „ლიბერთი ბანკი“ (PayGe), PayPal.

 თანხის ჩარიცხვა ასევე შესაძლებელია ტერმინალებიდან:  TBCpay, ExpressPay, PayBox (OPPA). ჩვენს ფონდს იპოვით ქვეთავში “ქველმოქმედება“. ინფორმაციას ფონდის დამატებითი უფლება-მოვალეობების შესახებ შეგიძლიათ გაეცნოთ ბმულზე: https://goo.gl/GY2Gus

 სპეციალურ ნომერზე:  0901200270  განხორციელებულ მხოლოდ ერთ ზარს ადამიანის სიცოცხლის გადარჩენა შეუძლია! დალოცვილები ყოფილიყავით!

  ვიფიქროთ იმაზე, რომ შეჭირვებულთა დახმარებით და მათი ტკივილის გაზიარებით, ჩვენ ვზრუნავთ საკუთარ სულზე და ვუახლოვდებით უფალს!

თარიღი
სახელი
თანხა
სტატუსი
2022 სექ 27
პამპერსები
120.01₾
2022 სექ 27
პროდუქტები
199.95₾
2022 ოქტ 07
მაცივარი
719.00₾
2022 ოქტ 31
ფონდის ზედნადები ხარჯები
600.00₾
2022 დეკ 16
მედიკამენტები
149.80₾
2022 დეკ 16
პროდუქტები
149.81₾
2023 იან 31
ფონდის ზედნადები ხარჯები
230.00₾
2023 თებ 14
საყოფაცხოვრებო ტექნიკა
1135.00₾
2023 თებ 14
პროდუქტები
299.98₾
2023 თებ 14
პამპერსები
127.10₾
2023 აპრ 10
პროდუქტები
299.96₾
2023 აპრ 19
მედიკამენტები
150.00₾
2023 აპრ 19
პროდუქტები
300.02₾
2023 მაი 31
ფონდის ზედნადები ხარჯები
70.00₾
2023 ოქტ 04
პროდუქტები
149.91₾
2023 ოქტ 14
მედიკამენტები
149.60₾

სულ ხარჯები:

4850.14₾

დარჩა:

0.20₾
შემოწირულობის გაღება
თანხა
გმადლობთ, კეთილო გულო!
14.10.2023 20:00:00
₾3.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
14.10.2023 20:00:00
₾2.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
14.10.2023 20:00:00
₾50.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
14.10.2023 20:00:00
₾3.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
14.10.2023 20:00:00
₾5.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
14.10.2023 20:00:00
₾1.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
14.10.2023 20:00:00
₾2.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
14.10.2023 20:00:00
₾10.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
14.10.2023 20:00:00
₾10.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
14.10.2023 20:00:00
₾1.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
14.10.2023 20:00:00
₾5.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
14.10.2023 20:00:00
₾10.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
14.10.2023 20:00:00
₾10.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
14.10.2023 20:00:00
₾10.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
14.10.2023 20:00:00
₾5.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
14.10.2023 20:00:00
₾20.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
14.10.2023 20:00:00
₾15.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
14.10.2023 20:00:00
₾1.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
14.10.2023 20:00:00
₾10.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
14.10.2023 20:00:00
₾3.00

შემოწირულია:

₾4,850.34

351 დონორი

აირჩიეთ თანხა:

Გადახდის საშუალება:

გამოწერა:

შემოწირულია:

₾4,850.34

351 დონორი

დასრულებული!

მათ ძალიან სასწრაფოდ სჭირდებათ თქვენი დახმარება