ng ng

რეგულარული გადახდების ფუნქცია ხელმისაწვდომია

სახლში / პროექტები /

როდესაც სიკვდილი სიცოცხლეზე ტკბილია

calendar აგვისტო 24, 2022

ერთი ზარი გადაარჩენს სიცოცხლეს!

ტელეფონის ნომერი:

info

ფასი (გაითვალისწინეთ):

1 call - ₾2 GEL

მობილური პროვაიდერები

Mobile provider
Mobile provider
Mobile provider

დაეხმარეთ! გააგზავნეთ სმს

sms

თქვენ შეგიძლიათ გადაარჩინოთ ვინმეს სიცოცხლე და დაუახლოვდეთ ღმერთს! გაგზავნეთ SMS ნომერზე 97100 შეწირეთ ₾3 GEL

კოპირებულია

პოსტის გაზიარებაც დახმარებაა!

facebook google messanger viber telegram

„მეზობელს ვუნახივარ იატაკზე უგონოდ დავარდნილი. კატასტროფის ცენტრის ავტომობილს წავუყვანივარ… მე არაფერი მახსოვს… ოპერაციას შვიდ საათზე მეტხანს აკეთებდნენ ქირურგები. საიქიოდან მომაბრუნეს… მაგრამ იქნებ, ასეთ ცხოვრებას ისევ სიკვდილი სჯობდა?!“ – გვითხრა ინტერვიუს დაწყებამდე ქალბატონმა ლეილამ – „ეს უკვე რიგით მეორე ოპერაცია იყო, რაც გასულ წელს გამიკეთდა – ჯერ მუცელი გამომფატრეს, მერე თავის ქალა გადამიხსნეს. ახლა, აი ასე, უღონოდ ვარ, დაჩიავებული. ორ კილოიან ტვირთსაც ვერ ვწევ.“

ჩვენი ფონდის ანგარიშები:

Bank of Georgia

Bank logo

Ბანკის კოდი:

BAGAGE22 BAGAGE22

კოპირებულია

ნომერი:

GE64BG0000000470458000 GE64BG0000000470458000

კოპირებულია

TBC Bank

Bank logo

Ბანკის კოდი:

TBCBGE22 TBCBGE22

კოპირებულია

ნომერი:

GE15TB7194336080100003 GE15TB7194336080100003

კოპირებულია

Liberty Bank

Bank logo

Ბანკის კოდი:

LBRTGE22 LBRTGE22

კოპირებულია

ნომერი:

GE42LB0115113036665000 GE42LB0115113036665000

კოპირებულია

საქველმოქმედო ნომერი: ერთი ზარი გადაარჩენს სიცოცხლეს!

ტელეფონის ნომერი:

0901200270
როდესაც სიკვდილი სიცოცხლეზე ტკბილია
კეთილო ადამიანო, დაუყოვნებლივ გააზიარე ეს პოსტი!
დაეხმარე შენს მეგობრებსაც მონაწილეობა მიიღონ ღვთისნიერ საქმეში!
      „მეზობელს ვუნახივარ იატაკზე უგონოდ დავარდნილი. კატასტროფის ცენტრის ავტომობილს წავუყვანივარ… მე არაფერი მახსოვს… ოპერაციას შვიდ საათზე მეტხანს აკეთებდნენ ქირურგები. საიქიოდან მომაბრუნეს… მაგრამ იქნებ, ასეთ ცხოვრებას ისევ სიკვდილი სჯობდა?!“ – გვითხრა ინტერვიუს დაწყებამდე ქალბატონმა ლეილამ – „ეს უკვე რიგით მეორე ოპერაცია იყო, რაც გასულ წელს გამიკეთდა – ჯერ მუცელი გამომფატრეს, მერე თავის ქალა გადამიხსნეს. ახლა, აი ასე, უღონოდ ვარ, დაჩიავებული. ორ კილოიან ტვირთსაც ვერ ვწევ.“

„რაც ვიყავი, იმის აჩრდილიღა დავრჩი!“

      ლეილა გოგბაიძე მარტოხელა, ავადმყოფი ქალბატონია. ის გაუსაძლის პირობებში ცხოვრობს. სახურავიდან კედლებზე ჩამოსული დამდნარი თოვლის და წვიმის წყალი, დიდი ხნის წინ დაანგრევდა მის სახლს, წინაპრებს ტუფის ქვისგან რომ არ ჰქონოდათ აშენებული. მერე, რა ელოდა ლეილას? საუკეთესო შემთხვევაში გარეთ დარჩენა – უსახლკარობაც, ავადმყოფობასა და შიმშილთან ერთად! 

წყალი ჩამოდის და ელექტროგაყვანილობისგანაც არსებობს საფრთხე!

        – ლეილა, პირველ რიგში მოგიკითხავთ, როგორ ხართ?
        ლეილა (54 წლის): არც ამ ქვეყნად და არც იმ ქვეყნად! ამ ყოფას, ყოფა არ ჰქვია. ეს არსებობაზეც ნაკლებია…  ავადმყოფობა, უძილობა, მარტოობა, შიმშილი – ეს ყველაფერი ერთდროულად მიტევს. ყველაზე დიდი „მოძალადეები“ კი, მაინც მარტოობა და ავადმყოფობაა, ისინი სიკვდილით მემუქრებიან. აბა მე რას გავხდები მაგათთან? ვზივარ და ვნანობ, ერთი შვილი მაინც მყოლოდა… რა უაზროდ გამიფრინდა ცხოვრება. რას ვიფიქრებდი, თუ ასეთ დღეში ჩავვარდებოდი?!

„ყველაზე მეტად იმას ვნანობ, ოჯახი რომ არ შევქმენი და შვილი არ გავაჩინე.“

         – და რა მოხდა, რატომ აღმოჩნდით ამ სიტუაციაში, იქნებ გვიამბოთ თქვენი თავგადასავალი. 
        ლეილა: სიცოცხლით სავსე და ყოჩაღი გოგო ვიყავი. არანაირ სამუშაოს არ ვთაკილობდი – ხარატიც ვიყავი, მტვირთავიც და მუშაც –  ქალაქ წნორში „ზაგოზერნოში“ ვმუშაობდი…  ორმოცდაათკილოიან ტომრებს ზურგით დავათრევდი. აბა, რამით ხომ უნდა მერჩინა თავი, ობოლ გოგოს? ისეთი ძლიერი და შეუპოვარი ვიყავი ნაცნობები მაია წყნეთელსაც მეძახდნენ, მათე ბიჭსაც, ყაჩაღანასაც… ყველას მოამაგე ვიყავი. ირგვლივ მყოფებზე ვზრუნავდი. 7 წელი ჩავარდნილ ბიძაშვილს ვუვლიდი, კიდევ ერთი წელიწადიც – კიბოთი დაავადებულ მეორე ბიძაშვილს. მათ გამო, საკუთარი სახლი დავტოვე და შორს გადავბარგდი. ავადმყოფის მოვლა არც ისე ადვილი ყოფილა, მითუფრო მძიმეწონიანის. ყოველ წუთს აწიე, გადააწვინე, საპირფარეშოში გაიყვანე… წაიღო ჩემი ჯანი… არა, კი არ ვწუწუნებ, ალალი იყოს მათზე. მაგრამ ქართული ანდაზა მახსენდება – „სხვისი მაზიარებელი დარჩა უზიარებელიო“ ახლა, თავად ვარ მისახედი. მე ვინ მომივლის? ვინ დამეხმარება? 
        – ჩვენ დაგეხმარებით, ლეილა, ჩვენი ერთგული მკითხველი, გაუსაძლის  მდგომარეობაში ჩავარდნილ  ყველა ადამიანს ეხმარება და თქვენც არ დაგტოვებთ ნუგეშის გარეშე!
        ლეილა: ვაი, თქვენ გენაცვალეთ, ჩემო ქართველებო! როგორ მიყვარხართ! უფასო სასადილოში ვნახე ბროშურა ამ ფონდის შესახებ. დარეკვა ძლივს მოვახერხე. მეზობელს ვთხოვე… აბა, მე ანგარიშზე თანხა არასდროს არ მაქვს. სოციალური დახმარების 60 ლარი მაგ ფუფუნების საშუალებას არ მაძლევს. ეს ხომ, ერთადერთი შემოსავალია, რაც დღესდღეობით გამაჩნია?! ვნახე ეს ლამაზი, თბილი, საყვარელი ბროშურა და ვთქვი: ეს მინიშნებაა, უფალმა ისევ გამომიწოდა დახმარების ხელი-თქო. ჰო, ჰო, აბა რა! დარწმუნებული ვარ, თქვენი მეშვეობით გამომიწოდა თავისი წმინდა ხელი… ღვთისმშობლობას ვარ დაბადებული – 28 აგვისტოს. წმინდა მარიამია ჩემი მფარველი. იცით, ორივე ხანგრძლივი ოპერაციის შემდეგ, მქონდა ხილვა. ორივეჯერ ერთიდაიგივე –  ორივეჯერ მოვიდა შავებში ჩაცმული დედა ღვთისმშობელი და გადამეფარა… როცა გამოვფხიზლდი, ცრემლები მომდიოდა თქრიალით. ექიმი მედგა თავზე და  რაღაცას მეუბნებოდა. ვერ ვუსმენდი. მერე ექთანმა მითხრა, თურმე ამბობდა: „რა გატირებს, მთავარია, გადარჩიო. სად იყავი, საკონცენტრაციო ბანაკში? არაფერი აღარ დაგრჩაო მუცელში.“ თიაქარი, ფიბრომა, ნაწლავების ნაწილი, სულ ამოუღიათ, ჭიპიც კი აღარ მაქვს. მერე იყო თავზე ოპერაცია. ხოჭოები დამდიოდნენ თვალებში. გაუსაძლისი ტკივილებისგან ვიკრუნჩხებოდი, ვერაფერს მშველიდა გამაყუჩებელი. სხეულის ერთი მხარე სრულიად მიბუჟდებოდა და ვეღარ ვგრძნობდი. ეს ხოჭოები კი, გაუთავებლად მფხაჭნიდნენ, ჯგუფ-ჯგუფად დარბოდნენ თავში, თვალებში. ეს კოშმარი მანამდე გრძელდებოდა, სანამ გონება დავკარგე. მეზობელმა მიპოვა. კატასტროფის ცენტრმა წამიყვანა და ოპერაცია გამიკეთეს. ახლაც, იმხელა ღრმული მაქვს თავზე…  მოკლე თმას ვატარებ, ქუდის გარეშე კი, ვერსად გავდივარ.

ფრთხილად თუ არ იქნებით, აქ შეიძლება ჩავარდეთ და ფეხი მოიტეხოთ

       – ახლაც გაწუხებთ ტკივილები?
       ლეილა: ე-ე-ე… (ხელი ჩაიქნია.) ვიცი, დიდი დღე არ მიწერია. განა მაგას ვერ ვხვდები, კიბეზე ამოსვლისას სუნთქვა რომ მიჭირს? ორლიტრიანი ბოთლითაც კი ვერ ვავსებ წყალს. ასეთი რთული ოპერაციების შემდეგ, კონტროლი ხომ მჭირდება? ანალიზები, გადაღება… კომპიუტერული თუ რაც ჰქვია… ღამით ვერ ვიძინებ, წამლებს ვერ ვყიდულობ. როგორ ვიყიდო, 60 ლარით?! ჩემი სახლის მდგომარეობაც მაწუხებს. შეხედეთ, რა დღეშია, წყალი ჩამოდის. ზამთარში რა მეშველება? ჯანმრთელს გაუჭირდება აქ ცხოვრება, და ავადმყოფი, უსახსრო ქალი იარსებებს? 

„ამ სახლში სტუმრობაც კი არავის უნდა“

       – ნათესავები თუ გსტუმრობენ, ან გეხმარებიან?
       ლეილა: თავადაც უჭირთ, ნეტა მე როგორ დამეხმარებიან? რა ვიცი, ასე ამბობენ და…
       – ადგილობრივი ხელისუფლება?
        ლეილა: სიცივისგან რომ ვცახცახებდი, აი, ეს ღუმელი მომიტანა წნორის მერმა – თამაზ მათეშვილმა. ღმერთი გაახარებს! სოციალურ სასადილოში მოვხვდი – ესეც უფლის წყალობა იყო ხელისუფალთა ხელით. სიაში რომ არ ჩავესვი, ახლა თქვენ, ჩემთან ვერ მოხვიდოდით. დიდი ხნის გარდაცვლილი ვიქნებოდი უკვე… საჭმელს მე ვერ ვყიდულობ და… ხანდახან, ისე გულით მომინდება ხოლმე რამე, მაგრამ იმას უნდა დავჯერდე, რასაც სასადილოში მიწილადებენ.

„ეს ღუმელია ჩემი ქურაც, ელექტრო ჩაიდანიც და გამათბობელიც, მაგრამ შეშის გარეშე, „არ მუშაობს!“

     –  ზამთარში ღუმელით თბებით?
          ლეილა: გაზი ახლახან გამოიყვანეს. არც გაზის გამათბობელი მაქვს, და არც გაზქურა. საერთოდ არაფერი არ მაქვს საოჯახო ტექნიკიდან. ავეჯიც კი, დაშლილი და დამპალია, ამდენი წყლის ჩამოსვლის მერე. აი, ასეთია ჩემი „წარსულის დიდების“ სახლი!
              – წარსული ხშირად გახსენდებათ?
         ლეილა: შეიძლება ითქვას, რომ წარსულით ვცხოვრობ. მომავალი ჩემთვის ბნელი და გაურკვეველია. მარტო იმის იმედი მაქვს, რომ ნათელი წერტილივით გამოჩნდებიან კარგი ადამიანები, რომლებიც ცოტათი მაინც შემიმსუბუქებენ ყოფას, თუნდაც, ერთ-ორ დღეს…   მათთვის ვილოცებ ცოცხალიც და გარდაცვლილიც, ჩემს ღვთისმშობელთან, ჩემს მარიამთან…

„ესაა ჩემი საუზმეც, სადილიც, ვახშამიც…“

            – ყველაზე მეტად, წარსულიდან რა გახსენდებათ?
        ლეილა: ჩემი დედა, ჩემი მარგო – უნიჭიერესი ადამიანი, დამსახურებული პედაგოგი. ისეთი მტკიცე და მკაცრი იყო-ო-ო… აბა, კარგი შვილი არ ყოფილიყავი… ძალიან მენატრება დედასთან გატარებული ყოველი წუთი. დედა აზერბაიჯანში მოღვაწეობდა, მეც იქ გავატარე გარკვეული წლები. ამიტომ, მათი ენა კარგად ვიცი. აგრეთვე ვიცი თურქულიც.  აქ, მოგეხსენებათ, ბევრი აზერბაიჯანელი ცხოვრობს. მე მათ პატივს ვცემ. ისინიც პატივს გვცემდნენ, როდესაც მე და დედა ვცხოვრობდით მათ ქვეყანაში, დიდი ხნის წინ. ერები ერთმანეთთან უნდა იყვნენ კეთილგანწყობაში, ყველამ პატივი უნდა სცეს ერთმანეთის სამშობლოს და ტრადიციებს.
 – ლეილა, ყველაზე მეტად რის გეშინიათ? 
      ლეილა: აი, მარტოობის მეშინოდა და მაინცდამაინც მარტო დავრჩი. ახლაც მეშინია მარტოობის – მარტო სიკვდილის, რომ ვერავინ მნახავს ბოლო წუთებში…  არავის ცრემლი გამაცილებს… იცით, როგორ ვნანობ, შვილი რომ არ მყავს?! ყველა ახალგაზრდას ვურჩევ ოჯახებს მოეკიდონ. ოღონდ ჯერ სწავლას მიხედონ. მერე კი, აუცილებლად შექმნან ოჯახები და გააჩინონ ბევრი შვილები… გვიან ვიგებდი ამბებს – თურმე  ამას მოვწონდი, იმას მოვწონდი… ვერავინ მიბედავდა სიყვარულში გამოტყდომას, ისეთი მკაცრი ვიყავი. ეს ალბათ, დედისგან გამომყვა. ახლა კი… ეჰ, ახლა… დამლაპარაკებელი მენატრება! ეს ტელევიზორიც არაფრად ვარგა, ხან ისე ჩაუვარდება ხოლმე ხმა… (ხელი ჩაიქნია.) 

„ესეც მებუტება ხანდახან… ხმა ჩაუვარდება ხოლმე, ჩემს ჯინაზე“

       ისედაც რა ძნელია მარტოობა, და მერე, შიმშილსა და ავადმყოფობაში?! მეგობრებო, ნუ დატოვებთ საბრალო ქალს გასაჭირში. ჩვენი თხოვნა იქნება, დაეხმაროთ მას, მოინახულოთ და ანუგეშოთ მაინც. ის ნამდვილად არ დაივიწყებს თქვენს სიკეთეს.
        ლეილა გოგბაიძის მისამართია: ქ. წნორი. რუსთაველის ქ.93
        თქვენ მართალი ხართ, ლეილა, სწორი მინიშნება მოგცათ უფალმა, ჩვენი ფონდის ბროშურა, თქვენს ხელში რომ აღმოჩნდა! როდესაც ადამიანებს მძიმე წუთები აქვთ, როდესაც ისინი, დიდი პრობლემების წინაშე დგანან და ცხოვრება ჯოჯოხეთად ეჩვენებათ, სწორედ მაშინ მოფრინდებიან ხოლმე ჩვენი მეგობრები – ფონდის უერთგულესი გულშემატკივრები, როგორც კეთილი ანგელოზები და მოყვასს გულს გაუთბობენ. გამთბარი გულები კი, ხელახლა იწყებენ ფეთქვას! 
●●●
       თუკი გიმძიმთ საყოფაცხოვრებო სირთულეებისა და გადაუჭრელი საკითხების გამო, რამდენიმე წამით ყურადღება ჩვენს „ფეისბუქის“ პოსტებზე გადაიტანეთ; ან უმჯობესია, ჩვენს ნებისმიერ ბენეფიციარს დაურეკოთ და ყველა თქვენი პრობლემა უმნიშვნელოდ მოგეჩვენებათ იმათთან შედარებით, ვისაც მისი ცხოვრების ყველაზე მძიმე წუთს დაეხმარეთ.
       მათ პრობლემებთან შედარებით ჩვენი პრობლემები არაფერია! აი, ნამდვილი გაჭირვება! ის თქვენ წინაშეა! უფალს მადლობა შესწირეთ იმისთვის, რაც გაგაჩნიათ! თქვენ უბედნიერესი ადამიანი ხართ! გახსოვდეთ ეს და დაეხმარეთ გაჭირვებულებს.
        ყოველ ჯერზე, როდესაც ვინმეს დახმარება შეგიძლიათ, უბრალოდ გააკეთეთ ეს და გიხაროდეთ, რომ ღმერთი თქვენი მეშვეობით პასუხობს ვიღაცის ლოცვებს! გვჯერა, რომ ერთად შევძლებთ, გული გავუთბოთ და დავუბრუნოთ მათ მომავლის რწმენა.
         არ დაგავიწყდეთ ამ პოსტის გაზიარება, რათა თქვენმა     მეგობრებმაც შეიტყონ ამ ოჯახის გასაჭირის შესახებ! ეს ძალიან მნიშვნელოვანია!
         მეგობრებო, კიდევ ერთი თხოვნა გვაქვს თქვენთან: თუკი შეიტყობთ, რომ თქვენს ნაცნობს ან მეზობელს სჭირდება დახმარება, გთხოვთ, გამოიჩინოთ გულისხმიერება და მოგვწეროთ ამის შესახებ ელექტრონულ მისამართზე: office-fsp@fsp.ge
ჩვენი ფონდის ანგარიში:
#GE15TB7194336080100003
#GE42LB0115113036665000
#GE64BG0000000470458000.
(დანიშნულება: გოგბაიძეების ოჯახი)
       თანხის ჩარიცხვა ასევე შეგიძლიათ ჩვენი ვებ-გვერდის მეშვეობით.
       ასევე, თანხის ჩარიცხვა შესაძლებელია TBCpay და ExpressPay ტერმინალებიდან. მოძებნეთ ჩვენი ფონდი ქვეთავში “ქველმოქმედება“ (ფონდის დამატებით უფლება- მოვალეობებს შეგიძლიათ გაეცნოთ ბმულზე https://goo.gl/GY2Gus).
        ერთად, ჩვენ უკვე ათასობით გაჭირვებულს დავეხმარეთ. გავუმართოთ ხელი ამ ოჯახსაც! ვინ იცის, იქნებ სრულიად უცხო ადამიანების დახმარება ოდესმე თავადაც დაგვჭირდეს?! რადგან არავინ იცის, რას გვიმზადებს ცხოვრება ხვალ!
შესანიშნავი სიახლე გვაქვს! ახლა შეგიძლიათ ჩვენი ბენეფიციარების ისტორიების წაკითხვა ინსტაგრამზე: https://www.instagram.com/chernovetskyi.fund/ და ტელეგრამზე: https://t.me/ChernovetskyiFund
         თქვენს მიერ სპეციალურ ნომერზე განხორციელებულ მხოლოდ ერთ ზარს კი, ადამიანის სიცოცხლის გადარჩენა შეუძლია: 0901 200 270!
დალოცვილები ყოფილიყავით!

თარიღი
სახელი
თანხა
სტატუსი
2022 სექ 27
მაცივარი
702.00₾
2022 ოქტ 31
ფონდის ზედნადები ხარჯები
160.00₾

სულ ხარჯები:

862.00₾

დარჩა:

0.23₾
შემოწირულობის გაღება
თანხა
გმადლობთ, კეთილო გულო!
25.10.2022 08:21:19
₾20.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
10.10.2022 20:00:00
₾10.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
30.09.2022 20:00:00
₾24.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
07.09.2022 20:00:00
₾2.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
07.09.2022 20:00:00
₾5.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
06.09.2022 20:00:00
₾10.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
06.09.2022 20:00:00
₾25.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
06.09.2022 10:50:24
₾50.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
05.09.2022 20:00:00
₾20.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
05.09.2022 20:00:00
₾25.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
05.09.2022 20:00:00
₾5.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
05.09.2022 20:00:00
₾5.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
05.09.2022 18:27:41
₾5.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
04.09.2022 20:00:00
₾1.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
04.09.2022 20:00:00
₾3.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
03.09.2022 20:00:00
₾1.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
02.09.2022 20:22:43
₾5.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
02.09.2022 20:00:00
₾10.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
31.08.2022 20:00:00
₾1.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
31.08.2022 20:00:00
₾20.00

შემოწირულია:

₾862.23

51 დონორი

აირჩიეთ თანხა:

Გადახდის საშუალება:

გამოწერა:

შემოწირულია:

₾862.23

51 დონორი

დასრულებული!

მათ ძალიან სასწრაფოდ სჭირდებათ თქვენი დახმარება