ng ng

რეგულარული გადახდების ფუნქცია ხელმისაწვდომია

სახლში / პროექტები /

„ჩვენი სახლიც ტირის ხოლმე წვიმის დროს … მალე მოკვდება, არა?“ – ხმამაღლა ფიქრობს ოთხი წლის პატარა გოგონა

calendar სექტემბერი 28, 2022

ერთი ზარი გადაარჩენს სიცოცხლეს!

ტელეფონის ნომერი:

info

ფასი (გაითვალისწინეთ):

1 call - ₾2 GEL

მობილური პროვაიდერები

Mobile provider
Mobile provider
Mobile provider

დაეხმარეთ! გააგზავნეთ სმს

sms

თქვენ შეგიძლიათ გადაარჩინოთ ვინმეს სიცოცხლე და დაუახლოვდეთ ღმერთს! გაგზავნეთ SMS ნომერზე 97100 შეწირეთ ₾3 GEL

კოპირებულია

სახლი, რომელშიც მახარაშვილების მრავალშვილიანი ოჯახი ცხოვრობს, ძალიან ძველია და დანგრევის პირას არის. სახურავიდან ისე ჩამოდის წყალი, როგორც გარეთ წვიმს. ოთხი წლის სალომემ, თავის ციცქნა ხელის გულებს უშვერს გახვრეტილი ჭერიდან მომდინარე წვიმის წყალს და გვეუბნება: „აი, ნახეთ რა მალე გამევსოს, ჩემი სახლი ტირის. მალე მოკვდება. როდესაც ღამით ქარი და წვიმაა, მე ვერ ვიძინებ იმიტომ, რომ მეშინია…“ საბასაც ეშინია. დედა გვერდითაა ყოველთვის, მაგრამ ისეთი საშინელი ხმები ისმის, როგორც გამოქვაბულში…

ჩვენი ფონდის ანგარიშები:

Bank of Georgia

Bank logo

Ბანკის კოდი:

BAGAGE22 BAGAGE22

კოპირებულია

ნომერი:

GE64BG0000000470458000 GE64BG0000000470458000

კოპირებულია

TBC Bank

Bank logo

Ბანკის კოდი:

TBCBGE22 TBCBGE22

კოპირებულია

ნომერი:

GE15TB7194336080100003 GE15TB7194336080100003

კოპირებულია

Liberty Bank

Bank logo

Ბანკის კოდი:

LBRTGE22 LBRTGE22

კოპირებულია

ნომერი:

GE42LB0115113036665000 GE42LB0115113036665000

კოპირებულია

საქველმოქმედო ნომერი: ერთი ზარი გადაარჩენს სიცოცხლეს!

ტელეფონის ნომერი:

0901200270

„ჩვენი სახლიც ტირის ხოლმე წვიმის დროს… მალე მოკვდება, არა?“ – ხმამაღლა ფიქრობს ოთხი წლის პატარა გოგონა

კეთილო ადამიანო, დაუყოვნებლივ გააზიარე ეს პოსტი! დაეხმარე შენს მეგობრებსაც მონაწილეობა მიიღონ ღვთისნიერ საქმეში!
     სახლი, რომელშიც მახარაშვილების მრავალშვილიანი ოჯახი ცხოვრობს, ძალიან ძველია და დანგრევის პირას არის. სახურავიდან ისე ჩამოდის წყალი, როგორც გარეთ წვიმს. ოთხი წლის სალომემ, თავის ციცქნა ხელის გულებს უშვერს გახვრეტილი ჭერიდან მომდინარე წვიმის წყალს და გვეუბნება: „აი, ნახეთ რა მალე გამევსოს, ჩემი სახლი ტირის.  მალე მოკვდება. როდესაც ღამით ქარი და წვიმაა, მე ვერ ვიძინებ იმიტომ, რომ მეშინია…“ საბასაც ეშინია. დედა გვერდითაა ყოველთვის, მაგრამ ისეთი საშინელი ხმები ისმის, როგორც გამოქვაბულში… 

„დედა, წვიმა მალე ხომ არ მოვა?“

        ლია მახარაშვილი ხუთი შვილის დედაა. მისი ოჯახი სოციალურად დაუცველია. იმ მცირეოდენი დახმარებით, რასაც სახელმწიფო ოჯახს აძლევს, რთულია თავის გატანა. „ბავშვები კარაქიან პურს გთხოვენ, შენ კი, ცარიელ პურს აძლევ და ეუბნები, რომ ხვალ, კარაქსაც წაუსვამ… და არ დგება ეს „ხვალ“ იმიტომ, რომ მაღაზიაში უკვე იმდენი ვალი გაქვს, ორი თვის სოციალური დახმარების თანხითაც ვერ გადაიხდი… წარმოიდგინეთ, რას გრძნობს ამ დროს დედა“ – თვალცრემლიანი გვეუბნება ლია – „ამ ყველაფერს კი, ისიც ემატება, რომ თითქმის დანგრეულ სახლში ვცხოვრობთ…“
    – ლია, გვიამბეთ თქვენი გასაჭირის შესახებ.
        ლია (40 წლის):  ძალიან მერიდებოდა თქვენი შეწუხება, არ მინდა, ჩემი თავი ვინმეს ზურგზე ტვირთად რომ ავკიდო. მაგრამ, საშინელ დღეში აღმოვჩნდით. სახლი თავზე გვენგრევა,  ამ სიტყვის სრული მნიშვნელობით. წასასვლელიც არსად მაქვს. ერთ დღესაც, დაიჭექებს, და ჭერი ჩამოიშლება. ყოველ ღამით, იმაზე ვლოცულობ, დილით ნანგრევებში არ გაგვეღვიძოს.

“მალე, უსახლკაროდ დავრჩებით…“

ჭერი დაზიანებულია, ყოველ კუთხეში წვიმა ჩამოდის.

        – როდესაც თქვენი შემოსავალი მხოლოდ სოციალური დახმარებაა, რა თქმა უნდა, სახურავის შეკეთებას ვერ მოახერხებთ…
       ლია: რას ამბობთ, ვერც ვიოცნებებთ… მთლიანად შესაცვლელია, საიდან მოვიტანთ ამდენ ფულს?  ზამთარი რომ მოდის, შიშით გული მისკდება. არ ვიცი, როგორ გამოვიზამთრებთ… შეშა ისე გაძვირდა, როგორ უნდა ვიყიდოთ? ეს სახლი თუ არ ჩამოგვენგრა, სიცივით მაინც დავიყინებით…
        საბა (4 წლის): მე არ მინდა გავიყინო. მერე ფეხები ბჟუის. ზღაპარში კარგია გაყინვა და ისე, ძალიან ცუდი ყოფილა.
        – ზღაპარში რატომაა კარგი?
        საბა: იმიტომ, რომ არ სტკივათ. ზღაპარში არ შიათ, მე კი, კარაქიანი პური მინდა, დიდზე დიდი პური.
       სალომე (4 წლის): მე ტორტი მიყვარს. დედამ მითხრა, დაბადების დღეზე გექნებათო, მაგრამ არ გვქონდა… საბა მოიქცა ცუდად. (სალომე და საბა ტყუპები არიან.)

„მე, სულ დიდი ვიყავი. იმიტომ, რომ სათამაშოები არასდროს მქონია…“

          საბა: აბა, კი-ი-ი… დედას ფული არ ჰქონდა რომ ეყიდა… 
     – არა უშავს, შემდეგ დაბადების დღეზე გექნებათ!
          გიორგი (9 წლის): დედაც სულ ასე ამბობს… შენსავით… (იღიმის.)
          – გიორგი, სალომეს და საბას ტორტი უნდათ. შენ რაზე ოცნებობ?
         გიორგი: მე, ლამაზი ჩანთა მინდა სკოლისთვის. კიდევ, ტელეფონი, დედას რომ დავურეკო, როდესაც გაკვეთილები ადრე დამთავრდება. კანფეტებიც მინდა, და  ველოსიპედიც… მაგრამ, ყველაზე მეტად, იცი, რა მინდა? ჩვენი სახლი რომ არ დაინგრეს!

„ღმერთო, გააკეთე ისე, რომ ჩვენი სახლი არ დაინგრეს!“

        ლია: გიორგის სკოლა შორს არის. ხანდახან, ხდება ხოლმე, რომ ადრე სრულდება გაკვეთილები. მე გამომყავს. 
        – პატარები ბაღში დადიან?
        ლია: არა, რა ბაღში… თან დამყავს ხოლმე. ჩვენს სოფელში ბაღი არ არის. მხოლოდ მეზობელ სოფელშია, ოთხ კილომეტრში.
        საბა: მე მინდა ბაღში, იქ ბევრი სათამაშოებია. მე არ მაქვს სათამაშოები. ბურთი მინდა… დიდი ბურთი…
       სალომე: მე კი, მინი მაუსი. ოღონდ, საწოლის ქვეშ დავაძინებ.
       – საწოლის ქვეშ რატომ?
       სალომე: წყალი რომ ჩამოვა, რომ არ დასველდეს…
       – ლია, ნათესავები თუ გეხმარებიან რამით?
       ლია: მე და ჩემს მეუღლეს, მშობლები დიდი ხანია აღარ გვყავს, ობლები ვართ. მშობლის გარდა კი, სხვას ვის შესტკივა გული?! ყველას თავისი თავი გასჭირვებია. ისეთი ცხოვრება მოვიდა, აღარავის აქვს დალხენილი ცხოვრება… 

საითაც არ უნდა გაიხედო, ყველგან სიღატაკის ანარეკლია!

         23 წელია, მე და მალხაზი ერთად, მარტო ჩვენ ორნი, ვუმკლავდებით სიდუხჭირეს. ის ყოველთვის საშინლად მძიმე სამუშაოებზე მუშაობდა. ჰოდა, აი, შედეგიც! ხერხემალი სტკივა და ახლა, უჭირს მძიმის აწევა და დატვირთვა… თუმცა, მაინც ცდილობს… მწყემსად მიდის ხოლმე ნახირში. 

„ხანდახან, ხერხემალი ისე გაუსაძლისად მტკივა, რომ მგონია, ჩავიკეცები.“

       მალხაზი (47 წლის): ძალიან რთულია, როდესაც ოჯახს ვეღარ ეხმარები… იმ კაპიკებით, რასაც მწყემსობისთვის ვიღებ, მხოლოდ პურს თუ ვუყიდი ბავშვებს. მაგრამ, გულხელდაკრეფილი ვერ ვუყურებ, როგორ შიმშილობს ოჯახი. ხანდახან, ხერხემალი ისე გაუსაძლისად მტკივა, რომ მგონია, ჩავიკეცები. ტკივილგამაყუჩებლის გარეშე, სიცოცხლე არ შემიძლია. ასეა ლიაც. მას თირკმელების პრობლემა აქვს. რომ შევუღლდით, ჩემს მოხუც ბებიას უვლიდა. მაშინ დაეწყო ეს პრობლემები. ბოლო ორსულობის დროს კი, უფრო იჩინა თავი. ცალი თირკმელი თითქმის არ მუშაობდა. ტყუპები საკეისრო კვეთით გააჩინა. მადლობა ღმერთს, რომ სამივე გადამირჩინა. 
       – ექიმს თუ მიმართეთ?
       მალხაზი: რა აზრი აქვს? იმდენ წამალს ნიშნავენ, ვერასდროს ვიყიდით… მერე, ბავშვებს რა ვაჭამოთ?   

სალომეს უნდა, დედას რეცხვაში მიეხმაროს.

უკომენტაროდ…

        – ადგილობრივი ხელისუფლება არაფრით გეხმარებათ?
        მალხაზი: არაერთხელ დავწერე განცხადება, მაგრამ… ჩემი ოჯახის გასაჭირი გულთან ახლოს არ მიუტანიათ. თავად თბილ და კომფორტულ სახლებში მოკალათებულები, ვერ ხვდებიან, ჩვენ რამხელა პრობლემის წინაშე ვდგავართ. ეს სახლი, ამ ზამთარს ნამდვილად ვერ გაუძლებს. თავზე ჩამოგვემხობა. უიმედოდ დარჩენილებმა, გადავწყვიტეთ თქვენთვის მოგვემართა. თქვენ ხართ ჩვენი ბოლო იმედი! ბევრი მსმენია და წამიკითხავს თქვენი სიკეთეების შესახებ. ვიცი, რომ ყველაზე კეთილ და საიმედო ადამიანებს აერთიანებთ. მჯერა, რომ ისინი ამოგვიყვანენ ამ უბედურებიდან. არ მინდა, ჩემი ოჯახი ყინვასა და სიცივეში, ღია ცის ქვეშ რომ დარჩეს. არ მინდა!
        – გიორგი, სკოლაში როგორ სწავლობ?
        გიორგი: მინდა, რომ კარგად ვისწავლო, მაგრამ საბა და სალომე არ მაცდიან, სულ ხელს მიშლიან…
        – ახლა, და-ძმას ნუ დააბრალებ…
       ლია: ყველანი ერთ ოთახში ვართ შეყუჟულები, სხვანაირად არ გამოდის… გიორგის, თავისი სამეცადინო კუთხეც კი არ აქვს, ოთახზე საუბარიც ზედმეტია. საბა ძალიან ცელქია, მეზობელთან გამყავს ხოლმე, გიორგიმ რომ იმეცადინოს. ახლა, სკოლა რომ იწყება, იმდენი რამ დასჭირდება… როგორ უნდა მოვამზადო სკოლისთვის, როდესაც თავზე გვემხობა სახლი და არ ვიცი, ხვალ რა იქნება…
***
      მეგობრებო, ახლა, მახარაშვილების ოჯახს თქვენი მხარში დგომა და დახმარება ისე სჭირდება, როგორც არასდროს! ბავშვები საფრთხეში არიან. ერთი დიდთოვლობა, და სახურავი ჩამოინგრევა. მერე, როგორი თოვლი იცის ხაშურში, და როგორ ცივა?!  ღმერთმა ნუ ქნას, მაგრამ ესეც რომ არა, როგორ უნდა გადაიტანოს სუსხიანი და მკაცრი ზამთარი, შეშის და გათბობის გარეშე დარჩენილმა ოჯახმა? ამ პაწაწინა ანგელოზებს ბედის ანაბარა ნუ დავტოვებთ, ნუ გავიმეტებთ ქუჩაში დასარჩენად. მათ ხომ, არსად აქვთ წასასვლელი?!
         თუ გადაწყვეტთ, პირადად მოინახულოთ მახარაშვილების მრავალშვილიანი ოჯახი, გიზიარებთ მათ მისამართს: ხაშურის რაიონი, სოფელი ტკოცა.
         თუკი გიმძიმთ საყოფაცხოვრებო სირთულეებისა და გადაუჭრელი საკითხების გამო, რამდენიმე წამით ყურადღება ჩვენს „ფეისბუქის“ პოსტებზე გადაიტანეთ; ან უმჯობესია, ჩვენს ნებისმიერ ბენეფიციარს დაურეკოთ და ყველა თქვენი პრობლემა უმნიშვნელოდ მოგეჩვენებათ იმათთან შედარებით, ვისაც მისი ცხოვრების ყველაზე მძიმე წუთს დაეხმარეთ.
       მათ პრობლემებთან შედარებით ჩვენი პრობლემები არაფერია! აი, ნამდვილი გაჭირვება! ის თქვენ წინაშეა! უფალს მადლობა შესწირეთ იმისთვის, რაც გაგაჩნიათ! თქვენ უბედნიერესი ადამიანი ხართ! გახსოვდეთ ეს და დაეხმარეთ გაჭირვებულებს.
         ყოველ ჯერზე, როდესაც ვინმეს დახმარება შეგიძლიათ, უბრალოდ გააკეთეთ ეს და გიხაროდეთ, რომ ღმერთი თქვენი მეშვეობით პასუხობს ვიღაცის ლოცვებს! გვჯერა, რომ ერთად შევძლებთ, გული გავუთბოთ და დავუბრუნოთ მათ მომავლის რწმენა.
        არ დაგავიწყდეთ ამ პოსტის გაზიარება, რათა თქვენმა მეგობრებმაც შეიტყონ ამ ოჯახის გასაჭირის შესახებ! ეს ძალიან მნიშვნელოვანია!
        მეგობრებო, კიდევ ერთი თხოვნა გვაქვს თქვენთან: თუკი შეიტყობთ, რომ თქვენს ნაცნობს ან მეზობელს სჭირდება დახმარება, გთხოვთ, გამოიჩინოთ გულისხმიერება და მოგვწეროთ ამის შესახებ ელექტრონულ მისამართზე: office-fsp@fsp.ge
ჩვენი ფონდის ანგარიში:
#GE15TB7194336080100003
#GE42LB0115113036665000
#GE64BG0000000470458000.
(დანიშნულება: მახარაშვილების ოჯახი)
    თანხის ჩარიცხვა ასევე შეგიძლიათ ჩვენი ვებ-გვერდის მეშვეობით.
       ასევე, თანხის ჩარიცხვა შესაძლებელია TBCpay და ExpressPay ტერმინალებიდან. მოძებნეთ ჩვენი ფონდი ქვეთავში “ქველმოქმედება“ (ფონდის დამატებით უფლება- მოვალეობებს შეგიძლიათ გაეცნოთ ბმულზე https://goo.gl/GY2Gus).
        ერთად, ჩვენ უკვე ათასობით გაჭირვებულს დავეხმარეთ. გავუმართოთ ხელი ამ ოჯახსაც! ვინ იცის, იქნებ სრულიად უცხო ადამიანების დახმარება ოდესმე თავადაც დაგვჭირდეს?! რადგან არავინ იცის, რას გვიმზადებს ცხოვრება ხვალ!
        შესანიშნავი სიახლე გვაქვს! ახლა შეგიძლიათ ჩვენი ბენეფიციარების ისტორიების წაკითხვა ინსტაგრამზე: https://www.instagram.com/chernovetskyi.fund/ და ტელეგრამზე: https://t.me/ChernovetskyiFund
       თქვენს მიერ სპეციალურ ნომერზე განხორციელებულ მხოლოდ ერთ ზარს კი, ადამიანის სიცოცხლის გადარჩენა შეუძლია: 0901200270!
დალოცვილები ყოფილიყავით!

დედიკომ თქვა, ბევრ „ქართულ ხალხებს“ უყვარხართო!
კეთილო ადამიანო, დაუყოვნებლივ გააზიარე ეს პოსტი! დაეხმარე შენს მეგობრებსაც მონაწილეობა მიიღონ ღვთისნიერ საქმეში!
„წელს იყო პირველი ახალი წელი, როდესაც ვიგრძენით სიხარული, როდესაც მივხვდით, რომ ჩვენც შეიძლება გვქონდეს ბედნიერი მომავლის მოლოდინი! ყველაზე მეტად, ქართველების სიყვარული წელს შევიგრძენით.“ – გვეუბნება თვალცრემლიანი ლია. 
უფალი ამბობს, რომ კარზე მშიერი მგზავრი თუ გვიკაკუნებს, კარი უნდა გავუღოთ, შემოვუშვათ და პური შუაზე გავუყოთ. რამეთუ, თავად უფალია ეს მგზავრი და ჩვენც უფალს უნდა ვხედავდეთ ყველა შეჭირვებულში.  სხვას რომ ვეხმარებით, ვეხმარებით უფალს და პირველ რიგში, ჩვენს სულებს. ჩვენო მეგობრებო, ვიცით, რომ სწორედ ამ რწმენით მოდიხართ ჩვენამდე.

„დედიკომ თქვა, ამ ახალ წელს ჩვენც ბედნიერები ვიქნებითო!“

        შიმშილსა და გაჭირვებაში მყოფი  პატარების საუბარმა ყველას მოგვიკლა გული. დანგრევის პირას მისული სახლი, მწვანილით დაპურებული ბავშვები, სოციალური დახმარების გროშების მომლოდინე ავადმყოფი მშობლები  – ეს იყო მათი რეალობა, რომელიც ერთად ვიხილეთ და რომელმაც გულგრილად დარჩენის უფლება არ მოგვცა. 
   – ლია, სახეები გიბრწყინავთ ყველას, ეს რამ გამოიწვია?
ლია: რომ იცოდეთ, როგორ გვახარებთ ხოლმე თქვენი სტუმრობით. ჩვენი ყველაზე საუკეთესო „სიახლე“ თქვენ ხართ და კიდევ, ის ადამიანები, ვინც ჩვენს გამო შეწუხდა. რამდენი კეთილი ადამიანი ყოფილა საქართველოში, ღმერთო! ზოგი ვინაობასაც არ ამხელს და მადლობასაც არ ელოდება… 

„იმდენი ტკბილეული მოგვიტანეს, რომ ყველას შეგვხვდება. აღარ ვიჩხუბებთ: შენ დიდი შეგხვდა, მე პატარაო…“

– ვხედავ, ბევრი საჩუქარი მიიღეთ და უცნობი ადამიანებიც გესტუმრნენ. გვიამბეთ ამის შესახებ.
ლია: რამდენი წელია, საახალწლოდ ასეთი გახარებულები არ ვყოფილვართ. პირიქით, ამ დროს უფრო მაწვებოდა სევდა და ცრემლები მახრჩობდა, ხოლმე. როგორი გაუსაძლისია, როდესაც შენი პატარებისთვის შოკოლადის ყიდვაც კი არ შეგიძლია?! ახლა კი, ხმამაღლა მინდა ვიყვირო: წელს მეც მაქვს შეშა, ცხელი პური, ნაძვის ხე და კიდევ, უამრავი საჩუქარი. თქვენმა ფონდმა ახალი, ლამაზი გაზქურა მოგვიტანა. ქვემოთ საცხობი აქვს. პურს გამოვაცხობ. ასე, დიდ ეკონომიას გავწევ. პური ძალიან ძვირია… 

„დღეიდან, პურის გამოცხობას სახლში შევძლებ!“

სალომე: დედა გემრიელ პურს გვიცხობს ამ საცხობში. მეც ვეხმარები. კიდევ, სარეცხი მანქანა მოგვიტანეს. ჩიტებიან მანქანას გამოატანა თოვლის ბაბუამ.

„ნახე, რა ლამაზია და თეთრი. ნახე რა ჩქარა და ბევრჯერ ტრიალებს:  ერთი, ორი, სამი… ვერ დაითვლი, იმდენჯერ…“

საბა: თოვლის ბაბუა მარხილით ვერ მოვიდა, თოვლი არ იყო და ჩიტებიანი მანქანა გამოგვიგზავნა. (ფონდის მანქანას გულისხმობს.) მომეწონა ძალიან…
გიორგი: მე მაგიდა მომიტანეს. არ მქონდა. მუხლებზე მედო წიგნები, რვეულები და ისე ვწერდი. ახლა, მაგიდასთან ვჯდები და ვმეცადინეობ. თან იმხელაა, ასი წიგნიც დაეტევა ზედ! 

„ჩემს ახალ მაგიდაზე ბევრზე-ბევრი წიგნის დადება შემიძლია“

         – ბავშვებო, კიდევ რა საჩუქრები იდო „ჩიტებიან მანქანაში“ და ვის რა გაუხარდა ყველაზე მეტად? 
სალომე: მე ფუმფულიკა დათუნია გამიხარდა და სარეცხი მანქანა. დათუნიას ბუბუ დავარქვი. მოდი, გაჩვენებ, როგორი დიდია… სარეცხი მანქანაც გაჩვენო? 

„ყველაზე „ჩასახუტებელი“ დათუნია მყავს მე“

საბა: მე ტრანსფორმერი სათამაშო მომეწონა. დააწვები პულტს მანქანაა, დააწვები რობოტია. ჩემსავით არის. მეც ხომ, ხან კარგი ბიჭი ვარ და ხან ცუდი!

„რა მაგარია ეს თოვლის ბაბუა, როგორ მიხვდა, რომ ზუსტად ასეთი მანქანა მინდოდა?“

„სიმართლე გითხრათ, არ ვიცი, რომელი უფრო გამიხარდა, ტკბილეული თუ მანქანა…“

– საბუკა, ცუდი რატომ ხარ?
საბა: იმიტომ, რომ დედას ვაბრაზებ. ხან ვატირებ. 
– დედა ტირის ხოლმე?
საბა: მე რომ რაღაცეები მინდა მიყიდოს და ვერ მყიდულობს, მე ვტირი ხოლმე და ისიც ტირის. მაგ დროსაც ცუდი ბიჭი ვარ…
– შენც ეცადე, რომ დედიკოს არ აწყენინო…
საბა: ვეცდები, თუ თოვლის ბაბუა აღარ გამებუტება.
– ლია, ახალი მეგობრები თუ შეიძინეთ? მოგვიყებით ვინ გესტუმრათ, ვინ დაგეხმარათ.
ლია: ყველა ჩვენი მეგობარია, ვინც გულთან ახლოს მიიტანა ჩვენი მდგომარეობა. ძალიან კარგმა ადამიანებმა მოგვინახულეს. გოგონას, რომელიც პოსტის გამოქვეყნების შემდეგ პირველი გვესტუმრა, ნინი ჰქვია. მოგვიტანა უამრავი პროდუქტი: ფქვილი, ზეთი, კარტოფილი… და, რაც ყველაზე მთავარია, შეშა. მადლობას აქედანაც გიხდი ნინი, მინდა ყველამ გაიგოს, შენ ნამდვილი ანგელოზი ხარ! შენ სიცივისგან გვიხსენი! მადლობა ასეთი სიკეთისთვის. უფალი გინათებდეს ყველა გზას, რომელზეც ივლი. კიდევ, და-ძმა გვესტუმრა ჩვენი რაიონიდან. მათაც მოგვიტანეს საჭმელი. ღმერთმა დალოცოს კარგად აღზრდილი შვილების მშობლები, ოჯახი.
სალომე: კიდევ, იცით, რა მოგვიტანეს? 
– არ ვიცი!
სალომე: ნაძვის ხე! ბურთულები… ჩამოსაკიდები… ნახე, მოვრთეთ უკვე და სულ უნდა იყოს ასე მორთული. შეიძლება ზაფხულშიც დავტოვო. 

„აჰა, ერთი ცალი აიღე, ნახე, როგორ ხრაშუნობს“

საბა: ჰა, ჰა, ჰა… ზაფხულში ნაძვის ხე ვის გაუგია?
სალომე: აბა, ზაფხულში რას ვუყურო? ტელევიზორი რომ გვქონდეს, მულტფილმებს ვუყურებდი… მაგრამ, „გაფუჭულია“. 
– ტელევიზორი არ გექნებათ ახალ წელს?
ლია: გაგვიფუჭდა, უკვე დიდი ხანია… 

სალომეს თვალები სიხარულით უციმციმებს. ის თქვენი მადლიერია.

– ლია, ადგილობრივი ხელისუფლება თუ გამოგეხმაურათ? მისი რომელიმე წარმომადგენელი თუ გესტუმრათ?
ლია: მათაც რომ ჰქონოდათ ისეთივე რეაგირება, როგორც  ჩვენს კეთილ ხალხს ჰქონდა, რა გვიჭირდა… ჩვენი სახლი სადაცაა დაინგრევა. არ ვიცი, ამ ზამთარს როგორ გაუძლებს. მარტო იმაზე ვლოცულობ, შიგნით არ მოგვიყოლოს. ბავშვებს ეშინიათ ქარის, წვიმის. ამ დროს საშინელი ხმები ისმის. კედლები ზანზარებს. გამგეობა ჯერ კიდევ ორი წლის წინ დაგვპირდა შეკეთებას, მაგრამ, აქამდე არაფერი შეცვლილა. დაპირება დაპირებად რჩება. ხანდახან ვფიქრობ, რომ დაპირება ყველა ქართველი ჩინოვნიკის ქრონიკული დაავადებაა. პატივცემულო მთავრობავ, დეპუტატებო! დაპირებებით ვერავის დაანაყრებთ, ვერც განკურნავთ! თქვენ  გგონიათ, რომ თუ შიმშილით არ ვიხოცებით საქართველოში, ეს მხოლოდ თქვენი სოციალური პროგრამების დამსახურებაა! ცდებით! ნეტა, თავად როგორ იცხოვრებდით იმ გროშებით, რასაც ჩვენ გვაძლევთ? რომ არა რიგითი ადამიანები, ვისაც გულთან ახლოს მიაქვს ჩვენი გაჭირვება და ვინც უანგაროდ გვეხმარება, დიდი ხნის წინ დავიხოცებოდით!  ისინი ამას, თქვენგან განსხვავებით,  არჩევნებისთვის და ხმებისთვის კი არა, ჩვენთვის და უფლისთვის აკეთებენ! ღმერთმა წყალობა არასდროს მოაკლოს ყველა ასეთ ადამიანს – კეთილ მეგობარს, კეთილ მეზობელს… ან უბრალოდ კეთილ უცნობს, რომელიც მადლს ქვაზე დებს და მიდის!
     
***
ძნელია, არ დავეთანხმოთ ლიას. ჭეშმარიტებაა ისიც, რომ დღეს საქართველოს მოსახლეობის დიდ ნაწილს ძალიან უჭირს, რომ სოციალურად დაუცველთა რიცხვი დღითიდღე იზრდება. მხოლოდ სოციალური დახმარებით, ადამიანის არსებობა შეუძლებელია. მით უფრო, თუ ეს ადამიანი ავადაა.  რომ არა ჩვენი სიკეთე, ერთმანეთის გატანა, ქართული სიყვარული და რწმენა, აქამდე გადავშენდებოდით. გვჯერა, რომ კიდევ მრავალჯერ დაუდგებით გვერდში უკიდურეს გაჭირვებაში მყოფ ოჯახებს, რომლებზეც დროდადრო გიამბობთ ხოლმე. მახარაშვილების ოჯახი ერთერთი მათგანია, ისინი ისევ გელიან იმედითა და სიყვარულით.
        თუკი გიმძიმთ საყოფაცხოვრებო სირთულეებისა და გადაუჭრელი საკითხების გამო, რამდენიმე წამით ყურადღება ჩვენს „ფეისბუქის“ პოსტებზე გადაიტანეთ; ან უმჯობესია, ჩვენს ნებისმიერ ბენეფიციარს დაურეკოთ და ყველა თქვენი პრობლემა უმნიშვნელოდ მოგეჩვენებათ იმათთან შედარებით, ვისაც მისი ცხოვრების ყველაზე მძიმე წუთს დაეხმარეთ.
          მათ პრობლემებთან შედარებით, ჩვენი პრობლემები არაფერია! აი, ნამდვილი გაჭირვება! ის თქვენს წინაშეა! უფალს მადლობა შესწირეთ იმისთვის, რაც გაგაჩნიათ! თქვენ უბედნიერესი ადამიანი ხართ! გახსოვდეთ ეს და დაეხმარეთ შეჭირვებულებს.
       სამწუხაროდ, ამ და კიდევ უამრავი სხვა ოჯახის პრობლემები არ დასრულებულა. ამიტომ, დროდადრო გადახედეთ ხოლმე ამ საბრალო ადამიანების ისტორიებს ჩვენს ვებ-გვერდზე და ესაუბრეთ მათ. ყოველ ჯერზე, როდესაც მორიგი შეჭირვებული ადამიანის ნომერს აკრეფთ, თქვენ აუცილებლად იგრძნობთ უფლის კურთხევას! აუცილებლად! შემდგომშიც დაეხმარეთ ამ ოჯახებს! სწორედ ეს არის საუკეთესო ღვთისმსახურება!     
        მეგობრებო, თქვენთან კიდევ ერთი თხოვნა გვაქვს – თუკი შეიტყობთ, რომ თქვენს ნაცნობს ან მეზობელს დახმარება სჭირდება, გთხოვთ გამოიჩინოთ გულისხმიერება და ამის შესახებ მოგვწეროთ ელექტრონულ მისამართზე: office-fsp@fsp.ge   
          თქვენი სიკეთე, არის შესაძლებლობა, თავადაც ყველაფერში ბედნიერი რომ იყოთ!
         მეგობრებო, კიდევ ერთხელ დიდი მადლობა ყველას!
ჩვენი ფონდის ანგარიშია:
#GE15TB7194336080100003
#GE42LB0115113036665000
#GE64BG0000000470458000
(დანიშნულება: მახარაშვილების ოჯახი).
      თანხის ჩარიცხვა ასევე შესაძლებელია TBCpay, ExpressPay ტერმინალებიდან. ქვეთავში “ქველმოქმედება“ მოძებნეთ ჩვენი ფონდი (ინფორმაციას ფონდის დამატებითი უფლება-მოვალეობების შესახებ შეგიძლიათ გაეცნოთ ბმულზე https://goo.gl/GY2Gus) 
       არაჩვეულებრივი სიახლე გვაქვს – ახლა ჩვენი ბენეფიციარების ისტორიები შეგიძლიათ წაიკითხოთ:
ინსტაგრამზე: https://www.instagram.com/chernovetskyi.fund     
 და ტელეგრამზე: https://t.me/ChernovetskyiFund   
       სპეციალურ ნომერზე: 0901200270 განხორციელებულ მხოლოდ ერთ ზარს ადამიანის სიცოცხლის გადარჩენა შეუძლია!
        ვიფიქროთ იმაზე, რომ შეჭირვებულთა დახმარებით და მათი ტკივილის გაზიარებით, ჩვენ ვზრუნავთ საკუთარ სულზე და ვუახლოვდებით უფალს!

თარიღი
სახელი
თანხა
სტატუსი
2022 ნოე 23
სარეცხი მანქანა
660.00₾
2022 ნოე 29
გაზქურა
475.00₾
2022 ნოე 30
ფონდის ზედნადები ხარჯები
220.00₾

სულ ხარჯები:

1355.00₾

დარჩა:

0.90₾
შემოწირულობის გაღება
თანხა
გმადლობთ, კეთილო გულო!
28.02.2023 20:00:00
₾10.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
20.01.2023 16:08:28
₾12.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
29.11.2022 20:00:00
₾30.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
27.11.2022 20:00:00
₾25.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
27.11.2022 20:00:00
₾49.65
გმადლობთ, კეთილო გულო!
25.11.2022 20:00:00
₾25.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
23.11.2022 20:00:00
₾30.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
23.11.2022 20:00:00
₾30.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
20.11.2022 20:00:00
₾50.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
29.10.2022 14:48:02
₾41.64
გმადლობთ, კეთილო გულო!
23.10.2022 20:00:00
₾10.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
18.10.2022 20:00:00
₾50.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
17.10.2022 20:00:00
₾10.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
17.10.2022 20:00:00
₾3.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
17.10.2022 20:00:00
₾3.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
16.10.2022 20:00:00
₾10.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
15.10.2022 20:00:00
₾2.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
14.10.2022 20:00:00
₾1.56
გმადლობთ, კეთილო გულო!
13.10.2022 20:00:00
₾10.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
13.10.2022 20:00:00
₾1.00

შემოწირულია:

₾1,355.90

91 დონორი

აირჩიეთ თანხა:

Გადახდის საშუალება:

გამოწერა:

შემოწირულია:

₾1,355.90

91 დონორი

დასრულებული!

მათ ძალიან სასწრაფოდ სჭირდებათ თქვენი დახმარება