ng ng

რეგულარული გადახდების ფუნქცია ხელმისაწვდომია

სახლში / პროექტები /

„არ ვიცი როგორ ვარ ცოცხალი. ალბათ მალე ცოცხლად დავლპები!“ ამ ისტორიის წაკითხვის შემდეგ, ღმერთს მადლობას გადაუხდით ყველაფრისთვის, რაც გაქვთ

calendar ოქტომბერი 12, 2022

ერთი ზარი გადაარჩენს სიცოცხლეს!

ტელეფონის ნომერი:

info

ფასი (გაითვალისწინეთ):

1 call - ₾2 GEL

მობილური პროვაიდერები

Mobile provider
Mobile provider
Mobile provider

დაეხმარეთ! გააგზავნეთ სმს

sms

თქვენ შეგიძლიათ გადაარჩინოთ ვინმეს სიცოცხლე და დაუახლოვდეთ ღმერთს! გაგზავნეთ SMS ნომერზე 97100 შეწირეთ ₾3 GEL

კოპირებულია

„მთელი ორგანიზმი განადგურებული მაქვს! ინფარქტი სამჯერ გადავიტანე, ინსულტი – ორჯერ. გულზე სამი ოპერაცია მაქვს გაკეთებული, თვალებზე – ოთხი. ცალი თვალი არ მივარგა. ექიმმა თქვა, საერთოდ გაშრებაო. ველოდები… ძალიან მტკივა. წამლები ძალიან ძვირი ღორს, ჩაწვეთებას ყოველთვის ვერ ვახერხებ.

ჩვენი ფონდის ანგარიშები:

Bank of Georgia

Bank logo

Ბანკის კოდი:

BAGAGE22 BAGAGE22

კოპირებულია

ნომერი:

GE64BG0000000470458000 GE64BG0000000470458000

კოპირებულია

TBC Bank

Bank logo

Ბანკის კოდი:

TBCBGE22 TBCBGE22

კოპირებულია

ნომერი:

GE15TB7194336080100003 GE15TB7194336080100003

კოპირებულია

Liberty Bank

Bank logo

Ბანკის კოდი:

LBRTGE22 LBRTGE22

კოპირებულია

ნომერი:

GE42LB0115113036665000 GE42LB0115113036665000

კოპირებულია

საქველმოქმედო ნომერი: ერთი ზარი გადაარჩენს სიცოცხლეს!

ტელეფონის ნომერი:

0901200270

„არ ვიცი როგორ ვარ ცოცხალი. ალბათ მალე ცოცხლად დავლპები!“

ამ ისტორიის წაკითხვის შემდეგ, ღმერთს მადლობას გადაუხდით ყველაფრისთვის, რაც გაქვთ

კეთილო ადამიანო, დაუყოვნებლივ გააზიარე ეს პოსტი! დაეხმარე შენს მეგობრებსაც მონაწილეობა მიიღონ ღვთისნიერ საქმეში!

 „არასდროს ვყოფილვარ ბედნიერი: სიღატაკეში ვცხოვრობდი და სიღატაკეში ვკვდები“
 „მთელი ორგანიზმი განადგურებული მაქვს! ინფარქტი სამჯერ გადავიტანე, ინსულტი – ორჯერ. გულზე სამი ოპერაცია მაქვს გაკეთებული, თვალებზე – ოთხი. ცალი თვალი არ მივარგა. ექიმმა თქვა, საერთოდ გაშრებაო. ველოდები… ძალიან მტკივა. წამლები ძალიან ძვირი ღორს, ჩაწვეთებას ყოველთვის ვერ ვახერხებ.
კიდევ, დიაბეტი მაქვს – დღე-ღამეში ოთხჯერ ვიკეთებ ინსულინის ნემსს. დიაბეტის გამო განგრენა დამეწყო, მარჯვენა ფეხზე თითები მომკვეთეს. ნორმალურად ვერ ვხედავ, სმენაც არ მივარგა. ახლახან, ღვიძლის პრობლემებიც აღმომაჩნდა, მითხრეს, იშლებაო. მიკვირს, აქამდე როგორ ვარ ცოცხალი. ალბათ, ცოცხლად დავლპები მალე!“
 

„უკარებო სახლში ვცხოვრობ!“

– როგორ აღმოჩნდით ასეთ მდგომარეობაში?
ელისო: როგორ აგიხსნათ? აღარც კი მახსოვს, როგორია ცხოვრება ტკივილისა და ტანჯვის გარეშე. აქ ძველი სახლი იდგა. მეუღლემ ახლის აშენება დაიწყო, მაგრამ ვერ დაასრულა – გარდაიცვალა. ასე დავრჩი დაუმთავრებელ სახლში, კარებისა და ფანჯრების გარეშე. საბანს ჩამოვაფარებ ხოლმე, რომ არ შემცივდეს.
– თქვენს ოჯახზე გვიამბეთ. საერთოდ არავინ გყავთ? შვილები, ახლობლები?
ელისო: მოყოლა რომ დავიწყო, შეიძლება ზოგმა არც დაიჯეროს. გვიან დავოჯახდი. 27 წლის ასაკში. ჩემი მეუღლე ჩემზე 23 წლით იყო უფროსი. ავტობუსით ვმგზავრობდით ერთად და მოვეწონე. მიპოვა და მაშინვე დაქორწინება შემომთავაზა. არც დავფიქრებულვარ, ისე დავთანხმდი. მეგონა, რომ ამხელა ასაკის კაცთან ერთად ყველა პრობლემას დავივიწყებდი და ბედნიერი ვიქნებოდი.
სახლში კი, ჩემი მეუღლის შვილები დამხვდნენ. მათთან საერთო ენის გამონახვა მარტივი არ იყო, მაგრამ გავუგეთ ერთმანეთს. გოგო გაგვიჩნდა, ძმებს მთელი გულით უყვარდათ ის.
უზომოდ გვიჭირდა. მეც და ჩემი მეუღლეც მუხლჩაუხრელად ვშრომობდით. ჩვენს სოფელის ყველა ყანაში ვარ ნამუშევარი. გარდა ამისა, საბავშვო ბაღშიც ვმუშაობდი დამლაგებლად. ერთი სიტყვით, ყველანაირ საქმეს ვეჭიდებოდი. ღმერთო, მე კიდევ მიკვირს, რატომ მჭირს ამდენი დაავადება.

 „ყველაფერი მტკივა“

– რთული გზის გავლა მოგიხდათ…
ელისო: ჯერ ყველაფერი არ მომიყოლია. მძიმე შრომა რა მოსატანია… ოჯახის ყველა წევრი ერთი მეორის მიყოლებით რომ იხოცება, უბედურება ფეხდაფეხ რომ დაგსდევს, ეს არის ნამდვილი საშინელება! მამაჩემი ოცდაცამეტი წლის წინ გარდაიცვალა. დედა ყოველდღე ტიროდა, უკან მიჰყვა, ზუსტად ერთი წლის მერე. რამდენიმე წლის შემდეგ, ჩემი გერი მოკლეს… მთელი ჩვენი ოჯახისთვის ნამდვილი კოშმარი იყო. ჩემი მეუღლე შვილის საფლავს დააკვდა ნახევარ წელიწადში. ჩემს გოგონას 18 წლის ასაკში კიბო აღმოაჩნდა და ყველა ქალური ორგანო ამოკვეთეს. ძლივს გადაარჩინეს… ჩემი მეორე გერიც გარდაიცვალა. როგორ ვარ ცოცხალი? არ მკითხოთ. ბევრჯერ მიფიქრია თავის მოკვლაზე, მაგრამ ღმერთის მეშინია! არ უყვარს თვითმკვლელები.

 „თავს დიდი ხნის წინ მოვიკლავდი, მაგრამ ღმერთს თვითმკვლელები არ უყვარს“

– რა გმატებთ ძალას?
ელისო: ჩემი გოგონა, ჩემი მოხუცი და… შვილი გათხოვილია, შორს ცხოვრობს, წელიწადში ერთხელ ვნახულობ, რომ ჩამოდის. დას დემენცია აქვს, ნელ-ნელა ყველაფერი ავიწყდება. ვურეკავ, ვეკითხები: „ელისო ვარ, შენი და, გახსოვარ?“ ის კი, მეუბნება, რომ და არ ჰყავს. ხან დედას მეძახის, ხან შვილს. დაველაპარაკები, მერე კი, მთელი დღე ვტირი. ცრემლი თვალებს მატკიებს, ტკივილისგან  უფრო მეტს ვტირი…

 „ყველაზე მოუხერხებელი საწოლი მსოფლიოში, ყველა ძვალს რომ გატკიებს“

– შეგვიძლია, როგორმე შეგიმსუბუქოთ ცხოვრება? 
         ელისო: ახლა, ჩემთვის თქვენი ყურადღება სუფთა ჰაერის ჩასუნთქვასავითაა. შეხედეთ, სად ვცხოვრობ. არ მაქვს კარები. ზამთარში საბანი მაქვს ჩამოფარებული. ბედნიერი ვიქნები, კარის ჩასმას თუ მოახერხებთ. კიდევ, არ მაქვს ნორმალური საწოლი. რომ დავწვები, ვვარდები ხოლმე. დილას რომ ვიღვიძებ, ყველაფერი მტკივა. მე კიდევ ტკივილის დამატება მინდა? ისედაც ძლივს ვდგავარ ფეხზე. კიდევ, უამრავი წამალი მჭირდება, საკვები პროდუქტი. ჩემი პენსიით ვერაფერს ვყიდულობ.

 „თქვენი დახმარების გარეშე, ვერ გადავრჩები“

          – რას ეტყოდით ჩვენს მკითხველებს?
          ელისო: გაუფრთხილდით თქვენს თავს და თქვენს საყვარელ ადამიანებს. ყოველდღე უთხარით, რომ გიყვართ. ხვალინდელი დღე შეიძლება არც დადგეს.
*** 
        ჩვენი თანამემულის, ელისო გორგაძის მდგომარეობა მართლაც საშინელია. მან ბევრი ტანჯვა გამოიარა, ადრე დაქვრივდა. მუდამ მძიმედ შრომობდა, რამისთვის რომ მიეღწია. ახლა კი, საბრალო ქალის ცხოვრება აუტანელია, სცივა, შია, ღამით ვერ იძინებს, სული ეყინება შიშით. რომ ვერ გაიღვიძოს? რომ ვერ ადგეს? მისი შვილი შორსაა, თავადაც უჭირს და ავად არის. ყველა ოჯახის წევრი კი, მიწაშია. ის არავის ინტერესებს. არავინ ჰყავს, რომ დაეხმაროს! ჩვენ ვართ მისი უკანასკნელი იმედი!
ამ საბრალო ქალს სჭირდება ნებისმიერი სახის დახმარება, განსაკუთრებით, საკვები პროდუქტი, მედიკამენტები, კარი და საწოლი.
თუკი ვინმეს ექნება სურვილი მოინახულოს და დახმარება პირადად გაუწიოს, მისი მისამართია: კასპის მუნიციპალიტეტი, სოფელი ზემო ხანდაკი.
ყოველ ჯერზე, როდესაც ვინმეს დახმარება შეგიძლიათ, უბრალოდ დაეხმარეთ და გაიხარეთ, რომ ღმერთი თქვენი მეშვეობით პასუხობს ვიღაცის ლოცვებს!

 

გვჯერა, რომ ერთად ნამდვილად შევძლებთ მის გადარჩენას!

არ დაგავიწყდეთ ამ პოსტის გაზიარება, რათა თქვენმა მეგობრებმაც შეიტყონ ამ ოჯახის გასაჭირის შესახებ! ეს ძალიან მნიშვნელოვანია!
მეგობრებო, კიდევ ერთი თხოვნა გვაქვს თქვენთან: თუკი შეიტყობთ, რომ თქვენს ნაცნობს ან მეზობელს სჭირდება დახმარება, გთხოვთ, გამოიჩინოთ გულისხმიერება და მოგვწეროთ ამის შესახებ ელექტრონულ მისამართზე: office-fsp@fsp.ge
ჩვენი ფონდის ანგარიში:
#GE15TB7194336080100003
#GE42LB0115113036665000
#GE64BG0000000470458000
(დანიშნულება: ელისო გორგაძე)
თანხის ჩარიცხვა ასევე შეგიძლიათ ჩვენი ვებ-გვერდის მეშვეობით
ასევე, თანხის ჩარიცხვა შესაძლებელია TBCpay და ExpressPay ტერმინალებიდან. მოძებნეთ ჩვენი ფონდი ქვეთავში “ქველმოქმედება“ (ფონდის დამატებით უფლება- მოვალეობებს შეგიძლიათ გაეცნოთ ბმულზე https://goo.gl/GY2Gus).
        ერთად, ჩვენ უკვე ათასობით გაჭირვებულს დავეხმარეთ. გავუმართოთ ხელი ამ ოჯახსაც! ვინ იცის, იქნებ სრულიად უცხო ადამიანების დახმარება ოდესმე თავადაც დაგვჭირდეს?! რადგან არავინ იცის, რას გვიმზადებს ცხოვრება ხვალ!
შესანიშნავი სიახლე გვაქვს! ახლა შეგიძლიათ ჩვენი ბენეფიციარების ისტორიების წაკითხვა ინსტაგრამზე: https://www.instagram.com/chernovetskyi.fund/ და ტელეგრამზე: https://t.me/ChernovetskyiFund
სპეციალურ ნომერზე: 0901200270 განხორციელებულ თქვენს მიერ მხოლოდ ერთ ზარს, ადამიანის სიცოცხლის გადარჩენა შეუძლია!
დალოცვილები ყოფილიყავით!

თარიღი
სახელი
თანხა
სტატუსი
2022 ნოე 03
საწოლი
650.00₾
2022 დეკ 16
წნევის აპარატი
129.98₾
2022 დეკ 30
ფონდის ზედნადები ხარჯები
385.00₾
2023 იან 10
გამათბობელი
250.00₾
2023 მარ 31
ფონდის ზედნადები ხარჯები
80.00₾
2023 ნოე 25
სარეცხი მანქანა,შელია ლამარა
599.00₾
2024 იან 10
სამშენებლო მასალა,მათიაშვილი
242.00₾

სულ ხარჯები:

2335.98₾

დარჩა:

0₾
შემოწირულობის გაღება
თანხა
გმადლობთ, კეთილო გულო!
22.10.2023 20:00:00
₾3.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
17.02.2023 08:53:59
₾300.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
30.01.2023 20:00:00
₾1.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
07.01.2023 20:00:00
₾1.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
01.01.2023 08:40:37
₾100.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
16.12.2022 20:00:00
₾4.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
13.12.2022 20:00:00
₾2.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
13.12.2022 20:00:00
₾5.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
12.12.2022 20:00:00
₾3.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
27.11.2022 20:00:00
₾1.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
26.11.2022 20:00:00
₾50.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
15.11.2022 07:32:32
₾50.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
06.11.2022 20:00:00
₾10.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
02.11.2022 20:00:00
₾10.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
01.11.2022 20:00:00
₾10.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
31.10.2022 20:00:00
₾5.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
31.10.2022 20:00:00
₾1.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
31.10.2022 20:00:00
₾5.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
30.10.2022 20:00:00
₾25.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
30.10.2022 20:00:00
₾5.00

შემოწირულია:

₾2,335.00

171 დონორი

აირჩიეთ თანხა:

Გადახდის საშუალება:

გამოწერა:

შემოწირულია:

₾2,335.00

171 დონორი

დასრულებული!

მათ ძალიან სასწრაფოდ სჭირდებათ თქვენი დახმარება