ng ng

რეგულარული გადახდების ფუნქცია ხელმისაწვდომია

სახლში / პროექტები /

ულამაზესი პატარები დემე და დათო ასეთ ტანჯვას არ იმსახურებენ. ახლა, მათ მუდმივად სჭირდებათ დახმარება, რომ იცოცხლონ

calendar ოქტომბერი 20, 2022

ერთი ზარი გადაარჩენს სიცოცხლეს!

ტელეფონის ნომერი:

info

ფასი (გაითვალისწინეთ):

1 call - ₾2 GEL

მობილური პროვაიდერები

Mobile provider
Mobile provider
Mobile provider

დაეხმარეთ! გააგზავნეთ სმს

sms

თქვენ შეგიძლიათ გადაარჩინოთ ვინმეს სიცოცხლე და დაუახლოვდეთ ღმერთს! გაგზავნეთ SMS ნომერზე 97100 შეწირეთ ₾3 GEL

კოპირებულია

დედა: ექიმები ამბობენ, რომ ჩემი შვილები ვერ იცოცხლებენ!.. მაგრამ ვინ ეკითხება ექიმებს, როდესაც ღმერთი დიდია და ყოვლისშემძლე?! ყველა ცოცხალ არსებას სული მან შთაბერა! და ჩემს შვილებსაც! უფალმა იცის, რა ბედი ელით! მათ თვალებში მთელი სამყაროს სილამაზეა!

ჩვენი ფონდის ანგარიშები:

Bank of Georgia

Bank logo

Ბანკის კოდი:

BAGAGE22 BAGAGE22

კოპირებულია

ნომერი:

GE64BG0000000470458000 GE64BG0000000470458000

კოპირებულია

TBC Bank

Bank logo

Ბანკის კოდი:

TBCBGE22 TBCBGE22

კოპირებულია

ნომერი:

GE15TB7194336080100003 GE15TB7194336080100003

კოპირებულია

Liberty Bank

Bank logo

Ბანკის კოდი:

LBRTGE22 LBRTGE22

კოპირებულია

ნომერი:

GE42LB0115113036665000 GE42LB0115113036665000

კოპირებულია

საქველმოქმედო ნომერი: ერთი ზარი გადაარჩენს სიცოცხლეს!

ტელეფონის ნომერი:

0901200270

ულამაზესი პატარები დემე და დათო ასეთ ტანჯვას არ იმსახურებენ. ახლა, მათ მუდმივად სჭირდებათ დახმარება, რომ იცოცხლონ


კეთილო ადამიანო, დაუყოვნებლივ გააზიარე ეს პოსტი! დაეხმარე შენს მეგობრებსაც მონაწილეობა მიიღონ ღვთისნიერ საქმეში!

 „უფალს მადლობას ვწირავ, შვილები რომ გადამირჩინა“

მარინას ორი ბიჭუნა იტანჯება  ცერებრალური დამბლით, გულის დაავადებით, შარდის ბუშტის პრობლემებით. მაგრამ, დედა ფარ-ხმალს არ ყრის!

დედა: ექიმები ამბობენ, რომ ჩემი შვილები ვერ იცოცხლებენ!.. მაგრამ ვინ ეკითხება ექიმებს, როდესაც ღმერთი დიდია და ყოვლისშემძლე?! ყველა ცოცხალ არსებას სული მან შთაბერა! და ჩემს შვილებსაც! უფალმა იცის, რა ბედი ელით! მათ თვალებში მთელი სამყაროს სილამაზეა! 
ვილოცოთ და დავეხმაროთ, რითაც შეგვიძლია, მეგობრებო!
მარინას ჰყავს ორი ლურჯთვალა ანგელოზი – დავითი და დემეტრე. მათი თვალების ცქერით ვერ გაძღები. თითქოს, ანგელოზთა სამყარო ჩნდება! არაამქვეყნიურად ლამაზი ბავშვები არიან! როგორ შეიძლება, ამისთანა  თვალებმა ამდენი იტირონ?! მაგრამ დაავადებები ერთი წამითაც არ ასვენებენ, სტანჯავენ და ტკივილს აყენებენ მათ!
დემეტრე ვერ ისვენებს, ხელს წამდაუწუმ იკიდებს თავზე – რაღაც „ფუფუა“ აწუხებს შიგნით. გულზეც იდებს ხელს – იქ კიდევ სხვა „ფუფუა“ აქვს. ვერ უძლებს და ტირილს იწყებს. მისი ძმა დავითიც ცუდად არის, მაგრამ მისი დაავადებები უფრო მძიმეა. ერთხმად ტირიან და კივიან, შესჩივიან დედას.
მარინა ერთიანად ცახცახებს. ტყუპების ტირილი მთელ სახლს ესმის, რომელშიც ამდენი ბინაა. მაგრამ ის უფალს არ ემდურის, მადლობელია, რომ ცოცხალი ჰყავს შვილები. თუნდაც ცერებრალური დამბლით, გულისა და სუნთქვის პათოლოგიით, ვერ დადიან, ვერ ლაპარაკობენ, ვერ ჭამენ, არ ესმით დედის სიტყვები, მაგრამ ცოცხლები, მასთან ერთად არიან, და არა გაყინულ მიწაში. მარინამ პირობა დადო, რომ ნებისმიერ ტანჯვას გაუძლებს, ოღონდ მის გვერდით იყვნენ. და უძლებს კიდეც, ეს უღალატო დედა, მასთან ერთად კი, დიასამიძეების მთელი ოჯახი. ოღონდ ტყუპებს ეშველოთ რამე!
მარინა: როგორღაც დავაძინე ნახევარი საათით. იქნებ, მოვახერხოთ გასაუბრება. არცერთი დამამშვიდებელი არ შველით. ღამით საერთოდ არ გვძინავს. უკვე გიჟს ვგავარ. ღერი ნერვიც არ შემრჩენია.
– ტყუპები დაბადებიდან ასეთ მდგომარეობაში არიან? 
მარინა: ბოლო ნახევარი წლის განმავლობაში ყველაფერი გაუარესდა – განუწყვეტლივ ტირიან. ექიმებს ჩემთვის დროულად რომ მოეხედათ, საკეისრო კვეთა გაეკეთებინათ, ასეთ დღეში არ ვიქნებოდით.

დამამშვიდებლები არ შველის დავითს და დემეტრეს 

სამი შვილი – თემური, ლიზი და გოჩა უპრობლემოდ გავაჩინე. მაგრამ ტყუპებზე ორსულობის დროს, მეშვიდე თვეში რომ ვიყავი, თირკმელები ძალიან ამტკივდა. ოპერაცია გამიკეთეს, ერთ თირკმელში სტენტი ჩამიდგეს, შარდის შეკავება რომ არ მომხდარიყო. საერთოდ ვერ დავდიოდი. მაგრამ საკუთარ თავს არ ვჩიოდი, მეშინოდა, ბავშვებზე ცუდად არ ემოქმედა. ტატიშვილის კლინიკაში გამოკვლევები ჩამიტარეს და მითხრეს, რომ ყველაფერი ნორმალურად იყო. მაჩვენეს მათი ტვინი, გული. ყველაფერი კარგად ვითარდებოდა.

მარინა ხუთი შვილის დედაა

თვითონ არ ვარ მთლად ჯანმრთელი ქალი, მაგრამ შვილები ჯანმრთელი გავაჩინე. როდესაც სასწრაფოს მოჰყავს ჩემისთანა მშობიარე, ნაადრევად რომ აქვს დაწყებული მშობიარობა, თირკმელში კი – სტენტი, ექიმებმა თავი ცოტა მაინც ხომ უნდა შეიწუხონ? ვეუბნებოდი, რომ ტკივილისგან გონებას ვკარგავ, რომ ბავშვები უნდა გადაარჩინონ, მაგრამ ისინი ისხდნენ და ელოდნენ, როდის გავაჩენდი ჩემით. უკვე სამი შვილი ხომ მყავდა. ეს არ იყო ჩვეულებრივი მშობიარობის ტკივილი, ეს ჯოჯოხეთი იყო! თირკმელები მისკდებოდა! ამ დროს კი, ჩემი შვილების ტვინი კვდებოდა! საკეისრო კვეთა დროულად რომ გაეკეთებინათ, ახლა ჩემი შვილები ინვალიდები არ იქნებოდნენ! (ტირის.)
როგორღაც გავაჩინე. და რა? ორივე ბავშვის მდგომარეობა ძალიან ცუდი იყო – მწვავე ასფიქსია და ტვინში სისხლის ჩაქცევა ჰქონდათ. მაშინ გამოცოცხლდა მთელი საავადმყოფო, კატასტროფების მედიცინა გამოიძახეს და სასწრაფოდ წაიყვანეს ბავშვები თბილისში.
ექიმის დაუდევრობის ბრალი იყო და მანვე მითხრა მერე დავითზე (ის დემეტრეზე უარეს მდგომარეობაში იყო) მითხრა: „აი, რაში გჭირდება ავადმყოფი ბავშვი? მითხარი, რა უნდა უყო?“ არ ვიცოდი, როგორ დამეცვა თავი ამ კოშმარისგან. მშობიარობის მერე ფეხზე ძლივს ვიდექი, მაგრამ ვუყვიროდი: „როგორ? რანაირად? ეს ხომ ჩემი შვილია! ყველანაირი მჭირდება!“

მარინას ურჩევდნენ, ამ საოცარ ბიჭუნაზე უარი ეთქვა!

– ძალიან გითანაგრძნობთ, ამ ყველაფრის გადატანა რომ მოგიხდათ. დავითის მდგომარეობა ახლაც უფრო ცუდია, ვიდრე დემეტრესი? 
მარინა: კი, ცოტათი. უფალს მადლობას ვწირავ, საერთოდ რომ გადამირჩინა. დავითი თბილისში რომ ჩაიყვანეს, მთლიანად შეშუპებული იყო. ყველა ორგანო გადიდებული ჰქონდა, ხელით ესინჯებოდა ღვიძლიც და თირკმელებიც. საშინელება იყო! ერთიანად ცახცახებდა და ფართხალებდა. ტაძარში წავედი და პირობა დავდე: „ღმერთო, ოღონდ გადამირჩინე! გეფიცები, ცხოვრების ბოლომდე ყველაზე საშინელ ტანჯვასაც ავიტან.“
მრავალი დიაგნოზი დაუსვეს ჩემს ტყუპებს: ცერებრალური დამბლა, სისხლის შედედების პრობლემა, ავადმყოფი გული, შარდის ბუშტი. დავითის ტვინი ნახევრად მკვდარია. ეჭვობენ, რომ დემეტრეს ჰიდროცეფალია აქვს. ჩემი საბრალო ბიჭი სულ თავზე ხელს ამიტომ იკიდებს. სითხე უგროვდება და აწვება. მაგრამ დემეტრეს, და-ძმებთან ერთად თამაში მაინც შეუძლია, მოხოხავს ჩემკენ, რომ დავუძახებ, დავითს კი არაფერი ესმის, ცუდი მხედველობა აქვს. ჩაკეტილია.

ტყუპებმა თამაში არ იციან. ბევრი რამ არ ესმით

დავითისა და დემეტრეს დამშვიდებას ვუნდებით მთელი ოჯახი. ღამით მე და ჩემი მეუღლე მონაცვლეობით ვუვლით, ასეთ რიტმს ერთი ადამიანი ვერ გაუძლებს. ჩიყვი მაქვს, წნევა -250. მიკვირს, მეზობლებმა აქამდე როგორ არ გაგვყარეს. არსად არ ჩივიან, მაგრამ ჩვენ გვეუბნებიან, რომ თავის ტკივილები აწუხებთ და „რამე გამოსავალი ხომ უნდა იყოს“. ძალიან წუხდებიან ჩვენი ტირილითა და კივილით.

თემური: „როდესაც ცუდად არიან, ტყუპებს არავინ უნდათ.“

– ეს სახლი თქვენი არ არის?
მარიანა: არა, ქირით ვართ. ყველანი ერთ ოთახში შეყუჟულები. არ გვაქვს სხვა გამოსავალი. ჩემს ოჯახთან, წლებია გაწყვეტილი მაქვს ურთიერთობა.
– რამე მოხდა?
მარინა: მოხდა ის, რომ მე, ორი შვილის ავადმყოფ, მარტოხელა დედას თანადგომა მჭირდებოდა და გათხოვება გავბედე. პეტრეს გულწრფელობაში არასდროს შემიტანია ეჭვი. ჩემს ცხოვრებაში მაშინ გამოჩნდა, როდესაც კუჭ-ნაწლავზე ოპერაცია გამიკეთეს, სტომა მქონდა გამოტანილი. საშინლად გამოვიყურებოდი, დამლაგებლის სამსახურს თავი დავანებე და ვნერვიულობდი იმიტომ, რომ არ ვიცოდი, ბავშვებისთვის რა მეჭმია. ჩემთვის ყველაზე რომანტიული მისი მზრუნველობა იყო – პამპერსსა და საჭმელს ყიდულობდა ჩემი შვილებისთვის. მივხვდი, რომ სირთულეების არ ეშინოდა. ახლაც უამრავი სირთულე გვაქვს, მაგრამ ერთმანეთს გვერდში ვუდგავართ. ხუთი შვილი ფეხზე ხომ უნდა დავაყენოთ.
– პეტრე მუშაობს?
მარინა: უკვე თვენახევარია, რაც აღარ მუშაობს, და ეს მაშინვე შეგვეტყო. რამდენჯერმე, ჩემს მეუღლეს ქუჩაში გული წაუვიდა. არ იცის, ეს ისევ როდის დაემართება, ნერვიულობს. ექიმთან ვიყავით. ახლა, ახალი პრობლემა გვაქვს, უნდა ჩაუტარდეს ეპილეფსიის კვლევა. მაგრამ, 24-საათიანი მონიტორინგი 500 ლარი ღირს. აღარ ვიცი, ვის ვუმკურნალო: ტყუპებს, მეუღლეს, თუ საკუთარ თავს?

ტყუპების მრავალრიცხოვან დაავადებებს სქოლიოზიც ემატება

დავრჩით ასე სახელმწიფო კმაყოფაზე. სწორედ ამის მეშინოდა. არცერთ ოჯახს, მით უმეტეს მრავალშვილიანს არ ვუსურვებ სოციალური დახმარების იმედზე ყოფნას. სოციალური დახმარების 1 000 ლარითა და მრავალშვილიანობის 300 ლარით ავად გახდომა არაფრით არ შეიძლება, ცუდ დღეში ჩავარდები. სამწუხაროდ, ჩვენ უკვე დაგვემართა ასე და გადარჩენისთვის ვიბრძვით.
– მარინა, ალბათ, პირველ რიგში ტყუპებს სჭირდებათ კვლევები, ხომ ასეა? კიდევ რა გჭირდებათ, კონკრეტულად?
მარინა: დიახ, გთხოვთ, დამეხმარეთ, დავითი და დემეტრე ექიმთან რომ წავიყვანო. გვჭირდება გენეტიკოსის და ნევროლოგის კონსულტაცია. ასევე, ხერხემალზე სჭირდებათ რენტგენის გადაღება – ტყუპებს სქოლიოზიც აქვთ. ექიმებმა დაუნიშნეს სპეციალური კვება „სიმილაკ ნეოშური“, ერთხელაც არ მიმიცია. წყალში გაზავებულ ფქვილს ვაჭმევ.
რა თქმა უნდა, პროდუქტი გვჭირდება. ესეც დიდი პრობლემაა. ძალიან გამომადგებოდა პურის საცხობი.

გოჩა (2,5 წლის): „მეც მომიტანთ რამეს, თუ მხოლოდ ტყუპებს?“

– მარინა, მოვასწარი ყველაფრის გამოკითხვა. მიხედეთ ტყუპებს და არ იდარდოთ. თემურის და ლიზის დაველაპარაკები ცოტა ხანს. ბავშვებო, რომელს შეგიძლიათ ტყუპების დამშვიდება და როგორ?
თემური (10 წლის): საერთოდ ძალიან რთულია. ცუდად რომ არიან, არავინ უნდათ და ყველას გვყრიან. მე სათამაშოებს ვაძლევ, მაგრამ ბრაზობენ და აგდებენ. ფართხალებენ და ტირიან.
 

„ჩემს ძმებზე ყოველთვის ვიზრუნებ“

ლიზი (6 წლის): მე ვკოცნი და ვეფერები, კარგ სიტყვებს ვეუბნები, მაგრამ არ უნდათ.

ლიზი: „პატარები რომ ტირიან, მეც მოწყენილი ვარ“

– რას გრძნობთ ამ დროს?
თემური: მე ბედნიერი როგორ ვიქნები, ჩემი ძმები ცუდად რომ არიან?
ლიზი: მეც მოწყენილი ვარ. ვერ ვმეცადინეობ, სულ მათზე ვფიქრობ.
– უცხო ადამიანების სიკეთის გჯერათ?
თემური: მე – კი! მაგალითად, ჩვენ სახლში ტკბილეული არასდროს არ გვაქვს, მაგრამ მეზობლებს უყიდიათ ჩემთვის მაღაზიაში, მეგობრები კი, ხურდას მჩუქნიან „ბარნი“ და „ჟელებონი“ რომ ვიყიდო. მეც გავახარებ ხოლმე გაჭირვებულ ბავშვებს. კეთილი ძია ვიქნები. პოლიციელად ვიმუშავებ, ფულს კი, ჩემს ძმებს დავახარჯავ. დედა ამბობს რომ დახმარება ყოველთვის დასჭირდებათ.
ლიზი: მე, თემო და გოჩა გავიზრდებით. დათო და დემეტრე კი მუდამ პატარები იქნებიან. მეც ყოველთვის დავეხმარები მათ.
                                   
***
როდესაც პატარები ცუდად არიან, ოჯახი ბედნიერი ვერ იქნება. ვერ მუშაობენ, ვერ მეცადინეობენ, არ აქვთ არაფრის თავი. თუ ჩვენ ასე ძალიან გვიმძიმს ორი პატარა ანგელოზის ცრემლების დანახვა, წარმოიდგინეთ, როგორ განიცდიან და იტანჯებიან მათი ოჯახის წევრები! როგორ უნდათ, რომ დაეხმარონ, ტკივილისგან იხსნან, მაგრამ არ შეუძლიათ.
ერთად, აუცილებლად გამოგვივა ყველაფერი!
თუ გაქვთ საშუალება, დიასამიძეების ოჯახი პირადად მოინახულეთ: ქ. ახალციხე, ასპინძის ქ. 36, ბინა 2.
        თუკი გიმძიმთ საყოფაცხოვრებო სირთულეებისა და გადაუჭრელი საკითხების გამო, რამდენიმე წამით ყურადღება ჩვენს „ფეისბუქის“ პოსტებზე გადაიტანეთ; ან უმჯობესია, ჩვენს ნებისმიერ ბენეფიციარს დაურეკოთ და ყველა თქვენი პრობლემა უმნიშვნელოდ მოგეჩვენებათ იმათთან შედარებით, ვისაც მისი ცხოვრების ყველაზე მძიმე წუთს დაეხმარეთ.
        მათ პრობლემებთან შედარებით ჩვენი პრობლემები არაფერია! აი, ნამდვილი გაჭირვება! ის თქვენ წინაშეა! უფალს მადლობა შესწირეთ იმისთვის, რაც გაგაჩნიათ! თქვენ უბედნიერესი ადამიანი ხართ! გახსოვდეთ ეს და დაეხმარეთ გაჭირვებულებს.
ყოველ ჯერზე, როდესაც ვინმეს დახმარება შეგიძლიათ, უბრალოდ დაეხმარეთ და გაიხარეთ, რომ ღმერთი თქვენი მეშვეობით პასუხობს ვიღაცის ლოცვებს! გვჯერა, რომ ერთად შევძლებთ, დაუვიწყარი შთაბეჭდილებები ვაჩუქოთ მათ!
არ დაგავიწყდეთ ამ პოსტის გაზიარება, რათა თქვენმა მეგობრებმაც შეიტყონ ამ ოჯახის გასაჭირის შესახებ! ეს ძალიან მნიშვნელოვანია!
მეგობრებო, კიდევ ერთი თხოვნა გვაქვს თქვენთან: თუკი შეიტყობთ, რომ თქვენს ნაცნობს ან მეზობელს სჭირდება დახმარება, გთხოვთ, გამოიჩინოთ გულისხმიერება და მოგვწეროთ ამის შესახებ ელექტრონულ მისამართზე: office-fsp@fsp.ge
ჩვენი ფონდის ანგარიში:
#GE15TB7194336080100003
#GE42LB0115113036665000
#GE64BG0000000470458000
(დანიშნულება: დიასამიძეების ოჯახი)
თანხის ჩარიცხვა ასევე შეგიძლიათ ჩვენი ვებ-გვერდის მეშვეობით
ასევე, თანხის ჩარიცხვა შესაძლებელია TBCpay და ExpressPay ტერმინალებიდან. მოძებნეთ ჩვენი ფონდი ქვეთავში “ქველმოქმედება“ (ფონდის დამატებით უფლება- მოვალეობებს შეგიძლიათ გაეცნოთ ბმულზე https://goo.gl/GY2Gus).
        ერთად, ჩვენ უკვე ათასობით გაჭირვებულს დავეხმარეთ. გავუმართოთ ხელი ამ ოჯახსაც! ვინ იცის, იქნებ სრულიად უცხო ადამიანების დახმარება ოდესმე თავადაც დაგვჭირდეს?! რადგან არავინ იცის, რას გვიმზადებს ცხოვრება ხვალ!
შესანიშნავი სიახლე გვაქვს! ახლა შეგიძლიათ ჩვენი ბენეფიციარების ისტორიების წაკითხვა ინსტაგრამზე: https://www.instagram.com/chernovetskyi.fund/ და ტელეგრამზე: https://t.me/ChernovetskyiFund
სპეციალურ ნომერზე: 0901200270 განხორციელებულ თქვენს მიერ მხოლოდ ერთ ზარს, ადამიანის სიცოცხლის გადარჩენა შეუძლია!
დალოცვილები ყოფილიყავით!

თარიღი
სახელი
თანხა
სტატუსი
2022 დეკ 05
გამოკვლევა
182.00₾
2022 დეკ 14
მედიკამენტები
87.26₾
2022 დეკ 30
ფონდის ზედნადები ხარჯები
770.00₾
2023 იან 03
სამედიცინო მომსახურება
280.00₾
2023 იან 04
წნევის აპარატი
170.15₾
2023 აპრ 19
მედიკამენტები
307.10₾
2023 მაი 10
პროდუქტები
299.87₾
2023 ივნ 08
მედიკამენტები
580.56₾
2023 ივლ 10
პროდუქტები
348.37₾
2023 აგვ 09
მედიკამენტები
528.53₾
2023 აგვ 16
პროდუქტები
229.93₾
2023 აგვ 25
ტანსაცმელი და ფეხსაცმელი
465.00₾
2023 ოქტ 06
პროდუქტები
196.76₾

სულ ხარჯები:

4445.53₾

დარჩა:

0.42₾
შემოწირულობის გაღება
თანხა
გმადლობთ, კეთილო გულო!
23.08.2023 20:00:00
₾50.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
22.08.2023 20:00:00
₾1.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
22.08.2023 20:00:00
₾8.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
22.08.2023 20:00:00
₾50.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
22.08.2023 20:00:00
₾50.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
21.08.2023 20:00:00
₾40.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
20.08.2023 20:00:00
₾50.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
19.08.2023 20:00:00
₾25.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
17.08.2023 20:00:00
₾65.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
30.04.2023 20:00:00
₾50.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
29.04.2023 20:00:00
₾10.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
28.04.2023 20:00:00
₾50.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
17.02.2023 20:00:00
₾10.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
15.02.2023 20:00:00
₾5.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
15.02.2023 20:00:00
₾5.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
14.02.2023 20:00:00
₾2.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
10.02.2023 20:00:00
₾1.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
09.02.2023 20:00:00
₾1.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
07.02.2023 20:00:00
₾10.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
07.02.2023 20:00:00
₾20.00

შემოწირულია:

₾4,445.95

252 დონორი

აირჩიეთ თანხა:

Გადახდის საშუალება:

გამოწერა:

შემოწირულია:

₾4,445.95

252 დონორი

დასრულებული!

მათ ძალიან სასწრაფოდ სჭირდებათ თქვენი დახმარება