რეგულარული გადახდების ფუნქცია ხელმისაწვდომია

დაეხმარე მოყვასს და მიუახლოვდი ღმერთს!

მათ თქვენი დახმარება სჭირდებათ და თანაც ძალიან, ძალიან სასწრაფოდ!

დახარისხება:

Project icon

ავადმყოფი ბავშვები

სასწრაფო

უბედურება! უბედურება! ქირურგის დაუდევრობის გამო სიცოცხლით სავსე ულამაზესი 10 წლის ელენე უკვე 1 წელია, პამპერსს ატარებს და ცხოვრებას მთლიანად მოწყდა. გოგონა მუხლებს ვეღარ შლის. ბავშვის გამოჯანმრთელების ერთადერთი გზა არსებობს — მხოლოდ თქვენი გულისხმიერება გადაარჩენს ელენეს, კეთილო ადამიანებო!

ეს 10 წლის ელენეა. ბავშვს დაბადებიდან ხერხემლის თიაქარი აქვს. ამ ციცქნა გოგონას პატარა გულმა 9 ანესთეზიას გაუძლო. როცა პირველი ოპერაცია გაუკეთეს, სულ რაღაც ოთხი თვის იყო. მეორე ოთხი წლის ასაკში გაუკეთეს, ხოლო მესამე ოპერაცია — სულ რაღაც ერთი წლის წინ, 9 წლის ასაკში. ელენე იმედით შედიოდა ოპერაციაზე, მაგრამ ბოლო ოპერაცია საბედისწერო აღმოჩნდა გოგონასთვის. დიახ, სწორედ მესამე ოპერაცია აღმოჩნდა საბედისწერო პატარა ელენესთვის. ბავშვს ფეხებზე დამბლა დაემართა და შეგრძნება მთლიანად დაკარგა. ამასთან, ფეხები ისე გაუმრუდდა, რომ საბრალო გოგონა მუხლებს ვეღარ შლის და ძლივს დადის.

შემოწირულია

₾253.57

დონორი

10

დიახ! მსურს დახმარება!
133 - 133 of 133 items
1 21 22 23

დაეხმარე მოყვასს და მიუახლოვდი ღმერთს!

გაეცანით იმ ადამიანების ისტორიებს, ვისაც უკვე დაეხმარეთ! მაგრამ, ერთი წუთითაც ნუ დავივიწყებთ, რომ ამ საბრალო ბავშვებისა და მოხუცების ცხოვრება გრძელდება, მეგობრებო!

Project icon

გაჭირვებულები

You helped

ამ არაჩვეულებრივ ოჯახს, დაეწვა სახლი და ყველაფერი, შიგნით რაც იყო. მათ სჯერათ, რომ ქართველები მათი გასაჭირის მიმართ გულგრილი არ დარჩებიან! ქართველი ერის სიკეთის რწმენა არასდროს არ დაიწვება.

„სურათების ალბომიც კი არ შემოგვრჩა, ჩვენი ცხოვრების მოსაგონებლად. თითქოს, არც ვარსებობდით – ამბობს დიანა და თან ფერფლს ქექავს. – აქ ხშირად მოვდივარ, გული მტკივა, მაგრამ იმის იმედი მაქვს, რომ ჩვენი ძველი ცხოვრებიდან ვიპოვი რამეს“.
2021 წლის 18 ნოემბერმა, ამ ოჯახის ცხოვრება, ახალ და ძველ ცხოვრებად გაყო. ერთმა ნაპერწკალმა, ფერფლად აქცია ოცნებები, იმედები და მოლოდინი.
ოჯახი ქუჩაში დარჩა, მათი ლამაზი სახლი კი, რამდენიმე წუთში დაიწვა. მათი ძველი ცხოვრებისგან დარჩა მხოლოდ ნამწვის საშინელი სუნი და ფერფლი… უკვე ეძინათ, როდესაც ცეცხლმა მათი ნივთების განადგურება დაიწყო. ბეწვზე გადარჩნენ, გარეთ საღამურებით გამოცვივდნენ. მეზობლებმა ათხოვეს ჟაკეტები, პლედები და წინდებიც კი.

შემოწირულია

₾5,352.45

დონორი

295

გაიღიმე, მეგობარო, და იყავი ბედნიერი!
Project icon

ავადმყოფი ზრდასრულები

You helped

მსოფლიოში ყველაზე კეთილი დედიკო!

„ზაქარია მქვია. 31 წლის ვარ. მესმის, რომ ზრდასრული მამაკაცი ვარ, მაგრამ ისე ვარ დამოკიდებული ახლა დედაზე, როგორც ჩემი ცხოვრების პირველ წლებში. მე ინვალიდი ვარ, ეს სიტყვა რაოდენ უხეშადაც არ უნდა ჟღერდეს. დიახ, ეს ასეა. უკვე 10 წელია, რაც ნახევარი ადამიანი ვარ. დედა რომ არა, ალბათ, დიდი ხნის წინ დავკარგავდი განძრევის უნარს. ვერ ვხვდები, საიდან აქვს ამდენი ენერგია. მეუბნება: „შენთვის ყველაფერს გავაკეთებ, მაგრამ შენს ნაცვლად, მე ვერ ვივარჯიშებ“. და აი, უკვე 10 წლის მანძილზე, ჩემს მძიმე ხასიათს უძლებს. ეგუება ყველა ჩემს დამარცხებას. მხოლოდ მისი დამსახურება გახლავთ თითოეული ჩემი პატარა გამარჯვება, ის, რომ დღეს ფეხზე დგომა შემიძლია, დამოუკიდებლად ჭამა, ლაპარაკი…

შემოწირულია

₾5,292.85

დონორი

258

გაიღიმე, მეგობარო, და იყავი ბედნიერი!
133 - 138 of 947 items
1 21 22 23 24 25 158