
სულ მარტო სიბნელეში!
შეგროვებულია:
315 ₾
(დონორი: 4)
კლარა: რაზე შეიძლება ოცნებობდეს უსინათლო, მარტოხელა ადამიანი? იმაზე, რომ ვინმე შემოვა და აპოვნინებს წყლით სავსე ჭიქას. სადღაც ახლოს დგას, მაგრამ მე ვერ ვწვდები. საწოლთან ვერ მივდივარ - ვერ ვაგნებ! დაკარგული ვარ, სიბნელეში ვცხოვრობ. ხანდახან ვერც ვხვდები, ეს ყველაფერი ცხადში ხდება, თუ სიზმარში. ხანდახან შიშიც მიპყრობს, მაგრამ მერე თავს ვიმშვიდებ: „კლარა, რაღა უნდა მოხდეს ამაზე უარესი, უნდა შეეგუო! არ გაქვს დარჩენილი დიდი ხნის ტანჯვა, აღარ ხარ ახალგაზრდა. მალე წაგიყვანს სიკვდილი.“ მაგრამ, იცით, სიცოცხლე ტკბილია და ყოველდღე მადლობას ვწირავ უფალს, რომ ვიღვიძებ.
მაგრამ, ერთი დიდი ოცნება კი მაქვს. მოხერხებულ ტახტზე ვოცნებობ. ეს საწოლი იშლება, ჩემი ხნის არის ისიც. არც ადგომა შემიძლია და არც დაწოლა. ამიტომ, მოხერხებული ტახტი ჩემთვის ხსნა იქნებოდა.