“თემოფონდის“ ორგანიზებით საქველმოქმედო ფოტოგამოფენა მოეწყო - ახალი ამბები - ჩერნოვეცკის ფონდი

ჩერნოვეცკის საქველმოქმედო ფონდი

“თემოფონდის“ ორგანიზებით საქველმოქმედო ფოტოგამოფენა მოეწყო image

“თემოფონდის“ ორგანიზებით საქველმოქმედო ფოტოგამოფენა მოეწყო

წლის წინ
ქველმოქმედება საქართველოში

ფოტოგრაფ თინათინ ბრეგაძის ფოტოგამოფენა საგამოფენო დარბაზ „ბაია გალერეაში“, პროექტის “მინდა სიცოცხლე“ფარგლებში გაიმართა.

გამოფენის ორგანიზატორი საქველმოქმედო ორგანიზაცია „თემოფონდია“, პროექტის მხარდამჭერი - საქართველოს კულტურის სამინისტრო. ფოტოსესიაში მონაწილეობა კი, სოლიდური სიმსივნით დაავადებულმა ბავშვებმა მიიღეს.

“თემოფონდის“დამფუძნებელთა განცხადებით, პროექტის შედეგად ბერი ანდრიას სახელობის სარეაბილიტაციო ცენტრში დიდი საბავშვო ბიბლიოთეკა და ხელოვნების ოთახი მოეწყობა, რითაც ბავშვებს შესაძლებლობა მიეცემათ, დღის განმავლობაში საბავშვო ლიტერატურას გაეცნონ, ასევე დაკავდნენ ხატვით, კერვით, ქსოვით და ა.შ. მკურნალობის პარალელურად ისინი სხვადასხვა მიმართულებით ცოდნის გაღრმავებასაც შეძლებენ და მათი ყოველდღიური ცხოვრება უფრო მრავალფეროვანი გახდება.

რეკომენდებული პროექტები: