8 ოქტომბერს David & Ursa-მ თუმანიშვილის თეატრში საქველმოქმედო კონცერტი გამართა - ახალი ამბები - ჩერნოვეცკის ფონდი

ჩერნოვეცკის საქველმოქმედო ფონდი

8 ოქტომბერს David & Ursa-მ თუმანიშვილის თეატრში საქველმოქმედო კონცერტი გამართა image

8 ოქტომბერს David & Ursa-მ თუმანიშვილის თეატრში საქველმოქმედო კონცერტი გამართა

წლის წინ
ქველმოქმედება საქართველოში

ეთნო ჯაზ პროექტმა David & Ursa 8 ოქტომბერს თუმანიშვილის თეატრში საქველმოქმედო კონცერტი გამართა.

პროექტის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა დავით შანიძემ აღნიშნა, რომ ეს არ არის David & Ursa-ს პირველი კონცერტი, თუმცა საქველმოქმედო მიზნით ფართო მაყურებლის წინაშე წარსადგომად პირველად გაერთიანდნენ.

ჯგუფი, გარკვეულწილად, კარგად ცნობილი პროექტის, "ეგარის" მუსიკალურ ხაზს აგრძელებს. დავით შანიძე ამბობს, რომ ეთნოჯაზით, რომელსაც David & Ursa სთავაზობს საზოგადოებას, უახლოეს მომავალში ევროპელ მსმენელსაც დააინტერესებენ. ჯგუფი უახლოეს მომავალში ალბომის ჩასაწერად და საერთაშორისო ფესტივალ Womex-ზე წარსადგენად ემზადება.

რეკომენდებული პროექტები: