10 ივლისს გიორგი აბრამაშვილის საქველმოქმედო ფოტოგამოფენა გაიხსნება - ახალი ამბები - ჩერნოვეცკის ფონდი

ჩერნოვეცკის საქველმოქმედო ფონდი

10 ივლისს გიორგი აბრამაშვილის საქველმოქმედო ფოტოგამოფენა გაიხსნება image

10 ივლისს გიორგი აბრამაშვილის საქველმოქმედო ფოტოგამოფენა გაიხსნება

წლის წინ
ქველმოქმედება საქართველოში
არასამთავრობო ორგანიზაცია გოლდენ პროდაქშენისა და საქვემოქმედო ფონდ „ცხოვრება მშვენიერიას” ორგანიზებით, 10 ივლისს საღამოს 7 საათზე, სააკაშვილის საპრეზიდენტო ბიბლიოთეკაში გაიხსნება ფოტოგრაფ გიორგი აბრამაშვილის საქველმოქმედო ფოტოგამოფენა, ფოტოებზე აღბეჭდილია ბერი ანდრიას ფონდის შვილობილების სახეები...

გამოფენის დასრულების შემდგომ ფოტოები საჩუქრად გადაეცემა ბერი ანდრიას ფონდს და მის შვილობილებს. ეს გამოფენა მთლიანად მათ ეძღვნებათ... ფოტოები წარმოდგენილია შავ-თეთრი სახით.

ეს არ არის გიორგი აბრამაშვილის პირველი შეხება ქველმოქმედებასთან და არც ბერი ანდრიას ფონდთან, გიორგი წლების მანძილზე მეგობრობს ამ ფონდთნ და სრულიად უსასყიდლოდ, მათთვის გამართულ არაერთ პროექტში მიიღო მონაწილეობა, დღეს კი გადაწყვიტა ბავშვებისათვის საკუთარი გამოფენის მიძღვნა და ფონდის პატარა ანგელოზები მის გმირებად აქცია.

პროექტი ხორციელდება თბილისის მერიის მხარდაჭერით.

რეკომენდებული პროექტები: