ხანძრის შედეგად დაღუპულთა ოჯახებს მერია დაეხმარება - ახალი ამბები - ჩერნოვეცკის ფონდი

ჩერნოვეცკის საქველმოქმედო ფონდი

ხანძრის შედეგად დაღუპულთა ოჯახებს მერია დაეხმარება image

ხანძრის შედეგად დაღუპულთა ოჯახებს მერია დაეხმარება

წლის წინ
ქველმოქმედება საქართველოში
გუდაუთის ქუჩაზე ხანძრის შედეგად გარდაცვლილთა ოჯახებს მერია დაეხმარება. ამის შესახებ თბილისის მერმა დავით ნარმანიამ დედაქალაქის სხდომაზე განაცხადა. ნარმანიამ სათანადო დავალება რაიონის გამგეობებისა და შპს "ჰერმესის" ხელმძღვანელებს მისცა.

„სამწუხაროდ ხანძარს ორი ჩვენი თანამოქალაქე ემსხვერპლა. მინდა, მათ ოჯახებს მიუსამძიმრო. ასევე, მინდა, ხაზი გავუსვა, რომ თბილისის მერია ამ ოჯახებს გვერდით დაუდგება და შესაბამისი მომსახურება, საჭიროებები ჩვენი მხრიდან იქნება უზრუნველყოფილი", - განაცხადა დავით ნარმანიამ.

გუდაუთის ქუჩაზე გაჩენილი ხანძრის შედეგად ორი ადამიანი გარდაიცვალა, დაშავდა - 5 ადამიანი. მათგან 3 დამწვრობის ცენტრში გადის მკურნალობას.

რეკომენდებული პროექტები: