საქველმოქმედო აქცია გიორგი ლომინაძისა და ნუცა გუნცაძის დასახმარებლად! - ახალი ამბები - ჩერნოვეცკის ფონდი

ჩერნოვეცკის საქველმოქმედო ფონდი

საქველმოქმედო აქცია გიორგი ლომინაძისა და ნუცა გუნცაძის დასახმარებლად! image

საქველმოქმედო აქცია გიორგი ლომინაძისა და ნუცა გუნცაძის დასახმარებლად!

წლის წინ
ქველმოქმედება საქართველოში

სამტრედია-ქუთაისის გზაზე ავტოავარიის შედეგად დაშავებული მორაგბის გიორგი ლომინაძისა და მისი მეუღლის ნუცა გუნცაძის დასახმარებელი აქცია თბილისში მიმდინარეობს.

ძველი იპოდრომის ტერიტორიაზე მათი ნათესავები, მეგობრები და უბრალოდ გულშემატკივრები მიდიან. საქველმოქმედო ღონისძიებაში ჩართვა და ბაზრობაზე სასურველი ნივთის მიტანა/შეძენა ნებისმიერ მსურველს შეუძლია.

გიორგი და ნუცა 12 აგვისტოს თურქეთში რეანომობილით გადაიყვანეს - მათ ოპერაცია და ხანგრძლივი რეაბილიტაცია სჭირდებათ, რაც საკმაოდ დიდ თანხებთან არის დაკავშირებული. საქველმოქმედო აქციიდან შემოსული თანხა მათ ანგარიშზე გადაირიცხება.

რეკომენდებული პროექტები: