საბაშვილების მრავალშვილიანი ოჯახი ზღვაზე! - ახალი ამბები - ჩერნოვეცკის ფონდი

ჩერნოვეცკის საქველმოქმედო ფონდი

საბაშვილების მრავალშვილიანი ოჯახი ზღვაზე! image

საბაშვილების მრავალშვილიანი ოჯახი ზღვაზე!

წლის წინ
სიახლეები

საქველმოქმედო ფონდი „სოციალური პარტნიორობა“ აქტიურად განაგრძობს სოციალურად დაუცველი მრავალშვილიანი ოჯახების დახმარებას.

ზაფხულის პერიოდში ბავშვებს ყველაზე მეტად დასვენება სჭირდებათ. ამიტომ ქობულეთში კეთილმოწყობილ სასტუმროში ფონდი აქტიურად ასვენებს როგორც „მცირე საოჯახო ტიპის სახლის“ ბავშვებს, ასევე მრავალშვილიან ოჯახებს.

ქობულეთს წინა კვირაში ესტუმრნენ საბაშვილების სოციალურად დაუცველი 9 შვილიანი ოჯახი ვაზისუბნიდან. გამგზავრების წინ ბავშვებისთვის მოსამზადებელი ხარჯებიც ფონდმა თავის თავზე აიღო და შეუძინა მათ ყველა საჭირო ინვენტარი თუ ტანსაცმელი ზღვისთვის.

ბავშვები უსაზღვროდ გახარებულნი დარჩნენ ზღვაზე კომფორტულ გარემოში დასვენებით.

თეგები:
#სიახლეები

რეკომენდებული პროექტები: