ააიპ „სოციალურ პარტნიორობას“ საქველმოქმედო ორგანიზაციის სტატუსი მიენიჭა - ახალი ამბები - ჩერნოვეცკის ფონდი

ჩერნოვეცკის საქველმოქმედო ფონდი

ააიპ „სოციალურ პარტნიორობას“ საქველმოქმედო ორგანიზაციის სტატუსი მიენიჭა image

ააიპ „სოციალურ პარტნიორობას“ საქველმოქმედო ორგანიზაციის სტატუსი მიენიჭა

წლის წინ
სიახლეები

არასამეწარმეო არაკომერციული იურიდიული პირი „სოციალური პარტნიორობა’’ შეიქმნა 2012 წლის 12 აპრილს მრავალშვილიანი ოჯახების, ობოლი ბავშვებისა და საწოლს მიჯაჭვული ხანდაზმულების დახმარების მიზნით. დღეს დღეობით ფონდი ყოველთვიურად უვლის 400-მდე საწოლს ან სახლს მიჯაჭვულ მოხუცს, 20-ზე მეტ მრავალშვილიან ოჯახს და 10 ბავშვს, რომლებიც ცხოვრობენ ფონდის „მცირე საოჯახო ტიპის სახლში“.

მსგავსი მასშტაბური ქველმოქმედება სტატუსითაც გამყარდა შემოსავლების სამსახურის 2014 წლის 19 სექტემბრის ბრძანებულებით და ააიპ „სოციალურ პარტნიორობას“ მიენიჭა საქველმოქმედო ორგანიზაციის სტატუსი.

საქველმოქმედო ორგანიზაცია „სოციალური პარტნიორობა“მომავალშიც ბევრ სიკეთეს მოუტანს მრავალშვილიან ოჯახებს, მოხუცებსა და ბავშვებს.

თეგები:
#სიახლეები

რეკომენდებული პროექტები: