საპატრიარქოსა და „სოციალურ პარტნიორობას“ შორის მემორანდუმი გაფორმდა - ახალი ამბები - ჩერნოვეცკის ფონდი

ჩერნოვეცკის საქველმოქმედო ფონდი

საპატრიარქოსა და „სოციალურ პარტნიორობას“ შორის მემორანდუმი გაფორმდა image

საპატრიარქოსა და „სოციალურ პარტნიორობას“ შორის მემორანდუმი გაფორმდა

წლის წინ
სიახლეები

2014 წლის 23 ნოემბერს, როგორც უკვე მოგეხსენებათ, ფონდმა ქობულეთში გახსნა ბავშვთა პანსიონი. პანსიონში აჭარის რეგიონის 50 ბავშვს ნაკლებად უზრუნველყოფილი და სოციალურად დაუცველი ოჯახებიდან განვითარებისა და განათლებისათვის საუკეთესო პირობები ექნება - კვება, ტექნიკა, ტანისამოსი, სამედიცინო მომსახურება.

გარდა ამისა, სოციალურ პარტნიორობასა და საპატრიარქოს შორის გაფორმდა მემორანდუმი რომლის თანახმადაც:

მხარეები აცხადებენ მზადყოფნას, ითანამშრომლონ ქვეყნის მოსახლეობის საკეთილდღეოდ და განახორციელონ ერთობლივი პროექტი ქობულეთში სოციალურად დაუცველი და გაჭირვებული ბავშვებისთვის. საქველმოქმედო ფონდი, ყოველგვარი ანაზღაურების გარეშე, უზრუნველყოფს ბავშვებისთვის საკვების, დამატებითი განათლების, ჯანდაცვის და მათთვის საჭირო ნებისმიერ სხვა სერვისის მიწოდებას; ხოლო ეკლესია თავის მხრივ მიავლენს თავის წარმომადგენლებს პანსიონში და განახორციელებს ბავშვების სულიერ აღზრდას.

თეგები:
#სიახლეები

რეკომენდებული პროექტები: