ქობულეთის პანსიონში ბავშვებმა ნამდვილი თოვლის ბაბუა გააკეთეს - ახალი ამბები - ჩერნოვეცკის ფონდი

ჩერნოვეცკის საქველმოქმედო ფონდი

ქობულეთის პანსიონში ბავშვებმა ნამდვილი თოვლის ბაბუა გააკეთეს image

ქობულეთის პანსიონში ბავშვებმა ნამდვილი თოვლის ბაბუა გააკეთეს

წლის წინ
სიახლეები

ახალი წელი და თოვლის მოსვლა ყველას უხარია, განსაკუთრებით კი ბავშვებს. მართალია,ამ ზამთარს დღესასწაულებმაისე ჩაიარა, რომ თბილისში ჯერ თოვლი არ ყოფილა, თუმცა უთოვლობას არ უჩივის ქობულეთი.

ქობულეთის პანსიონში თოვლის მოსვლის სიხარული ბავშვებმა ეზოში თამაშით გამოხატეს და ძალიან ლამაზი თოვლის ბაბუაც გააკეთეს, რომელიც მორთეს სხვადასხვა აქსესუარებით, ბოლოს კი მასთან სამახსოვრო სურათებიც გადაიღეს.

პანსიონში ბავშვთა სწავლის, განათლებისა  და განვითარებისათვის ყველა პირობაა შექმნილი. მაღალკვალიფიციური აღმზრდელები პატარებისთვის ბედნიერი და კომფორტული გარემოს შესაქმნელად ძალ-ღონეს არ იშურებენ. ბავშვთა აღზრდაში უშუალოდ მონაწილეობენ და დიდ როლს ასრულებენ მათი მშობლები, რომლებიც შვილებს ხშირად სტუმრობენ. ყველა ბავშვისათვის უკვე სრულადაა მოწყობილი საკუთარი კუთხეები, შეძენილია ყველა საჭირო ინვენტარი და ტექნიკა, რომელიც პატარებს სრულფასოვანი ცხოვრებისა და სწავლა-განვითარებისთვის ესაჭიროებათ. რა თქმა უნდა ბავშვებისთვის შეძენილია ინდივიდუალური ლეპტოპებიც, რათა მათი სასწავლო პროცესი უფრო ეფექტურად და შედეგიანად წარიმართოს.

თეგები:
#სიახლეები

რეკომენდებული პროექტები: