პროექტ „შინ მოვლის“ იანვრის სტატისტიკა - ახალი ამბები - ჩერნოვეცკის ფონდი

ჩერნოვეცკის საქველმოქმედო ფონდი

პროექტ „შინ მოვლის“ იანვრის სტატისტიკა image

პროექტ „შინ მოვლის“ იანვრის სტატისტიკა

წლის წინ
სიახლეები
პროექტი „შინ მოვლა“ აქტიურად აგრძელებს სახლს ან საწოლს მიჯაჭვული ადამიანების თანადგომას და ყველაფერს აკეთებს მათთვის სიცოცხლის ხალისის დასაბრუნებლად.

ფონდი თავს ვალდებულად თვლის ყოველთვიურად საზოგადოებას გააცნოს ის სტატისტიკა, რომელიც პროექტის ფარგლებში ხორციელდება. 

დღეის მდგომარეობით, პროექტი „შინ მოვლა“ ემსახურება 422 ადამიანს. იანვრის თვეში აღრიცხვაზე უკვე ავიყვანეთ 92 ახალი პაციენტი. საკრებულოდან მოწოდებული სიებით პაციენტების დამატება ყოველდღიურად მიმდინარეობს.

გთავაზობთ იანვრის თვის სტატისტიკას:

•მედიკამენტები მივაწოდეთ 280 პაციენტს, ჯამური ღირებულებით 6580.80 ლარი;

•საკვები ულუფა მივაწოდეთ 195 პაციენტს (მათ შორის 25 დიაბეტური ულუფა), ჯამური ღირებულებით 3683.97 ლარი;

•პამპერსები და საფენები მივაწოდეთ 216 პაციენტს, ჯამური ღირებულებით 5766.33 ლარი;

•ჰიგიენური საშუალებები მივაწოდეთ 100 პაციენტს, ჯამური ღირებულებით 735 ლარი.

ძალიან მალე, ჩვენი პროგრამის ფარგლებში ყოველდღიურად მოვემსახურებით 500 პაციენტს. დღესდღეობით „სოციალური პარტნიორობის“ შინ მოვლის პროგრამა მსგავსი ტიპის დახმარების ყველაზე დიდი ინსტიტუტია საქართველოში და არის ნამდვილი ნუგეში თითეული ქართველი სახლს ან საწოლს მიჯაჭვული ადამიანისთვის.
თეგები:
#სიახლეები

რეკომენდებული პროექტები: