სამადლობელი წერილი შარმიაშვილების ოჯახისაგან - ახალი ამბები - ჩერნოვეცკის ფონდი

ჩერნოვეცკის საქველმოქმედო ფონდი

სამადლობელი წერილი შარმიაშვილების ოჯახისაგან image

სამადლობელი წერილი შარმიაშვილების ოჯახისაგან

წლის წინ
სიახლეები

ჩვენი ფონდის შინ მოვლის პროგრამის ბენეფიციარებისგან უამრავ სამადლობელო წერილს ვიღებთ, გვსურთ ერთ-ერთი მათგანი საზოგადოებასაც გავაცნოთ:

„დიდ მადლობას მოგახსენებთ ასეთი  გულისხმიერებისთვის და ყურადღებისთვის. სიკეთე, რომელსაც თქვენ აკეთებთ უანგაროდ, ნამდვილად დასაფასებელია.

პირველ რიგში ძალიან დიდ მადლობას ვუხდით ქ-ნ ლიას, რომელიც ასე დაუზარებლად და კეთილშობილურად ასრულებს თავის საქმეს. უძლებს ჩვენს პრეტენზიულ პაციენტს და გულიანად ცდილობს დაამყაროს მასთან კონტაქტი.

ასევე გმადლობთ იმ პრეპარატებისთვის და საკვებისთვის, ჰიგიენური საშუალებებისთვის, რომელსაც გვაწვდით.

იმედი გვაქვს თქვენი პროექტი გაგრძელდება და გააგრძელებს კეთილი საქმის კეთებას.“

შარმიაშვილები

დამატებითი ინფორმაცია „შინ მოვლის“ პროგრამის შესახებ:

http://goo.gl/D2gjOk

თეგები:
#სიახლეები

რეკომენდებული პროექტები: