ქართულის ოლიმპიადაში გამარჯვებული ჩვენი ბავშვები - ახალი ამბები - ჩერნოვეცკის ფონდი

ჩერნოვეცკის საქველმოქმედო ფონდი

ქართულის ოლიმპიადაში გამარჯვებული ჩვენი ბავშვები image

ქართულის ოლიმპიადაში გამარჯვებული ჩვენი ბავშვები

წლის წინ
სიახლეები
საქველმოქმედო ორგანიზაცია „სოციალური პარტნიორობა“ მართავს მცირე საოჯახო ტიპის სახლს თბილისში და ბავშვთა პანსიონს ქობულეთში. ფონდის მთავარი მიზანი ბავშვთა სწორად აღზრდაში მდგომარეობს, რათა საზოგადოებას ჯანსაღი, ჯანმრთელი, განათლებული და შრომისუნარიანი თაობა აღუზარდოს. ფონდი განსაკუთრებულ ყურადღებას აქცევს განათლების საკითხს. სკოლაში სიარულის გარდა, ბავშვები გაძლიერებულად ემზადებიან სხვადასხვა საგნებში: ქართულში, მათემატიკაში, ინგლისურში, რუსულში.

ცოტა ხნის წინ ოთხმა ბავშვმა მცირე საოჯახო ტიპის სახლიდან მონაწილეობა მიიღო ქართულის ოლიმპიადაში, შედეგად მათ წარმატებით გადალახეს პირველი ტური, მეორე ტური და გადავიდნენ მესამე ტურში. მეორე ტურში ბავშვთა მხოლოდ მცირე რაოდენობამ მოახერხა ტურის წარმატებულად გადალახვა და მათგან საუკეთესოებმა მიიღეს დიპლომები, მათ შორის ჩვენმა ბავშვებმაც, რომლებიც არიან საქართველოს საუკეთესო მოსწავლეთა კლუბის წევრები.

არც ქობულეთის პანსიონი უჩივის განათლების მხრივ მიღწეულ წარმატებებს, ჩვენმა აღსაზრდელმა სოფომ მიიღო დიპლომი თავისი ნაწარმოების საუკეთესოდ წარმოჩენისთვის.
თეგები:
#სიახლეები

რეკომენდებული პროექტები: