12 მაისი - ექთნების საერთაშორისო დღე - ახალი ამბები - ჩერნოვეცკის ფონდი

ჩერნოვეცკის საქველმოქმედო ფონდი

12 მაისი - ექთნების საერთაშორისო დღე image

12 მაისი - ექთნების საერთაშორისო დღე

წლის წინ
სიახლეები
საქველმოქმედო ფონდი "სოციალური პარტნიორობა" ულოცავს ყველა ექთანს ექთნების საერთაშორისო დღეს და უსურვებს ჯანმრთელობას, სულიერ სიმშვიდეს და წარმატებებს საყვარელ საქმიანობაში.

დღესდღეობით, ფონდში დასაქმებულია რამდენიმე ათეული ექთანი, რომლებიც "შინ მოვლის პროგრამის" ფარგლებში უდიდეს სამუშაოს ასრულებენ. ფონდი უღრმეს მადლობას უხდის თითეულ თანამშრომელს, რომლის ხელითაც უშუალოდ ხორციელდება ქველმოქმედება. აპრილის თვეში ჩვენი ექთნები მოემსახურნენ 514 სოციალურად დაუცველ, სახლს ან საწოლს მიჯაჭვულს ადამიანს. ჯამში მათ განახორციელეს 2759 ვიზიტი და უზრუნველჰყვეს პაციენტები საკვებით, მედიკამენტებით, სამედიცინო მომსახურებით და სხვა საჭირო საშუალებებით.
თეგები:
#სიახლეები

რეკომენდებული პროექტები: