ბორის ბედია ჩვენს ბავშვებთან - ახალი ამბები - ჩერნოვეცკის ფონდი

ჩერნოვეცკის საქველმოქმედო ფონდი

ბორის ბედია ჩვენს ბავშვებთან image

ბორის ბედია ჩვენს ბავშვებთან

წლის წინ
სიახლეები

მეუნარგიას 41 ნომერში არსებულ მცირე საოჯახო ტიპის სახლში ცხოვრების რიტმი არ ეცემა. აქ ამჟამად 9 აღსაზრდელი იმყოფება. სწავლის და ვარჯიშის პარალელურად ბავშვებს ფონდი სხვადასხვა სურპრიზებით ანებივრებს.

გუშინ ბავშვებთან სტუმრად მოვიდა ცნობილი მომღერალი ბორის ბედია, რომელმაც ერთი ძალიან ლამაზი და მხიარული დღე აჩუქა ბავშვებს. ბავშვებმა უჩვენეს ბორისს თავიანთი ნახატები, ტანვარჯიშის ილეთები, იმღერეს, იცეკვეს. ბორისმა კი ბავშვებს უმღერა რამდენიმე ქართული და იტალიური სიმღერა, მათ შორის მისი ერთ-ერთი საყვარელი სიმღერა „კარუზო“ და სახლში ნამდვილი საზეიმო განწყობა შექმნა.

საქველმოქმედო ორგანიზაცია „სოციალური პარტნიორობა“ დიდ მადლობას უხდის ბორის ბედიას და ყველა იმ ადამიანსა და კომპანიას, რომლებიც ულამაზებენ ბავშვებს ცხოვრებას და თავიანთი წვლილი შეაქვთ უკეთესი საქართველოს ფორმირებაში.
თეგები:
#სიახლეები

რეკომენდებული პროექტები: