შსს-ს დაღუპული და დაჭრილი თანამშრომლების ოჯახების წევრები ქობულეთში ისვენებენ - ახალი ამბები - ჩერნოვეცკის ფონდი

ჩერნოვეცკის საქველმოქმედო ფონდი

შსს-ს დაღუპული და დაჭრილი თანამშრომლების ოჯახების წევრები ქობულეთში ისვენებენ image

შსს-ს დაღუპული და დაჭრილი თანამშრომლების ოჯახების წევრები ქობულეთში ისვენებენ

წლის წინ
სიახლეები
საქველმოქმედო ფონდი „სოციალური პარტნიორობა“ აგრძელებს ქვეყნის და ხალხის სამსახურში ყოფნას და ზაფხულობით ტრადიციისამებრ ქობულეთის სხვადასხვა კეთილმოწყობილ სასტუმროებში აწყობს დასასვენებელ ღონისძიებებს.

ამჯერად ფონდის ეგიდით დასასვენებლად იმყოფებიან შინაგან საქმეთა სამინისტროს დაღუპული და დაჭრილი თანამშრომლების ოჯახის წევრები, სულ 70 ადამიანი, რომელთა უმეტესობას მცირეწლოვანი ბავშვები შეადგენენ. დამსვენებლები განთავსდნენ ქობულეთის სასტუმრო აიეტსა და სოლიდარობაში, სადაც 10 დღის დაისვენებენ.

ჩვენი დამსვენებელთათვის აჭარის მთელ რეგიონში ექსკურსიები და სახალისო ღონისძიებებია დაგეგმილი.

ფონდი „სოციალური პარტნიორობა“ მადლობას უხდის შინაგან საქმეთა სამინისტროს თითეულ თანამშრომელს ქვეყნის წინაშე აღებული უდიდესი პასუხისმგებლობისთვის, განსაკუთრებით კი მათ, ვინც სამშობლოსთვის თავი გაწირა.
თეგები:
#სიახლეები

რეკომენდებული პროექტები: