სამადლობელო და სიყვარულით სავსე წერილები ჩვენი ფონდის ბენეფიციარებისგან - ახალი ამბები - ჩერნოვეცკის ფონდი

ჩერნოვეცკის საქველმოქმედო ფონდი

სამადლობელო და სიყვარულით სავსე წერილები ჩვენი ფონდის ბენეფიციარებისგან image

სამადლობელო და სიყვარულით სავსე წერილები ჩვენი ფონდის ბენეფიციარებისგან

წლის წინ
სიახლეები

გთავაზობთ შინ მოვლის პაციენტის ერთ წერილს:

„სოციალური პარტნიორობის დირექტორს ბატონ გიორგი ქვრივიშვილს.

მოგესალმებით სოციალური პარტნიორობის მთელ კოლექტივს. უკვე რამდენიმე თვეა თქვენი ორგანიზაციიდან ვიღებთ დახმარებას მასაჟის და მედიკამენტების სახით. ჩემი ჯანმრთელობიდან გამომდინარე ვართ სოციალურად არასასურველ მდგომარეობაში. წნევიანი, შაქრიანი და ინსულტიანი მწოლიარედ. თქვენი მასაჟისტის წყალობით კიდურებზე მაქვს გარკვეული შედეგები და უკვე იმედი გამიჩნდა ფეხზე დადგომის, რის გამოც მადლობას ვუხდი თქვენს ექიმ-მასაჟისტს ქალბატონ ნ-ს. მადლობას გიხდით მზრუნველობისთვის.

თქვენ მართლაც რომ ღვთისნიერ საქმეს ემსახურებით და ამ გაუსაძლის ცხოვრებაში ძალიან ბევრ ადამიანს უმსუბუქებთ ცხოვრებას. კიდევ ერთხელ გიხდით მადლობას თანადგომისთვის”.

პატივისცემით,

ნ. ს.


თეგები:
#სიახლეები

რეკომენდებული პროექტები: