სოფო ბედიამ ჩვენს ბავშვებს დაბადების დღე პირადად მიულოცა - ახალი ამბები - ჩერნოვეცკის ფონდი

ჩერნოვეცკის საქველმოქმედო ფონდი

სოფო ბედიამ ჩვენს ბავშვებს დაბადების დღე პირადად მიულოცა image

სოფო ბედიამ ჩვენს ბავშვებს დაბადების დღე პირადად მიულოცა

წლის წინ
სიახლეები

გასულ კვირას, როგორც მოგეხსენებათ, ქობულეთის პანსიონს სტუმრობდა ცნობილი მომღერალი სოფო ბედია. ვიზიტზე სოფომ ბავშვებისგან ძალიან დიდი სითბო და სიყვარული მიიღო და დაპირდა რომ კვლავ ეწვეოდა მათ.

არავინ რომ არ ელოდებოდა, პატარა ბექა და ელენეს დაბადების დღეზე სოფო თავის შვილთან და მეგობრებთან ერთად კვლავ ეწვია პანსიონს, ბავშვებს პირადად მიულოცა დაბადების დღე და ტორტიც მოუტანა. საზეიმო განწყობა ამ დღესაც განსაკუთრებით შეიმჩნეოდა. ბავშვებმა გაიცნეს სოფოს შვილი, მისი მეგობრები; შემდეგ კი ერთად იმღერეს და იცეკვეს.

საქველმოქმედო ფონდი „სოციალური პარტნიორობა“ ძალიან დიდ მადლობა უხდის სოფო ბედიას ბავშვებისადმი გამოჩენილი ესეთი ყურადღებისა და სითბოსათვის.

თეგები:
#სიახლეები

რეკომენდებული პროექტები: